Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 583

კალციუმი D3 ნიკომედი – CALCIUM-D3 NYCOMED – КАЛЬЦИУМ-D3 НИКОМЕД

საერთაშორისო დასახელება:

CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL

მწარმოებელი: NYCOMED PHARMA AS, ნორვეგია

მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი+კალციუმის კარბონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები მენთოლით: ფლაკონში 30 და 100 ტ.

1 ტაბ.

ქოლეკალციფეროლი …………..       200 სე

კალციუმის კარბონატი………………….1.25 გ

ვრცლად კალციუმი-D3 ნიკომედი

კალციტრონი 600 – CALCITRON 600 – КАЛЬЦИТРОН 600

საერთაშორისო დასახელება:

კალციუმის კარბონატი, ქოლეკალციფეროლი;

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ნარინჯისფერი საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტი ნაზოლითა და ჭდით (400 მგ/100 სე, 500 მგ/250 სე);

კვადრატული ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ნარინჯისფერი საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტი (600 მგ/400 სე).

შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

კალციუმის კარბონატს ………………………   400 (500,600)მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს;

ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) ………  100 (250, 400) სე.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, ჟელატინი, პოლიდექსტროზა, სორბიდექსი, ლევომენთოლი, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Sunset Yellow (E 110).

გამოშვების ფორმა:

საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტები, 400 მგ/100სე, 500 მგ/250 სე, 600 მგ/400 სე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალციტრონი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში, რაც აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას).

ფარმაკოკინეტიკა:

ვიტამინი D3  შეიწოვება წვრილ ნაწლავში.

კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში აქტიური ვიტამინ D-დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით.

ჩვენება:

• ოსტეოპოროზის (სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური, მენოპაუზის დროს) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;

• კალციუმისა და ვიტამინ  D3-ის დეფიციტის აღდგენა (საკვებით მათი არასაკმარისი მიღება, ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება მათზე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვებისა და მოზარდების ინტენსიური ზრდის პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს (მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული).

კალციტრონი 400: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ ინიშნება 2-3 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება  დგინდება ინდივიდუალურად;

კალციტრონი 500: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ – 2 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით;

კალციტრონი 600: მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ – 2 ტაბლეტი დღეში; ბავშვებში 12 წლამდე არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში;

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;

სხვა: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* ჰიპერკალცემია; ჰიპერკალციურია;

* ნეფროლითიაზი;

* სარკოიდოზი;

* ვიტამინ D3-ის დოზის გადაჭარბება;

* სიმსივნური მეტასტაზები ძვალში;

* თირკმლის მძიმე უკმარისობა;

* ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;

* ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი;

* 3 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კალციტრონთან  ფენიტოინისა და ბარბიტურატების გამოყენებისას მცირდება ვიტამინ D3-ის აქტივობა.

კალციტრონისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ეკგ-ს და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები ახდენენ გავლენას საგულე გლიკოზიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტზე.

კალციტრონისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 სთ-ისა, რადგან ვიტამინ D3-ს შეუძლია გაზარდოს მათი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

კალციტრონის მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 2 სთ-ის შემდეგ ბისფოსფონატების და ნატრიუმის ფტორიდის გამოყენებიდან, ვინაიდან ის ამცირებს მათ შეწოვას.

პრეპარატის კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კალციტრონის დოზის მომატება, რადგან  კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის აბსორბციას.

კალციტრონისა და ქოლესტირამინის, საფაღარათო საშუალებების (რომლებიც დამზადებულია მინერალური ან მცენარეული ზეთის საფუძველზე) ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ის აბსორბციის შემცირება.

კალციტრონისა და თიაზიდური ჯგუფის პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალცემიის რისკი კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციის მომატების შედეგად.

ფუროსემიდის და სხვა მარყუჟოვანი  დიურეტიკების მიღებისას პირიქით, იზრდება კალციუმის გამოყოფა თირკმელებით.

საკვები პროდუქტების მჟავე რეაქცია ზრდის, ხოლო სუსტი ტუტოვანი რეაქცია ამცირებს კალციუმის შეწოვას.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია, ჰიპერკრეატინემია; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.

მკურნალობა: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით შეყვანა ორგანიზმში, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ. ფუროსემიდი), კორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატის მიღება.

პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ  ჰიპერდოზირების ნიშნების გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმს და 600 სე ვიტამინ D3-ს. ჰიპერკალცემიამ (რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბებისას) ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტები.

ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დედასთან და ბავშვთან ამ ვიტამინების მიწოდების დამატებითი წყაროები.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობისას, მძიმე უკმარისობის შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია.

კალციტრონის მიღებისას პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან/და დიურეზულ საშუალებებს, საჭიროებენ კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლს სისხლის შრატში.

კალციუმისა ან კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას სისხლის შრატში, აგრეთვე ჰიპერკალციურიისას, რომელიც აღემატება 7.5 მმოლ/24 სთ (300 მგ/24 სთ), საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.

პრეპარატის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინ D3-ის დამატებითი მიღება სხვა წყაროებიდან იმისათვის, რომ ავიცილოთ დოზის გადაჭარბება.

საკვები, რომელიც შეიცავას ოქსალატებს (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს (ბურღულეული), ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ არ შეიძლება კალციტრონის მიღება ასეთი საკვების მიღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში.

სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ ავადმყოფებში, ვინაიდან არსებობს ჰიპერკალცემიის განვითარების  რისკი.

პრეპარატის მიღება არ შეიძლება პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და D ჯგუფის ვიტამინებს.

შეფუთვა:

20 საღეჭი ტაბლეტი ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

კალციტრონი 500 – CALCITRON 500 – КАЛЬЦИТРОН 500

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

საერთაშორისო დასახელება:

კალციუმის კარბონატი, ქოლეკალციფეროლი;

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ნარინჯისფერი საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტი ნაზოლითა და ჭდით (400 მგ/100 სე, 500 მგ/250 სე);

კვადრატული ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, ნარინჯისფერი საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტი (600 მგ/400 სე).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი შემოუგარსავი ტაბლეტები: 400 მგ/100სე, 500 მგ/250 სე, 600 მგ/400 სე.

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

კალციუმის კარბონატს ……………………………. 400 (500,600)მგ

ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს;

ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) …………… 100 (250, 400) სე.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, ჟელატინი, პოლიდექსტროზა, სორბიდექსი, ლევომენთოლი, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Sunset Yellow (E 110).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება. ათქ-კოდი: A12AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალციტრონი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში, რაც აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს.

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას).

ფარმაკოკინეტიკა:

ვიტამინი D3  შეიწოვება წვრილ ნაწლავში.

კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში აქტიური ვიტამინ D-დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით.

ჩვენება:

• ოსტეოპოროზის (სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური, მენოპაუზის დროს) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;

• კალციუმისა და ვიტამინ  D3-ის დეფიციტის აღდგენა (საკვებით მათი არასაკმარისი მიღება, ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება მათზე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვებისა და მოზარდების ინტენსიური ზრდის პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს (მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული).

კალციტრონი 400: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ ინიშნება 2-3 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება  დგინდება ინდივიდუალურად;

კალციტრონი 500: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ – 2 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე ინიშნება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით;

კალციტრონი 600: მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ –

2 ტაბლეტი დღეში;

ბავშვებში 12 წლამდე არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში;

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;

სხვა: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ჰიპერკალცემია; ჰიპერკალციურია; ნეფროლითიაზი; სარკოიდოზი; ვიტამინ D3-ის დოზის გადაჭარბება; სიმსივნური მეტასტაზები ძვალში; თირკმლის მძიმე უკმარისობა; ტუბერკულოზის აქტიური ფორმა; ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი;  3 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კალციტრონთან  ფენიტოინისა და ბარბიტურატების გამოყენებისას მცირდება ვიტამინ D3-ის აქტივობა.

კალციტრონისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ეკგ-ს და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები  ახდენენ გავლენას საგულე გლიკოზიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტზე.

კალციტრონისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 სთ-ისა, რადგან ვიტამინ D3-ს შეუძლია გაზარდოს მათი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

კალციტრონის მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 2 სთ-ის შემდეგ ბისფოსფონატების და ნატრიუმის ფტორიდის გამოყენებიდან, ვინაიდან ის ამცირებს მათ შეწოვას.

პრეპარატის კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კალციტრონის დოზის მომატება, რადგან  კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის აბსორბციას.

კალციტრონისა და ქოლესტირამინის, საფაღარათო საშუალებების (რომლებიც დამზადებულია მინერალური ან მცენარეული ზეთის საფუძველზე) ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ის აბსორბციის შემცირება.

კალციტრონისა და თიაზიდური ჯგუფის პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალცემიის რისკი კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციის მომატების შედეგად.

