Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 576

კეტოკონაზოლი – KETOKONAZOL – КЕТОКОНАЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

KETOKONAZOLE

მწარმოებელი: GMP

მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

კეტოკონაზოლი …………200 მგ

 

ვრცლად კეტოკონაზოლი (აქტიური ნივთიერება)

კეტილეპტი – KETILEPT – КЕТИЛЕПТ

საერთაშორისო დასახელება:

QUETIAPINE

მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი,უნგრეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქოტროპული საშუალებები;  ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 მგ ტაბლეტი #60

200 მგ ტაბლეტი #60

300 მგ ტაბლეტი #60

აქტიური ნივთიერება: 25 მგ, 100 მგ, 150 მგ, 200 მგ და 300 მგ კვეტიაპინი (შესაბამისად 28.78 მგ, 115.13 მგ, 172.70 მგ, 230.26 მგ და 345.40 მგ კვეტიაპინის ფუმარატის სახით) თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში.

შემავსებლები: კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი A ტიპის, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, Opadry II 33G28523 თეთრი და Opadry II 33G24283 ვარდისფერი (შემოგარსული ტაბლეტები 150 მგ, 200 მგ).

აღწერილობა:

25 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, სტილიზებული ასოს გრავირებით “E” ცალ მხარეს და ციფრით 201 ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

100 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, სტილიზებული ასოს გრავირებით “E” ცალ მხარეს და ციფრით 202 ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

150 მგ: ვარდისფერი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, სტილიზებული ასოს გრავირებით “E” ცალ მხარეს და ციფრით 203 ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

200 მგ: მუქი-ვარდისფერი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, სტილიზებული ასოს გრავირებით “E” ცალ მხარეს და ციფრით 204 ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

300 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, სტილიზებული ასოს გრავირებით “E” ცალ მხარეს და ციფრით 205 ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კეტილეპტი განეკუთვნება იმ პრეპარატების კლასს, რომლებსაც ანტიფსიქოზურები ეწოდებათ.

ფარმაკოკინეტიკა:

ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეასუსტონ ფსიქიკური დაავადებების სიმპტომები, მაგალითად, ჰალუცინაციები, უცნაური და საშიში აზრები, მოქცევის შეცვლა, მარტოობისა და დაბნეულობის შეგრძნება.

ჩვენებები:

კეტილეპტის გამოყენება შეიძლება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც განწყობის შეცვლის გამო თავს “ამაღლებულად” გრძნობენ ან აგზნებულნი არიან, ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ბევრს ლაპარაკობენ და უჩვეულოდ გაღიზიანებულნი არიან.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის გამოყენების წესს განსაზღვრავს ექიმი. ჩვეულებრივ ექიმი პრეპარატს ნიშნავს სადღეღამისო დოზით 50 მგ (25 მგ-ანი 2 ტაბლეტი) ან 100 მგ პირველ დღეს, 100 მმგ ან 200 მგ მეორე დღეს, 200 მგ ან 300 მგ მესამე დღეს და 300 მგ ან 400 მგ მეოთხე დღეს. დოზის შეცვლა შეიძლება 150 მგ-დან 800 მგ-მდე დღეში თერაპიის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.

ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს ყოველდღიურად მისაღები ტაბლეტების რაოდენობას. აუცილებელია ექიმის ინსტრუქციების დაცვა ტაბლეტების მიღების დროისა და წესის შესახებ (ჩვეულებრივ დღეში 2-ჯერ). გაურკვევლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის მცირე დოზა.

ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.

ექიმის გაფრთხილების გარეშე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად კეტილეპტსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. ამათი გამოვლენის დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ისინი უვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს – 10%-ზე მეტ შემთხვევაში):

თავბრუსხვევა, ძილიანობა (შეიძლება გაიაროს ტაბლეტების მიღების გაგრძელებისას).

ხშირი გვერდითი ეფექტები (ისინი უვითარდება 100 პაციენტიდან 1-10 – 1-10% შემთხვევაში):

გახშირებული გულისცემა, სიმშრალე პირში, ყაბზობა, საჭმლის მოუნელებლობა, სისუსტე,ხელებისა და ფეხების შეშუპება, წონის მომატება, ძირითადად მკურნალობის კურსის პირველი კვირეების განმავლობაში, გულყრა, ცხვირის შეგუბება, სისხლის დაბალი წნევა ვერტიკალურ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევისა და გულყრის მდგომარეობა, ერითროციტების რიცხვის შემცირება, ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (ტრანსამინაზების) მომატება.

