Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 518

ნოვინეტი – NOVYNETTE – НОВИНЕТ

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; DESOGESTREL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი+დეზოგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მონოფაზური ჰორმონული კონტრაცეპტივი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი …….      20 მკგ

დეზოგესტრელი …………….    150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოვინეტი უკუკავშირის პრინციპის საფუძველზე აინჰიბირებს ჰიპოთალამუსის რილიზინგ ფაქტორების და შესაბამისად გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციას, რის გამოც თრგუნავს ოვულაციის პროცესს. ამასთან ერთად იგი ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და მის ტრანსპორტირებას ფალოპის მილებში.

ჩვენებები:

  • კონტრაცეპცია;
  • მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა;
  • პრემენსტრუალური დაძაბვის სინდრომი.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს ზოგადი (არტერიული წნევის გაზომვა და შაქრის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში) და გინეკოლოგიური გამოკვლევა, რისკთან დაკავშირებული დაავადებების გამოსარიცხად.

მიღების წესი და დოზირება:

« პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს.

« პირველი ტაბლეტი ინიშნება კვირის შესაბამისი დღის მიხედვით ყოველდღიურად  21 დღის განმავლობაში.

« ტაბლეტის მიღება წარმოებს შესაბამისი დღეების მიხედვით, სანამ არ იქნება მიღებული ყველა ტაბლეტი. მიღების დღის მონიშვნა ხდება წინასწარ, შესაბამისი დღის ადგილას ფიქსირდება ფოლგა.

« მთლიანი შეფუთვის გამოყენების შემდეგ იწყება 7 დღიანი ინტერვალი, როდესაც აღინიშნება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.

« მერვე დღეს პრეპარატის მიღება გრძელდება შემდეგი შეფუთვიდან, მიუხედავად იმისა, დამთავრდა თუ არა სისხლდენა. შეფუთვაზე არსებული ციფრები და ისარი მიუთითებენ ტაბლეტების მიღების სისწორეზე.

! პრეპარატის არარეგულარული მიღება, ღებინება, ნაწლავების დაავადება თანმხლები დიარეით, ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალური დარღვევები და ასევე ზოგიერთი პრეპარატების პარალელური მიღება ხასიათდება უარყოფითი ზეგავლენით პრეპარატის კონტრაცეპტულ თვისებებზე.

! იშვიათ შემთხვევაში, თუ შესვენების დროს სისხლდენა არ განვითარდა, პრეპარატის მიღება წყდება, რომლის დროსაც საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ორსულობის გამოსარიცხად.

« თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება დადგენილ დროს, მისი მიღება წარმოებს უახლოესი 12 საათის განმავლობაში. თუ ეს ინტერვალი აღემატება 12 საათს, აღინიშნება ღებინება ან დიარეა, პრეპარატის მიღება გრძელდება დაწყებული შეფუთვიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი  სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი არაჰორმონული საშუალებების გამოყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად (გამონაკლისია კალენდარული მეთოდი და შიდავაგინალური ტემპერატურის გაზომვა). გამოტოვებული დოზა არ მიიღება. როდესაც დასრულდება დაწყებული შეფუთვა, იწყება 7 დღიანი შესვენება, რომლის დროსაც აღინიშნება სისხლდენა.

! თუ სისხლდენა არ განვითარდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

« თუ პაციენტი იღებდა სხვა ჰორმონულ კონტრაცეპტივს, ან ხანმოკლე დროში მშობიარობის, ან აბორტის შემდეგ უნდა დაიწყოს ნოვინეტის მიღება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია მეორე მენსტრუაციის პირველ დღეს. თუ სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროა კონტრაცეპციის ნაადრევი დაწყება, პრეპარატი ინიშნება პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია სხვა (არაჰორმონული) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს:

თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, სხეულის წონის ცვალებადობა, თრომბოზები, დეპრესიული მდგომარეობა, პიგმენტური ლაქები, საშოს ინფექციები, ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება კონტაქტური ლინზების ცუდი ამტანობა, არტერიული წნევის მომატება, გამონაყარი კანზე, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ქალებში კონტრაცეპტივის გამოყენება ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების განვითარებას, მაგალითად, არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. აღნიშნული რისკი იზრდება ასაკთან და თამბაქოს ძლიერ მოხმარებასთან ერთად.

