Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 525

ნეიპოგენი – NEUPOGEN – НЕУПОГЕН

საერთაშორისო დასახელება:

FILGRASTIM

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ფილგრასტიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ფილგრასტიმი ……………..   30 მლ სე (300 მკგ)

საინექციო ხსნარი: შპრიც-ტუბში 1 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ფილგრასტიმი ……………     30 მლნ სე (300 მკგ)

შემავსებლები: ნატრიუმის აცეტატის ბუფერი (pH 4.0), სორბიტოლი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფილგრასტიმი წარმოადგენს კარგად გაწმენდილ არაგლიკოზირებულ ცილას, რომელიც შედგება 175 ამინომჟავასაგან. მისი გამომუშავება ხდება Escherichia coli-ის ლაბორატორიული შტამის მიერ, რომელშიც გენური ინჟინერიის მეთოდით შეყვანილია ადამიანის გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორის გენი.

ადამიანის გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი (ა-გკმთ) წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ფუნქციურად აქტიური ნეიტროფილების წარმოქმნას და მათ გამოსვლას სისხლში ძვლის ტვინიდან.

ნეიპოგენი, რომელიც შეიცავს რეკომბინანტურ ა-გკმთ-ს, საგრძნობლად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში პირველი 24 საათის განმავლობაში მისი შეყვანის შემდეგ, მონოციტების რაოდენობის მცირე გაზრდით. ზოგიერთ ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცირკულაციაში მყოფი ეოზინოფილების უმნიშვნელო მომატება საწყის დონესთან შედარებით. ავადმყოფთა გარკვეულ ნაწილში ეოზინოფილია და ბაზოფილია აღინიშნება პრეპარატის დანიშვნამდე.

ნეიტროფილების რაოდენობის მომატება რეკომენდებული დოზების ინტერვალში დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ნეიტროფილების ფუნქცია, ადამიანის ორგანიზმში ნეიპოგენის შეყვანისას, ნორმალური ან გაძლიერებულია, რაც დამტკიცებულია ქემოტაქსისის და ფაგოციტოზის კვლევით. პრეპარატის მკურნალობის დამთავრების შემდეგ ნეიტროფილების რიცხვი პერიფერიულ სისხლში მცირდება 50%-ით 1-2 დღის განმავლობაში და აღწევს ნორმალურ დონეს 1-7 დღის განმავლობაში.

ნეიპოგენი საგრძნობლად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას, რაც ხშირად აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს ციტოსტატური საშუალებებით, ან მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით.

ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ნეიპოგენით და ციტოსტასტური საშუალებებით ან მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომ გადანერგვით იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და ხანგრძლივ მკურნალობას სტაციონარში. ამასთან ერთად პაციენტები, რომლებიც იტარებენ მხოლოდ ციტოსტატურ თერაპიას საჭიროებენ ანტიბიოტიკების შედარებით მცირე დოზებს. ნეიპოგენით მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ფებრილურ ნეიტროპენიას, მოთხოვნილებას ანტიბიოტიკოთერაპიისადმი და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ მწვავე მიელოლეიკოზის დროს.

ცხელების და დოკუმენტირებული ინფექციების სიხშირე ამ დროს არ მცირდება.

ნეიპოგენის გამოყენება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ქიმიოთერაპიის შემდეგ იწვევს პერიფერიული სისხლის ჰეპომოეზის წინამორბედი უჯრედების აქტივირებას. ეს აუტოლოგიური უჯრედები – წინამორბედები შეიძლება შეგროვდეს და შემდგომში შეყვანილი იქნას ციტოსტატური საშუალებების დიდი დოზებით მკურნალობის შემდეგ, ძვლის ტვინის გადანერგვის ნაცვლად, ან მასთან ერთად დამატებით. მათი შეყვანა აჩქარებს სისხლწარმოქმნის აღდგენას, ამცირებს ჰემორაგიული გართულებების წარმოქმნის საფრთხეს და თრომბოციტული მასის გადასხმის საჭიროებას როგორც კანქვეშ, ასევე ინტრავენური შეყვანისას. ფილგრასტიმის ელიმინაცია ორგანიზმიდან მიმდინარეობს I რიგის კინეტიკის მიხედვით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 საათს, ხოლო მისი კლირენსი დაახლოებით 0.6 მლ/წუთში/კგ-ის ტოლია.

ფილგრასტიმი უწყვეტი ინფუზიის დროს 28 დღის განმავლობაში ავადმყოფებში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვის შემდეგ არ აღინიშნება კუმულაციის ნიშნები და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

ჩვენებები:

  • ნეიტროპენის ხანგრძლივობის შემცირების და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირის დაქვეითების მიზნით ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ციტოსტატური საშუალებებით ავთვისებიანი დაავადებების გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაზიური სინდრომის გამოკლებით), ასევე
  • ნეიტროპენიის და მისი კლინიკური შედეგების ხანგრძლივობის შესამცირებლად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მიელობლასტიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით.
  • პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის აუტოლოგიური უჯრედების -წინამორბედების მობილიზაცია, მათ შორის მიელოსუპრესიული თერაპიის დროს ჰემოპოეზის აღდგენის დასაჩქარებლად, ამ უჯრედების შეყვანით მიელოსუპრესიის ან მიელობლასტიის შემდეგ.
  • ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რიცხვის გაზრდისათვის და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად ბავშვებში და მოზრდილებში მძიმე თანდაყოლილი, პერიოდული ან ავთვისებიანი ნეიტროპენიით (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 1 კვ.მმ-ში 500-ზე ნაკლებია) და ანამნეზში მძიმე ან რეციდივული ინფექციებით.

მიღების წესი და დოზირება:

ცოტოტოქსიური ქიმიოთერაპიის სტანდარტული სქემა: 0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) ერთხელ დღეში.

მიელოაბლატური თერაპია ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით: საწყისი დოზა – 1.0 მლნ სე (10 მკგ/კგ დღეში ინტრავენურად წვეთოვნად 20 წუთის ან 24 საათის განმავლობაში ან 1.0 მლ სე (10 კმგ/კგ) დღეში უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის სახით 24 საათის განმავლობაში.

ნეიპოგენის პირველი დოზის შეყვანა ხდება ციტოტოქსიური თერაპიის ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის დროს – მისი ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ.

ნეიტროფილების რიცხვის მაქსიმალური შემცირებისას ხდება დღეღამური დოზის კორექტირება ნეიტროფილების რიცხვის დინამიკის მიხედვით:

– თუ ნეიტროფილების რიცხვი არ აღემატება 100/1კუბ.მმ 3 დღის განმავლობაში, ნეიპოგენის დოზა მცირდება 0.5 მლნ.სე /კგ/დღეში;

– თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 3 დღის განმავლობაში აღემატება 1000/1 კუბ.მმ.- შემდგომში ნეიპოგენი იხსნება;

– თუ მკურნალობის პერიოდში ნეიტროფილების რიცხვი მცირდება

პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია:

– ამ მიზნით ქიმიოთერაპიის გარეშე – 1.0 მლნ; საე (10 მკგ/კგ) დღეში 24 საათიანი უწყვეტი ინტრავენური ინფუზიით, ან კანქვეშ შეყვანით ერთხელ დღეში 6 დღის განმავლობაში, ლეიკოფერეზის ჩატარება რეკომენდებულია მე-5, -6, -7 დღეს.