არახშირი გვერდითი ეფექტები (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს – 0.1-1% შემთხვევაში):

ალერგიული რეაქციები – მაგალითად, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება და გაწითლება.ეპილეფსიური შეტევები. ლეიკოციტების მომატება. ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (გამა-გლუტამილტრანსფერაზა) მომატება. სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდების) დონის მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს – 0.01-0.1% შემთხვევაში):

ტემპერატურის მომატება, გამოხატული შენელებულობა, კუნთების დაძაბულობა,არტერიული წნევის ან გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოხატული მომატება, სიმხნევის დონის დაქვეითება, ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს – 0.01%-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

ნეიტროფილების – ლეიკოციტების ნაირსახეობა – ძალიან მცირე რიცხვი სისხლში (ნეიტროპენია), სისხლში გლუკოზას დიდი რაოდენობა.

ქვემორე ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს გამოვლინების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ტემპერატურის მომატება, მუდმივი ტკივილის შეგრძნება ყელში ან პირის ღრუს ლორწოვანას დაწყლულება, გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კუნთების დაძაბულობა, უჩვეულო ძილიანობა ან გულყრის მდგომარეობა. ეპილეფსიური შეტევები. ალერგიული რეაქციები, მ.შ. ამოსივებული ადილები კანზე (ჭინჭრის ციება), კანის შეშუპება და შეშუპება პირის გარშემო. ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია.

ყველა ეს გვერდითი ეფექტი იშვიათად აღინიშნება. მათი უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაა, რომელთა დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულია პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივი კურსი, შეიძლება განვითარდეს უნებლიე მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის კუნთების. ასეთი სიმპტომის გამოვლინებისას აუცილებელია ექიმთა მიმართვა.

დადგენილია კავშირი კვეტიამინის მიღებასა და მცირე დოზებით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის შემცირებას შორის. თითქმის ყველა შემთხვევაში კვეტიაპინის მიღების შეწყვეტა იწვევდა ამ გვერდითი ეფექტების აღმოფხვრას მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის მიუხედავად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება აღნიშნული არ არის. შესაძლო გვერდითი ეფექტების ამ ჩამონათვალმა პაციენტი არ უნდა შეაშინოს. მას შეიძლება რომელიმე მათგანი განუვითარდეს. თუ პაციენტი იღებდა იგივე დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატს და მან მენსტრუაციის შეწყვეტა გამოიწვია, იგი შეიძლება განახლდეს კეტილეპტზე გადასვლისას. მძიმე გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას ან იმ ეფექტების განივითარებისას, რომლებიც ამ ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება:

• ადრე არსებული ალერგიული რეაქციები კვეტიაპინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე;

• ერთდროულად მიიღება ან ცოტახნის წინ (14 დღეზე ნაკლები ხნის წინ) მიიღებოდა მაო-ს ინჰიბიტორების კლასის ანტიდეპრესიულები;

• კეტილეპტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მისაღებად აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, მაგრამ ეს შესაძლოა მოხდეს პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის კურსის დასაწყისში სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა რეკომენდებული არ არის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ინდივიდუალურად განისაზღვრება. შემდგომში შეზღუდვათა რაოდენობა ექიმმა ინდივიდუალრად უნდა განსაზღვროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტილეპტის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

პაციენტებმა ლაქტოზას აუტანლობით დიეტის შედგენისას უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული შემოგარსული ტაბლეტი 25 მგ, 100 მგ, 150 მგ, 200 მგ და 300 მგ შესაბამისად შეიცავს 28.78 მგ, 115.13 მგ, 172.70 მგ, 230.26 მგ და 345.40 მგ ლაქტოზას.

განსაკუთრებული მითითებები:

• არსებული ან დაგეგმილი ორსულობა, ლაქტაცია;

• სხვა დაავადებები (მაგალითად, გულის დაავადება ან სისხლის დაბალი წნევა);

• გადატანილი ინსულტი;

• ღვიძლის დაავადება;

• გადატანილი ეპილეფსიური შეტევა;

• არსებული დიაბეტი ან დიაბეტის რისკის ფაქტორები;

• ცნობილია, რომ ადრე ავადმყოფს აწუხებდა სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება ან დაკავშირებული სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზის სიმპტომები: ძილიანობა, დამამშვიდებელი ეფექტი, გახშირებული გულისცემა და სისხლის დაბალი წნევა.

მკურნალობა:

კეტილეპტის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მძიმე ინტოქსიკაციის დროს ყოველთვის გასათვალისიწნებელია პაციენტის მიერ რამოდენიმე პრეპარატის ერთად მიღება. რეკომენდებულია ინტენსიური თერაპია, მ.შ. პაციენტის სასუნთქი გზების გათავისუფლება, საკმარისი ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველყოფა, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების მონიტორირება და შენარჩუნება. სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორირება პაციენტის გამოჯანმრთელებამდე უნდა გაგრძელდეს.

