თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფედიპინი II კლასის კალციუმის არხების სელექტიური (არჩევითი) ბლოკატორია. ქიმიურად – დიჰიდროპირიდინის წარმოებულია. აფერხებს კალციუმის შესვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, რითაც მისი ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური თვისებებია განპირობებული. მისი გავლენით სისხლძარღვებში გლუვკუნთოვანი ტონუსი მცირდება, კორონარული და პერიფერიული არტერიები ფართოვდება. სისხლძარღვების პერიფერიული საერთო წინაღობა, არტერიული წნევა და უმნიშვნელოდ – მიოკარდის კუმშვადობა ქვეითდება, პოსტდატვირთვა და მიოკარდიუმში ჟანგბადზე მოთხოვნილება მცირდება; კორონარული სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. მიოკარდიუმის გამტარებლობა არ ითრგუნება; ანტიარითმიული მოქმედება პრაქტიკულად არ გააჩნია.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავიდან სწრაფად შეიწოვება. ექვემდებარება გარდაქმნას ღვიძლში „პირველგავლის“ შედეგად. ცილებთან შებმა 92-98% აღწევს. ღვიძლში ბიოქიმიური გარდაქმნების შემდეგ არააქტიური მეტაბოლიტები წარმოიქმნება. ელიმინაციის ნახევარპერიოდი დაახლოებით 2 საათის ტოლია.
ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით გამოიდევნება მეტაბოლიტების (ბიოქიმიური გარდაქმნის არააქტიური პროდუქტების) ფორმით და უცვლელად – კვალის სახით; მეტაბოლიტების 20% ნაწლავებით გამოიყოფა.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურად დგინდება.
პერორალურად საწყისი დოზა 10 მგ დღეში 3-4-ჯერ. საჭიროებისამებრ დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (ვარიანტული სტენოკარდია, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია) მოკლევადიანი მკურნალობისთვის დოზა შეიძლება 30 მგ-მდე გაიზარდოს 3-4-ჯერ დღეში.
ჰიპერტონული კრიზის და აგრეთვე სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად შეიძლება 10-20 მგ (იშვიათად 30 მგ) გამოყენება სუბლინგვალურად (ენის ქვეშ).
სტენოკარდიული შეტევის ან ჰიპერტონული კრიზის მოსახსნელად ვენაში შეჰყავთ 5 მგ 4-8 სთ-ის განმავლობაში.
გვირგვინოვან არტერიებში (შიდაკორონარულად) შეყავთ 100-200 მიკროგრამი ბოლუსით, გვირგვინოვანი არტერიების მწვავე სპაზმების მოსახსნელად. მსხვილი კორონარული არტერიების სტენოზების შემთხვევაში საწყისი დოზა 50-100 მკგ შეადგენს.
მაქსიმალური დოზები: პერორალური მიღებისათვის 120 მგ/დღეღამეში; ვენაში შესაყვანად – 30 მგ/დღეღამეში.
გვერდითი მოვლენები
გულსისხლძარღვთა სისტემაში: მოსალოდნელია კანის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება;
იშვიათად – ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია, სტენოკარდიული შეტევების გახშირება და გამძაფრება.
მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, გულძმარვა, ფაღარათი; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის გაუარესება. ერთეულ შემთხვევებში – ღრძილების ჰიპერპლაზია. გაზრდილი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა, ქოლესტაზის განვითარება ღვიძლში.
ნერვული სისტემის ცენტრალურ და პერიფერიულ განყოფილებებში: თავის ტკივილი; გაზრდილი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევებში მოსალოდნელია პარესთეზიები, ტკივილი კუნთებში, კანკალი, მხედველობის და ძილის მსუბუქი დარღვევა.
სისხლის წარმოქმნელ სისტემაში: ერთეულ შემთხვევებში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
შარდის გამომყოფ სისტემაში: დღეღამური დიურეზის მატება. გაზრდილი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციების მოშლა.
