Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 499

პიპეკურონიის ბრომიდი – PIPECURONIUM BROMIDE – ПИПЕКУРОНИУМ БРОМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტი. აბლოკირებს ჩონჩხის კუნთების ნ-ქოლინორეცეპტორებს აცეტილქოლინის მედიატორის საწინააღმდეგო მოქმედებით. მაღალ დოზებში პრეპარატს გააჩნია განგლიომაბლოკირებელი აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკა

პიპეკურონიის ბრომიდი უცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ნახევარ გამოყოფის პერიოდი 44 -138  წთ-ია.  უმნიშვნელო რაოდენობით გადის პლაცენტარულ ბარიერს.

ჩვენებები

  • ფილტვის ხელოვნური ვენტილაციისა და საოპერაციო ანესთეზიის დროს ენდოტრაქეალური ინტუბაციისას ჩონჩხის კუნთების რელაქსაციისათვის.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში: შეყვანის წინ მშრალ ნივთიერებას ხსნიან გამხსნელში. მიღებული ხსნარი შეჰყავთ ი/ვ. სრული რელაქსაციისათვის საკმარისია საშუალოდ 8-9 მკგ/კგ. განმეორებითი შეყვანა ხდება 1-15 მკგ/კგ დოზით. სუკცინილქოლინის ფონზე ჩატარებული ინტუბაციისას საწყისი დოზა შეადგენს 4-5 მკგ/კგ. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 მკგ/კგ.

ბავშვები და ახალშობილები: ნარკოზის დროს პრეპარატის დიაზეპამთან, კეტამინთან, ფენტანილთან, აზოტის ოქსიდთან კომბინაციაში მისი დოზა შეადგენს 9-10 მკგ/კგ. განმეორებითი შეყვანისას ინიშნება საწყისი დოზის 1/38. ახალშობილთათვის რეკომენდირებულია 5-6 მკგ/კგ.

გვერდითი მოვლენები

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება.

სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პარციალური თრომბოპლასტინური და პროთრომბინული დროის შემცირება.

ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქცია, იშვიათად გვხვდება: კუნთოვანი სისუსტე, ჰიპოპნოე, აპნოე.

მკურნალობა: ნეოსტიგმინი 1-3 მგ ატროპინთან 0.5-1.25 მგ. ან გალანტამინთან 1-3 მგ კომბინაციაში. იმავდროულად საჭიროა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება.

უკუჩვენებები

* მიასთენიის მძიმე ფორმა;

* ზემგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პიპეკურონიის ბრომიდი გამოიყენება მხოლოდ სტაციონალურ პირობებში ენდოტრაქეალური ინტუბაციისათვის შესაბამისი აპარატურის, ხელოვნური სუნთქვის, ოქსიგენოთერაპიის, ასევე სპეციფიკური ანტიდოტების არსებობის პირობებში. შესაძლო პრეციპიტაციის გამო პრეპარატს არ ურევენ სხვა ხსნარებთან.  გამონაკლისს წარმოადგენს: ფიზიოლოგიური ხსნარი, იზოტონური გლუკოზის ხსნარი, რინგერის ხსნარი, 5%-იანი ნატრიუმის ქლორიდისა და გლუკოზის ხსნარები.

კუნთების ეფექტური რელაქსაცია გრძელდება 5-8 წთ.  ეფექტის შემდგომი გაგრძელებისათვის განმეორებით შეყავთ საწყისი დოზის 15%. პაციენტებს ნეირო-კუნთოვანი გადაცემის დარღვევით, სიმსუქნით, თირკმლის უკმარისობით, ღვიძლისა და სანაღვლე პათოლოგიით, პოლიომიელიტით პრეპარატი ენიშნებათ  ნაკლები დოზით. ზოგიერთმა მდგომარეობამ (ჰიპოკალიემია, დიგიტალიზაცია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპერკაპნია, კახექსია, ჰიპოთერმია) შესაძლოა გააძლიეროს არდუანის ეფექტი.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წყალ-მარილოვანი ცვლის მოწესრიგება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში რომლებიც ტოქსიკოზის სამკურნალოდ იყენებენ მაგნიუმის მარილებს შეუძლიათ ნეიროკუნთოვანი ბლოკადის პოტენცირება, არდუანი ენიშნებათ შემცირებული დოზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პიპეკურონიის ბრომიდის ეფექტის გაძლიერება და/ან პროლონგირება შეუძლია: ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებს (ჰალოტანი, მეტოოქსიფლურანი, დიეთილის ეთერი), ი/ვ/ სანარკოზო საშუალებებს (კეტამინი, ფენტანილი, პროპანიდიდი, ბარბიტურატები, სუკცინილქლორიდი) და სხვა არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებს.

– ზოგიერთ ანტიბიოტიკს (ამინოგლიკოზიდები, ტეტრაციკლინები), იმიდაზოლს, მეტრონიდაზოლს, დიურეზულ საშუალებებს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, თიამინს, მაო-ს ინჰიბიტორებს, გუანიდინს, პროტამინს, ფენითიონს, ალფა-ადრენობლოკატორებს, კალციუმის ანტაგონისტებს, ლიდოკაინს ი/ვ შეყვანისას.

– ოპერაციამდე C-ების, ნეოსტიგმინის, ნორადრენალინის, თეოფილინის, კალიუმის ქლორიდის, ნატრიუმის ქლორიდის, კალციუმის ქლორიდის შეყვანისას არდუანის ეფექტი მცირდება.

