Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 505

პაკლიტაქსელ-ლენსი – PACLITAXEL-LANS – ПАКЛИТАКСЕЛ-ЛЭНС

საერთაშორისო დასახელება:

PACLITAXEL-LANS

მწარმოებელი: PACLITAXEL

მოქმედი ნივთიერება: პაკლიტაქსელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 5%: ფლაკონში 5 და 17 მლ

1 მლ

პაკლიტაქსელი ……………    6.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიოქსილი-35-აბუსალათინის ზეთი, ეთილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პაკლიტაქსელი წარმოადგენს ქიმიოთერაპიულ პრეპარატს, მიტოზის ინჰიბიტორს, რომელიც ასტიმულირებს უჯრედში მიკრომილების “შეკრებას” ცილატუბულინის დიმერიდან და ხელს უწყობს მათ სტაბილიზაციას დეპოლიმერიზაციის დათრგუნვის ხარჯზე, რაც არღვევს მიკრომილების ქსელის დინამიკური რეორგანიზაციის ნორმალურ პროცესს. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია უჯრედული ფუნქციისათვის მიტოზის ეტაპზედა უჯრედული ციკლის ინტერფაზისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოკინეტიკა განისაზღვრება 3 და 24 საათის განმავლობაში პრეპარატის ინფუზიისას დოზით 135 და 175 კმ/კვ.მ. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.0-52.7 საათს. ხანგრძლივი ინფუზიის დროს, 3 საათის განმავლობაში, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა დოზის გაზრდით ღებულობს არახაზოვან ხასიათს. მკურნალობის მრავალჯერადი კურსის ჩატარებისას არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის კუმულაციის შესახებ.

როგორც in vitro კვლევებით იქნა დადგენილი, პრეპარატის 89-98% იმყოფება პლაზმის ცილებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში. ციმეტიდინი, რანიტიდინი, დექსამეტაზონი ან დიფენჰიდრამინი არ მოქმედებენ პრეპარატის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე.

პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმი ადამიანებში არ არის ბოლომდე შესწავლილი. პრეპარატის შეყვანილი დოზის 1.3-დან 12.6%-მდე გამოიყოფა უცვლელად შარდით. მეტაბოლიზმის ძირითადი პროდუქტებია ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები, ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მოწმობენ, რომ დიალიზი არ მოქმედებს პრეპარატის გამოყოფის სიჩქარეზე ორგანიზმიდან.

ჩვენებები:

  • საკვერცხეების კიბო;
  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ფილტვის კიბო;
  • საყლაპავის კიბო;
  • შარდის ბუშტის კიბო.

მიღების წესი და დოზირება:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

პაკლიტაქსელი შეჰყავთ ინტრავენურად ხანგრძლივი ინფუზიის სახით (3-24 საათამდე). მონოთერაპიის დროს იგი შეჰყავთ დოზით 175 მგ/კვ.მ. ინტერვალი შეყვანებს შორის – 3 კვირა.

გვერდითი მოვლენები:

– ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია;

– პერიფერიული ნეიროპათია;

– ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი);

– ალოპეცია;

– არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, არითმია;

– გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუკოზიტი, მადის დაქვეითება;

– ართრალგია, მიალგია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპერემია, თრომბოფლებიტი პრეპარატის შეყვანის ადგილას;

– შესაძლებელია სისხლში ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის გაზრდა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* გამოხატული ნეიტროპენია (1500/კუბ.მმ ნაკლები).

* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პაკლიტაქსელით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ანტიბლასტომური პრეპარატების გამოყენების გამოცდილება.

◄მომატებული მგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად ყველა ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს პრემედიკაცია კორტიკოსტეროიდებით, ჰისტამინური H1-H2 რეცეპტორების ბლოკატორებით.

◄მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

◄პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლაქტაციის პერიოდში მკურნალობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების მოსალოდნელი გართულებები: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, პერიფერიული ნეიროტოქსიკურობა და მუკოზიტები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ანტიდოტი უცნობია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

♦ პრემედიკაცია ციმეტიდინით არ მოქმედებს პრეპარატის კლირენსზე.

♦ საკვერცხის კარცინომის პირველადი მკურნალობის დროს პაკლიტაქსელის შეყვანა წინ უძღვის ცისპლატინის შეყვანას. თუ იგი შეჰყავთ ცისპლატინის შემდეგ, ავადმყოფებში აღინიშნება გამოხატული  მიელოსუპრესია, პაკლიტაქსელის კლირენსის შემცირებით – 20%-ით.

