Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 531

მულტი – ტაბს იუნიორი – MULT -TABS JUNIOR – МУЛЬТИ -ТАБС ЮНИОР

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლბა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ჟოლოსა და მარწყვის, ან ფორთოხლისა და ვანილის, ან ბანანის, ან ხილის, ან კოლასა და ლიმონის გემოთი: ბლისტერზე 15 ტა., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ………………800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) …………….5 მკგ
ვიტამინი E
(D-α–ტოკოფეროლ აცეტატი) …………………..
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………..1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) …………………..1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……………….
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ………………1 მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..18 მგ
პანტოტენის მჟავა 
(კალციუმის პანტოთენატი) ……………………..
6 მგ
ფოლის მჟავა …………………………………….100 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) …………………60 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ………………………14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) …………………………15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ………………2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ……………….2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………….50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) …………………50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) …………………….150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიგ შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, მონო დი და ტრიგლიცერიდები, წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

ქსილიტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ასკორბინის მჟავა, მეთილცელულოზა, ჟელატინი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ნარევი მონო- დი-  და ტრიგლიცერიდები, ასპარტამი, გემოს შემავსებელი (ჟოლოსა და მარწყვის, ფორთოხლისა და ვანილის, ბანანის, ხილის ან კოლასა და ლიმონის), გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას, გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველჰყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების,  დიდი მნიშვნელობა აქვს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქცის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული  იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის პროფილაქტიკა;
  • მინერალების უკმარისობა;
  • ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილი მოთხოვნილება;
  • ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა;
  • სტრესების: გადაღლილობის დროს;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • არაჯანმრთელი და არასაკმარისი კვების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 4-დან 11 წლამდე -1 ტაბლეტი დღეში საჭმელთან ერთად ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს იუნიორის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი – ტაბს იმუნო პლუსი – MULTI -TABS IMMUNO PLUS – МУЛЬТИ -ТАБС ИММУНО ПЛЮС

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

Lactobacillus GG (LGG) ………………………….109კოე
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) …………………800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ……………….5 მკგ
ვიტამინი E
(D-α–ტოკოფეროლ აცეტატი) …………………….
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) …………………1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ……………………..1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) …………………
2მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) …………………1 მკგ
ნიკოტინამიდი ……………………………………..18 მგ
პანტოტენის მჟავა …………………………………..6 მგ
ფოლის მჟავა ……………………………………….200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) …………………..60 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ………………………..14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ……………………………15 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ………………….2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ……………………….50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ……………………50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ……………………….150მკგ

მულტი – ტაბს იმუნო ბავშვებისათვის – MULTI -TABS IMMUNO KIDS – МУЛЬТИ -ТАБС ИММУНО КИДС

მწარმოებელი: FERROSAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებალი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

Lactobacillus GG (LGG) …………………….109 კოე
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ……………400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ………….10 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ………………..
7 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………1 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ………………..1.2 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) …………….
1.1 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ……………1.4 მკგ
ნიკოტინამიდი ………………………………..13 მგ
პანტოტენის მჟავა ……………………………..3 მგ
ფოლის მჟავა ………………………………….100 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ……………..60 მგ
ბიოტინი (D-ბიოტინი) ………………………20 მკგ
ვიტამინი K (ფიტომენადიონი) ……………….30 მკგ
რკინა (რკინის ფუმარატი) …………………..10 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ……………………..7 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ……………2 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ……………..30 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ………………….90 მკგ

მულტი – ტაბს ბ-კომპლექსი – MULTI -TABS B-COMPLEX – МУЛТИ -ТАБС В-КОМРЛЕКС

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება, პოლივიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60  და 100 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………….15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ……………………15 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ………………..
15 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ……………….5 მგ
ნიკოტინამიდი ……………………………………60 მგ
პანთოტენის მჟავა
(კალციუმის პანთოტენატი) ………………………
30 მგ
ფოლის მჟავა ……………………………………..200 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: ჰიპრომელოზა, მელტოდექსტრინი, ნატრიუმის  ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი;

შემავსებლები: კალციუმის სულფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის ორჟანგი, ქლორწყალბადის კონცენტრირებული მჟავა, გამოხდილი წყალი.

გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, ტალკი, რკინის ჟანგი (II); რკინის ჟანგი (III); გამოხდილი წყალი, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პოლივიტამინური კომპლექსი. პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ვიტამინი PP: ნიკოტინამიდი წარმოადგენს კომპონენტს, რომელიც მონაწილეობს წყალბადური იონის გადატანაში ცხიმოვანი მჟავების სინთეზისას, გლიკოლიზისა და ქსოვილების სუნთქვის დროს. ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს უჯრედული მეტაბოლიზმისას. ნიკოტინამიდი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციას; მისი გამოყენება სასურველია ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც  დაკავშირებულია ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ჩვენებები:

  • ჰიპორვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა, B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნის მდგომარეობა:
  • მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
  • “ქრონიკული დაღლილობის სინდრომი”;
  • ასტენური და ნევროტიკული მდგომარეობების, სტრესის პროფილაქტიკა;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგიები;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

იმ შემთხვევაში, თუ დოზირების სხვა სქემა არ არის დანიშნული, რეკომენდებულია:

მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 12 წლის ასაკის ზევით – თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

დიაბეტური პოლინეიროპათიის პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტებისას, ნევრალგიებისას 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მინიმალური კურსი შეადგენს 2-3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* B-კომპლექსის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება.

* ჯგუფი- B ვიტამინების კომპლექსი ამცირებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურების ეფექტურობას.

* ალკოჰოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვადობას.

* არ არის რეკომენდებული აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მულტი – ტაბს აქტივი – MULTI -TABS ACTIV – МУЛЬТИ -ТАБС АКТИВ

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური საშუალება+მულტიმინერალები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ………………………..800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ……………………..5 მკგ
ვიტამინი E (D- α-ტოკოფეროლ აცეტატი) ………………10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………………….1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ……………………………1.6 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ………….2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)  ………………………1 მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………………….18 მგ
პანტოტენის მჟავა ………………………………………….6 მგ
ფოლის მჟავა ………………………………………………200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ………………………….60 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) ……………………………100 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ………………………………..14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) …………………………………..15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ………………………..2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) …………………………2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ……………………………..50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ………………………….50 მკგ
კორეული ჟენშენის სტანდარტიზირებული ………………127.1 მგ
ექსტრაქტი, შეიცავს გინსენოზიდების ……………………8.3 მგ-ს
იოდი(კალიუმის იოდიდი) ………………………………150მკგ

მუკოფალკი (გრანულები) – MUCOFALK (granuli) – МУКОФАЛЬК (гранулы)

ინფორმაცია: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება ფორთოხლის არომატით, რომელიც არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

არ იწვევს შეჩვევას. უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ინიშნება 12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 –ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, შემდეგ  აყოლებენ მეორე ჭიქა  წყალს.

მწარმოებელი: დრ. ფალკ ფარმა. გერმანია.

შემადგენლობა:

1 პაკეტი -5გ. გრანულა შეიცავს მრავალძარღვას თესლის გარსს- 3,25გ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის  არომატიზატორი.

5გ პრეპარატი შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა  შეესაბამება 0.064 პ/ე-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მრავალძარღვას თესლის გარსის ჰიდროფილური ბოჭკოები აკავებენ სითხეს კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, რის შედეგადაც იზრდება განავლის მოცულობა და რბილდება მისი კონსისტენცია.

პრეპარატი არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

ჩვენება:

  • ყაბზობა;
  • ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი ყაბზობა;
  • ანალური ნახეთქები და ბუასილი ;
  • ანორექტალურ არეში ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი ;
  • ფუნქციური დიარეა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი;

უკუჩვენება:

*ნაწლავთა გაუვალობა

*12 წლამდე ასაკი

დოზირება :

12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 ჯერ დღეში.