– მადეპოლარიზებელმა მიორელაქსანტებმა შესაძლოა შეასუსტონ ან პირიქით გააძლიერონ პრეპარატის ეფექტი. ეს დამოკიდებულია პრეპარატის შეყვანის დროზე, დოზაზე პრეპარატის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

პიოლიზინი – PYOLYSIN – ПИОЛИЗИН

მწარმოებელი: SERUM-WERK BERNBURG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: პიოლიზინი+თუთიის ჟანგი+სალიცილის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის მოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 30 გ

1 გ

პიოლიზინი (სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, Escherichia coli, Psevdomonas aeruginosa,Micrococcus-ovis Bouillon სტერილური ფილტრატი, რომელიც კონსერვირებულია 0.45% ფენოლთან) ………………            250 მგ

თუთიის ჟანგი …………………………..     69 მგ

სალიცილის მჟავა ………………………….   5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პარაფინი, სტეარილსტეარატი, თეთრი ვაზელინი, არომატული ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, ახდენს ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება აბსცესების, ნაწოლების, კანის დაჩირქების, ამპუტაციის შემდეგ ანთებების, საოფლე ჯირკვლების, ჯიბლიბოს, ფურუნკულების, ჰემოროიდული კვანძების გაღიზიანების, იმპეტიგოს, მასტიტების, ცხვირის ფურუნკულის, გარე ყურის ანთებების, პანარიციის, ჭრილობით გამოწვეული წითელი ქარის, ტერფის თითებშუა კანის დეფექტების, ქსოვილების ანთებების (ფლეგმონია), მეორადი ინფექციების შედეგად ეზემის, წვივის წყლულის, დამწვრობების, ვაგინიტების ჭრილობებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მალამო დაზიანებულ სხეულის ზედაპირზე დაიტანება 1-3-ჯერ დღეში ან უფრო ხშირად ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით.

მალამო გამოიყენება სახვევების და ტამპონების სახით.

უკუჩვენებები:

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატისა და ლატექსის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო მექანიკური საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე საშუალებები, როგორიცაა პარაფინი, პარაფინის ზეთი და თეთრი ვაზელინი ლატექსთან შედიან რეაქციაში და შეუძლიათ იმოქმედონ კონდომის მთლიანობაზე და შესაბამისად მის უსაფრთხოებაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

პიობაქტერიოფაგი (კომბინირებული თხიერი) – PYOBACTERIOPHAGUM COMBINIREAE LIQUIDUM – ПИОБАКТЕРИОФАГ (комбированый жидкый)

შემადგენლობა:

პრეპარატი პიობაქტერიოფაგი წარმოადგენს სტაფილოკოკური , სტრეპტოკოკური , პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( სხვადასხვა სეროტიპის ), ფსევდომონა აეროგინოზას
(ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის (მირაბილის და ვულგარის) ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს .

მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა. განისაზღვრება ვიზუალურად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

იწვევს Staphylococcus aureus, Streptococcus ( სხვადასხვა სახეობის ), Escherichia coli ( სხვადასხვა სეროტიპის ), Pseudomonas aeruginosa, Proteus vulgaris, mirabilis .

ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს .

ჩვენება:

პიობაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო – პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ჩირქოვან – ანთებითი და ენტერალური   ინფექციების დროს .

  • ცხვირ – ხახის   ინფექციური დაავადებები : შუა ყურის ანთება , ანგინა , ლარინგიტი , რინიტი , ტრაქეიტი , ბრონქიტი , პნეუმონია , პლევრიტი ;
  • კანის ინფექციური დაავადებები : ფურუნკულოზი , კარბუნკულოზი , აბსცესები , ჰიდროადენიტები , ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები , პიოდერმიტები ;
  • ქირურგიული ინფექციები :   ჩირქოვანი ჭრილობები , მასტიტები ,   ოსტეომიელიტი , ფლეგმონი ;
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესები ; სტომატიტი , გინგივიტი და სხვა .
  • კონიუნქტივიტი ;
  • დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები ;
  • ურო – გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები : ურეთრიტი , ცისტიტი , პიელონეფრიტი , კოლპიტი , ენდომეტრიტი ;
  • ენტერალური ინფექციები : გასტროენტეროკოლიტი , ქოლეცისტიტი , დისბაქტერიოზი ;
  • ბავშვთა ( მათ შორის ახალშობილთა ) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები ;
  • სტაფილოკოკის , სტრეპტოკოკის , პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( სხვადასხვა სეროტიპის ) ფსევდომონა აეროგინოზას ( ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის ) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები ;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების   პროფილაქტიკის მიზნით ;

გამოყენების წესი და დოზირება:

პიობაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად ( ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო ). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.

ფაგის   ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება   დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის   გამოყებებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკურებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით .

– აბსცესების , პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200 მლ . რაოდენობით, დღეგამოშვებით .

– ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.

– ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ. ოდენობით დღეგამოშვებით.

– კუჭ – ნაწლავის ოპერაციისა და პერიტონიტების დროს შეჰყავთ 100 მლ . ოდენობით , ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი შეჰყავთ ღრუში ერთხელ 30 მლ . ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში .

– პიოდერმიტების ღრმა ფორმების მკურნალობისას ფაგს იყენებენ კანში ინექციის   სახით 0,1-0,5 მლ . რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ .

– კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6- ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით .

– ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების სამკურნალოდ პიობაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში .

– per os პიობაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება .

განსაკუთრებული მითითებები;

გამოყენების წინ ამპულა ან ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ . სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე .

შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოყენოთ !!!

არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის ან ფლაკონის გახსნის შემდეგ .

პიობაქტერიოფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას .

პიობაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.

შეფუთვა:

5 მლ   და 10 მლ ამპულებში , №10.

შენახვის პირობები ინახება +2 – +8 0C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობა 1 წელი .

გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი : გ . ელიავას სახ . ბაქტერიოფაგიის ,

მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ს / კ   ინსტიტუტის მიერ

შპს ” ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები “

პინოსოლი® – PINOSOL – ПИНОСОЛ

მწარმოებელი: ზენტივა ა.ს., სლოვაკეთის რესპუბლიკა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური წვეთები; გამჭვირვალე სითხე მოცისფროდან მწვანე-ლურჯ ფერამდე, მენთოლ-ევკალიპტის სუნით.

პრეპარატის 10 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

• ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი  …………………….   0,3752 გრ

• ევკალიპტის ზეთი  …………………………………   0,0500 გრ

• თიმოლი  ……………………………………………..   0,0032 გრ

• ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი  ………………….   0,1700 გრ

• ბაღის პიტნის ზეთი  ……………………………….   0,1000 გრ

• გუაიაზულენი  ……………………………………….   0,0020 გრ

დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილოქსიანიზოლი, ლაბრაფილი M, რაფსის ზეთი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ანტიკონგესციური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება

ჩვენებები:

• მწვავე რინიტი;

• ქრონიკული ატროფიული რინიტი;

• ცხვირისა და ცხვირხახას ლორწოვანი გარსების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ცხვირის ლორწოვანი გარსების სიმშრალე;

• ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული მდგომარეობები ექიმის დანიშნულებით (სტაციონარის პირობებში ან ამბულატორიულად).

