Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 517

ნოლიპრელი არგინინი (გაგრძელება) – NOLIPREL ARGININE – НОЛИПРЕЛ АРГИНИН

◄აგფ ინიბიტორების მოქმედებას შესაძლებელია თან ახლდეს არტერიული წნევის დაქვეითება ანესთეზიის დროს, განსაკუთრებით თუ ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამიტომ, რეკომენდებულია გახანგრძლივებული მოქმედების აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილი არგინინის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 12 საათით ადრე.

◄პრეპარატის საწყისი დოზა დგინდება არტერიული წნევის დონის დაწევიდან გამომდინარე, შესაძლოა დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების დაკარგვის გათვალისწინებით. მსგავსი ზომები საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არტერიული ჰიპერტენზიის უეცარი განვითარება. თირკმლის უკმარისობის დროს( KK

◄ზოგიერთ შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზის განვითარება და/ან ძვლის ტვინის ჰემოპოეტიკური ფუნქციის დაქვეითება. როგორც წესი, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა აგფ ინჰიბიტორები მაღალი დოზებით ინიშნება, აგრეთვე ავადმყოფებში თირკმლის გამოხატული უკმარისობით, რომელიც გამოწვეულია სისტემური დაავადებით (მაგ. წითელი მგლურა ან სკლეროდერმა), ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს ან სხვა ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია ლეიკოპენიის გამოწვევა, როგორც ჩანს, ამ არასასურველი შედეგების განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს პრეპარატის დოზირებისა და მიღების წესის მკაცრი დაცვა. მიუხედავად ამისა, ასეთ ავადმყოფებში აგფ ინჰიბიტორების დანიშვნამდე, საჭიროა მოხდეს შესაძალო რისკისა და მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის შეფარდების დაწვრილებითი შეფასება.

უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის მიღებისას

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის შემოწმება,  შემდგომში მსგავსი გამოკვლევები რეგულარულად უნდა ჩატარდეს.

– ნებისმიერი დიურეზიული პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნატრიუმის შემცველობის შემცირება სისხლის პლაზმაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რიგი სერიოზული გართულების განვითარებას. თავდაპირველად ნატრიუმის დონის დაქვეითებას შეიძლება თან არ ახლდეს პათოლოგიური სიმპტომების გამოვლენა, ამიტომაც საჭიროა ნატრიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

განსაკუთრებით ხშირად მსგავსი ანალიზი უნდა ჩაუტარდეს რისკის ჯგუფის პაციენტებს (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებს ან ავადმყოფებს ღვიძლის ციროზით).

– თიაზიდური დიურეტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის იონების შარდთან ერთად გამოყოფის შემცირება, რაც იწვევს სისხლში კალციუმის დონის დროებით და უმნიშვნელო მომატებას. კალციუმის დონის მნიშვნელოვანი (გამოხატული) მატება შეიძლება იყოს ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოდიზმის შედეგი. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევამდე.

– ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იმავდროულად შემცირებულია კალიუმის იონების შემცველობა.

– ავადმყოფებს სისხლის პლაზმაში შარდოვანას მჟავას მაღალი შემცველობით პოდაგრის განვითარების მიდრეკილება აქვთ.

– თიაზიდური დიურეტიკები მაქსიმალურად ეფექტურები არიან, როდესაც თირკმელების ფუნქცია მთლიანად შენარჩუნებულია ან უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული (კრეატინინის დონე უფროსებში დაახლოებით 25 მგ/ლ ან 220 მკმოლ/ლ). ხანდაზმულ პირებში კრეატინინის დონე უნდა შეფასდეს მათი ასაკის, წონისა და სქესის გათვალისწინებით.

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით თიაზიდური დიურეტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ენცეფალოპათია. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. მკურნალობის დასაწყისში დიურეტიკებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ნატრიუმის დაკარგვა, რაც, როგორც წესი, ჰიპოვოლემიას იწვევს. ამ მდგომარეობას, თავის მხრივ, თან ახლავს გორგლისებური ფილტრაციის შემცირება და კრეატინინის შემცველობის მომატება შარდოვანასა და სისხლში. თირკმელების მსგავსი ფუნქციური უკმარისობა დროებითია და არ ახდენს გავლენას ავადმყოფების მდგომარეობაზე თირკმელების ნორმალური ფუნქციით. თუმცა, უკვე არსებული დარღვევების შემთხვევებში, თირკმლის უკმარისობა უფრო გამოხატული ხდება.

– თიაზიდური დიურეტიკების და მსგავსი შენაერთების მიღების ძირითადი საფრთხე მდგომარეობს კალიუმის იონების დაკარგვაში და, შესაბამისად, სისხლის პლაზმაში მისი დონის დაქვეითებაში.

ხანდაზმულ პირებში ან დასუსტებულ ავადმყოფებში გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფაქტი, რომ კალიუმის დონე შეიძლება დასაშვებ ზღვარზე დაბლა დაქვეითდეს (

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები ეკგ-ზე QT-ის გახანგრძლივებული ინტერვალით. ამასთან, ასეთი ზრდის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილ ანომალიებთან, ისე მედიკამენტების არასასურველ მოქმედებასთან.

პედიატრიაში გამოყენება

ბავშვებში ნოლიპრელი არგინინის ეფექტურობზე და უსაფრთხოებაზე მონაცემები არ არსებობს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადასხვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე: პერინდოპრილი არგინინი, ინდაპამიდი და ნოლიპრელი არგინინი არ ახდენს უარყოფით გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადასხვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან რამდენიმე ჰიპოტენზიური პრეპარატის კომბინაციის შემთხვევაში, არტერიული წნევის დაქვეითებაზე შეიძლება განუვითარდეთ ინდივიდუალური რეაქცია. შედეგად, შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვადახვა მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: უფრო სავარაუდოა არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, პოლიურია ან ოლიგურია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანურიაში (ჰიპოვოლემიის შედეგად).

მკურნალობა: პირველადად საჭიროა პრეპარატის სწრაფი გამოყვანა ორგანიზმიდან კუჭის ამორეცხვის ან გააქტივირებული ნახშირის შეყვანის მეშვეობით, შემდეგ – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა და ქვედა კიდურების სიმაღლეზე აწევა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იზოტონური მარილხსნარის ინტრავენურად შეყვანა ან სისხლის მოცულობის აღმდგენი ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება. პერინდოპრილატი – პერინდოპრილი არგინინის აქტიური ფორმა – შეიძლება გამოყვანილ იქნას ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული ნოლიპრელი არგინინისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება. ლითიუმის შემცველობის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლინება, რომლებიც უმარილო დიეტის სიმპტომების მსგავსია (შედეგად ლითიუმის ეკსკრეციის დაქვეითება). თუ აგფ ინჰიბიტორების და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების შემცველი მსგავსი თერაპიის მოხსნა შეუძლებელია, საჭიროა ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზის კორეგირება.

– აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია ინსულინისა და სულფანილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ჰიპოგლიკემიის განვითარება იშვიათად შეინიშნება (გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და ინსულინის მოთხოვნილების შემცირება).

– ნოლიპრელი არგინინისა და ბაკლოფენის ერთდროული  მიღების დროს აუცილებელია არტერიული წნევის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის კორეგირება.

