Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 524

ნეომიდანტანი – NEOMIDANTAN – НЕОМИДАНТАН

საერთაშორისო დასახელება:

AMANTADINE

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ამანტადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპარკინსონული და ანტივირუსული სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ამანტადინის ჰიდროქლორიდი ………… 100 მგ

 

ვრცლად პკ–მერცი

ნეო-ანგინ N – NEO-ANGIN N – НЕО-АНГИН N

მწარმოებელი: DIVAPHARMA-KNUFNIKE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკი, სადეზინფექციო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი ……….   1.2 მგ

კრეზოლი …………………………………   600 მკგ

მენთოლი ………………………………..     5.72 მგ

უშაქრო ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი …….     1.2 მგ

კრეზოლი ………………………………       600 მკგ

მენთოლი …………………………………    5.72 მგ

 

ვრცლად სტრეპსილსი

ნეო სპრეი მელატონინი – Neo Spray MELATONINA – НЕО СПРЕЙ МЕЛАТОНИН

საერთაშორისო დასახელება:

Melatonin

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა , ესპანეთი

კომპანია: ფარდი მედიქალსი, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: მელატონინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

შემადგენლობა:

მელატონინი,  პირიდოქსინ ქლორჰიდრატი, თიამინი, ბარამბოს ექტრაქტი, ლავანდას ექსტრაქტი, გლიცერინი, ლიმონის არომატიზატორი

გამოშვების ფორმა:

სპრეი სუბლინგვალური გამოყენებისთვის  25 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები

წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული  აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება – განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ). აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

ჩვენება:

  • როგორც საძილე საშუალება
  • ჩაძინების დროის გახანგრძლივება
  • როგორც ადაპტოგენი ბიოლოგიური რითმების ნორმალიზაციის მიზნით

დოზირება და მიღების წესი:

8 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: 4 შესხურება ყოველ დღე, სასურველია საღამოს ძილის წინ

როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 4 შესხურება დაძინებამდე 30-40  წუთით ადრე

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:

4 შესხურება დღეში

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-300C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ნეო ენტეროსეპტოლი – NEO-ENTEROSEPTOL – НЕО-ЭНТЕРОСЕПТОЛ

საერთაშორისო დასახელება:

LOPERAMIDE

მწარმოებელი: SPECIFAR S.A.

მოქმედი ნივთიერება: ლოპერამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 18 ც.

1 კაფს.

ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი ……… 2 მგ

 

ვრცლად ლოპედიუმი

ნეო ბოროჩილინა “C” – NEO BOROCHILLINA “C” – НЕО-БОРОЧИЛЛИНА “C”

მწარმოებელი: ALFA WASSERMANN, იტალია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი ………   1.2 მგ

ასკორბინის მჟავა ……………………..     70 მგ

დახმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ლიმონის შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო-ბოროჩილინა წარმოადგენს 2.4-დიქლორბენზილის სპირტისა და ასკორბინის მჟავას შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც იყენებენ პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტის 2% კონცენტრაცია ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით პირის ღრუს დაავადების გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმების მიმართ.

ასკორბინის მჟავა აძლიერებს 2.4-დიქლორბენზილის სპირტის ანტისეპტიკურ მოქმედებას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და კარგად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ასკორბინის მჟავას ნორმალური კონცენტრაცია პლაზმაში და ლეიკოციტებში შეადგენს 5-12 მკგ/მლ და 250 მკგ/მლ-ს იზოლირებული ლეიკოციტების შემთხვევაში. გაცივების დროს, როდესაც ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაქვეითებულია, 1 გ პრეპარატის მიღების დროს მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 5-10 მკგ/მლ-ში 1-5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს, ხახისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
  • პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კბილების ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე,

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

იმისათვის, რომ ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ლორწოვან გარსზე გახანგრძლივდეს, საჭიროა მათი დიდხანს გაჩერება პირის ღრუში.

გვერდითი მოვლენები:

არ ახასიათებს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან ქიმიური სტრუქტურით მისი მონათესავე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნეო-ბოროჩილინა შეიცავს საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

* ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. მკურნალობის მოკლე კურსით (არა უმეტეს 7 დღე), სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.

* არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნელადექსი თვალის/ყურის წვეთები, თვალის მალამო – NELADEX EYE/EAR DROPS, EYE OINMENT – НЕЛАДЕКС ГЛАЗНЫЕ/УШНЫЕ КАПЛИ, ГЛАЗНАЯ МАЗЬ

საერთაშორისო დასახელება: DEXAMETHASONE; NEOMYCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინ B

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის/ყურის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 5 მლ.

1 მლ

დექსამეტაზონი ………. ………….  1 მგ

ნეომიცინის სულფატი………         3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი ………    6000 სე

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ ნატრიუმი 80, საინექციო წყალი.

თვალის მალამო: ტუბში 5 გ.

1 გ

დექსამეტაზონი …………….          1 მგ

ნეომიცინის სულფატი ……….      3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი ………    6000 სე

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი და რბილი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნელადექსს გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.

ჩვენებები:

  • თვალის ანთებითი და ინფექციურ-ალერგიული დაავადებები;
  • მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტები;
  • სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

მიღების წესი და დოზირება:

თვალი: წვეთები კონიუნქტივალურად 1-2 წვეთი 4-6-ჯერ დღე-ღამეში (მსუბუქი ინფექციებისას) ან ყოველ საათში (მძიმე ინფექციებისას); სიმპტომების შესუსტების მიხედვით შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.

ნელადექსის მალამოს მცირე რაოდენობა თავსდება ქვედა ქუთუთოს უკან 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და ძილის წინ), ან მხოლოდ ძილის წინ ნელადექსის წვეთებთან ერთად კომბინაციაში.

ყური: გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ნელადექსი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; აგრეთვე

* თვალის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

ნეირორუბინი – NEURORUBINE – НЕЙРОРУБИН

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 3 მლ (1 ამპულა)

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)   ……………….   100 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) …………    100  მგ

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)  …………………………..      1 მგ

დამხმარე ნივთიერებები.

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

თიამინის მონონიტრატი ……………………….. 200მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი …………….   50მგ

ციანკობალამინი …………………………………    1 მგ

დამხმარე ნივთიერებები.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეირორუბინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების (ვიტამინები B1, B6, B12,) თვისებებით.

ვრცლად ბენევრონი B

ნეირომიდინი-ავერსი – NEIROMIDIN-AVERSI – НЕЙРОМИДИН-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

IPIDACRINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: იპიდაკრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქოლინესთეაზას ინჰიბიტორი, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის სტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 ბლისტერი.

1 ტაბ.

იპიდაკრინის ჰიდროქლორიდი ……  20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

 

ვრცლად ნეირომიდინი

ნეირომიდინი – NEIROMIDINUM – НЕЙРОМИДИН

საერთაშორისო დასახელება:

IPIDACRINE

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: იპიდაკრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქოლინესთეაზას ინჰიბიტორი, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის სტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

იპიდაკრინი …………..      20 მგ

საინექციო ხსნარი კანქვეშ ან კუნთებში შესაყვანად 0.5%: შეფუთვაში 10 ამპ.

1 მლ

იპიდაკრინი ……………      5 მგ

საინექციო ხსნარი კანქვეშ ან კუნთებში შესაყვანად 1.5%: შეფუთვაში 10 ამპ.