გამოყენების მეთოდები და დოზები:

ადგილობრივად.

უფროსებს პრეპარატს აწვეთებენ პირველ დღეს 1-2 წვეთს ყოველ ნესტოში 1-2 საათიანი ინტერვალით. მომდევნო დღეებში 1-2 წვეთი ყოველ ნესტოში 3-4ჯერ დღეში.

ბავშვებს უწვეთებენ 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ან იყენებენ ბამბის ტამპონს.

შესაძლებელია საინჰალაციო პრეპარატის გამოყენება, ამისათვის 2 მლ-ს (50 წვეთს) აწვეთებენ ინჰალატორში.

ინჰალაციის ჩატარება რეკომენდებულია 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღეა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

* ალერგიული რინიტი;

* 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები:

ქავილი, წვა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ან ჰიპერემია. არასასურველი მოვლენების ან სხვა უჩვეულო რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების საფრთხე მინიმალურია.

შენახვის პირობები:

150-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

პიმიდელი – PIMIDEL – ПИМИДЕЛ

საერთაშორისო დასახელება:

PIPEMIDIC ACID

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: პიპემიდინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული სამკურნალო საშუალება; ნაფტიდრინის, ქინოლონებიხ და ფტორქინოლონების წარმოებული

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

პიპემიდინის მჟავა ……….. 200 მგ

 

ვრცლად პალინი

პიმაფუცინი – PIMAFUCIN – ПИМАФУЦИН

საერთაშორისო დასახელება:

NATAMYCIN

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ნატამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნატამიცინი …………….          100 მგ

კრემი: ტუბში30 გ

1 გ

ნატამიცინი ……………………  20 მგ

დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პიმაფუცინი წარმოადგენს ანტიმიკოზური მოქმედების პოლიენურ ანტიბიოტიკს მაკროლიდების ჯგუფიდან, რომელიც ამჟღავნებს ფუნგიციდურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება სოკოს უჯრედული მემბრანის სტეროლების შებოჭვის გზით, რაც არღვევს მემბრანის მთლიანობას და მის ფუნქციას და იწვევს დაავადების გამომწვევის დაღუპვას.

ჩვენებები:

ტაბლეტები

  • პრეპარატი გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების (რომელიც გამოწვეულია Candida albicans-ით), ასევე ვაგინიტების სამკურნალოდ, რომლებიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და ნაწლავის კანდიდოზების სამკურნალოდ. ნაკლებად აქტიურია დერმატოფიტების მიმართ.

კრემი

პრეპარატი გამოიყენება Candida albicans -ის ბაქტერიებით გამოწვეული კანის, ფრჩხილების, ფრჩხილების ლილვაკების, ასევე საზარდულის მიდამოს Candida -თი გამოწვეული ინფექციების (როგორც ვაგინიტის შედეგი), აგრეთვე კანის სხვა მწვავე სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

ფრჩხილის კანდიდოზების სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება 4-ჯერ დღეში 2-3 თვის განმავლობაში, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება პიმაფუცინის კრემთან კომბინაციაში.

კანის დიდი მოცულობის კანდიდოზის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება 4-ჯერ დღეში (მოზრდილებში) ერთი კვირის განმავლობაში დაზიანებული უბნის სრულ შეხორცებამდე.

ვაგინიტების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს სოკოებით პრეპარატი გამოიყენება 4-ჯერ დღეში 10-20 დღის განმავლობაში.

ნაწლავის კანდიდოზის სამკურნალოდ მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება დღეში 4-ჯერ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში (მათ შორის ჩვილ ბავშვებში) რეკომენდებული დოზაა 50 მგ დღეში 2-4-ჯერ.

კრემი

პიმაფუცინის კრემი დაიტანება ფრჩხილებისა და კანის დაზიანებულ უბანზე ერთხელ ან რამდენჯერმე დღეში.

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. პიმაფუცინის კრემი, გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მკურნალობის კურსის შეწყვეტა თვითნებურად დაუშვებელია.

მკურნალობის კურსის განმეორება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი დროით, ან სხვა ფორმის პიმაფუცინთან – ტაბლეტი, კრემი ან წვეთების ერთდროული გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ვერ მიიღებს რეკომენდებულ დოზას, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ჩვეულებრივად.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება გულისრევა და დიარეა, რომელიც ჩვეულებრივ მალევე ქრება.

უკუჩვენებები:

* პიმაფუცინის და სხვა მაკროლიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* მენსტრუალური ციკლის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კავშირი არ წარმოადგენს წინააღმდეგჩვენებას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტი პრეპარატის მკურნალობის პერიოდში თუ იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, ამის შესახებ უნდა აცნობს ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები და კრემი – 4 წელი.

პიმაფუკორტი® – PIMAFUCORT® – ПИМАФУКОРТ®

საერთაშორისო დასახელება:

natamycin, hydrocortisone, neomycin

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი;

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი;

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც ავლენს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

მწარმოებელი: ტემლერ იტალია ს.რ.ლ, იტალია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

  • 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში
  • 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

სამკურნალო ფორმა:

გარეგანი გამოყენების კრემი,

გარეგანი გამოყენების მალამო

აღწერილობა:

თეთრიდან მოყვითალი ელფერის კრემი

თეთრი- ღია ყვითელი ფერის მალამო

შემადგენლობა:

კრემი:

1 გრამი კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ნატამიცინი …………………………………………….. 10 მგ

ნეომიცინი (ნეომიცინის სულფატის სახით) …… 3500 სე

მიკრონიზირებული ჰიდროკორტიზონი …………. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი 14.0 მგ, ემულგატორი F 115.0 მგ, სორბიტოლის სტეარატი 30.0 მგ, ცეტილეთერული ცვილი 60.0 მგ, ცეტიოლი V 150.0, მაკროჰოლ სტეარატი 100 20.0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 2.0 მგ, პროპილპარაჰისროიქსიბენზოატი 0.50 მგ, გამოხდილი წყალი 1000.0 მგ-მდე.

მალამო:

1 გრამი მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ნატამიცინი  ………………………………………………….  10 მგ

ნეომიცინი (ნეომიცინის სულფატის სახით) …………. 3500 სე

მიკრონიზირებული ჰიდროკორტიზონი ……………….  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიეთილენის მალამოს ფუძე (95% თხევადი პარაფინი, 5% პოლიეთილენი) 976.5 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც ავლენს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ნეომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp, Enterococcus spp) და გრამუარყოფითი (Klebsiella spp, Proteus spp, Escherichia coli და სხვა) ბაქტერიების მიმართ.