– ნოლიპრელი არგინინის და არაჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალებისა და მაღალი დოზების სალიცილატების ერთდროული დანიშვნისას შესაძლებალია განვითარდეს  თირკმლის მწვავე  უკმარისობა  სხეულის გაუწყლოების შემთხვევაში (გორგლისებური ფილტრაცის შემცირება). ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციური აქტიურობის შემოწმება.

– არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორებისა და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ერთდროული დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისხლში კალიუმის დაბალი დონე შეინიშნება კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი) ერთდროული ხმარებისას, ყველაზე მეტად რაციონალური კომბინაციის დროსაც კი, შესაძლებელია კალიუმის დონის შემცირება ან მომატება (განსაკუთრებით პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით). ამ შემთხვევაში საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის მოდიფიცირება.

– ნოლიპრელი არგინინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლირება და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გაზრდა (ადიტიური ეფექტი).

– კორტიკოსტეროიდული პრეპარატი, ტეტრაკოზაქტიდი ამცირებს ნოლიპრელი არგინინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას (წყლისა და ელექტროლიტების შეკავება კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად).

– არ არის რეკომენდებული პერინდოპრილი არგინინის მიღება კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (მათ შორის: სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი მონოთერაპიაში და კომბინაციაში), კალიუმის პრეპარატებთან ერთად. კალიუმის დონის მომატება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის დროს.

– ინდაპამიდის გამოყენება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes ტიპის არითმიები, იმატებს ამ სახის არითმიის განვითარების რისკი. არ არის რეკომენდებული კომბინაცია არაანტიარითმიულ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ torsades de pointes (ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ერიტრომიცინი, გალოფანტრინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი). კალიუმის დაბალი შემცველობის შემთხვევაში საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ იწვევენ torsades de pointes.

ინდაპამიდი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმიულ პრეპარტებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოწვიონ torsades de pointes (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპრამიდი, ამიოდარონი, ბეტილი, სოტალოლი). torsades de pointes განვითარების შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიარითმიული პრეპარატები (საჭიროა რითმის ხელოვნური მარეგულირებელის გამოყენება).

– ინდაპამიდისა და კალიუმის დამაქვეითებელი პრეპარატების (მათ შორის ინტრავენური ამფოტერინი B. გლუკო- და მინერალოკორტიკოიდების სისტემური მიღების, ტეტრაკოზაკტიდის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების, ერთდრული გამოყენების დროს შეინიშნება ადიტიური მოქმედება კალიუმის დონის დაქვეითების მხრივ.

– კალიუმის დაბალმა დონემ შესაძლებელია გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკური მოქმედება. საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ს კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის კორეგირება.

– საჭიროების შემთხვევაში ნოლიპრელთან ერთად საჭიროა არამასტიმულირებელი საფაღარათო საშუალების გამოყენება.

– მეტფორმინის მიღების ფონზე განვითარებული რძემჟავას აციდოზი, როგორც ჩანს დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციონალურ უკმარისობასთან, რომელიც განპირობებულია დიურეტიკების მოქმედებით, განსაკუთრებით მარყუჟოვანი. არ არის რეკომენდებული მეტფორმინის გამოყენება თუ კრეატინინის დონე აღემატება 15 მგ/ლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) ქალებში.

– ორგანიზმის მკვეთრი დეჰიდრატაციის დროს, რომელიც გამოწვეულია დიურეზიული პრეპარატების მიღებით იზრდება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზებით მიღების დროს. იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მიღების წინ საჭიროა ჩატარდეს რეჰიდრატაცია.

– კალციუმის მარილებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია კალციუმის შემცველობის მომატება მისი შარდთან ერთად ექსკრეციის დაქვეითების შედეგად.

– ციკლოსპორინის მდუმივი მიღების ფონზე იზრდება კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში, ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტების ნორმალური შემცველობის შემთხვევაშიც კი. ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული ნოლიპრენის დანიშვნისას.

კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, ტეტრაკოზაქტიდს, შეუძლიათ შეამცირონ ნოლიპრენის ჰიპონტეზიური მოქმედება, რაც განპირობებულია კორტიკოსტეროიდების გავლენით გამოწვეული სითხისა და ელექტროლიტების შეკავებით.

შენახვის ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ნოლიპრელი არგინინი – 2.5 წელი; ნოლიპრელი ფორტე არგინინი – 2.5 წელი.

ნოლიპრელი არგინინი – NOLIPREL ARGININE – НОЛИПРЕЛ АРГИНИН

ნოლიპრელი არგინინი – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება: PERINDOPRIL ARGININE; INDAPAMIDE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილი არგინინი+ინდაპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი …….     2.5 მგ

ინდაპამიდი ……………………        0.625 მგ

ტაბლეტები ფორტე: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი …….    5 მგ

ინდაპამიდი ……………………..    1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური ჰიდროფობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პერინდოპრილი არგინინის (აგფ ინჰიბიტორის) და ინდაპამიდის (სულფონამიდის წარმოებულების ჯგუფის დიურეტიკის) შემცველ კომბინირებული პრეპარატს. ნოლიპრელი არგინინის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თვითოეული კომპონენტის თვისებების შერწყმით. პრეპარატის გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაკავშირებულია პერინდოპრილი არგინინისა და ინდაპამიდს შორის სინერგიზმთან.

ნოლიპრელი არგინინი აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას (სისხლძარღვთა გამაფართოებელი ფაქტორის წარმოების გაზრდა და არტერიულ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ფაქტორების წარმოების შემცირება) და არტერიულ-კაპილარულ მიკროცირცუკულაციას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს რიგიდულობას, რასაც თან ახლავს ელასტინ/კოლაგენის თანაფარდობისა და მიკროცირკულაციის ფუნქციონალური წინააღმდეგობის ნორმალიზაცია, ხელს უწყობს თირკმლის დარღვევების (პროტეინურია, გლომეროულოსკლეროზი) რეგრესიას.

ნოლიპრელი არგინინის მიღების ფონზე ხდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება და მცირდება კალიუმის გამოდევნა, რაც განპირობებულია ინდაპამიდის მოქმედებით.

ნოლიპრელი არგინინი ახდენს გამოხატულ დოზადამოკიდებულ ჰიპოტენზიურ მოქმედებას როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ არტერიულ წნევაზე.

პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება არ არის დამოკიდებული ასაკზე და ავადმყოფის სხეულის მდგომარეობაზე და გრძელდება 24 საათის განმავლაბში. არტერიული წნევის დაქვეითება ხდება ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში და არ ახლავს ტაქიკარდია. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს ასოციაციური სიმპტომების გამოვლენას.

კლინიკური კვლევებით დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას.

ნოლიპრელი არგინინი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. აუმჯობესებს არტერიების ელასტიურობას, ამცირებს არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას, არ ახდენს გავლენას ლიპიდების მეტაბოლიზმზე (საერთო ქოლესტერინი, ქოლესტერინი/მსლ და დსლ, ტრიგლიცერიდები), აგრეთვე ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც კი. პერინდოპრილი არგინინის მოქმედება განპირობებულია მისი მეტაბოლიტის – პერინდოპრილატის აქტივობით.

პერინდოპრილი არგინინი – აგფ ინჰიბიტორი. ეს ფერმენტი აჩქარებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები; გარდა ამისა, აგფ ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას. პერინდოპრილი არგინინის მიღებისას ხდება ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება, რის შედეგად უკუკავშირის პრინციპის მიხედვით, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში; ხანგრძლივი გამოყენებისას კლებულობს პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობა, რაც განპირობებულია ძირითადად კუნთებისა და თირკმელების სისხლძარღვებზე ზემოქმედებით. ამასთან ერთად, არ შეინიშნება მარილისა და წყლის შეკავება ან რეფლექტორული ტაქიკარდია.