გამოტოვებული დოზა

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. გამოტოვებული დოზისა და შემდეგი დოზის ერთად მიღება არ შეიძლება. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმითა და დოზებში.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა არ შეიძლება მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

თუ მოხდება პრეპარატის გამოყენების უცებ შეწყვეტა შეიძლება ისეთი სიმპტომების განახლება, როგორებიცაა ღებინება, გულისრევა, უძილობა ან კუნთების კრთომა. ასევე შეიძლება განახლდეს დაავადების სიმპტომებიც. ექიმი განსაზღვრავს დოზების თანდათან შემცირებით პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ექიმს უნდა ეცნობოს სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ, კერძოდ:

– შფოთვის,

– დეპრესიის,

– ეპილეფსიის (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);

– ინფექციების (მაგალითად, ანტიბიოტიკი ერითრომიცინი ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი კეტოკონაზოლი);

– მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო.

ექიმს უნდა ეცნობოს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:

– რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო);

– ბარბიტურატები (უძილობის სამკურნალო);

– თიორიდაზინი (ანტიფსიქოზური საშუალება).

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტის შესახებ საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან:

კეტილეპტის მიღბაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.

პრეპარატის გამოყენების დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება არ შეიძლება.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

კეტასმა – KETASMA – КЕТАСМА

საერთაშორისო დასახელება:

KETOTIFEN

მწარმოებელი: SUN PHARMACEUTICALS INDUSTRIES

მოქმედი ნივთიერება: კეტოტიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიალერგიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც

1 ტაბ.

კეტოტიფენი ………..   1 მგ

 

ვრცლად კეტოტიფენი

კეტანოვი – KETANOV – КЕТАНОВ

საერთაშორისო დასახელება:

KETOROLAC

მწარმოებელი: RANBAXY LABORATORIES, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 100 ც.

1 ტაბ.

კეტოროლაკი ………….          10 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც. 1 ამპ.

კეტოროლაკი …………………30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ახდენს ანთების საწინააღმდეგო და გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას.

მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზის ფერმენტის ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დამუხრუჭებით. იგი არ იწვევს სედატიურ მოქმედებას, გავლენას არ ახდენს ოპოიდურ რეცეპტორებზე. კეტანოვი არ იწვევს სასუნთქი ცენტრის დათრგუნვას და არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისა და ინტრამუსკულარული შეყვანისას კეტანოვი შეიწოვება სწრაფად და სრულად. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 40-50 წთ-ის შემდეგ, როგორც პერორალური მიღებისას, ასევე ინტრამუსკულარული შეყვანისას. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე.

განაწილება: პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 99%-ზე მეტს.

გამოყოფა: როგორც პერორალური მიღებისას, ასევე ინტრამუსკულარული შეყვანისას T1/2 შეადგენს 4-6 საათს.

მიღებული დოზის 90%-ზე მეტი გამოიყოფა შარდთან ერთად, ამასთან 60%-ზე მეტი უცვლელი სახით. დანარჩენი რაოდენობა გამოიყოფა განავალთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევებისას: ხანდაზმული ასაკის პირებსა და ავადმყოფებს, თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევებით, გამოყოფის სიჩქარე უმცირდება, T1/2 კი იზრდება.

ჩვენებები:

სხვადასხვა გენეზის ტკივილების ხანმოკლე კუპირება, მათ შორის:

  • პოსტტრავმატიული ტკივილები (ამოვარდნილობის, მოტეხილობის და რბილი ქსოვილების დაზიანების შემდეგ);
  • პოსტოპერაციული ტკივილები (მ.შ. აბდომინალური, გინეკოლოგიური, ორთოპედიური ოპერაციების შემდეგ);
  • კბილის ტკივილი (მ.შ. ქირურგიული სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ);
  • ტკივილები მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
  • ტკივილის სინდრომი ონკოლოგიური დაავადებების დროს;
  • ტკივილის სინდრომი ოსტეართროზის დროს;
  • იშიალგია.

პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში:

  • პერორალურად უნიშნავენ 10 მგ ყოველ 4-6 სთ-ში. ძლიერი ტკივილების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
  • საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარულად შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 10-30 მგ (ტკივილის სინდრომის გამოხატვისაგან დამოკიდებულებით), შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. საინექციო ხსნარის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა – 2 დღე.

პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (პრეპარატის ნებისმიერი ფორმისათვის) – 90 მგ.