ფუროსემიდის და სხვა მარყუჟოვანი  დიურეტიკების მიღებისას პირიქით, იზრდება კალციუმის გამოყოფა თირკმელებით.

საკვები პროდუქტების მჟავე რეაქცია ზრდის, ხოლო სუსტი ტუტოვანი რეაქცია ამცირებს კალციუმის შეწოვას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია, ჰიპერკრეატინემია; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.

მკურნალობა: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით შეყვანა ორგანიზმში, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ. ფუროსემიდი), კორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატის მიღება.

პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ  ჰიპერდოზირების ნიშნების გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმს და 600 სე ვიტამინ D3-ს. ჰიპერკალცემიამ (რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბებისას) ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტები.

ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დედასთან და ბავშვთან ამ ვიტამინების მიწოდების დამატებითი წყაროები.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობისას, მძიმე უკმარისობის შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია.

კალციტრონის მიღებისას პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან/და დიურეზულ საშუალებებს, საჭიროებენ კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლს სისხლის შრატში.

კალციუმისა ან კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას სისხლის შრატში, აგრეთვე ჰიპერკალციურიისას, რომელიც აღემატება 7.5 მმოლ/24 სთ (300 მგ/24 სთ), საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.

პრეპარატის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინ D3-ის დამატებითი მიღება სხვა წყაროებიდან იმისათვის, რომ ავიცილოთ დოზის გადაჭარბება.

საკვები, რომელიც შეიცავას ოქსალატებს (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს (ბურღულეული), ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ არ შეიძლება კალციტრონის მიღება ასეთი საკვების მიღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში.

სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ ავადმყოფებში, ვინაიდან არსებობს ჰიპერკალცემიის განვითარების  რისკი.

პრეპარატის მიღება არ შეიძლება პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და D ჯგუფის ვიტამინებს.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

კალციპოტრიოლი – CALCIPOTRIOL – КАЛЦИПОТРИОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ბუნებრივი ვიტამინის D3-ის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მეტაბოლიტის სინთეზურ ანალოგს. იგი დოზადამოკიდებული სახით იწვევს კერეტანოციტების პროლიფერაციის დათრგუნვას (რომელიც გაძლიერებულია ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში) და აჩქარებს მათ მორფოლოგიურ დიფერენციაციას. ორგანიზმში კალციუმის მეტაბოლიზმზე პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

მალამოს სახით თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-ჯერ დღეში.  მისი მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 გ-ს, ხოლო კვირის განმავლობაში – 100 გ-ს.

თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება პრეპარატის გამოყენებიდან 1-2 კვირის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 6-8 კვირას.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად აღინიშნება კანის გაღიზიანება. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას, რომელიც სჭარბობს რეკომენდებულს, შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება, რომელიც მისი გამოყენების შეწყვეტის ან დოზის შემცირების დროს ქრება.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის სახის კანზე გამოყენება დაუშვებელია. მისი ხმარების შემდეგ რეკომენდებულია ხელების საგულდაგულოდ დაბანა. იგი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, ხოლო ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება არ არის ნებადართული.

პრეპარატისა და სალიცილის მჟავას გარეგანი გამოყენების საშუალებების კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

კალცინორმ – D3 – CALCINORM – D3 – КАЛЬЦИНОРМ – D3

მწარმოებელი: Ponroy Vytarmonil Industries, საფრანგეთი

საერთაშორისო დასახელება:

colecalciferol, calcium carbonate

კლინიკურ– ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის არომატით #20

აქტიური კომპონენტები:

კალციუმის კარბონატი ……………………………..  1250 მგ

(ექვივალენტურია კალციუმის – 500მგ),

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინ D3) ………………..  5მკგ (200სე)

2 მგ ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით.

დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, მალტოდექსტრინი, ლიმონის არომატი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის აღწერა: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტი, ლიმონის არომატით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). იგი ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს, ავსებს რა კალციუმისა და ვიტ. D3- ის დეფიციტს ორგანიზმში, იგი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისთვის. კალციუმი ხელს უწყობს ნერვული გამტარობისა და კუნთების კუმშვადობის რეგულაციას და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.

ფარმაკოდინამიური თვისებები:

ვიტამინი D3 ზრდის ნაწლავის მიერ კალციუმის აბსორბციას. კალციუმის და ვიტამინ D3- ის მიღება ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას (პთჰ), რომელიც წარმოადგენს ძვლის მომატებული რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნის) სტიმულატორს.

