Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 555

ლიზინოპრილი – LISINOPRIL – ЛИЗИНОПРИЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება მისი სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა, მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, რის გამოც ქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა, ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულური);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან ან დიურეზულ საშუალებებთან).

დოზირების რეჟიმი

არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 10 მგ 1-ჯერ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 20-40 მგ-დე (იშვიათად – 80 მგ-მდე).

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, შემანარჩუნებლი დოზა- 5-20 მგ-ს.

– ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად – ორთოსტატური ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე.

ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში. ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლის მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

* თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთ-ერთი თირკმლის არტერიის სტენოზი

* პროგრესირებადი აზოტემიით;

* მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ;

* აზოტემია;

* ჰიპერკალიემია;

* პირველადი ალდოსტერონიზმი;

* აორტის შესართავის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება;

* თანდაყოლილი კვინკეს შეშუპება;

* ფეხმძიმობა და ლაქტაცია;

* ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია დაკარგული სითხის და მარილების რაოდენობის აღდგენა.

♦  სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს.

♦  შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.

♦  კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.

♦  პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.

ლიზინოკორი – LISINOCOR – ЛИЗИНОКОР

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის აგფ-ის ინჰიბიტორი. ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ………………..5 მგ

1 ტაბ.

ლიზინოპრილი…………..     10 მგ

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ………….     20 მგ

 

ვრცლად ლიზიგამა

ლიზინოკორ H – LISINOKOR H – ЛИЗИНОКОР Н

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL; HYDROCHLORTHIAZIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული (აგფ-ის ინჰიბიტორი და შარდმდენი), ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი …………………     10 მპგ

ჰიდროქლორთიაზიდი ……..        12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიზინოპრილი – ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი აფერხებს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზნ II-ის წარმოქმნის პროცესს, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს, სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის შემცველობას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, ზრდის გულის წუთმოცულობას შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას, არტერიულ წნევას.

ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ლიზინოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმელების საშუალებით. ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს.

კნტ-დან აბსორბირდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებული დოზის 60-80%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1,5-3 სთ-ში მიიღწევა, მისი მოქმედება გრძელდება 12 სთ-მდე, თირკმლის ნორმალური ფუნქციის პაციენტებში ელიმინაცია ხდება შარდის გზით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

  • არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საჭიროებისას შესაძლებელი – 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ლიზინოკორ H-ით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.
  • გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოკორ H-ით თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს.
  • თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).
  • ლიზინოკორ H ინიშნება დღეში ერთხელ დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:

ცნს–ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება (ხანგრძლივი გამოყენებისას), ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე);

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;

შესაძლებელია: სისუსტე, ერთეულ შემთხვევაში – ართრალგია.

უკუჩვენებები:

* ანამნეზში ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპების არსებობა;

*თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;

*თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი;

*პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლიზინოკორ H-ით მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვანი და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესიული საშუალებებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

* ლიზინოკორ H-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლიზინოკორ H-ით და კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში). ამიტომ, აღნიშნული კომბინაცია ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

– ლიზინოკორ H-ის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზინოკორ H-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

– ლიზინოკორ H-მა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში – შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლიზიგამა – LISIGAMMA – ЛИЗИГАММА

საერთაშორისო დასახელება:

LISINOPRIL

მწარმოებელი: WOERWAG PHARMA GmbH & Co. KG

მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის აგფ-ის ინჰიბიტორი. ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14, 20, 28, 30, 50 და100 ც.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი ………….     5 მგ

1 ტაბ.

ლიზინოპრილი …………….10 მგ.

1 ტაბ.

ლიზინოპრილი…………….20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანგიოტენზინ–მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი – ჰიპოტენზიური საშუალება.

თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტსა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას.

ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა პრე- და პოსტდატვირთვა, იზრდება გულის წუთმოცულობა შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, მცირდება არტერიული წნევა.

ფარმაკოკინეტიკა:

ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს. პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი – 20 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა – 40 მგ.

ლიზიგამათი მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზიგამათი თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზიგამას და დიურეტიკის ან/და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია.

თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის – საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).