ენდოკრინულ სისტემაში: ერთეულ შემთხვევებში – გინეკომასტია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
შიდაკორონარული შეყვანიდან 1 წთ განმავლობაში მოსალოდნელია ნიფედიპინის უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გამოვლინება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება, არტერიული ჰიპერტენზია; აღნიშნული სიმტომები 5-15 წუთში თანდათანობით ქრება.
უკუჩვენებები
* არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა 90 მმ/სს ნაკლები);
* კოლაფსი;
* კარდიოგენური შოკი;
* გულის მძიმე უკმარისობა;
* მძიმე აორტალური სტენოზი;
* ჭარბი მგრძნობელობა ნიფედიპინისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობაში ნიფედიპინის უვნებელობა ადექვატურად შესწავლილი და სარწმუნოდ შემოწმებული არ ყოფილა. ნიფედიპინის მიღება ორსულობის დროს არაა რეკომენდებული. ვინაიდან ნიფედიპინი დედის რძეში გადადის, ლაქტაციის პერიოდში მისი მიღებას ერიდებიან, ან მკურნალობის დროს ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გააჰყავთ.
ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადასტურდა ნიფედიპინის ემბრიოტოქსიკური, ფეტოტოქსიკური და ტერატოგენური თვისებები.
განსაკუთრებული მითითებები
ნიფედიპინის მიღება მხოლოდ კლინიკის პირობებში მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშაა დასაშვები ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა:
♦ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მძიმე მოშლილობა, შაქრიანი დიაბეტი, დარღვევები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაში, ავთვისებიანი ჰიპერტენზია და ჰიპოვოლემია;
♦ აგრეთვე, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები. ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციური მოშლილობის შემთხვევებში ნიფედიპინის მაღალი დოზებით გამოყენებას ერიდებიან, ხანდაზმულ ავადმყოფებში მოსალოდნელია ცერებრალური სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ძლიერი პერიფერიული ვაზოდილატაციის გამო.
♦ სამკურნალო ეფექტის დასაჩქარებლად ნიფედიპინის დაღეჭვაც შეიძლება.
♦ ნიფედიპინით მკურნალობის პროცესში მკერდუკანა ტკივილების გაჩენის შემთხვევაში მისი მიღება უნდა შეწყდეს.
♦ ნიფედიპინით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ (განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში) შეიძლება „აღკვეთის სინდრომი“ წარმოშვას; ამიტომ, სავალდებულოა, რომ მკურნალობის შეწყვეტა თანდათანობით ხდებოდეს დოზების თანამიმდევრული შემცირებით.
♦ შიდაკორონარული შეყვანის შემთხვევაში, თუ ორივე სისხლძარღვის სტენოზია გამოხატული, ნიფედიპინის შეყვანა მესამე, თავისუფალ სისხლძარღვში დაუშვებელია მოსალოდნელი მკვეთრად უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გამო.
♦ მკურნალობის კურსების მიმდინარეობაში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ვინაიდან მაღალია არტერიული წნევის უკიდურესი დაქვეითების რისკი.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. მკურნალობის დასაწყისში ერიდებიან ტრანსპორტის მართვას და პოტენციურად სარისკო სამუშაოთა შესრულებას, რომლებისთვისაც სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციებია საჭირო; შემდგომში ამგვარი შეზღუდვები შეიძლება შეიცვალოს ნიფედიპინისადმი ინდივიდუალური შეგუების მიხედვით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– ნიფედიპინის ჰიპოტენზიური მოქმედება ძლიერდება ბეტა-ადრენობლოკატორებთან, დიურეტიკებთან და სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ერთდროული მიღების შემთხვევაში.
– ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერება ნიტრატებთან ერთდროული მიღების დროს აღინიშნება.
– ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, ციმეტიდინმა, რანიტიდინმა შეიძლება ნიფედიპინის ეფექტები გააძლიერონ.
