Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 493

პრედნიზოლონი(ტაბლეტი 1მგ. 5მგ) – PREDNISOLONE – ПРЕДНИЗОЛОН

საერთაშორისო დასახელება:

PREDNISOLONE

მწარმოებელი: CP Pharmaceuticals Ltd Wrexham UK

მოქმედი ნივთიერება: პრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

პრედნიზოლონი ……..        1 მგ

1 ტაბ.

პრედნიზოლონი ………..     5 მგ

ვრცლად პრედნიზოლონი–დარნიცა (დოზირება ინდივიდუალური)

პრედნიზოლონი (საინექციო) – PREDNISOLONE – ПРЕДНИЗОЛОН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

პრეგნილი – PREGNYL – ПРЕГНИЛ

საერთაშორისო დასახელება:

CHORIONIC GONADOTHROPHIN

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: ქორიონული გონადოტროპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მალუტეინიზირებელი საშუალება; გამოიყენება სხვადასვა სახის უნაყოფობის დროს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვინილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში, შეფუთვაში 3 ც. გამხსნელთან ერთად.

1 ამპ.

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი …… 500 სე

1 ამპ.

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი …….1500 სე

1 ამპ.

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ……..5000 სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. წარმოადგენს რა K ვიტამინის ანტაგონისტს, აქვეითებს პროთრომბინის შემდედებელ აქტიობას (ფაქტორიII) და  VII, IX, X ფაქტორებისას; გავლენას ახდენს ღვიძლში მათ სინთეზზე, არ მოქმედებს უკვე სინთეზირებულ და სისხლში მოცირკულირე ფაქტორებზე, რის გამოც მისი ანტიკოაგულაციური მოქმდება რამდენადმე შეზღუდულია (დამოკიდებულია ამ ფაქტორების ბუნებრივი ელიმინაციის სიჩქარეზე).

ყველაზე სწრაფად ინაქტივირდება ფაქტორი VII (დაახლოებით 8% საათში), ნელა –  IX და X, უფრო ნელა – პრთრომბინი 1% სთ–ში. ეფექტი იწყება 2–3 სთ–ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს – 12–30 სთ–ში. თრგუნავს ფიზიოლოგიური ანტიკოაგულანტების  – ცილების C და S სინთეზს. ახანგრძლივებს პლაზმის შედედების დროს, პროთრომბინულ დროს და აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბობლასტინურ დროს, ამაღლებს ჰეპარინის მიმართ მგრძნობელობას. ამაღლებს სისხლძარღვთა გამტარებლობას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლის პროსტაციკლინურმასინთეზებელ აქტიობას.

ჩვენებები:

მკურნალობა და პროფილაქტიკა: თრომბოზები (მათ შორის მენჯ–ბარძაყის სახსრის მწვავე ოსტეონეკროზისას, ვენოზური თრომბოზი, არტერიული თრომბოზი, შიგაგულოვანი თრომბოზი), თრომბოემბოლია(ფილტვის არტერიისა და სისხლის მიმოქცევის დიდი წრის არტერიის);

მიოკარდის ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკა);

თრომბოემბოლიური გართულება (მათ შორის გულზე ოპერაციული ჩარევისას, მოციმციმე არითმიისას, გულის იშემიური დაავადებისას, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმისას); დეფიბრილაციის ჩატარების დროს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა(ელექტრული და ფარმაკოლოგიური);

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერის დაავადება);

ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი (რეციდივული ან  არ ექვემდებარება სხვა მკურნალობას), ანტითრომბინი III  თანდაყოლილი დეფიციტი(მათ შორის მწვავე ნეფროტოქსიური სინდრომისას).

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით, ჭამის დროს ან შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის პირველ მეორე დღეს 0.3გ 3–ჯერ დღეში, მესამე დღეს – 0.3 გ 2–ჯერ დღეში. შემდეგ დოზირებას განსაზღვრავენ პროთრომბინული დროის შედეგების მიხედვით, რომელიც 2–4–ჯერ უნდა იყოს გაზრდილი საწყისი INR-დან.