♦ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ კეტოკონაზოლს, აღინიშნება პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმის ინდუცირება, რის გამოც საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა ასეთ ავადმყოფებში.

♦პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმი განიცდის კატალიზს ციტოქრომ P450, CYP2C8 და CYP3A4 იზოენზიმებით. ამ შემთხვევაშიც საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

პავულონი 4 – PAVULON 4 – ПАВУЛОН 4

საერთაშორისო დასახელება:

PANCURONIUM BROMIDE

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: პანკურონიუმის ბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული მოქმედების მიორელაქსაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 1, 5, 10, 25, 50 და 100 ც.

1 მლ 1 ამპ.

პანკურონიუმის ბრომიდი ……………..  2 მგ 4 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

საშუალო ხანგრძლიობის არადეპოლარიზებული მიორელაქსანტი. აბლოკირებს  მამოძრავებელი ნერვებიდან ჩონჩხის კუნთების ნ–ქოლინორეცეპტორებზე იმპულსების გადაცემას. კუნთების დამბლა ვითარდება ეტაპობრივად შემდეგი თანმიმდევრობით: თვალის ამწევი კუნთები, საღეჭი კუნთები, კიდურების კუნთები, მუცლის კუნთები, სახმო ნაპრალი, ნეკნთაშუა კუნთები და დიაფრაგმა. არ იწვევს კუნთების კრუნჩხვას; სხვა მიორელაქსანტებისგან განსხვავებით იშვიათად იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას (ძალიან იშვიათად ბრონქოსპაზმს და სხვა ალერგიულ რეაქციებს); ახდენს სუსტ მ–ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს ანტიქოლინესთრაზული სამკურნალო საშუალებები.  საწყისი ერთჯერადი დოზის ვენაში შეყვანისას მოქმედება იწყება 1 წთ; ინტუბაციის დრო – 2–3 წთ. მოქმედების მაქსიმუმი მიიღწევა 3–4.5 წთ–ში (დოზაზეა დამოკიდებული); მაქსიმალური ეფექტი გრძელდება 35–45 წთ–ს, იზრდება განმეორებითი დოზისას, საშუალო ხანგრძლიობა – 6–წთ.

ჩვენებები:

ჩონჩხის კუნთბის რელაქსაცია (ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციისას, მათ შორის, საკეისრო კვეთისას);

კრუნჩხვითი სინდრომი (მათ შორის, ტეტანუსი, კრუნჩხვები გამოწვეული სხვა სამკურნალო წამლების დოზის გადაჭარბებით ან ელექტროდენის მოქმედებით).

მიღების წესი და დოზირება:

მხოლოდ ვენაში. დოზის შერჩევისას უნდა განისაზღვროს ზოგადი ანესთეზიის სახე, ოპერაციის ხანგრძლიობა, მანამდე ან ანესთზიის დროს მიღებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.

მოზრდილებში – საწყისი დოზა 40–100მკგ/კგ, ენდოტრაქეული ინტუბაციისას – 60–100მკგ/კგ. ინტუბაციისთვის პირობები იქმნება 100მკგ/კგ დოზისას 90–120 წმ–ში, 80მკგ/კგ შეყვანისას – 120–150 წთ–ში. აუცილებლობისას კუნთოვანი რელაქსაციის შესანარჩუნებლად დოზას ზრდიან 10–20მკგ/კგ–ით ყოველ 20–60წთ–ში.

ახალშობილებში (4 კვირამდე) – 10–20მკგ/კგ. 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით გამოიყენება იგივე დოზა რაც დიდებში.

თუ პანკურონის ბრომიდი სუქსამეტონიუმის შეყვანის შემდეგ გამოიყენება, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს.

ბავშვებში და მოზრდილებში საწყისი დოზა 20–60მკგ/კგ, დოზის შემდგომო ზრდა ხდება 10–20მკგ/კგ–ით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, ჰისტამინისა და ბრომიდების მიმართ).

სიფრთხილით: ბრონქების კიბო, ტაქიკარდია, დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობა, ჰიპერთერმია, ჰიპოთრმია;

ნერვ–კუნთოვანი დაავადებები: პოლიომიელიტი (ნარჩენი მოვლენები), myasthenia gravis, სუნთქვის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სუნთქვის დათრგუნვა), ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შედარებით ხშირად – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია; იშვიათად – ჰიპოტენზია; სიხშირე არ არის ცნობილი – არითმია (მათ შორის, ბრადიკარდია), ავთვისებიანი ჰიპერტონული კრიზი.