1 მლ

იპიდაკრინი ……………… 15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეირომიდინი  წარმოადგენს პერორალური გამოყენების ქოლინოლიზურ საშუალებას,  ქოლინესთერაზას შექცევად ინჰიბიტორს. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ორი მოლეკულური ეფექტის ხელსაყრელი კომბინაციით: უჯრედის მემბრანის კალიუმის იონებისადმი განვლადობის დათრგუნვით და აცეტილქოლინესთეაზას შექცევადი ინჰიბირებით. ამასთან, პრეპარატის მოქმედების მექანიზმში კალიუმის არხების ბლოკირებას წამყვანი როლი ენიჭება. მემბრანის კალიუმის იონებისადმი განვლადობის დათრგუნვა განაპირობებს აგზნებული მემბრანის მოქმედების პოტენციალის რეპოლარიზაციის ფაზის გახანგრძლივებას და პრესინაფსური აქსონის აქტივობის მომატებას. ეს იწვევს პრესინაფსურ ტერმინალში კალციუმის იონების შესვლის გაძლიერებას და შედეგად მედიატორის უფრო დიდი რაოდენობით გამოთავისუფლებას ყველა სინაფსურ ნაპრალში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პოსტსინაფსური უჯრედის უფრო ძლიერ სტიმულაციას მედიატორ-რეცეპტორული ურთიერთქმედების შედეგად.

ქოლინესთერაზას ინჰიბირების საშუალებით ნეირომიდინი ხელს უშლის აცეტილქოლინის ფერმენტულ ჰიდროლიზს, განაპირობებს ნეირომედიატორის უფრო მეტად დაგროვებას სინაფსურ ნაპრალში და პოსტსინაფსური უჯრედის ფუნქციური აქტივობის (კუმშვადობა, გამტარებლობა, აგზნებადობა) გაძლიერებას. ნეირომიდინი ასტიმულირებს სინაფსურ გადაცემას ნერვ-კუნთოვან დაბოლოებებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პრეპარტი აძლიერებს გლუვ კუნთზე არა მხოლოდ აცეტილქოლინის, არამედ ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინისა და ოქსიტოცინის მოქმედებას.

ნეირომიდინს გააჩნია შემდეგი ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნერვ-კუნთოვანი გადაცემის აღდგენა და სტიმულაცია; პერიფერიულ ნერვულ სისტემაში იმპულსის გატარების აღდგენა, მისი სხვადასხვა გენეზის (ტრავმით, ანთებით, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით, ზოგიერთი ანტიბიოტიკით, ტოქსინებით, კალიუმის ქლორიდით და სხვა ფაქტორებით განპირობებული). ბლოკადის შემდეგ; აგონისტების (კალიუმის ქლორიდის გარდა) ზემოქმედებით განპირობებული გლუვკუნთოვანი ორგანოების კუმშვადობის გაძლიერება; ცნს-ის ზომიერი სპეციფიკური სტიმულაცია სედატიური ეფექტის სპორადული გამოვლინებებით; მეხსიერების გაუმჯობესება. პრეპარატს არ გააჩნია ტერატოგენული, ემბრიოტოქსიკური, მუტაგენური, კანცეროგენული, ალერგიული და იმუნოტოქსიკური მოქმედება, არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ნეირომიდინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უპირატესად 12-გოჯა ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10 მგ ნეირომიდინის პერორალური მიღებიდან 1 სთ-ში. პრეპარატი სისხლიდან სწრაფად გადადის ქსოვილებში და წონასწორობის მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების მხოლოდ 2% აღინიშნება. ნახევარგამოყოფის პერიოდი(T1/2) გადანაწილების ფაზაში შეადგენს 40 წთ-ს. აქტიური ნივთიერების დაახლოებით 40-55% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, მცირე რაოდენობით ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით

ნეირომიდინის ელიმინაცია ხორციელდება უპირატესად თირკმელებით, როგორც შეუცვლელი ფორმით, ასევე მეტაბოლიტების სახით (2/3 – მილაკოვანი სეკრეციით, 1/3 – გორგლოვანი ფილტრაციით). პერორალური მიღების შემდეგ დოზის მხოლოდ 3.7% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად.

ჩვენებები:

  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევროპათია, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია, პოლირადიკულონევროპათია, მიასთენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიასთენიური სინდრომი;
  • მოძრაობის დარღვევებით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები (აღდგენითი პერიოდი);
  • ბულბარული დამბლა, პარეზები;
  • დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები (კომპლექსური მკურნალობა);
  • სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევა (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური დემენციის სხვა ფორმები);
  • ნაწლავის ატონია.

მიღების წესი და დოზირება:

ნეირომიდინის ტაბლეტები მიიღება პერორალურად წყალთან ერთად, დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით.