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 0.3 გ. მაქსიმალური საღეღამისო დოზა – 1.2გ,

მკურნალობა უნდა დამთავრდეს თანდათანობით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, სისხლდენა, თრომბოფილია, განპირობებული C და S ცილების დეფიციტით, ჰემორაგიული დიათეზი, ღვიძლის დაავადებები, ჰემატურია, სისხლდენის მაღალი რისკით მიმდინარე დაავადებები და მდგომარეობები (კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ტუბერკულოზი, ფილტვების სიმსივნე, ქალა–ტვინში სისხლდენა, ჰემორაგიული ინსულტი, ტრავმები, წინასაოპერაციო პერიოდი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი), გულის ქრონიკული უკმარისობა  IIბ და III სტადია. მიოკარდის ინფარქტი (არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), არტერიული ჰიპერტენზია (ტვინში სისხლჩაქცევის საშიშროებით), თირკმლის ქრონიკული ნაკლოვანება, თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევა, სეფსისი, ორსულობა, ნეონეტალური პერიოდი, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

მომატებული სისხლდენა, ჰემატურია, ალოპეცია, ცხელება, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), იშვიათად „კუმარინული“ ნეკროზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და C და S ცილების დეფიციტისას).

მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას ადგილი აქვს ჰიპერკოაგულაციას და თრომბოზის რეციდივს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მომატებული სისხლჟონვადობა , მძიმე შემთხვევებში სისხლდენა.

მკურნალობა: (ტარდება პრეპარატის შეცვლის ან დოზის შემცირების ხარჯზე): სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის დროს – პროთრომბინული კომპლექსის ფაქტორის კონცენტრატის გადასხმა, ახლადგაყინული პლაზმა. ჰიპოკოაგულაციის შესამცირებლად –  ვიტამინი K1 პრეპარატები (კუნთში, ვენაში) დოზით 5–15 მგ (ჰემოსტაზი აღდგება 6–24 სთ–ის მანძილზე, მაგრამ ანტიკოაგულაციური თერაპიის რეზისტენტობა შენარჩუნებულია შემდეგი 2 კვირის მანძილზე).

ურთიერთქმედება:

ასუსტებს C ვიტამინის ეფექტს. აძლიერებს ფენიტოინის, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების და ალოპურინოლის ეფექტს;  გლუკოკორტიკოსტეროიდების ულცეროგენობას.

კონკურენტულ ანტაგონისტს წარმოადგენს ვიტამინი К1.

ანტიკოაგულანტურ მოქმედებას აძლიერებენ : სალიცილატები, პირაზოლონები, ფენამატები, ეტაკრინისა და ნალიდიქსის მჟავები, სულფანილამიდები, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, კო–ტრიმოქსაზოლი, ტეტრაციკლინები, ქინიდინი, სულფამეტაზონი, დისულფირამი, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანაბოლური სამკურნალო საშუალებები, ფენოთიაზინები, თიოურაცილი, გვაიფენეზინი, რეზერპინი, თიობარბიტურატები, თიროქსინი , ციმეტიდინი, ეთანოლი, ნიკოტინის მჟავა, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ალოპურინოლი.

ანტიკოაგულაციურ მოქმედებას ასუსტებენ: კოლესტირამინი, ანტაციდები, გრიზეოფულვინი, ბარბიტურატები, გლუტეტიმიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, საგულე გლიკოზიდები, ანქსიოლიტიკები, დიურეტიკები, მეთილქსანტინები, მერკაპტოპურინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები.

პრეგნაქეა 400 მკგ ფოლის მჟავით – PREGNACARE – ПРЕГНАКЕА

მწარმოებელი:ფარმაცევტული კომპანია „ ვიტაბიოტიკსი“;

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

გამოყენების რეკომენდაცია:

მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ კარგი კვების მიუხედავად, ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში საჭიროა დამატებითი საკვები ნივთიერებების მიღება. პრეგნაქეა შექმნილია კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ორსულობამდე, მთელი ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდე.

პრეგნაქეარი შეიცავს ფოლის მჟავის რეკომენდებულ დონეს 400 მკგ-ს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის 15 ვიტამინი და მიკროელემენტი, რომლებიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედისა და ჩვილისათვის.

პრეგნაქეარის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ორსულობამდე პერიოდში.

პრეგნაქეარი შეიცავს B12 ვიტამინს, ფოლის მჟავასა და თუთიას, რომლებიც მნიშვნელოვანია ორსულობის ადრეულ ეტაპზე მედულარული ღეროს განვითარებისა და უჯრედების დაყოფისათვის.

სისხლის წარმოქმნისათვის ორსულობის გვიან ეტაპზე ასევე საჭიროა B ჯგუფის ვიტამინების, რკინისა და ფოლის მჟავის მიღება.

პრეგნაქეარის მიღების დაწყება შეიძლება ორსულობის ნებისმიერ მომენტში.

