Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 506

ოქსიმეტაზოლინი – OXYMETAZOLIN – ОКСИМЕТАЗОЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსიმეტაზოლინი ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება სინთეზურ ადრენომიმეტურ საშუალებათა ჯგუფს. ალფა ადრენორეცეპტორების სტიმულაციის ხარჯზე, მას გააჩნია გამოხატული ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციული თვისებები. მისი სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი ხასიათდება ცხვირის და დამატებითი წიაღების, აგრეთვე ევსტაქის მილის ლორწოვანის შეშუპების შემცირებაში. ამით აღდგება ცხვირით სუნთქვა, რომელიც დარღვეულია გრიპის, გაცივების და ალერგიული დაავადებების დროს.

ცხვირის და დამატებით წიაღების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების ლოკალური შევიწროება აღინიშნება ნაზოლის ცხვირის  ღრუში შესხურებიდან 5-10 წუთში, რაც აიხსნება პრეპარატის სწრაფი შეწოვით ლორწოვანი გარსიდან. შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი გრძელდება 10-12 საათი.

პრეპარატში გლიკოლების შემცველობა არბილებს გაღიზიანებული ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავს მას გამოშრობისგან. მისი t1/2 შეადგენს 5-8 დღეს და გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები

  • პრეპარატი ნაჩვენებია ცხვირის ჰიპერემიის სიმპტომების სწრაფი, დროებითი (12 საათი) შემცირებისათვის, რომლებიც გამოწვეულია გაცივებით, სინუსიტით, თივის ცხელებით, ევსტაქიტით, ალერგიული რინიტით.

დოზირების რეჟიმი

– მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით (მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ) რეკომენდირებული 2-3 შესხურება ცხვირის თითოეულ ნესტოში.

– განმეორებითი შესხურება რეკომენდირებული 10-12 საათში. შესასხურებლად საჭიროა სწრაფად და ძლიერად მოვუჭიროთ ფლაკონს, თავის უკან გადაწევის გარეშე. გამოყენების შემდეგ ფლაკონის თავი უნდა გაიწმინდოს.

– 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების დროს (3 დღეზე მეტი) შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიფილაქსია – სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის თანდათანობითი შესუსტება, ხანდახან ვაზოდილატაციის მოვლენებით, სურდოს გაახლებით ან გაძლიერებით.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:

* ჰიპერტონული დაავადება;

* გამოხატული ათეროსკლეროზი;

* გულის რითმის დარღვევა;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ჰიპერთირეოზი;

* თირეოტოქსიკოზი;

* თირკმლების დაავადება, მისი გამომყოფი ფუნქციის დარღვევით;

* შარდის გამოყოფის შეფერხება პროსტატის ჰიპერტროფიისას;

* პრეპარატი არაეფექტურია ქრონიკული გაცივების დროს, ცხვირის ძგიდის დევიაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის დროს. სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

ოქსიმეტაზოლინის შესხურების დროს არ არის რეკომენდირებული თავის მკვეთრი გადაწევა უკან და ფლაკონის გადაბრუნება. იგი არ გამოიყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება

ჭარბ დოზებში ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულის რითმის დარღვევას და არტერიული წნევის მომატებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ოქსიმეტაზოლინი არ გამოიყენება სისხლძარღვების სხვა შემავიწროვებელ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან (მაო-ს ინჰიბიტორები) ერთად; ასევე სხვა ინტრანაზალურ პრეპარატებთან ერთად.

ოქსიკორტი – OXYCORT – ОКСИКОРТ

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE; OXYTETRACYCLINE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company

JELFA S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონი+ოქსიტეტრაციკლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 10 მგ

1 გ

ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი …….      30 მგ

ჰიდროკორტიზონის აცეტატი ……………………..    10 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოქსიკორტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ანტიბაქტერიული ეფექტით, რაც განპირობებულია ჰიდროკორტიზონისა და ოქსიტეტრაციკლინის ერთობლივი მოქმედებით.

ჩვენებები:

  • კანის ჩირქოვანი დაავადებები (გამოწვეული სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური ან შერეული ინფექციებით);
  • ჩვეულებრივი იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო;
  • ახალშობილთა ბულოზური ან ექსფოლიციური დერმატიტი;
  • ბაქტერიული გამოყელვა;
  • ბაქტერიული ფოლიკულიტი;
  • ფურუნკული, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ახალშობილთა კარბუნკული;
  • წითელი ქარი;
  • კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები;
  • ეგზემა, ბავშვთა ეგზემა;
  • ალერგიული დერმატიტი;
  • პრურიგო;
  • კონტაქტური დერმატოზები, პროფესიული დერმატოზები;
  • დამწვრობები;
  • მწერების ნაკბენები;
  • მრავალფორმიანი ერითემა;

მიღების წესი და დოზირება:

მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებში ან სტერილურ საფენზე, 2-3-ჯერ დღეში, რომელსაც ადებენ კანზე და ახვევენ დოლბანდით.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ შესაძლებელია სოკოებით ან დაავადების გამომწვევი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით კანის მეორადი დაინფიცირება.