ლიზიგამა ინიშნება დღეში ერთხელ დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:

ცნს–ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებნება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება ერთეულ შემთხევაში ედს-ის მატება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზის ფონზე);

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი;

* თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;

* თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი;

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლიზიგამათი მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვანი და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესიული საშუალებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

* ლიზიგამათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ლიზიგამათი და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში), ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

ლიზიგამას და დიურეტიკების ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზიგამას ჰიპოტენზიურ ეფექტს. ლიზიგამამ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში – შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

შენახვის პირობები: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლივიფლორი – LIVIFLOR – ЛИВИФЛОР

პრეპარატი დამზადებული B ჯგუფის ვიტამინებისაგან, შეიცავს ცოცხალ ლაქტო პრობიოტიკებს და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

სავაჭრო ნიშანი და პროდუქტის მფლობელი: DIFASS SA:

შეფუთულია: Via A. Lorenzetti  3/A (once Via B. Cellini, 63-69) Loc. Sambuca V.P. – Tavarnelle V.P. (FI)

შემადგენლობა:

დოზირებული კაფსულის შემცველობა: ლუდის საფუარი (შეიცავს გლუტინს), პრობიოტიკები მალტოდექსტრინის ფუძეზე (შეიცავს ლაქტოზას, სოიოს და დერივატებს): Lactobacillus Lactis (1 მლდ. ცოცხალ უჯრედებს საწყისში), Lactobacillus Acidophilus (1 მლდ. ცოცხალ უჯრედებს საწყისში), Lactobacillus Bulgaricus (1 მლდ. ცოცხალ უჯრედებს საწყისში), Bifidobacterium bifidum (1,2 მლდ. ცოცხალ უჯრედებს საწყისში), Streptococcus Thermophilus ((1,8 მ. ცოცხალ უჯრედებს საწყისში), ნიკოტინამიდი, კალციუმის პანტოთენატი, რიბოფლავინი, პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი, თიამინ ჰიდროქლორიდი, ვიტ. B12 0,1% (მალტოდექსტრინი, დამჟანგვი აგენტები: ლიმონმჟავა,ნატრიუმის ციტრატი, ციანკობალამინი).

ფლაკონის შემცველობა: გასუფთავებული წყალი, ფრუქტოზა, აკაციის თაფლი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (6,1%), დამჟანგავი აგენტები: ნატრიუმის ლაქტატი.

კონსერვანტები: კალიუმის სორბიტი, არომა. დამჟანგავი აგენტები: ლიმონმჟავა.

თვისებები:

რძემჟავა ბაქტერია ხასიათდება საინტერესო ბიოლოგიური თვისებებით, რომელიც არეგულირებს ნაწლავის ფიზიოლოგიურ გარემოს ბაქტერია equilibrum-ის  ფლორის კონტროლისა და აღდგენის ხარჯზე.

ნაწლავის ბაქტერიული ეკოსისტემა შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა პირობებში, რაც განპიობებულია არასაკმარი ან არარეგულარული კვებით ან ანტიბიოტიკოთერაპიით. მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბაქტერიული ფლორის ხელახალი გამრავლება.

LIEVIFLOR აწვდის ორგანიზმს ცოცხალ ლაქტობაცილას: 5 სხვადასხვა სახეობის შტამს, სულ მცირე 6 მილიარდ Lactobacillus ყოველ მიღებაზე.  ფრუქტოოლიგოსაქარიდები ასტიმულირებენ Lactobacillus მეტაბოლიზმს ზრდიან რა რთული შაქრების გადამუშავებას და ამავდროულად ამცირებენ ნაწლავური გაზების წარმოქმნას.

В ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინები ახდენენ შესაძლო ნაკლოვანებათა ადმინისტრირებას და ამდიდრებენ ვიტამინებით ბიოლოგიურ აქტივებს.

ჩვენებები:

LIEVIFLOR განაპირობებს კვების  B ჯგუფის ვიტამინებით ინტეგრირებას, ასევე ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის წონასწორობის აღდგენას ცოცხალი რძის ფერმენტებისა და ფრუქტოოლიგოსაქარიდების მიწოდების გზით.

შეფუთვა:

ერთდოზიანი 7 ფლაკონი, დოზირებულ კაფსულებთან ერთად.

მიღების წესები და რეკომენდებული დღე–ღამის დოზა

ერთი ან ორი ფლაკონი დღეში.