ოპტიმალური კვება ასევე საჭიროალაქტაციის პერიოდში, რომლის დროსაც ორგანიზმს გააჩნია დამატებითი მოთხოვნები საკვების მიმართ.

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი

საშ. 1 კაფსულა

რეკომენდებული

დღიური რაციონი %

ვიტამინი D

2.5 მკგ

50

ვიტამინი E

20 მგ

200

ვიტამინი C

70 მგ

117

თიამინი (ვიტამინი B1)

3 მგ

214

რიბოფლავინი (ვიტამინი B2)

2 მგ

125

ნიაცინი (ვიტამინი B3)

20 მგ

111

ვიტამინი B6

10 მგ

500

ფოლაცინი (ფოლის მჟავა)

400 მკგ

200

ვიტამინი B12

6 მკგ

600

ბეტაკაროტინი

4.2 მგ

–

ვიტამინი K

200 მკგ

–

რკინა

20 მგ

143

მაგნიუმი

150 მგ

50

თუთია

15 მგ

100

იოდინი

140 მკგ

93

სპილენძი

1 მგ

–

მიღების წესი:

ერთი კაფსულა დღეში ძირითად საკვებთან ერთად და საკვების მიღების შემდეგ ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულების უზმოზე მიღება. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა და რეკომენდებული დოზის გადამეტება.

გაცემა:

ურეცეპტოდ.

პრეგნაქეა (კრემი) – PREGNACARE (cream) – ПРЕГНАКЕА (крем)

პრეგნაქეა კრემი არის დამატენიანებელი საშუალება ორსულობის დროს და მის შემდეგ  დაჭიმული კანის სათუთი დაცვისათვის.

ორსულობის დროს, ბავშვის ზრდასთან ერთად ქალის კანი სწრაფად იჭიმება, რამაც შეიძლება დააზიანოს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები კანის ღრმა შრეებში.

დაჭიმული კანის დასანოტივებლად და ელასტიურობის შესანარჩუნებლად პრეგნაქეა კრემის ქიმიურ ფორმულაში შედის: მცენარეული ექსტრაქტები, C და E ვიტამინები. კრემის  გამოყენება სასურველია ოსულობის შემდეგაც, ის ხელს უწყობს კანის შეკუმშვას. მისი რეგულარული გამოყენება კანს რბილსა და გლუვს ხდის.

მწარმოებელი:

ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი;“

ლონდონი, ინგლისი.

პრეგნაქეაში შემავალი კომპონენტები:

გულყვითელასა და ალოეს ექსტრაქტები და ფურისულის ზეთი – გამოიყენება დაჭიმული კანის დასარბილებლად.

E ვიტამინი – კანის დერმის კვებისა და დაცვისათვის.

D-პანთენოლი და C ვიტამინი – კოლაგენის წარმოებისათვის, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობასა და სიძლიერეს.

ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები – ანტიოქსიდანტური მკვებავები ხელს უწყობს ჯანმრთელი კანის შენარჩუნებას.

გამოყენების წესი:

კრემი ნაზად შეიზილეთ მუცელზე, წელზე, ბარძაყებსა და სარძევე ჯირკვლებზე (არეოლების გარდა).

კრემის გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად ორსულობისას და ორსულობის შემდეგ.

გაფრთხილება:

კანის გაღიზიანების შემთხვევაში, კრემის გამოყენება უნდა შეწყდეს, პრობლემის გაგრძელებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

კრემი 100მლ.

გაცემა:

ურეცეპტოდ.

პრეგნავიტი – PREGNAVIT – ПРЕГНАВИТ

მწარმოებელი: MERCKLE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური საშუალება+მულტიმინერალი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფსულა შეიცავს:

რეტინოლის პალმიტატი (A ვიტამინი) …………3000 სე
ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) ………….200 სე
ალფა-ტოკოფეროლი (E ვიტამინი) …………….0.01 გ
თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) …………….1.5 მგ
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) ………………….2.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(B6 ვიტამინი) …………………………………
5.0 მგ
ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) ………………5.0მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..15.00მგ
ასკორბინჟავა (C ვიტამინი) …………………….75.00მგ
კალციუმის პანთოთენატი ……………………….10.00მგ
კალციუმის ლაქტატი ……………………………6.51მგ
რკინის ფუმარატი ……………………………….30.00მგ
დიკალციუმ უწყლო ფოსფატი ………………….250.00მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეგნავიტი – კაფსულები წარმოადგენს კომბინირებულ პოლივიტამინურ საშუალებას, რომელიც შეიცავს მინერალულ ნივთიერებებს. პრეპარატში შემავალი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ავსებენ ორგანიზმში არსებულ ამ ნივთიერებების დეფიციტს, კერძოდ კი ორგანიზმის ამ ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილების მომატების პირობებებში – ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

პრეგნავიტის მოქმედებას განსაზღვრავს ამ პრეპარატში შემავალი კომპონენტები.