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, მიასთენიისა და მიასთენიური სინდრომის დროს ინიშნება 10-20 მგ (0.5-1 ტაბლეტი) 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია რამდენჯერმე, კურსებს შორის 1-2 თვიანი ინტერვალის დაცვით.

ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის მძიმე დარღვევების დროს, მიასთენიური კრიზების თავიდან აცილების მიზნით, ნეირომიდინის საინექციო ფორმით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემდეგ თერაპია გრძელდება პრეპარატის პერორალური ფორმით, დოზით 20-40 მგ (1-2 ტაბლეტი) 5-6-ჯერ დღეში.

სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევის (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური ჭკუასუსტობის სხვა ფორმები) დროს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 200 მგ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1 თვიდან 1 წლამდე.

ნაწლავის ატონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ინიშნება 20 მგ (1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ნეირომიდინი კარგი ამტანობით ხასიათდება; იშვიათად, 10%-ზე ნაკლებ პაციენტებში აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: გაძლიერებული ნერწყვდენა, გაძლიერებული ოფლიანობა, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ფაღარათი, ბრონქული სეკრეციის გაძლიერება, კრუნჩხვები, ჰიპერსალივაციისა და ბრადიკარდიის შემცირება შესაძლებელია მ-ქოლინოლიზური პრეპარატებით (ატროპინი და სხვ.).

იშვიათად, მაღალი დოზების მიღებისას: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, ღებინება, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ასეთ შემთხვევებში დოზას ამცირებენ, ან დროებით (1-2 დღე) წყვეტენ ნეირომიდინის მიღებას.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები მსუბუქად არის გამოხატული და ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს პრეპარატის მიღების შეწყვეტის მიზეზს. ნეირომიდინით მკურნალობის დროს ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტების მკვეთრად გამოვლენისას, ან იმ გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

* იპიდაკრინის ან პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ეპილეფსია;

* ჰიპერკინეზით მიმდინარე ექსტრაპირამიდული დარღვევები;

* ვესტიბულური დარღვევები, მიდრეკილება ვესტიბულური დარღვევის მიმართ;

* გამოხატული ბრადიკარდია (მკურნალობის დაწყებამდე, მოსვენების მდგომარეობაში პულსის სიხშირე

* სტენოკარდია;

* ბრონქული ასთმა;

* ნაწლავების ან საშარდე გზების ობსტრუქცია;

* კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნეირომიდინის გამოყენება დაუშვებელია. პრეპარატი ზრდის მიომეტრიუმის ტონუსს, რაც შესაძლოა გახდეს სამშობიარო მოქმედების ნაადრევი დაწყების მიზეზი.

ნეირომიდინის გამოყენება შესაძლებელია სამშობიარო მოქმედების სისუსტის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნეირომიდინის მიღების დროს შესაძლებელია აღინიშნოს ალცჰაიმერის დაავადების, ეპილეფსიის, თირეოტოქსიკოზის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, მწვავე რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებში, ან ანამნეზში სასუნთქი სისტემის ობსტრუქციული დაავადებების არსებობისას.

* ნეირომიდინით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება, რადგანაც ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის არასასურველ გვერდით ეფექტებს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ნეირომიდინით მკურნალობის დროს, მისი შესაძლო სედატიური ეფექტის გამო, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფესა და ყურადღების კონცეტრირებას.

ჭარბი დოზირება:

ნეირომიდინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ქოლინერგული კრიზი: მადის დაქვეითება, ბრონქოსპაზმი, ცრემლდენა, გაძლიერებული ოფლდენა, მიოზი (გუგები შევმწროება), ნისტაგმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება, სპონტანური შარდვა და დეფეკაცია, ღებინება, სიყვითლე, ბრადიკარდია, გულის გამტარებლობის დარღვევა, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, შფოთვა, მღელვარება, აგზნებადობა, შიში, ატაქსია, კრუნჩხვები, კომა, მეტყველების დარღვევა, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე. სიმპტომები შეიძლება იყოს სუსტად გამოხატული.

