Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 577

კემოკარბი – KEMOCARB – КЕМОКАРБ

საერთაშორისო დასახელება:

CARBOPLATIN

მწარმოებელი: DABUR INDIA LIMITED

მოქმედი ნივთიერება: კარბოპლატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაალკირებელი საშუალება, პლატინის წარმოებული

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 15 მლ და 45 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

კარბოპლატინი …………. 10 მგ

 

ვრცლად კარბოპლატინი ებევე

კეზოლი – KEZOLE – КЕЗОЛ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

კბილის წვეთები – Guttae odontagicae – КАПЛИ ЗУБНЫЕ

პარასამკურნალო საშუალება

მწარმოებელი: ნეოფარმი

შემადგენლობა:

პიტნის ზეთი, ქაფური, ეთილის სპირტი 95%, კატაბალახას ნაყენი.

პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა  კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი – მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.

ჩვენება:

  • კბილის ტკივილი;
  • კარიესი.

უკუჩვენება:

* კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.

მიღების წესი და დოზირება:

5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.

გამოშვების ფორმა:

15, 25 მლ ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შენახვის წესი:

სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

კაფრა – KAFRA – КАФРА

საერთაშორისო დასახელება:

OFLOXACIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

ოფლოქსაცინი ………..          400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 

ოფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედებში ფერმენტ დნმ-ჰირაზას ბლოკადით. მაღალაქტიურია მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Morganella morganii, Klebsiella spp., (Klebsiella pneumoniae-ს ჩათვლით);Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Yersinia spp., Providencia, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Mycoplasma spp., Legionella pneumophila, Acinetobacter spp., Chlamydia spp. აქტიურია ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმისადმი: Staphylococcus spp., Streptococcus spp. (განსაკუთრებით ბეტა-ჰემოლიზურისადმი). ოფლოქსაცინისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: Enterococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Pseudomonas spp. ოფლოქსაცინი აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმებისადმი.

ოფლოქსაცინისადმი მდგრადია ანაერობული ბაქტერიები (B.urealiticus-ის გარდა).

 

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ოფლოქსაცინი სწრაფად და ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში Cmax მიიღწევა 1-2 საათში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 96-100%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება 25%. ოფლოქსაცინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში (შარდ-სასქესო სისტემის ორგანოები, წინამდებარე ჯირკვალი, ფილტვები, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოები, ნაღვლის ბუშტი, ძვლები, კანი).

ოფლოქსაცინი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

მეტაბოლიზდება ოფლოქსაცინის 5%. T1/2 6-8 საათია. 80% გამოიყოფა თირკმლების გზით შეუცვლელი სახით. ღვიძლის და/ან თირკმლების დარღვეული ფუნქციის პაციენტებში შესაძლებელია ოფლოქსაცინის ორგანიზმიდან გამოდევნის შენელება.

ჩვენებები:

ოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება, ლარინგიტი, ტრაქეიტი);
  • კანის, რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, პიოგენური ართრიტი);
  • მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა ინფექციები (ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ცერვიციტი, პროსტატიტი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი);
  • თირკმლის და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, გონოკოკური ინფექცია, ქლამიდიოზი).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახით და სიმძიმით, ავადმყოფის საერთო და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობით.

  • პრეპარატის დღიური დოზა შაეადგენს 200 – 800 მგ-ს, მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა – 7-10 დღეს.
  • მოზრდილებში ინიშნება 200-400 მგ 2-ჯერ დღეში ან 400-800 მგ დღეში ერთ მიღებაზე.
  • მაქსიმალური დღიური დოზაა 800 მგ.
  • ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს პრეპარატის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 400 მგ-ს.
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით. თუ კკ 20-50 მლ/წთ, პრეპარატის პირველი დოზა 200 მგ-ია, შემდეგ 100 მგ ყოველ 24 საათში ერთხელ; თუ კკ 20 მლ/ზთ-ზე ნაკლებია, პრეპარატის პირველი დოზა 200 მგ-ია, შემდეგ 100 მგ ყოველ 48 საათში ერთხელ.

ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, ჭამამდე ან ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

  • ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები; იშვიათად: სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მატება.

ცნს-ის მხრივ: ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგზნებადობა;

ერთეულ შემთხვევაში ტრემორი, კრუნჩხვები, პარესთეზიები კიდურებში, ექსტრაპირამიდული და კოორდინაციის დარღვევები;

იშვიათად: მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების გამომყოფი ფუნქციის ტრანზიტორული დარღვევა შარდოვანას და კრეატინინის დონის მატებით.

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

ალერგიული რეაქციები: ენის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

სხვადასხვა: ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია.

უკუჩვენებები:

* ეპილეფსია;

* ცნს-ის დარღვევები კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღურბლით (ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის, ცნს-ის ანთებითი პროცესების შემდეგ);

* 18 წლამდე ასაკი;

* ორსულობა;

* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* ოფლოქსაცინისადმი ან ქინოლონის სხვა წარმოებულებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* კაფრას დანიშვნა უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. ოფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში იკრძალება ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური დაზიანების მქონე პაციენტებში.

* პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ავადმყოფები უნდა მოერიდონ ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას.

* ოფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი განტვირთვისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში (მათ შორის ანამნეზში ცნს-ის ტრავმის არსებობის შემთხვევაში).

* პრეპარატის პირველად მიღებისას გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში (განსაკუთრებით ნერვული სისტემის მხრივ ან ალერგიული რეაქციების სახით) საჭიროა პრეპარატის დაუყოვნებელი მოხსნა.

* პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების მოდუნება და ფსიქომოტორული რეაქციების შენელება. რეაქციების შენელებას აღრმავებს პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ღებინება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა; საჭიროებისას საჭიროა სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კაფრას ეფექტურობას ამცირებს მინერალური ანტაციდების და რკინაშემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ამიტომ მათი მიღებისას საჭიროა 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად კაფრას გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების ალბათობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კატაქსოლი – CATAXOL – КАТАКСОЛ

საერთაშორისო დასახელება:

AZAPENTACENE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კატარაქტის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.015%: ფლაკონ-საწვეთურში ჩასახრახნი თავსახურით 15 მლ.

1 მლ

ნატრიუმის დიჰიდროაზაპენტაცენის პოლისულფონატი …………0.15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, კალიუმის ქლორიდი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, თიომერსალი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კატაქსოლი – ოფთალმოლოგიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ.

აზაპენტაცენი ბროლის სულფიდრულ ჯგუფებს იცავს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ბროლის გაუმჭვირვალე ცილების გაწოვას. მააქტივირებელ ზეგავლენას ახდენს პროტეოლიზურ ფერმენტებზე, რომლებსაც შეიცავს თვალის წინა კამერის წყალწყალა ნამი. პრეპარატის გამოყენება შეიძლება, როგორც პროგრესირებადი კატარაქტის საპროფილაქტიკო საშუალება და გაუმჭვირვალე პროტეინების გამხსნელი ნივთიერება.

ჩვენებები:

  • მოხუცებულთა კატარაქტა;
  • თანდაყოლილი კატარაქტა;
  • ტრავმული კატარაქტა;
  • მეორადი კატარაქტა.

მიღების წესი და დოზირება:

განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

  • კატაქსოლის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთის ოდენობით 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა და ცხვირსაცრემლე სადინარზე ხელის დაჭერა, რაც ამცირებს სამკურნალო პრეპარატის სისტემურ აბსორბციას. შედეგად, მცირდება მისი გვერდითი ეფექტები, მდგომარეობის სწრაფი და გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.

აუცილებელი ხანგრძლივი მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები:

* ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

კატაქსოლის თვალის წვეთების გამოყენება ორსული და მეძუძური ქალებისათვის შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს ნაყოფისა და ბავშვისათვის.

* მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პაციენტებმა, რომლებიც სარგებლობენ კონტაქტური ლინზებით კატაქსოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ლინზების ამოღების შემდეგ და მათი ჩასმა შეუძლიათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.

* იკრძალება საწვეთურის წვერსა და ზედაპირზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება ხსნარი დააბინძუროს.

* ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. პიპეტის წვერით თვალთან შეხება არ შეიძლება.

გამოყენება პედიატრიაში:

ბავშვების სამკურნალოდ კატაქსოლის გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: კატაქსოლის გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შემთხვევითი გადაჭარბებული დოზირებისას, აუცილებელია თვალების წყლით ამობანვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან კატაქსოლის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

კატაფასტი ® ფხვნილი – CATAFAST ® – КАТАФАСТ ®

საერთაშორისო ( არაპატენტირებული ) დასახელება ( სად ):

DICLOFENAC

შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ კალიუმს;

დამხმარე ნივთიერებებს: კალიუმის ჰიდროკარბონატი, მანიტოლი SD 200 , მანიტოლი 35, ასპარტამი , ნატრიუმის საქარინატი ,გლიცერინის დიბეგენატი , პიტნის არომატიზატორი , ანისულის არომატიზატორი .

წამლის ფორმა: ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალება.

ვრცლად ვოლტარენი რაპიდი (მიღების წესი განსხვავებული )

კატაბალახა – VALERIAN – ВАЛЕРИАН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აძლიერებს საძილე საშუალების მოქმედებას. თვითონ მას ძილის მომგვრელი მოქმედება არ გააჩნია, მაგრამ აადვილებს და აღრმავებს ბუნებრივი ძილის პროცესს. ახასიათებს სპაზმოლიზური თვისება.

ჩვენებები

  • კატაბალახას ნაყენი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის დროს.

დოზირების რეჟიმი

– მოზრდილებს ენიშნებათ 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე 3-4-ჯერ დღეში.

– ბავშვებს ერთ მიღებაზე იმდენი წვეთი, რამდენი წლისაცაა ბავშვი.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი მიღების ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, ტაქიკარდია, პოლიურია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კატაბალახას მიმართ.

კატაბალახა – VALERIANAE – ВАЛЕРИАН

საერთაშორისო დასახელება:

VALERIAN

მწარმოებელი: TBILCHIMPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სამკურნალო მცენარე; სედატიური მოქმედების

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 ტაბ.

ვალერიანა ……………   0.002 გ

 

ვრცლად კატაბალახა

კასტელანის ხსნარი წითელი – Solutio Kastelani Rubra – КАСТЕЛАН КРАСНЫЙ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

30 მლ ნარინჯისფერი მინის ან 25 მლ პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

რეზორცინი, ბორმჟავა, ფენოლი, ფუქსინი, ეთანოლი 95%, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური
მოქმედება:
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება
:

  • კანდიდოზები.

უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების
წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

გაცემის
წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის
ვადა:
1 წელი

შენახვა
:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

კასტელანის ხსნარი თეთრი – Solutio Castelani Alba – КАСТЕЛАН БЕЛЫЙ

შემადგენლობა:

30 მლ ნარინჯისფერ მინის ან 25 მლ პოლიეთილენის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

რეზორცინი; ბორის მჟავა; ფენოლი; ეთანოლი 95%; გამოხდილი წყალი;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:

  • კანდიდოზები

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:

1 წელი

შენახვა:

ბნელ, გრილ ადგილას.

Don`t copy text!