ფარმაკოკინეტიკა:

ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ. კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში D – ვიტამინ დამოკიდებული ტრანსპორტული მექანიზმის მეშვეობით.

ჩვენებები:

• კალციუმის ან ვიტამინი D3- ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

• ოსტეოპოროზის (მენოპაუზის დროს, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და ა.შ.) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილებში ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. კალციუმის და ვიტამინ D3-ს დეფიციტის დროს:

მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 5-დან 12 წლამდე – 1-2 ტაბლეტი დღეში.

3-დან 5 წლამდე ბავშვებში დოზირება განისაზღვრება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ტაბლეტი შეიძლება გაიწუწნოს ან დაიღეჭოს ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია: (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (შარდში ან სისხლში კალციუმის მაღალი შემადგენლობა).

უკუჩვენება:

• ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია);

• ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი შემცველობა);

• ნეფროლითიაზი;

• ვიტამინ D3-ის ჰიპერვიტამინოზი;

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

• თირკმლის მწვავე უკმარისობა;

• ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;

• სარკოიდოზი;

პრეპარატი არ ინიშნება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილე მიღებისას: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

დღე-ღამის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1500მგ კალციუმს და 600სე ვიტამინ D3- ს.

ორსულობის დროს პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს წარმოქმნილმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დეფექტები.

ვიტამინ D3- მ და მისმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში, რის გამოც აუცილებელია გავითვალისწინოთ კალციუმის და ვიტამინ D3- ს მიღება სხვადასხვა წყაროებიდან დედისა და ბავშვის მიერ.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, ლაქსატიური ეფექტი, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სინკოპე, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ზედმეტი დოზის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში სისხლძარღვების და ქსოვილის კალცინოზი.

მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, დიურეზულების (მაგ. ფუროსემიდის), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების მიღება.

ჭარბი დოზირების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დახმარებისთვის მიაკითხეთ ექიმს. ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში სასურველია შემოწმდეს სისხლში კალციუმის და კრეატინინის კონცენტრაცია. სისხლის შრატში კალციუმის და კრეატინინის მაღალი კონცენტრაციის დროს საჭიროა შემცირდეს პრეპარატის დოზა ან დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ჰიპერკალციურიის შემთხვევაში, რომელიც აჭარბებს 7,5მმოლ-ს დღე-ღამეში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

• ვიტამინ D3- ის აქტიურობა შეიძლება შემცირდეს მასთან ერთად ფენიტოინის ან ბარბიტურატების მიღების გამო.

• ერთდროულად გულის გლიკოზიდების მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ-ს და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი.

• კალციუმის და ვიტ. D3- ის მიღებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტეტრაციკლინების შეწოვა, ამიტომ ტეტრაციკლინების რიგის პრეპარატების მიღებასა და კალცინორმ -D3- ის მიღებას შორის შუალედი უნდა იყოს არა უმცირესი 3 საათი.

შენახვის პირობები და ვადები:

გამოყენების ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

კალცინოვა® – KALCINOVA® – КАЛЬЦИНОВА®

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 9 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A(Retinolum) …………………         1000 სე

ვიტამინი D3(Colecalciferolum) …………………100 სე

ვიტამინი B6 (Pyridoxin chloridum) ……………….0.4 მგ

ვიტამინი C (Acidum ascorbicum)   ……………..15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ლიმონმჟავა, პოლისორბატი 80, მაგნიუმის სტეარატი, საღებავები (ცისფერი E132, ყვითელი E104, წითელი E129), არომატული ნივთიერებები (კივი, მოცვი, ანანასი, ჟოლო).

ფარმაკოლგიური თვისებები:

კალცინოვა მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე. იგი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ მუშაობაში.

კალციუმთან ერთად ფოსფორი მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ასევე მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.

ძვლებისა და კბილების სწორი მინერალიზებისათვის კალციუმისა და ფოსფორის გარდა, რომლებიც სამშენებლო მასალას წარმოადგენენ, აუცილებელი ვიტამინების მიღება, განსაკუთრებით ვიტამინ D3-ის, რომელიც ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციას საჭმლის მომნელებელ ორგანოებში და მათ სწორად განაწილებას ძვლისა და კბილის ქსოვილებში.

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილების, ლიპიდების, მუკოპოლისაქარიდების) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოების ნორმალურ ფუნქციას.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას, ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ჟანგვაში. შემაერთებელ ქსოვილში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის რეგულირებაში, სისხლის შედედებასა და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას.

ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით რეაქციებს.

ჩვენებები:

კალცინოვას ტაბლეტები რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ბავშვებისათვის ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში;
  • ბავშვებისათვის რძისა და რძის პროდუქტების მიმართ აუტანლობით;
  • ბავშვებში კბილებისა და ძვლების გასამაგრებლად და დასაცავად.

მიღების წესი და დოზირება:

2-4 წლის ბავშვებში მიიღება 2-3 ტაბლეტი დღეში;

4 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში – 4-5 ტაბლეტი დღეში.

რეკომენდებულია ტაბლეტების დაღეჭვა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

*კალციუმის მარილების დიდი რაოდენობით შემცველობა სისხლსა და შარდში.

* ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის კალცინოვას ტაბლეტების მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ისინი შაქარს შეიცავენ.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება რეკომენდებულზე დიდი დოზების მიღება. კალცინოვას დიდი დოზების ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ვიტამინების  ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის შემცველობის მომატება სისხლსა და შარდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კალცინოვას მიღება ტეტრაციკლინების რიგის პრეპარატებთან და ნატრიუმის ფტორიდთან არ შეიძლება, ვინაიდან ამ პრეპარატების მოქმედება სუსტდება. თუ აუცილებელია ამ პრეპარტებითა და კალცინოვათი ერთდროული მკურნალობა, მაშინ მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3საათი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

კალციმაგი – CALCIMAG – КАЛЬЦИМАГ

მწარმოებელი: BIOFARMA, Turkey.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მინერალებისა და ვიტამინ D2 კომპლექსი

შემადგენლობა:

გრანულების 5 გ შეიცავს:

ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) ……………….  3000 სე;

კალციუმის გლუკონატი  ……………………………….  375 მგ;

კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი)…….  125 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კალციმაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ვიტამინი D2 ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან Сa -ის და P-ის აბსორბციასა და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას.

კალციუმის და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და ზრდას.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის კალციუმის გლუკონატი, ორგანიზმისათვის კალციუმის დამატებითი მიწოდებისათვის.

ჩვენებები:

– რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

– მდგომარეობები – რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება კალციუმზე და ვიტამინ D-ზე:

მზის სხივების უკმარისობა; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთა რაციონშიც აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი; მალაბსორბციის სინდრომი; ქრონიკული დიარეა; გასტრექტომია; სტეატორეა; ვეგეტერიანული დიეტა, დიეტა გახდომის მიზნით; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ჰორმონების, ანტიკონვულსიური პრეპარატების, იმუნოდეპრესანტების, ალუმინის შემცველი ანტაციდების, დიურეტიკების მიღება.

– კალციუმის ცვლის მოშლა, რომელსაც თან ახლავს: ოსტეოპათიები; სპაზმოფილია; ჰიპერაგზნებადობის სინდრომი: ტრემორი, ჰიპერესთეზია, კუნთთა თრთოლვა; ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევევები და კბილების ამოჭრის შეფერხება; ზრდის შეჩერება ინტენსიური განვითარების პერიოდში.

– სისხალძარღვთა კედლის გამაგრების მიზნით: ანთებითი და ექსუდაციური პროცესების დროს.

– სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

რაქიტის პროფილაქტიკა:

ანტენატალური პროფილაქტიკა – ორსულობის 32-ე კვირიდან – 400 სე – (1/2ჩაის კოვზი) ყოველდღიურად ბავშვის დაბადებამდე:

პოსტნატალური პროფილაქტიკა – ბავშვის 3 კვირის ასაკიდან (დღენაკლებში 10 -14 დღიდან) 1/2 ჩაის კოვზი დღეგამოშვებით 1 წლის ასაკამდე.

რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა ანტიკონვულსიური პრეპარატების მიღების პერიოდში – ბავშვებში – დოზირებული ჭიქის 1/4 (1000 სე) დღეში.

მოზრდილებში – დოზირებული ჭიქის 1/4-1/2 (1000-2000 სე) პრეპარატის მიღების პერიოდში.

რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა:

საწყისი პერიოდი -1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.

რაქიტის მწვავე პერიოდში – 1/2-1 დოზირებული ჭიქა (2000-4000 სე) ყოველდღე საკურსო დოზაა 200000-400000 სე (3-6 თვე).

სამკურნალო კურსის დამთავრების შემდეგ – 1/2 ჩაის კოვზი (400 სე) ყოველდღე დგინდება ინდივიდუალურად.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა – 1/4-1/2 დოზირებული ჭიქა ყოველდღე (1000-2000 სე) დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები:

ჰიპერკალცემია, D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერკალცემია.