ჭამიდან ხანგრძლივი დროის  შემდგომ.  არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

განსაკუთრებული მითითებები:

შეინახეთ  გრილ და მშრალ, ბავშვეებისგან დაცულ ადგილას. საკვები დანამატებით არ უნდა მოხდეს ჩვეული საკვები პროდუქტების ჩანაცვლება

საკვები შემცველობა

100–ში

თითო ამპულაში

ენერგეტიკული ღირებულება

107,83 კკალ

458,30 კჯ

12,422კკალ

52,796 კჯ

საშუალო ანალიზი

1000 მგ

100 მგ

პროტეინები (ხ6.25)

750 მგ

75 მგ

კარბოჰიდრატები

750 მგ

75 მგ

ლიპიდები

500 მგ

50 მგ

საკვები ბოჭკოები

500 მგ

50 მგ

ნიკოტინამიდი (ვიტ. PP)

42 მგ

5 მგ

პანტოთენის მჟავა (ვიტ. B5)

18 მგ

2.1 მგ

რიბოფლავინი (ვიტ. B2)

8 მგ

1 მგ

თიამინი (ვიტ B1)

6 მგ

0.7 მგ

პირიდოქსინი (ვიტ. B6)

6 მგ

0.7 მგ

ციანკობალამინი (ვიტ. B12)

6 მგ

0.7 მგ

ლივიალი – LIVIAL – ЛИВИАЛ

საერთაშორისო დასახელება:

TIBOLONE

მწარმოებელი: ORGANON

მოქმედი ნივთიერება: ტიბილონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი; კლიმაქტერული დარღვევების კორექციისათვის გამოსაყენებელი პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ტიბილონი …………   2.5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ქსოვილებში შერჩევითად არეგულირებს ესტროგენულ აქტიობას (წამოადგენს ტრანსელექტიურ რეგულატორს). ახდენს ესტროგენულ აქტიობას ცნს –ზე, ძვლის ქსოვილზე, შარდ–სასქესო სისტემაზე. ენდომეტრიუმზე მოქმედებს როგორც პროგესტერონი.

სარძევე ჯირკვალზე არ მოქმედებს როგორც ესტროგენი და თრგუნავს ესტრადიოლის ლოკალურ სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:

მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანდა შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოტრანსფორმირდება სამ ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად: 3–ალფა–OH–ტიბოლონი და 3–ბეტა – OH – ტიბოლონი, რომლებიც ხასითდებიან უპირატესად ესტროგენული აქტიობით, დელტა – 4–იზომერი ხასიათდება პროგესტაგენური და სუსტი ანდროგენული აქტიობით.

CMAX 3–ალფა– OH– და 3–ბეტა– OH– მეტაბოლიტებისთვის მიიღწევა 1–1,5 სთ–ის შემდეგ. T1/2 შეადგენს დაახლოებით 7სთ, არ კუმულირდება.

გამოიყოფა ძირითადად განავალით  მეტაბოლიტების სახით, მცირე რაოდენობა –  შარდით.

ჩვენებები:

  • ბუნებრივი და ქირურგიული მენოპაუზის სიმპტომები;
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ესტროგენების უკმარისობისას.

მიღების წესი:

ლივიალი მიიღება დღის ერთსა და იმავე დროს 2.5 მგ/დღ, მდგომარეობა უმჯობესდება რამდენიმე კვირაში, მაგრამ საუკეთესო შედეგი მიიღება თუ მკურნალობა გაგრძელდება 3 თვე მაინც.

რეკომენდირებულ დოზებში პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნით.

გვერდითი მოქმედება:

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სხეულის მასის ცვლილება, საშოდან სისხლდენა, პრეთიბიალური შეშუპება.

ცნს–ის მხრივ: ზოგჯერ – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება. გვერდითი მოვლენების რიცხვი არ არის დიდი.

უკუჩვენებები:

* ორსულობა; ლაქტაცია;

* დიაგნოსტირებული ჰორმონდამიკიდებული სიმსივნე ან ეჭვი მასზე;

* თრომბოზი ან თრომბოემბოლია მკურნალობის პროცეში ან ანამნეზში, განვითარებული ორსულობისას ან ესტროგენშემცველი პრეპარატების გამოყენებისას;

* უცნობი ეთიოლოგიის სისხლდენა საშოდან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე 20–დან 250C–მდე ტემპერატურაზე.

