Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 532

მუკალტინის სიროფი ჟოლოთი და მარწყვით – Sirupus Mucaltini cum Rubii – МУКАЛТИН сироп

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

125გ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის  ფლაკონში მჭიდროდ თავდახურული ხუფით. ფლაკონს ათავსებენ მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

მუკალტინი; ჟოლოს არომატიზატორი, მარწყვის არომატიზატორი, სორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი;

პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემფეროლი), კუმარინებს ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მუკალტინის სიროფი აწყნარებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან,  აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.

ჩვენება:

  • სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
  • ბრონქიტები;
  • პნევმონია;
  • ბრონქოექტაზია;
  • ტრაქეიტი;
  • ლარინგიტი;
  • ანგინა;

უკუჩვენება:

* შაქრიანი დიაბეტი.

* სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: პერორულად თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ბავშვებში:  1-დან 3 წლამდე ნახევარი ჩაის კოვზი, 3-დან 6 წლამდე თითო ჩაის კოვზი, 6-დან 12 წლამდე თითო დესერტის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შენახვის პირობები:

15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მუკალტინი (შუშხუნა ტაბლეტები) – Mukaltini (Tabulettae effervescentaes) – МУКАЛТИН (таб. шипучие)

გამოშვების ფორმა:

10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალის ტუბში სახურავით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
მუკალტინი; მარწყვის არომატიზატორი; პიტნის ზეთი;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემპფეროლი),   კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ამცირებს ხველას, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.

ჩვენება:

სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი; 
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა;

მიღების წესი და დოზირება:

შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/4 ტაბლეტი, 3-დან 6 წლამდე 1/2½ ტაბლეტი,
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

შენიშვნა:

ტაბლეტში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება
ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით. 
ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შენახვის წესი:

მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მუკალტინი (ტაბლეტები 0,05 გრ) – MUCALTHINUM (tab.0,05gr) – МУКАЛТИН (таб 0,05гр)

მწარმოებლი: ს/ს “გალიჩფარმა”.უკრაინა,  ლვოვი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს 0,05 გრ მუკალტინს;

დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა, კალციუმის სტეარატი,

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. მუკალტინი – ამოსახველებელი საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია სეკრეტოლიტური და ბრონქოლიტური თვისებებით. პრეპარატს გააჩნია ხველის საწინააღმდეგო ზომიერი მოქმედება, ამცირებს რა ხველის შეტევებს და მათ ინტენსიურობას. მუკალტინი არატოქსიკურია და არ გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი ზემოქმედება.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ფილტვების ტუბერკულოზი არასპეციფიკური ბრონქიტის მოვლენებით).

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
მუკალტინის გამოყენება შეიძლება ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ სხვა საშუალებებთან ერთად.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

პრეპარატი მიიღება 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. უფროსები ღებულობენ 1-2 ტაბლეტს ერთ მიღებაზე. ერთჯერადი დოზა ბავშვებისათვის, ასაკის მიხედვით შეადგენს: 1 წლამდე – 0,5 ტაბლეტი, 1-3 წელი – 1 ტაბლეტი, 3 წლიდან – 1-2 ტაბლეტი. 
ბავშვებში გამოყენებისას პრეპარატს ხსნიან 1/3 ჭიქა თბილ წყალში, უმატებენ შაქრის ან ხილის სიროფს. 
მკურნალობის კურსი – 15 დღემდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი).

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +8°C-დან +15°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები.

ურეცეპტოდ.

მოქსონიდინი – MOXONIDINE – МОКСОНИДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქსონიდინი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს. მოქსონიდინი ხასიათდება მაღალი აფინურობით ცენტრალური იმიდაზოლინური I ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ (I1რეცეპტორები) და ნაკლები შეკავშირების უნარით პრესინაფსურ ალფა-2-ადრენორეცეპტორებთან. ცენტრალური იმიდაზოლინური I1-რეცეპტორების სელექტიური სტიმულაცია იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის ცენტრალური და პერიფერიული ტონუსის შემცირებას. პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ასევე კავშირშია რენინანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის პრესორული აქტივობის შემცირებასთან. სისხლის პლაზმაში კატექოლამინების დონის შემცირება და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას და ხელს უშლის ნატრიუმის და სითხის შეკავებას ორგანიზმში.

