Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 520

ნიტრომინტი – NITROMINT – НИТРОМИНТ

საერთაშორისო დასახელება:

NITROGLYCERIN

მწარმოებელი: უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ნიტროგლიცერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული ვაზოდილატატორი. ანტიანგინალური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი: ბალონში 10 გ (180 დოზა)

1 დოზა

ნიტროგლიცერინი ………..  0.4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ეთანოლი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიტროგლიცერინი მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე და აგანიერებს პერიფერიულ ვენებსა და არტერიებს, ასევე, კორონარულ სისხლძარღვებს, რითაც ამცირებს გულის პრო- და პოსტდატვირთვას, ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას და იშემიური მიოკარდიუმის უზრუნველყოფას ჟანგბადით.

პრეპარატი აუმჯობესებს გულის მუშაობას და ფიზიკური დატვირთვის ამტანობას.

ჩვენებები:

  • ნიტრომინტი გამოიყენება სტენოკარდიის მწვავე შეტევის დროს (ტკივილი გულის არეში) და, ასევე,
  • სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის, პირის ღრუში შესხურების გზით ფიზიკური დატვირთვის წინ;
  • მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამატებითი საშუალება გადაუდებელ სიტუაციაში მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისა და, ასევე, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ავსების წნევის შესამცირებლად;
  • ნიტრომინტის აეროზოლით შეიძლება კორონარული არტერიების სპაზმის პროფილაქტიკა კორონაროგრაფიის დროს.

პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი ერთ წუთში ვლინდება.

მიღების წესი და დოზირება:

ნიტრომინტის აეროზოლი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

დოზირების სარქველზე თითის ყოველი დაჭერა უშვებს ერთ დოზას (ნიტროგლიცერინის 0.4 მგ) აეროზოლის სახით მექანიკური ტუმბოს მქონე ბალონიდან.

ჩვეულებრივი დოზები:

სტენოკარდიის შეტევის დროს უნდა იქნას შესხურებული ერთი ან ორი დოზა ენის ქვეშ მჯდომარე მდგომარეობაში. აუცილებლობის შემთხვევაში 15 წუთის მანძილზე შეიძლება შესხურება არა უმეტეს სამი დოზისა (სარქველზე დაჭერით).

პროფილაქტიკა: ერთი დოზის შესხურება ფიზიკურ დატვირთვამდე 5-10 წუთით ადრე.

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ფილტვების შეშუპებით ან მის გარეშე და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: რეკომენდებული დოზა – სარქველზე 1-3 დაჭერა (0.4-1.2 მგ) სისხლმიმოქცევის კონტროლით (სისტოლური არტერიული წნევა უნდა იყოს 100 მმ ვწყ.სვ.-ზე მაღალი), არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში იმავე დოზის განმეორება შეიძლება 10 წუთში.

კორონაროგრაფიის წინ: პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 1-2 დოზის შესხურება (0.4-0.8 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებს შეუძლიათ იგივე დოზის მიღება.

! არ არის რეკომენდებული ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება ბავშვებში.

თუ ნიტრომინტის აეროზოლი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

როგორ უნდა მიიღოთ ნიტრომინტის აეროზოლი

პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ნიტრომინტის აეროზოლის სასწრაფოდ გამოყენება სიბნელეში, ამიტომ, თუ მას იგი არასოდეს გამოუყენებია, უნდა გაივარჯიშოს და რამდენიმე დოზა ჰაერში გაუშვას. ეს დაგეხმარებათ დოზირების ტუმბოს ავსებაში.

– შეძლებისამებრ დაჯექით;

– მოხსენით ხუფი. აეროზოლი დაიჭირეთ ვერტიკალურად, საჩვენებელი თითი დაადეთ თეთრ ღილაკს;

– გააღეთ პირი და მიიტანეთ მასთან აეროზოლის ბალონი, რაც შეიძლება ახლოს, მიეცით მიმართულება ენის ქვეშ;

– ძლიერად დააჭირეთ ღილაკს, აეროზოლს მიეცით მიმართულება ენის ქვეშ;

– დაუყოვნებლივ დახურეთ პირი, მაგრამ არ შეისუნთქოთ პრეპარატი. აეროზოლის შესხურების დრო შეაჩერეთ სუნთქვა;

– აუცილებლობის შემთხვევაში დაელოდეთ 30 წამი და გაიმეორეთ მთელი პროცედურა.

ბალონის შენჯღრევა გამოყენების წინ არ არის საჭირო.

აღნიშნულის შესრულება ადვილია ღამითაც, რადგან დოზირების სარქველის გამშვები ხვრელის პოვნა შეიძლება შეხებით.

ჭარბი დოზირება:

თუ მიღებულია ნიტრომინტის ძალიან მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. თან უნდა იქონიოთ ინსტრუქცია და აეროზოლის დარჩენილი რაოდენობა ექიმის ინფორმირებისათვის.

გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობილი გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექსური ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, სახის სიწითლე, ღებინება და დიარეა). უკიდურესად მაღალი დოზები იწვევს მეტჰემოგლობინემიას, ციანოზს, დისპნოესა და ტაქიპნოეს.

გადაჭარბებული დოზირების მკურნალობა: მსუბუქ შემთხვევებში -პაციენტის გადაყვანა მწოლიარე მდგომარეობაში ქვემო კიდურების აწეული მდებარეობით. გადაჭარბებული დოზირების მძიმე მოვლენების დროს საჭიროა ინტოქსიკაციისა და შოკის (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსება, ნორადრენალინი და/ან დოფამინი და ა.შ.) მკურნალობის ზოგადი მეთოდების გამოყენება. ადრენალინი უკუნაჩვენებია.

მეტჰემაგლობინემიის განვითარების შემთხვევაში შეიძლება შემდეგი ანტიდოტების და მკურნალობის მეთოდების გამოყენება:

– ვიტამინი C -1 გ ნატრიუმის მარილის სახით შიგნით მისაღებად ან ინტრავენურად;

– მეთილენის ლურჯი ინტრავენურად 1%-იანი ხსნარის 50 მლ-მდე;

– ტოლუიდინის ლურჯი ინტრავენურად, პირველი დოზა 2-4 მგ/კგ-ზე, შემდეგ მრავალჯერადად 2 მგ/კგ-ზე;

– ოქსიგენოთერაპია, ჰემოდიალიზი, სისხლის გადასხმა (გაცვლითი გადასხმა).

გვერდითი მოვლენები:

მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა თავის ტკივილი სისხლძარღვების გაფართოვების შედეგად. პრეპარატის პირველი მიღების ან დოზის გაზრდის დროს შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან ორთოსტატული ჰიპოტენზია გახშირებული გულისცემით, თავბრსუხვევით და სისუსტით. შესაძლებელია, ასევე, წვის ხანმოკლე, მსუბუქი შეგრძნება.

იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ღებინება, სახის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები და, ასევე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

წნევის მკვეთრად გამოხატულმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდში ტკივილის გაძლიერება.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კოლაფსი არარეგულარული გულის რითმით და გონების დაკარგვით.

იშვიათ შემთხვევებში – ძირითადად გადაჭარბებული დოზირების დროს -შესაძლებელია ციანოზი (სახის კანის შეფერვა ნაცრისფრად ან ლურჯად), სისხლის მაჩვენებლების შეცვლა (მეტჰემოგლობინემია), ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

უკუჩვენებები:

ნიტრომინის აეროზოლი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

* ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (თუ ნიტრატების მიღების შემდეგ ადგილი აქვს სახის, კიდურების, ტუჩების, პირის ლორწოვანი გასის, ენის, ხორხის და/ან ხახის შეშუპებას);

* გამოხატული ჰიპოტენზია (დაქვეითებული არტერიული წნევა, სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები);

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ავსების დაბალი წნევით;

* ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობებიდან: მარცხენა პარკუჭის უკმარისობა ავსების დაბალი წნევით, სტენოკარდია, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, პერიკარდიუმის ტამპონადა, აორტული და მიტრალური სტენოზი;

*პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ეს საშიშროება განსაკუთრებით მაღალია ავადმყოფებში გულის კორონარული დაავადებებით);

* თუ პაციენტი იღებს პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს, არ შეიძლება ნიტრომინტის და სხვა ნიტრატების გამოყენება;

* თუ ქალასშიდა წნევა მომატებული (მაგალითად, თავის ტვინში სისხლჩაქცევის ან ტრავმის შემდეგ);

* ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით (შოკი, კოლაფსი) და კარდიოგენული შოკით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საბოლოო დიასტოლური წნევა მარცხენა პარკუჭში უზრუნველყოფილია შიდააორტული ბალონური პულსაციით ან საშუალებებით, რომლებსაც აქვთ დადებითი ინოტროპული ეფექტი).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მოითხოვს რისკისა და სარგებლის საგულდაგულო ანალიზს და უნდა განხორციელდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

* ორთოსტატული ჰიპოტენზიის ან ქალასშიდა წნევის მომატების რისკის დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება მკურნალობის დაწყებამდე. შაკიკისა და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატის მიღება უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.

* აეროზოლის მიღება შეიძლება ქმნიდეს გარკვეულ საშიშროებას ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლის გამოყენების, ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც კი საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

* პრეპარატს შეუძლია შარდით კატექოლამინებისა და ვნმ-ს (ვანილილნუშისებრი მჟავა)  გამოყოფის გაძლიერება.

* მგრძნობელობა ნიტრატებზე სხვადასხვა პაციენტებში შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული დოზის შერჩევის დროს. მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობა.