რეტინოლი (A ვიტამინი)– აუცილებელია როდოპსინის სინთეზისათვის, ეპითელური უჯრედების მთლიანობის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის ზრდისათვის, მათ შორის ორსულობის დროს ნაყოფის ზრდისათვის.

ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, აგრეთვე ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესს, მათ შორის ორსულობის პერიოდში ნაყოფის ძვლოვანი სიტემის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას.

თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) – კოფერმენტის სახით მონაწილეობას იღებს ნახშირწლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

რიბოლავინი (B2 ვიტამინი) – უჯრედოვანი სუნთქვითი პრეცესების და მხედველობითი აღქმადობის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. ორსულობის პერიოდში ახდენს ტერატოგენული ფაქტორების ლიმიტირებას.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) – კოფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს ცილოვან ცვლასა და ნეირომედიატორების სინთეზში. ორსულობის დროს აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ორალური კონტრაცეპტივების მოხმარებას, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ ორგანიზმში პირიდოქსინი დეპოს გამოფიტვას.

ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) – მონაწილეობას ღებულობს ნუკლეოტიდების სინთეზში. წარმოადგენს ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნის, ეპითელური უკრედების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს. აუცილებელია ფოლიუმ მჟავას მეტაბოლიზმისა და მიელინის სინთაზისათვის.

ნიკოტინამიდი – მონაწილეობას იღებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, აგრეთვე ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

ასკორბინმჟავა C ვიტამინი – უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. ზემოქმედებას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქმნასა და ერითროციტების მომწიფებაში. ასკორბინმჟავას ფიზიოლოგიური დონე ორსული ქალის ორგანიზმში უაღრესად მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, აგრეთვე ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის მომატების თვალსაზრისით.-

პანთოტენის მჟავა – კოენზიმ A- ს შემდგენელი კომპონენტის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს აცეტილირებისა და ჯანგვით პროცესებში. უზრუნველყოფს ეპითელიუმისა და ენდოთელის რეგენერაციასა და ფორმირებას.

ფოლიუმ მჟავა – მონაწილეობას ღებულობს ამინმჟავების, ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ორსულობის დროს ასრულებს გარკვეული ხარისხით დამცველობით როლს ტერატოგენული ფაქტორების მიმართ.

ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ანტიოქსიდანტური თვისებების გამო იცავს სხავდასხვა ნივთიერებას დაჟანგვისაგან; მონაწილეობას იღებს ერითროციტების სტაბილობის შენარჩუნებაში, ახდენს ჰემოლიზის პრევენციას. ახდენს დადებით მოქმედებას სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე.

რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჯანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებამდე.

კალციუმი – აუცილებელია ძვლოვანი ნივთიერების ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში, გლუვი და ხერხემლის კუნთების შეკუმშვაში, მიოკარდის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები:
ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რეკონვალესცენციის პერიოდში ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროს, მათ შორის ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება საკვების მიღების დროს მცირე რაოდენობით წყლით, ორსულობის პერიოდში პრეგნავიტის დღეღამის დოზა განისაზღვრება ორსულობის ვადაზე დამოკიდებულებით.

I ტრიმესტრში ყოველდღიურად ნიშნავენ 1 კაფსულას დღეში;

II ტრიმესტრში – 2 კაფსულას დღეში;

III ტრიმესტრში – 3 კაფსულას დღეში.

უკუჩვენება:
* პერნიციოზული ანემია

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობის პერიოდში რეტინოლის პალმიტატის დღეღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 სე.

ჭარბი დოზირება:
სპეციალური ღონისძიებების მიღება არ არის ნაჩვენები, გარდა სამედიცინო მეთვალყურეობისა.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეგნავიტი-კაფსულების დანიშვნა არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ცხიმში ხსნადი (A, D3, E) ვიტამინების ჰიპერდოზირება მათი ორგანიზმში დეპონირების გამო.

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრაქსილენი – PRAXILENE – ПРАКСИЛЕН

შემადგენლობა:

ნაფტიდროფულის ოქსალატის მჟავა —200 მგ

დანამატები :

ეუდრაჟიტ ღშ, კომპრიტოლ 888, ლაქტოზა , ტალკი , მაგნიუმის სტეარატი , ეუდრაჟიტ NE 30D, ჰიპრომელოზა , მაკროგოლ 4000, 415 მგ შემოგარსული ტაბლეტების მოსაზადებლად .