პერინდოპრილი არგინინი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას პაციენტების სისხლში რენინის დაბალი და ნორმალური დონით.

პერინდოპრილი არგინინი ამცირებს დატვირთვას გულზე ვენებზე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების შედეგად (პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის შეცვლის გზით), მცირდება პრედატვირთვა და იკლებს საბოლოო დიასტოლური წნევა; ადგილი აქვს პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, რასაც პოსტდატვირთვის შემცირებამდე მივყავართ.

პერინოდოპრილი არგინინი ეფექტურია არტერიული ჰიპოტენზიის ნებისმიერი სტადიის დროს: საწყისი ზომიერი, მძიმე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ხდება როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური აქტივობის მაქსიმუმი შეინიშნება ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათში და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. აღინიშნება აგფ აქტივობის მაღალი დონე პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ – 80%.

პრეპარატისადმი მგრძნობიარე ავადმყოფებში არტერიული წნევის ნორმალიზაციას არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარებას.

პერინდოპრილი არგინინი აღადგენს ძირითადი არტერიების ელასტიურობას, ახდენს რეზისტენტული არტერიებში ჰისტომორფოლოგიური ცვლილებების კორეგირებას და იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესიას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დანიშვნა იწვევს სინერგიულ რეაქციას. აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეტიკის კომბინაცია ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, რომელიც ახასიათებს დიურეზული პრეპარატების მიღებას.

კლინიკური კვლევების დროს, ავადმყოფებში გულის უკმარისობით, დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინი იწვევს გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ავსების წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, გულის განდევნისა და კარდიალური ინდექსის ზრდას, კუნთებში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფიზიკური დატვირთვის სინჯის შედეგები. 3 კლინიკური გამოკვლევაში ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ნაჩვენები იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინის მიღების საწყის ეტაპზე არტერიული წნევის შემცირება ხდება უფრო ნელა, ვიდრე იმავე ფარმაკოლოგიური კლასის სხვა პრეპარატების მიღებისას და სრულიად შეესაბამება პლაცებოს მოქმედებას.

ინდაპამიდი თიაზიდის მსგავსი დიურეტიკია. მისი მოქმედება დაკავშირებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის რეაბსორბციის ინჰიბირებასთან. იწვევს ნატრიუმის, ქლორისა და, ნაკლები დოზით – კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფის დოზადამოკიდებულ მატებას, რითაც აძლიერებს დიურეზს.

ინდაპამიდი ამცირებს სისხლძარღვთა ჰიპერაქტივობას ნორადრენალინთან მიმართებაში, პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას და წინააღმდეგობას არტერიოლებში. ინდაპამიდით მონოთერაპიის დროს აღინიშნება ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი – 24 საათის განმავლობაში. ჰიპოტენზიური თვისებები ვლინდება ისეთ დოზებში, რომლებშიც ინდაპამიდის დიურეზული ეფექტი სუსტადაა გამოხატული. ინდაპამიდის ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მისი არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების, არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირების თვისებასთან. ინდაპამიდი ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.

ზღვრულ კონცენტრაციებში თიაზიდური დიურეტიკების ან სხვა შესაბამისი ნაერთების ჰიპერტენზიული ეფექტურობა აღწევს პლატოს და აღარ იმატებს, მაშინ როცა პრეპარატების გვერდითი მოვლენები უფრო და უფრო გამოხატული ხდება. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, არაა მართებული პრეპარატის დოზის გაზრდა.

ფარმაკოკინეტიკა:

პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კომბინაციის დროს არ იცვლება მათ ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

პერინოდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ პერინდოპრილი არგინინი სწრაფად აბსორბირდება. საშუალოდ აბსორბცია შეადგენს 67-70%-ს. პერინდოპრილი არგინინი ჰიდროლიზდება პერინდოპრილატის წარმოქმნით, რომელიც აგფ ინჰიბიტორს წარმოადგენს. მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები არააქტიურია. წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებულ საკვებზე. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა.

განაწილება: პლაზმის ცილებთან პერინდოპრილატის დაკავშირება, ჩვეულებრივ, 30%-ზე ნაკლებია და არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე. პერინდოპრილი არგინინის რეგულარულად მიღებისას, ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზით, პერინდოპრილატის Css სისხლის პლაზმაში საშუალოდ 4 დღე-ღამეში მიიღწევა. პერინდოპრილატის აქტიური დაგროვების ნახევარპერიოდი – დაახლოებით 24 სთ. აგფ ინჰიბიტორები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ხანდაზმულ პაციენტებში, პერინდოპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, თუ KK ოდენობა 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, პრეპარატის გამოყოფა შენელებულია ავადმყოფებში გულის უკმარისობით.

პერინდოპრილი არგინინის კლირენსი დიალიზის დროს შეადგენს 70 მლ/წთ-ს.

პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა იცვლება ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში: პერინდოპრილი არგინინის თირკმლის კლირენსი 2-ჯერ მცირდება, თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის კონცენტრაცია არ იცვლება და, შესაბამისად, არ არის საჭირო პრეპარატის დოზის შერჩევა.

ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანში სისხლის პლაზმაში Cmax მიიღება პერორალური მიღებიდან 1 საათში.

განაწილება: ინდაპამიდის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 79%-ს. პრეპარატის მეორადი მიღებისას  არ ხდება ორგანიზმში მისი დაგროვება.

გამოყოფა: T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ-ს). ძირითადად გამოიყოფა შარდით (მიღებული დოზის 70%) და ფეკალიებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით.

ჩვენებები:

  • ესენციური არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ნოლიპრელი არგინინი განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის.

უფროსებს, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, ენიშნებათ 1 ტაბ/დღე-ღამეში, სასურველია დილის საათებში.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, KK 30 მლ/წთ და მეტი, არ არის საჭირო დოზის კორექცია. შესაძლოა ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რამაც შეიძლება განაპირობოს დეჰიდრატაცია და ორთოსტატული ჰიპოტენზია, დროებით ჰიპოკალიემია.

გვერდითი მოვლენები:

ნოლიპრელი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:

წყალ–ელექტროლიტური ბალანსის მხრივ:

შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში. პერინოდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები

ცნს–ის მხრივ:

შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებება და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის – ორთოსტატიკური).

სასუნთქი სისტემების მხრივ:

შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე.

საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ:

შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა.

ალერგიული რეაქციები:

ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.

თირკმელების მხრივ:

შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინინის შემცველობის უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ), ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს.

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ:

პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია.

ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

იშვიათად – გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ, ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება.

ცნს–ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ).

დერმატოლოგიური რეაქციები:

შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება.

ალერგიული რეაქციები:

წინასწარ განწყობილ პაციენტებში -გამოვლინებები კანზე.

წყალ–ელექტროლიტური ბალანსის მხრივ:

შესაძლებელია ჰიპოკალიემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი, ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად -კალციუმის დონის მატება.