* პრეპარატი ადვილადაალებადია, ფეთქებადი. არ შეიძლება მისი ჩაგდება ცეცხლში, მაშინაც კი თუ ბალონი ცარიელია.

* ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში: ალკოჰოლური სასმელი არ გამოიყენება ნიტრომინტის აეროზოლით მკურნალობის დროს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა: მკურნალობის პირველ ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და ადვილად დაღლილობა. ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვას ან სამუშაოების შესრულებას მომატებული რისკით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აუცილებელად საჭიროა ექიმის ინფორმირება ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ამჟამად ან რომლის მიღებასაც გეგმავს მომავალში.

– ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება არ შეიძლება, სილდენაფილის (ამ დროს ნიტრომინტის აეროზოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს) მიღებისას.

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღების დროს ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს სიფრთხილეს, რადგან მას ძალუძს სხვა პრეპარატების ეფექტების გაძლიერება ან შეცვლა;

– სისხლძარღვების გამაფართოებელი და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებები, ნეიროლეფსიურები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ყველა მათგანს შეუძლია ნიტროგლიცერინის  ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება);

– დიჰიდროერგოტამინი (მისმა დონემ სისხლში და ეფექტმა შეიძლება მოიმატოს ერთობლივი გამოყენების დროს);

– ჰეპარინი (ჰეპარინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს);

– თუ პაციენტი ადრე იღებდა ორგანულ ნიტრატებს (მაგალითად, დინიტრატს ან იზოსორბიდის მონონიტრატს), მას შეიძლება დასჭირდეს ნიტროგლიცერინის უფრო მაღალი დოზები.

ამჟამინდელი და გადატანილი დაავადებების შესახებ, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და  სითბოს წყაროებისგან დაცულ ადგილას.

პრეპარატის შენახვა და გამოყენება ღია ცეცხლთან ან მოწევის ადგილას აკრძალულია.

ცარიელი ბალონის ცეცხლში ჩაგდება აკრძალულია!

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნიტროგლიცერინი – NITROGLYCERIN – НИТРОГЛИЦЕРИН

საერთაშორისო დასახელება:

NITROGLYCERIN

მწარმოებელი: GENOM BIOTECH

მოქმედი ნივთიერება: ნიტროგლიცერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიოკარდის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი სამკურნალო საშუალება; ნიტრატები და ნიტრიტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

ნიტროგლიცერინი ……….. 500 მკგ

 

ვრცლად ნიტრომინტი(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

ნიტრო (საინექციო) – NITRO – НИТРО

საერთაშორისო დასახელება:

NITROGLYCERIN

მწარმოებელი: ORION CORPORATION

მოქმედი ნივთიერება: ნიტროგლიცერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება; ორგანული ნიტრატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 2 მლ და 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ნიტროგლიცერინი  …………… 5 მგ 10 მგ

1 მლ 1 ამპ.

ნიტროგლიცერინი…………….  5 მგ 25 მგ

 

ჩვენებები:

  • სტენოკარდია, მათ შორის არასტაბილური და პოსტინფარქტული;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მათ შორის მარცხენაპარკუჭოვანი მწვავე უკმარისობა;
  • ფილტვების შეშუპება;
  • ქირურგიულ ოპერაციის დროს (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემეზე) ან მის შემდეგ არტერიული წნევის მომატება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობისა და ჰემოდინამიკის მაჩვენებლების მიხედვით. ინფუზიის დროს უნდა გაკონტროლდეს სისტოლური და დიასტოლური წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, წუთმოცულობა, ეკგ, აგრეთვე ფილტვის არტერიაში სისტოლური და დიასტოლური წნევა.

ჩვეულებრივ რეკომენდებულია საინფუზიო ხსნარის გამოყენება, რომელიც შეიცავს 100მკგ/მლ ნიტროგლიცერინს. ასეთი ხსნარი მზადდება 10მლ საინფუზიო კონცენტრატის (=50მგ ნიტორგლიცერინს) ნიტროს განზავებით 500მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, გლუკოზას 5% ხსნარში, ან გლუკოზა-მარილის ფიზიოლოგიურ ხსნარში 0,1მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარის მიღებამდე. შესაძლებელია უფრო კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება, თუმცა ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 400მკგ/მლ-ში.

საინფუზიო ფლაკონები უნდა იქნას დამზადებული შუშისაგან, ვინაიდან ნიტროგლიცერინი ადსორბირდება პლასტმასით.

პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად, ნელა 10-20მკგ/მლ სიჩქარით. შემდგომში სიჩქარეს უმატებენ 10-20მკგ/კგ-ით 5-10 წუთიანი ინტერვალით პაციენტის რეაქციის მიხედვით. კარგი თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის შეყვანის დროს 50-100მკგ/წუთში სიჩქარით. შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 400მკგ/წუთში. პრეპარატის დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას 8-24 საათის შემდეგ ვითარდება ტოლერანტობა და შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის მომატება.