– ამ უჯრედების მობილიზაციის მიზნით მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიის შემდეგ – 0.5 მლნ. სე (5 მკგ,კგ) დღეში ყოველდღიური კანქვეშა ინექციების სახით, რომელიც იწყება ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან პირველ დღეს და გრძელდება მანამდე, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ მნიშვნელობას.

– ლეიკოფერეზი ტარდება იმ პერიოდში, როდესაც ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი იმატებს 5000-ზე/კუბ.მმ. ავადმყოფებში, რომლებიც არ იტარებენ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას საკმარისია 1 ლეიკოფერეზის ჩატარება, ხოლო სხვა შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებით ლეიკოფერეზის ჩატარება.

მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია

– თანდაყოლილი ნეიტროპენია: საწყისი დოზა -1.21 მლნ. სე (12 მკგ/კგ) დღეში კანქვეშ ერთჯერადად, ან რამდენიმე შეყვანის სახით.

– იდიოპათური ან პერიოდული ნეიტროპენია: 0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) დღეში კანქვეშ ერთჯერადად ან/, რამდენიმე შეყვანის სახით.

განსაკუთრებული მითითებები დოზირების შესახებ

– კლინიკური კვლევა ნეიპოგენის გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში არ არის ჩატარებული, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.

– ნეიპოგენით მკურნალობა ტარდება მხოლოდ ონკოლოგის და ჰემატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც გააჩნიათ მათი გამოყენების გამოცდილება და აუცილებელი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები.

– უჯრედების მობილიზაციის და ლეიკოფერეზის პროცედურები ტარდება ონკოლოგიურ ან ჰემატოლოგიურ ცენტრში, რომლებსაც გააჩნიათ ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება და ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების ადექვატური მონიტორინგის შესაძლებლობა.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით და ონკოლოგიური დაავადებებით:

– კლინიკური კვლევისას ავადმყოფთა 65%-ს ასაკით 18 წლამდე აღენიშნებოდა მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია. ამ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ავადმყოფთა უმეტესობას აღენიშნებოდა თანდაყოლილი ნეიტროპენია, მკურნალობა იყო ეფექტური. ამავე დროს ნეიპოგენის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით არ განხსვავდება ჩვეულებრივისაგან.

– ნეიპოგენის ეფექტურობა და უსაფრთხოება მოზრდილებში და ბავშვებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ერთნაირია.

– ბავშვებში რეკომენდაციები დოზირების შესახებ ისეთივეა, როგორც მოზრდილებში, რომლებიც იტარებენ მიელოსუპრესულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას.

შეყვანა

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სტანდარტულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას: შესაძლებელია ნეიპოგენის შეყვანა ყოველდღიურად კანქვეშა ინექციების, ან ყოველდღიური ხანმოკლე (30 წუთი) ინტრავენური ინფუზიების სახით გლუკოზის 5% ხსნარში.

– უმეტეს შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის შეყვანა კანქვეშ. პრეპარატის ერთჯერადი შეყვანისას ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მოქმედების ხანგრძლივობა ინტრავენური შეყვანისას უფრო ხანმოკლეა. ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის დროს დადგენილი არ არის. პრეპარატის შეყვანის გზის არჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაზე.

ნეიპოგენის პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიკური თერაპიიდან 24 საათის შემდეგ.

– ნეიპოგენი შეჰყავთ ყოველდღიურად, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ დაუბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობას. სოლიდური სიმსივნეების ქიმიოთერაპიის შემდეგ, ნეიპოგენით მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური თერაპიის შემდეგ ნეიპოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა უფრო მეტია (38 დღე), გამოყენებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის სქემის, ტიპის, დოზების მიხედვით.

ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ნეიტროფილების რიცხვის გარდამავალი მომატება აღინიშნება ნეიპოგენით მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ნეიპოგენით მკურნალობის გაგრძელება, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ მნიშვნელობას. არ არის რეკომენდებული ნეიპოგენის მოხსნა ნაადრევად, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს.

ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას და ჩაუტარდათ ძვლის ტვინის გადანერგვა, ნეიპოგენი ინიშნება კანქვეშ და ინტრავენურად წინასწარი განზავებით 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში. ნეიპოგენის პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ – არაუგვიანეს 24 საათისა. ნეიპოგენის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ასეთ სიტუაციაში განისაზღვრება არა უმეტეს 28 დღით.

ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ნეიპოგენი შეჰყავთ ყოველდღიურად კანქვეშ, სანამ ნეიტროფილების რიცხვი სტაბილურად არ გადააჭარებს 1500/კუბ.მმ-ში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას უნდა განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა ამ დონის შესანარჩუნებლად. ამისათვის აუცილებელია პრეპარატის ყოველდღიური ხანგრძლივი შეყვანა. მკურნალობის 1-2 კვირის შემდეგ საწყისი დოზა შეიძლება გაორმაგდეს ან განახევრდეს ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. შემდგომში 1-2 კვირის განმავლობაში ხდება საწყისი დოზის ინდივიდუალური კორექცია ნეიტროფილების რიცხვის საშუალო დონის შესანარჩუნებლად დიაპაზონში 1500-10000/1 კუბ.მმ-ში.

ავადმყოფებში მძიმე ინფექციებით შესაძლებელია დოზის უფრო სწრაფი გაზრდის სქემის გამოყენება. კლინიკური კვლევის დროს 97% ავადმყოფებში, რომლებიც დადებითად რეაგირებდნენ მკურნალობაზე, სრული თერაპიული ეფექტი აღინიშნებოდა ნეიპოგენის შეყვანისას დოზით 24 მკგ/კგ დღეში.

ნეიპოგენის გამოყენების უსაფრთხოება ხანგრძლივი მკურნალობისას ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით დოზით 24 მკგ/კგ დღეში დადგენილი არ არის.

მითითებები განზავების შესახებ:

! დაუშვებელია ნეიპოგენის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარში.

– აუცილებლობისას ნეიპოგენს ანზავებენ გლუკოზის 5% ხსნარში. განზავებული ნეიპოგენი განიცდის აბსორბციას შუშით და პლასტმასით. განსაზავებელი პრეპარატი შეთავსებადია შუშასთან და რიგ პლასტმასებთან კერძოდ, პოლივინილქლორიდთან, პოლიოლეფინთან (პოლიპროპილენის და პოლიეთილენის სოპოლიმერი) და პოლიპროპილენთან.

– თუ ნეიპოგენს განაზავებენ კონცენტრაციამდე 1.5 მლნ სე (15 მკგ) 1 მლ-ში, ხსნარს უმატებენ ადამიანის შრატის ალბუმინს, რათა საბოლოო კონცენტრაციამ შეადგინოს 2 მგ/მლ-ში. მაგალითად, ხსნარის საბოლოო მოცულობისას 20 მლ, ნეიპოგენის ჯამური დოზები 30 მლნ სე-ზე (300 მკგ) ნაკლები უნდა იქნას შეყვანილი 0.2 მლ 20% ადამიანის შრატის ალბუმინის ხსნარის დამატებით. დაუშვებელია პრეპარატის განზავება მის საბოლოო კონცენტრაციამდე 0.2 მლნ სე (2 მკგ) 1 მლ-ში.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას

ნეიპოგენით მკურნალობა რეკომენდებული დოზებით

– ხშირად იწვევს ტკივილებს ძვლებში და კუნთებში. როგორც წესი, ტკივილები მსუბუქი ან ზომიერი სიძლიერისაა (10%), ხანდახან ძლიერი (3%) და უმეტეს შემთხვევაში კუპირებას განიცდის ჩვეულებრივი ანალგეზიური საშუალებებით. იშვიათად აღინიშნება შარდვის დარღვევა (ძირითადად, მსუბუქი და ზომიერი დიზურია). აღწერილია ცალკეული შემთხვევები არტერიული წნევის გარდამავალი შემცირების შესახებ, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს.