ნატამიცინი მიეკუთვნება პოლიენის რიგის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას საფუარის ან საფუარისმაგვარი სოკოების მიმართ, განსაკუთრებით Candida spp) დერმატომიცეტები არ არის მგრძნობიარე ნატამიცინის მიმართ.

ჰიდროკორტიზონი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას. ხსნის ანთებით მოვლენებს, ქავილს, რომელიც თან ახალვს დერმატოზების სხვადასხვა სახეებს.

ფარმაკოკინეტიკა:

ნატამიცინი და ნეომიცინი პრაქტიკულად არ აბსორბირდება დაუზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან. შესაძლებელია ნეომიცინის აბსორბცია დაზიანებული კანიდან, ჭრილობებზე და წყლულებზე მოხვედრისას. დაუზიანებელი კანიდან აბსორბირდება 1-3% ჰიდროკორტიზონი;

დერმატიტის დროს აბსორბირებული ჰიდროკორტიზონის რაოდენობა იზრდება 2-ჯერ, კანის ინეფქციური დაზიანებისას შეიძლება გაიზარდოს 5-ჯერ.

ბავშვებში ჰიდროკორტიზონის აბსორბცია დაუზიანებელი კანიდან უფრო მაღალია ვიდრე მოზრდილებში, პრეპარატის აბსორბციის ხარისხი სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ასაკთან ერთად მატულობს.

ჩვენებები:

  • დერმატოზები, რომლებიც იხსნება გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიით, გართულებული ბაქტერიული და/ან სოკოვანი ინფექციით (განსაკუთრებით Candida სახეობის სოკოებით გამოწვეული).

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილებში პრეპარატს უსვამენ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა ისაზღვრება ინდივიდუალურად დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, მკურნალობის კურსი ჩვუელებრივ არ აღემატება 14 დღეს.

ბავშვებში პრეპარატს იყენებენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მისი წასმა შეიძლება კანის განსაზღვრულ უბნებზე, არ შეიძლება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

კრემის სახით რეკომენდებულია მწვავე და ქვემწვავე დერმატოზების დროს, მათ შორის სისველით მიმდინარე. მალამო განკუთვნილია ქვემწვავე და ქრონიკული დერმატოზების სამკურნალოდ, განსაკუთრებით კანის გამოხატული სიმშრალის, ლიქენიფიკაციის, სებორეის დროს, და იმ შემთხვევბში, როდესაც აუცილებელია მალამოს ოკლუზიური თვისებები.

გვერდითი მოვლენები:

პიმაფუკორტის, ისევე როგორც სხვა გლუკოკორტისტერიდების გარეგანი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები ვითარდება სწრაფად და გააჩნია შექცევადი ხასიათი.

• იშვიათად შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (ქავილი, წვა, გაწითლება ან კანის სიმშრალე)

• ძალიან იშვიათად – კანის ატროფია ან გამოფიტვა, ტელეანგიოექტაზია, სტრიები, პურპურა, როზაცეის მსგავსი და პერიორალური დერმატიტი, ჭრილობის შეხორცების შენელება, დეპიგმენტაცია, ჰიპერტრიქოზი, მკურნალობის დასრულების შემდეგ მოხსნის სინდრომი.

• გლუკოკორტიკოსტეროდების გარეგანი გამოყენებისას ხანგრძლივად კანის ფართო უბნებზე ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება განვითარდეს სისტემური მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროდიებისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

• კონტაქტური დერმატიტი ნეომიცინზე.

უკუჩვენება:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

• კანის ტუბერკულოზი, ათაშანგის გამოვლენა, კანის ვირუსული ინფექციები, კანის პოსტვაქცინური რეაქციები, ღია ჭრილობები, წყლულები

• ფერიმჭამელები, როზაცეა, იქტიოზი.

• ანოგენიტალური ქავილი, კანის სიმსივნეები

სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

ტუბერკულოზი (სისტემური დაზიანება);

1 წლამდე ასაკის ბავშვები;

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშებათ IX წყვილი ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება ამინოგლიკოზიდების გამოყენების ფონზე.

დაფის აპკის პერფორაციის დროს და ნეომიცინის პირდაპირი ზემოქმედებისას შუა ყურზე არსებობს ოტოტოქსიკური მოქმედების რისკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის დროს აუცილებელია ნეომიცინის თეორიული რისკის გათვალისწინება, რის გამოც არ შეიძლება პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება და მისი წასმა ოკლუზიურ ნახვევის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები:

პიმაფუკორტის ქუთოთოების და პერიორბიტალურ უბანზე წასმისას არსებობს თვალშიდა წნევის მომატების, და კატარაქტის განვითარების რისკი.

პრეპარატის გამოყენებისას ფართო ზედაპირებზე ბავშვებში ან ნახვევის ქვეშ აუცილებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლებლობის გათვალისწინება.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ჭრილობების და წყლულების არსებობისას არსებობს ნეომიცინის ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედების რისკი.

სუპერინფექციის ან სოკოების გაადჭარბებული ზრდის დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყევტა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მოანაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ.

არსებობს ნეომიცინის ოტოტოქსიკური მოქმედების თეორიული შესაძლებლობა პრეპარატის წასმისას შიდა სასმენი შესავლის უბანზე დაფის აპკის პერფორაციის დროს და შუა ყურზე ნეომიცინის პირდაპირი ზემოქმედებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწრილი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა ნეომიცინსა და მსგავსი ქიმიური სტრუქტურის პრეპარატებს შორის როგორიცაა კანამიცინი, პარომომიცინი, გენტამიცინი და ჯვარედინი მდგრადობა ნეომიცინის და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25oC.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

კრემი – 3 წელი. მალამო – 5 წელია. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

პილოკარპინი – PILOCARPINE – ПИЛОКАРПИН

საერთაშორისო დასახელება:

PILOCARPINE          

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: პილოკარპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 2%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

პილოკარპინის ჰიდროქლორიდი ……… 20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს მ-ქოლინომიმეტიკს, მეთილიმიდაზოლის წარმოებულს, გააჩნია პირდაპირ მ-ქოლინომიმეტური მოქმედება, თერაპიულ დოზებში ზრდის სანერწყვე, საცრემლე, საოფლე, ნაწლავის ჯირკვლების, პანკრეასის, ასევე სასუნთქი გზების მუკოზური უჯრედების სეკრეციას. ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას იწვევს გამოხატულ მიოზს, აკომოდაციის სპაზმს, ამცირებს თვალშიდა წნევას.