ამიტომ რეკომენდებულია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ქალებში 30 წლის ასაკის ზევით.

პრეპარატის მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა:

ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, პირველად განვითარებული შაკიკისმაგვარი თავის ტკივილები, თავის ძლიერი და ხშირი ტკივილები, მგრძნობელობის დარღვევა (მხედველობის, სმენის,), უჩვეულო ტკივილი ქვემო კიდურებში, მათ შეშუპება, ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში ჩასუნთქვისას ან ხველების დროს, ტკივილი გულმკერდში, თრომბოზის განვითარება, სიყვითლე, ქავილი, ეპილეფსიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება იშვიათად იწვევს ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. ძალიან იშვიათად – ავთვისებიანის, რომლებიც ცალკეულ შემთხვევაში იწვევს სისხლდენებს მუცლის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დამოუკიდებლად არ გაივლის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

! პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

! ჰორმონული კონტრაცეპტივის მიღება დაუშვებელია 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექციური ჰეპატიტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

ორსულობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, მიდრეკილება თრომბოზებისადმი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტონია, სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბო, მძიმე მიმდინარეობის შაქრიანი დიაბეტი, უცნობი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, სიყვითლე განვითარებული წინა ორსულობის დროს. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება აღნიშნული და სხვა დაავადებების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატების მიღება (მაგალითად, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, საშუალებები, რომლებიც ამცირებენ შაქრის კონცენტრაციას სისხლში) შესაძლებელია ექიმის ინფორმირების შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ნოვიგრა 100 – NOVIGRA 100 – НОВИГРА 100

ტაბლეტი

გარსით  დაფარული ყოველი  ტაბლეტი  შეიცავს:

სილდენაფილის  ციტრატს ,                                                                            
რომელიც  25/50/100  მგ  სილდენაფილის  ექვივალენტურია

ნოვიგრა – არის  პრეპარატი  პერორალური  თერაპიისთვის  ერექციის  დარღვევისას. პრეპარატის   შემადგენლობაში   შედის  სილდენაფილის  ციტრატისს მარილი,სპეციფიკური  5  ფოსფოდიესთერაზას  ციკლური გუანოზინ  მონოფოსფატის  ტიპის  სელექციური  ინჰიბიტორი.

ჩვენებები:

ერექციის  დარღვევა

დოზირება და მიღება: პაციენტთა   უმრავლესობისათვის  რეკომენდირებული  დოზა  შეადგენს  50  მგ სექსუალური  აქტივობამდე  1  საათით  ადრე.  ნოვიგრის  მიღება  ასევე  შესაძლებელია  სექსუალურ  აქტივობამდე  4-დან  0,5  საათით  ადრე. მოცემული  ეფექტურობის  და  ამტანობის  საფუძველზე,  დოზა  შეიძლება  გაიზარდოს  100 მგ- მდე, ან სემცირდეს  25-მგ მდე.  მიღების მაქსიმალური  სიხშირე  არა  უმეტეს  ერთხელ  დღეში.რეკომენდირებულია  25  მგ  დოზით  დაწყება,  რადგან  პლაზმაში  პრეპარატის  შემცველობის  მაღალმა  დონემ  შეიძლება  გაზარდოს სერიოზული  გვერდითი  მოვლენების  განვითარების  შესაძლებლობა.

სიფრთხილე: სილდენაფილის  დანიშვნამდე   რეკომენდირებულია  სრული  სამედიცინო   შემოწმება  და  პაციენტთა  შემდეგი  კატეკორიების  გამოვლენა: ჰიპო  და ჰიპერტონიკები, პაციენტები, რომლებიც  იტარებენ  ანტიჰიპერტენზულ  თერაპიას,გულის  იშემიური  დაავადების,  სტენოკარდიის,  გულის  უკმარისობის  მქონე  პაციენტები.მოცემული  კატეგორიის  პაციენტებისთვის  პრე[არატის  მიღება  რეკომენდირებული  არ  არის.

პლაზმაში  სილდენაფილის  დონის  მომატებისას  შეიძლება  განვითარდეს  შემდეგი  გვერდითი  მოვლენები:

65  წელზე  მეტი  ასაკის  პაციენტებში  (შემთხვევათა  40%  იზრდება  AUC),  შეიძლება განვითარდეს  ღვიძლის  ფუნქიების  დარღვევა (მაგალითად: ციროზი  80%),

თირკმლის  ფუნქციების  მძიმე  დარღვევა  (კრეატინინის  კლირენსი 

პაციენტისთვის  სილდენაფილის  გამოწერამდე, მნიშვნელოვანია  შემოწმდეს  ხომ  არ  იტარებს  პაციენტი  მკურნალობას  მომატებული  წნევისს გამო, ან  ხომ  არ  აქვს  სისხლის  მხრივ  დარღვევები, ან  სისხლდენა, კუჭის  წყლული.