– ხშირად აღინიშნება შექცევადი, დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ მსუბუქი და ზომიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატისმიერი შარდოვანას და გამა-გლუტამიტრანსფერაზას აქტივობის მომატება. რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს დადგენილ იქნა, რომ ნეიპოგენი არ იწვევს გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ჩატარებისას.

– გვერდითი მოვლენები, რომლებიც ერთნაირი სიხშირით აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ნეიპოგენი/ქიმიოთერაპია და პლაცებო/ქიმიოთერაპია, მოიცავს გულისრევას, ღებინებს, ალოპეციას, დიარეას,  მოთენთილობას, ანორექსიას, ლორწოვანი გარსების ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, გამონაყარს კანზე, ტკივილს გულმკერდში, საერთო სისუსტეს, ტკივილს ყელში, ყაბზობას და არასპეციფიკურ ტკივილებს.

– ხანდახან ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია მაღალი დოზებით შემდგომში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვით, აღინიშნებოდა სისხლძარღვოვანი დარღვევები (მაგალითად, ვენო-ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევა). მათი მიზეზობრივი კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.

– აღწერილია იშვიათი შემთხვევები ისეთი სიმპტომების განვითარების, რომლებიც მიუთითებს ალერგიული ტიპის რეაქციებზე. მათი უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პირველი დოზის მიღებასთან, რაც განპირობებულია პრეპარატის ინტრავენური გამოყენებით. მკურნალობის აღდგენისას ხანდახან აღინიშნება სიმპტომების რეციდივი.

– ნეიპოგენის დანიშვნა ქიმიოთერაპიის შემდეგ, რომლის სქემაში შედის ბლეომიცინი, იწვევს ინტერსტიციული პნევმონიის განვითარებას, ხანდახან ლეტალური გამოსავალით. მისი მიზეზობრივ კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.

– ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით აღინიშნება გვერდითი მოვლენების განვითარება ნეიპოგენზე, მხოლოდ ზოგიერთი პირებში ამ სიმპტომების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება.

– ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნეიპოგენი არის ტკივილი ძვლებში და გენერალიზებული ტკივილები ჩონჩხის კუნთებში.

– სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს ელენთის გადიდებას, რომელიც ზოგიერთ ავადმყოფებში პროგრესირებს, ასევე თრომბოციტოპენიას. აღწერილია თავის ტკივილი, დიარეა (10% ნაკლები). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ანემია, სისხლდენა ცხვირიდან.

– ზოგჯერ აღინიშნება გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო შარდოვანას შრატისმიერი კონცენტრაციის, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ასევე ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გარდამავალი შემცირება.

– გვერდითი მოვლენები ასევე მოიცავს ადგილობროვ რეაქციას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, თმების ცვენას, ოსტეოპოროზს, გამონაყარს კანზე.

– ხანგრძლივი თერაპიის დროს 2% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ადგილი აქვს კანისმიერი ვასკულიტის განვითარებას, იშვიათად აღინიშნება – პროტეინურია და ჰემატურია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* მძიმე თანდაყოლილი ნეიტროპენია (კოსტმანის სინდრომი) ციტოგენეტიკური დარღვევებით.

* დაუშვებელია ნეიპოგენის დანიშვნა ციტოსტატური ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზების გაზრდის მიზნით რეკომენდებულზე უფრო მაღალ  დოზებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნეიპოგენის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სავარაუდო თერაპიული ეფექტი აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ავთვისებიანი უჯრედების ზრდა

ადამიანის გრანულაციტური ზრდის ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს მიელოიდური უჯრედების ზრდა in vitro. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება in vitro ზოგიერთი არამიელოიდური უჯრედების მიმართ.

ნეიპოგენის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა მიელოდისპლაზიური სინდრომის და ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ ამ დაავადებებისას აღნიშნული პრეპარატი ნაჩვენები არ არის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიფერენციულ დიაგნოზს ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტრანსფორმაციასა და მწვავე ლეიკოზს შორის.

* ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას

ლეიკოციტოზი: 5% ნაკლებ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნეიპოგენს დოზით 0.3 მლნ სე-ზე (3 მკგ/კგ დღეში) მეტს ლეიკოციტების რიცხვი იზრდება 100000-მდე/1 კუბ.მმ და მეტი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ასეთ ლეიკოციტოზთან, აღწერილი არ არის. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას შესაძლებელი რისკი, დაკავშირებული მძიმე ლეიკოციტოზთან, რის გამოც ნეიპოგენით მკურნალობის დროს აუცილებელია ლეიკოციტების რიცხვის რეგულარული კონტროლი.

– თუ იგი აღემატება 50000/კუბ.მმ-ში, ნეიპოგენი უნდა მოიხსნას. თუ ნეიპოგენს ნიშნავენ უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციის მიზნით, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოციტების რიცხვი აღემატება 100000/1 კუბ.მმ-ში.

* რისკი, რომელიც დაკავშირებულია ქიმიოთერაპიასთან მაღალი დოზებით: აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას მაღალი დოზებით, რადგანაც ამ დროს ნეოპლაზმის გამოსავალის გაუმჯობესება არ აღინიშნება, თუმცა ამავე დროს ქიმიოპრეპარატების მაღალ დოზებს გააჩნია გამოხატული ტოქსიკურობა, მათ შორის მოვლენები გულის, ფილტვების მხრივ, ასევე ნევროლოგიური და დერმატოლოგიური რეაქციები.

მონოთერაპია ნეიპოგენით არ თრგუნავს თრომბოციტოპენიას, ანემიას, რომელიც გამოწვეულია მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიით. პრეპარატის მაღალი დოზირების დროს (მაგალითად, სრული დოზები სქემების მიხედვით), მოსალოდნელია თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების უფრო მაღალი რისკი. რეკომენდებულია თრომბოციტების და ჰემატოკრიტის რეგულარული კონტროლი. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ერთ კომპონენტიანი ან კომბინირებული ქიმიოთერაპიული სქემების გამოყენების დროს, რომლებიც იწვევენ მძიმე თრომბოციტოპენიას.

უჯრედების-წინამორბედების გამოყენება, რომლებიც მობილიზებულნი არიან ნეიპოგენის საშუალებით, ამცირებს თრომბოციტოპენიის გამოხატულებას და ხანგრძლივობას მიელოსუპრესული ან მიელობლასტური ქიმიოთერაპიის შემდეგ.

* ავადმყოფები მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით

ტრანსფორმაცია ლეიკოზში ან პრელეიკოზში:

– აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის დიაგნოსტიკის დროს, რათა ჩატარდეს მათ იდიფერენცირება სხვა ჰემატოლოგიურ დაავადებებთან, როგორიც არის აპლაზიური ანემია, მიელოდისპლაზია, მიელოლეიკოზი. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრით; ასევე იკვლევენ ძვლის ტვინის მორფოლოგიურ სურათს და კარიოტიპს.