20 ტაბლეტიანი კოლოფი შეიცავს 4 გ ნაფტიდროფურილის ჰიდროგენ ოქსალატს .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : პერიფერიული ვაზოდილატატორი .

ჩვენება:

  • ტკივილი არტერიიტის დროს ( ქვედა კიდურების არტერიების დისფუნქცია ,   რაც იწვევს მტკივნეულ კრუნჩხვას სიარულის დროს .)
  • ცერებრო – ვასკულარული დარღვევა .
  • ასაკთან დაკავშირებული მცირე ნევროლოგიური დარღვევები
  • რეინოდის სინდრომი ( კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა .)

უკუჩვენება:

*ნაფტიდროფურილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია;

* შარდში ოქსალატების მომატება;

* თირკმელში კენჭის არსებობა.

სიფრთხილე

სითხის გარეშე   ძილის წინ პრეპარატის მიღებამ , შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის დაზიანება , ამიტომ კაფსულას უნდა მიაყოლოთ საკმარისი რაოდენობის წყალი

რეკომენდებულია მკურნალობის პერიოდში სითხით დატვირთვა , რადგან   ყოველი 200 მგ ტაბლეტი შეიცავს 38 მგ ოქსალატს .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

პრაქსილენით მკურნალობის პერიოდში , აუცილებელია ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატების მიღების შესახებ .

დოზირება:

2-3 ტაბლეტი დღეში , ჭამის დროს .

ტაბლეტი არ გატეხოთ . დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი .

გვერდითი მოვლენები :

საჭმლის მომნელებელი სისტემა : დიარეა , გულისრევა , ღებინება , ტკივილი კუჭის არეში

იშვიათად – ღვიძლის ბიოლოგიური ფუნქციის მოშლა , კაფსულის მოძრაობის შეჩერება , რაც იწვევს საყლაპავი მილის ლოკალურ ანთებას ( თუ მიიღებთ წყლის გარეშე ),   თირკმლის კენჭი ( კალციუმის ოქსალატი )

შეფუთვის ფორმა და დოზა

200 მგ №20 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტით

შენახვის პირობები:

ოთახის ტემპერატურა

მწარმოებელი:

Merk Lipha Sante s.a.s- თვის   Famar LYON

29, AVENUE CHARLES DE GAULLE- 69230 SAINT GENIS LAVAL- FRANCE

პრაზოზინი – PRAZOSIN – ПРАЗОЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს სპერიფერიულ ვაზოდილატატორს, რომელიც ხასიათდება პოსტსინაფსური ალფა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებებით.

პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას სისხლმიმოქცევის საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გამო. იგი ასევე აქვეითებს გულზე პოსტდატვირთვას, აფართოვებს პერიფერიულ ვენებს, ამცირებს გულზე პრედატვირთვას, ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით აუმჯობესებს სისტემურ და ინტრაკარდიულ ჰემოდინამიკას, ამცირებს წნევას სისხლმიმოქცევის მცირე წრეში.

პრაზოზინის ვაზოდილატაციურ ეფექტს თან სდევს ზომიერად გამოხატული რეფლექსური ტაქიკარდია. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება ათეროგენული ლიპიდების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი

დგინდება ინდივიდუალურად.

საწყისი დოზა შეადგენს 500 მკგ-ს 2-3-ჯერ დღეში.

საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 4-6 მგ/დღეში; მაქსიმალური დღეღამური დოზაა – 20 მგ/დღეში, რომელიც დაყოფილია 2-3 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

არტერიული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით ორთოსტაზულ მდგომარეობაში), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა, ტაქიკარდია, გახშირებული შარდვა.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ქვემო კიდურების შეშუპება. იშვიათად ვითარდება ორთოსტატული კოლაფსი, განსაკუთრებით პრეპარატის პირველი დოზის მიღებისას.

უკუჩვენებები

* არტერიული ჰიპოტენზია;

* გულის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც ვითარდება კონსტრიქციული პერიკარდიტის, გულის ტამპონადის, გულის მანკების თანხმლები მარცხენა პარკუჭში შემცირებული წნევის ფონზე;

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* 13 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრაზოზინის გამოყენებისას საჭიროა არტერიული წნევის და პულსის რეგულარული მონიტორინგი ავადმყოფის წოლით და ფეხზე მდგომ მდგომარეობაში.