– ნიფედიპინთან ერთდროულად მიღებული ქინიდინის კონცენტრაცია პლაზმაში ქვეითდება, ხოლო თეოფილინისა და დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება.
– რიფამპიცინი ღვიძლში ფერმენტების ინდუქციას იწვევს, რასაც ნიფედიპინის დაჩქარებული მეტაბოლიზმი მოჰყვება; ამიტომ ნიფედიპინის ეფექტურობის დაქვეითებაა მოსალოდნელი. კალციუმის პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაშიც ნიფედიპინის ეფექტი კნინდება ანტაგონისტური ურთიერთქმედების გამო, რომელიც ექსტრაუჯრედულ სივრცეში კალციუმის იონების გაზრდილი კონცენტრაციითაა განპირობებული.
საერთაშორისო დასახელება:
NIFEDIPINE
მწარმოებელი: BALKANPHARMA-DUPNISTA
მოქმედი ნივთიერება: ნიფედიპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის არხების ბლოკატორი; ანტიანგინალური და ანტიჰიპერტენზიული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 50 ც.
1 დრაჟე
ნიფედიპინი ………. 10 მგ
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:
ნიტროქსოლინი; 5-ნიტრო-8-ჰიდროქსიქინოლინი
ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:
გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები
1 ტაბ. შეიცავს 0,05გ ნიტროქსოლინს
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, დაბალმოლეკულური სამედიცინო პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ტეტრაზინი, პონსო 4R, ფუტკრის სანთელი, ვაზელინის ზეთი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება 8-ოქსიქინოლინის წარმოებული.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნიტროქსოლინი წარმოადგენს საშარდე გზების ინფექციების სამკურნალო ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ პრეპარატს. იგი სელექტიურად აინჰიბირებს ბაქტერიული დნმ-ის სინთეზს და მოქმედებს, როგორც გრამდადებით: Staphylococcus spp. (მათ შორის S.aureus), Streptococcus spp. (მათ შორის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis), Corynebacterium diphtheriae, Bacillus subtilis, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე: N. gonorrhoeae, E. coli, Proteus spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp.
ნიტროქსოლინი აქტიურია აგრეთვე Mycobacterium tuberculosis, Trichomonas vaginalis ჴის, ზოგიერთი სახის სოკოების (Candida spp., დერმატოფიტების, ობის სოკოების, ღრმა მიკოზების ზოგიერთი გამომწვევების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას ნიტროქსოლინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით.
0,1გ პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას მისი მაქსიმალური ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია შარდში შენარჩუნებულია 3სთ-მდე, ხოლო 0,4გ მიღებისას-7სთ-მდე.
გამოყენების ჩვენება:
ნიტროქსოლინს იყენებენ მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თირკმელების და შარდსასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი და სხვა), აგრეთვე თირკმელებზე და საშარდე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება:
ნიტროქსოლინი შიგნით მისაღებად ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ. მოზრდილთათვის პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,4გ-ს (0,1გ 4-ჯერ დღეში). მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 0,6-0,8გ-მდე. უმაღლესი სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,8გ-ს. მკურნალობის კურსი-2-3 კვირა.
ნიტროქსოლინის საშუალო სადღეღამისო დოზა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 0,2გ-ს, ხოლო 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში-0,2-0,4გ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა-2-3 კვირა.
საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს შესაძლებელია ნიტროქსოლინის განმეორებითი კურსებით დანიშვნა 2 კვირის განმავლობაში ორკვირიანი ინტერვალით.
თირკმელებზე და საშარდე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0,1გ ნიტროქსოლინი 4-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები, იშვიათად-ალერგიული ეკზანთემები. ცალკეულ შემთხვევებში -პარესთეზიები, პოლინეიროპათია. თირკმელების უკმარისობის დროს აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე შესაძლებელ კუმულაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მინიმალურ დოზებში წყვეტილი კურსებით დანიშვნა.