– 3% ავადმყოფებში მძიმე თანდაყოლილი ნეიტროპენიით (კოსტმანის სინდრომი), რომლებიც იღებენ ნეიპოგენს, აღინიშნება მიელოდისპლაზიური სინდრომი (მდს) და ლეიკოზი; ისინი წარმოადგენენ ამ დაავადების გართულებებს, თუმცა მათი კავშირი ნეიპოგენით მკურნალობასთან დადგენილი არ არის.

– 12% ავადმყოფებში საწყისი ნორმალური ციტოგენეტიკით განმეორებითი გამოკვლევის დროს აღინიშნება ანომალია, მათ შორის მონოსომია 7. თუ ავადმყოფებში კოსტმანის სინდრომით აღინიშნება ციტოგენეტიკური დარღვევები, აუცილებელია განისაზღვროს ნეიპოგენით მკურნალობის სარგებლიანობა და რისკი. მიელოდისპლაზიური სინდრომის და ლეიკოზის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ნეიპოგენის მოხსნა. ჯერ დადგენილი არ არის იწვევს თუ არა ნეიპოგენით მკურნალობა ციტოგენეტიკური გართულებების განვითარებას.

ავადმყოფებში კოსტმანის სინდრომით რეკომენდებულია 12 თვეში ერთხელ ჩატარდეს ძვლის ტვინის მორფოლოგიური და ციტოგენეტიკური კვლევები.

სისხლის ფორმულა: ნეიპოგენით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში აუცილებელია თრომბოციტების რიცხვის კონტროლი. თუ განვითარდა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვი სტაბილურად დაბალია 100000-ზე 1 კუბ.მმ-ში), უნდა განხილულ იქნას საკითხი პრეპარატის მოხსნის, ან დოზის შემცირების შესახებ.

– ასევე აღინიშნება სისხლის ფორმულის სხვა ცვლილებები, რაც იწვევს მისი კონტროლის აუცილებლობას, მათ შორის ანემია და მიელოიდური უჯრედების-წინამორბედების გარდამავალი ზრდა.

გაგრძელება

ნევროსტიმი® – NEVROSTIM® – НЕВРОСТИМ®

მწარმოებელი: შ.პ.ს.”დავათი” შ.პ.ს. “შროშანისათვის”, საქართველო
პრეპარატი ნევროსტიმი®  წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს შინაგანი მიღებისათვის, დამზადებულს სამკურნალო მცენარეებზე და სპირტზე სპეციალური რეცეპტის მიხედვით. პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, საღებავებს და კონსერვანტებს. იგი დამზადებულია გამორჩეული თერაპიული ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეებზე, როგორიცაა: Humulus lupulus L; Leonurus cardiaca L; Mentha piperita L  და სხვა. ნევროსტიმი® ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.

ჩვენებები გამოყენებისათვის:

ნევროზი, მომატებული ვეგეტატიური აღგზნებადობა, კლიმაქტერული ნევროზი, ხშირი გაღიზიანებადობა, მღელვარებისა და ფიზიკური ძალების კლება, უძილობა, უმადობა.

კუჭ–ნაწლავის მომაწესრიგებელი, სპაზმური ტკივილების, შებერვის მოსახსნელი, გაზგამყვანი და დამამშვიდებელი საშუალება.

თვისებები:

პრეპარატი გამაჯანსაღებლად მოქმედებს მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოებზე, აუმჯობესებს მათ ფუნქციებს, აღადგენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, მის სასიცოცხლო ბალანსს და აძლიერებს იმუნიტეტს; პაციენტს ეხსნება ნევროზი და მასთნ დაკავშირებული სიმპტომები, ურეგულირდება ძილი, კვლავინდებურად უბრუნდება ჩვეული ენერგია და შრომის უნარი;

ნევროსტიმი® ამშვიდებს და განმუხტავს; საღამოსკენ მისი სისტემატიური მიღებით იგი მოქმედებს როგორც ძილის ხელშემწყობი და სედატიური საშუალება.

აწესრიგებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას (იმ შემთხვევისათვის როდესაც გამორიცხულია სერიოზული ორგანული დაავადებები), ათავისუფლებს გაზებისაგან, ამშვიდებს მუცლის ბერვით მიღებულ ტკივილებს, ეხმარება საჭმლის მონელების პროცესებს; აწესრიგებს ძილს და მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, რბილი სედატიური საშუალება.

მიღების წესი და ხანგრძლიობა:

უფროსებისათვის: 25–30 წვეთი 8 ჩაის კოვზ წყალზე (25 მლ). დღეში 3–ჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს ჭამის წინ 30 წუთით ადრე, ცარიელ კუჭზე; უძილობის შემთხვევაში საღამოსკენ შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა 40 წვეთამდე.

სკოლის ასაკის ბავშვებისათვის: 10–15 წვეთი 5 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი, 3–ჯერ დღეში.

უფროსებისათვის რეკომენდირებულია 3 თვიანი უწყვეტი კურსი; ბავშვებისათვის მკურნალობის ხანგრძლიობა (ექიმთან შეთნხმებით) ინდივიდუალურად შეირჩევა იმის გათვალისწინებით, რომ უწყვეტი მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15–20 დღეს.

უკუჩვენებები:

არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებითან:

პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებსაც დამამშვიდებელი, სედატიური ზემოქმედება გააჩნიათ, უნდა გავითვალისწინოთ მათი ურთიერთგამაძლიერებელი ზემოქმედება.

სიფრთხილის ზომები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

სტაბილურობა: ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თანდათან კარგავენ ძალას და აღრ აქვთ საკმარისი თერაპიული ეფექტი.

შენახვის პირობები:

მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

ნევროზალი – NEUROSAL – НЕВРОЗАЛ

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს : 100 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს , 100 მგ სვიის (Humulus lupulus ) მშრალ ექსტრაქტს , 6 0 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს .

დამხმარე ნივთიერებები :

სორბიტოლი , მაგნიუმის სტეარატი .

გამოშვების ფორმა :

კომბინირებული ტაბლეტი , ოვალური ფორმის .

მოქმედების მექანიზმი:

ნევროზალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია , რომელსაც   ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება . პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას , შფოთვას , გაღიზიანებადობას , ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას , ძილის გაუმჯობესებას , არეგულირებს გულის მუშაობას , აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები , აძლიერებს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას .

ნევროზალის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება :

პასიფლორა ( ვნების ყვავილი ) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას , ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი , გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე.

სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე , ამცირებს ტკივილს , კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას , ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი .

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას . დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია .

ნევროზალს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი .

ჩვენება:

  • მოუსვენრობა , შფოთვა ;
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები , სტრესის შემდგომი მდგომარეობა , შიში , თანმხლები დაძაბულობით , ტაქიკარდიით და ქოშინით ;
  • მომატებული აგზნებადობა , გაღიზიანებადობა ;
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა ;
  • კონცენტრაციის დაქვეითება ;
  • ძილის მოშლა ;
  • ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში );
  • კლიმაქტერული სინდრომი ;
  • “მენეჯერის სინდრომი ” ( მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • ანგიონევროზი ( გულ – სისხლძარღვთა სისტემის ) და ვეგეტონევროზი ( ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია ).