  • ავადმყოფებისათვის სხეულის მასით 50 კგ-მდე, 65 წელზე მეტი ასაკისა და პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სტომატიტი, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, გასტრიტი, კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სიმშრალე პირის ღრუში.

ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, პარესტეზია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გახშირებული შარდდენა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროლოგიური სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მომატება.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები.

სისხლის შედედების მხრივ: ტრომბოციტოპენია, პურპურა, ჰემატომის წარმოქმნა, სისხლდენა ცხვირიდან, შედებების დროის გახანგრძლივება.

სასუნთქი გზების მხრივ: ქოშინი.

ალერგიული რეაქცია: ჭინჭრის ციება.

სხვადასხვა: წყურვილი.

უკუჩვენებები:

* კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების დროს;

* კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა;

* ბრონქიალური ასთმა;

* გამოხატული ცერებრო-ვასკულარული დარღვევები;

* თირკმლის ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევები, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი;

* ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა;

* ჰემორაგიული დიათეზი;

* სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული მიღება;

* ორსულობა;

* მშობიარობა;

* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* ბავშვები და მოზარდული ასაკი 16 წლამდე;

* კეტოროლაკისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

კეტანოვის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო პოტენციალური შედეგი მკვეთრად  აღემატება ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში კეტანოვის მიღების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.

განსაკუთრებული მითითებები:

* თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციადარღვეულ პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ ფრთხილად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში იზრდება გვერდითი მოვლენების რისკის განვითარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშნული.

ცხოველებს, რომლებიც ერთჯერადად პერორალურად ღებულობდნენ პრეპარატის დოზას 100მგ/კგ სხეულის მასაზე, აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აქტივობის დაქვეითება, დიარეა, ფერის დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, ხიხინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– კეტანოვის ერთდროული მიღებისას სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

– In vitro კეტოროლაკი რამდენადმე ამცირებს ვარფარინის სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

 

კეტამინი – KETAMINE – КЕТАМИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ზოგად საანესთეზიო საშუალებას.

ხანმოკლე მოქმედების ინტრავენური სანარკოზო პრეპარატები იშვიათად გამოიყენებიან იზოლირებულად სხვა საანესთეზიო საშუალების გარეშე (მხოლოდ ხანმოკლე ოპერაციების, მშობიარობის ან სასწრაფო შემთხვევების დროს). ამისდა მიუხედავად საკმაო დროა საჭირო მათი ორგანიზმიდან ელიმინაციისათვის. ისინი იხმარება საწყისი (მოქმედება იწყება 1-2 წუთში) ან კომბინირებული ნარკოზისათვის. რეკომენდირებული დოზები ფრიად ვარიაბილურია და ინდივიდუალური.

პრეპარატი ვენაში ან კუნთებში შეყვანისას სწრაფად იწვევს ზოგად ანესთეზიას ძლიერი ანალგეზიით (თიოპენტალისაგან განსხვავებით). მიზანშეწონილია მისი გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სასურველია პაციენტს შენარჩუნებული ჰქონდეს ცნობიერება და სპონტანური სუნთქვა ხანმოკლე, მტკივნეული სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროცედურების დროს. მაგრამ უფრო ხშირად იგი გამოიყენება საწყისი ბაზის ნარკოზისათვის საინჰალაციო საშუალებებთან კომბინაციაში. კეტამინის გამოყენება დასაშვებია პედიატრიულ პრაქტიკაშიც.

ჩვენებები

  • ინტრავენური ზოგადი ნარკოზისათვის.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში და ბავშვებში ზერელე, ხანმოკლე ნარკოზისათვის – კუნთებში საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ/კგ; ქირურგიული ნარკოზისათვის – კუნთებში  6.5-13 მგ/კგ (10 მგ/კგ იწვევს 15-25 წთ-იან ნარკოზს). ინტრავენურად (ძალიან ნელა ან ინფუზიით) 0.5-2-4 მგ/კგ (2 მგ/კგ ინექცია იწვევს 10-15 წთ-იან ნარკოზს).

გვერდითი მოვლენები

არტერიული ჰიპერტენზია (თიოპენტალისგან განსხვავებით), ტაქიკარდია, ცნს-ის აგზნება (კორექცია დიაზეპამით).

უკუჩვენებები

* არტერიული ჰიპერტენზია;

* ეკლამფსია, ეპილეფსია;

* მაღალი თვალშიდა და ცერებროსპინალური სითხის წნევა;

* ჰალუცინაციები ანამნეზში;

* გარდამავალი ფსიქიური მოვლენები (იშვიათად ბავშვებში).

