Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 562

კუროსურფი – CUROSURF – КУРОСУРФ

საერთაშორისო დასახელება:

PORACTANT ALFA

მწარმოებელი: CHIESI FARMACEUTICI S. p. A., იტალია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფილტვების სურფაქტანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური სუსპენზია ენდოტრაქეალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 1.5 მლ

1 მლ

ფოსფოლიდიპური ფრაქცია, გამოყოფილი ღორების ფილტვებიდან…….. 80 მგ

მ.შ.: ფოსფოლიპიდები ……………………………………………………………  74 მგ,

დაბალმოლეკულური ჰიდროფობური პროეტინები ……………………..     900მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ფილტვის სურფაქტანტს და ავსებს ენდოგენური სურფაქტანტის ნაკლებობას ეგზოგენურით. ამოფენს ალვეოლების შიგნითა ზედაპირს, ამცირებს ფილტვში ზედაპირულ დაჭიმულობას, ახდენს ალვეოლების სტაბილიზაციას, ხელს უშლის რა მათ შერწყმას ექსპირატორული ფაზის ბოლოს, ხელს უწყობს ადეკვატურ გაზთა ცვლას და მის შენარჩუნებას მთელი სასუნთქი ციკლის განმავლობაში.

თანაბრად ნაწილდება ფილტვში და ვრცელდება ალვეოლების ზედაპირზე. დღენაკლულ ახალშობილებში აღადგენს ოქსიგენაცის დონეს, რაც მოითხოვს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას შესუნთქულ ჰაერში. ამცირებს სიკვდილიანობის და რესპირატორული დაავადებების დონეს. სურფაქტანტის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს რესპირატორული დისტრეს სინდრომის მიმდინარეობის სიმძიმეს (რდს).

ფარმაკოკინეტიკა:

ექსპერიმენტულ კვლევებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 67 საათს. თუმცა ფილტვის გარეთ (სისხლის შრატსა და სხვა ორგანოებში) მიღებიდან 48 საათში მხოლოდ კვალის სახით აღინიშნება სურფაქტანტის ლიპიდები.

ჩვენებები:

  • რესპირატორული დისტრეს სინდრომის მკურნალობა დღენაკლულ ახალშობილებში 700 გ-ზე მეტი მასით;
  • რესპირატორული დისტრეს სინდრომის პროფილაქტიკა დღენაკლულებში;
  • ახალშობილებში აღნიშნული სინდრომის განვითარების შესახებ ეჭვის მიტანისას.

მიღების წესი და დოზირება:

ენდოტრაქეალური მიღება ინტუბირებულ ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, გულის შეკუმშვათა სიხშირის, არტერიულ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის ან ჟანგბადით გაჯერების მუდმივი მონიტორინგით.

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში, ექიმის მიერ, რომელსაც სათანადო გამოცდილება გააჩნია დღენაკლულების რეანიმაციისა და მკურნალობის საკითხში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა აციდოზის, ჰიპოტენზიის, ანემიის, ჰიპოგლიკემიისა და ჰიპოთერმიის კორექცია. მკურნალობას იწყებენ რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზის დასმიდან რაც შეიძლება ადრე.

პრეპარატის მიღების წესი

გამოყენებამდე ფლაკონს ათბობენ 370C ტემპერატურამდე და ფრთხილად აყირავებენ, რომ გამორიცხონ შენჯღრევა. სუსპენზიას ფლაკონიდან იღებენ სტერილური ნემსებითა და შპრიცებით და შეჰყავთ საინტუბაციო მილით ტრაქეის ქვედა ნაწილში. ბავშვი გადაბრუნებულია გვრედზე რომ სურფაქტანტი უკეთესად განაწილდეს შესაბამის ფილტვში.

დოზირება:

საწყისი ერთჯერადი დოზაა 200 მგ/კგ (2.5 მლ/კგ). საჭიროების შემთხვევაში იყენებნე ერთ ან ორ დამატებით ნახევარდოზებს – 100 მგ/კგ12 საათის ინტერვალით. ყოველი მიღების შემდეგ წარმოებს 1-2 წუთიანი ვენტილაცია ხელით იმ კონცენტრაციის შესუნთქული ჟანგბადით, რომელიც უდრის აპარატზე საწყის მაჩვენებელს. მაქსიმალური საერთო დოზაა 300-400 მგ/კგ.