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა .

უსაფრთხოების ზომები:

ორსულობის და ლაქტაციის ( ძუძუთი კვების ) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით .

ნევროზალი აძლიერებს საძილე , სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას .

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ორ – სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად . უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ტაბლეტი ერთხელ – სამჯერ დღეში .

ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად , მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად .

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები .

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. ინახება 15-250C ტემპერატურაზე ,   ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

2 ბლისტერი. თითოეულზე 15 ტაბლეტი. მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ) .

მწარმოებელი:

წარმოებულია სს “ჯი პი სი”-ს დაკვეთით ,

Ponroy Vitarmonyl Industrie -ს მიერ; Parc d’activité Sud Loire, 85612 Montaigu Cedex, France

ნევიგრამონი – NEVIGRAMON – НЕВИГРАМОН

საერთაშორისო დასახელება:

NALIDIXIC ACID

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ნალიდიქსის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 56 ც.

1 კაფს.

ნალიდიქსის მჟავა  …………….500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნევიგრამონს გააჩნია გამოხატული ანტიბაქტერიული აქტივობა გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Proteus mirabilis, P. morganii, P. vulgaris  და P. rettgeri; Escherichia coli, Enterobacter(Aerobacter) და Klebsiella მიმართ.

ფსეუდომონას შტამები ჩვეულებრივ მდგრადნი არიან პრეპარატის მოქმედების მიმართ. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედებში, დნმ-ის ფერმენტის დნმ-ჰირაზას ბლოკირების და სინთეზის სელექტიური დათრგუნვის გზით. მას გააჩნია ბაქტერიციდული თვისება და ეფექტურია საშარდე გზების ინფექციების დროს.

იგი მცირე კონცენტრაციით მოქმედებს მხოლოდ გამრავლების სტადიაში მყოფ მიკროორგანიზმებზე დნმ-ის რეპლიკაციის დათრგუნვის შედეგად. შედარებით ხანგრძლივი ურთიერთქმედებისას იგი აინჰიბირებს აგრეთვე რნმ-ისა და ბაქტერიულ ცილების სინთზეს. ბაქტერიების მიმართ მისი მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია შეადგენს 5-75 მკგ/მლ-ს, თუმცა 10 მკგ/მლ კონცენტრაციაზე ქვემოთ იგი ასევე ეფექტურია ბევრი მიკროორგანიზმების მიმართაც.

ფარმაკოკინეტიკა:

ნევიგრამონი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში და ასევე სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.

ნევიგრამონი უცვლელი სახით გვხვდება შარდში აქტიურ მეტაბოლიტთან-ჰიდროქსინალიდიქსის მჟავასთან ერთად, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.

სხვა მეტაბოლიტები: ბიოლოგიურად აქტიური ჰიდროქსი-მეტაბოლიტი სისხლში შეადგენს 30%-ს, ხოლო შარდში – 85%-ს. ჯანმრთელ მოხალისეებში ცარიელ კუჭზე 1 გ ნევიგრამონის მიღებისას შრატში აქტიური პრეპარატის მაქსიმალური დონე 20-40 მკგ/მლ საშუალოდ აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. ნევიგრამონის დაახლოებით 93% და ჰიდროქსინალიდიქსის მჟავას 63% უკავშირდებიან პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-7 საათს.

აქტიური პრეპარატის მაქსიმალური დონე 150-200 მკგ/მლ შარდში აღინიშნება მისი მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ. ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. შარდის ტუტე რაეაქცია ზრდის მასში უცვლელი პრეპარატის კონცენტრაციას.

პრეპარატის დაახლოებით 4% გამოიყოფა ფეკალიებით. იგი აღწევს პლაცენტაში და მისი მცირე კონცენტრაცია აღინიშნება დედის რძეში.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება საშარდე გზების ინფექციური დაავადებების დროს, რომელიც გამოწვეულია გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმებით (Proteus, Escherichia coli, Enterobacter, Klebsiella-ს შტამები).
  • პრეპარატი შესაძლებელია გამოვიყენოთ აგრეთვე ბაქტერიული დიზენტერიის სამკურნალოდ, რომელიც მგრძნობიარეა მის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში დღეღამური საშუალო დოზა შეადგენს 2 კაფსულას, რომელსაც იღებენ 4-ჯერ არანაკლებ 7 დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუკი აუცილებელია პრეპარატის გამოყენების გახანგრძლივება, საჭიროა დოზის შემცირება. იგი ინიშნება დღეში 4-ჯერ 1 კაფსულის ოდენობით.

ნევიგრამონი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე.

ბავშვებში 30 კგ-ზე მეტი წონით გამოიყენება 60 მკგ/კგ წონაზე დაყოფილი 4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ქოლესტაზი, გასტროინტესტინური სისხლდენა.

ალერგიული რეაქციები:

ქავილი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, სახსრების შეშუპებით და მათი მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული ართრალგია გვხვდება ძალიან იშვიათად.

ცნს-ის მხრივ:

შესაძლებელია ძილიანობა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, პარკინსონიზმის მოვლენები – ტოქსიკური ფსიქოზი (კონვულსიით), ქალასშიდა წნევის მომატება.

ჰემოპოეზის ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია.

ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომები: ერითემა და კანის ზედაპირზე არსებული ბუშტუკები.

ფოტოსენსიბილიზაციის დროს: მკურნალობის პერიოდში სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თავი ავარიდოთ მზის სხივებს.

ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ატარებს დროებით ხასიათს და ქრება სპონტანურად. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა გვერდითი მოვლენების არსებობის გამო, თითქმის არასოდეს არ არის საჭირო.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ნევიგრამონის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს; აგრეთვე,

* ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის;

* ეპილეფსიის;

* პარკინსონის დაავადების;

* მძიმე ცერებრული არტერიოსკლეროზის;

* ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციის დროს;

* ბავშვებში (განსაკუთრებით 2 წლამდე);

* გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის (შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზი) და პორფირიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნევიგრამონის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. პრეპარატი გამოიყენება ორსულობის ბოლო ორი ტრიმესტრის განმავლობაში ყველა შესაძლო უარყოფითი მოვლენების გათვალისწინებით როგორც დედის, ასევე ნაყოფის მიმართ.

* ვინაიდან პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი სიფრთხილით და ამავე დროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში.

* პრეპუბერტული ასაკის პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება. იმ შემთხვევაში, თუკი შეინიშნება ართრალგიის სიმპტომები, მას იყენებენ სიფრთხილით.

* სუნთქვის გაძნელების და მძიმე ფორმის არტერიოსკლეროზის დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

* იმ დროს, როდესაც აღინიშნება ქალასშიდა წნევის მომატება, ფსიქოზი ან სხვა ტოქსიკური მოვლენები, პრეპარატის მიღებისაგან თავი უნდა შევიკავოთ.

* იმის გამო, რომ ნევიგრამონის მიმართ რეზისტენტობა ადვილად ვითარდება, აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური შემოწმება, როგორც მკურნალობის პერიოდში, ასევე მის შემდეგ.

* იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა გრძელდება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რეკომენდებულია სისხლის ანალიზის ჩატარება, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის შემოწმება.