ჩვენებები:

  • პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მათ შორის დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა;

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევის დროს პილოკარპინი შეიძლება დაინიშნოს, როგორც ცალკე ასევე შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან) კომბინაციაში.

  • მიოზის გამოსაწვევად.

მიღების წესი და დოზირება:

ღიაკუთხოვანი გლაუკომა: ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა: ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.

მწვავე შეტევის დროს მკურნალობა ინდივიდუალურია და ხორციელდება ექიმ-ოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ, სტაციონარში.

გვერდითი მოვლენები:

პილოკარპინის წვეთები კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

– ჩაწვეთების შემდეგ თვალის ხანმოკლე სიწითლე და წვა, მხედველობის დაბინდვა, სიბნელეში ადაპტაციის დარღვევა;

– აკომოდაციის სპაზმი განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, მხედველობის სიმახვილის შემცირება შორ მანძილზე რამდენიმე საათით, თავის ტკივილი, გაძლიერებული ცრემლდენა;

– იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ბრონქოსპაზმი, ჰიპერსალივაცია, ბრადიკარდია.

უკუჩვენებები:

* პილოკარპინის თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილის (თვალის ფერადი გარსი, ცილიარული სხეული) ანთების დროს. აგრეთვე,

* მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მიზანშეწონილი გუგების შევიწროება.

* პილოკარპინი სიფრთხილით გამოიყენება ბადურას ჩამოფცქვნის დროს და ახალგაზრდებში, ახლომხედველობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მოქმედების პოტენციური სარგებლობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ კონტაქტური ლინზები: პილოკარპინი შეიცავს კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს, რის გამოც პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ლინზები ამოღებული იქნას თვალებიდან. შემდეგ მათი გამოყენება შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.

♦ პილოკარპინის თვალის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება სიბნელეში. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ავტომობილის მართვისას, განსაკუთრებით სიბნელეში.

ჭარბი დოზირება:

თვალში ჩაწვეთების დროს ნაკლებად სავარაუდოა ჭარბი დოზირება. ჭარბი დოზირების პირველი სიმპტომებია გულისრევა და ბრადიკარდია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი კარგად გადაიტანება ბეტა-ბლოკატორებთან და სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად გლაუკომის სამკურნალოდ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნიდან – 4 კვირა.

პიკცეფი – PIKCEF – ПИКЦЕФ

მწარმოებელი: მუსტაფა ნევზატი ილაჩ სანაი ა.შ., თურქეთი

შემადგენლობა: ცეფეპიმი

პიკცეფის 1გრ. სტერილური ფხვნილი (ინტრავენური და კუნთში ინექციისთვის), წარმოადგენს ორი ნივთიერების ნარევს-ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი და 724 მგრ L–არგინინი,  ხსნარის pH-ის შესანარჩუნებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი ბაქტერიციდული მოქმედების  ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიყენება პარენტერალურად. ცეფეპიმი, როგორც მეოთხე თაობის ცეფალოსპორინი, გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის ისეთი შტამების მიმართ, რომლებიც ხასიათდებიან რეზისტენტობით ამინოგლიკოზიდებისა და მესამე თაობის ცეფალოსპორინების მიმართ. ცეფეპიმი მდგრადია უმეტესი პლაზმური და ქრომოსომული ბეტა-ლაქტამაზების მიერ გამოწვეული ჰიდროლიზისადმი. ცეფეპიმი სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედებში.

ცეფეპიმი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამდადებითი აერობები:

Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae. Streptococcus pyogenes (Aჯგუფის სტრეპტოკოკები)

გრამუარყოფითი აერობები:

Enterobacter -შტამები, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa.

In vitro გამოკვლევებში ცეფეპიმი ეფექტურია ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამდადებითი აერობები:

Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკები).

ცეფეპიმის მიმართ მგრძნობიარეა ენტერეკოკის შტამების უმეტესობა, ისეთები როგორიცაა Enterococcus faecalis და მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები.

გრამუარყოფითი აერობები:

Acinetobacter calcoaceticus (subsp. Anitratus, lwoffi), Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Enterobacter agglomerans, Haemophilus influenzae (მ.შ. ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი), Hafnia alvei, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis (მ.შ. ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი), Morganella morganii, Proteus vulgaris, Providencia rettigeri, Providencia stuartii, Serratia marcescens.

ცეფეპიმი არ არის აქტიური შემდეგი შტამების მიმართ Stenotrofomonas (უმთავრესად Xanthmonas maltophilia და Pseudomonas maltophilia).

ანაერობები:

Bacteroides sp., B. melaninogenicus -ის ჩათვლით და პირის ღრუს სხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც Bacteroides მიეკუთვნებიან, Clostridium perrfingens, Fusobacterium sp., Peptostreptococcus sp., Veillonella sp (ცეფეპიმი არ არის აქტიური Bacteroides fragilis და Clostridium difficile მიმართ).

ცეფეპიმი შეჰყავთ კუნთებში და ვენაში. ცეფეპიმის ბიოშეღწევადობა კუნთებში შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს. იგი კარგად ნაწილდება ქსოვილებსა და სითხეებში. ცეფეპიმის ერთჯერადად 500, 1000 და 2000 მგ. დოზით ინტრავენური შეყვანის შემდეგ  მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შესაბამისად შეადგენს 31,9; 65,1 და 126 მკგმლ. პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-1.6 საათში. პლაზმის ცილებთან ცეფეპიმის შეკავშირება შეადგენს 15-19% და არ არის დამოკიდებული სისხლის შრატში არსებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. ცეფეპიმის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ორგანიზმში საშუალოდ შეადგენს 2 სთ-ს. ცეფეპიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით გლომერულური ფილტრაციის გზით. ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-მეთილ პიროლიდინ N-ოქსიდი. შეყვანილი დოზის უმეტესი ნაწილი შარდში წარმოდგენილია შეუცვლელი ცეფეპიმის სახით. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ავადმყოფებში თირკმლის მძიმე ფუნქციური მოშლილობით, რომლებიც საჭიროებენ დიალიზით მკურნალობას, შეადგენს 13,5+2,7 სთ-ს ჰემოდიალიზის დროს და 19,0+0,2 სთ-ს პერიტონეალური დიალიზის დროს.

ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციური მოშლილობის მქონე პაციენტებში და მუკოვისციდოზის დროს არ იცვლება. დოზის კორექცია ასეთ პაციენტებს არ სჭირდება.

ჩვენება:

• ინფექციური დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით;

• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით;

• საშარდე გზების ინფექციები, როგორც გართულებული, მაგ. პიელონეფრიტი, ისე გაურთულებელი;

• კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები;

• ინტრააბდომინალური ინფექციები, პერიტონიტის და სანაღვლე ინფექციების ჩათვლით;

• გინეკოლოგიური ინფექციები;

• სეპტიცემია;

• ფიბრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობა.

უკუჩვენება:

პიკცეფი უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია პრეპარატის ან L- არგინინის მიმართ, ასევე ალერგიული რეაქცია ცეფალოსპორინების ჯგუფის, პენიცილინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

უსაფრთხოების ზომებ , გაფრთხილება:

გამომწვევი მიკროორგანიზმის ინდეტიფიკაციისთვის და ცეფეპიმის მიმართ მგრძნობელობის გარკვევის მიზნით ტარდება შესაბამისი ტესტები.თირკმლის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

ცეფეპიმმა, როგორც ზოგიერთმა ცეფალოსპრინმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვიტამინი K სინთეზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოპროთრომბინემია. ვიტამინი K დანიშვნა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური მოშლილობა, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, თავიდან გვაცილებს ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს.

პიკცეფი, როგორც ფარტო სპექტრის ბაქტერიციდული პრეპარატი ინიშნება მონოთერაპიის სახით.  შერეული აერობულ-ანაერობული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციამდე რეკომენდებულია პიკცეფტან ერთად დაინიშნოს ანაერობების მიმართ აქტიური პრეპარატი.

ანტიბიოტიკების გამოყენება ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ფორმის, განსაკუთრებით, წამლისმიერი ფორმის მქონე პაციენტებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. გამოვლენილია კუმბსის ტესტის დადებითი სინჯი. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და არა აქვს გამოხატული უარყოფითი გავლენა ნაყოფზე, რაც შეეხება ადექვატურ, კარგად კონტროლირებად ცდებს ორსულ ქალებზე, ისინი არაა ჩატარებული. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

დედის რძით ცეფეპიმი გამოიყოფა უმნიშვნელო კონცენტრაციით (0,5 მკგმლ). მაგრამ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

დადგენილ იქნა ცეფეპიმის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინფექციების მკურნალობის დროს. პრეპარატი ცეფეპიმის გამოყენების მიზანშეწონილობა ასეთ ასაკობრივ ჯგუფში დამტკიცებულია მოზრდილებში ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლიგებადი კვლევებით და ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების დამატებითი მონაცემებით პედიატრიულ კვლევებში.

გერიატრიულ პრაქტიკაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის დოზის კორექცია არ არის საჭირო, მიუხედავად თირკმლის კლირენსის დაბალი მაჩვენებლისა ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. თირკმლის უკმარისობის მქონე ხანშიშესულ პაციენტებს ესაჭიროებათ დოზის კორექცია.

პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე.

გვერდითი მოქმედება:

პიკცეფი ადვილად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში პრეპარატი პიკცეფის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე დაბალია. ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტად გამოვლენილი იქნა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები:

• ჰიპერმგრძნობელობა: გამონაყარი, ქავილი, ტემპერატურის მომატება;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ფაღარათი, პირღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია;

• გულსისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი გულმკერდის არეში, ტაქიკარდია;

• სასუნთქი სისტემა: ხველა, ტკივილი ყელის არეში, ქოშინი;

• ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა;

• სხვა: ასთენია, ოფლიანობა, ვაგინიტი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი წელის არეში.

ადგილობრივი რეაქციები ვენაში შეყვანის ადგილზე (ფლებიტი და ანთება). კუნთში გაკეთების დროს ცეფეპიმი ადვილად გადაიტანება.

ლაბორატორიული ანალიზის მონაცემებიდან გადახრები:

ქვემოთ მოყვანილი ეფექტები კლინიკური კვლევების დროს ატარებდნენ ტრანზიტორულ ხასიათს – ალანინამინოტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის, საერთო ბილირუბინის მომატება, ანემია, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის გაზრდა, კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი ჰემოლიზის გარეშე. სისხლის შარდოვანას აზოტის და/ან შრატის კრეატინინის დროებითი მომატება და ტრანზიტორული თრომბოციტოპენია. ასევე აღინიშნებოდა ტრანზიტორული ლეიკოპენია და ნეიტროპენია.

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტები და ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები აღინიშნებოდა ცეფალოსპორინების კლასის სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავლობითი ერითემა, ეპიდერმისის ტოქსიური ნეკროზი, კოლიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტოქსიური ნეფროპათია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, კრუნჩხვები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზის ჩათვლით და ცრუ დადებითი შედეგები შარდის გლუკოზაზე ანალიზის შემთხვევაში.

მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისა და ამინოგლიკოზიდების კომბინაცია. ჯანმრთელ მოხალისე პაციენტებზე ჩატარებულმა კლინიკურმა გამოცდამ 2 გრ. ცეფეპიმისა და 300მგ. ამიკაცინის ინტრავენურად ცალცალკე შეყვანის დროს არ გამოავლინა ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა.

ამინოგლიკოზიდების მაღალი დოზების ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური ეფექტების პოტენცირების გამო საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას. პიკცეფისა და მეტრონიდაზოლის ხსნარის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის, ნეტილმიცინის სულფატისა ან ამინოფილინის ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება. პიკცეფის ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ პრეპარატთან ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა თითოეული პრეპარატი შეყვანილი იქნას ცალცალკე. თუ ცეფეპიმის ხსნარის კონცენტრაცია მეტია 40 მგმლ –ზე, მისი შეთავსება არ შეიძლება ამპიცილინის ხსნართან.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

პიკცეფი შეიძლება შევიყვანოთ კუნთებში და ვენაშიც. დოზა და შეყვანის გზა ვარირებს და დამოკიდებულია გამომწვევი მიკრობის მგრძნობელობაზე, ინფექციის სიმძიმეზე და ავადმყოფის თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს; მძიმე ინფექციებმა შეიძლება მოითხოვონ შედარებით ხანგრძლივი მკურნალობა.