უკუჩვენებები:

* კანის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: მაგ, ჰერპესი, ჩუტყვავილა.

* კანის ტუბერკულოზი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

ოქსიბრალი – OXYBRAL – ОКСИБРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

VINCAMINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინკამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება თავის ტვინის მიმართ შერჩევითი ვაზოტროპული, მეტაბოლური და ნოოტროპული მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ვინკამინი ……………….          30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოქსიბრალს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. ოქსიბრალი ხასიათდება სელექციური ვაზორეგულაციური მოქმედებით თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ, რითაც ცერებრული სისხლის მიმოქცევის ადაპტაციას განაპირობებს თავის ტვინის მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად.

ოქსიბრალი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერების მეშვეობით, ზრდის თვით ენერგიის გამომუშავებას, რითაც მნიშვნელოვნად ზრდის თავის ტვინისა და ორგანიზმის საერთო აქტივობას.

ოქსიბრალი ზრდის სისხლიდან ჟანგბადის მოხმარებას ნეირონების მიერ, რომლებიც იმყოფებიან ჰიპოქსიის მდგომარეობაში.

ოქსიბრალი ამცირებს და არეგულირებს ცერებრული სისხლძარღვთა კალაპოტის პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.

ოქსიბრალი არის მცენარეული წარმოშობის და პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა.

ოქსიბრალის ყველა ზემთო აღნიშნული ეფექტი ერთად აუმჯობესებს და არეგულირებს ცერებრულ ცირკულაციასა და ფუნქციებს მენტალური და ინტელექტუალური ფუნქციების ჩათვლით.

ჩვენებები:

ოქსიბრალის გამოყენება ნაჩვენებია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და ადაპტაციის მიზნით ცერებრული მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად: თავის ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებისათვის შემდეგი კლინიკური მდგომარეობების დროს:

I ცერებრული დარღვევები: მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაცის დარღვევა; დიაბეტური ანგიოპათია; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება; ქალა-ტვინის ტრავმა; პოსტინსულტური დარღვევები; ჰიპერტონული ენცეფალოპათია.

II თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი, შაკიკი.

III სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.

IV მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.

V ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური სფეროს დარღვევები. ცერებრული სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია.

VI ინტელექტუალური უნარის გაუმჯობესება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 1 SR კაფსულა 2-ჯერ დღეში.

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ხანგრძლივად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები აღინიშნა ერთეულ შემთხვევებში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავის ტვინის სიმსივნე, ორსულობა და ძუძუთი კვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოქსიბრალი აძლიერებს ანტიაგრეგაციული და ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ოქსიალი თვალის წვეთები – OKSIAL eye drops – ОКСИАЛ глазные капли

მოკლე დახასიათება: ოქსიალი დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარია.

ჩვენებები:

პრეპარატ ოქსიალს აქვს სწრაფი და გახანგრძლივებული მოქმედება თვალის სიმშრალის, გაღიზიანებისა და დაღლილობის დროს, რომელიც გამოწვეულია არა პათოლოგიური მდგომარეობით, არამედ გარე ფაქტორებით, ისეთით როგორიცაა: ხანგრძლივად ვიდეოეკრანთან და მონიტორთან ყოფნა; ჰაერის კონდენცირება; დამტვერიანება, დაბინძურება, ჰაერში კვამლი და ა.შ. ოქსიალი გამოიყენება პირებში, რომელებიც ატარებენ ნებისმიერი სახის კონტაქტურ ლინზებს ან არ სარგებლობენ ლინზებით.

დოზირება:

პრეპარატ ოქსიალს იწვეთებენ 1–2 წვეთს ორივე თვალში აუცილებლობისას ან ექიმის მითითებით, ჩვეულებრივ 2–3–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარის გამოყენება შეიძლება 60 დღის მანძილზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი ხსნარის ნებისმიერი რაოდენობა უნდა გადაიღვაროს.

დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით არ შეეხოთ საწვეთურის ბოლოს თითებით.

