Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 561

ლან-30-ავერსი – LAN-30-AVERSI – ЛАН-30-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ლანზოპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

ლანზოპრაზოლი ……………..   30 მგ

 

ვრცლად ლანი–30

ლამიქტალი – LAMICTAL – ЛАМИКТАЛ

საერთაშორისო დასახელება:

LAMOTRIGINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: ლამოტრიჯინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლამოტრიჯინი …………        25 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლამოტრიჯინი ………………50 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლამოტრიჯინი …………….100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლამოტრიჯინი აბლოკირებს  ნეირონების პრესინაფსური მემბრანის ვოლტაჟდამოკიდებული ნატრიუმის არხებს და აღნიშნულის შედეგად თრგუნავს ამინომჟავა-გლუტამინის მჟავის (წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ეპილეფსიური გულყრის განვითარებაში) ჭარბ გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალური მიღებისას ლამოტრიჯინი სწრაფად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ.

მეტაბოლიზმი: ლამოტრიჯინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება.

გამოყოფა: მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 29 საათს. ლამოტრიჯინი ელიმინირდება ძირითადად მეტაბოლიტების, ხოლო ნაწილობრივ უცვლელი სახით შარდთან ერთად.

ბავშვებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში.

ჩვენებები:

  • ეპილეფსია მოზრდილებსა და ბავშვებში: მონოთერაპია ან დამხმარე თერაპია პარციალური და გენერალიზებული გულყრების დროს. მათ შორის ტონურ-კლონური გულყრების შემთხვევაში და ლენოქს-გასტოს სინდრომთან დაკავშირებული გულყრების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით, რომლებიც არ იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს მონოთერაპიის დროს, ლამოტრიჯინის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში – 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 50-100 მგ-ით ყოველდ 1-2 კვირაში, ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ პრეპარატის 500 მგ/დღეში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს, ლამოტრიჯინის სწაყისი დოზა შეადგენს 25 მგნ დღეგამოშვებით, 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი – 25 მგ ყოველდღიურად. მოგვიანებით დოზა უნდა გაიზარდოს 25-50 მგ/დღეში ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემდგომში შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში 1 ან 2 მიღებაზე.

პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს (მაგ., ფენითიონი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი) სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ან მათ გარეშე (გამონაკლისს შეადგენს ვალპროატი) პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში კი – 100 მგ 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. მოგვიანებით დოზას ზრდიან მაქსიმალურად 100 მგ.-ით ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის გამოვლინებამდე. საშუალო შემანარჩუნებელი დოზა ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად შეადგენს 200-400 მგ/დღეში 2 მიღებაზე. ზოგ პაციენტებს ესაჭიროებათ 700 მგ/დღეში სასურველი ეფექტის მისაღებად.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, რომელთა ურთიერთქმედება ლამოტრიჯინთან არ არის შესწავლილი, რეკომენდებულია ისეთივე მკურნალობის სქემა, როგორიცაა ლამოტრიჯინის და ვალპროატის ერთდროული მიღების დროს.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებენ ნატრიუმის ვალპროატს სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში ან მათ გარეშე, რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა: ლამოტრიჯინის საწყისი დოზა 0.2 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომში – 0.5 მგ/კგ ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში დოზის შემდგომი გაზრდით 0.5-1 მგ/კგ ყოველ 1-2 კვირის განმავლობაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1-დან 5 მგ/კგ-მდე დღეში 1 ან 2 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200 მგ-ს.

ბავშვებში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია წონის სისტემატური კონტროლი, რათა დარეგულირდეს პრეპარატის დოზა ბავშვის წონის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას მონოთერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, გადაღლილობა, გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა. გამონაყარს კანზე ჩვეულებრივ ახასიათებს მაკულო-პაპულოზური მოქმედება, რომელიც ხშირ შემთხვევებში ვითარდება მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მძიმე დერმატოლოგიური რეაქცია, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაილის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება ლამოტრიჯინის და სტანდარტული ანტიეპილეფსიური მკურნალობის დროს: დიპლოპია, კონიუნქტივიტი, თავბრუსხვევა, გადაღლილობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და გულისრევა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნებადობა, სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

წინასწარი მონაცემებით ლამოტრიჯინი გადადის დედის რძეში მისი პლაზმური კონცენტრაციის 40-45%. დედებს, რომლებიც იღებდნენ მას არ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებული მითითებები:

* ვინაიდან არ არის შესწავლილი პრეპარატის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს, არ არის რეკომენდებული მისი მიღება ასეთი კატეგორიის პაციენტებში.