უკუჩვენებები:
* 8-ოქსიქინოლინის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატის გამოყენება პერიფერიული ნერვული სისტემის და მხედველობის ნერვის დაავადებების დროს რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ნიტროქსოლინისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების კომბინაციისას ადგილი აქვს თვითოეული პრეპარატის მოქმედების ეფექტების გაძლიერებას, ნისტატინთან და ლევორინთან-მოქმედებების პოტენცირებას.
ნიტროქსოლინის კომბინაცია ნიტროფურანებთან უარყოფითი ნეიროტროპული ეფექტის სუმაციის თავიდან აცილების მიზნით ნებადართული არ არის.
ჭარბი დოზირება:
ნიტროქსოლინის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტოქსიკური პერიფერიული ნევრიტების, მიელოპათიების განვითარება, თვალის ნერვის დაზიანება.
შესაძლებელი კუმულაციის ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, რომლებიც ძირითადად პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე გაივლის.
გამოყენების თავისებურებანი:
ნიტროქსოლინით მკურნალობის დროს შესაძლებელია შარდის ჟანგისფერ-ყვითლად შეფერვა.
შენახვის პირობები და ვადა:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიტროფურანტოინი წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ; პრეპარატს ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომლის მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიის ენზიმური სისტემის დათრგუნვით. მოქმედების სპექტრი მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს. ეს არის E. coli, Klebsiella, Enterobacter, enterococci დაStaphylococcus. ნიტროფურანტოინით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები სხვა ანტიბიოტიკებთან უცნობია.
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: enterococci, E. coli, Citrobacter spp., group B, streptococci, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermodis.
საშარდე გზების ინფექციებს იშვიათად იწვევს Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus pneumoniae.
პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად მგრნობიარე მიკროორგანიზმებია: Klebsiella pneumniae, Enterobacter spp., Proteus spp., Providencia spp., Serratia spp.
რეზისტენტული – Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia, Acinetobacter.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას ხდება პრეპარატის სრული აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნიტროფურანტოინის მაკროკრისტალური ფორმა ანელებს მის აბსორბციას, რაც აუმჯობესებს პრეპარატის ამტანობას.
პრეპარატის სწრაფი ელიმინაცია თირკმელებით ხელს უშლის ნიტროფურანტოინის ნორმალური კონცენტრაციის მიღწევას სისხლში და ქსოვილებში.
მიკროკრისტალური ნიტროფურანტოინის ერთჯერადი დოზის – 100 მგ მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია შარდში 50-150 µ/მლ აღინიშნება 30 წუთის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 25-35 წუთი. ნიტროფურანტოინის 50% უკავშირდება სისხლის ცილებს.
ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია შარდში მცირდება თანდათანობით და რჩება საჭირო რაოდენობით 8-10 საათის განმავლობაში.
ნიტროფურანტოინის სრული ექსკრეცია ხდება თირკმელებით 24 საათის განმავლობაში: 17% – ფილტრაციით, ხოლო – 83% პროქსიმალური მილაკების ექსკრეციის მეშვეობით. პრეპარატის 50% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. ხოლო პრეპარატის 2-3% – განავალით.
პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და ხვდება დედის რძეში.
ანურიის ან თირკმელების უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის დონე არის 40 მლ/წუთში ან როდესაც აღინიშნება ტოქსიური გვერდითი ეფექტები, პრეპარატის კონცენტრაცია შარდში არ შეესაბამება ანტიბაქტერიული მოქმედების დონეს.
ჩვენებები
დოზირების რეჟიმი
მწვავე ინფექციების დროს:
– მოზრდილებში: – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არაუმეტეს 10 დღისა.
– ბავშვებში: 12-14 წლამდე – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 4-7 დღე.
ქრონიკული ინფექციების დროს:
– ხანგრძლივი თერაპია მოზრდილებში: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.