სილდენაფილთან  ერთად  ერექციის  დარღვევის  სხვა  სამკურნალო  სასშუალებების  მირების  უსაფრთხოება  და  ეფექტურობა  არ  არის  შესწავლილი, ამიტომ რეკომენდირებული  არ  არის. ექიმმა  აუცილებელია  გააფრთხილოს  პაციენტი  სექსუალური  აქტიობისას  გულის  შეტევის  რისკის  შესახებ,განსაკუთრებით პაციენტებში  გულის  ფარული, ან  გამოხატული  უკმარისობით.

გაფრთხილება: ერექციის  დარღვევის  მკურნალობა, მათ  შორის  სილდენაფილით, უკუნაჩვენებია  პაციენტებში  გულის  უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა  სისტემის  დაავადებებით.

არ  არის  კლინიკური  მონაცემები  სილდენაფილის  გამოყენების  უსაფრთხოების  და  ეფექტურობის  შესახებ  შემდეგი  ჯგუფის  პაციენტებში:

–          პაციენტებში  გადატანილი   მიოკარდიუმის  ინფარქტით, სხვადასხვა  ეტიოლოგიის  გულის  შეტევები, ან  ძლიერი  არითმიები.

–         პაციენტებში  დაქვეითებული  (170/117)

–         პაციენტებში  გულის  უკმარისობიტ, ან  კორონარული  სისხლძარღვების  დაავადებებით, რომელიც  იწვევს  სტენოკარდიას.

–         პაციენტებში  პიგმენტაციის  დარღვევით  და  ბადურის  ანთებით.

უკუჩვენებები:

სილდენაფილი  აძლიერებს  ნებისმიერი  სამკურნალწამლო  ფორმით  მიღებული  ორგანული  ნიტრატების  ჰიპოტენზიურ  მოქმედებას.

სილდენაფილი  უკუნაჩვენებია  პრეპარატის  ნებისმიერი  კომპონენტის  მიმართ  მომატებული  მგრძნობელობის  შემთხვევაში.

პრეპარატი  არ  არის  განკუთვნილი  ქალებისათვის,  ასევე   უკუნაჩვენებია  ხანდაზმულ  და  ბავშვთა  ასაკში.

დოზის გადაჭარბება:

დოზის  გადაჭარბების  შემთხვევაში  გამოიყენება  ჩვეულებრივი  შემანარჩუნებელი  ზომები. თირკმლის  დიალიზი  არაეფექტურია,  რადგან  სილდენაფილის  დიდი  ნაწილი  უკავშირდება  პლაზმის  ცილებს  და  არ  გამოიყოფა  შარდით.

შენახვის  პირობები: შეინახეთ  25C  პირობებში, დაიცავით  ნესტისგან.

შეინახეთ  ბავშვებისთვის  მიუწვდომელ  ადგილას.

გამოშვების  ფორმა: ბლისტერ  შეფუთვა 1  ტაბლეტით,  ბლისტერ  შეფუთვა  2  ან  4  ტაბლეტით.

ვარგისობის  ვადა:   24  თვე.

გაცემის  წესი: ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი  მე-2  (გაიცემა  რეცეპტით)

წარმოებულია  ინდოეთში:

შპს  ნაბროს  ფარმას  მიერ

N.H.No8,  Kheda-387 411

ინდოეთი

ნოვანტრონი – NOVANTRONE – НОВАНТРОН

საერთაშორისო დასახელება:

MITOXANTRONE

მწარმოებელი: LEDERLE LABORATOIRES

მოქმედი ნივთიერება: მიტოქსანტრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; ანტიმეტაბოლიტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ.