* არ არის რეკომენდებული დოზების გაზრდა და მკურნალობის სქემის შეცვლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანზე გამონაყარის განვითარების რისკის მომატება.

* ვინაიდან პირველი გამონაყარი ბავშვებში შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს შეცდომით, როგორც ინფექციური დაავადება, ექიმი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პრეპარატის მოქმედებას, განსაკუთრებით პირველი 6 კვირის განმავლობაში.

* კანზე გამონაყარის განვითარების რისკი დაკავშირებულია საწყის მაღალ დოზებთან და აგრეთვე ნატრიუმის ვალპროატის მიღებასთან, რომელიც ზრდის ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდს თითქმის 2-ჯერ. კანზე გამონაყარის შემთხვევაში, თუ ის დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

* კანზე გამონაყარი ასევე წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობის გამოხატულებას, რომელსაც თან ერთვის სხვადასხვა სისტემური სიმპტომები: ციებ-ცხელება, ლიმფადენოპათია, სახის შეშუპება, პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული სინდრომი გამოირჩევა სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულური შედედების სინდრომი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰიპერმგრძნობელობის ადრეულ ნიშნებს ციებ-ცხელებას და ლიმფადენოპათიას შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანზე გამონაყარის გარეშეც. ასეთი სიმპტომების დროს, თუ არ დადგინდა სხვა ეტიოლოგიური ფაქტორი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

* პრეპარატის მიღების შეწყვეტა იწვევს გულყრების გახშირებას. მისი დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღინიშნება გამონაყარი კანზე და აუცილებელია პრეპარატის გამოყენების სასწრაფოდ შეწყვეტა.

* მისი გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის სათანადოდ შესწავლილი.

* პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება:

ლამოტრიჯინის ჭარბი დოზირებისას (1.34-4 გ) რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება. პაციენტი, რომელმაც მიიღო 4-5 გ პრეპარატი ჰოსპიტალიზირებულ იქნა კომატოზურ მდგომარეობაში, რომელიც გაგრძელდა 8-12 საათი. პაციენტის მდგომარეობა აღდგა 2-3 დღის განმავლობაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ფენითოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი აძლიერებენ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს. კარბამაზეპინის და ლამოტრიჯინის კომბინირებისას ზოგ შემთხვევაში ვითარდება თავბრუსხვევა, დიპლოპია, ატაქსია, მხედველობის დარღვევა, გულისრევა. ეს მოვლენები, როგორც წესი, ქრება კარბამაზეპინის დოზის შემცირებისას.

– ნატრიუმის ვალპროატი ანელებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს, რის გამოც ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 70 საათამდე მოზრდილებში და 45-55 საათამდე ბავშვებში.

– იგი არ მოქმედებს ეთინილესტრადოლის და ლევონორგესტროლის კონცენტრაციაზე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ლამიტერი – LAMITER – ЛАМИТЕР

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: SLAVIA PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 14 ც.

1 ტაბ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ………. 250 მგ

 

ვრცლად ლამიზილი

ლამინარია – LAMINARIA – ЛАМИНАРИЯ

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მკგ. იოდს.

ლამინარია ანუ ზღვის კომბოსტო, შეიცავს პოლისაქარიდებს (ლამინარინი, მანიტი, ფრუქტოზა, ალგინატები, ფუკოიდანი და სხვ.), ვიტამინებს (A, C, D, E, B1, B2, B12), კაროტინოიდებს, ფოლისა და პანთოთენის მჟავებს, რკინის, გოგირდის და ფოსფორის მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს ( I, Mn, Cu, Co, Br).

მწარმოებელი: ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

• ავსებს ორგანიზმში იოდის დეფიციტს;

• არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;

• გამოჰყავს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები;

• არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

• აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება;

• აძლიერებს იმუნიტეტს;

• ამცირებს სხეულის წონას.

ჩვენებები:

• იოდოდეფიციტის პროფილაქტიკა;

• ენდემური ჩიყვი;

• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლილობა (კოლიტი, ყაბზობა და სხვ.);

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

• ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან.

მიღების წესი და დოზირება:

დღეში 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, 2 თვის განმავლობაში. კურსის განმეორება შესაძლებელია ერთთვიანი შესვენების შემდეგ.