ნიტროგლიცერინის ინტრავენური შეყვანისას აღინიშნება გამოხატული ჰემოდინამიკური ეფექტები. ამიტომ მისი გამოყენება ხორცილდება მხოლოდ სტაციონარის პირობებში და საჭიროებს კარდიოვასკულურ მდგომარეობაზე მუდმივ დაკვირვებას. სისხლის სისტოლური წნევა არ უნდა შემცირდეს 10-15 მმ ვწყ. სვ. მეტით ნორმოტენზიურ პაციენტებში, ჰიპოტონიურ პირებში კი – 5მმ ვწყ. სვ., პულსის სიხშირე არ უნდა გაიზარდოს 5 დარტყმაზე მეტით წუთში, თუ ამ დროს კლინიკური სურათი მკაფიოდ არ გაუმჯობესდა. რადგან არა არის გამორიცხული მოხსნის სინდრომი, ამიტომ პრეპარატის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ორგანული ნიტრატების მიმართ;

* ჰიპოვოლემია, გამოხატული არტერიული ჰოპოტენზია;

* მარჯვენა პარკუჭის მიოკარდის მწვავე ინფარქტი;

* მომატებული ქალასშიდა წნევა;

* ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;

* გულის ტამპონადა;

* კონსტრიქციული პერიკარდიტი;

* გლაუკომა;

* სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);

* ჰემორაგიული ინსულტი;

* იზოლირებული მიტრალური სტენოზი;

*  18 წლამდე ასაკი.

სილდენაფილი და ნიტრო საინფუზიო კონცენტრატი ინიშნება 48 საათიანი ინტერვალით, ვინაიდან სილდენაფილი იწვევს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტის მკვეთრ გაძლიერებას.

განსაკუთრებული მითეთებები:

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ტვინში სისხლისჩაქცევის, თავის ტრავმის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ანემიის მძიმე ფორმისა და ჰიპერთირეოზის დროს.

 

 

სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და/ან თირკმლების გამოხატული პათოლოგიის დროს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

– პრეპარატის ერთდროული გამოყენების დროს მორფინთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან იწვევს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტის მომატებს.

– ალკოჰოლთან მისი ერთდროული მიღება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას და ცნობიერების დაკარგვას.

– ნიტროგლიცერინი იწვევს დიჰიდროერგოტამინის ბიოშეღწევადობის მომატებას, დიჰიდროერგოტამინ-ინდუცირებული კორონარული სპაზმის განვითარების რისკის ზრდას. ეს მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან დიჰიდროერგოტამინს გააჩნია ანტაგონისტური ეფექტი, რომელიც იწვევს კორონარული არტერიების სპაზმს.

 

 

– ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური მიღება ლიდოკაინის ინფუზიის დროს იწვევს ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას, რაც ხდება ასისტოლიის მიზეზი.

– არსებობს მონაცემები ნიტოგლიცერინით გამოიწვეული რეზისტენტობის შესახებ ჰეპარინის მიმართ ორ პაციენტში.

– სილდენაფილი იწვევს ნიტორგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატი ინიშნება მკაცრი ჩვენებების მიხედვით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემა: ნიტროგლიცერინი იწვევს დოზა-დამოკიდებულ თავის ტკივილს თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაციის გამო. აგზნება და ფსიქიური წონასწორობის დარღვევა აღინიშნება მაღალი დოზების მიღების დროს. გულყრები აღინიშნება იშვიათად.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა: ნიტროგლიცერინის ინტრავენური შეყვანის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა. ხშირად ამას იწვევს შეუმჩნეველი ჰიპოვოლემია. ასევე ნიტორგლიცერინი იწვევს სიმხურვალეს, სისუსტეს, თავბრუსხევავს და პოსტურალულ ჰიპოტენზიას, რომელიც ასოცირდება რეფლეტორულ ტაქიკარდიასთან. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენებით ბეტა-ადრენობლოკატორებთან. შესაძლებელია ნიტორგლიცერინმა გამოიწვიოს ასისტოლია და ბლოკადა.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტი: ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება.

სხვა: ინფუზიის მაღალი სიჩქარის (290მკგ/წუთში) დროს, ან პაციენტებში დაბალი კლირენსით შესაძლებლია მეტჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატება. შეიძლება აღინიშნოს ჰიპოქსემია, რომელიც გამოწვეულია მისი ინტრავენური შეყვანით. აღნიშნული იწვევს პარადოქსულ რეაქციებს, როგორიცაა გულმკერდში ძლიერი ტკივილები და შთ სეგმენტის ცვლილება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, კანის ჰიპერემია და სიმხურვალე, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, კოლაფსი. ამასთან ერთად ადგილი აქვს ქალას შიდა წნევის მომატებას, ცნობიერების დაბინდვას, ნევროლოგიური დარღვევებს.