თერაპიული დოზით და ხანგრძლივი მიღებისას პრეპარატი არ მოქმედებს ჰემატოლოგიურ მაჩვენებლებზე, ელექტროლიტურ ბალანსზე, ნახშირწყლების და ლიპიდურ ცვლაზე, არ იწვევს მოხსნის სინდრომს.

პრეპარატის მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება 2-4 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათზე მეტია.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა:

პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება მოქსონიდინის 90%. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (200 მკგ მოქსონიდინის მიღების შემდეგ) აღინიშნება 30-180 წუთის განმავლობაში და შეადგენს 1-3 ნ გ/მლ; მოქსინიდინი თითქმის არ ექვემდებარება ღვიძლში „პირველადი გასვლის“ ეფექტს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 88%-ს. საკვების მიღება არ მოქმედებს მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.

სისხლის პლაზმაში მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება 2-4 საათის შემდეგ.

განაწილება:

სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 7%-ს.

მეტაბოლიზმი:

მოქსონიდინის ძირითადი მეტაბოლიტებია – 4.5-დეჰიდრომოქსონიდინი და გუანიდინის წარმოებულები.

ელიმინაცია:

ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. 24 საათის განმავლობაში მოქსონიდინის 90% ელიმინირდება თირკმელებით, 70% გამოიყოფა უცვლელი სახით.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია.

დოზირების რეჟიმი

მკურნალობა იწყება დოზით 200 მკგ ერთხელ დღეში დილით. ჰიპოტენზიური ეფექტის უკმარისობის შემთხვევაში 3 კვირის შემდეგ დოზა იზრდება 400 მკგ-მდე/დღეში. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება 400 მკგ ერთხელ დღეში ან 200 მკგ 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 400 მკგ, ხოლო დღეღამის – 600 მკგ.

პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-60 მლ/წუთში, ინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზა 200 მკგ; მაქსიმალური დოზაა – 400 მკგ. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლებელია თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლებელია პირის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოხატულება მცირდება მკურნალობის მიმდინარეობისას.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* სინოაურიკულური ბლოკადა ან ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;

* ბრადიკარდია მოსვენებით მდგომარეობაში 50-ზე ნაკლები გულის სიხშირით;

* ავთვისებიანი არითმიები;

* გულის ქრონიკული უკმარისობა IV ხარისხის NYHA კლასიფიკაციის მიხედვით;

* მძიმე კორონალური უკმარისობა;

* არასტაბილური სტენოკარდია;

* ღვიძლის მძიმე დაზიანება;

* თირკმელების უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წუთში ნაკლები და კრეატინინის კონცენტრაციით სისხლის პლაზმაში 1.8 მგ-ზე მეტი;

* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მოქსონიდინი არ ინიშნება შემდეგი თანმხლები დაავადებების ფონზე: ხანგამოშვებითი კოჭლობის, რეინოს დაავადების, პარკინსონის დაავადების, ეპილეფსიის, გლაუკომის, დეპრესიის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაში არ არის ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.

♦  პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით აუცილებელია რეგულარული კონტროლი არტერიული წნევაზე, გულის შეკუმშვის სიხშირეზე და ეკგ-ზე.

გამოყენება პედიატრიაში:

პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში 16 წლამდე, რადგანაც არ არის ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.

ტრანსპორტის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას:

აუცილებელია ექიმის მიერ რეგულარული კონტროლი. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, რაც დგინდება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით მიღებულ პრეპარატზე.

ჭარბი დოზირება

აღწერილია რამდენიმე შემთხვევა პრეპარატის მიღებისას დოზით 2 მგ/დღეში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებოდა.

სიმპტომები: თეორიულად შესაძლებელია განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული კოლაფსი, ბრადიკარდია, პირის სიმშრალე;

გამონაკლის შემთხვევაში – ღებინება, არტერიული წნევის პარადოქსული მომატება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია, რომელიც მიმართულია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ჭარბი დოზირების შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. ფენტოლამინი ნაწილობრივ ამცირებს სიმპტომების გამოხატულებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– მოქსონიდინის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მოხდეს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროული გამოყენებისას, თუ მოქსონიდინის მოხსნა წარმოებს პირველ რიგში, შესაძლებელია მოხსნის სინდრომის განვითარება (რეკომენდებულია ჯერ ბეტა-ბლოკატორების მოხსნა, ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ – მოქსონიდინი მოქსონიდინი ს.).

– მოქსონიდინის ერთდროული გამოყენებისას სედატიურ და საძილე საშუალებებთან, ეთანოლთან, ეთანოლშემცველ პრეპარატებთან, შესაძლებელია მათი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.