უკუჩვენებები:

• ინდივიდუალური აუტანლობა და ზემგრძნობელობა იოდის მიმართ;

• ჰემორაგიული დიათეზი;

• მწვავე ნეფრიტი.

განსაკუთრებული მითითებები:

ლამინარია სხვა იოდშემცველი სინთეზური პრეპარატებისაგან განსხვავებით, იოდს შეიცავს ნატურალური იოდორგანული ნაერთების სახით. ამიტომ, ორგანიზმი მასში არსებულ იოდს ადვილად ითვისებს.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ლამიზილი® დერმგელი – LAMISIL® DERMGEL – ЛАМИЗИЛ® ДЕРМГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 15 გ

1 გ

ტერბინაფინი ფუძის ფორმით …………    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილის სპირტი, კარბომერი (კარბოპოლი 974P), იზოპროპილ მირისტატი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი, სორბიტანის ლაურატი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, აზოტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, მოქმედების ფართო სპექტრით.

მცირე კონცენტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება ფუნგიციდური ან ფუნგისტაზური იყოს.

ტერბინაფინი სპეციფიურად ცვლის სტეროლების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს, რომელიც სოკოებში ხდება. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და უჯრედში სკვალენის დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სკვალენეპოქსიდაზას ფერმენტის ინჰიბირების გზით, რომელიც მდებარეობს სოკოს უჯრედის მემბრანაზე.

ტერბინაფინი არ მოქმედებს ადამიანის P450 ციტოქრომის სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას აბსორბცია – 5%-ზე ნაკლებია, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

ჩვენებები:

კანის სოკოვანი ინფექციების მ.შ. ტერფების მიკოზების (ტერფის “სოკო”), მუცლის ქვედა ეპიდერმოფიტიის (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაავადებების (tinea corporis), პროფილაქტიკა და მკურნალობა, გამოწვეულის ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ.Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum), Microsporum canis  და  Epidermophyton floccosum. ჭრელი სირსველი Pityriasis versicolor, გამოწვეული ityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia futfur).

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება გარეგანად მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.

ლამიზინი დერმგელი გამოიყენება ერთხელ დღეში, ნებისმიერი ჩვენებების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა. პრეპარატი მსუბუქად შეიზილება კანის როგორც დაზიანებულ, ასევე ინტაქტურ მიმდებარე მონაკვეთებზე. იმ ინფექციების შემთხვევაში, რომლებსაც ახლავს გამოყელვები  (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შუა, დუნდულებისა და მუცლის ქვედა ნაწილების ნაკეცებში), დერმგელის წასმის ადგილზე შეიძლება დოლბანდის დაფენა.

მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა

სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ჭრელი სირსველი: 1 კვირა, დღეში ერთხელ;

კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.

ხანდაზმული პაციენტები: არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ხანდაზმული პაციენტებისათვის საჭიროა პრეპარატის დოზირების შეცვლა და რომ მათ აღენიშნებათ ახალგაზრდა პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი მოქმედებებისაგან განსხვავებული მოქმედებები.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის წასმის ადგილებში შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება, მაგრამ ამ მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა იშვიათად არის საჭირო. საჭიროა ამ არასერიოზული გვერდითი მოვლენების განსხვავება იშვიათად განვითარებული ალერგიული რეაქციებისაგან (მაგალითად, გენერალიზებული გამონაყარი და/ან გაწითლება, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, განმეორებითი ალერგიული რეაქცია), რომელთა განვითარება საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფურცელ-ჩანართში არ აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები არ გამოვლინდა. ამჟამად ლამიზილის გამოყენებისას განვითარების რაიმე მანკების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულებში ლამიზილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით შეიძლება.

* ტებინაფინი რძესთან ერთად გამოიყოფა, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ლამიზილის კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე წასმისას, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

* ლამიზილ დერმგელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებში მოხვედრა. ვინაიდან მან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გამდინარე წყლით დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. თუ პრეპარატი შემთხვევით შიგნით იქნა მიღებული, მოსალოდნელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ვითარდება ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზისას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში და თავბრუსხვევა).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლამიზილის დერმგელის სხვა წამლებთან რაიმე ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ლამიზილი® (ტაბლეტები) – LAMISIL® – ЛАМИЗИЛ®

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMACEUTICALS UK Ltd, დიდი ბრიტანეთი

NOVARTIS PHARMA, AG, შვეიცარიისთვის

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი სისტემური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ……..   125 მგ

1 ტაბ.