* პაციენტებმა ნევიგრამონით მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავი შეიკავონ მზის სხივების ზემოქმედებისაგან.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ მოიპოვება მონაცემები.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში აღინიშნება ტოქსიკური ფსიქოზი, კონვულსია, ქალასშიდა წნევის მომატება ან მეტაბოლური აციდოზი; აგრეთვე გულისრევა, ღებინება და ლეთარგია.

აღნიშნული მოვლენები ატარებენ დროებით ხასიათს, ვინაიდან პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, იმ შემთხვევაში, როდესაც ჭარბი დოზირება შეიმჩნევა ადრეულ პერიოდში, საკმარისია კუჭის ამორეცხვა, თუკი პრეპარატი უკვე აბსორბირებულია, რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, აგრეთვე ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური სუნთქვა. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია ანტიკონვულსიური თერაპის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნიტროფურანტოინი ურთიერთქმედებს ნევიგრამონთან.

– ნევიგრამონისა და ოქსოლინის მჟავას შორის აღინიშნება ჯვარედინ მდგრადობა.

– ნევიგრამონის მოქმედება ითრგუნება სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით, განსაკუთრებით ბაქტერიოსტატური მოქმედების პრეპარატებით როგორიცაა: ტეტრაციკლინი და ლევომიცეტინი. ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმსა და ალუმინს, თრგუნავენ პრეპარატის შეწოვას.

– ნევიგრამონი აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების, ვარფარინის ან ბის-ჰიდროკუმარინების ეფექტს. პრეპარატისა და კუმარინის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის დოზის კორექციის აუცილებლობა.

– ნევიგრამონით მკურნალობისას შესაძლებელია ცრუ დადებითი რეაქციის მიღება გლუკოზაზე, იმ პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ შარდის ანალიზი და იყენებდნენ ბენედიქტს ან ფელინგს, აგრეთვე კლინიტესტ რეაგენტის ტაბლეტებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ნედოკრომილი – NEDOCROMIL – НЕДОКРОМИЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნედოკრომილი ნატრიუმი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, რომელიც იწვევს ბრონქებიდან და მისი ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან ანთების მედიატორების განთავისუფლების ინჰიბირებას.

პრეპარატი ხელს უშლის ბრონქების ანთებით რეაქციებში მონაწილე პოხიერი უჯრედების (მასტოციტების) პოპულაციებიდან და სხვა უჯრედებიდან ჰისტამინის ლეიკოტრიენ C4, პროსტაგლანდინ D2 გამონთავისუფლების პროცესს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ბრონქული ასთმის დროს ამცირებს ბრონქოსპაზმს, ბრონქების ჰიპერრეაქტივობას, აუმჯობესებს სუნთქვის ფუნქციას, ამცირებს მოხრჩობის შეტევებისა და ხველების ინტენსივობას და სიხშირეს.

ფარმაკოკინეტიკა

ინჰალაციის შემდეგ ნედიკრომილის ნატრიუმის 10-18% ილექება ბრონქოების კედლებზე, შეყვანილი დოზის 5% აბსორბირდება სისხლის ნაკადში, ხოლო პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა (2-3%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

პრეპარატის სისხლის ცილებთან კავშირი შეადგენს 89%-ს. პრეპარატი არ მეტაბოლიზდება და ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან (დაახლოებით 70%) და ფეკალურ მასასთან (დაახლოებით 30%) ერთად.

ჩვენებები

  • ბრონქული ასთმის პრევენციული ანთების საწინააღმდეგო თერაპია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბრონქოდილატატორებით მკურნალობა (ჩვენებების მიხედვით ან რეგულარულად) არ იძლევა დაავადების ადექვატური კონტროლის საშუალებას.
  • სასუნთქი გზების შექცევადი შევიწროვებით გამოწვეული ბრონქული ასთმის და სხვა მდგომარეობების სიმპტომატური მკურნალობა, მაგ. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი.
  • პრეპარატს იყენებენ, როგორც თანმხლებ საშუალებას ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის დროს ბრონქული ასთმით და სტეროიდდამოკიდებული ფორმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები (ხანდაზმული ასაკის ჩათვლით) და ბავშვები 2 წლის ასაკის ზემოთ:

საწყისი დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (4 მგ ნედოკრომილის ნატრიუმი 4-ჯერ დღეში; მკურნალობის ეფექტის შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზა ძირითადად შეადგენს 2 ინჰალაციას 2-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის ზომები დადგენილი არ არის.

ეფექტური მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ინჰალატორის სწორად გამოყენება. პირველადი გამოყენების დროს ინჰალატორი უნდა შევანჯღრიოთ, დავაჭიროთ საჩვენებელი თითი დოზის გამანაწილებელ კლაპანს 1-2-ჯერ. ინჰალაციის ჩასატარებლად მუნშტუკს უნდა მოვხსნათ სახურავი. ინჰალატორი გვიჭირავს ვერტიკალურად, დიდი თითი მოთავსებული გვაქვს ბალონის ძირზე, ამ დროს საჭიროა მაქსიმალურად ამოვისუნთქოთ, შემდეგში ჩავიდოთ მუნშტუკი პირში კბილებს შორის მისი (ჩაკბეჩის გარეშე) და მჭიდროდ შემოვავლოთ ტუჩები. ვიწყებთ რა ჰაერის მაქსიმალურ ჩასუნთქვას პირით, საჭიროა ბალონის ძირზე ვაწარმოვოთ ზეწოლა ისე, რომ პრეპარატის დოზა გამოიფრქვეს. ერთდროულად საჭიროა გავაგრძელოთ მშვიდი და ღრმა შესუნთქვა. ინჰალაციის შემდეგ მუნშტუკს ეხურება სახურავი.

ბალონის შიგთავსი იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ. ბალონის გახსნა ძალის გამოყენებით და მისი გაცხელება 50 გრადუსზე ზემოთ ნებადართული არ არის.

გვერდითი მოვლენები

ძირითადად – თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში.

აღნიშნული მოვლენები სუსტადაა გამოხატული და მალევე ქრება.

ხშირად – ხველება და ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენებები

პრეპარატის ან მასში შემავალა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს ხდება მხოლოდ განსკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციური რისკს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ორსულობის I ტრიმესტრში.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის გამოყენება მოხრჩობის შეტევების კუპირებისათვის ნებადართული არ არის.

♦ პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომატური მკურნალობა.

ნეგრამი – NEGRAM – НЕГРАМ

საერთაშორისო დასახელება:

NALIDIXIC ACID

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ნალიდიქსის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ქინოლონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 56 ც.

1 ტაბ.