პროფილაქტიკა ტარდება ახალშობილებში რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში. პრეპარატი შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 100-200 მგ/კგ (1.5-2.5 მლ/კგ) დაბადებიდან 15 წუთში. პრეპარატის მეორე დოზა 100 მგ/კგ შეჰყავთ 6-12 საათის შემდეგ. რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზის დადგენისას და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებისას პრეპარატის მიღება გრძელდება 12 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური საერთო დოზა 300-400 მგ/კგ.

გვერდითი მოვლენები:

ფილტვისმიერი სისხლდენა; ალერგიული რეაქციები; რეტინოპათია (სისხლში ჟანგბადის პარციალური დაჭიმულობის სწრაფი მატების დროს);

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონტებისადმი;

* ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევა;

* პნევმოთორაქსი;

*ინტერსტიციული ემფიზემა;

* პნევმომედიასტინუმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

* ალვეოლებში გაზთა ცვლის აღდგენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიულ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის სწრაფი მატება, რაც მოითხოვს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის მაჩვენებლების სწრაფ გადაწყობას. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია არტერიული სისხლის გაზობრივი შემცველობის, ჟანგბადის ქსოვილოვანი შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის წარმოება. თერაპიის ჩატარების შემდეგ აღინიშნება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის დროებითი (2-10 წთ.) შენელება.

* გამოყენებამდე გამთბარი ფლაკონების შებრუნება მაცივარში არ შეიძლება. ფლაკონში დარჩენილი პრეპარატი მეორადად არ გამოიყენება.

ჭარბი დოზირება:

აქამდე აღნიშნული არ ყოფილა კუროსურფის ჭარბი დოზირების გამოვლინებები. თუმცა ჭარბი დოზირების და მკაფიო კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში (სუნთქვის, ვენტილაციის ან ოქსიგენაციის მხრივ) უნდა ჩატარდეს ფილტვის შემცველობის მაქსიმალური შესაძლო ასპირაცია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დადგენილი არაა.

შენახვის პირობები:

პრეპარტი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

გამოიყენება სპეციალიზებულ კლინიკებში სტაციონარის პირობებში.

კურიოზინი – CURIOSIN – КУРИОЗИН

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: თუთიის ჰიალურონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 15 გ

1 გ

თუთიის ჰიალურონატი ……….    1.02 მგ

აღწერა:

კურიოზინი გელი, მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერების – თუთიის ჰიალურონატის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო, ეფექტურად გამოიყენება ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ფერისმჭამელების პათოგენეზში მონაწილე ორი ძირითადი ფაქტორის (ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია და ფოლიკულების გამომტანი სადინარის ჰიპერკერატინიზაცია) გარდა, აკნეს განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან და გამოთავისუფლდებიან Propianibacterium acnes ზემოქმედებით. ზემოთაღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად ქსოვილებში ქვეითდება ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია და ირღვევა ბალანსი. კურიოზინი გელის ადგილობრივად გამოყენებისას ქსოვილებში კომპენსირდება ჰიალურონის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილება.

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ მუკოპოლისაქარიდული ტიპის პოლიმერს, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია არაუჯრედული ნივთიერების სამშენებლოდ. მაღალი ჰიდროფილურობის გამო იგი წარმოქმნის დისპერსიულ მატრიქსს წყლის მოლეკულებთან; მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის საფარის ტონუსისა და ელასტიურობის ფორმირებაში. პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.

ჰიალურონის მჟავის კომბინაცია თუთიასთან აძლიერბს პრეპარატის ეფექტურობას. თუთია თრგუნავს Propianibacterium acnes-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას და ამით წყვეტს პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ხელს უწყობს დაავადებას; აღადგენს ეპიდერმისის დარღვეულ მეტაბოლიზმს. პრეპარატს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი.

კურიოზინის გელი მოქმედებს როგორც კომედონების წარმოქმნაზე, ასევე ანთებით ელემენტებზე.

პრეპარატით მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს პუსტულების და პაპულების გაწოვას, მცირდება ერითემა და პაპულოზური მოვლენები.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფერისმჭამელების სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა კომედონური და პაპულო-პუსტულოზური ფერისმჭამელების ადგილობრივი მკურნალობისათვის.