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ………  250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი, ჰიდროქსილპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინს, კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების გამომწვევების, მათ შორის დერმატოფიტების, როგორიცაა  Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum, საფუარის სოკოების, ძირითადად Candida albicans, Pityrosporum orbiculare-ის საწინააღმდეგო საშუალებას მოქმედების ფართო სპექტრით. დაბალი კონცენტრაციით ტერბინაფინი ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ. საფუარას სოკოების მიმართ აქტიურობა მათი სახეობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური.

ტერბინაფინი სპეციფიკურად თრგუნავს სოკოს უჯრედში სტერინების ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს. იგი იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და უჯრედის შიგნით სკვალენის დაგროვებას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერმბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოს უჯრედის მემბრანაში ფერმენტ სკვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების საშუალებით. აღნიშნული ფერმენტი არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450 სისტემას. ტერბინაფინი გავლენას არ ახდენს ჰორმონული ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ლამიზილის შიგნით მიღებისას თმებში, კანში და ფრჩხილებში წარმოიქმნება პრეპარატის კონცენტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნგიციდურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ტერბინაფინის 250 მგ დოზით ორალურად მრავალჯერადი მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 საათის შემდეგ და შეადგენს 0.97 მკგ/მლ-ს. ნახევარადშეწოვის პერიოდი შეადგენს 0.8 საათს, ხოლო ნახევრადგანაწილების პერიოდი – 4.6 საათს. საკვებთან ერთად მიღების დროს არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექცია.

ტერბინაფინი გარკვეულწილად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). ის სწრაფად აღწევს კანის დერმალურ ფენაში და კონცენტრირდება ლოპოფილურ რქოვან ფენაში. ტერბინაფინი ასევე აღწევს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტში, რაც იწვევს მისი მაღალი კონცენტრაციების წარმოქმნას ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ თმიან ფოლიკულებში, თმებში და კანში. ასევე გამოვლენილია, რომ ტერბინაფინი აღწევს ფრჩხილის ფირფიტებში მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში.

ტერბინაფინი მეტაბოლიზდება სწრაფად და მნიშვნელოვანი ხარისხით ციტოქრომ P450 მინიმუმ შვიდი იზოფერმენტის მონაწილეობით, რომლის დროსაც მთავარ როლს თამაშობენ CYP2C9,CYP1A2, CYP3A4, CYP2C8  და  CYP2C19 იზოფერმენტები. ტერბინაფინის ბიოტრანსფორმაციის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები, რომელთაც არ გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა და გამოიდევნებიან უპირატესად შარდთან ერთად. ნახევრად ელიმინაციის საბოლოო პერიოდი შეადგენს 17 საათს. ორგანიზმში პრეპარატის რაიმე სახით კუმულაცია არ არის დადგენილი. ასევე, არ არის გამოვლენილი პლაზმაში ლამიზილის წონასწორული კონცენტრაციის ცვლილება ასაკის მიხედვით, თუმცა, პაციენტებში თირკმელის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის ელმინაციის სიჩქარე, რაც იწვევს სისხლში ტერბინაფინის უფრო მაღალ კონცენტრაციას.

ჩვენებები:

  • ონიქომიკოზი (ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია), გამოწვეული სოკოებით – დერმატოფიტებით;
  • თავის თმიანი ნაწილის მიკოზები;
  • კანის სოკოვანი ინფექციები: ტანის, წვივების, ტერფების, ასევე კანის საფუარის ინფექციების მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია Candida-ს ტიპის სოკოებით (მაგალითად, Candida albicans), იმ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის ლოკალიზაცია, გამოხატულება ან გავრცელება განაპირობებს პერორალური თერაპიის მიზანშეწონილობას.

შენიშვნა: ადგილობრივად გამოსაყენებელი ლამიზილისაგან განსხვავებით, ორალურად მისაღები ლამიზილი არ არის ეფექტური სხვადასხვა ფერი სირსველის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ხანგრძლივი მკურნალობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე.

ბავშვებში: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (რომელთა სხეულის წონა ჩვეულებრივ 12 კგ-ზე ნაკლებია) პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ; ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და შეადგენს:

– 20 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებისათვის 62.5 მგ (250 მგ-იანი ტაბლეტის 1/4) ერთხელ დღეში;

– 20-დან 40 კგ-მდე – 125 მგ (250 მგ-იანი ტაბლეტის 1,2) ერთხელ დღეში;

– 40 კგ-ზე მეტი – 250 მიგ (250 მგ-იანი 1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

მოზრდილებში – 250 მგ ერთხელ დღეში.