მკურნალობა: მ-ქოლინოლიზური მედიკამენტები (ატროპინი, ციკლოდოლი, მეტაცინი და სხვ.).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნეირომიდინით თერაპიის დროს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება.

– პრეპარატი ასუსტებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდები და სხვა.) და კალიუმის ქლორიდის დამთრგუნველ ზემოქმედებას ნერვ-კუნთოვან გადაცემასა და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში აგზნების გატარებაზე.

– ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირების შემთხვევაში ნეირომიდინი აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს.

–  პრეპარატის მოქმედება და გვერდითი მოვლენები ძლიერდება ქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებთან და მ-ქოლინომიმეტურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენების დროს.

– Miastenia Gravis-ით დაავადებულ პაციენტებში ქოლინერგული კრიზის განვითარების რისკი მატულობს იმ შემთხვევაში, თუ ნეირომიდინის მიღება ხდება სხვა ქოლინერგულ საშუალებებთან ერთად.

– ბრადიკარდიის განვითარების რისკი მატულობს, თუკი პაციენტი ნეირომიდინით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალობდა β-ადრენობლოკატორებით.

– პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ცერებროლიზინთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

ნეიპოგენი (გაგრძელება) – NEUPOGEN – НЕУПОГЕН

სხვა: უნდა გამოირიცხოს ინფექციის ისეთი მიზეზი, როგორიც არის ვირუსული ინფექცია. ელენთის გადიდება წარმოადგენს ნეიპოგენით მკურნალობის უშუალო შედეგს. კლინიკური კვლევის დროს 31% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით პალპაციით აღინიშნებოდა სპლენომეგალია. რენტგენოგრაფიის დროს მისი მოცულობის გაზრდა აღინიშნება მკურნალობის დაწყების შემდეგ და გააჩნია ტენდენცია სტაბილიზაციისაკენ. დადგენილია, რომ დოზის შემცირება ანელებს, ან აჩერებს ელენთის ზრდას. 3% ავადმყოფებს ესაჭიროებოდათ სპლენექტომია. ელენთის ზომები კონტროლირდება რეგულარულად. ელენთის ზომის დასადგენად აუცილებელია მუცლის პალპაცია.

– მცირერიცხოვან ავადმყოფებში აღინიშნება ჰემატურია და პროტეინურია, მათი კონტროლისათვის აუცილებელია შარდის რეგულარული ანალიზი.

– პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში და ავადმყოფებში აუტოიმუნური ნეიტროპენიით გამოკვლეული არ არის.

* ავადმყოფები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია

მობილიზაცია: რანდომიზირებული კვლევები ორი რეკომენდებული მობილიზაციის მეთოდების შესადარებლად (მხოლოდ ფილგრისტიმი ან კომბინაციაში მიელოსუპრესულ ქიმიოთერაპიასთან) ავადმყოფთა ერთნაირ კონტიგენტზე არ ჩატარებულა. სხვაობის ხარისხი ცალკეულ ავადმყოფთა და CD34+ უჯრედების ლაბორატორიულ განსაზღვრას შორის ადასტურებს, რომ სხვადასხვა კვლევების პირდაპირი შედარება გაძნელებულია. ამიტომ, ოპტიმალური მეთოდის რეკომენდაცია ძნელია. მობილიზაციის მეთოდის შერჩევა ხდება აღნიშნული ავადმყოფის მკურნალობის საერთო მიზნის მიხედვით.

წინამორბედი მკურნალობა ციტოტოქსიკური საშუალებებით:

– ავადმყოფებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ აქტიური მიელოსუპრესული თერაპია, შეიძლება არ მოხდეს უჯრედების-წინამორბედების საკმარისი აქტივაცია მინიმალურ დონემდე (≥2.0X106 CD34/კგ) ან თრომბოციტების რიცხვის ნორმალიზაციის დაჩქარება.

– ზოგიერთ ციტოსტატურ საშუალებებს გააჩნიათ განსაკუთრებული ტოქსიკურობა ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მიმართ და უარყოფითად მოქმედებენ მათ მობილიზაციაზე; ისეთმა საშუალებებმა, როგორიც არის მელფალანი, კარმუსტინი და კარბოპლატინი, თუ ისინი ინიშნებოდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციამდე, შეიძლება შეამცირონ მისი ეფექტურობა.