♦ ჰიპოტენზიის განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და/ან ბეტა-ადრენობლოკატორებს.

♦ ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია თერაპიული ეფექტის „გასხლტომა“.

პრავასტატინი – PRAVASTATIN – ПРАВАСТАТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრავასტატინი წარმოადგენს ფერმენტ ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზას კონკურენტულ ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში მევალონოლის მჟავას სტადიაზე, რის შედეგადაც კომპენსატორულად იზრდება დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების რეცეპტორების რაოდენობა ღვიძლში, რასაც თან ერთვის დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების შემცველობის შემცირება სისხლის პლაზმაში. გარდა ამისა პრავასტატინი თრგუნავს ძალიან დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების სინთეზს. ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მაჩვენებლებს.

ჩვენებები

  • IIα და IIβ ტიპის ჰიპერლიპოპროტეინემია, რომლის კორექცია დიეტით და ფიზიკური ვარჯიშით შეუძლებელია.

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. შიგნით მისაღებად ინიშნება 10-40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. ხანდაზმულ, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცის მძიმე დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება პრეპარატის 10 მგ დოზით.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ყაბზობა, კუნთების ტკივილი, რაბდომიოლიზი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტკივილი მკერდის ძვლის არეში. შარდვის გაძნელება, კანზე გამონაყარი, ალერგიული რეაქციები, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება.

უკუჩვენებები

* პრავასტატინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა;

* ორსულობა, ლაქტაცია (ამ დროს საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა).

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, თირკმელების დაავადებების დროს ანამნეზში.

♦ მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია გამოირიცხოს მეორადი ჰიპერქოლესტერინემია, ცუდად კომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, ნეფროზული სინდრომის, დისპროტეინემიის დროს.

♦ მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის ლიპიდური სპექტრის რეგულარული კონტროლი.

პოტანტი-სანოველი – POTANT-sanovel – ПОТАНТ-сановель

მწარმოებელი: სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ., თურქეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები;

შემოგარსული ტაბლეტები 1 ტაბ.

ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი, რაც შეესაბამება ———– 500 მგ ლევოფლოქსაცინს

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლევოფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ პრეპარატს (ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავი იზომერი).

დნმ-ჰირაზასა (II ტოპოიზომერაზას) და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს, იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანაში.

ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo პირობებში:

in vitro მგრძნობიარე (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≤ 2მგ/მლ) აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria monocylogenes, Staphylococcus spp. (კოაგულაზონეგატიური მეტიცილინ-მგრძნობიარე/მეტიცილინ-ზომიერად მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Staphylococcus spp. (CNS), C და G ჯგუფის Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae (პენიცილინ-მგრძნობიარე/ზომიერად მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები), Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans (პენიცილინ-მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები);

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Acinetobacter baumanii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მათ შორის EEnterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-მგრძნობიარე/რეზისტენტული შტამები), HHaemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Neisseria meningitides, Pasteurella spp. (მათ შორის Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Pertostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;

სხვა მიკროორგანიზმები:

Bartonella spp., Chlamidia pneumoniae, Chlamidia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legoinella spp., Mycobacterium spp. (მათ შორის Mycobacterium leprae, Mykobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.

ლევოფლოქსაცინი ზომიერად აქტიურია (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≥ 4მგ/ლ) შემდეგი აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ:

Corynebacterium urealiticum, Corynebacterium xerosis,  Enterococcus faecium, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები),  Staphilococcus haemolyticus (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები);

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Burkholderia cepacia, Campilobacter jejuni,  Campilobacter coli;

ანაერობული მიკროორგანიზმები:

Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus, Bacteroides ovaius, Prevotella spp., Porphyromonas spp.

ლევოფლოქსაცინის მიმართ მდგრადი (მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ≥ 8მგ/ლ) აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Corynebacterium jeikeium, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები), Staphylococcus spp. (კოაგულაზონეგატიური მეთიცილინ-რეზისტენტული შტამები);

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Alcaligenes  xylosoxidans;

სხვა მიკროორგანიზმები: Mycobacterium avium.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ლევოფლოქსაცინი პერორალურად მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება მცირედ მოქმედებს სწრაფ და სრულ აბსორბციაზე.

500 მგ-ის ერთჯერადად პერორალური მიღებისას Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1.3 საათში და შეადგენს 5.2-6.9 მკგ/მლ-ს. ბიოშეღწევადობა – 100%.

ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ატარებს ხაზოვან ხასიათს.

განაწილება: პლაზმის ცილებს უკავშირდება 30-40%-ით.

კარგად აღწევს ორგანოებსა და ქსოვილებში: ფილტვებში, ბრონქების ლორწოვან გარსში, შარდ-გამომყოფი სისტემის ორგანოებში, სასქესო ორგანოებში, ძვლის ქსოვილში, ზურგის ტვინის სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, პოლიმორფულბირთვულ ლეიკოციტებში, ალვეოლარულ მაკროფაგებში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3 დღეში.

მეტაბოლიზმი: ღვიძლში ლევოფლოქსაცინის უმნიშვნელო ნაწილი მეტაბოლიზდება (იჟანგება და/ან დეზაცეტილირდება).

გამოყოფა: 500 მგ-ის ერთჯერადად მიღებისას T1/2 შეადგენს 6-8 საათს. ლევოფლოქსაცინი ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით. პერორალურად  მიღებისას, მიღებული დოზის დაახლოებით 87% 48 საათის განმავლობაში გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. 4%-ზე ნაკლები აღმოჩენილია განავალში 72 საათიან პერიოდში.

ლევოფლოქსაცინის კონცენტრაციის პლაზმური პროფილი, ინტრავენურად შეყვანისას და ტაბლეტების მიღებისას, ანალოგიურია. ამიტომ პერორალური და ინტრავენური შეყვანის გზები შენაცვლებითია.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:

თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის კლირენსის შემცირება და მისი გამოყოფა თირკმელებით დამოკიდებულია კკ-ს დაცემის ხარისხზე.

ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

•    მწვავე სინუსიტი;

•    ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;

•    არაჰოსპიტალური პნევმონია;

•    თირკმელებისა და საშარდე გზების გართულებული ინფექციები პიელონეფრიტის ჩათვლით;

•    ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;

•    კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

•    ზემოაღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებული სეპტიცემია/ბაქტერიემია.

უკუჩვენებები:

•    მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;

•    ეპილეფსია;

•    ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან;

•    ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები;

•    ორსულობა;

•    ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

განსაკუთრებული მითითებები:

– პნევმოკოკებით გამოწვეული მძიმე პნევმონიისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სასურველი თერაპიული ეფექტი. Pseudomonas aeruginosa -ით გამოწვეული ჰოსპიტალური ინფექციებისას შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპიის ჩატარება.

– ხანდაზმულ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას ტენდინიტისადმი მიდრეკილება იზრდება. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ამაღლებს მყესის გაგლეჯის რისკს. ტენდინიტით დაავადების შემთხვევისას ლევოფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაზიანებული უბნის იმობილიზაცია.

– ფსევდომემბრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავების მოტორიკის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება.

– ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (მათ შორის ინსულტი ან თავის ტვინის მძიმე ტრავმა). კრუნჩხვის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ფენბუფენის, მისი მსგავსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ.

– პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით, შესაძლებელია ერითროციტების ჰემოლიზის განვითარება. ამის გათვალისწინებით, ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით.

– თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.

– მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაცია აღინიშნება ძალიან იშვიათად, მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.

– ლევოფლოქსაცინის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია  თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:

სათანადო მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მოთენთილობა, მხედველობის დარღვევა, აგრეთვე შეიძლება დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარე. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ პირებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავტომობილის მართვასთან, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებასთან.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ხშირად    100-დან 1-10 ავადმყოფში;

ხანდახან    100-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები;

იშვიათად    1000-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები;

ძალიან იშვიათად    10000-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები;

განსაკუთრებულ შემთხვევებში    უფრო იშვიათად

ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი და კანის გაწითლება;

იშვიათად – ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (გამოვლენილი ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და მძიმე ხუთვის შეგრძნება);

ძალიან იშვიათად – კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (მაგ., სახის, ხორხის არეში), არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება, შოკი, ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი;

ცალკეულ შემთხვევებში – სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დიარეა, ალტ-ს და ასტ-ს აქტივობის მომატება; ხანდახან – მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა;

იშვიათად – სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატება, დიარეა სისხლით (ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი);

ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი.