– ბავშვებში – 5-7 მგ/კგ წონაზე დღეღამეში დოზა იყოფა 4 მიღებაზე, პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
– ბავშვებში 3 თვემდე პრეპარტი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%, როცა პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი.
პერიფერიული ნეიროპათიები: აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით.
ვიტამინ B დეფიციტით პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება.
ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი, ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი.
აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები. აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები, არხის ეპითელიუმის დაზიანების გამო.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ფეხმძიმობის I ტრიმესტრი;
* ანურია;
* თირკმელების უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წუთში ქვევით;
* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
* ნევრიტები;
* ელეტროლიტური დისბალანსი;
* ვიტამინი B დეფიციტი;
* ჰემოლიზური ანემია;
* შაქრიანი დიაბეტი;
* ახალშობილებში;
* ალკოჰოლიზმი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– სულფინპირაზოლის მიცემამ შეიძლება შეასუსტოს პრეპარატის მოქმედება ან გაზარდოს მისი ტოქსიურობა.
– ანტაციდები აძნელებენ უვამინის შეწოვას, რაც ხელს უწყობს მისი ტოქსიურობის გაზრდას.
– პრობენეციდი ანელებს ნიტროფურანტოინის გამოყოფას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიტროფურალი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ საშუალებას. იგი მოქმედებს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე – სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, დეზინტერიისა და ნაწლავის ჩხირები, პარატიფის სალმონელა, განგრენის გამომწვევები და ა.შ.
ჩვენებები
– ოსტეომიელიტის გამო წარმოებული ოპერაციის შემდეგ ღრუს გამორეცხავენ ფურაცილინის წყლიანი ხსნარით, რის შემდეგ აფენენ პრეპარატით გაჟღენთილ ნამიან საფენს.
– პლევრის ემპიემის დრო ახდენენ ჩირქის ასპირაციას, პლევრის ღრუს გამორეცხავენ მიღებული მეთოდით, შემდეგ შეიყვანენ 20-100 მლ პრეპარატის წყლიან ხსნარს.
– ანაერობული ინფექციის დროს, სტანდარტული ქირურგიული ჩარევის გარდა, ჭრილობას ამუშავებენ ნიტროფურალით.
– ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს გამოიყენება ფურაცილინის სპირტიანი ხსნარი წვეთებში.
– ჰაიმორის ღრუს და სხვა პარანაზალური ღრუების გამოსარეცხად გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი ხსნარი.
– ოფთალმოლოგიაში გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი ხსნარი, ხოლო დაზიანებული წარბების ზედაპირის სამკურნალოდ შეიზელენ ფურაცილინის მალამოს.
– პრეპარატი გამოიყენება იმ ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც მოითხოვენ ანტიბაქტერიულ თერაპიას.
დოზირების რეჟიმი
ნიტროფურალი მიიღება როგორც პერორალურად, ასევე გარეგანად.
გარეგანი გამოყენებისათვის იყენებენ 0.02%-იან (1:50000) ნიტროფურალის წყლიან და 0.066%-იან სპირტიან ხსნარს, ასევე ნიტროფურალის მალამოს.
– წყლიანი ხსნარის მოსამზადებლად 1 ნაწილ პრეპარატს ხსნიან 5000 ნაწილ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან დისტილირებულ წყალში (სწრაფი გახსნისათვის გამოიყენება ცხელი ან ადუღებული წყალი), რის შემდეგ ხსნარს აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე და ინახავენ ხანგრძლივად (სტერილიზაცია ტარდება 30 წუთის განმავლობაში 100 გრადუსზე).
– სპირტიან ხსნარს (ინახება განუსაზღვრელად) ამზადებენ 70-იან ეთილის სპირტზე.
– აუცილებლობის დროს, მაშინ, როდესაც არ არსებობს პრეპარატის მზა სამკურნალო ფორმა ამზადებენ ნიტროფურალის მალამოს: ნიტროფურალს უმატებენ მცირე რაოდენობით ვაზელინის ზეთს, აჩერებენ 10-20 საათის განმავლობაში, შემდეგ უმატებენ აბუსალათინის ზეთს, ლანოლინს, თევზის ქონს.