უკუჩვენებები:

* თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (KK

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;

* ჰიპოკალიემია;

* ორსულობა;

*ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;

* მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილზე;

* მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდზე და სულფანილამიდურ პრეპარატებზე;

შედარებითი უკუჩვენებები:

* კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის ან ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში გამოიყენება;

* თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ფუნქციონირების უნარის მქონე ერთადერთი თირკმელი.

* მომატებული კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნოლიპრელი არგინინი და ნოლიპრელი ფორტე არგინინი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში და ლაქტაციის დროს.

ადექვატური და მკაცრად-კონტროლირებადი კვლევები პერინდოპრილი არგინინის გამოყენებაზე ორსულებში არ ჩატარებულა.

! ! ! აგფ ინჰიბიტორებს აქვთ უნარი გადალახონ პლაცენტარული ბარიერი და, შედეგად, გამოიწვიონ ნაყოფისა და ახალშობილის ავადობა-სიკვდილობის ზრდა. II და III ტრიმესტრში პერინდოპრილი არგინინის დანიშვნისას, განსაკუთრებით თუ პრეპარატის მიღება გრძელდებოდა მშობიარობამდე, შეიმჩნეოდა ნაყოფის თირკმლების ფუნქციონირების კლება ამნოიტიკური სითხის მოცულობის შემცირებით, თირკმლის ნეონატალური უკმარისობა, რომელსაც თან ახლდა არტერიული ჰიპოტენზია და კალიუმის დონის შემცირება, ზოგჯერ – ანურია (შექცევადი ან შეუქცევადი).

ვარაუდობენ, რომ ორსულობის დროს პერინდოპრილი არგინინის მიღებისას ნაყოფის არასწორი ფორმირების რისკი, როგორც ჩანს, ძალზედ მცირეა. თუკი ფეხმძიმობა მკურნალობის პროცესში დაიწყო, არ არის მისი (ფეხმძიმობის) შეწყვეტის აუცილებლობა. თუმცა საჭიროა ნაყოფის თავის ქალის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ამისგან განსხვავებით, როდესაც ფეხმძიმობა დაიწყო მკურნალობამდე და გამოვლენილ იქნა მხოლოდ მკურნალობის დაწყების შემდეგ. პერინდოპრილი არგინინის მიღება უნდა შეწყდეს და არ იქნას განახლებული მშობიარობამდე.

* ორსულობის დროს დიურეტიკების, მათ შორის ინდაპამიდის მიღება არ არის რეკომენდებული, შეშუპების მოხსნის მიზნითაც კი. დიურეტიკების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაცენტარული უკმარისობა და ნაყოფის განვითარების პროცესის შეფერხება.

* მონაცემების უქონლობის გამო, არ არის სასურველი პერინდოპრილი არგინინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და ამიტომ, არც ამ პრეპარატის გამოყენებაა მიზანშეწონილი ლაქტაციის პერიოდში.

* ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პერინდოპრილი არგინინის ტერატოგენური ეფექტი, თუმცა ზოგიერთ სახეობაში გამოვლენილ იქნა ნაყოფზე ტოქსიკური ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ნოლიპრელი არგინინით ან ნოლირელი ფორტე არგინინით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა დეჰიდრატაციის და მარილების დაკარგვის მანიშნებელი კლინიკური ნიშნების სისტემატური კონტროლი. ეს მდგომარეობა შეიძლება წარმოიქმნას დიარეას ან გულისრევის დროს. ასეთ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ელექტროლიტების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

◄დროებითი არტერიული ჰიპოტენზიის დროს არ არის ნაჩვენები მკურნალობის შეწყვეტა. არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, ამასთან პრეპარატი უნდა დაინიშნოს ნაკლები დოზით, ან დაინიშნოს მის კომპონენტთაგან მხოლოდ ერთ-ერთი.

◄პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის კომბინირებული მიღება არ ახდენს კალიუმის იონების დაკარგვის პრევენციას. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

◄რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვამ აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლებელია კრეატინინის შემცველობის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც თირკმლის ფუნქციურ უკმარისობაზე მიანიშნებს. ზოგჯერ მსგავსი მოშლილობები მწვავედ ვითარდება, ამასთან თირკმლის ფუნქციური უკმარისობა პრეპარატის მიღების ფონზე ძალზე იშვიათად გვხვდება და ძნელია პროცესის დაწყების პროგნოზირება. ამათანავე, ყველა მსგავს შემთხვევაში მკურნალობა ან უნდა შეწყდეს, ან გაგრძელდეს დაბალი დოზით ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტით. ამ ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და კრეატინინის რეგულარული კონტროლი. თირკმლის მწვავე უკმარისობა ვლინდება პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით და თირკმლის ფუნქციის დარღვევით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით.

◄ნოლიპრელი არგინინით მკურნალობისას აუცილებელია კრეატინინის დონის სისტემატური კონტროლი სისხლის პლაზმაში.

ხანდაზმულ პაციენტებში და დასუსტებულ პირებში პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია შეფასდეს თირკმლის ფუნქციური აქტივობა და კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც ღებულობენ რამდენიმე სხვადასხვა პრეპარატს, ავადმყოფები ღვიძლის ციროზით, რომელსაც თან ახლავს შეშუპება ან ასციტი, გიდ-ით ან გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები. კალიუმის დონის დაქვეითება იწვევს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის გაზრდას და არითმიის განვითარების რისკს. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები ეკგ-ზე QT-ის გახანგრძლივებული ინტერვალით. ამასთან, ასეთი ზრდის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილ ანომალიებთან, ისე მედიკამენტების არასასურველ მოქმედებასთან.

◄ნეიტროპენიის განვითარება აგფ ინჰიბიტორების მკურნალობის ფონზე დამოკიდებულია დოზაზე და თანმხლებ დაავადებებზე. ნეიტროპენიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღება. მსგავსი ეფექტი ქრება პერინდოპრილი არგინინის მოხსნის შემდეგ.

◄აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილი არგინინის მიღებისას, ხანდახან შეინიშნება სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის, ხახისა და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს პერინდოპრილი არგინინის მიღება, ხოლო პაციენტის მდგომარეობა მანამდე უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, ვიდრე შეშუპების ნიშნები საერთოდ არ გაქრება.

თუ შეშუპება ვრცელდება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზე, მის გამოვლინება ხშირად თავისით ქრება, თუმცა სიმპტომების უფრო სწრაფი გაქრობისთვის შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

◄ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელსაც თან ახლავს ხორხის შეშუპება, შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. ენის, ხახისა და ხორხის შეშუპებამ შესაძლებელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს და ასეთი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა ადრენალინის 1/1000-ზე პროპორციით (0.3 ან 0.5 მლ) დაუყოვნებლივ შეყვანა კანქვეშ და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასეთ ავადმყოფებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა უკუნაჩვენებია.

◄აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ავადმყოფებში კვინკეს შეშუპებით ანამნეზში, რომელიც არ იყო დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი უფრო მაღალია. პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, რომლის დროსაც გამოყენებულია მაღალ გამტარიანი მემბრანა (პოლიაკრილონიტრილი) აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ენისა და ტუჩების შეშუპება), რომელსაც თან ახლავს ქოშინი და არტერიული წნევის დაქვეითება. ამიტომ საჭიროა პოლიაკრილური მემბრანებით ჩატარებული ჰემოდიალიზისა და აგფ ინჰიბიტორების კომბინაციის თავიდან აცილება.

◄აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მშრალი ხველის განვითარება. ხველის შეტევებს მუდმივი ხასიათი აქვს, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.