დოზირება:

დაზიანებული უბნის საგულდაგულოდ გასუფთავების შემდეგ გელის თხელი ფენა დაიტანება კანის ზედაპირზე დღეში 2-ჯერ.

პრეპარატი შეიწოვება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში. დამწოლი ნახვევის გამოყენება არ არის საჭირო.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელლობა.

გვერდითი მოვლენები:

მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე. მშრალი კანის არსებობისას შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას, არ ღებავს კანსა და თეთრეულს.

შენახვის პირობები: ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონ-საწვეთურში 10 მლ.

1 მლ

თუთიის ჰიალურონატი …………… 2.05 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კურიოზინი ხსნარის 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20,5 მგ თუთიის ჰიალურონატს.

პრეპარატი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ჭრილობების, ნაწოლების, წვივის წყლულების, ფისტულების, ასევე ჭრილობის ნორმალური შეხორცების დასაჩქარებლად.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატი ეწვეთება სხეულის დაზიანებულ უბანზე ისეთი მოცულობით, რომ სრულად და თანაბრად დაფაროს საჭირო ზედაპირი ან ხსნარი დაეწვეთება შესაბამისი ზომის დოლბანდის საფენზე, რომელიც დაეფინება ჭრილობაზე. ნახვევი საჭიროა გამოიცვალოს 1-2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ჭრილობის ზედაპირის დამუშავება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

გვერდითი მოვლენები:

მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მკურნალობის პერიოდში თანდათან ქრება. რაიმე მოულოდნელი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც პრეპარატის მიღებისას ადრე არ იყო შენიშნული, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

კურიოზინის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე. პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 4 კვირის განმავლობაში 15-30°C ტემპერატურის პირობებში შენახვისას. პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის განმავლობაში.

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით.

კურანტილი – CURANTYL – КУРАНТИЛ

საერთაშორისო დასახელება:

DIPYRIDAMOLE

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARIN GROUP

მოქმედი ნივთიერება: დიპირიდამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოდილატაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 120 ც.

1 ტაბ.

დიპირიდამოლი ………………   25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

კურანტილი ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, როგორც პირიმიდინის წარმოებული კურანტილი. წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს და მამოდულირებელ ზემოქმედებას ახდენს ინტერფერონის სისტემის ფუნქციურ აქტიურობაზე, ზრდის ინტერფერონის დაქვეითებულ პროდუქციას სისხლის ალფა (a) და გამა (y) ლეიკოციტებით in vitro. კურანტილი ზრდის არასპეციფიკურ ვირუსსაწინააღმდეგო რეზისტენტობას ვირუსული ინფექციების მიმართ

ფარმაკოკინეტიკა

წამლის განსაკუთრებული ფორმის წყალობით ( ტაბლეტის გარსში ჰიდროფობური ნივთიერებების მცირე შემადგენლობა) პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ დიპირიდამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან . დიპირიდამოლის უმეტესი ნაწილის აბსორბირება ხდება კუჭში, ნაწილობრივ კი წვრილ ნაწლავში. დიპირიდამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში პერორალურად მისი მიღების შემდეგ. დიპირიდამოლი თითქმის მთლიანად უკავშირდება სისხლის ცილებს. დიპირიდამოლის დაგროვება ხდება გულში და ერითროციტებში. დიპირიდამოლის მეტაბოლიზმი წარმოებს ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან შეერთების გზით. დიპირიდამოლის ნახევრად ელიმინაციის პერიოდი 20-30 წუთს შეადგენს. იგი გამოიყოფა ნაღველთან ერთად მონოგლუკურონიდის სახით.

ჩვენებები:

  • თავის ტვინში სისხლმიმოქცევის იშემიური ტიპის დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • დისცირკულარული ენცეფალოპათია;
  • არტერიული და ვენური თრომბოზების და მათი გართულებების პროფილაქტიკა;
  • გულის სარქველების პროტეზირების ოპერაციის შემდგომი თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა;
  • პლაცენტური უკმარისობის პროფილაქტიკა გართულებული ორსულობის დროს;
  • კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მიკროცირკულაციის ნებისმიერი დარღვევების დროს;
  • ინტერფერონის ინდუქტორის და იმუნომოდულატორის სახით გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზირება:

იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ არ არის მოცემული სხვაგვარი დანიშნულება, რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებისათვის რეკომენდებულია, რომ კურანტალი გამოყენებულ იქნეს 75-225 მგ/ დღე-ღამეში რამდენჯერმე.

მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 600მგ-მდე/დღე-ღამეში. გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით კი ეპიდემიის პერიოდში, პრეპარატი უნდა მივიღოთ შემდეგი სქემის მიხედვით: 50მგ/ დღე-ღამეში (ორი 25მგ-იანი ტაბლეტი 7 დღეში ერთხელ 4-5 კვირის განმავლობაში. იმ პაციენტებში, რომლებიც ხშირად ავადდებიან რესპირატორული ვირუსული ინფექციებით , რეკომენდირებულია კურანტილის მიღება შემდეგი სქემის მიხედვით: 100 მგ/დღე ღამეში (2-ჯერ 50 მგ 2 სთ-იანი ინტერვალით) ერთხელ კვირაში 8-10 კვირის განმავლობაში. კურანტილის მიღება რეკომენდირებულია უზმოზე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიული დოზების გამოყენების შემთხვევაში ჩვეულებრივ გვერდითი ეფექტები ძირითადად არ გამოიხატება და ისინი გარდამავალ ხასიათს ატარებს. შესაძლებელია ღებინების, დიარეის და ასევე ისეთი სიმპტომების წარმოქმნა, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და მიალგია. ჩვეულებრის ეს ეფექტები კურანტილის ხანგრძლივი გამოყენებისას ქრება. პოტენციური სისხლძარღვთაგამაფართოებელი მოქმედების შედეგად კურანტილის მაღალი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია, „წამოხურება“ და ტაქიკარდია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა ვაზიდილატატორებს.

შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც გამოიხატება კანზე გამონაყარითა და ურტიკარიის სახით. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდეგ. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს !

უკუჩვენება:

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

* არასტაბილური სტენოკარდია;

* კორონარული არტერიების გავრცელებული მასტენოზირებელი ათეროსკლეროზი;

* აორტის სუბაორტული სტენოზი;

* გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

* არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი;

* გულის რითმის მძიმე დარღვევები;

* ჰემორაგიული დიათეზები;

* დაავადებები სისხლდენებისადმი მიდრეკილებით ( კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა.შ);

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კურანტილის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქსანტინის წარმოებულებმა (ყავა, ჩაი) შესაძლოა შეასუსტოს კურანტილის სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება. ანტიკოაგულატებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კურანტილის გამოყენება ზრდის ამ უკანასკნელთა ანტითრომბულ თვისებებს, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში. დიპირიდამოლმა შესაძლოა გააძლიეროს ჰიპოტენზიური პრეპარატების ზემოქმედება. დიპირიდამოლმა შესაძლებელია შეასუსტოს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქოლინერგული თვისებები.

შენახვის პირობები და ვადები:

შენახვის ვადა -3 წელი.

პრეპარატის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია  მუყაოს კოლოფზე და პირველად შეფუთვაზე.

მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტით

კუპლატონი – CUPLATON – КУПЛАТОН

საერთაშორისო დასახელება: DIMWTHICONE

მწარმოებელი: ORION CIRPORATION,ფინეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 30 მლ. 1მლ = 35 წვეთი.

1 მლ.

დიმეთიკონი . . . . . . . 300 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, გასუფთავებული წყალი, გლიცეროლის მონოსტეარატი, პოლიოქსიეთილენის 100 სტეარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი და დამხმარე სადიაგნოსტიკო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიმეთიკონი წარმოადგენს ზედაპირულად აქტიურ პოლისილოქსანს. იგი ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას, რისი მეშვეობითაც აიროვანი ბუშტუკები ერთიანდებიან და წარმოქმნიან უფრო მსხვილ ნაერთებს, რაც ხელს უწყობს აირების გამოყოფას. შიგნით მიღებისას დიმეთიკონი ამცირებს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეულ მეტეორიზმს (ჰაერის შთანთქმა, ფერმენტაცია); ამცირებს მუცლის ყურყურს, შებერილობას და ტკივილს, ხელს უწყობს აირების გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა:

დიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში), დისპეფსია, აეროფაგია.

გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება მუცლის ღრუს ორგანოების სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარებამდე (ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია).

დოზირების რეჟიმი:

გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.

მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ბავშვები: მეტეორიზმის მკურნალობა- 5 წვეთი 4-ჯერ დღეში. კუჭ-ნაწლავის წარმატებული ენდოსკოპიიის ჩასატარებლად გამოიყენება 12 წვეთი 4-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2-3 დღის განმავლობაში.

10 წლამდე ბავშვები: მუცლის შებერილობის მკურნალობა

6 თვემდე ბავშვებში: თითოეულ კვებამდე მიიღება 4 წვეთი, შერეული მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

მეტეორიზმის სამკურნალოდ

ასაკი

დოზა

6 თვიდან 1 წლამდე

1 წვეთი 4-ჯერ დღეში

1-2 წელი

1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში

2-4 წელი

2 წვეთი 4-ჯერ დღეში

4-6 წელი

3 წვეთი 4-ჯერ დღეში

6-10 წელი

4 წვეთი 4-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების არსებობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია პრეპარატის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა დიმეთიკონის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

დიმეთიკონის გამოყენებისას ძალიან იშვიათად გამოვლინდა ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის: გამონაყარი და ჭინჭრის ციება. ასევე ძალიან იშვიათად გამოვლინდა ისეთი სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის: მუცლის შებერვა და ტკივილი.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობა და ლაქტაცია: დიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, არ გადის პლაცენტის ბარიერს და არ გადადის დედის რძეში. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც ორსულობის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25 °C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა- 3 წელი. ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

კუნელის ნაყენი – TINCTURA CRATAEGI – НАСТОЙКА БОЯРЫШНИКА

გამოშვების ფორმა:

25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მისახრახნი თავსახურავით.

შემადგენლობა:

მომზადებულია კუნელის ყვავილების და ნაყოფებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.

ჩვენება:

  • გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
  • ანგიონევროზები;
  • კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

კუზიკრომი – CUZICROM – КУЗИКРОМ

გენერიული დასახელება:

Cromoglicic acid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ოფთალმოლოგიური ანტიალერგიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა::

4%- იანი სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი.

პრეპარატის ყოველი მილილიტრი შეიცავს 40 მგ. ნატრიუმის ქრომოგლიკატს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80,   დინატრიუმის ედეტატი და გამოხდილი წყალი .

ფარმაკოლოგიური თვისება:

ნატრიუმის ქრომოგლიკატი მემბრანის სტაბილაზაციის გზით თრგუნავს უჯრედოვანი პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას , რის გამოც ამცირებს ჰისტამინის და ანთების სხვა მედიატორების გამოყოფას. თერაპიული ეფექტურობა ყველაზე მეტად აღინიშნება პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყენების დროს. კუზიკრომის გამოყენება ამცირებს სტეროიდული პრეპარატების გამოყენებას ალერგიული კონიუნქტივების დროს .

ჩვენება:

პრეპარატი გამოიყენება ალერგიული მოვლენების დასაქვეითებლად.

  • გაზაფხულის კონიუნქტივიტის, კერეტოკონიუნქტივიტის , ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ასევე ალერგიული მოვლენების დასათრგუნად , რომლებიც ვითარდება კონტაქტური ლინზების ტარების შედეგად.

წინააღმდეგჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მონაცემები პრეპარატის გამოყენებისა ორსულობის, ლაქტაციის დროს და ბავშვებში:

უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე და მეძუძურ დედებში არ აღინიშნება , მაგრამ ამავე დროს პრეპარატი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში ოთხ წლამდე.

გაფრთხილება: არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება პრეპარატის გამოყენების დროს .

დოზირება და მიღების წესი:

1-2 წვეთის ინსტილაცია თვალში 2-6- ჯერ დღეში.

მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 7-10 დღით ადრე სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის განვითარებამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7-10 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.

გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს თვალების წვა და გაღიზიანება .

გამოშვების ფორმა: 10 მლ – იანი პლასტიკური ჭურჭელი.

შენახვის წესი : ინახება ოთახის ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ ადგილას , ბავშვებისაგან მოშორებით , არგამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი. .