კესტინი – KESTINE – КЕСТИН

საერთაშორისო დასახელება:

EBASTINE

მწარმოებელი: ALMIRALL PRODESPHARMA S.A. for NYCOMED, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: ებასტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი. ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ებასტინი …………..    10 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ებასტინი…………….   20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ მისი გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება იწყება 1 საათში და გრძელდება 48 საათის განმავლობაში. კესტინით 5 დღიანი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, აქტიური მეტაბოლიტების ხარჯზე, ანტიჰისტამინური აქტივობა შენარჩუნებულია 72 საათის განმავლობაში.

პრეპარატი არ იწვევს გამოხატულ ანტიქოლინერგულ და სედატიურ ეფექტებს. 80 მგ კესტინის მიღების დროსაც კი არ აღინიშნება პრეპარატის გავლენა ეკგ-ზე, QT ინტერვალზე.

ფარმაკოკინეტიკა:

კესტინი პერორალური მიღების შემდეგ, გარდაიქმნება რა აქტიურ მეტაბოლიტ კარებასტინად, ადვილად შეიწოვება და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. 10 მგ პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ კარებასტინი პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (80-100 ნგ/მლ-ს) აღწევს 2.6-4 საათის შემდეგ.

10 მგ პრეპარატის ყოველდღიური მიღების შემთხვევაში წონასწორული კონცენტრაცია 130-160 ნგ/მლ მიიღწევა 3-5 დღეში. ებასტინისა და კარებასტინის შეკავშირების ხარისხი პლაზმის ცილებთან 95%-ზე მეტია. კარებასტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-19 საათს. პრეპარატის 66% შარდის მეშვეობით გამოიყოფა კონიუგატების სახით.

კესტინის დანიშვნისას  საკვების მიღების დროს კარებასტინის დონე სისხლში იზრდება 1.6-2-ჯერ, მაგრამ ეს არ ცვლის მისი მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს და არ ახდენს მოქმედებას პრეპარატის კლინიკურ ეფექტზე.

ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არსებითად არ იცვლება. თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 23-26 საათამდე, ხოლო ღვიძლის უკმარისობისას – 27 საათამდე.

ჩვენებები:

  • ალერგიული რინიტი (სეზონური და/ან მთელი წლის განმავლობაში);
  • იდიოპათური ქრონიკული ჭინჭრის ციება;
  • ალერგიული დაავადებები და მდგომარეობანი, გამოწვეული ჰისტამინის ჭარბი გამოთავისუფლებით.

მიღების წესი და დოზირება:

  • 6-დან 12 წლამდე  ბავშვები:                  5 მგ (1/2 ტაბ.) დღეში ერთხელ.
  • 12-დან 15 წლამდე ბავშვები:               10 მგ (1 ტაბ.) დღეში ერთხელ.
  • 15 წლის ასაკის ზევით ინიშნება:       10-20 მგ (1-2 ტაბ) დღეში ერთხელ.
  • გამოხატული სიმპტომატიკისას პრეპარატის დანიშვნა შეიძლება სადღეღამისო დოზით 20 მგ.

კესტინის მიღება ხდება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

  • ალერგიული რინიტის დროს მოზრდილებს უნიშნავენ 10 მგ კესტინს დღეში ერთხელ, ხოლო
  • გამოხატული სიმპტომატიკისას (ალერგიული რინიტი მთელი წლის განმავლობაში) – 20 მგ-ს დღეში.
  • იდიოპათიური ქრონიკული ჭინჭრის ციების შემთხვევაში ინიშნება კესტინის 10 მგ დღეში ერთხელ. მისი მიღება ხდება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა: თავის ტკივილი, პირის ღრუს სიმშრალე, მოთენთილობა.

იშვიათად: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ასთენია, უძილობა, რინიტი, სინუსიტი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისადმი.

*ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება და ასევე ლაქტაციის პერიოდში ებასტინის გამოყოფა დედის რძეში შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

  • განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნის დროს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. ასევე,
  • სიფრთხილის დაცვაა საჭირო გახანგრძლივებული QT ინტერვალისა და ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში.

კესტინი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ებასტინის სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, ორგანიზმის მთავარ სასიცოცხლო ფუნქციებზე დაკვირვება, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული კესტინის დანიშვნა კეტოკონაზოლსა და ერითრომიცინთან ერთად.

– ებასტინი არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან, ეთანოლთან და ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

კერნოსანი “ნერვენგაისტი” – KERNOSAN “NERVENGEIST” – КЕРНОСАН

კომბინირებული საშუალება,პარადონტოზის სამკურნალო.