◄აგფ ინჰიბიტორები დადებითად მოქმედებენ ავადმყოფებში ვაზორენალური არტერიული ჰიპერტენზიით, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ქირურგიული ჩარევა, ისევე როგორც იმ პირებში, რომელთაც ოპერაცია არ ჩაუტარდებათ. მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით, ერთდროულად თირკმელების ფუნქციური აქტიურობისა და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის შემოწმებით. ზოგიერთ ავადმყოფში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, რომელიც სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

◄პირებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ავადმყოფებში ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატება), მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

◄ავადმყოფებმა, არტერიული ჰიპერტენზიით და გულის უკმარისობით არ უნდა შეწყვიტონ β-ბლოკერების მიღება: აგფ ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს β-ბლოკერებთან კომბინაციაში.

◄თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ ანემია. ამასთან, ჰემოგლობინი მით უფრო მეტად იკლებს, რაც უფრო მაღალი იყო მისი პირვანდელი დონე. ეს ეფექტი, როგორც ჩანს, არაა დოზადამოკიდებული, თუმცა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აგფ ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმთან.

◄ჰემოგლობინის დონის უმნიშვნელო კლება ხდება პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ჰემოგლობინის დონე უცვლელი რჩება და მთლიანად აღდგება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ასეთ ავადმყოფებში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, თუმცა რეგულარულად უნდა ჩატარდეს ჰემატოლოგიური ანალიზი.

 

გაგრძელება

 

ნოლვადექსი – NOLVADEX – НОЛВАДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

TAMOXIFEN

მწარმოებელი: ASTRAZENECA

მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიესტროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ტამოქსიფენი ……..    10 მგ

1 ტაბ.

ტამოქსიფენი ……….  20 მგ

1 ტაბ.

ტამოქსიფენი ………   40 მგ

 

ვრცლად ზიტაზონიუმი

ნოლაქსენი – NOLAXEN – НОЛАКСЕН

საერთაშორისო დასახელება: SPIRONOLACTONE; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: სპირონოლაქტონი+ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატი. კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან კომბინაციაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:  ბლისტერზე 10 ც., შეფუთვაში  2ბლისტერი.

1 ტაბ.

სპირონოლაქტონი ……………..     25 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი …………..  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, დაუმუშავებელი სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი: Sunset Yellow.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოლაქსენი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონგოლაქტონისა და ჰიდროქლორთიაზიდის თვისებების შერწყმით.

სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებას, გახანრგძლივებული მოქმედების ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიურ ანტაგონისტს. თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილებში ალდოსტერონის რეცეპტორებთან შეკავშირებით ზრდის წყლის, ნატრიუმისა და ქლორის იონების ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას იონების გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.

ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. ამცირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, აძლიერებს შარდთან ერთად კალიუმის ჰიდროკარბონატისა და  ფოსფატების  გამოყოფას. ამცირებს არტერიულ წნევას ცირკულირებადი სისხლის მოცულობის (ცსმ) შემცირების, სისხლძარღვის კედლის რეაქტიულობის  შეცვლის, სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერებების პრესორული ზეგავლენის შემცირებისა და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა:

სპირონოლაქტონი და ჰიდროქლორთიაზიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი ბიოშეღწევადობით.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომი (გულის ქრონიკული უკმარისობა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები);
  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ნოლაქსენი მიიღება შიგნით ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.

შეშუპების სინდრომის დროს: ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 8 ტაბლეტამდე დღეში (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-200 მგ (იშვიათად, 300 მგ დღე-ღამეში)) დღე-ღამეში.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს: ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთჯერადად ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 4 ტაბლეტამდე (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-100 მგ) დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

წყალ–ელექტროლიტური ცვლის მხრივ:

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

შარდ–სასქესო სისტემის მხრივ:

გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერული პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში.

კანის მხრივ:

გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა);

* ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია;

* ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო);

*ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნოლაქსენი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლიური აციდოზის მაღალი რისკით.

* ნოლაქსენის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ელექტროლიტების შემცველობის, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზის და შარდმჟავას პერიოდული კონტროლი.

* ნოლაქსენის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენების საწყის პერიოდში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოთა შესრულება, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური რეაქციების სისწრაფეს. შემდგომში კი, მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ბავშვებში ნოლაქსენი ინიშნება სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით დოზით 1.66-3.3 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ერთჯერადად ან ორ მიღებად. მკურნალობის კურსი 14-21 დღეს შეადგენს. შესაძლებელია განმეორება ყოველ 10-14 დღეში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ხანგრძლივი დიურეზი და ჰიპერკალიემია გულის რითმის დარღვევით, არტერიული წნევის ვარდნა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, წყურვილი.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, ღებინების ინდუქცია, კუჭის ამორეცხვა, გაუწყლოებისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომური თერაპია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება.

ჰიპერკალიემიის შემთხვევაში: ვენაში სასწრაფოდ 20-50% გლუკოზის ხსნარისა და ინსულინის (0.25-0.5 ერთ/გ გლუკოზაზე) შეყვანა. გამოიყენება კალიუმის გამომყვანი დიურეზული საშუალებები.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-არ შეიძლება ნოლაქსენის ლითიუმის მარილებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან მცირდება ლითიუმის მარილების გამოყოფა, რის გამოც, იმატებს მისი კარდიო- და ნეიროტოქსიურობა;

– ნოლაქსენისა და სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ცნს-ზე სალიცილატების ტოქსიური მოქმედება; აასს (ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის  მჟავა) ამცირებენ ნოლაქსენის დიურეზულ, ნატრიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ აქტივობას და ზრდიან თირკმლის უკმარისობის  განვითარების რისკს;

– საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობა;

– შეიძლება გააძლიეროს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა;

– ნოლაქსენის ჰიპოტენზიური მოქმედება პოტენცირდება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია), ბარბიტურატებით, ანტიდეპრესანტებით, თიაზიდური დიურეზული საშუალებებით, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებითა და ალკოჰოლის მიღებით;

– ნოლაქსენთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ანტიდიაბეტური საშუალებების, ადრენალინის, ნორადრენალინის, შარდმჟავას დამშლელი პრეპარატების მოქმედება, ანელებს კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო მოქმედებას (აჩქარებს ბიოტრანსფორმაციასა და გამოყოფას);

– ნოლაქსენის კალიუმის მარილებთან, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან (ვინაიდან ხელს უშლიან ალდოსტერონის გამოთავისუფლებას), ინდომეტაცინთან, ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;

– ნოლაქსენის ამიოდარონთან (თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას), შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემიასთან დაკავშირებული არითმიების რისკი;

– ნოლაქსენის აგფ-ინჰიბიტორებთან, ფუროსემიდთან, კომბინირებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა;

– ნეომიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ნოლაქსენის შეთვისება;

– ნოლაქსენის კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები – NOZEYLIN EYE/NOSE DROPS – НОЗЕИЛИН ГЛАЗНЫЕ/ НОСОВЫЕ КАПЛИ

საერთაშორისო დასახელება: NAPHAZOLINE; CHLORPHENIRAMINE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ნაფაზოლინი+ქლორფენირამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის/ცხვირის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 15 მლ.

1 მლ

ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი …….  0.5 მგ

ქლორფენირამინის მალეატი…………   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი – ალფაადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.

ქლორფენირამინის მალეატი – ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.