შენახვის ვადა: 36 თვე

აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი კომპანია: ალკონ კუზ ( ბარსელონა , ესპანეთი )

კრომოჰექსალი – CROMOHEXAL – КРОМОГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CROMOGLICIC ACID

მწარმოებელი: HEXAL AG

მოქმედი ნივთიერება: კრომოგლიცინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიალერგიული საშუალება; პოხიერი უჯრედების მემბრანის მასტაბილიზირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 2%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

კრომოგლიცინის მჟავა ……..    20 მგ

 

ვრცლად ალერგოკრომი

ცხვირში შესასხურებელი ხსნარი 2%: ფლაკონში 15 მლ

1 დოზა

კრომოგლიცინის მჟავა ………..  2.8 მგ

კრომოგენი – CROMOGEN – КРОМОГЕН

საერთაშორისო დასახელება:

CROMOGLICIC ACID

მწარმოებელი: GALENA, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: კრომოგლიცინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ინჰალაციისათვის: ალუმინის ბალონში 200 დოზა

1 დოზა

კრომოგლიცინის მჟავა (დინატრიუმის მარილის სახით) ………        1.0 მგ

აეროზოლი ინჰალაციისათვის: ალუმინის ბალონში 112 დოზა

კრომოგლიცინის მჟავა (დინატრუმის მარილის სახით) ……………     5.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტან ტრიოლიტი, დიქლორფლუორომეთანი, ტრიქლორფლუორომეთანი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კრომოგენი ხელს უწყობს სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, თრგუნავს მათ დეგრანულაციას და ალერგიის და ანთების (ჰისტამინი, ბრადიკინი, პროსტალგანდინები) მედიატორების, ისევე როგორც სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას.

იგი ხელს უწყოს ბრონქული ასთმის შეტევებისა (არ ახდენს ბრონქოსპაზმის კუპრიებას) და სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების პროფილაქტკიას.

ინჰალაციის შედეგად აქტიური ნივთიერების 8% აღწევს სასუნთქი გზების ქვედა წილებში და მთლიანად ერთვება სისხლმიმოქცევაში.

კრომოგენი არ მეტაბოლიზირდება, თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებისა და ნაღვლის საშუალებით. მისი ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს არანაკლებ 2 სთ-ს. აქტიური ნივთიერების ნაწილი (2%) აბსორბციის გარეშე გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.

ჩვენებები:

  • ბრონქული ასთმა (ატოპიური ფორმა, ასთმური ტრიადა), მოზრდილებში და ბავშვებში მიმდინარე ალერგიით, ფიზიკური გადაღლილობით, ცივი ჰაერის ზემოქმედებით, ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, ქიმიური და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქული ასთმა;
  • ქრონიკული ბრონქიტი ბრონქოობსტრუქციული სინდრომით;
  • ალერგიული გენეზის რინიტის პროფილაქტიკა;
  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, პროქტიტის და პროქტოკოლიტის სამკურნალოდ (კომბინირებულ თერაპიაში)
  • შედარებით ეფექტურია პრეპარატის გამოყენება პროფილაქტური მიზნით ახალგაზრდა პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:

საწყისი დოზა მოზრდილებისათვის, ხანდაზმული ასაკისა და ბავშვებისათვის 5 წლის ასაკის ზემოთ შეადგენს 2 ინჰალაციას 4-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელია ეფექტის შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა – 1 ინჰალაცია 4-ჯერ დღეში.

დაავადების გამწვავების პერიოდში, შესაძლებელია დოზის გადიდება – 2 ინჰალაცია 6-8 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

სუნთქვის სისტემის მხრივ: შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, პირის სიმშრალე, ხმის ჩახლეჩა, ხველა.

იშვიათ შემთხვევებში კრომოგენის ფხვნილის გამოყენებისას აღინიშნება ძლიერი ბრონქოსპაზმი.

ჩატარებული მკურნალობის შემდგომ შესაძლებელია: ასთმის სიმპტომების გამწვავება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ფილტვების ეოზინოფილური ინფილტრატი;

იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობა;

* სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისათვის ლაქტაციის პერიოდში;

* ბავშვებში 5 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს.

* გლუკოკორტიკოსტეროიდებთან მისი კომბინირება იძლევა გლუკოკორტიკოიდების დოზების შემცირების საშუალებას.

* არ არის მიზანშეწონილი კრომოგენის საინჰალაციო ხსნარებთან ერთად ბრომჰექსინის და ამბროქსილის გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ბალონი დაცული უნდა იყოს გაცხელებისა და გაყინვისაგან.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

კრისტეპინი – CRYSTEPIN – КРИСТЕПИН

საერთაშორისო დასახელება:

CLOPAMIDE; DIHYDROERGOCRISTINE; RESERPINE

მწარმოებელი: LECIVA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 30 ც.