შემცირებული არტერიულ წნევის კორექტირება სწრაფად ხორცილდება ინფუზიის სიჩქარის შემცირებით, ან მისი სრული შეწყვეტით. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემცირება წარმოებს პაციენტის ზურგზე დაწოლით და ქვემო კიდურების აწევით, შემდგომში ტარდება ინტრავენური ჰიდრატაცია. პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც გართულდა ბრადიკარდიით, საჭიროა ატროპინის ან დოპამინის შეყვანა.

ჰიპოქსია, რომელიც გამოწვეულია მეტჰემოგლობინემიით, იწვევს ციანოზს, მეტაბოლურ აციდოზს, კომას, კოლაფსს. მეტჰემოგლობინემიის ნიველირება ხორცილდება ჟანგბადის დანიშვნით და მეთილენის ლურჯის ინტრავენური შეყვანით (1-2მლ/კგ).

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-250C).

 

ნიტრაზეპამი (აქტიური ნივთიერება) – NITRAZEPAM – НИТРАЗЕПАМ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიტრაზეპამი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს, რომელსაც კარგად აქვს გამოხატული საძილე ეფექტი. იგი ხასიათდება აგრეთვე ანქსიოლიზური, სედატიური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური თვისებებით.

ნიტრაზეპამი ურთიერთქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ლოკალიზებულ სპეციფიკურ ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს გამა-ამინოერბოსმჟავას (გაემ)А რეცეპტორების ალოსტერიულ აქტივაციას. ამის შედეგად ადგილი აქვს გაემ მიმეტური ეფექტების განვითარებას, რაც იწვევს ქლორის ანიონის არხების გახსნას და ამ უკანასკნელის მიერ ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას, ნეირონული აქტივობის დაქვეითებით.

პრეპარტი  ახანგრძლივებს ძილს. მისი საძილე ეფექტი ძირითადად იწყება პრეპარატის მიღებიდან 20-40 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-8 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი ზომიერად თრგუნავს „სწრაფი“ ძილის ფაზას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 80%-ზე მეტს, ხოლო განაწილების მოცულობა – 1.9 ლ/კგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 26 სთ-ს. იგი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები

  • სხვადასხვა გენეზის ძილის დარღვევა, სომნამბულიზმი;
  • ქირურგიული ოპერაციების წინ პრემედიკაციის მიზნით;
  • ეპილეფსიური (მიოკლონური) გულყრებით მიმდინარე ენცეფალოპათიები.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დღეღამური დოზა მოზრდილებში შეადგენს 2.5 მგ-დან 25 მგ-მდე. მიღების სიხშირე ინდივიდუალურია.

ბავშვებში ნიტრაზეპამის დღეღამური დოზა შეადგენს 0.6-1 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების შენელება, კუნთების სისუსტე; იშვიათად თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ამნეზია, დეპრესია, მხედველობის დარღვევა. დაავადების მიმართ მიდრეკილების მქონე ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია სუიციდური მცდელობა, ჰალუცინაციები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – პირის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები

* ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

* წამლის ან ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება;

* მიასთენია;

* ტემპორალური ეპილეფსია;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვით მიმდინარე სამკურნალო პრეპარატებით ან ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა.

ორსულობა და ლაქტაცია

ნიტრაზეპამის გამოყენების უსაფრთხოების ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ჩატარებული არ არის.

ორსულობის I და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდში ნიტრაზეპამის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობის, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ატაქსიის, ძილის დროს აპნოეს, ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევების დროს.

♦ ნიტრაზეპამის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

♦ მკურნალობის პერიოდში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს და აგრეთვე ალკოჰოლური სასმელების გამოყენება ნებადართული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ნიტრაზეპამის კომბინაციით ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან, აგრეთვე ეთანოლთან და ეთანოლშემცველ საშუალებებთან ადგილი აქვს ნიტრაზეპამის ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერებას.

– მიორელაქსანტებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ნიტრაზეპამის კომბინირებისას ადგილი აქვს მათი მოქმედების გაძლიერებას.

– ციმეტიდინი ან ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები აფერხებენ ნიტრაზეპამის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს, რაც იწვევს ნიტრაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას, ხოლო მათი ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ნიტრაზეპამის კონცენტრაციის გაზრდა.

ნიტიფორი – NITTYFOR – НИТТИФОР

საერთაშორისო დასახელება: PERMETHRIN

მწარმოებელი: TEVA Paharmaceutical works CO LTD, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პერმეტრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავისა და ბოქვენის პედიკულოზის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ფლაკონში 60 მლ

1 ფლ.

პერმეტრინი ……….. 300 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიტიფორი წარმოადგენს 0.5%-იან წყალ-სპირტიან ხსნარს, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს პერმეტრინს და მიეკუთვნება სინთეზურ პირეტროიდების ჯგუფს.

პრეპარატი ავლენს პედიკულოციდურ მოქმედებას. იგი სპობს წილებს, ტილებს, განსაკუთრებით თავისა და ბოქვენის ტილებს.