მოქსინი – MOXIN – МОКСИН

საერთაშორისო დასახელება:

MOXIFLOXACIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

მოქსიფლოქსაცინი …………….         400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის II და IV ტოპოიზომერების ინჰიბირებასთან, რაც მიკრობის დაღუპვას იწვევს.

მოქსიფლოქსაცინისა და პენიცილინებს, ცეფალოსპორინებს, ამინოგლიკოზიდებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს შორის ჯვარედინი მდგრადობა არ აღინიშნება. ჯვარედინი მდგრადობის შემთხვევები აღინიშნება ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი. მიუხედავად ამისა, ქინოლონებისადმი მდგრადი ზოგიერთი გრამდადებითი და ანაერობული მიკროორგანიზმი  მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინისადმი. მოქსიფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა ვითარდება ნელა, მრავლობითი მუტაციის გზით.

მოქსიფლოქსაცინი In vitro აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ, ანაერობების, მჟავაგამძლე და ატიპიური ფორმის ბაქტერიების – Micoplasma, Clamidia, Legionella-ს მიმართ. ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ.

მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული სპექტრი მოიცავს შემდეგ მიკროორგანიზმებს:

გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Streptococcus pneumoniae (პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (А ჯგუფი), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Straphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae;

გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Haemophilus parainfluenza, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrahalis (ბეტა- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii;

ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides  uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის: Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum;

ასევე, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophilia, Coxiella burnettii.

მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Burkholderia cepacia, Stenotrophomonas maltophilia-ს მიმართ.

პერორალურად მიღებული მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მოქსიფლოქსაცინის 400 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 0.5-4 საათში. ფილტვის ქსოვილში (მათ შორის ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის დანამატ ღრუებში, ინტერსტიციურ სითხესა და ნერწყვში, ანთების კერაში პრეპარატი უფრო მეტი კონცენტრაციით ხვდება, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ორგანიზმიდან გამოიდევნება როგორც შეუცვლელი, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან და ფეკალურ მასასთან ერთად. T1/2 დაახლოებით 12 საათს შეადგენს.

ჩვენება

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • მწვავე სინუსიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

– მკურნალობის ხანგრძლივობა ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს – 5 დღე;

– არაბრონქიტის გამწვავების დროს – 10 დღე;

– მწვავე სინუსიტისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის დრო – 7 დღე.

პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია 14 დღემდე გაგრძელდეს.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კრეტანინის კლირენსი მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

ტაბლეტები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები:

მოქსიფლოქსაცინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების უმრავლესობა (90%) მსუბუქი ან საშუალო სიძიმისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, სტომატიტი, გლოსიტი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

პაციენტებში ჰიპოკალიემიით QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, არტერიული წნევის მატება ან შემცირება, ტკივილი მკერდის არეში. პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზიები, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილობა.

სასუნთქის სისტემის მხრივ:

ბროსნქოსპაზმი, დისპნოე.

ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ:

ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:

ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი.

ალერგიული რეაქციები:

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

* ორსულობა;

* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;

* მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის, კრუნჩხვითი შეტევების მაპროვოცირებელი და კრუნჩხვითი განტვირთვითს მზადყოფნის ზღვრის შემამცირებელი დაავადებების, QT ინტერვალის გახანგრძლივების, ჰიპოკალიემიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის,  გულის გამტარობის შემაფერხებელი პრეპარატების (Iა, II და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები) ერთდროული გამოყენების, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

* მოქსიფლოქსაცინი არ ინიშნება ეპილეფსიის დროს.

* მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე დიარეის მძიმე ფორმა აღენიშნებათ. მოქსინით თერაპიის ფონზე დიარეის გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მოქსიფლოქსაცინისა და კორტიკოსტეროიდების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება.

– მოქსიფლოქსაცინის და ანტაციდური პრეპარატების, ასევე პოლივიტამინებისა და მინერალების შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოქსიფლოქსაცინის აბსორბციის დარღვევა. ამიტომ, ანტაციდები და კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის, რკინის შემცველი პრეპარატები ინიშნება მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე 4 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

– მოქსიფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ცვლის დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს.

– მოქსიფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს გლიბლენკლამიდის, პრობენეციდის, ვარფარინის, პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციაზე.