1 დრაჟე

კლოპამიდი ……………………………………5 მგ

დიჰიდროერგოკრისტინი …………        580 მკგ

რეზერპინი …………………………………100 მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი. რეზერპინი – სიმპატოლიტიკი, რომელიც აღწევს პოსგანგლონარულ სიმპატური ბოჭკოების პრესინაფსურ განგლიებში, ვეზიკულებიდან ათავისუფლებს ნორეპინეფრინს, ერთდროულად მის უკუტრანსპორტირებას არღვევს და მონოამინოოქსიდაზას ინაქტივაციის პროცესს აძლიერებს. იწვევს ნეირომედიატორების მარაგის გამოფიტვას და არტერიული წნევის მყარ დაქვეითებას. ახდენს ნეირონებში დოფამინის, სეროტონინის და სხვა. ნეირომედიატორების კონცენტრაციის დაქვეითებას,  ახასიათებს ანტიფსიქოტური მოქმედება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ასუსტებს სიმპათიკურ ინერვაციას, ამცირებს გულის შეკუმშვათა რიცხვს და სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას;

ინარჩუნებს პარასიმპათიკური ნერული სისტემის აქტივობას; აღრმავებს და აძლიერებს ფიზიოლოგიურ ძილს, ამუხრუჭებს ინტერორეცეპტულ რეფლექსებს. აძლიერებს კუჭ–ნაწლავის პერისტალტიკას, ზრდის კუჭში HCl–ის პროდუქციას;

ორგანიზმში ანელებს მეტაბოლურ პროცესებს; აიშვიათბს და აღრმავებს სუნთქვით მოძრაობას, იწვევს მიოზს, ჰიპოთერმიას; აქვეითებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ახდენს დადებით მოქმედებას ლიპიდურ და ცილოვან ცვლაზე არტერიული ჰიპერტენზიისას და კორონალური ათეროსკლეროზისას;

აძლიერებს თირკმლის სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გორგლოვან ფილტრაციას.

კლოპამიდი – არათიაზიდური საშუალო მოქმედების სულფანილამიდური დიურეტიკი., აბლოკირებს Na+ რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის კორტიკალური სეგმენტის დონეზე, გამოჰყავს Na+, K+ , Cl– და წყალი.

დიჰიდროკრისტინის მეზილატი – აბლოკირებს ალფა–ადრენორეცეპტორებს, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, აქვეითებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი აჭარბებს ცალკე აღებული ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. მოქმედების დასაწყისი – მე–4 მე–7 დღე, მყარი ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 1–4 კვირის შემდეგ.

ჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით (დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით), საწყისი დოზა – 1 დრაჟე დღეღამეში (დილით); ჰიპოტენზიური ეფექტის უკმარისობისას – 2 დრაჟე დღეღამეში 2 მიღებაზე; შემანარჩუნებელი დოზა – 1 დრაჟე ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით; მძიმე ფორმის არტერიული ჰიპერტენზიისას – 2–3 დრაჟე დღეღამეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოკალიემია, ჰოპონატრიემია, ღვიძლის უკამრისობა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ნეფრიტი, არტერიული ჰიპოტანზია, ურემია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ათეროსკლეროზი, ნეფროსკლეროზი, მაოს– ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა, ინფარქტის ქვემწვავე სტადია, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, დეპრესია, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), ეროზიული გასტრიტი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ბრონქიალური ასთმა, ფეოქრომოციტომა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ბრადიკარდია, AV–ბლოკადა, პარკუჭშიგა ბლოკადა, სისხლის დაავადება, ორსულობა, ლაქტაცია, სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა.

გვერდითი მოქმედება:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა, უძილობა, განგაში, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება; დისპეფსია, გულისრევა, ღბინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, მადის დაქვეითება; თორაკალგია; ლორწოვანი გარსის სიმშრალე, „გაჭედლი“  ცხვირი; ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი, თვალის ლორწოვანის ჰიპერემია; ჰიპოკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ორთოსტატური ჰიპოტანზია, მიასთენია, ასთენია, თრომბოციტოპენია.

მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას – პარესთეზიები, პოტენციის და/ან ლიბიდოს დაქვეითება, გინეკომასტია, შარდის გამოყოფის დარღვევა, აკომოდაციის სპაზმი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:“კოშმარული“ სიზმრები, პარკინსონიზმი, სტენოკარდია, ბრადიკარდია, არითმია, დეპრესია, ჰიპორეფლექსია, გონების არევა, კომა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; სიმპტომატური მკურნალობა, მიმართული გულ–სისხლძარღვთა ფუნქციის შენარჩუნებისაკენ,  წყალ–მარილოვანი ბალანსის შენარჩუნება.

განსაკუთრებული მითითებები:

ელექტროიმპულსური თერაპიისა და გეგმიური ოპერაციის ჩატარებამდე 7 დღით ადრე შეწყვეტილი უნდა იქნეს პრეპარატის შეყვანა, ხოლო სასწრაფო ოპერაციის შემთხვევაში –  წინასწარ შეყვანილი იქნას ატროპინი.

მკურნალობის დროს საჭიროა: ელექტროლიტებისა და შარდმჟავას კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში, ავადმყოფის ფსიქიური მდგომარეობა (შესაძლებელია დეპრესიის განვითარება), თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის (ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით) გაკონტროლება.

ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია დიეტა K+–ის მაღალი შემცველობით. (ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ყველი, თევზი) ან დამატებით K+– ის პრეპარატების დანიშვნა. თუ მონოპთერაპისას არასაკმარისადაა გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება მისი კომბინირება ბეტა–ადრენობლოკატორებათან ან ვაზოდილატატორებთან.

მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას (ორთოსტატური ჰიპოტენზიის, მიასთენიის, დაღლილობის შესაძლო განვითარების გამო).

ურთიერთქმედება:

აქვეითებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ანტიდეპრესანტების, ანტიკოაგულანტების ეფექტურობას; ამაღლებს Li+ კონცენტრაციას პლაზმაში; ასუსტებს ანტიეპილეფსიური საშუალებების და ლევოდოპას, ქოლინობლოკატორების მოქმედებას, ამცირებს მორფინის ანალგეზიურ ეფექტს; აძლიერებს ადრენომიმეტიკების მოქმედებას. ბარბიტურატები, ეთანოლი, ბეტა–ადრენობლოკატორები, პერიფერიული ვაზოდილატატორები აძლიერებენ ჰიპოტენზიურ მოქმედებას; გლუკოკორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო საშუალებები, საფაღარათო სამკურნალო საშუალებები ამცირებენ დიურეზულ, ჰიპოტენზიურ ეფექტს, ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. მაო–ს ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე აღინიშნება ზომიერ და მძიმე არტერიულ ჰიპერტონია, ჰიპერპირექსია (სხეულის ტემპერატურის ძლიერი მომატება).

კრილომი – KRILOM – КРИЛОМ

სავაჭრო სახელწოდება კრილომი / Krilom

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება ) comb. drug;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი

გამოშვების ფორმა – სიროფი 150მლ ფლაკონი # 1

სიროფი მანგოს არომატით 150 მლ საკვები დანამატი შე მადგე ნლობა სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს: თევზის ქონი – 2350 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 376 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) – 235 მგ., საერთო ომეგა-3 – 705 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსილიტი, გლიცერინი, ვიტამინი E, ლიმონის კანის ზეთი, ლიმონმჟავა, მანგოს არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, გუარის გუმფისი, ატმის არომატიზატორი, სუკრალოზა ფარმაკოლოგიური თვისებები თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას.

EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარჩუნებას.

აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კრილომი მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას. ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.

კრილომი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. კრილომი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. კრილომი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი

ჩვენებები:

*ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა

*ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია

*დისლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია

*გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

*მეხსიერების დაქვეითება, დემენცია

*ემოციური ლაბილობა, დეპრესია

*თვალის დაავადებები

*რევმატოლოგიური დაავადებები

*ორსულობა (ორსულის დაავადებები, ნაყოფის ჰიპოტროფია)

*ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები

*რაქიტი

*მოტეხილობები, ოსტეოპოროზი.

დოზირება და მიღების წესი:

0-12 თვე: 2,5 მლ. 1_ჯერ დღეში;

1-7 წელი: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;

7-12 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში;

12 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს.

უკუჩვენება :ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შე ნახვის წე სი პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. აფთიაქიდან გაცე მის წე სი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

Don`t copy text!