ალერგიული რეაქციები: შედარებით ხშირად – კანის ქავილი, კანზე გამონაყარი; იშვიათად – ბრონქოსპაზმი, შეშუპება, ერითემა; სიხშირე არ არის ცნობილი – ჭინჭრის ციება, ლარინგოსპაზმი.

ადგილობრივი რეაციები: შეყვანის ადგილის ჰიპერემია და მტკივნეულობა.

სხვა: შედარებით ხშირად – ნერწყვდენა; სიხშირე არ არის ცნობილი – თვალშიგა წნევის მომატება, მიოგლობინემია და მიოგლობინურია, გამოწვეული რაბდომიოლიზით (განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, კოლაპსი, სუნთქვის დარღვევა–დაკავშირებული სუნთქვაში მონაწილე კუნთების დამბლასთან, შოკი.

მკურნალობა: სუნთქვის ხელოვნური აპარატის გამოყენება, მიორელაქსაციური ეფექტის მოსახსნელად ქოლინესთერაზის ინჰიბიტორების გამოყენება (ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი), მ–ქოლინობლოკატორებთან ერთად (ატროპინი);

სიმპტომატური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:

პანკურონის ბრომიდის მიღება შეიძლება მხოლოდ სტაციონარის პირობებში, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის არსებობისას (მათ შორი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი) ექიმი ანესთეზიოლოგის მიერ.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, გულის ქრონიკული უკმარისობით, ნერვ–კუნთოვანი დაავადებებით, ასაკოვნებში.

პრეპარატის მოქმედებას ზრდის ჰიპოკალიემია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპოპროტეინემია, დეჰიდრატაცია, აციდოზის მდგომარეობა, ჰიპერკაპნია, კახექსია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პანკურონის ბრომიდის ანტაგონისტებს წარმოადგენს ანტიქოლინესთერაზული საშუალებები.

პრეპარატის მოქმედებას აძლიერებს მისი კომბინირება სანარკოზე საშუალებებთან, ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან, დიურეტიკებთან, ბატა – და ალფა – ადრენომაბლოკირებელ საშუალებებთან, მაო–ს ინჰიბიტორებთან, დიფენინთან, ქინიდინთან, მეტრონიდაზოლთან, ნიტროგლიცერინთან, დიაზეპამთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან;

ასუსტებს: პროპანიდიდთან, ნორადრენალინთან, თეოფილინთან, ჰეპარინთან, აზატიოპრინთან, კალიუმის ქლორიდთან, ნატრიუმის ქლორიდთან, კალციუმის ქლორიდთან ერთად გამოყენება.

პავასედი – PAVASED – ПАВАСЕД

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: კატაბალახას (ვალერიანი) მშრალი ექსტრაქტი – 140მგ., ბარამბოს (მელისა) მშრალი ექსტრაქტი – 140მგ.,  პასიფლორას 0,5% მშრალი ექსტრაქტი – 70მგ.,  მაგნიუმი – 120მგ., ვიტამინი B6 -10მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დამამშვიდებელი  საშუალება, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პავასედი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის  სამკურნალო მცენარეების ვალერიანის, ბარამბოს, პასიფლორას ექსტრაქტები, მაგნიუმი და ვიტამინი B6.

კატაბალახა (ვალერიანი) ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. აძლიერებს სხვა საძილე საშუალებების მოქმედებას.

ბარამბოს (მელისა) გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს გულისცემის სიხშირეს და იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აღგზნებადობას, სტრესისადმი მიდრეკილებას.

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – მონაწილეობს ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში. ასევე მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში და ერითროციტების რეგენერაციაში.

ჩვენებები:

  • მოუსვენრობა, შფოთვა
  • მომატებული ნერვული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა
  • ძილის დარღვევა, უძილობა
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. არ მიიღოთ პროდუქტი ალკოჰოლთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში   1  კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა ბლისტერზე, გაიცემა რეცეპტის გარშე.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

პაბიმედი – PABIMED – ПАБИМЕД

საერთაშორისო დასახელება:

TRIMETAZIDINE

მწარმოებელი: Pharmaceutical work POLFA in Pabianice, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება. ანტიანგინალური პრეპარატი, მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი………  20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

ჰიდროქისპროპილომეთილცულელოზა E5, ჰიდროქსიპროპილომეთილცელულოზა E15, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

პოლიეთილენგლიკოლი 4000, წითელი ლაქი E124, კოშენილის წითელი E124.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიმეტაზიდინი იცავს ორგანიზმის უჯრედებს იშემიის არასასურველი შედეგებისაგან უჯრედშიდა მეტაბოლიზმისა და ჰომეოსტაზის პროცესებზე ზემოქმედების გზით. ახდენს უჯრედშიდა მეტაბოლური აციდოზის განვითარების პრევენციას.