ნალიდიქსის მჟავა ………….. 500 მგ

 

ვრცლად ნევიგრამონი

ნებილეტი – NEBILET – NEBILET

საერთაშორისო დასახელება:

NEBIVOLOL

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARIN GROUP

მოქმედი ნივთიერება: ნებივოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა-1 სელექტიური ადრენობლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი …….   5 მგ

 

ვრცლად ნონბლონი

ნებიდო – NEBIDO – НЕБИДО

საერთაშორისო დასახელება:

TESTOSTERONE UNDECANOAT

მწარმოებელი: Jenafarm GmbH&CO.KG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ტესტოსტერონის უნდეკანოატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანდროგენური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ

1 მლ

ტესტოსტერონის უნდეკანოატი ……….250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილბენზოატი, აბუსალათინის ზეთი, გასუფთავებული (პარენტერალური შეყვანისთვის).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტიური კომპონენტის სახით ნებიდო შეიცავს ანდროგენ ტესტოსტერონს. ნებიდო შეჰყავთ ინტრამუსკულარულად. ინექციის შემდეგ აქტიური ნივთიერება გამოთავისუფლდება თანდათანობით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ტესტოსტერონის არასაკმარისი რაოდენობა იწვევს მამაკაცური ჰიპოგონადიზმის განვითარებას, რომელიც შეიძლება ხასიათდებოდეს უნაყოფობით და იმპოტენციით, აგრეთვე სათესლე ჯირკვლის პატარა ზომით. მამაკაცურ ჰიპოგონადიზმთან დაკავშირებულ სიმპტომებს მიეკუთვნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, დაღლილობა, დეპრესიული განწყობა, ბოქვენის თმის არარსებობა ან განუვითარებლობა, აგრეთვე ძვლების განლევა (ოსტეოპოროზი).

ტესტოსტერონი ინიშნება ორგანიზმში ჰორმონის არასაკმარისი დონის მოსამატებლად, აგრეთვე შესაბამისი სიმპტომების გასაუმჯობესებლად.

მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოგონადიზმი, ანდროგენების გამოყენება ამცირებს ცხიმოვანი ქსოვილის მასას, ზრდის სხეულის უცხიმო მასასა და კუნთოვან ძალას, აგრეთვე ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის შემცირებას. ანდროგენებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სქესობრივი ფუნქცია და მოახდინონ დადებითი ფსიქოტროპული ზეგავლენა (გუნება-განწყობის გაუმჯობესება).

ჩვენებები:

  • ტესტოსტერონის ნაკლებობა პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს მამაკაცებში.

მიღების წესი და დოზირება:

ნებიდოს ინექცია (1 ამპულა შეესაბამება 1000 მგ ტესტოსტერონის უნდეკანოატს) ხორციელდება ექიმის მიერ 10-14 კვირაში ერთხელ. ინექციის ასეთი სიხშირე უზრუნველყოფს ტესტოსტერონის საკმარის დონეს, და არ იწვევს სისხლში ტესტოსტერონის დონის მეტისმეტ მატებას. არ შეიძლება ნებიდოს შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.

– ინექცია ხორციელდება ძალიან ნელა. ნებიდო განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს იმას, რომ შეყვანილი ნივთიერება არ მოხვდეს სისხლძარღვში.

– მკურნალობის დაწყებამდე ექიმი განსაზღვრავს ტესტოსტერონის შემცველობას შრატში. ინექციებს შორის პირველი ინტერვალი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არ უნდა შეადგენდეს 6 კვირაზე ნაკლებს. საწყისი ინტერვალის შემცირებისას ტესტოსტერონის აუცილებელი კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა. ინექციებს შორის ინტერვალების ბოლოს, ექიმი დროდადრო ზომავს ტესტოსტერონის შემცველობას სისხლში თუ ეს მაჩვენებელი ნორმალურ მაჩვენებლებზე დაბალია, მოცემული ფაქტი მიუთითებს ინექციებს შორის ინტერვალის შემცირების აუცილებლობაზე. შრატის მაღალი კონცენტრაციების დროს ექიმს შეუძლია დასვას საკითხი მოცემული ინტერვალის გახანგრძლივების მიზანმიმართულობაზე. ინექციებს შორის ინტერვალი უნდა დარჩეს რეკომენდირებული დიაპაზონის საზღვრებში (10-14 კვირა).

– თუ პაციენტს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნებიდოს ეფექტი სუსტია ან მეტისმეტად ძლიერია, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებამ, ნებიდომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. კლინიკური კვლევების მიმდინარეობის დროს, აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ნებიდოს გამოყენებასთან:

დიარეა; ტკივილი ფეხების არეში, ტკივილი სახსრებში (ართრალგია); თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, თავის ტკივილი; სუნთქვის დარღვევები; აკნე, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია), ქავილი, დარღვევები კანის მხრივ. ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, პროსტატის დაავადება (დარეგისტრირდა არც ისეც დიდი ზომის წინამდებარე ჯირკვლის შუა ნაწილის გამკვრივების ერთი შემთხვევა): ტკივილი ინექციის ადგილას, კანქვეშ შედედებული სისხლის დაგროვება (კანქვეშა ჰემატომა) ინექციის ადგილას.

ლიტერატურაში აღწერილია ტესტოსტერონის შემცველ პრეპარატებზე შემდეგი გვერდითი მოვლენები: პოლიციტემიის იშვიათი შემთხვევები (სისხლის უჯრედების რაოდენობის ზრდა); სხეულის მასის ზრდა; კუნთოვანი სპაზმები; ნევროზულობა, აგრესიულობა, დეპრესია; ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე უნებური შეჩერება (ძილის აპნოე); ძალიან იშვიათ შემთხვევებში კანის მძიმე პიგმენტაცია (სიყვითლე) და ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებელთა გადახრა; შეიძლება ადგილი ჰქონდეს  კანის სხვადასხვაგვარ რეაქციებს, მათ შორის აკნეს, სებორეას ან   გამელოტებას; ლიბიდოს შეცვლა, ერექციის მომატებული სიხშირე.

ტესტოსტერონის მაღალი დოზებით მკურნალობა ჩვეულებრივ აჩერებს ან ამცირებს სპერმის წარმოქმნას, რის შედეგადაც მცირდება სათესლე ჯირკვლის ზომა; ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია; ჰიპოგონადიზმის მკურნალობა ტესტოსტერონით ჩანაცვლების საშუალებით იშვიათ შემთხვევებში იწვევს პერსისტენტულ მტკივნეულ რეაქციებს (პრიაპრიზმი); ტესტოსტერონით ხანგრძლივი მკურნალობა ან მისი გამოყენება მაღალი დოზებით ხანდახან იწვევს სითხის შეკავებასა და შეშუპებას; შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, აგრეთვე ალერგიული რეაქციები;

ჩამონათვალში არარსებული გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

უკუჩვენებები:

* პროსტატის და სარძევე ჯირკვლის ანდროგენდამოკიდებული კარცინომის დროს მამაკაცებში;

* ჰიპერკალციემიის დროს, რომელიც თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს;

* ანამნეზში ამჟამად არსებული ღვიძლის სიმსივნეების დოს;

* პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

* ნებიდო უკუნაჩვენებია ქალებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ გამოიყენება.

ჭარბი დოზირება:

სისხლში ტესტოსტერონის მეტისმეტად მაღალი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად ექიმი საზღვრავს ინექციებს შორის ინტერვალს. დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროს არ არის აუცილებელია განსაკუთრებული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, გარდა მკურნალობის შეწყვეტისა და დოზის შემცირებისა.

განსაკუთრებული მითითებები:

* შედარებით ხანდაზმულ ასაკში ანდროგენების, მაგალითად ნებიდოს გამოყენების ფონზე, შეიძლება გაიზარდოს წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის რისკი. თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ ანდროგენებს შეუძლიათ გამოიწვიონ პროსტატას კარცინომა, არ არსებობს. მათ შეუძლიათ დააჩქარონ წინამდებარე ჯირკვლის უკვე არსებული კარცინომის ზრდა. ამიტომ ტესტოსტერონის პრეპარატებით (ნებიდო) მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის კიბო.