პაკეტის შიგთავსი იხსნება 150მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, დამატებით აყოლებენ 1 ჭიქა წყალს.

დანიშნულება:

აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!

მუკოლინი – MUKOLIN – МУКОЛИН

საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL

მწარმოებელი: ბიოფარმა ილაჯ სან . ვე ტიჯ . ა . შ . სამანდირა / სტამბული .

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები:

1 ტაბ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ………….     30 მგ

სიროფი: ფლაკონში დოზირებული ხუფით 100 მლ.

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი …………    15 მგ

ვრცლად ლიზლი

მუკოკეჰელ D5 – MUCOKEHL D5 – МУКОКЕЛЬ D5

მწარმოებელი: SANUM-Kehibeck. GmbH & Co. KG, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური წესით მომზადებული იზოპათიური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 200 ც.

1 ტაბ.

Mucor racemosus D5 (ობის სოკო) ………        250 მგ

სახამებელი   ……………………………………….25.0 მგ

მაგნიუმის სტეარატი ……………………………..0.5 მგ

ჩვენება:

  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • სისხლძარღვების ლატენტურად და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები; თამბაქოს მწეველებში ქვემო კიდურების სპაზმი;
  • მაობლიტირებელი ენდარტერიტი (ხანგამოშვებითი კოჭლობა);
  • ბუასილი;
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არის, დღეში ერთხელ 1-3 ტაბლეტი.

გამოყენების წესი: სადილის შემდეგ ან დილით საუზმემდე 2 საათით ადრე რაიმე სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მუკოზა კომპოზიტუმი – MUCOSA COMPOSITUM – МУКОЗА КОМПОЗИТУМ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლორწოვანი გარსის დამცავი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Mucosa pulmonis suis D8 ……………………1მლ
Mucosa nasalis suis D8 ………………………1მლ
Mucosa oris suis D8 ………………………….1მლ
Mucosa pulmonis suis D8 ……………………1მლ
Mucosa oculi suis D8 …………………………1მლ
Mucosa vesicae felleae suis D8 …………….1მლ
Mucosa vesicae urinariae suis D8 ………….1მლ
Mucosa pylori suis D8 ………………………..1მლ
Mucosa oesophagi suis D8 ………………….1მლ
Mucosa jejuni suis D8 ………………………..1მლ
Mucosa ilei suis D8 …………………………..1მლ
Mucosa coli suis D8 …………………………..1მლ
Mucosa recti suis D8 …………………………1მლ
Mucosa ductus
choledochi suis D8 ……………………………
1მლ
Ventriculus suis D8 …………………………..1მლ
Pankreas suis D10 ……………………………1მლ
Argentum nitricum D6 ………………………..1მლ
Atropa belladonna D10 ………………………1მლ
Oxalis acetosella D6 …………………………1მლ
Semecarpus anacardium D6 ……………….1მლ
Phosphorus D8 ……………………………….1მლ
Lachesis mutus D10 …………………………1მლ
Cephaelis ipecacuanha D8 …………………1მლ
Strychnos nux-vomica D13 ………………….1მლ
Veratrum album D4 …………………………..1მლ
Pulsatilla pratensis D6 ……………………….1მლ
Kreosotum D10 ……………………………….1მლ
Sulfur D8 ………………………………………1მლ
Natrium diethyloxalaceticum D8 ……………1მლ
Bacterium coli-Nosode D28 …………………1მლ
Marsdenia cundurango D6 ………………….1მლ
Kalium bichromicum D8 ……………………..1მლ
Hydrastis canadensis D4 ……………………1მლ
Mandragora e radice siccata D10 ………….1მლ
Momordica balsamina D6 ……………………1მლ
Ceanothus americanus D4 ………………….1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

ორგანიზმის დამცავი ფუნქციების სტიმულაცია ლორწოვანი გარსების სხვადასხვა ტიპის დაზიანების დროს; მათ შორის,

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (წყლულებით და მათ გარეშე), ზემო და ქვემო სასუნთქი გზების, შარდგამომყოფი გზების, კონიუნქტივის, ასევე

ნაწლავთა სპაზმის, კარდიოსპაზმის, დივერტიკულიტებისას.