კანის საფარის ინფექციების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა:

– ტერფის დერმატომიკოზი (თითებს შორის, ფეხისგული, ან ფეხის თითების წვერის ტიპის მიხედვით) – 2-6 კვირა;

– ტანის, წვივის დერმატომიკოზი: 2-4 კვირა;

– კანის კანდიდოზი: 2-4 კვირა;

ინფექციისა და მასთან დაკავშირებული ჩივილების სრული გაქრობა შესაძლებელია მიკოლოგიური განკურნებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ.

თმისა და თავის თმიანი ნაწილის ინფექცია:

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა: თავის თმიანი ნაწილის მიკოზი შეიმჩნევა ძირითადად ბავშვებში.

ონიქომიკოზი: პაციენტების უმეტესობაში ეფექტური მკურნალობის ხანგრძლივობაა 6-დან 12 თვემდე.

სავარაუდოდ ფრჩხილების, ხელის და ფეხის თითების ონიქომიკოზის მკურნალობისათვის (ფეხის დიდი თითის გარდა) საჭიროა 6 კვირა.

ფეხის დიდი თითის ონიქომიკოზის მკურნალობისათვის უმეტეს შემთხვევებში აუცილებელია 12 კვირა.

ზოგიერთ ავადმყოფს, რომელთაც აქვთ ფრჩხილების ზრდის შენელებული სიჩქარე შესაძლოა დასჭირდეთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

ოპტიმალური კლინიკური ეფექტი ვლინდება მიკოლოგიური განკურნებიდან და თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ეს განისაზღვრება დროის იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი ფრჩხილების გასაზრდელად.

გამოყენება ხანდაზმულებში: არ არსებობს საფუძველი, რათა ვივარაუდოთ, რომ ხანდაზმულებში საჭიროა პრეპარატის დოზირების შეცვლა ან რომ მათ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც განსხვავდება უფრო ახალგაზრდა პაციენტების გვერდითი მოვლენებისაგან. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ტაბლეტებში გამოყენების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის თანდართული დარღვევის შესაძლებლობა.

გვერდითი მოვლენები:

სხვადასხვა გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირის შეფასების დროს გამოყენებულ იქნა შემდეგი გრადაცია: „ძალიან ხშირად“ ≥10%, „ხშირად“ – ≥1%-დან 10%-მდე, „ხანდახან“ – ≥0,1%-დან

ლამიზილი მთლიანობაში კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერად გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა.

ყველაზე ხშირად აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კუჭის გადავსების, მადის დაკარგვის, დისპეფსიის, გულისრევის შეგრძნება, სუსტად გამოხატული ტკივილები მუცელში, დიარეა) კანის მსუბუქი რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), მუსკულო-სკელეტური რეაქციები (ართრალგია, მიალგია).

ზოგჯერ: გემოს  შეგრძნების დარღვევა, მათ შორის მისი დაკარგვა (მის აღდგენას ადგილი აქვს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში). არსებობს ცალკეული შემთხვევები გემოს შეგრძნების ხანგრძლივი დარღვევის შესახებ. ძალიან იშვიათად აღინიშნება საკვების მიღების შემცირებით გამოწვეული სხეულის მასის დაკარგვა.

იშვიათად: ჰეპატობილიარული დარღვევები (ქოლესტატური ხასიათის).

ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება). თუ ვითარდება კანის პროგრესირებადი გამონაყარი, ლამიზილით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ძალიან იშვიათად: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი ან თრომბოციტოპენია.

ძალიან იშვიათად: თმის ცვენა. ამ მოვლენის მიზეზობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ძალიან შეზღუდულია ფეხმძიმე ქალებში ლამიზილის გამოყენება;  მისი გამოყენება ფეხმძიმობის დროს არ არის რეკომენდებული, თუ პოტენციური სამკურნალო ეფექტი არ აღემატება შესაძლო რისკს.

* ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძურმა ქალებმა, რომლებიც ორალურად იღებენ ლამიზილს უნდა შეწყვიტონ ბავშვების ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლამიზილი არ არის რეკომენდებული ღვიძლის ქრონიკული ან მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში. ლამიზილის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს ღვიძლის ადრე გადატანილი დაავადებები, ვინიდან ასეთ პაციენტებში არსებობს ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკი.  ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, დაუყოვნელივ ექიმთან მიმართვის აუცილებლობის შესახებ ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა: აუხსნელი მუდმივი გულისრევა, ანორექსია, დაღლილობა, ღებინება, ტკივილი მარჯვენა ნეკნთა რკალის ქვეშ, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი ან გაუფერულებული განავალი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ლამიზილით პერორალური მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის შესაბამისი კონტროლი.

* თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფები (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლები ან სისხლის შრატის კრეატინინის დონე 300 მკმოლ/ლ-ზე მეტი) უნდა იღებდნენ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის ნახევარს.

In vitro კვლევის დროს გამოვლინდა, რომ ტერბინაფინი თრგუნავს მეტაბოლიზმს ციტოქრომ CYP2D6 ფერმენტის საშუალებით. ამიტომ, აუცილებელია განხორციელდეს მუდმივი მეთვალყურეობა იმ ავადმყოფებზე, რომლებიც ლამიზილთან ერთად მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტის მონაწილეობით, როგორიცაა: სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, ბეტა-ადრენობლოკატორები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და B ტიპის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები – განსაკუთრებით, თუ გამოსაყენებელ პრეპარატს გააჩნია მცირე თერაპიული სიგანე.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ლამიზილის გამოყენებისას მისი მოქმედება ავტომანქანის ტარების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დადგენილ არ არის.

ჭარბი დოზირება:

არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ (პრეპარატის მიღებული დოზაა 5 გ-მდე), რომლის დროსაც აღინიშნებოდა თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში და თავბრუსხვევა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის გამოდევნის ღონისძიებებს, პირველ რიგში აქტივირებული ნახშირის დანიშვნით და კუჭის ამორეცხვით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატური დამხმარე თერაპიის გამოყენებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– In vitro და ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა გამოავლინა, რომ ტერბინაფინი აღჭურვილია უმნიშვნელო პოტენციალით იმ პრეპარატების უმრავლესობის კლირენსის დათრგუნვის ან გაძლიერების თვალთახედვით, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450  (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი, ტოლბუტამიდი ან ორალური კონტრაცეპტივები) სისტემის საშუალებით.

– მიუხედავად ამისა in vitro გამოკვლევებში გამოვლინდა, რომ ტერბინაფინი თრგუნავს CYP2S6-ს საშუალებით განხორციელებულ მეტაბოლიზმს. in vitro ცდებში მიღებული ეს მონაცემი შესაძლოა კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოდგეს იმ პრეპარატებისათვის, რომლებიც უპირატესად მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტით, როგორიცაა: სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, ბეტა-ადრენობლოკატორები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და B ტიპის მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები – იმ შემთხვევაში, თუ გამოსაყენებელ პრეპარატს გააჩნია მცირე თერაპიული სიგანე.

– პაციენტ ქალებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლამიზილს და პერორალურ კონტრაცეპტივებს ზოგიერთ შემთხვევაში აღენიშნებათ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, თუმცა ამ დარღვევების სიხშირე რჩება იმ სიდიდის ფარგლებში, რომელიც აღენიშნებათ იმ პაციენტ ქალებს, რომლებიც იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

– მეორეს მხრივ, ტერბინაფინის საერთო კლირენსი შეიძლება გაიზარდოს იმ სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც აძლიერებენ მეტაბოლიზმს (როგორიცაა რიფამპიცინი) ან შეიძლება შენელდეს პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ ციტოქრომ P450-ს ინჰიბირებას (ციმეტიდინი). იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მითითებული პრეპარატების ერთდროულად მიღება, შესაძლოა საჭირო გახდეს ლამიზილის დოზის ადექვატური კორექცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლამიზილი® (კრემი) – LAMISIL® – ЛАМИЗИЛ®

საერთაშორისო დასახელება:

TERBINAFINE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S. A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ტერბინაფინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 1%: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ………. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბინატის სტეარატი, ცეტილის პალმიტატი, სტერილის სპირტი, ცეტილის სპირტი, პოლისორბატ 60, იზოპროპილის მირისტატი, დისტილირებული წყალი.

სპრეი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 15 მლ და 30 მლ

1 გ

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი ………  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, პროპილენგლიკოლი, აზოტი.

ხსნარი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ

1 მლ

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი            10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, პროპილენგლიკოლი, აზოტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი. მცირე კონცენტრაციებში ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, როგორიცაა  Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum, საფუარის სოკოების, ძირითადად Candida albicans, Pityrosporum orbiculare-ის მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება ფუნგიციდური ან ფუნგისტაზური იყოს.