შემადგენლება: მუხის ქერქი, მიხაკის თესლი, გვირილის ყვავილი, პიტნის ფოთლები, სალბის ფოთლები, ეხინაციის ფესვები, ანისის ნაყოფი, პიტნის ზეთი, სანდლის ხის მერქანი, ძირტკბილას ფესვი, კრამერიას, რათანია–ფესვი, ფესვი Potentilla erecta,  კამა, ფესვი Alpinia galanga,  ეთანოლი 70%.

ჩვენებები:

პარადონტოზის ყველა სტადია, პირისა და ხახის ღრუს ანთება, წყლულოვანი სტომატიტი,  პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, კბილის ამოღება, კბილის ქვსი ამიღება, კბილის გვირგვინის ჩასმის წინ კბილების გაქლიბვა, პირის ღრუს დაზიანება. კბილის პროტეზის ხმარების დროს სასისა და ღღძლების ანთებითი და ჩირქოვანი დაზიანება, ყველა სახის ტრანსპლანტაცია და გადანერგვა, ღრძილებიდან სისხლდენა.

უკუჩვენებები:

არ არის ცნობილი.

გვერდითი მოქმედება:

არ არის ცნობილი;

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება უსაფრთხოა.

გამოყენება ბავშვებში: 3–ჯერ დღეში 10–20 წვეთი კონცენტრატი 1/10 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი. გამოვლება 1–2 წთ.
მწარმოებელი: შვეიცარია.

კერატოსტილი – KERATOSTILL – КЕРАТОСТИЛЬ

საერთაშორისო დასახელება :

hydroxypropylmethylcellulose, dexpantenol

მწარმოებელი: ბრუსკეტინი, იტალია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10მლ თვალი წვეთები

ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ………….  0,3%

ცეტრიმიდი ………………………………………….. 0,01%

დექსპანთენოლი,დინატრიუმის ედეტატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ერთფუძიანი კალიუმის ფოსფატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი აბსოლუტურად გამჭირვალეა; მთლიანად იხსნება წყალში ნებისმიერი კონცენტრაციისას;არ წარმოქმნის ლითონური მარილების ან ორგანული ნარჩენების გაუხსნელ დანალექებს,რომლებიც ჩვეულებრივ წარმოიქმნებიან ცრემლდენ ხსნარებში.მისი pH აბსოლუტურად თავსებადია თვალის ქსოვილთან და ამდენად, ეს ხსნარი არანაირ გაღიზიანებას არ იწვევს.

ჩვენებები:

კერატოსტილი არის 0,3%ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას სტერილური წყალხსნარი, რომელიც გამოიყენება, როგორც თვალის დამარბილებელი საშუალება;

ხელს უწყობს თვალის რქოვანას რეეპითელიზაციას სტრესების შემდეგ, ხსნის თვალის სიმშრალესა და გარემო ფაქტორებით(ჰაერი,მტვერი,მზის სხივების რადიაცია)გამოწვეულ თვალის გაღიზიანებებს, გადაღლას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.

მიღების წესები და დოზები:

წამლის ბოთლზე ხელის მსუბუქად დაჭერით, ჩაიწვეთეთ კერატოსტილის 1-2 წვეთი კონიუქტივიტის ქვემო თაღში. აუცილებლობის შემთხვევაში, ხსნარი შეიძლება ჩაიწვეთოთ ერთზე მეტადაც დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:

-არ გამოიყენოთ რბილი კნტაქტური ლინზების ხმარებისას.აუცილებლობის შემთხვევაში კერატოსტილი ჩაიწვეთეთ ლინზების გაკეთებამდე 15 წთ-ით ადრე;

-არ შეახოთ თვალი ბოთლის წვეროს;

-არ იხმაროთ თვალის ინფიცირების შემთხვევაში;

-არ იხმაროთ თვალის გარეგანი მკურნალობის სხვა საშუალებებთან ერთად;

-არ იხმაროთ კერატოსტილის რომელიმე კომპონენთან შეუთავსებლობის შემთხვევაში;

-არ იხმაროთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები:

კერატოსტილი ვარგისია პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

წამალი შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება: წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

კენალოგი – KENALOG – КЕНАЛОГ

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ტრიამცინოლონი ………………….     4 მგ

საინექციო სუსპენზია: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ტრიამცინოლონის აცეტონიდი …..  40 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის სინთეტური პრეპარატი სისტემური გამოყენებისთვის. მოქმედი ნივთიერება – ტრიამცინოლონი – ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და იმუნოდეპრესიულ ეფექტს. სხვა სისტემურ გლუკოკორტიკოიდებთან შედარებით ტრიამცინოლონი ნაკლები ხარისხით თრგუნავს ჰიპოფიზში კორტიკოტროპინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ტრიამცინოლონის გამოყენებისას პრაქტიკულად არ იცვლება წყალ–მარილოვანი ბალანსი, არ ხდემა ნატრიუმის და წყლის ორგანიზმში შეკავება. პრეპარატის დიაბეტოგენური ეფექტი უმნიშვნელოა.