– აქტივირებული ნახშირისა და 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას, პრეპარატის აბსორბციის შეფერხების გამო, მისი ბიოშეღწევადობა 80%ით- მცირდება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

მოტილიუმი – MOTILIUM – МОТИЛИУМ

საერთაშორისო დასახელება:

DOMPERIDONE

მწარმოებელი: JASSEN-CILAC

მოქმედი ნივთიერება: დომპერიდონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღებინების საწინააღმდეგო საშუალება – დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დომპერიდონი …………  10 მგ

 

ვრცლად დოპროკინი

მორაციზინი – MORACIZINE – МОРАЦИЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

მორაციზინი წარმოადგენს IC ჯგუფის ანტიარითმულ საშუალებას. მას გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმული მოქმედება. ნატრიუმის არხების ბლოკირების შედეგად იგი ხელს უწყობს ნატრიუმის სწრაფი შემავალი დენის შემცირებას და ამავე დროს ნაკლებად იწვევს კალციუმის ნელი შემავალი დენის ინჰიბირებას. მორაციზინი აფერხებს აგზნების გატარებას მიოკარდში, არ ცვლის გულისცემის სიხშირეს და არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე.

მიოკარდის კუმშვადობა იცვლება დოზის შესაბამისად. პრეპარატს გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება. არითმოგენული ეფექტი თერაპიული დოზების გამოყენებისას იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში “პირველადი გავლის” დროს, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები განიცდიან მნიშვნელოვან მერყეობას, რაც მოითხოვს ინდივიდალურ შესწავლას ცალკეულ ავადმყოფებში, სისხლში პრეპარატის ოპტიმალური კონცენტრაციის განსაზღვრისათვის. ამავე დროს, მისი ზოგიერთ მეტაბოლიზმს გააჩნია ანტიარითმული აქტივობა. იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ჩვენებები

  • ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;
  • ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული);
  • მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;
  • მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.

დოზირების რეჟიმი

– მორაციზინი ინიშნება საწყისი დოზით 50 მგ 3-ჯერ დღეში. მისი გამოყენება საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული.

– არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა იზრდება (ეკგ კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ დღეში) ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ).

– სტაბილური ანტიარითმული ეფექტის შემთხვევაში ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია ინდივიდუალურად შერჩეული მინიმალური ეფექტური დოზებით. ანტიარითმული ეფექტი ვითარდება მისი პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე პრეპარატის ეფექტურობაზე და მის მიმართ ტოლერანტობაზე.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლმიმოქცევის შემცირება, იშვიათად ვითარდება არითმოგენული მოქმედება.

ცნს-ის და თვალის მხრივ: თავბრუსხვევა, თვალის აკომოდაციის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა,

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* გულის გამტარებლობის დარღვევა: სინოატრიული ბლოკადა II ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) II და III ხარისხის, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის ბლოკადა;

* არტერიული ჰიპოტენზია;

* გულის უკმარისობის მძიმე ფორმა;

* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის და პოტენციური რისკი ნაყოფისათვის, რის გამოც მისი მიღება ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მორაციზინი სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს;

♦  I ხარისხის AV ბლოკადის;

♦  ჰისის კონის არასრული ბლოკადის დროს;

♦  დახურულკუთხოვანი გლაუკომის;

♦  წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს;

♦  მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მონიტორინგის ქვეშ;

♦  მისი გამოყენება სასურველია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 თვის შემდეგ.

გამოყენების თავისებურებები:

– ავადმყოფებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით პრეპარატის პირველადი დანიშვნისას 2-3 დღის შემდეგ აუცილებელია ეკგ კონტროლი (კომპლექსი QRS).

– ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია არითმიის მკურნალობის დაწყება პრეპარატით (600-1200 მგ/დღეში). ვინაიდან იგი უფრო იშვიათად იძლევა გვერდით მოვლენებს. პრეპარატის მიმართ არითმიის რეფრაქტერობის შემთხვევაში ინიშნება უფრო აქტიური ეტაციზინი.

– პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ავადმყოფებში პარკუჭოვანი არითმიით კომბინაციაში ჰისის კონის-პურკინის სისტემის ბლოკადასთან. როგორც სხვა ანტიარითმულ პრეპარატებს, მას ახასიათებს არითმოგენული მოქმედება.