ფარმაკოკინეტიკა:

ნიტიფორის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. იგი მოქმედებს ადგილობრივად. გამოყენებისას ნიტიფორი არ შეიწოვება და არ ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

ჩვენებები:

  • ნიტიფორი გამოიყენება თავისა და ბოქვენის პედიკულოზის აღმოსაფხვრელად.

მიღების წესი და დოზირება:

ტილების დაუყოვნებლივი განადგურება:

თმების დაბანისა და გაშრობის შემდეგ თმები კარგად უნდა დასველდეს განზავებული ხსნარით, თმების ძირებში პრეპარატის შეზელვით. ამის შემდეგ თმები უნდა გაშრეს (გაშრობის დრო დამოკიდებულია თმების სიხშირესა და სიგრძეზე). ხსნარის გაშრობის დროს პრეპარატი ავლენს ტილებისა და წილების გამანადგურებელ მოქმედებას. ამას მოსდევს თმების ჩვეულებრივი ჩამობანა და მოვლა.

! გაფრთხილება:

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კოლექტივში განმეორებით გადადების საშიშროება (მაგ., სკოლაში, ბაღში და ა.შ.,) მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება თმების დაბანის და გაშრობის შემდეგ თმებზე მისი დატოვება. თმებზე წასმული პრეპარატი თავის აქტივობას ინარჩუნებს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, და ამგვარად სპობს ტილებს და მათ შემდგომ გამრავლებას. ასეთ შემთხვევაში დამუშავება შეიძლება განმეორდეს თმების ყოველი დაბანის შემდეგ.

მოკლული წილების თმებიდან მოშორება ხდება ხშირი სავარცხლით ან სათითაოდ, ვინაიდან ისინი მაგრად არიან მიმაგრებული თმებზე ცემენტისმაგვარი მასალით.

ნიტიფორი წაისმევა გაანგარიშებით 10-60 მლ ერთ ადამიანზე თმების სიხშირისა და სიგრძის მიხედვით.

ბოქვენის ტილის გადადებისას:

ბოქვენის თმები კარგად იჟღინთება გაუზავებელი პრეპარატით. ამის შემდეგ თმები უნდა გაშრეს. გაშრობის დროს, კვდება როგორც ბოქვენის ტილი, ასევე წილები. ამის შემდეგ ხდება დაბანვით პრეპარატის მოშორება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (ურტიკარია).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატით დამუშავების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* ნიტიფორით დამუშავება ტარდება კარგად გასანიავებელ შენობაში ან ღია ჰაერზე.

* დამუშავების პროცესში არ დაიშვება პრეპარატის მოხვედრა თვალების, ცხვირის, პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე. პრეპარატით დამუშავებისას აუცილებელია თვალების, ხოლო ანუსის და სასქესო ორგანოების ბამბის ტამპონით დაცვა.

* პრეპარატის ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა მათი გამორეცხვა გამდინარე წყლით.

* დამუშავების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ჭარბი დოზირება:

უცნობია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ნისტატინი (აქტიური ნივთიერება) – NYSTATIN – НИСТАТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნისტატინი მიეკუთვნება პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს და პროდუცირდება აქტინომიცეტ Streptomyces noursei მიერ. ნისტატინი სელექტიურად მოქმედებს პათოგენურ, განსაკუთრებით საფუარის მაგვარ, კანდიდას ჯგუფის სოკოებზე და ასპერგილებზე, ცვლის მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის შეღწევადობას და ამცირებს მათ ზრდას. არ არის აქტიური ბაქტერიების, აქტინომიცეტების და ვირუსების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ანტიბიოტიკის ფუნგისტატური კონცენტრაცია სისხლში და ქსოვილებში მიიღწევა მხოლოდ პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას. პრეპარატი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და არ შედის სპირალურ სითხეში. შიგნით მიღებული ძირითადი მასა გამოიყოფა სწორი ნაწლავის გზით შეუცვლელ მდგომარეობაში.

გამოყოფილ მასებში აღინიშნება პრეპარატის მაღალი კოცენტრაცია, რომელიც საკმარისია სამკურნალო ეფექტის გამოსავლენად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი კანდიდომიკოზის დროს. შეწოვილი პრეპარატის ფრაქცია გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები

  • ნისტატინი გამოიყენება კანდიდა ჯგუფის სოკოებით (Candida albicans და სხვა) გამოწვეული დაავადებების, ლორწოვანი გარსი კანდიდოზის (პირის ღრუს, საშოს და ა.შ.), კანის და შინაგან ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების, თირკმელის და სხვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
  • პროფილაქტიკისათვის უნიშნავენ პირებს, რომელთაც უტარდებათ ხანგრძლივი თერაპია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით, სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების პერორალური გამოყენების დროს, ლევომიცეტინის, ნეომიცინის და სხვა, აგრეთვე დასუსტებულ ავადმყოფებს.