ტრიმეტაზიდინი ასევე უჯრედში ზრდის მაღალენერგეტიკული შენაერთების კონცენტრაციას. პრეპარატი ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ხელს უშლის ლიპიდების დამჟავებას.

თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ჩვენებები:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა;
  • ოტორინოლარინგოლოგია: თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის დამხმარე მკურნალობა;
  • ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითებისა და სისხლძარღვოვანი წარმოშობის მხედველობის არეს დარღვევების დამხმარე მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.

ჩვეულებრივ მიიღება 40-60 მგ დღეში 2-3 თანაბარ დოზად, ე.ი. ერთი ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

პრეპარატი მიიღება ჭამის დროს წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა, თავის ტკივილი, ძლიერი გულისცემის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები, რომელიც ეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიმეტაზიდინის გამოყენებას.

ამის გამო ტრიმეტაზიდინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მწვავე საჭიროების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

ტრიმეტაზიდინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებული მკურნალობის დროს.

◄პაციენტებში თირკმელების უკმარისობით აუცილებელია შესაბამისად პრეპარატის დოზის შემცირება.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებულზე დიდი დოზების მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ოქტენიდოლი ® – OCTENIDOL ® – ОКТЕНИДОЛ®

აქტიური ნივთიერება: octenidine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების პრეპარატი

მწარმოებელი: გერმანია

გამოშვების ფორმა: სავლები 250მლ ფლაკონი

ჩვენებები:

პიტნის გემოს მქონე ოქტენიდოლი წარმოადგენს უნიკალურ ოქტენიდინის  შემცველ პირველ პირის ღრუს სავლებ ხსნარს. ანტიბაქტერიული ხსნარი სწრაფად და ხანგრძლივად თრგუნავს ბაქტერიებს და ამცირებს მათ წარმოქმნას. იგი წარმოადგენს პარადონტოზისა და გინგივიტისაგან (ღრძილების ანთება) დაცვის ეფექტურ საშუალებას. ასევე დამხმარე საშუალებას MRSA-სა და   C. Albicans-ს წინააღმდეგ.

ოქტენიდოლი არ შეიცავს ალკოჰოლს და ქლორჰექსიდინს.

მიღების წესი და დოზები:

ოქტენიდოლი 15 მლ დოზით განზავების გარეშე 2-3-ჯერ დღეში გამოივლეთ პირის ღრუში დაახლოებით 30 წმ-ის განმავლობაში (MRSA-ს დროს 15 წმ. C. Albicans-ის საწინააღმდეგოდ 1 წუთი) არ გადაყლაპოთ.

უშუალოდ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია პირის ღრუს გამორეცხვა. საკვების და სასმელის მიღება.

შენახვის პირობები და ვადები:

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250С-ს. დაიცავით ყინვისაგან. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქტს.

ოქტანატი – OCTANATE – ОКТАНАТ

საერთაშორისო დასახელება:

FACTOR VIII

მწარმოებელი: OCTAPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლის შემადედებელი VIII ფაქტორის კონცენტრატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში

1 მლ

ადამიანის პლაზმის კოაგულაციის VIII ფაქტორი …………..    500 სე

 

ვრცლად იმუნატი

ოქტაგამი – OCTAGAM – ОКТАГАМ

საერთაშორისო დასახელება:

IMMUNOGLOBULIN HUMAN NORMAL

მწარმოებელი: OCTAPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოგლობულინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ,  50 მლ, 100 მლ და 200 მგ

1 მლ

იმუნოგლობულინი ადამიანის ნორმალური ……….     50 მგ

 

ვრცლად ისივენი

ოქსიფორი – OXYPHOR – ОКСИФОР

შემადგენლობა:

კალიუმ ქლორიკუმი D4;

სტაბილიზატორი: ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1% ხსნარი;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება;

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც სიმტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს:

  • ვეგეტო–ვასკულარული დისტონია;
  • გულ–სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სასუნთქი გზების დაავადებები:
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, მათ შორის სტომატიტების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი მოვლენების დროს;
  • ორსულთა ტოქსიკოზი;
  • ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება);

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად – 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ჭამის წინ 15–30 წუთით ადრე 3–ჯერ დღეში 3–4 კვირის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2 კვირიანი ინტერვალის შემდეგ.