– ნეიპოგენის ერთდროული გამოყენება მელფალანთან, კარბოპლატინთან ან კარმუსტინთან ერთად ეფექტურია უჯრედების-წინამორბედების აქტივაციისათვის.

– თუ იგეგმება პერიფერიული უჯრედების-წინამორბედების გადანერგვა, რეკომენდებულია დაიგეგმოს ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უჯრედების-წინამორბედების რიცხვს, რომლებიც განიცდიან აქტივირებას ავადყმოფებში მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე. თუ მობილიზაციის შედეგი, ზევით მოყვანილი კრიტერიუმების შესაბამისად, არასაკმარისია, უნდა განხილულ იქნას მკურნალობის ალტერნატიული სახეობა, რომელიც არ მოითხოვს უჯრედების წინამორბედების გამოყენებას.

უჯრედების-წინამორბედების შეფასება: უჯრედების-წინამორბედების რიცხვის შეფასებისას, რომლებიც განიცდიან მობილიზაციას ავადმყოფებში ნეიპოგენით მკურნალობის დროს, უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება რაოდენობრივ მეთოდს. CD34+ უჯრედების რიცხვის ციტომეტრული ანალიზის შედეგი განსხვავდება კონკრეტული მეთოდოლოგიის შესაბამისად. დამოკიდებულების სტატისტიკური ანალიზი შეყვანილი CD34+  უჯრედების რიცხვსა და თრომბოციტების რაოდენობის ნორმალიზაციას შორის მიუთითებს რთულ, მაგრამ სტაბილურ დამოკიდებულებაზე.

*სიფრთხილის სხვა ზომები:

– ავადმყოფებში თანხმლები ძვლოვანი პათოლოგიით და ოსტეოპოროზით, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი მკურნალობა ნეიპოგენით 6 თვის განმავლობაში, ნაჩვენებია ძვლის ნივთიერების სიმკვრივის კონტროლი.

– კვლევა ნეიპოგენის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში თირკმელების და ღვიძლის დაზიანებით არ არის ჩატარებული, ამიტომ მისი დანიშვნა ავადმყოფთა ამ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

– ნეიპოგენის მოქმედება ავადმყოფებში მიელოდური უჯრედების-წინამორბედების შემცირების დროს შესწავლილი არ არის. ნეიპოგენი ზრდის ნეიტროფილების რიცხვს უჯრედებ-წინამორბედებზე ზემოქმედებით. ამიტომ ავადმყოფებში უჯრედების-წინამორბედების შემცირებით (მაგალითად, ინტენსიური სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დროს) ნეიტროფილების რიცხვის მომატების ხარისხი შეიძლება იყოს დაბალი.

ნეიპოგენის ზემოქმედება რეაქციაზე “ტრასპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ” დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ნეიპოგენის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-2 დღის შემდეგ ცირკულაციაში მყოფი ნეიტროფილების რიცხვი მცირდება 50%-ით და უბრუნდება ნორმას 1-7 დღის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნეიპოგენის და მიელოსუპრესული ციტოსტატური ქიმიოპრეპარატების ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. იმის გამო, რომ აღინიშნება მგრძნობელობა სწრაფად გამყოფი მიელოიდური უჯრედების მხრივ მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიის მიმართ, ნეიპოგენის დანიშვნა 24 საათით ადრე ამ პრეპარატების შეყვანამდე, ან 24 საათით შემდეგ არ არის რეკომენდებული.

– წინასწარი მონაცემები ავადმყოფების მცირე რიცხვის მიხედვით, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნეიპოგენს და 5-ფტურორურაცილს, ადასტურებს, რომ ნეიტროპენის სიმძიმის ხარისხი შეიძლება გაიზარდოს.

– შესაძლებელი ურთიერთქმედება სხვა ჰემოპოეზურ ზრდის ფაქტორთან და ციტოკინებთან კლინიკური კვლევით დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!