მიტოქსანტრონი ……….. 2 მგ 20 მგ

 

ვრცლად მიტოქსანტრონი

ნო-შპალგინი – NO-SPALGIN – НО-ШПАЛГИН

საერთაშორისო დასახელება: PARACETAMOL; DROTAVERINE; CODEINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+დროტავერინი+კოდეინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 6 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი …………………………………      500 მგ

დროტავერინის ჰიდროქლორიდი ………………   40 მგ

კოდეინის ფოსფატი (ჰემიჰიდრატის ფომით)……..8 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი, რკინის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა, კროსპოვიდონი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნო-შპალგინი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის სამი მოქმედი ნივთიერება.

ნო-შპალგინის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას.

ნო-შპალგინის მეორე მოქმედი ნივთიერება, დროტავერინის ჰიდროქლორიდი, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, ხოლო

პრეპარატის მესამე მოქმედი ნივთიერება, კოდეინი, აყუჩებს ტკივილს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების გზით.

ჩვენებები:

  • ნო-შპალგინის მიღება რეკომენდებულია სუსტი და ზომიერი ტკივილების მოსახსნელად:

– არტერიული წნევის ცვალებადობით გამოწვეული თავის ტკივილები (როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმები);

– სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილები;

-დაღლილობასთან, ძლიერ სტრესთან, ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ყოველდღიური თავის ტკივილები და ა.შ.;

ნო-შპალგინის მიღება რეკომენდებულია ზრდასრულებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები (მოხუცების ჩათვლით): თავის ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორებით მივიღოთ არა უადრეს 8 საათისა.

მკურნალობის ხანმოკლე (არა უმეტეს 3 დღისა) კურსის დროს მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს.

მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დროს მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს.

ტკივილის სწრაფი კუპირების მისაღწევად არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ჭამის დროს.

ბავშვები და მოზარდები: ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.

6-12 წლის ბავშვებისათვის რეკომენდებულია ერთჯერადი დოზის მიღება, რომელიც შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს. იგივე დოზის განმეორებით მიღება შესაძლებელია 10-12 საათის შემდეგ. 6-12 წლის ბავშვებისათვის არ შეიძლება დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება.

ღვიძლის (როდესაც ლაბორატორიული მონაცემების შედეგები სამჯერ აღემატება ნორმას) და თირკმელების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 10 მლ/წთ–ზე ნაკლებია) ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს პრეპარატის დოზა დადგენილი უნდა იყოს ექიმის მიერ. პრეპარატის განმეორებითი მიღება დაიშვება პრეპარატის წინა მიღებიდან არა უადრეს 12 საათისა. პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილ შემთხვევებში.

ნო–შპალგინის მიღების ხანგრძლივობა:

სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნო-შპალგინის მიღების ან/და მაღალი დოზების მიღების დროს აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების და სისხლის ფორმულის შემოწმება (შეიძლება წარმოიშვას სისხლის ფორმულის ცვლილებები, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დაზიანება).

დოზის გადამეტება:

პრეპარატის დიდი დოზის შემთხვევით მიღების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. პრეპარატის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

თუ ბავშვმა გადაყლაპა ნო-შპალგინის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

რაიმე არაჩვეულებრივი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ  ექიმს პრეპარატის შემდგომი მიღების შესაძლებლობის შესახებ.

– ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ალერგიულ რეაქციები (სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მაღალი სიცხე, ტკივილები კუნთებში, გამონაყარი კანზე).

– ზოგჯერ შესაძლებელია სახის ჰიპერემია, წარმოიშვას ჰიპოტენზია, ხშირი გულისცემა, ძილიანობა, ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება თავბრუ, თავის ტკივილი, ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

– ზოგჯერ შესაძლებელია სისხლში აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.

– თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა არასასურველი ან არასასიამოვნო მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში, პრეპარატის მიღება წყდება და პაციენტი მიმართავს ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენებები:

* ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.

ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

* თუ ადრე აღინიშნა მაღალი მგრძნობელობის რეაქცია (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე;

* თირკმელების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს;

* III-IV ხარისხის გულის უკმარისობის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს;

* სუნთქვის უკმარისობის დროს;

*მწვავე ბრონქული ასთმის დროს;

* თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაო);

* ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს;

* ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს;

* თავის ტრავმის, ქალასშიდა წნევის მომატების დროს;

* თავის ტკივილებისას, რომლებიც გამოწვეულია სამკურნალწამლო საშუალებების მიღებით (ანალგეტიკების, ერგოტამინის).

თუ პაციენტს გააჩნია რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, ნო-შპალგინის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

* აუცილებლად საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ. ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის (განსაკუთრებით პირველ მესამედში) და ძუძუთი კვების დროს.