ოქსაცილინი (აქტიური ნითიერება) – OXACILLIN – ОКСАЦИЛЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსაცილინი წარმოადგენს ნახევარდსინთეზური პენიცილინების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებას, რომელიც ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას, იგი თრგუნავს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს. პრეპარატი მდგრადია პენიცილინაზების მიმართ. იგი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების: Staphylococcus spp., მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებლების, Streptococcus spp., Corynebacterium diphtheriae, Baceilus anthracis; ანაერობული სპორების წარმომქმნელი ჩხირების, გრამუარყოფითი კოკების: Neisseria gonorrhoae, N. meningitidis; Actinomyces spp., Treponema spp. მიმართ.

პრეპარატი არ იჩენს აქტიურობას მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიების, რიკეტსიების, უმარტივესების, ვირუსების, სოკოების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის აბსორბცია სწრაფი და სრულია. ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%-ს, ხოლო t1/2 3 წთ-ს. ოქსაცილინის კუნთებში შეყვანიდან 1-2 სთ-ის შემდეგ სისხლში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც სწრაფად მცირდება 4 სთ-ის შემდეგ. პარენტერალური შეყვანის შემდეგ სისხლში აღინიშნება უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე მისი პერორალური მიღებისას. პლევრულ სითხეში მისი კონცენტრაცია აღწევს 10%-ს, სინოვიალურ და ასციტურ სითხეებში კი 50%-ს. ნაღველში – 5-8%-ს სისხლის შრატის კონცენტრაციის მიმართ. პრეპარატი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კუნთებში შეყვანილი პრეპარატის 40%-ზე მეტი სწრაფად გამოიყოფა შარდით, ასევე ნაღველით.

ჩვენებები

ინფექციები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ (მათ შორის ბენზილპენიცილინისა და ფენოქსიმეთილპენიცილინის მიმართ მდგრადნი):

  • სეპტიცემია, პნევმონია, ემპიემა, აბსცესი, ფლეგმონა, ქოლესცისტიტი, პიელიტი, ცისტიტი, ოსტეომიელიტი, ოპერაციის შემდგომი ჭრილობისმიერი ინფექციები, ინფიცირებული დამწვრობა და ა.შ.

დოზირების რეჟიმი

ოქსაცილინი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში.

– მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, ხოლო ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში – 20-40 მგ/კგ.

– 3 თვემდე ასაკის ბავშვებში – 60-80 მგ/კგ,

– 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 გ,

– 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2 გ.

  • კუნთებში შესაყვანი საინექციო ხსნარის მომზადებისას 0.25 გ-იან ფლაკონს ხსნიან 1.5 მლ, ხოლო 0.5 გ – 3 მლ საინექციო წყალში.
  • ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ყოველ 0.25-0.5 გ პრეპარატს ხსნიან 5 მლ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შეჰყავთ ნელა 5-10 წთ-ის განმავლობაში.
  • პრეპარატის წვეთოვანი გზით შეყვანის შემთხვევაში მას ანზავებენ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში 0.5-2 მგ/მლ კონცენტრაციამდე და შეყავთ 1-2 სთ-ის განმავლობაში წუთში 60-100 წვეთის სიჩქარით.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს. მძიმე ფორმის დაავადებების სამკურნალოდ (სეფსისი, სეპტიური ენდოკარდიტი და სხვა) მკურნალობა შესაძლებელია გავახანგრძლივობთ 2-3 კვირის და მეტი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ალერგიული რეაქციის მხრივ: კანის ქავილი, ურტიკარია, იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, ეოზინოფილია.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი.

ეფექტები, რომლებიც განპირობებულია ქიმიოთერაპიული მოქმედებით დისბაქტერიოზი, პირის ღრუს კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ვაგინალური კანდიდოზი.

ოქსაცილინის ვენაში შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბოფლებიტის განვითარება.

უკუჩვენებები

პენიცილინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით იხმარება.

♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

♦ პრეპარატის გამოყენება  ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს მიზანშეწონილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ოქსაცილინის კონცენტრაციას ზრდიან პრეპარატები, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას.

ბაქტერიოსტატული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ პრეპარატის ეფექტურობას.

ოქსაცილინი – OXACILLIN – ОКСАЦИЛЛИН

საერთაშორისო დასახელება:

OXACILLIN                  

მწარმოებელი: KIEVMEDPREPARAT

მოქმედი ნივთიერება: ოქსაცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ნახევრად სინთეზური პენიცილინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლ.