გარეგანი გამოყენება –  საფენები ხსნარის სახით: 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში დღეში 2–3–ჯერ;

უკუჩვენება:

არ არის დადგენილი;

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

ფლაკონებში 25მლ.

შენახვის პირობები:

2 წელი.

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: „ბიოფარმიL”, საქართველო.

ოქსიტოცინი (აქტიური ნივთიერება) – OXYTOCIN – ОКСИТОЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსიტოცინი წარმოადგენს სინთეზურ ნანოპეპტიდს, რომელიც ოქსიტოცინის იდენტურია. იგი ასტიმულირებს საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურას, ზრდის მიომეტრიუმის ტონუსსა და შეკუმშვის ძალას, ხელს უწყობს მიოეპითელიური უჯრედების შეკუმშვას, რომლებიც გარს აკრავს სარძევე ჯირკვლების ალვეოლებს (რაც აადვილებს რძის გადასვლას მსხვილ სადინარებსა და სარძევე სინუსებში).

ოქსიტოცინს გააჩნია სუსტი ვაზოპრესინის მაგვარი თვისება. პრეპარატის ვენაში სწრაფი ნაკადით შეყვანა აქვეითებს სისხლძარღვების გლუვი კუნთების ტონუსს, რაც იწვევს დროებით არტერიულ ჰიპოტონიას და რეფლექსურ ტაქიკარდიას.

ფარმაკოკინეტიკა

პლაზმიდან პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 წუთს.

ჩვენებები

მშობიარობის ინდუქციისათვის სამედიცინო ჩვენებების მიხედვით:

მშობიარობის აქტის სტიმულაცია;

– საკეისრო კვეთა;

– საშვილოსნოს ატონია და ატონიური სისხლდენა (პროფილაქტიკა და მკურნალობა);

– არასრული ან სეპტიური აბორტი;

– გინეკოლოგიური დაავადებები (დიაგნოზის დასმის შემდეგ).

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეყავთ კუნთებში. იმ შემთხვევაში როდესაც პრეპარატის მიღების ასეთი წესი არ იძლევა სასურველ შედეგს, მაშინ იგი შეყავთ ნელა ვენაში. იგი მიღება კუნთებში ან ვენაში დოზით 1-3 სე.

საკეისრო კვეთის დროს პრეპარატი შეჰყავთ საშვილოსნოს კუნთებში დოზით 5 სე.

გინეკოლოგიური ჩვენების დროს ოქსიტოცინი მიიღება ვენაში დოზით 5-10 სე.

გვერდითი მოვლენები

ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი (ბრონქიალური ასთმით შეპყრობილ პაციენტებში).

უკუჩვენებები

* ნაყოფის დაბადებისათვის მექანიკური წინააღმდეგობა;

* სამშობიაროი მოქმედების არ არსებობა;

* პლაცენტის წინამდებარეობა;

* ვიწრო მენჯი.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს:

საშვილოსნოს ჰიპერსტიმულაცია, რაც იწვევს კონტრაქტურას ან ჩახევებს, მშობიარობის შემდეგ სისხლდენას, საშვილოსნოსა და პლაცენტურ ჰიპოპერფუზიას, ნაყოფის გულის სიხშირის შემცირებას, ჰიპოქსიას, ჰიპერკაპნიას და ნაყოფის დაღუპვას.

მაღალ დოზებში და ხანგრძლივი დროით ოქსიტოცინის გამოყენებისას ანტიდიურეზული საშუალების მოქმედება იწვევს ინტოქსიკაციას, რომელიც გამოხატულია კრუნჩხვებით.

მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სითხის შეყვანა, ფორსირებული დიურეზი, ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის გადასხმა, ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზება, ბარბიტურატების შეყვანა სიფრთხილით და პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ოქსიტოცინი სიფრთხილით გამოიყენება სიმპათომიმეტიურ საშუალებებთან კომბინაციისას.

ოქსიტოცინი – OXYTOCIN – ОКСИТОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

OXYTOCIN

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ოქსიტოცინი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონი, სამშობიარო მოქმედების სტიმულატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ოქსიტოცინი ………………… 5 სე

 

ვრცლად ოქსიტოცინი

Don`t copy text!