საშარდე გზების ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის: 500მგ-1გრ ი/ვ ან იმ ყოველ 12 სთ-ში.

სხვა ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის:  1გრ. ი/ვ ან იმ  ყოველ 12სთ-ში.

მძიმე ინფექციები:  2გრ. ი/ვ   ყოველ 12 სთ-ში.

ძალიან მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები: 2 გრ. ი/ვ  ყოველ 8 სთ-ში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა:

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

სარეკომენდაციო შემანარჩუნებელი დოზები მოცემულია ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი მლწთ

საშარდე გზების ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის:

სხვა ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის:

მძიმე ინფექციები:

ძალიან მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები:

>60 ნორმალური დოზა, კორეგირება არ სჭირდება

0.5 ყოველ 12სთ.

1გრ. ყოველ 12სთ.

2 გრ. ყოველ 12სთ

2 გრ. ყოველ 8სთ

30-60

0.5 ყოველ 24სთ.

1გრ. ყოველ 24სთ.

2 გრ. ყოველ 24სთ

2 გრ. ყოველ 12სთ

11-29

0.5 ყოველ 24სთ.

0.5 ყოველ 24სთ.

1გრ. ყოველ 24სთ

2 გრ. ყოველ 24სთ

0.25 ყოველ 24სთ.

0.25 ყოველ 24სთ.

0.5 ყოველ 24სთ.

1გრ. ყოველ 24სთ.

როდესაც არსებობს მხოლოდ შრატისმიერი კრეატინინის მონაცემები, შეიძლება ვისარგებლოთ კრეატინინის კლირენსის განსაზღვრის შემდეგი ფორმულით:

მამაკაცი: კრეატინინის კლირენსი (მლწთ) = წონა(კგ)X140-ასაკი/72X შრატის კრეატინინი (მგ დლ )

ქალი: ზემოთ მოყვანილი მნიშვნელობა X 0.85

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ყოველი სეანსის დამთავრების შემდეგ აუცილებელია განმეორებითი დოზის შეყვანა, რომელიც პირველი დოზის ტოლია. მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით, ცეფეპიმი შეიძლება გამოვიყენოთ საწყისი სარეკომენდაციო ნორმალური დოზით, დოზებს შორის ინტერვალი შეადგენს 48 სთ.

პრეპარატის გამოყენების მეთოდები:

ცეფეპიმის შეყვანა შეიძლება ვენაში ან ღრმად კუნთებში, კუნთის დიდ მასაში (მაგ. დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა კვადრანტში ).

პრეპარატის ინტრავენური შეყვანა მიზანშეწონილია მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს, განსაკუთრებით შოკის საშიშროების პირობებში.

ინტრავენური გამოყენების მიზნით პრეპარატი პიკცეფი იხსნება 5 ან 10 მლ. სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, შეიყვანება ვენაში 3-5 წთ-ის განმავლობაში. ინტრავენურად სისტემაში შესაყვანად პრეპარატს ხსნიან სახვადასხვა გამხსნელებში  და შეჰყავთ არანაკლებ 30 წუთისა.

პრეპარატი პიკცეფის ხსნარები კონცენტრაციით 1 დან 40 მგმლ. შეთავსებადია შემდეგ პარენტერალურ ხსნარებთან: ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი, მ6 ნატრიუმის ლაქტატი, 5% გლუკოზისა და 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, რინგერ ლაქტატისა და 5% დექსტროზის ხსნარი.

პრეპარატ პიკცეფს კუნთში შესაყვანად ხსნიან დისტილირებულ წყალში, 5% დექსტროზის ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, საინექციო ბაქტერისტატულ წყალში პარაბენით ან ბენზილის სპირტით, 0,5 % ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში, როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები.

შენიშვნები: როგორც სხვა პარენტერალური სამკურნალო პრეპარატები, მომზადებული პრაპარატის ხსნარები უნდა შემოწმდეს მექანიკური მინარევების არარსებობაზე. შენახვის დროს ფლაკონში არსებულმა ფხვნილმა ან ხსნარმა შეიძლება ფერი შეიცვალოს, მარგამ ეს არ მოქმედებს პრეპარატის აქტივობაზე.

პიკცეფის ხსნარის მომზადება:

 

გამხსნელის მოცულობა (მლ)

მიღებული ხსნარის მიახლოებითი მოცულობა (მლ)

ცეფეპიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგმლ)

ინტრავენური შეყვანა:
500 მგფლაკონი

5

5.7

90

1 გრ ფლაკონი

10

11,4

90

კუნთში შეყვანა:
500 მგ ფლაკონი

1,5

2,2

240

1 გრ ფლაკონი

3,0

4,4

240

ჰიპერდოზირება:

რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციური დარღვევის მქონე პაციენტებში, დიალიზის გამოყენება დააჩქარებს ცეფეპიმის გამოყოფას ორგანიზმიდან; ამასთანავე ჰემოდიალიზი უმჯობესია პერიტონეალურ დიალიზზე. სამსაათიანი დიალიზის შემდეგ შეყვანილი პრეპარატის 68% გამოიყოფა ორგანიზმიდან. თირკმლის უკმარისობის დროს პერიტონეალური დიალიზი არ არის ეფექტური.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინტრავენურად და კუნთში გასაკეთებლად განკუთვნილი ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, ან 7 დღე-ღამე მაცივარში შენახვის დროს ( 2-8º).

ინახება შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (30ºС-ზე ქვევით) , ბავშვებისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

პიკცეფი 1 გრ. იმ, ივ  საინექციო ფხვნილი 1 ფლაკონი + 10 მლ. ამპულა გამხსნელით.

სხვა ფარმაცევტული სახეობა:

პიკცეფი 0,5 იმ, ივ  საინექციო ფხვნილი გამხსნელით.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

პიკოვიტი – PICOVIT – ПИКОВИТ

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საბავშო სიროფი: ფლაკონში 150 მლ, შეფუთვაში დოზირების კოვზთან ერთად.