ცნს–ისა და პერიფერიული სისტემის მხრივ: ხანდახან – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და/ან შებოჭილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა;

იშვიათად – დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციის ტიპის ფსიქოზური რეაქციები, ხელის მტევნების პარესთეზიები, კანკალი,  აგზნებულობა, კრუნჩხვები და გონების დაბინდვა;

ძალიან იშვიათად – მხედველობის და სმენის, გემოვნების და ყნოსვის დარღვევები,  ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის ვარდნა;

ძალიან იშვიათად – სისხლძარღვოვანი კოლაფსი;

განსაკუთრევულ შემთხვევებში – QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ძვალ–კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), სახსრების და კუნთების ტკივილი;

ძალიან იშვიათად – კუნთების სისუსტე;

განსაკუთრებულ შემთხვევებში – რაბდომიოლიზი.

შარდ–გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონის მატება;

ძალიან იშვიათად – თირკმელების ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხანდახან – ეოზინოფილია, ლეიკოპენია;

იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია (სისხლჩაქცევების ან სისხლდენის მიდრეკილების გაძლიერება);

ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი;

განსაკუთრევულ შემთხვევებში – ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპოგლიკემია (გამოწვეული მადის მომატებით, ნევროზული მდგომარეობა, ოფლიანობა, კანკალი).

სხვა: ხანდახან – ასთენია; ძალიან იშვიათად – ციებ-ცხელება, ალერგიული პნევმონიტი. ნებისმიერმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის შეცვლა (ბაქტერიები და სოკოები).

სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არსებული პორფირიის გამწვავება.

გაუთვალისწინებელი ეფექტების წარმოქმნისას მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

– ლევოფლოქსაცინის მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, ასევე რკინის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას (მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 2სთ-ს). კალციუმის კარბონატთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

– ქინოლონებს შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატების (მათ შორის ფენბუფენის და მისი მსგავსი აასს-ს, თეოფილინის) უნარი – დააქვეითონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი.

– სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლევოფლოქსაცინი პრობენეციდთან და ციმეტიდინთან, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას. მათი მოქმედებით ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მსუბუქად მცირდება. ამ ურთიერთქმედებას პრაქტიკულად არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა და უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს.

– ლევოფლოქსაცინს შეუძლია გამოიწვიოს სისხლის პლაზმიდან ციკლოსპორინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის (T1/2) მცირე მომატება.

– ლევოფლოქსაცინის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.

დოზირების რეჟიმი:

პრეპარატი მიიღება შინაგანად 250-500 მგ 1-2-ჯერ დღეში.

ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0.5-1 ჭიქა). დოზის შერჩევისას შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა. პრეპარატი მიიღება ჭამამდე ან კვების შუალედებში.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 48-78 საათის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისა და გამომწვევის სარწმუნო ერადიკაციის შემდეგ.

დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.

პაციენტებისთვის, თირკმელების ნორმალური ან ზომიერად დაქვეითებული ფუნქციით (კკ>50 მლ/წთ), რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა შემდეგი დოზით:

სინუსიტი: 500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი– 10-14 დღე.

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: 250-500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

არაჰოსპიტალური პნევმონია: 500 მგ 1-2 ჯერ/დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით): 250 მგ ერთხელ დღეში, ან ინტრავენურად – 250 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: 500 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი – 28 დღე.

სეპტიცემია/ბაქტერიემია: 250 მგ-იანი 2 ტაბლეტი, ან 500 მგ-იანი 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ/დღეში (500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი დღეში). ინტრავენურად – 500 მგ 1-2-ჯერ დღეში მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 250 მგ ერთხელ დღეში, ან 500 მგ 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-14.

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.

კრეატინინის კლირენსიდოზირების რეჟიმი
50-20 მლ/წთ250 მგ/24სთ
500 მგ/24სთ
პირველი დოზა 250მგპირველი დოზა500მგ
შემდეგ 125 მგ/48სთშემდეგ 250 მგ/24სთ
19-10 მლ/წთშემდეგ 125 მგ/48სთშემდეგ 125 მგ/24სთ
მაპდ* ჩათვლით)შემდეგ 125 მგ/48სთშემდეგ 125 მგ/24სთ

* მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.

ჰემოდიალიზისა და ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ დამატებითი დოზების შეყვანა საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზების სპეციალური შერჩევა საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციისას, დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და ეპილეფსიური შეტევების მსგავსი კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება. კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ კვლევებში ლევოფლოქსაცინის საშუალო თერაპიულ დოზაზე მეტის მიღებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია. ლევოფლოქსაცინი დიალიზის გზით არ გამოიყოფა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

შენახვის ვადა – 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერზე 7 შემოგარსული ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

– არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.

– პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

– შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Don`t copy text!