მორაციზინის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნას:

– წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;

– წინასწარ გამოვლენილი უნდა იქნას ჰიპოკალიემია და მიღებული იქნას ზომები მისი კორეგირებისათვის;

– დაუშვებელია მორაციზინის კომბინაცია IA ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატებთან;

– პრეპარატით მკურნალობის დაწყება საჭიროა სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ეკგ მონიტორინგის ქვეშ);

– ექტოპური პარკუჭოვანი კომპლექსის გახშირების ბლოკადის ან ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება. მკურნალობა წყდება აგრეთვე პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერების შემთხვევაში >25%-ით, მისი ამპლიტუდის შემცირებისას, კბილის გახანგრძლივებისას 0.12 წამზე უფრო მეტად.

– არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), სისტოლური მოცულობის შემცირება, სტაბილური პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა.

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებით, ვინაიდან იგი ტოქსიკურია ჰეპატოციტებისათვის.

– იმ პირთათვის, რომლებიშიც ადგილი აქვს პრეპარატის დანიშვნისას გვერდით ეფექტებს ცნს-ის მხრივ (მაგალითად, თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა, დიპლოპია და სხვა), დაუშვებელია ავტომობილის მართვა და მუშაობა ზუსტ მექანიზმებთან.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ძლიერი დამთრგუნველი მოქმედება გულის გამტარ სისტემაზე, არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის მომატება.

მკურნალობა: სიმპტომატურია, მძიმე შემთხვევაში ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობა ვიტალური ორგანოების ფუნქციის მონიტორინგით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

* IC ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების (ეთმოზინი, მორაციზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

* IC ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების გამოყენება კომბინაციაში IA ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატებით ასევე დაუშვებელია.

– ეტაციზინი არ ინიშნება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან.

– ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია IC ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან აძლიერებს ანტიარითმულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების დროს, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია იძლევა საშუალებას დაინიშნოს ანტიარითმული პრეპარატები მცირე დოზებით. აღნიშნული კომბინაცია ნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიის (მათ შორის პარკუჭოვანი), მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის.

– კლინიკური გამოცდილებით დადგენილია, რომ შესაძლებელია მორაციზინის კომბინაცია ამიოდარონთან (III ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატი). ასეთ შემთხვევაში ორივე პრეპარატის დოზა მცირდება.

– პარკუჭების ციმციმის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია მორაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და ანაპრილინთან.

– მორაციზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ანტიარითმული მოქმედება და უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვადობა. მათი კომბინაციის დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება.

– მორაციზინის და გლუტამინის მჟავას ერთდროული დანიშვნა იწვევს მორაციზინის კარდიოდეპრესიული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში – სისხლმიმოქცევის საწყისი დარღვევით.

მორაციზინით მკურნალობისას დაუშვებელი ალკოჰოლის გამოყენება.

მონურალი – MONURAL – МОНУРАЛ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ფოსფომიცინი

მწარმოებელი: ზამბონ სვიტცერლანდ ლტდ, შვეიცარია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა:

გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად 2გ და 3გ.

6 ან 8 გ. პრეპარატს ათავსებენ ოთხშრიანი ლამინირებული ფოლგისგან დამზადებულ პაკეტში (ქაღალდი-პოლიეთილენი-ალუმინი-პოლიეთილენი). 1 ან 2 პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

1 პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ფოსფომიცინის ტრიმეთამოლი …… 3,754 გ ან 5, 631 გ (2,0გ ან 3,0 გ.-ის ფოსფომიცინის ექვივალენტური რაოდენობა);

დამხმარე ნივთიერებები: მანდარინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საქარინი, საქაროზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

მონურალის აქტიური ნივთიერება – ფოსფომიცინის ტრიმეთამოლი – ფოსფონის მჟავას წარმოებული ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