დოზირების რეჟიმი

ნისტატინის ტაბლეტი მიიღება per os და მისი დაღეჭვა დაუშვებელია.

– მოზრდილებში – 500.000 ერთეული დღეში 3-4-ჯერ ან 250.000 ერთ დღეში 6-8-ჯერ. სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.500.000-3.000.000 ერთ.

– მძიმე გენერალიზებული კანდიდომიკოზის დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 4.000.000-6.000.000 ერთ-მდე.

– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100.000 ერთ დღეში 2-3-ჯერ;

– 1-დან 5 წლის ასაკის ბავშვებში – 2000.000 ერთ დღეში 2-3-ჯერ;

– 6 წელზე უფროსი ბავშვები იღებენ მოზრდილების დოზას.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა – 10-14 დღე (დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და პრეპარატის მიმართ ტოლერანტობაზე). ქრონიკულ მორეციდივე და გენერალიზებული კანდიდოზის დროს მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 კვირის შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ნისტატინი ნაკლებად ტოქსიურია. გვერდით მოვლენებს ჩვეულებრივ არ იწვევს, მაგრამ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გულისრევა, პირღებინება დიარეა, ტემპერატურის მომატება, კანკალი, ალერგიული რეაქციები და სხვა. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზას ამცირებენ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

ნისტატინის მკურნალობისას რეზისტენტობა ნელა ვითარდება.

ჭარბი დოზირება

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კანდიდამიკოზის პროფილაქტიკისთვის სასურველია ნისტატინის კომბინირება ბენზილპენიცილინების მარილებთან, ამინოგლიკოზიდებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ლევომიცეტინთან, ნეომიცინთან და სხვა.

ნისტატინი – NYSTATIN – НИСТАТИН

საერთაშორისო დასახელება:

NYSTATIN  

მწარმოებელი: PHYTOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ნისტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნისტატინი …………   500000სე

 

ვრცლად ნისტატინი (აქტიური ნივთიერება)

ნიმოტოპი – NIMOTOP – НИМОТОП

საერთაშორისო დასახელება: NIMODIPINE

მწარმოებელი: BAYER HEALTH CARE AG, ნიმოდიპინი

მოქმედი ნივთიერება: ნიმოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 და 10 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნიმოდიპინი …………..          30 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკოში 50 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ფლ.

ნიმოდიპინი ………..         200 მკგ 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიმოტოპს გააჩნია თავის ტვინზე ანტივაზოკონსტრიქციული და ანტიიშემიური მოქმედება. იგი ახდენს სისხლძარღვების შევიწროების პრევენციას, რომელიც in vitro ცდებში გამოწვეულია სხვადასხვა ვაზოაქტიური ნივთიერებებით (მაგალითად, სეროტონინი, პროსტაგლანდინები და ჰისტამინი) და აგრეთვე სისხლით ან მისი დაშლის პროდუქტებით.

თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევის დროს პრეპარატი აფართოვებს თავის ტვინის სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ტვინის სისხლმომარაგებას. დამატებით პერფუზია ამ დროს, როგორც წესი, უფრო ძლიერად არის გამოხატული თავის ტვინის დაზიანებულ და იმ უბნებში, რომლებიც ადრე არასაკმარისად მარაგდებოდნენ სისხლით. ნიმოტოპის გამოყენებამ საგრძნობლად შეამცირა სიკვდილიანობა და იშემიური ნევროლოგიური დარღვევების სიხშირე, გამოწვეული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევებით.

ნიმოტოპი მოქმედებს ნეირონის და სისხლძარღვთა რეცეპტორებზე, რომლებიც კალციუმის არხებითაა დაკავშირებული. იგი იცავს ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს მათ ფუნქციას, ზრდის თავის ტვინში სისხლმიმოქცევას, აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მიერ იშემიისადმი ტოლერანტობას. ამ დროს არ ვითარდება “მიტაცების სინდრომი”. იგი დადებით ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე ტვინის ფუნქციის მოშლისას. ამავე დროს უმჯობესდება პაციენტთა ზოგადი მდგომარეობა, მათი პიროვნული და ქცევითი რეაქციები, უმჯობესდება ფსიქომეტრული ფუნქციური ტესტების შედეგები.

ჩვენებები:

ნიმოტოპის ინტრავენური ინფუზია:

  • იშემიური ნევროლოგიური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომლებიც გამოწვეულია ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდგომი სისხლძარღვოვანი სპაზმით;
  • ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდგომი იშემიური ნევროლოგიური დარღვეების პროფილაქტიკისთვის;
  • თავის ტვინის ფუნქციის გამოხატული დარღვევებისას ხანდაზმულ პაციენტებში (მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, მანქანის მართვის უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა)

მკურნალობის წინ უნდა დადგინდეს, რომ სიმპტომები ისეთი დაავადებით არ არის გამოწვეული, რომლებიც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.