* თუ პაციენტი ფეხმძიმედ არის ნო-შპალგინის ხანგრძლივი გამოყენების დროს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პარაცეტამოლი, რომელიც წარმოადგენს ნოშპალგინის ერთ-ერთ მოქმედ ნივთიერებას, ენიშნება პაციენტებს, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდებული სალიცილატების მიღება, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს შეუძლიათ ნო-შპალგინის მიღება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით.

* ტკივილის სწრაფი კუპირებისათვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ჭამის  დროს.

* არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადამეტება.

* არ არის რეკომენდებული ნო-შპალგინის მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს.

* პრეპარატის მიღების და მისი მოქმედების გამოვლენის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება.

* თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზა უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მის მიერ რეკომენდირებული დოზით.

* სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი კონტროლის ქვეშ.

* ზოგიერთ შემთხვევაში ნო-შპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობის მქონე სამუშაოს შესრულება, თუ პრეპარატის მიღების დროს ადგილი აქვს ძილიანობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ნო-შპალგინთან ერთად არ არის რეკომენდებული შემდეგი სამკურნალო პრეპარატების მიღება:

– პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ლევოდოპას;

– ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, სამციკლიან ანტიდეპრესანტებს რიფამპიცინს, ალკოჰოლს;

– ქლორამფენიკოლი;

– დოქსორუბიცინი.

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, მეტოკლოპრამიდთან, დომპერიდონთან და ქოლესტირამინთან ერთად ნო-შპალგინის მიღებამდე აუცილებელად საჭიროა ექიმთან შეთანხმება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნო-შპა/ნო-შპა ფორტე – HO-SPA/NO-SPA FORTE – НО-ЩПА/НО-ШПА ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

DROTAVERINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: დროტავერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნო–შპა

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში  2 ბლისტერი ან ფლაკონში 100 ც.

1 ტაბ.

დროტავერინის ჰიდროქლორიდი …….. 40 მგ

ნო–შპა ფორტე

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

დროტავერინის ჰიდროქლორიდი ….  80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მიეკუთვნება იზოქინოლინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის ბლოკირების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და ნაწლავების სპაზმი;
  • ნაღვლისა და თირკმლის კონკრემენტებით გამოწვეული სპაზმი;
  • საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი;
  • მენსტრუალური სპაზმები;
  • თავის ტკივილი გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატ ნო-შპას ჩვეულებრივი მისაღები დოზა:

კატეგორიაერთჯერადი დოზადღეღამური დოზა
მოზრდილებში1-2 ტაბ3-6 ტაბ.
1-6 წლამდე ბავშვებში1/2-1 ტაბ
7-14 წლამდე ბავშვებში1 ტაბ.2-5 ტაბ.

პრეპარატ ნო-შპა ფორტე-ს ჩვეულებრივი მისაღები დოზა:

კატეგორიაერთჯერადი დოზადღეღამური დოზა
მოზრდილებში1/2-1 ტაბ.1-3 ტაბ.

ბავშვებში გამოიყენება პრეპარატი ნო–შპა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია აღინიშნოს: თავის ტკივილი, უძილობა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისრევა, არითმია, ყაბზობა.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქარის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* ღვიძლის, თირკმელებისა და გულის მძიმე დაავადებები, პრეპარატით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.

განსკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, ნო-შპასა და ანტიპარკინსონული საშუალების – ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ნო-შპა – NO-SPA – НО-ШПА

საერთაშორისო დასახელება:

DROTAVERINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: დროტავერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 100 ც.

1 ტაბ.

დროტავერინი ……..    40 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 25 ც.

1 მლ 1 ამპ.

დროტავერინი ……  20 მგ 40 მგ

 

ვრცლად ნო–შპა/ნო–შპა ფორტე(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

ნო-სპაზმა – NO-SPASMA – НО -спазма

შემადგენლობა:

თითო უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი ბრ.ფ 20 მგ

პარაცეტამოლი ბრ.ფ 500მგ

შემავსებელი საკმარისი რაოდენობით.

ჩვენება:

სწრაფი და ხანგრძლივი გაუტკივარების მიღწევისთვის შემდეგი პათოლოგიებისას:

ნაწლავის კოლიკა

ღვიძლის კოლიკა

თირკმლის კოლიკა და დისმენორეა

დოზირება:

1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან ექიმის მითითების მიხედვით.