მონურალს ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის პირველი ეტაპის დათრგუნვასთან. წარმოადგენს რა ფოსფოენოლის პირუვატის ანალოგს, შედის კონკურენტულ ურთიერთქმედებაში N-აცეტილ-გლიკოზამინო-3-0-ენოლპირუვილ-ტრანსფერაზასთან, რის შედეგადაც ხდება ამ ფერმენტის სპეციფიური, ამორჩევითი და შეუქცევადი ინჰიბირება, რაც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების სხვა კლასებთან ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობას და სხვა ანტიბიოტიკებთან სინერგიზმის შესაძლებლობას (in vitro აღინიშნება სინერგიზმი ამოქსიცილინთან, ცეფალექსინთან, პიპემიდინის მჟავასთან). ფოსფომიცინის ტრიმეთამოლის მოქმედების ანტიბაქტერიული სპექტრი in vitro მოიცავს ჩვეულებრივი გრამდადებითი (Enterococcus spp., Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus saprophytus, Staphylococcus spp.,) და გრამუარყოფითი (E. coli, Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Proteus mirabilis, Pseudomonas spp., Serratia spp.) გამომწვევების უმრავლესობას. in vitro  ფოსფომიცინის ტრიმეთამოლი აქვეითებს რიგი ბაქტერიების ადჰეზიას შარდგამომყოფი გზების ეპითელზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: მონურალი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღებისას. ორგანიზმში დისოცირდება ფოსფომიცინად და ტრიმეთამოლად. უკანასკნელს არ გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. ბიოშეღწევადობა 3გ. დოზის ერთჯერადად შიგნით მიღებისას შეადგენს 34-დან 65%-მდე. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ფიქსირდება პერორალური მიღებიდან 2-2,5 საათის შემდეგ და შეადგენს 22-32 მგ/ლ-ს. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია 4 სთ.

განაწილება: მონურალი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ მეტაბოლიზდება, უპირატესად გროვდება შარდში. ერთჯერადი დოზის 3გ პერორალურად მიღებისას შარდში მიიღწევა მაღალი კონცენტრაცია (1053-დან 4415 მგ/ლ-მდე), 99%-ით ბაქტერიციდულია საშარდე გზების ინფექციების ჩვეულებრივი გამომწვევებისათვის. მონურალის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია ამ გამომწვევებისათვის შეადგენს 128 მგ/ლ-ს. იგი ნარჩუნდება შარდში 24-48 საათის განმავლობაში, რაც გულისხმობს ერთჯერადი დოზით მკურნალობის კურსს. მონურალის E. coli-ს დამთრგუნველ მინიმალურ კონცენტრაციაზე მაღალი კონცენტრაცია შარდში ნარჩუნდება არანაკლებ 80 საათის განმავლობაში.

გამოყოფა: მონურალის 90% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით, შარდში მაღალი კონცენტრაციის შექმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 10% გამოიყოფა ნაწლავების გავლით, შეუცვლელი სახით. თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაქვეითების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

ჩვენება:

•    მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები;

•    ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტი;

•    უსიმპტომო მასიური ბაქტერიურია ორსულებში;

•    საშარდე გზების პოსტოპერაციული ინფექციები;

•    საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევებისას.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრიმეთამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი

5 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეში უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ 2 საათით გვიან, უმჯობესია ძილის წინ, წინასწარ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

მოზრდილები:

1 პაკეტი (3გ.) ერთხელ დღეში.

საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევის დროს, ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური პროცედურებისას მონურალის მიღება ხდება დღეში 2-ჯერ ზემოაღნიშნული დოზებით: 3 საათით ადრე ჩარევამდე და ჩარევიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.

5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:

დღიური დოზა 2გ დღეში ერთხელ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1 დღე.

შედარებით მძიმე შემთხვევებში(ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) გამოიყენება კიდევ ერთი პაკეტი 24 საათის შემდეგ.

თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის დაქვეითება და  ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია გვერდითი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: დიარეა. მყარი დიარეის განვითარებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

ჭარბი დოზირების რისკი მინიმალურია, იმდენად, რამდენადაც მონურალს უშვებენ შეფუთვაში 1 ან 2 პაკეტის ოდენობით. ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება დიურეზის გაზრდის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:

უნდა ვერიდოთ მეტოკლოპრამიდთან ერთდროულ მიღებას, რადგან ასეთმა კომბინაციამ, შეიძლება გამოიწვიოს მონურალის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის შრატსა და შარდში.

განსაკუთრებული მითითებები:

საკვებთან ერთდროული მიღება აქვეითებს მონურალის შეწოვას – აუცილებელია პრეპარატის მიღება ჭამამდე 2 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მონურალის 2გ ან 3გ-იანი ერთი პაკეტი შეიცავს შესაბამისად 2,100გ ან 2, 213გ საქაროზას.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით.