პრეპარატი მწვავე ბაქტერიული ინვაზიისას, მიიღება პერორალურად 5-6 დღის განმავლობაში დღეღამეში 4-5-ჯერ დოზით 0.1 გ. აუცილებლობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 3-4 დღის შემდეგ (პრეპარატი მიიღება 3-4 დღის განმავლობაში დოზით 0.1 გ 4-ჯერ დღეში). მოზრდილებში უმაღლესი პერორალურად მისაღები დოზა შეადგენს ერთჯერადად 0.1 გ; დღე-ღამეში 0.5 გ.
გვერდითი მოვლენები
ნიტროფურალი გარეგანი მიღებისას ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად ვითარდება დერმატიტები, რაც საჭიროებს პრეპარატის მიღების დროებით ან საერთოდ შეწყვეტას.
პრეპარატის პერორალურად მიღების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უმადობას, გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, კანზე ალერგიულ გამონაყარს. ზემოაღნიშნული შემთხვევების დროს ფურაცილინის მიღებას წყვეტენ ან ამცირებენ დოზას.
პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნევრიტები.
პრეპარატის ჭამის დროს მიღება და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება ამცირებს მის გვერდით ეფექტს.
გვერდითი მოქმედება მთლიანად გაივლის ან მცირდება ანტიჰისტამინური საშუალებების (დიმედროლი და სხვა), ნიკოტინის მჟავას (ნიკოტინამიდის), თიამინ-ქლორიდის (ან ბრომიდის) მიღებისას.
უკუჩვენებები
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია იდიოსინკრაზიის დროს.
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერორალურად თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
* პაციენტებში, რომლებიც შეპყრობილნი არიან ქრონიკული ალერგიულ დერმატოზით, პრეპარატის გარეგანი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
ქრონიკული და გახანგრძლივებული დეზინტერიის დროს პრეპარატის მიღება ეფექტურია სპეციფიკურ ვაქცინებთან, სულფანილამიდებთან და ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
საერთაშორისო დასახელება: UNDECYLENIC ACID;
მწარმოებელი: IYAX, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: ტრიდეკანამინის უნდეცილენატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 25 მლ
1 ფლ.
ტრიდეკანამინის უნდეცილენატი …….. 0.110 გ
სპრეი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ
1 ფლ.
ტრიდეკანამინის უნდეცილენატი ………0.132 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ტრიეთილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ფუნგისტატიური მოქმედება. აქტიურია დერმატოფიტებთან მიმართებაში: Epidermophiton, Trichophyton, Microsporum. უნდეცილენის მჟავას გააჩნია მომწველი (შემომგარსველი) და გამომშრობი ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა:
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი ცუდად შეიწოვება და პრაქტიკულად არ გააჩნია სისტემური მოქმედება.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირული სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის:
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის წასმა უნდა მოხდეს კანის დაზიანებული უბნის სუფთა, მშრალ ზედაპირზე დღეში 2-3-ჯერ დაავადების ნიშნების გაქრობამდე; მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 4-6 კვირას.
დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობისას, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება იმავე წესით კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში (4 კვირა).
ბავშვებში დოზირებას განსაზღვრავს ექიმი.
მკურნალობის კურსის შემოკლება ზრდის დაავადების რეციდივის რისკს.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება გაღიზიანების რეაქციები, რაც ვლინდება კანის უმნიშვნელო შეწითლებით, რაც დამოუკიდებლად ქრება გარკვეული დროის შემდეგ.