როგორც დამატებითი საშუალება გამოიყენება:

  • პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ნაწლავთა გაუვალობისადმი მიდრეკილების, ნაწლავთა ატონიის, ფაღარათის, ანალური ეგზემების და ნახეთქებისას, ცხვირის წიაღების და ევსტაქის მილის ანთების, დისბაქტერიოზის, გასტრო-კარდიული სინდრომის, მომატებული მჟავიანობის, ყაბზობის, ქრონიკული ბრონქიტის, ასთმის, პიელიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, ურეთრიტის ვაგინიტის, სტომატიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის დროს;
  • კუჭის, ნაწლავების, ბრონქების, ხორხის დაავადებებისას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე,
  • სიმსივნეების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე მდგომარეობისას თითო ამპულა ყოველდღე, სხვა შემთხვევაში 1-3-ჯერ კვირაში; კანქვეშ, კუნთებში, ხოლო აუცილებლბისას ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

ერთეულ შემთხვევაში შესაძლოა კანის ალერგიული რეაქციები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მუკოგენი – MUKOGEN – МУКОГЕН

მწარმოებელი: “Macleods Pharmaceuticals Ltd”, ინდოეთი.

მოქმედი ნივთიერება:

რებამიპიდი

გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები, 100მგ, №30

ვისთვისაა ნაჩვენები მუკოგენი?

ქრონიკული გასტრიტი მომატებული მჟავიანობით გამწვავების სტადიაში, ეროზიული გასტრიტი. არაწყლულოვანი დისპეფსია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული ლორწოვანი გარსის დაზიანებისაგან დასაცავად.

როგორ გამოიყენება მუკოგენი?

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, თითო ტაბლეტი  (100მგ) 3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 2–4 კვირას, აუცილებლობისას შესაძლებელია მკურნალობა გაგრძელდეს 8 კვირამდე.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ასაკოვნებს, რამდენადაც მოცემულ კატეგორიაში არსებობს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევის განვითარების რისკი.

პედიატრია:

პრეპარატი არ ინიშნება 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენებაზე კვლევა არ ჩატარებულა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში რებამიპიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

რამდენადაც რებამიპიდი გამოიყოფა რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება უნდა შეწყდეს; ან თუ პრეპარატის მიღების აუცილებლობა არსებობს გადაწყდეს ბავშვის  ხელოვნურ  საკვებზე გადაყვანის საკითხი.

მანქანა – დანადგარებთან მუშაობა და ავტოტრანსპორტის მართვაზე გავლენა ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ შესაბამისი ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით ასეთი გავლენა ნაკლებად დამაჯერებელია.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: ყაბზობა, მუცლის შებერილობა, დიარეა, ღებინება, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შგრძნების დარღვევა.

ღვიძლის მხრიდან: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია;

ალერგიული რეაქციები: კანზე ეგზემისმაგვარი გამონაყარი, ქავილი, შეშუპება.

სხვა: ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* რებამიპიდის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* კუჭის ავთვისებიანი დაავადება;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

მუკოგენის ურთიერთქმედება:

რებამიპიდის ჩართვა ტრადიციულ ანტიჰელიკობაქტერიული სქემის შემადგენლობაში მნიშვნელოვნად ზრდის ერადიკაციული თერაპიის ეფექტურობას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ იქნა გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

არ აღნიშნულა რებამიპიდის ჭარბი დოზირება.

შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, თავის ტკივილი.

დოზის გადაჭარბებისას ხდება კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური თერაპიის დანიშვნა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

Don`t copy text!