მონოსანი – MONOSAN – МОНОСАН

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE MONONITRATE

მწარმოებელი: PRO. MED.CS. Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდ-მონონიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი …….   20 მგ

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი……    40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ანტიანგინალური მოქმედება, რომელიც “პრედატვირთვის” დაქვეითების ხარჯზე ამცირებს მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას (პერიფერიული ვენების გაფართოვება, რაც იწვევს სისხლის დეპონირებას მოცულობის კალაპოტში, ამცირებს გულში სისხლის მიდინებას, რის შედეგადაც ფილტის არტერიაში ქვეითდება წნევა, ნაწილობრივ “განიტვირთება” სისხლმიმოქცევის მცირე წრე და მცირდება მარცხენა პარკუჭის ენდოდიასტოლური წნევა). პრეპარატი ამცირებს “პოსტდატვირთვასაც” (არტერიოლების გაფართოვება იწვევს სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობის დაქვეითებას); იგი ასევე ავლენს მსხვილი ყალიბის კორონალურ არტერიებზე უშუალო ვაზოდილატატორულ ზემოქმედებას.

“პრედატვირთვის” შემცირებით პრეპარატი იწვევს მარცხენა პარკუჭის კედლის დაძაბულობის შემცირებას, რასაც მიჰყვება სუბენდოკარდიული და ინტრამურული სისხლმიმოქცევის გაზრდა. მარცხენა პარკუჭის ენდოდიასტოლური და სისტოლური წნევის შემცირების ხარჯზე მცირდება გულის მოცულობა და განდევნის პერიოდი.

მსხვილი პერიკარდიული კორონარული არტერიების გაფართოვება ზრდის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის მიწოდებას იშემიის და იშემიით დაზიანებულ მიდამოში, რაც აღადგენს მიოკარდის მუშაობას და იწვევს ნეკროზის ზონის შემცირებას. კოლატერალების “გახსნა” უზრუნველყოფს სისხლის პერფუზიის გაუმჯობესებას მიოკარდიუმის იშემიურ მიდამოში. ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მიოკარდზე პირდაპირ მეტაბოლურ ზემოქმედებას.

გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში გულის სისტოლური მოცულობის გაზრდა წარმოებს პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების ხარჯზე (ამავე დროს გულის უკმარისობის არ არსებობის შემთხვევაში გულის მუშაობა რამდენამდე მცირდება).

ამასთან ერთად ადგილი აქვს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას და თრომბოციტებში თრომბოქსანის სინთეზის დაქვეითებას.

ფარმაკოკინეტიკა:

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი არ ექვემდებარება ღვიძლში მეტაბოლურ დეგრადაციას და გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 100%. პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1 სთ-ის განმავლობაში.

პრეპარატი არ უკავშირდება სისხლის ცილებს. 10-80 მგ დოზის მიღების შემდეგ პრეპარატს გააჩნია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა და იზოსორბიდ დინიტრატისაგან განსხვავებით არ არის დადგენილი მასზე ღვიძლის უკმარისობის ზეგავლენა. ინდივიდუალური განსხვავება პრეპარატის პლაზმურ კონცენტრაციას შორის მისი პერორალური მიღების შემდეგ უმნიშვნელოა. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. იზოსორბიდ-5-მონონიტრატის სასურველი ეფექტი სისხლში აღინიშნება დაახლოებით 100 მგ/მლ-ში კონცენტრაციის დროს. პრეპარატის მეტაბოლიზმის შედეგად, წარმოიქმნება ფარმაკოლოგიურად არააქტიური იზოსორბიდი და ორი გლუკურონიდი, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს შესაბამისად 6 და 8 სთ-ს. პრეპარატის რენული კლირენსი შეადგენს 1.8 ლ/წთ-ში.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისათვის პაციენტებში, გულის იშემიური დაავადებით; აგრეთვე
  • გულის ქრონიკული უკმარისობის;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის;
  • პორტალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება ინდივიდუალურად, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

მკურნალობა იწყება მინიმალური ეფექტური დოზით 1-3-ჯერ 10-20 მგ-ის ოდენობით. კლინიკური ეფექტის შესაბამისად ერთჯერადი თერაპიული დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 მგ-მდე (განსაკუთრებული შემთხვევების დროს 80 მგ-მდე) 1-3-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლთენები:

პრეპარატის მიღების შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, ორთოსტატული კოლაფსი, გლაუკომის გამწვავება, თავის ქალას შიდაწნევის მომატება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, გულისრევა, საერთო სისუსტე და გადაღლილბა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე

* შოკური მდგომარეობის;

* მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში;

* არტერიული ჰიპოტენზიის დროს. აგერთვე

* პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება (სისტოლური და დიატოლური წნევა შეადგენს 100/60 მმ. ვწყ. სვ., ცენტრალური ვენური წნევა 4-5 მმ ვწყ.სვ.ნაკლები);