ლივერინი – LIVERIN – ЛИВЕРИН

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცინარის მშრალი ექსტრაქტი ……….  200მგ

ქოლინის ბიტარტრატი …………….    100მგ

ბაყაყურა (Silibum marianum)………..   80მგ

ინოზიტოლი ………………………….   40მგ

L-მეთიონინი …………………………   40მგ

ბაბუაწვერას ექსტრაქტი …………….  30მგ

ვიტამინი B6 …………………………..   1მგ

დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი 190მგ. მიკროკრისტალური ცელულოზა 57,924მგ. ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა 40მგ; პოლივინილ–პოლიპიროლიდონი 18მგ; მეთილჰიდროქსიპროპილ ცელულოზა 26,428 მგ; მიკროკრისტალური ცელულოზა 4მგ. სტეარინის მჟავა 3, 572 მგ, ნატრიუმის კროქსკარამელოზა 20მგ; გლიცერილბინატი 20მგ; სილიციუმის დიოქსიდი 10მგ; საღებავი E171 5,358მგ, E 101  0,642მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული ჰეპატოპროტექტორული პრეპარატი.

ლივერინის შემადგენელი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ, გულ–სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე. პრეპარატი მონაწილეობს ღვიძლში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში და ახდენს ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და ღვიძლის უკმარისობის განვითარების პრევენციას.

ცინარის ექსტრაქტი ხასიათდება ნაღველმდენი, ჰეპატოპროტექტორული თვისებებით, ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციებს. ცინარის ექსტრაქტში არსებული აქტიური ნივთიერებები იცავენ ჰეპატოციტებს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან შლაკების, მძიმე მეტალების მარილების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფას. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები ახდენენ ნაღვლის შემადგენლობის ნორმალიზაციას, ცილებისა და ცხიმების მონელების, ქოლეცისტიტის განვითარების პრევენციას და ამცირებენ ნაწლავებში აირების გამოყოფას.

ბაბუაწვერა აუმჯობესებს მადას, ააქტივებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციებს და ახასიათებს სუსტი საფაღარათო თვისებები. გამოიყენება დიაბეტის, უროლითიაზის, ათეროსკლეროზის კომპლექსურ თერაპიაში. ხასიათდება ანტიტოქსიური, ანტიჰელმინთური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ამავე დროს ასტიმულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას. გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

ქოლინი – ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნივთიერება, მონაწილეობს მთელ რიგ მეტაბოლურ პროცესებში და ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. D,L–მეთიონინი – შეუცვლელი ამინომჟავა, წარმოადგენს L–ცისტეინის წინამორბედს, რომელიც თავის მხრივ არის გლუტათიონის წინამორბედი.

ჰეპატოციტებში გლუტათიონი უკავშირდება სამკურნალწამლო საშუალებების კატაბოლიზმის პროდუქტებსა და თრგუნავს მათ ტოქსიურ ზემოქმედებას.

ინოზიტოლი – ხელს უწყობს ღვიძლში დეტოქსიკაციის პროცესებში მონაწილე მედიატორების დაგროვებას.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) წყალში ხსნადი ვიტამინი, ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმის კოფერმენტია.

ჩვენებები:

ლივერინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების კომპლექსურ თერაპიაში:

  • ღვიძლისა და სანღვლე გზების დაავადებები, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი,ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია,
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • გასტრიტი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • დისბაქტერიოზი;
  • ალერგიული დაავადებები;
  • პრე– და პოსტოპერაციული პერიოდი ღვიძლსა და თირკმელებზე ქირურგიული ჩარევის დროს;
  • ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • ქრონიკული ინტოქსიკაცია (ჰეპატოტოქსიური ნივთიერებებით, მძიმე მეტალების მარილებით ინტოქსიკაცია).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს კლინიკური მონაცემები აქტიური ინგრედიენტების ტერატოგენული ეფექტისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს; ლაქტაციის პერიოდში ლივერინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

დოზირების რეჟიმი:

1 ტაბ 2–3–ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები №45

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,

მწარმოებელი:

Monteffarmaco OTC S.p.A.  Bollate (Milan), იტალია.

ლივაროლი – LIVAROL – ЛИВАРОЛ

საერთაშორისო სახელწოდება:

კეტოკონაზოლი

მწარმოებელი: ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი

ქიმიური სახელწოდება:

ცის-1-აცეტილ-4(4-((2-(2,4)-დიქლოფენილ)-2(1H-იმიდაზოლ-1-ილმეთილ-1,3-დიოქსოლან-4-ილ)-მეტოქსი)ფენილ)პიპერაზინი

აღწერილობა:

თეთრი, თეთრი მოყვითალო ან მონაცრისფრო, ან მოკრემისფრო ელფერის მქონე სუპოზიტორები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლივაროლი, ვაგინალური სუპოზიტორიები 5 ცალი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.