ჩვენებები:

ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება:

  • თვალის ალერგიული დაავადებებისას;
  • სურდოს;
  • ალერგიული რინიტის;
  • სინუსიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირში: 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.

თვალებში: 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.

უკუჩვენებები:

ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია:

* ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს;

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან  ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნოვოსეფი – NOVOSEF – НОВОСЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: ECZACIBASI Ilac Sanayi

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……..   0.5 გ

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……..   1 გ

 

ვრცლად როტაცეფი

ნოვოლაქსი – NOVOLAX – НОВО ЛАКС

მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL

PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: ლაქტიტოლის მონოჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ოსმოსური საფაღარათო საშუალება. ჰიპოამონიემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 200 მლ საზომი ჭიქით.

200 მლ

ლაქტიტოლის მონოჰიდრატი ……..    134 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა (გაუწყლოებული), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაქტიტოლის მონოჰიდრატი წარმოადგენს სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ ჰიდროლიზდება და არ შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მსხვილ ნაწლავში იშლება მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებად, რაც იწვევს pH-ის დაქვეითებას ნაწლავის სანათურში, სტიმულირდება ნაწლავის პერისტალტიკა და რბილდება განავლოვანი მასები.

pH -ის დაქვეითება ხელს უწყობს NH3-სგან არშეწოვადი NH4 წარმოქმნას, რაც აქვეითებს პლაზმაში ამიაკის კონცენტრაციას. სტიმულირდება საქაროლიზური ბაქტერიების ზრდა, ითრგუნება პათოგენური ფლორის გამრავლება.

ჩვენებები:

  • ყაბზობის მკურნალობა;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა, მხოლოდ ექიმს დანიშნულებით.

მიღების წესი და დოზირება:

ყაბზობის მკურნალობა:

– ბავშვებში 1 წლამდე: 2.5-4 მლ ერთხელ დღეში;

– ბავშვებში 1-6 წლის: 4-7.5 მლ ერთხელ დღეში;

– ბავშვებში 6-12 წლის: 7.5-15 მლ ერთხელ დღეში;

– ბავშვებში 12-16 წლის: 15-30 მლ ერთხელ დღეში.

მოზრდილებში: 30 მლ ერთხელ დღეში.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა:

დოზირება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზა უნდა შეირჩეს ისე, რომ გამოიწვიოს კუჭის მოქმედება 2-ჯერ დღეში. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

თუ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება 7 დღეში, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

მიღების წესები:

დოზირების სიზუსტისათვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც თან ახლავს მედიკამენტს. ერთი დღიური დოზა მიიღება საკვების მიღების დროს დილით ან საღამოს, პაციენტისთვის მოსახერხებელ საათებში.

პრეპარატი ამჟღავნებს თავის ეფექტურობას მიღებიდან რამოდენიმე საათში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში: დიარეა, რომელიც დოზა დამოკიდებულია (დოზის შემცირებისას სიმპტომი ქრება), გულისრევა, მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება, სლოკინი და აბდომინალური სპაზმი. ეს გვერდითი მოვლენები ქრება მედიკამენტის მიმართ ადაპტაციის შემდგომ. თუ აღნიშნული მოვლენები შენარჩუნდა ან გაუარესდა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას:

იშვიათად: ანალური ქავილი, ღებინება, ელექტროლიტების დეფიციტის ნიშნები (უჩვეულოდ გამოხატული ადვილად დაღლა ან საერთო სისუსტე), მომატებული გულისცემის სიხშირე, გონების დაბინდვა (იშვიათად) თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

*  პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გალაკტოზემია, ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის ქრონიკული დისფუნქცია, ლაქტიტოლის შეუთავსებლობა.

*მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე;

* ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში;

* თუ პაციენტს აღენიშნება ან ახლო წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

* თუ პაციენტს ჩაუტარდა ნაწლავზე ოპერაცია;

* ძლიერი აბდომინალური ტკივილების, ანალური სისხლდენის ან აპენდიციტის სიმპტომების გამოვლენისას (დაუდგენელი აბდომინალური ტკივილები, გულისრევა ან ღებინება);

* დიაბეტით დაავადებული პაციენტები.

განსაკუთრებული მითითებები:

* ყაბზობის დროს აუცილებელია სითხის მიღება, სულ მცირე 2 ლ დღეში (8 ჭიქა). ლაქტიტოლის უნიკალური ფიზიოლოგიური მოქმედების გამო სასურველი შედეგი ვლინდება მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

* ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ლაქსატივების მიმართ დამოკიდებულება. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყაბზობა გრძელდება რამდენიმე დღე. კუჭის მოქმედების არ არსებობა ერთი ან ორი დღე არ წარმოადგენს ჩვენებას ამ პრეპარატისათვის. ეს პრეპარატი არ გამოიყენება როგორც “ორგანიზმის გამწმენდი” საშუალება.

* პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ამ პრეპარატს 6 თვე და მეტი (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ჩვენებით), აუცილებელია ჩაუტარდეთ ტესტი სისხლის ელექტროლიტებზე.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირების შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ღებინების ხელოვნურად გამოწვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული სხვა ლაქსატივებთან კომბინაცია (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

– ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის დროს დაუშვებელია ნოვოლაქსის მიღება ანტაციდებთან ან ნეომიცინთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნოვოკაინი – NOVOCAINE – НОВОКАИН

საერთაშორისო დასახელება:

PROCAINE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: პროკაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება; ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.5%: ამპულაში 2 მლ და 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ.

პროკაინი ……………   5 მგ

საინექციო სხნარი 2%: ამპულაში 2 მლ და 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

პროკაინი …………  20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის საანესთეზიო მოქმედების მექანიზმი დაკავშირებული ნატრიუმის არხების ბლოკადასთან, კალიუმის დენის დათრგუნვასთან, კალციუმის იონებთან კონკურენციასთან. აგრეთვე ფოსფოლიპიდური მემბრანის ზედაპირული დაჭიმულობის დაქვეითებასთან, ჟანგვა აღდგენითი პროცესების და იმპულსების გენერაციასთან და დათრგუნვასთან. პრეპარატი სისხლში მოხვედრისას ამცირებს აცეტილქოლინის წარმოქმნას, აქვეითებს პერიფერიული ქოლინორეაქტიული სისტემების აგზნებას, ავლენს ვეგეტატიურ განგლიებზე მაბლოკირებელ მოქმედებას, აქვეითებს გულის კუნთის და თავის ტვინის ქერქის მოტორული ზონის აგზნებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ორგანიზმში მოხვედრისას იგი შედარებით სწრაფად ჰიდროლიზდება და წარმოქმნის პარა-ამინობენზოის მჟავასა და დიეთილამინოეთანოლს.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება – ძირითადად ინფილტრაციული ანესთეზიის და სამკურნალო ბლოკადის სახით.

ზედაპირული ანესთეზიის დროს პრეპარატი სუსტად აღწევს დაუზიანებელ ლორწოვან გარსში, რის გამოც ამ მიზნით მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაზიანების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედებისათვის პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მის კონცენტრაციაზე, ოპერაციული ჩარევის ხასიათზე, შეყვანის წესსზე, პაციენტის მდგომარეობასა და ასაკზე.
პარანეფრალური ბლოკადის დროს მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ 50-80 მლ 0,5% ან 100-150 მლ 0,25% ნოვოკაინის ხსნარი.