* გულის ტამპონადის;

* არაადექვატური ცერებრული პერფუზიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, ამიტომ მისი მიღებისას თავი უნდა შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

* პრეპარატი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე თავის ქალას შიდა წნევის მომატების,

* დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონოსანისა და ანტიჰიპერტენზული საშუალებების, ასევე ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპრატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მონო მაკი – MONO-MACK – МОНО-МАК

საერთაშორისო დასახელება:

ISOSORBIDE MONONITRATE

მწარმოებელი: HEINRICH MACK

მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდ-მონონიტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ……..        20 მგ

1 ტაბ.

იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ………..     40 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მონო მაკი უპირატესად იწვევს პერიფერიული ვენების და ნაკლებად რეზისტიული სისხლძარღვების (არტერიოლების) დილატაციას, როგორც აზოტის ოქსიდის დონატორი და აქვეითებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრეპარატი ხელს უწყობს კორონარულ სისხლძარღვებში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებას, გულზე პრე- და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე. იგი აქვეითებს მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას და ამცირებს ჰიპოქსიის მოვლენებს.

ჩვენებები:

  • სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი მკურნალობა;
  • გულის უკმარისობის მკურნალობა გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

მონო მაკი 20 მგ: ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში,  იშვიათად ორ-ორი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

მონო მაკი 40 მგ: 1 ტაბლეტი ერთეხლ დღეში, ან 1/2 ტაბ. 2-ჯერ დღეში. იშვიათად 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში.

ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

მონო-მაკი 20 მგ. სრული ეფექტისთვის -2 ტაბ.  2-ჯერ დღეში. მისი მიღებისას უნდა იყოს დაცული 8 საათიანი ინტერვალი.

მონო მაკი 40 მგ. სრული ეფექტისთვის -1 ტაბ. 3-ჯერ დღეში. მისი მიღებისას უნდა იყოს დაცული 8 საათიანი ინტერვალი.

შესაძლებელია პრეპარატის მზარდი დოზებით დანიშვნა.

მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

– თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

– წამლის პირველ მიღებას შეიძლება თან ახლდეს ჰიპოტენზია, ორთოსტატული კომპენსატორული ტაქიკარდია, ძილიანობა, სისუსტე.

–  იშვიათად ვითარდება გულისრევა, ღებინება, ალერგია, სიწითლე.

– იშვიათად კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით და გულის წასვლით.

– აღწერილია ექსფოლიატური დერმატიტი.

– შესაძლებელია შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტერვალის დაცვა მიღებებს შორის.

უკუჩვენებები:

*ნიტრატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);

* კარდიოგენული შოკი;

* გამოხატული ჰიპოტენზია;

* დახურულკუნთოვანი გლაუკომა;

*სილდენაფილთან (ვიაგრა) ერთად დანიშვნა იწვევს მკვეთრ ჰიპოტენზიას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ცხოველებზე დაკვირვებით პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა არ იქნა დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით მიიღება:

* ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის, კონსტრიქციული პერიკარდიტის და პერიკარდის ტამპონადის დროს.

* მწვავე ინფარქტისას განვითარებული მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს (სისტოლური წნევა არანაკლებ 90 მმ ვწყ.სვ.).

* აორტული ან მიტრალური სტენოზის შემთხვევაში.

* დაბალი წნევით გამოწვეული სისხლმიმოქცევის რეგულაციის მოშლისას.

* ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს.

* მონო მაკი არ გამოიყენება მწვავე ინფარქტის და სტენოკარდიის დროს.

* პრეპარატი ამცირებს რეაქციის სისწრაფეს მძღოლებში, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღებისას, რაც უარყოფითად მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

* მონო მაკის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია სისხლის შედარებითი გადანაწილების გამო ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ არეებში, რაც ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების გამწვავებას.

* გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

* მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

იგი ვლინდება ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით, სისუსტით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ვაზოდილატატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, β-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ვიაგრასთან ერთად პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს  ჰიპოტენზია, ისევე როგორც ალკოჰოლთან მისმა კომბინირებამ.

– დიჰიდროერგოტამინთან მისი კომბინირებისას ძლიერდება დიჰიდროერგოტამინის ეფექტი, ადგილი აქვს წნევის ცვლილებას და მონო მაკის ანტიანგინალური ეფექტის შემცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!