ოქსაცილინი (ნატრიუმის მარილის სახით) ………….    250 მგ

1 ფლ.

ოქსაცილინი (ნატრიუმის მარილის სახით) ……………. 500 მგ

 

ვრცლად ოქსაცილინი

ოქსალიპლატინ-ტევა – OXALIPLATIN-TEVA – ОКСАЛИПЛАТИН-ТЕВА

საერთაშორისო დასახელება:

OXALIPLATIN

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical Industries Ltd, Phamachemie Ltd.

მოქმედი ნივთიერება: ოქსალიპლატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, მაალკირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 1 მლ

1 ფლ.

ოქსალიპლატინი ……………….. 5 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 4 მლ

1 ფლ.

ოქსალიპლატინი ………………. 20 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 10 მლ

1 ფლ.

ოქსალიპლატინი ……………… 50 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 20 მლ

1 ფლ.

ოქსალიპლატინი ……………….100 მგ

ვრცლად ელოქსატინი (დოზირება ინდივიდუალური)

ოქსაზეპამი – OXAZEPAM – ОКСАЗЕПАМ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსაზეპამი წარმოადგენს ანქსიოლიზური და სედატიური მოქმედების მქონე ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი აგრეთვე ხასიათდება კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური თვისებებით. პრეპარატი ურთიერთქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ლოკალიზებულ სპეციფიკურ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს გამა-ამინოერბოსმჟავას (გაემ)А რეცეპტორების ალოსტერიულ აქტივაციას, რასაც თან ახლავს გაემმიმეტური ეფექტები, ქლორის იონის არხების გახსნა, ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია და ნეირონული აქტივობის დაქვეითება.

ჩვენებები

  • ნევროზი, ძილის დარღვევა, ფსიქოვეგეტატური მოშლილობები;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევით ან კლიმაქსის პერიოდთან დაკავშირებული ვეგეტატური დარღვევები ქალებში, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი,
  • რეაქტიული ხასიათის დეპრესიები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია, ჩვენებების და თერაპიული ეფექტის მიხედვით. პრეპარატის დღეღამური დოზა შეადგენს 10-დან 120 მგ-მდე. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და ტარდება თანდათანობით.

გვერდითი მოვლენები

გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტრული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.

უკუჩვენებები

* ოქსაზეპამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* ორსულობა;

* ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის დოზის ნებისმიერი ცვლილება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

♦ ოქსაზეპამი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტონიის მიმართ მიდრეკილების, წამლისადმი დამოკიდებულების მიმართ მომატებული რისკის დროს, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

♦ ოქსაზეპამის დანიშვნა ხანგრძლივი დროის (რამოდენიმე თვის) განმავლობაში, წამლისადმი დამოკიდებულების შესაძლო განვითარების გამო ნებადართული არ არის.

♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

♦ მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, აგრეთვე ალკოჰოლის მიღება ნებადართული არ არის.

ოფტან კატაქრომი (თვალის წვეთები) – OFTAN CATACHROM – ОФТАН КАТАХРОМ (капли глазные)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ციტოქრომი C, ადენოზინი, ნიკოტინამიდი

მწარმოებლი: Santen Oy / სს „სანტენ“, ფინეთი 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გამჭვირვალე, მოწითალო, მომჟავო ხსნარი სუნის გარეშე.

აქტიური ნივთიერება:

ციტოქრომი C …………………. 0,675 მგ/მლ,

ადენოზინი ……………………. 2 მგ/მლ,

ნიკოტინამიდი ……………….. 20 მგ/მლ.

სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი

გამოყენების ჩვენებები:

თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება:

* თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

გაფრთხილება:

კონტაქტური ლინზები:

თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენებისას, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გამოყენება ბავშვებში:

თვალის წვეთების ოფტან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე:

თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

არავითარი არსებითი გვერდითი ეფექტები ადგილობრივი გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.

თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 10 მლ-იან პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონებში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში. ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამოუყენებელი ხსნარი გადააგდეთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

ოფტან თიმოლოლი 0,25% – OFTAN TIMOLOL 0,25% – ОФТАН ТИМОЛОЛ 0,25%

საერთაშორისო დასახელება:

TIMOLOL MALEATE

მწარმოებელი: Santen OY, ფინეთი

მოქმედი ნივთიერება: თიმოლოლის მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლაუკომის სამკურნალო საშუალება – ბეტა ადრენობლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.25%: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

თიმოლოლის მალეატი (მათ შორის თიმოლოლი) …………  2.5 მგ

ვრცლად ტიმოპტიკი

Don`t copy text!