ვაგოსიმპათიკური ბლოკადის დროს მოზრდილებში შეჰყავთ 30-100 მლ 0,25% ხსნარი.

მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ 10-15 მლ 0,25-0,5% ხსნარის ოდენობით, რომელიც განზავებულია ფიზიოლოგიურ ხსნარში.

ეგზემების, ნეიროდერმიტების და იშიაზის დროს ცირკულარული ან პარავერტებრალური ბლოკადის დროს იყენებენ 0,25-0,5%-იან ხსნარს.

ვენაში შესაყვანი მაქსიმალური დოზა მოზარდებში შეადგენს 0,25 %-იან ხსნარს – 20 მლ ერთჯერადად (40 მლ – სადღეღამისო).

მოზარდებში ინფილტრაციული ანესთეზიისათვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0,25% -ანი ხსნარის – 500 მლ, ხოლო 0,5%-ის – 150 მლ.

გვერდითი მოქმედება:
ნოვოკაინი როგორც წესი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება., მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა, ვინაიდან ზოგიერთ პაციენტებში მოსალოდნელია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (გონების დაბინდვა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, შოკი). შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (დერმატიტები, შეშუპება).

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე ამცირებს ანტიქოლინესთერაზული საშუალებების ზემოქმედებას. ნოვოკაინის ვენაში შეყვანა აძლიერებს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც გამოიყენებიან სანარკოზედ.

ნოვოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებად გამოყენების მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ პრეპარატით გამოწვეული გამონაყარის განვითარება, აგრეთვე იმისათვის, რომ გავახანგრძლივოთ მისი მოქმედება, 2-5- 10 მლ ნოვოკაინის ხსნარის 1 წვეთი უნდა განვაზავოთ 0,1% ადრენალინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

პერიფერიული სპაზმის მოსახსნელად და მოყინვით გამოწვეული მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება 0,25% 10 მლ ნოვოკაინის, 2 მლ 2% პაპავერინის ჰიდროქლორიდის, 2 მლ 1% ნიკოტინის მჟავას და 10000 სე ჰეპარინის  ნარევი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პრეპარატით ადგილობრივი ანესთეზიის დროს შეყვანის ადგილი შესაძლებელია დავამუშავოთ ადრენალინით. პრეპარატის ვენაში შეყვანას აწარმოებენ ფორსირებული დიურეზის შემდეგ. მკურნალობა სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი სიფრთხილით შეჰყავთ გულის ბლოკადის, არითმიის, ბრადიკარდიის, ალერგიების, აგრეთვე ლაქტაციის დროს. გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზნით ნოვოკაინი დასაწყისში გამოიყენება მცირე დოზებით. გვერდითი მოვლენების შესამცირებლად და მათ აღმოსაფხვრელად, საჭიროა ანტიჰისტამინური საშუალებებისა და კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან  დაცულ ადგილას
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი

ნოვო-პასიტი – NOVO-PASSIT – НОВО-ПАССИТ

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის საძილე და სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.

ან ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნოვო-პასიტი მშრალი ექსტრაქტი  …….157.5 მგ

(კატაბალახა სამკურნალო, ბარამბო სამკურნალო, კრაზანა ჩვეულებრივი, კუნელი, ინკარნატის პასიფლორა, დიდგულა, ჩვეულებრივი სვია).

გვაიფენეზინი   ………………………….200.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: კოლოიდური კაჟმიწა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კომპრიტოლი “888ATO”  მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა “Fast fiow”.

გარსი: ოპადრა “AMV 80W 31115” მწვანე.

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

1 ფლ.

სამკურნალო მცენარეების თხევადი ექსტრაქტი …….    7.75 გ

(კატაბალახა სამკურნალო, ბარამბო სამკურნალო, კრაზანა ჩვეულებრივი, კუნელი, ინკარნატის პასიფლორა, დიდგულა, ჩვეულებრივი სვია).

გვაიფენეზინი ………………….. 4 გ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ქსანტუმის გუმფისი, ინვერტოზა 50%, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქაროზას მონოჰიდრატი, ეთანოლი 96%, ფორთოხლის არომატი, ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი, მალტოდექსტრინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და გვაიფენეზინს. გააჩნია სედატიური და ანქსიოლიზური მოქმედება. ამცირებს განგაშის შეგრძნებასა და ფსიქიურ დაძაბულობას. ადუნებს გლუვ კუნთებს.

გვაიფენეზინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად შეიწოვება, მეტაბოლიზდება ღვიძლში, უკავშირდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა ინაქტიური მეტაბოლიტების სახით. გამოყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიახლოებით არის 1 საათი.

ჩვენებები:

  • ნევრასთენია და ნევროზული რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს აგზნებადობა, განგაშის შეგრძნება, შიში, დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა;
  • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • უძილობა (მსუბუქი ფორმები);
  • ნერვიული დაძაბულობით განპირობებული თავის ტკივილები;
  • შაკიკი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დაავადებები (დისპეფსიური სინდრომი, “გაღიზიანებული ნაწლავის’ სინდრომი);
  • ნეიროცირკულატორული დისტონიისა და კლიმაქტერული სინდრომის დროს, როგორც სიმპტომატური საშუალება;
  • დერმატოზები, რომელთაც თან ახლავს ქავილი (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება).

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით: ჩვეულებრივ შემთხვევებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღე-ღამის დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. არასასურველი დათრგუნვის წარმოშობის შემთხვევაში, საჭიროა დილისა და დღის დოზის შემცირება – 1/2 ტაბლეტის მიღება, ხოლო საღამოს დოზა – 1 ტაბლეტი.

დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სასმელებთან ერთად (ჩაი, წვენი – გარდა გრეიფრუტის წვენისა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ან ღებინების შეგრძნების შემთხვევაში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

ხსნარი

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივ შემთხვევებში ნოვო-პასიტი მიიღება 5 მლ 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღე-ღამის დოზის გაზრდა 10 მლ-მდე 3-ჯერ დღეში. არასასურველი დათრგუნვის წარმოშობის შემთხვევაში, დილისა და დღის დოზას ამცირებენ ნახევრამდე და იღებენ 2.5 მლ, ხოლო საღამოს – 5 მლ.

დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატის მიღებათაშორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.

პრეპარატი მიიღება პირდაპირ მენზურიდან ან სასმელებთან ერთად (ჩაი, ხილის წვენი და სხვა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ან ღებინების შეგრძნების შემთხვევაში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტები ჩვეულებრივ  კარგად იტანენ პრეპარატს. მაგრამ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეგზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა (გულისრევა, ღებინება სპაზმები, წვა, შეკრულობა), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რომლებიც სწრაფად გადის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, განსაკუთრებით გვაიფენეზინის მიმართ, მიასთენია, ეპილეფსია.

* პრეპარატი ნოვო-პასიტი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 12 წლის ასაკამდე.

* გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღებისა შაქრიანი დიაბეტითა და ღვიძლის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებში, ასევე ორსულობის პერიოდსა და მეძუძურებში იღებს მკურნალი ექიმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (მეძუძურ დედებში) ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია ნოვო-პასიტის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

* სხვა სამკურნალო საშუალებებისა და ნოვო-პასიტის ერთდროული მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

* სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს.

* პრეპარატის გამოყენებისას დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების მიღება.