დისმენორეისას  ნო-სპაზმას ტაბლეტები მიიღება  მენსტრუალური ტკივილის აღმოცენებისას  და მიღება საჭიროა სანამ ექიმის აზრით სიმპტომები გრძელდება.

უკუჩვენება:

ნაწლავის ანთება, კუჭის წყლული ან ნაწლავის დაწყლულება, ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:

რეკომენდირებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.დეჰიდრატაციის ან თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში,განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობისას.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია- გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,იშვიათად  ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი შეფუთვაში

მწარმოებელი: ნაბროს ფარმა პვტ ლტდ.

ნაშნელ ჰაივეი,8, ქჰედა 387 411 (ინდოეთი )

ნიფურატელი – NIFURATEL – НИФУРАТЕЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიფურატელი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას. იგი ხასიათდება აგრეთვე ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები

  • ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის ბაქტერიებით, ტრიქომონათი, სოკოებით გამოწვეული საშოს და საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. ნაწლავების ამებიაზი, ლამბლიოზი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის ერთჯერადი დოზა მოზრდილებში მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს 200-400 მგ-ს 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღე.

ბავშვებში ერთჯერადი დოზაა 10-15 მგ/კგ წონაზე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელი ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – დისკომფორტის შეგრძნება.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნიფურატელის გამოყენება ნებადართული არ არის.

ნიფლურილი – NIFLURIL – НИФЛУРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

NIFLUMIC ACID

მწარმოებელი: LABORATOIRES UPSA

მოქმედი ნივთიერება: ნიფლუმის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ნიფლუმის მჟავა ………   250 მგ

 

ვრცლად ნიფლუმის მჟავა

ნიფლუმის მჟავა – NIFLUMIC ACID – НИФЛУМОВАЯ КИСЛОТА

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეორიდულ საშუალებას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მაინჰიბირებელი მოქმედებით პროსტაგლანდინების სინთეზზე. ასევე იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას.

ჩვენებები

  • სახსრების სინდრომი: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი, პოდაგრა, სახსარგარეთ მიმდინარე პროცესები: ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, ეპიკონდილიტი.
  • ტრავმები: მოტეხილობა, ამოვარდნა, დაბეჟილობა, სახსრების ტკივილი, რომლებიც აღინიშნება სპორტულ მედიცინაში;
  • პოსტოპერაციული მდგომარეობა: კბილის ექსტრაქცია, მეან-გინეკოლოგიური ჩარევები, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების შეყვანა და ამოღება.
  • გინეკოლოგია: ადნექსიტი, პარამეტრიტი;
  • ოტოლარინგოლოგია: სინუსიტი, რინიტი, ფარინგოლარინგიტი, ოტიტი.
  • სხვადასხვა: გინგივოსტმატიტი, მწვავე ზედაპირული თრომბოფლებიტი, კუჭის წყლული.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში პერორალურად ერთჯერადად ინიშნება 250-500 მგ, დღეღამური დოზა შეადგენს 750 მგ-1.5 გ. პრეპარატის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

ბავშვებში 13 წლის ასაკის ზევით დღეღამური დოზა შეადგენს 500-700 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

– დისპეფსიური მოვლენები, ანორექსია. ხანგრძლივი გამოყენებისას – კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, მელენა.

– იშვიათად – ალერგიული რეაქციები ურტიკარიის, ერითემის და ქავილის სახით. ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება.

– ცალკეულ შემთხვევებში მაღალი დოზებით მკურნალობის დროს აღინიშნება

ძვლის ფლუოროზი.

– ადგილობრივი რეაქციები: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი, წვა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა ნიფლუმის მჟავას მიმართ;

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში; ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* არსებული რექტალური სისხლდენა;

* ორსულობა;

* ბავშვებში 13 წლამდე ასაკის;

* გარეგანი გამოყენებისათვის: დაჩირქება, ეგზემა, ჭრილობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ნიფლუმის მჟავას შეუძლია გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტების და ჰეპარინის მოქმედება, ასევე სულფანილშარდოვანას წარმოებული საშუალების ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან და მეტოტრექსატთან.

♦ ტიკლოპიდინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ანტიაგრეგანტული ეფექტი.

Don`t copy text!