ტერბინაფინი სპეფიციურად ცვლის სტეროლების ბიოსინთეზის ადრეული ეტაპს, რომელიც სოკოებში ხდება. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და უჯრედში სკვალენის დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სკვალენეპოქსიდაზას ფერმენტის ინჰიბირების გზით, რომელიც მდებარეობს სოკოს უჯრედის მემბრანაზე.

ტერბინაფინი არ მოქმედებს ადამიანის P450 ციტოქრომის სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას აბსორბცია – 5%-ზე ნაკლებია, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

ჩვენებები:

კანის სოკოვანი ინფექციების, მ.შ. ტერფების მიკოზების (ტერფის “სოკო”), მუცლის ქვედა ეპიდერმოფიტიის (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაავადებების (tinea corporis) პროფილაქტიკა და მკურნალობა, გამოწვეულის ისეთი დერმატოფიტებით, როგორიცაა Trychophyton (მ.შ.Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum), Microsporum canis  და  Epidermophyton floccosum. ჭრელი სირსველი Pityriasis versicolor, გამოწვეული ityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia futfur).

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენება გარეგანად მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან:

კრემის დადებამდე საჭიროა დაზიანებული უბნების გასუფთავება და გამშრალება. გამოიყენება დღეში ერთხელ ან 2-ჯერ თხელი ფენის სახით დაზიანებულ კანზე და მიმდებარე უბნებზე, მსუბუქი შეზელვით.

გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში), კრემის დადების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით. გავრცელებული სოკოვანი ინფექციების დროს საჭიროა 30 გ-იანი ტუბის კრემის გამოყენება.

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ტერფის დერმატომიკოზები: 1 კვირა, დღეში ერთხელ ტერფის სოკოს მიერ გამოწვეული გარქოვანება, ნახეთქები, ქავილი, აქერცვლა – 2 კვირა დღეში 1-2-ჯერ.

კანის კანზიდოზი: 2 კვირა, დღეში 1-2-ჯერ.

ფერადი ლიქენი: 2 კვირა, დღეში 1-2-ჯერ.

კლინიკური ნიშნების გამოხატულების შემცირება შეინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ადგილი არა აქვს გაუმჯობესების ნიშნებს, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.

ხანდაზმულებისათვის დოზირების რეჟიმი არ იცვლება.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში. ამ პრეპარატის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მოზრდილებში ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენება შეიძლება ერთხელ ან 2-ჯერ დღეში, ჩვენებების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა. პრეპარატი შეისხურება (სპრეი) ან წაისმევა (ხსნარი) დაზიანებულ მონაკვეთებზე იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია მათი გაჟღენთისათვის, და, გარდა ამისა, წაისმევა კანის როგორც დაზიანებულ, ასევე ინტაქტურ მიმდებარე მონაკვეთებზე.  სხეულის ფართო სოკოვანი დაზიანებებისას რეკომენდებულია 30 მლ სპრეის გამოყენება.

მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა

სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში ერთხელ.

ჭრელი სირსველი: 1 კვირა, დღეში 2-ჯერ.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზირების რეჟიმი ზემოაღნიშნულისაგან არ განსხვავდება.

ლამიზილის სპრეის ან ხსნარის გამოყენება ბავშვებში. ლამიზილის სპრეის ან ხსნარის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, რიც გამოც პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის წასმის ადგილებში შეიძლება გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა და ლაქტაცია. ექსპერიმენტული კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები არ გამოვლინდა. ამჟამად ლამიზილის გამოყენებისას განვითარების რაიმე მანკების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულებში ლამიზილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით შეიძლება.

ტერბინაფინი რძესთან ერთად გამოიყოფა. მაგრამ მეძუძური დედის მიერ ლამიზილის კრემის, სპრეის ან ხსნარის გამოყენებისას კანიდან შეიწოვება აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა, ამიტომ არასასურველი მოქმედება ჩვილზე ნაკლებ სავარაუდოა.

განსაკუთრებული მითითებები:

* თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, სიმსივნეები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები, ბავშვთა ასაკი (საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობა). კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ დღეებში აღინიშნება. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება.

* აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ლამიზილის კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე წასმისას, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

* ლამიზილის კრემი, სპრეი ან ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებში მოხვედრა, ვინაიდან მან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გამდინარე წყლით დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* თუ პრეპარატი შემთხვევით იქნა შეყვანილი სასუნთქ გზებში ინჰალაციის დროს, მაშინ, რაიმე სიმპტომების განვითარებისას და განსაკუთრებით მათი შენარჩუნებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. და თუ კი ლამიზილის კრემი, სპრეი ან ხსნარი შემთხვევით შიგნით იქნა მიღებული, მოსალოდნელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ვითარდება ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზისას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში და თავბრუსხვევა). ასევე გასათვალისწინებელია პრეპარატში ეთილის სპირტის (23.5%) შემცველობა.

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში – სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლამიზილის სპრეის ან ხსნარის წამლებთან რაიმე ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ლაზოლვანი – LASOLVAN – ЛАЗОЛВАН

საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL

მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM ELAAS

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……….15 მგ

5 მლ

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ……….30 მგ

 

ვრცლად ლიზლი

ლაზიქსი – LASIX – ЛАЗИКС

საერთაშორისო დასახელება:

FOROSEMIDE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ფუროსემიდი ……………       40 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 მლ 1 ამპ.

ფუროსემიდი ………………….10 მგ 20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაზიქსი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეზულ საშუალებას.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის შემცირებასთან. ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება 30 წთ-ის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • შეშუპება;
  • ფილტვების შეშუპება;
  • ასციტი;
  • ფორსირებული დიურეზის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-ით 6-8 სთ-ს შემდეგ. ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.

ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.

არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყის დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.

ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.

უკუჩვენებები:

* მწვავე გლუმერულონეფრიტი;

* თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;

* ღვიძლის კომა;

* ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კუტის კომპოზიტუმ ნ – CUTIS COMPOSITUM N – КУТИС КОМПОЗИТУМ Н

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილების მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Cutis suis D8      …………………………………….

1მლ.

Hepar suis D10         ………………………………..

1მლ.

Splen suis D10          ……………………………….

1მლ.

Placenta suis D10      ……………………………….

1მლ.

Glandula suprarenalis suis D10    ……………………….

1მლ.

Funiculus umbilicalis suis D10    ……………………….

1მლ.

Thuja occidentalis D8     ………………………………

1მლ.

Galium aparine D6    …………………………………..

1მლ.

Selenium D10   ………………………………………….

1მლ.

Thallium sulfuricum D13    ……………………….

1მლ.

Ignatia D6         …………………………………………

1მლ.

Sulfur D10     ………………………………………………

1მლ.

Cortisonum aceticum D28     ……………………….

1მლ.

Urtica urens D4      ……………………………………….

1მლ.

Acidum phosphoricum D6  …………………………….

1მლ.

Calcium fluoratum D13  …………………………………

1მლ.

Mercurius solubilis Hahnemanni D13 ………………

1მლ.

Aesculus hippocastanum D6   ……………………….

1მლ.

Ichthyolum D28      ………………………………………

1მლ.

Sanguinarinum nitricum D6  ……………………….

1მლ.

Ledum palustre D4  ………………………………………

1მლ.

Arctium lappa D6  …………………………………………….

1მლ.

Acidum formicicum D198  ……………………………….

1მლ.

Pyrogenium-Nosode D198  ……………………………..

1მლ.

Acidum alpha-ketoglutaricum D10 ……………………….

1მლ.

Acidum fumaricum D10 ………………………………….

1მლ.

Natrium diethyloxalaceticum D10 ……………………….

1მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • იმუნური სისტემის მოდულირება და კანის ბუნებრივი ფუნქციების გააქტივება ისეთი დაავადებებისას, როგორიცა: დერმატიტები, დერმატოზები, ეგზემა, სკლეროდერმია, ვულგარული აკნე, ერითემები, დერმატომიკოზები, კონდილომები, კონტაგიოზური იმპეტიგო, ნეიროდერმიტი, ორგანიზმის შესაძლო ტოქსიკური დაზიანება კოსმეტიკური პრეპარატების გამოყენების გამო, თითთაშუა მიკოზები;
  • ნაწოლები დულპუიტენის კონტრაქტურები, თმის ცვენა, კვინკეს შეშუპება, ელეფანტიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად;

ჩვეულებრივ შემთხვევაში კი – ერთი ამპულა 1-3-ჯერ პარენტერალურად.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა გაძლიერებული ნერწყვდენა.

უკუჩვენებები:

ალერგია იხტიოლზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!