* 7 დღის განმავლობაში მდგომარეობა თუ არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, გამოვლინდა გვერდითი მოვლენები ანდა სხვა არადამახასიათებელი რეაქციები, პრეპარატის შემდგომში მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

* პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს 0.703 გ-მდე ეთანოლს, რომელიც მავნებელია ბავშვებისათვის, პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებით, ალკოჰოლიკების, ეპილეპტიკების, ორსულებისა და მეძუძურებისათვის. ეთანოლს შეუძლია შეცვალოს ან გააძლიეროს სხვა პრეპარატების მოქმედება.

* პრეპარატი შეიცავს 13.3-15.1 გ გლუკოზას და 13.3-15.1 გ ფრუქტოზას. პრეპარატის რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში თითოეული დოზა შეიცავს 1.5 გ-მდე გლუკოზასა და 1.5 გ-მდე ფრუქტოზას.

ზემოქმედება მანქანის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება პოტენციურად საშიში საქმიანობის სახეობებისგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების ძლიერ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 3 წელი, ხსნარი – 4 წელი.

ნოვო ნორმი – NOVO NORM – НОВОНОРМ

საერთაშორისო დასახელება: REPAGLINIDE

მწარმოებელი: NOVO NORDISK, დანია

მოქმედი ნივთიერება: რეპაგლინიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

რეპაგლინიდი …….. 0.5 მგ

1 ტაბ.

რეპაგლინიდი …….1 მგ

1 ტაბ.

რეპაგლინიდი……..2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ფოსფორმჟავა კალციუმი, უწყლო სიმინდის სახამებელი ამბერლიტი (კალიუმის პოლაკრილინი), პოვიდონი (პოლივიდონი), 85% გლიცერინი, მაგნიუმის სტეარატი, მეგლუმინი, რკინის წითელი ჟანგი (E172), – ტაბლეტების საღებავი 2 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც კუჭქვეშა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს სათანადო რაოდენობის ინსულინს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ადექვატური კონტროლისათვის. მეორე ტიპის დიაბეტი ასევე ცნობილია ინსულინდამოუკიდებელი, ან მოზრდილთა დიაბეტის სახელით.

ნოვონორმი ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით მეტი ინსულინის გამომუშავებას და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციის მიზნით მეორე ტიპის დიაბეტის დროს.

ნოვონორმი ინიშნება დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან კომბინაციაში. ნოვონორმით მკურნალობის დაწყება საჭიროა მაშინ, როდესაც მხოლოდ დიეტით, ფიზიკური აქტივობის გაზრდითა და ჭარბი წონის დაკლებით ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირება (ან დაქვეითება). შესაძლებელია ნოვონორმის კომბინირება მეტფორმინთან.

ჩვენებები:

  • ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის).

მიღების წესი და დოზირება:

« ნოვონორმი ინიშნება ყოველი ძირითადი კვების წინ, პერორალურად წყლის მიყოლებით.

« საწყის დოზას ადგენს ექიმი. ჩვეულებრივ იგი შეადგენს 0.5 მგ-ს უშუალოდ ყოველი ჭამის წინ. ექიმის მიერ შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა 16 მგ დღეღამის განმავლობაში. რომელიმე დოზის გამოტოვების შემდეგ საჭიროა ჩვეულებრივი დოზის მიღება მისი გაორმაგების გარეშე.

« ვინაიდან არ მოიპოვება მონაცემები ნოვონორმის 18 წელზე უმცროსი და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენების შესახებ, მათთვის აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ისევე როგორც ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ნოვონორმის მიღებისას შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება, სხვა გვერდითი ეფექტები, გარდა ჰიპოგლიკემიის თანმხლები მოვლენებისა, ჩვეულებრივ სუსტადაა გამოხატული და გარდამავალია. მათ მიეკუთვნება შემდეგი გასტროენტერული სიმპტომები:

– ტკივილი მუცლის არეში;

– ფაღარათი;

– გულისრევა;

– ღებინება;

– ყაბზობა.

იშვიათად პრეპარატის მიღებისას პაციენტებს აღენიშნებათ მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ არის დაკავშირებულნი პრეპარატის მიღებასთან;

– მხედველობის დარღვევა;

– ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება კანზე გამონაყარის და ქავილის სახით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება.

უკუჩვენებები:

ნოვონორმის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია:

* რეპაგლინიდზე ალერგიის (ნოვონორმის აქტიური ნივთიერება) ან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;

* პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებული დიაბეტი) დროს;

* დიაბეტური კეტოაციდოზის შემთხვევაში;

* ორსულობის ან დაგეგმილი ორსულობის დროს;

* ლაქტაციის პერიოდში;

* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

* თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადების დროს;

* ისეთი პრეპარატის მიღებისას, რომელთაც ორგანიზმში ნოვონორმის  ცვლაზე შეუძლიათ გავლენა იქონიონ.

განსაკუთრებული მითითებები:

! სიფრთხილეა საჭირო:

* ღვიძლის ან თირკმელების დაავადების დროს;

* მნიშვნელოვანი ოპერაციის წინ ან ცოტა ხნის წინ გადატანილი მძიმე დაავადების ან ინფექციის შემთხვევაში;

* ზემოთ აღნიშნული მდგომარეობების დროს შესაძლოა დაირღვეს შაქრიანი დიაბეტის კონტროლი.

*რეკომენდებულია უსაფრთხოების ზომების მიღება ტრანსპორტის მართვისას ჰიპოგლიკემიის რისკის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები სუსტადაა გამოხატული ან ჰიპოგლიკემიის შეტევები ხშირია. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის მართვა არ არის მიზანშეწონილი.

* ნოვონორმზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს ალკოჰოლის გამოყენებისას.

* ნოვონორმის მიღება საჭიროა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება ნოვონორმის დოზის მიღება, რომელიც ექიმის მიერ დანიშნულს აღემატება.

ჭარბი დოზირება:

ხასიათდება ჰიპოგლიკემიის განვითარებით, რომლის სიმპტომებს მიეკუთვნება:

– თავის ტკივილი;

– თავბრუ;

– დაღლილობა;

– გულისცემის გახშირება;

– აგზნება და შემცივნება;

– გულისრევა;

– ოფლიანობა;

რომელიმე აღნიშნული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტების სახით გლუკოზის ან შაქრის მიღება, ან ტკბილი სითხის დალევა შემდგომი დასვენებით. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მისი კორეგირება სტაციონარის პირობებში. სათანადო მკურნალობის გარეშე ჰიპოგლიკემიის შეტევამ შესაძლოა მძიმე ფორმა მიიღოს და გონების დაკარგვა ან უფრო სერიოზული მდგომარეობის განვითარება გამოიწვიოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან ერთად მიღებისას ნოვონორმზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს, განსაკუთრებით თუ პაციენტი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

– მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალოდ);

– არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული  წნევისა და გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ);

– ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორები;

– სალიცილატები (მაგალითად, ასპირინი);

– ოქტრეოტიდი;

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;

– ანაბოლური სტეროიდები და კორტიკოსტეროიდები;

– პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;

– თიაზიდები;

– დანაზოლი;

– თირეოიდული პრეპარატები;

– სიმპათომიმეტური (ასთმის სამკურნალო) საშუალებები;

– ანტიმიკოზური საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი;

– ანტიბაქტერიული პრეპარატები, როგორიცაა ერითრომიცინი;

– პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას როგორიცაა რიფამპიცინი ან ფენიტიონი, შეუძლიათ ნოვონორმის ეფექტურობის დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Don`t copy text!