მიღების წესი და დოზირება:

ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევებისას: რეკომენდებულია ინტრავენური ინფუზიის სახით ნიმოტოპის გამოყენება 5-14 დღის განმავლობაში, დოზით 1 მგ. პირველი ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ-ს. კარგი ტოლერანტობისას პრეპარატის მიმართ შემდგომი 2 სთ-ის განმავლობაში შეჰყავთ ინფუზიით 2 მგ, ინფუზიური მკურნალობის შემდეგ 2 ტაბ. 6-ჯერ დღეში.

ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას: რეკომენდებულია ინტრავენურად ნიმოტოპი 7-10 დღის განმავლობაში, შემდგომში ტაბლეტების გამოყენებით: 2 ტაბ 6-ჯერ დღეში.

ხანდაზმულებში თავის ტვინის ფუნქციის დარღვევისას: რეკომენდებულია 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში (3-ჯერ 30 მგ). არასასურველი რეაქციისას დოზა უნდა შემცირდეს, ან შეწყდეს მისი მიღება. ღვიძლის მძიმე დაავადებისას დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, განსაკუთრებით ციროზის დროს, ნიმოტოპის ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს პირველადი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინაქტივაციის შემცირების გამო. შესაბამისად იზრდება პრეპარატის თერაპიული და გვერდითი ეფექტების გამოვლენა, განსაკუთრებით ჰიპოტენზიური ეფექტის. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს არტერიული წნევის მაჩვენებლების მიხედვით.

ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა: 5-14 დღის განმავლობაში ინფუზიის შემდგომ,  ტაბლეტების მიღება 7 დღის განმავლობაში.

ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა: 7-10 დღე ინფუზიის შემდეგ ტაბლეტების მიღება 11-14 დღის განმავლობაში.

თავის ტვინის ფუნქციის მოშლა ხანდაზმულებში: თუ მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, საჭიროა დასაბუთდეს ჩვენებები, რათა მკურნალობა გაგრძელდეს.

ტაბლეტი ინიშნება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად, არაუხშირეს 4 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი, გაუვალობა (პარეზის გამო).

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, მოტორული აგზნება, აგრესიულობა,  ოფლიანობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: წნევის დაქვეითება, სახის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ბრადიკარდია, იშვიათად ტაქიკარდია.

ცვლილებები სისხლში: იშვიათად თრომბოციტოპენია.

კანის მხრივ: კანის სიწითლე, პერიფერიული შეშუპება.

უკუჩვენებები:

* ნიმოტოპი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაზიანების;

* თავის ტვინის გენერალიზებული შეშუპების;

* ქალასშიდა წნევის მკვეთრი მომატების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილეა საჭირო ნიმოტოპის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სხვა მრავალი დაავადება, აგრეთვე,

* თირკმელების მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ ნაკლები);

* გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს.

* სიფრთხილეა საჭირო არტერიული ჰიპოტონიის დროს (სისტოლური წნევა 100 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ინტოქსიკაცია, მიმდინარე ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით ან ბრადიკარდიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ცნს-ის მხრივ მოვლენებით (მაგ. ღებინება).

ჭარბი დოზირების სიმპტომებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. ჰიპოტენზიის დროს ინტრავენურად ნაჩვენებია დოპამინი ან ნორადრენალინი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნიმოტოპი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას. იგი არ ინიშნება ინტრავენური β-ბლოკატორების გამოყენებისას, წნევის შესაძლო დაქვეითების გამო.

– ნიმოტოპის კომბინირება H2-ჰისტამინორეცეპტორების ანტაგონისტ ციმეტიდინთან და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატ ვალპროის მჟავასთან, ზრდის ნიმოტოპის კონცენტრაციას სისხლში.

– კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების: ფენობარბიტალის, ფენიტოინის, კარბამაზეპინის ხანგრძლივი მიღება ამცირებს ნიმოტოპის ეფექტს პერორალური მიღებისას. ამიტომ  მათი ერთად დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.

–  ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და ანტიდეპრესანტებთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.

– რიფამპიცინმა შეიძლება დააჩქაროს ნიმოტოპის მეტაბოლიზმი, ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო.

– გრეიფრუტი თრგუნავს დიჰიდროპირიდინების მეტაბოლიზმს, რაც ზრდის სისხლში ნიმოტოპის კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნიმოტას – ცდ – NIMOTAS – CD – НИМОТАС – CD

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: ITAS PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო  საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

ნიმესულიდი …………..  100 მგ

 

ვრცლად მაგენოლი ტაბლეტები

ნიმესილი – NIMESIL – НИМЕСИЛ

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARIN GROUP

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი .

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო  საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად: პაკეტში, შეფუთვაში 30 ც.

1 პაკ.

ნიმესულიდი ………….    100 მგ

 

ვრცლად ეფრიდოლი

Don`t copy text!