ვაგინალური სუპოზიტორები კეტოკონაზოლით შეიცავს:

კეტოკონაზოლი …………………….. 0,4გ,

ბუტილოქსიანიზოლი  ……………. 0,0005გ,

ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) – საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტიური ნივთიერება – კეტოკონაზოლი, იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულები. გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგოსტატური მოქმედება დერმატოფიტებთან და საფუარებთან მიმართებაში. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვასა და სოკოს მემბრანების შემადგენლობის ლიპიდურ ცვლილებებაში.

პრეპარატი აქტიურია სტაფილოკოკებთან და სტრეპტოკოკებთან მიმართებაში.

ჩვენებები:

საშოს მწვავე და ქრონიკული რეციდივული მიკოზის მკურნალობა.

საშოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობისას და ანტიბაქტერიული საშუალებებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც არღვევენ საშოს ნორმალურ მიკროფლორას.

მიღების წესი და დოზები:

კონტურული შეფუთვიდან სუპოზიტორიის ამოღების შემდეგ სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში დღეღამეში 1 სუპოზიტორი 3-5 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ გამოჯანმრთელებამდე.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა) სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას, იშვიათ შემთხვევებში – გულისრევა, თავბრუსხვევა.

განსაკუთრებული მითითებანი:

მოერიდეთ ლატექსურ პრეპარატებთან კონტაქტს (კონტრაცეპტული დიაფრაგმები, კონდომები).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

რიფამპიცინთან და იზონიაზიდთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება ამცირებს პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას.

ციკლოსპორინების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას კეტოკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელთა  კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ლივ 52 – LIV 52 – ЛИВ 52

მწარმოებელი: HIMALAYA DRUG

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტული საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

მცენარეული კომბინირებული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. ახასიათებს ანტიოქსიდანტური და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება. აქვეითებს უჯრედული მემბრანის დეგრადაციას, განპირობებულს ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდ ფოსფატ (ნადფ)–დამოკიდებული ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვით, ჰეპატოციტებში ზრდის ტოკოფეროლის (ანტიოქსიდანტი) კონცენტრაციას, აღკვეთავს რადიკალური დერივატების წარმოქმნას. აწესრიგებს ღვიძლის ცილოვანსინთეზურ ფუნქციას, ასტიმულირებს ღვიძლის უჯრედების აღდგენას; ახდენს ნაღვლის გამომყოფ მოქმედებას, აძლიერებს აცეტალდეჰიდის გამოყოფის სიჩქარეს, აქვეითებს ეთანოლის და სხვა ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების ტოქსიურ ზემოქმედებას; უზრუნველყოფს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:

  • ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული ინფექციური, ტოქსიური, წამლისმიერი);
  • ღვიძლის ციროზი, ცხიმოვანი ჰეპატოზი.
  • მადის დაქვეითება და ანორექსია (ჰიპოტროფია და ბავშვებში ზრდის შეჩერება; ქირურგიული ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ გამოფიტვა). ჰეპატოტოქსიურობის პროფილაქტიკა (მათ შორის, ანტიბიოტიკების, ანტიტუბერკულოზური და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალებების მიღების ფონზე).

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით. ტაბლეტები მოზრდილთათვის – 2–3 ტაბლეტი 2–3–ჯერ დღში, 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 1–2 ტაბლეტი 2–3 –ჯერ დღეში; პროფილაქტიკური მიზნებისათვის – 2 ტაბლეტი 2–ჯერ დღეში.

წვეთები: მოზრდილები – 80–160 წვეთი (1–2 ჩაის კოვზი) 2–ჯერ დღეში, 2 წელზე უფროსი ასაკის – 10–20 წვეთი 2–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* ორსულობა, ლაქტაცია.

* ბავშვთა ასაკი (6 წლამდე – ტაბლეტისთვის, 2 წლამდე – წვეთებისთვის).

სიფრთხილით:

კუჭ–ნაწლავის ანთებითი დაავადებებისას.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, დისპეფსია.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – LIDOCAINE HYDROCHLORIDE – ЛИДОКАИН ГИДРОХЛОРИД

საერთაშორისო დასახელება:

LIDOCAINE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 2%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ………….    20 მგ 40 მგ

ვრცლად ლიდოკაინი 1% და 2%

საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 2 მლ შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……………100 მგ 200 მგ

 

ვრცლად ლიდოკაინი

Don`t copy text!