მკურნალობის კურსის დროს, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რაც დაკავშირებულია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან და ვლინდება შეწითლებით, კანის ქავილით, შეშუპებით, წვით, გამონაყარით კანზე.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ტრიდეკანამინის უნდეცილენატისა და პრეპარატის სხვა შემადგენელები კომპონენტების მიმართ;
* 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები:
* დაუშვებელია პრეპარატის წასმა ღია ჭრილობაზე. პერიორბიტალურ უბანზე. ასევე უნდა მოერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.
* ამ პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ დაავადების სიმპტომები არ გაქრა ან გართულდა 7-14 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია დიაგნოზის დასადასტურებლად.
* თუ პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდა გამონაყარი კანზე ან კანის გაღიზიანება, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაციის მიღება.
* პრეპარატი შეიცავს 70% ეთანოლის ხსნარს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კანის ფართო დაზიანებისას, განსაკუთრებით მწვავე დისჰიდროტიური ან ეგზემატოზური ეპიდერმოფიტიის დროს (გამწვავების თავიდან აცილების მიზნით).
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის შიგნით მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. რეკომენდებული კუჭის ამორეცხვა, ხოლო შემდგომი მკურნალობა სიმპტომატურია.
ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ხსნარი – 4 წელი. სპრეი – 2 წელი.
საერთაშორისო დასახელება: CHLORNITROFENOLE
მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: ქლორნიტროფენოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
შემადენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 25 მლ
1 მლ 1 ფლ.
ქლორნიტროფენოლი ………..10 მგ 250 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის, მისი აქტიური კომპონენტები მოქმედებენ სოკოებზე, რომლებიც იწვევენ კანის სოკოვან დაავადებას.
ჩვენებები:
ნიროფუნგინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ დიაგნოზის დასმის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება:
დაზიანებული უბნის დამუშავება უნდა მოხდეს დღეში 2-3-ჯერ, დაავადების კლინიკური ნიშნების სრულ გაქრობამდე.
კლინიკური ნიშნების გაქრობის შემთხვევაში, იმისათვის რომ თავიდან აცილებული იქნას დაავადების რეციდივი, საჭიროა ნიტროფუნგინის გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ 4 კვირის განმავლობაში. თუ არ იქნა პრეპარატის გამოყენების წესი ზუსტად დაცული, შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაავადების გამწვავებას და რეციდივის განვითარებას.
პროფილაქტიკის მიზნით ნიტროფუნგინის გამოყენება ხდება 2-3-ჯერ დღეში კვირაში 2-ჯერ. როგორც წესი, ხსნარი გამოიყენება განზავების გარეშე, თუმცა, ანთებისა და გაღიზიანების შემთხვევაში ნიტროფუნგინის გამოყენება ხდება წყალში განზავებით 1:1.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში არ შემცირდა დაავადების ნიშნები ან პირიქით გამოვლინდა რაიმე გართულება და გვერდითი ეფექტები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა, იშვიათად ვითარდება კანის გაღიზიანება.
ამ და სხვა გვერდითი ეფექტების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
* სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია აცნობოთ ექიმს, რომ თქვენ მკურნალობთ ნიტროფუნგინით.
* არ შეიძლება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ნიტროფუნგინით დამუშავებული კანის ზედაპირზე.
*იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი შეცდომით გამოყენებულ იქნა შინაგანად, მიმართეთ ექიმს!
* პრეპარატი შეიცავს 42,2% სპირტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
ISOSORBIDE DINITRATE
მწარმოებელი: IRBITSKICHIM-PHARM FACTORY SA
მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაზოდილატატორი; ნიტრატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
იზოსორბიდის დინიტრატი ……. 10 მგ
საერთაშორისო დასახელება:
NITROGLYCERIN
მწარმოებელი: KRKA
მოქმედი ნივთიერება: ნიტროგლიცერინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანგინალური საშუალება; პერიფერიული ვაზოდილატატორი უპირატესად ვენურ სისხლძარღვებზე მოქმედი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 25 და 100 ც.
1 ტაბ.
ნიტროგლიცერინი ……… 6.5 მგ