* პროფილაქტიკური მიზნით ექიმი ატარებს წინამდებარე ჯირკვლის რეგულარულ გამოკვლევას.

* თუ პაციენტი იმყოფება ანდროგენებით ხანგრძლივ მკურნალობაზე, მკურნალი ექიმი პერიოდულად ამოწმებს სისხლის ანალიზს (ჰემოგლობინსა და ჰემატოკრიტს) პოლიციტემიის (სისხლის უჯრედების მომატებული რაოდენობის) გამოვლენის მიზნით.

* იშვიათ შემთხვევებში, სასქესო ჰორმონების გამოყენებისას, რომლებსაც მიეკუთვნება ტესტოსტერონიც, აღინიშნებოდა კეთილთვისებიანი, უფრო იშვიათად კი – ავთვისებიანი სიმსივნეები ღვიძლში. ერთეულ შემთხვევაში ასეთი სიმსივნეებიდან სისხლდენა მუცლის ღრუში წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენას, თუმცა ამ პათოლოგიასა და პრეპარატების გამოყენებას შორის კავშირი არ დადგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები ნაკლებსავარაუდოა, მუცლის არეში უჩვეულოდ ძლიერი ტკივილების დროს რეკომენდირებულია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია. არ შეიძლება ჩაითვალოს სიმსივნის ან სისხლდენის სიმპტომებად ნებისმიერი უჩვეულო შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმ ტკივილების შესახებ, რომლებიც არ ქრება მცირე დროის განმავლობაში.

* თუ პაციენტს აქვს შეშუპებები (მაგალითად ფეხების შეშუპება), აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

* ნებიდოს კლინიკური კვლევები ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

ტესტოსტერონის გამოყენებამ ბავშვების სამკურნალოდ მასკულინიზაციასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის დაჩქარებულ ზრდა და მომწიფება, აგრეთვე ეპიფიზის ზრდის ზონის ნაადრევი ჩაკეტვა, რაც იწვევს საბოლოოდ ზრდის შენელებას. შესაძლებელია აკნეს გამოვლენა.

* აპნოეს ძილში არსებული სინდრომი (სუნთქვის ხანმოკლე უნებლიე შეჩერება) შეიძლება გაძლიერდეს.

* ანდროგენები არ გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდისა და ფიზიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჯანმრთელ სუბიექტებში.

* ნებიდო არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– თუ პაციენტს აქვს დიაბეტი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია (ანდროგენებს, როგორიცაა ნებიდო, შეუძლიათ გააძლიერონ ინსულინის ეფექტი).

– შეიძლება ადგილი ჰქონდეს ურთიერთქმედებას მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორებთან (მაგალითად ანტიეპილეფსიური პრეპარატები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის კლირენსის გაზრდა.

– ანდროგენებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე. ორგანიზმში (მაგალითად: აღინიშნებოდა ოქსიფენბუტაზონის დონის მომატება).

– ცნობილია, რომ ტესტოსტერონსა და მის ანალოგებს შეუძლიათ გაზარდონ პერორალური ანტიკოაგულანტების აქტივობა, რამაც შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექციის აუცილებლობა მკურნალი ექიმის მიერ. აუცილებელია, ექიმის ინფორმირება თუ პაციენტი იღებს რომელიმე ასეთ პრეპარატს, ან თუ აქვს სისხლის შედედების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები.

– თუ პაციენტი მკურნალობის დაწყებამდე თვითნებურად იღებდა ან იღებს რაიმე სახით სამკურნალო პრეპარატს, აუცილებელია ექიმის ინფომირება ამის შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ნებეტა 5 მგ.ტაბლეტები – NEBETA 5mg tablets – НЕБЕТА 5мг. таб.

საერთაშორისო დასახელება:

NEBIVOLOL

მწარმოებელი: Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ნებივოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ბეტა1-ადრენობლოკატორი ვაზოდილატაციური თვისებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 28 ტაბ.,

1 ტაბ.

ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი …….   5 მგ

ვრცლად ნონბლონი

ნახშირი გააქტივებული – ACTIVATED CHARCOAL – УГОЛЬ АКТИВИРОВАННЫЙ

საერთაშორისო დასახელება:

გააქტივებული ნახშირი

მწარმოებელი: “ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”  (უკრაინა)

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

შავი ფერის ტაბლეტები, ორივე მხრიდან თანაბრად ამობურცული გლუვი ზედაპირით;

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს გააქტივებულ ნახშირს 0,25 გ;

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სორბენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაადსორბირებელი საშუალება. გააჩნია დიდი ზედაპირული აქტივობა და სორბციის მაღალი უნარი. ამცირებს საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მძიმე მეტალების მარილების, ალკალოიდებისა და გლიკოზიდების, სამკურნალო საშუალებების შეწოვას და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ გამოყოფას. იგი თავის ზედაპირზე ახდენს გაზების ადსორბციას.

გააქტივებულ ნახშირს ტაბლეტების ფორმით ფხვნილთან შედარებით ადსორბციის უფრო მცირე უნარი გააჩნია, მაგრამ გამოსაყენებლად იგი შედარებით მოსახერხებელია.

ფარმაკოკინეტიკა:

გააქტივებული ნახშირი არ აბსორბირდება, ორგანიზმიდან ნაწლავების საშუალებით კარგად გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენება:

  • დისპეფსია, კვებითი ინტოქსიკაციები, ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილების მოწამვლა, მეტეორიზმი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისას გაზთა წარმოქმნის შემცირების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

მეტეორიზმის და დისპეფსიის დროს მოზრდილებში უნიშნავენ 1-დან 3 ტაბლეტს 3-4-ჯერ დღეში.

მოწამვლის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად 20-30 გ მიღებაზე წყალში შეწონილი სახით (1-2 ჭიქა წყალზე). აღნიშნული დოზით პრეპარატი მიიღება აგრეთვე კუჭის ამორეცხვის მიზნით.

მომატებული მჟავიანობისას 1-2 ტაბლეტი მიიღება 3-4-ჯერ დღეში. სწრაფი და გამოხატული ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და მიღებულ იქნას შეწონილი სახით წყალში გახსნილი (0,5 ჭიქა წყალზე).

ამის გარდა, ინტოქსიკაციის დროს ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ნარევის სახით: ტაბლეტის 2 წილს უნდა დავუმატოთ 1 წილი მაგნიუმის ჟანგი და ტანინი (1 ჭიქა თბილ წყალში უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი შეწონილი ნარევი).

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ყაბზობა, დიარეა; ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვიტამინოზი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების და კუჭიდან სისხლდენის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ადსორბირებული თვისებების გამო გააქტივებულმა ნახშირმა შეიძლება შეამციროს ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები გააქტივებული ნახშირის ჭარბი დოზირების შესახებ.

გამოყენების თავისებურებანი:

თანმხლები ფარმაკოთერაპიის დროს გააქტივებული ნახშირი გამოიყენება 1-1,5 სთ-ით ადრე, ან სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ ასეთივე ინტერვალით მისი მაადსორბირებელი თვისების გამო.

გააქტივებული ნახშირის მიღების შემდეგ განავალი შავი ფერის ხდება.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება მშრალ და იმ ნივთიერებებისაგან ან მასალებისაგან მოშორებით, რომლებიც უშვებენ ორთქლს და/ან გაზს. ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

Don`t copy text!