პრეპარატი კერაში პროტეოლიტური ფერმენტების შემცირების და ციკლოოქსიგენაზის გამოთავისუფლების დათრგუნვით ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს, ტრიამცინოლონი ამცირებს T– და B–ლიმფოციტების, სხვა იმუნური აგენტების რაოდენობას, თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. აქვეითებს ალერგიის მედიატორების სეკრეციასა და გამოთავისუფლებას.

პრეპარატი გამოდის რამდენიმე სამკურნალო ფორმით, რაც კონკრეტული პაციენტის მკურნალობისთვის საუკეთესო ფორმის შერჩევის საშუალებას იძლევა.

80–100მგ დოზით პრეპარატის კუნთში შეყვანა თრგუნავს თირკმელზედას ფუნქციას 24–48სთ–ის განმავლობაში, თირკმელზედას ფუნქციის სრული აღდგენა პრეპარატის ერთჯერადი შეყვანიდან 20–40 დღის შემდეგ აღინიშნება.

სახსარშიგა შეყვანის შემდეგ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის 60% 3 დღის მანძილზე გამოთავისუფლდება

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 8–12 სთ–ის შემდეგ

პრეპარატის მეტაბოლიზმი უპირატესად ღვიძლში ხდება და გარკვეულწილად თირკმელებში. გამოიყოფა შარდით როგორც შეუცვლელი, ისე მეტაბოლიტაბის სახით.

ჩვენებები:

პრეპარატის სისტემური მოქმედების ფორმები (ტაბლეტები, კუნთისთვის საინექციო სუსპენზია) ენიშნებათ პაციენტებს შემდეგი დაავადებების დროს:

თივის ცხელება:

სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება, მიმდინარე ობსტრუქციით,როცა ადგილობრივი თერაპია უეფექტოა. მათ შორის ობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა.

ალერგიული დაავადებები და კანის დაავადებები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი და ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, ატოპიური და ეგზემატოზური დერმატიტი.

თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანება;

სისხლისა და წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები.

პრეპარატის საინექციო სუსპენზია  სახსარშიგა შეყვანისთვის გამოიყენება სახსრების ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:

ართროზი, ართრიტი, მათ შორის ექსუდატიური ართრიტი;

სახსარში სითხე, სასახსრე ჩანთის ფუნქციის დარღვევის გამო სახსრის ბლოკადა.

მიღების წესი:

დოზასა და მკურნალობის კურსს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ტაბლეტები:

პრეპარატი მიიღება per os სასურველია დილით. თუ სადღეღამისო დოზა არ აჭარბებს 16 მგ, უმჯობესია დღეში 1–ჯერ მიღება, თუ დოზა აჭარბებს 16 მგ, მაშინ აუცილებელია გაიყოს რამდენიმე მიღებაზე.

კენალოგით მკურნალობის დასწყისში მოზრდილებს ენიშნება 4–32 მგ დაავადების ხასითისა და სიმძიმის მიხედვით. ქრონიკული ლეიკოზით დაავადებულ პაციენტებში დოზა დღეში 75მგ–მდე იზრდება. გვერდითი მოვლენების განვითარების და/ან აუცილებელი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ ყოველ 3 დღეში დოზას ნელ–ნელა ამცირებენ 1–2 მგ–ით, აუცილებელი შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე. რეკომენდებული არ არის პრეპარატის მიღების მკვეთრად შეცვლა.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში  სხეულის წონის მიხედვით დღეში  0.1–0.5მგ/კგ.

პრეპარატის გამოთვლილ დოზას ღებულობენ ერთ ან რამდენიმე მიღებაზე. ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 14მგ.

სუსპენზია ინექციისთვის:

პრეპარატი არ კეთდება ვენაში. კუნთში შეყვანისას დარწმუნდით, რომ ნემსი სისხლძარღვში არ მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ პრეპარატი.

კუნთში:

პრეპარატი ნელა და ღრმად შეყავთ დუნდულა კუნთში, რეკომენდებული არ არის დოზის გადაჭარბება. ჩვეულებრივ ინიშნება  40მგ (1მლ), თუმცა მძიმე შემთხვევაში შეიძლება 80მგ (2მლ).

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა სხეულის წონით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ინიშნება 0.03–0.2 მგ/კგ.