5 მლ (1 კოვზი)

Retinolum( ვიტამინი A) ……………………900 სე
Cholecalciferolum( ვიტამინი D3) …………100 სე
Riboflavinum (ვიტამინი B2) ……………….1 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინიB6) ……….0.6 მკგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) …………….1 მგ
Cyancobalamin (ვიტამინი B12) ……………1 მგ
Acidum ascorbicum(ვიტამინიC)……………50მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP)……………..5მგ
D-Panthenol (დ-პანთენოლი) ………………2მგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.0015%, ნატურალური არომატული ნივთიერებები 0.5%, ნატრიუმის ბენზოატი 0.11%.

პასტილები: შეფუთვაში 30 ც.

1 პასტილა

Retinolum( ვიტამინი A) …………………….600 სე
Cholecalciferolum( ვიტამინი D3) ………….80 სე
Riboflavinum (ვიტამინი B2) ……………….0.3 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინიB6) ………..0.3 მკგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) ……………..0.25 მგ
Cyancobalamin (ვიტამინი B12) ……………0.2 მკგ
Acidum ascorbicum(ვიტამინი C) …………..10მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP) ……………..3მგ
Calcii pantothenas (ვიტამინი B5) …………1.2მგ
Acidum folicum (ფოლის მჟავა) …………….0.04 მგ
კალციუმი (Ca2+) …………………………….12.5 მგ
ფოსფორი (P5+) ………………………………10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.04% და ნატურალური არომატული ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინებისა და მინერალების საკმარისი რაოდენობით მიღება ორგანიზმში ნივთიერებების სწორ ცვლას უზრუნველყოფს. სწორ კვებასთან ერთად, რომელიც შეიცავს ბევრ ახალ ხილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტს, ჩვენი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს იღებს. კვლევები ადასტურებს, რომ სწრაფი ზრდისა და განვითარების პერიოდში ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებსა და მინერალებში შესაძლოა გაიზარდოს ბავშვის ასაკთან ერთად, ამიტომ აუცილებელია კვების რაციონში მათი დამატება.

პიკოვიტის საბავშვო სიროფი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორებს..

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსებისა, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში. მის უკმარისობისას მცირდება კალციუმის შემცველობა ძვლის ქსოვილში (ოსტეოპოროზი).

ვიტამინი B1 აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 მონაწილეს სისხლის წარმოქმნის პროცესში. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში. შემაერთებელ ქსოვილში ცილის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას. ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასუსტებს ანთებით რეაქციებს.

ვიტამინი PP და დ-პანთენოლი – კოფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმში, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

პრეპარატ პიკოვიტის პასტილები 10 ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინს, ასევე კალციუმსა და ფოსფორს შეიცავს. პიკოვიტის პასტილების შემცველობაში შემავალ ვიტამინებს მაღალი ბიოლოგიური ფასეულება გააჩნიათ. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, ერითროციტების ცვლასა და ბევრი ნეირომედიატორის სინთეზში. ვიტამინი A აუცილებელია თვალის ბადურას სინათლის შემგრძნობი პიგმენტის ბიოსინთეზისათვის, ეპითელური უჯრედების სიმრთელისა და დიფერენციაციის შენარჩუნებისათვის, ასევე ორგანიზმის ზრდისათვის. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის მოთხოვნას და ხელს უწყობს ძვლის ქსოვილისა და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი C აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობს ბევრ ჟანგვა-აღდგენით პროცესში. კალციუმი და ფოსფორი ძვლის ქსოვილისა და კბილების ძირითადი “სამშენებლო” ელემენტებია. პიკოვიტის პასტილები ძალიან გემრიელია და შექმნილია სპეციალურად ბავშვებისათვის.

ჩვენებები:

საბავშვო სიროფი პიკოვიტი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება:

  • უმადობის და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების დროს;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ადვილად დაღლის დროს;
  • არასაკმარისი ფიზიკური განვითარების დროს (ზრდაში ჩამორჩენა);
  • გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ;
  • კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შიგნით მიიღება.

სიროფი

1-3 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 2 კოვზი (10 მლ) სიროფის მიცემა.

4-6 წლის ბაშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15 მლ) სიროფი დღე-ღამეში.

7-14 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15-20 მლ) სიროფი დღე-ღამეში.

სიროფის მიცემა შეიძლება ცალკე ან შეიძლება შეურიოთ ჩაიში, წვენში ან ხილის პიურეში. უმადობის შემთხვევაში სიროფი მიიღება ყოველდღე 1 თვის განმავლობაში, განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვეში ან ექიმის რეკომენდაციით.

პასტილები

2-6 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 4-5 პასტილას მიღება.

7-14 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 5-7 პასტილას მიღება.

პიკოვიტის პასტილებს სასიამოვნო გემო აქვთ, პირში უნდა გაიჩეროთ სრულ დადნობამდე.

უმადობის შემთხვევაში პასტილები მიიღება ყოველდღე 2 თვის განმავლობაში. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პასტილები გამოიყენება პერიოდულად საჭიროების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.

შემთხვევითი ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* შაქრიანი დიაბეტი (საბავშვო პიკოვიტის 5 მლ სიროფი 3 გ შაქარს შეიცავს).

განსაკუთრებული მითითებები:

♦ შესაძლებელია შარდის ყვითლად შეღებვა – აბსოლუტურად უვნებელია და აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. პიკოვიტის გამოყენება ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

♦ პიკოვიტის პასტილების მიცემა არ შეიძლება ბავშვებისათვის, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ.

♦ პიკოვიტის პასტილების მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან ისინი ვერ გაიჩერებენ პასტილებს პირში სრულ დადნობამდე.

ორსული ქალები და მეძუძური დედები: ვიტამინებისა და მინერალების მიღება შეუძლიათ ექიმის რჩევით. პიკოვიტის პასტილებში ვიტამინების რაოდენობა ადაპტირებულია ბავშვებისათვის.

♦ არ შეიძლება რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება. პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა A და D ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, მაგრამ პიკოვიტის პასტილების გამოყენებისას ჭარბი დოზის მიღების შესაძლებლობა მინიმალურია.

♦ ავადმყოფები, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ: შეუძლიათ პიკოვიტის პასტილების მიღება, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ 1 პასტილა 0.6 გ შაქარს შეიცავს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების გვერდით ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების წარმოქმნა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Don`t copy text!