სეზონური ალერგიული დაავადებებისას მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 40მგ (1მლ) წელიწადში 1–ჯერ. ინექციას აკეთებენ მტვრიანი (მცენარის) სეზონის დადგომის წინ.

განმეორებითი შეყვანის აუცილებლობისას აუცილებელია შეყვანებს შორის 2–4 კვირიანი შუალედის დაცვა.

სახსარშიგა:

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 10–40მგ 1 შეყვანაზე,სხვადასხვა სახსარში შეყვანის შემთხვევაში პრეპარატის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 80მგ. განმეორებით ინექცია კეთდება 3–4 კვირის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ასეპტიკის წესების დაცვა. პრეპარატის შეყვანის ადგილს ისე ამუშავებენ როგორც ოპერაციის წინ. შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილი რამდენიმე წუთით უნდა დაიხუროს სტერილური სალფეთქით.

გვერდითი მოქმედება:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მადის დარღვევა, კუჭქვაშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტანზია, გულის რიტმის დაღღვევა, სისხლის შედედების დარღვევა, რაც ზრდის თრომბის წარმოქმნის ალბათობას.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დეპრესიული მდგომარეობა, ძილისა და სიფხიზლის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ნერვული მოშლილობა, მათ შორის მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი, პარანოია, განგაშის გრძნობა, მომატებული გაღიზიანებადობა. კრუნჩხვა, კიდურების კანკალი, ქალასშიგა  წნევის მომატება, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა.

კანის საფარველის მხრივ: სტრიები, ფერისმჭამელები, პიგმენტური ლაქები, ჭრილობების შეხორცების გაუარესება, პეტექიები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, წონაში მომატება, სქესობრივი განვითარების დამუხრუჭება ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლის ენდოგენური ჰორმონების სეკრეციის დარღვევა, იცენკო–კუშინგის სინდრომი.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: რქოვანას ცვლილება, კატარაქტა, თვალსიგა წნევის მომატება.

ცვლის პროცესების მხრივ: ნატრიუმის დონის მომატება და კალციუმის და კალიუმის დაქვეითება სისხლში.

საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების ატროფია, ზრდის დარღვევა ბავშვებში, ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზი.

სხვა: შესძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება, ასევე ჭინჭრის ციება, კანის ქავილი; გარდა ამისა შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

პრეპარატისთვის დამახასიათებელი მოხსნის სინდრომის განვითარება.

პრეპარატის საინექციო ფორმის მოხმარებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა ტკივილი, წვა, დაბუჟება, შეყვანის ადგილზე ნაწიბურის გაჩენა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* 6 წლამდე ბავშვთა ასაკი;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება;

* ძვლის დაავადებები;

* მძიმე ტრავმის შემდგომი პერიოდი, ოპერაციული ჩარევა;

* გლაუკომა;

* შაქრიანი დიაბეტი;

* მომატებული მიდრეკილება თრობის წარმოქმნისადმი და სისხლდენისადმი, მათ შორის ანტიკოაგულანტების მიღების შემდეგაც;

* იცენკო–კუშინგის სინდრომი;

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ჰიპო– და ჰიპერთირეოზის, ასევე იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას;

სიფრთხილეს მიოთხოვს:  ჰიპერლიპიდემია, გულის ფუნქციის დარღვევა, სიმსუქნე, ეპილეფსია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას პაციენტებში აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, ეიფორია და აგზნება, ძილის დარღვევა.

ქრონიკული ჭარბი დოზირებისას, რომელიც ვითარდება რამდენიმე კვირის ან მეტი ხნის  მანძილზე პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას, ავადმყოფებში აღინიშნება ორგანიზმში სითხის შეკავება, კუნთოვანი სისუსტე, არტერიულო ჰიპერტენზია, იცენკო–კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვა.

მკურნალობა: ჰემოდიალიზი უეფექტოა.

ნაჩვენებია დოზის თანდათანობითი შემცირება სრულ შეწყვეტამდე.

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ჭარბი დოზირებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა აღინიშნება ბოლო ჭარბი დოზის მიღებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე; 250C ტემპერატურაზე.

ვადა ტაბლეტისთვის – 5 წელი.

ვადა საინექციო სუსპენზიისთვის – 3 წელი.

კემოპლატი – KEMOPLAT – КЕМОПЛАТ

საერთაშორისო დასახელება:

CISPLATIN

მწარმოებელი: DABUR PHARMA LIMITED

მოქმედი ნივთიერება: ცისპლატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაალკირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 20 მლ და 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ცისპლატინი ……………….  0.5 მგ

 

ვრცლად ცისპლატინი (დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!