გამოშვების ფორმა:

კალციმაგი 75 გ გრანულები პოლიეთილენის შეფუთვაში მზომი ჭიქით.

კალცემინი ადვანსი – CALCENIN ADVANCE – КАЛЬЦЕМИН АДВАНС

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფოსფო -კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 90 ც.

1 ტაბ.

კალციუმი …………….          500 მგ

ვიტამინიD3 ……………………   200 სე

თუთია …………………………  7.5მგ

სპილენძი …………………..     1 მგ

მანგანუმი ………………….      1.8 მგ

ბორი  ………………………      250 მკგ

მაგნიუმი ………………….       40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, ტრიაცერინი, მინერალური ზეთი, FD&C ყვითელი N6 ლაქი, FD&C წითელი N40 ლაქი FD&C ცისფერი ლაქი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს, ვიტამინ D3 მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფო-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3 დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლებისა და სახსრების სისტემის გაძლიერებას.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ქალებში მენოპაუზის დროს (ბუნებრივი და ქირურგიული), ხანდაზმულ პაციენტებში. პირები, რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვა.,
  • პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით.
  • სარდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა თერაპია: ტრავმული მოტეხილობების კონსოლიდაციის გასაუმჯობესებლად, ოსტეოქონდროზისა და ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. მოზარდებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში – თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქცები, ჰიპერკალციუმია, ჰიპერკალციურია.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.

განსაკუთრებული მითითებები:

დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა,ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვევს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ ცვლილებებს თირკმელებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში. მეძუძურ ქალებში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კალცემინი – CALCEMIN – КАЛЬЦЕМИН

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფოსფო-კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.

1 ტაბ.

კალცნუმი …………………….   250 მგ

ვიტამინი D3. .………………..    50 სე

თუთია ……………………….    2 მგ

სპილენძი …………………..     0.5 მგ

მანგანუმი……………………    0.5 მგ

ბორი …………………………    50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალურიცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, მალტოდექსტრინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, სილიციუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს, ვიტამინ D3 მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფო-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3 დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და სახსრების სისტემის გაძლიერებას.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ხანდაზმულ ადამიანებში. პირებში, რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვა.
  • პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით.
  • მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში – თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს.

5-დან 12 წლამდე ბავშვებში – თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს: ზომიერი გულისრევის შეგრძნება. მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

უკუჩვენებები:

*მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკაციურია.

განსაკუთრებული მითითებები:

დოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის  ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვეს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ  ცვლილებებს თირკმლებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურზაე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კალუმიდი – CALUMID – КАЛУМИД

საერთაშორისო დასახელება:

BICALUTAMIDE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ბიკალუტამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანდროგენული არასტეროიდული საშუალება. წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი.

1 ტაბ.

ბიკალუტამიდი ……………….           50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, A ტიპის, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

აპკი: ოპადრაი II, 33G 28523 თეთრი (გლიცერილ ტრიაცეტატი, მაკროგოლ 3350, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, C.I* 77891, E 171,ჰიპრომელოზა).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალუმიდი წარმოადგენს ანტიანდროგენულ არასტეროიდულ  პრეპარატს. იგი მოკლებულია სხვა ენდოკრინულ თვისებებს. ანდროგენების რეცეპტორებთან დაკავშირების შემდეგ, გენების ექსპრესიის გარეშე, იგი აბლოკირებს ანდროგენულ ეფექტს და ხელს უწყობს პროსტატის სიმსივნის რეგრესს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება. საკვების მიღება ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს. S(+) და R(-) ენანტიომერები შედარებით სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. R(-) ენანტიომერის ნახევარგამოყოფის დრო დაახლეობით 1 კვირაა. სადღეღამისო დოზის 50 მგ-ი მიღებისას ბიკალუტამიდის R(-) ენანტიომერი კუმულირდება პლაზმაში მისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი T1/2 გამო და აღწევს 10-ჯერად კონცენტრაციას. ამასთან მისი კონცენტრაცია გაჯერების სტადიაში შეადგენს 9 მკგ/მლ-ს. გაჯერების სტადიაში პლაზმაში აღმოჩენილი ენანტიომერების 99%-ს შეადგენს აქტიური R (-) ენანტიომერი.

ასაკი, თირკმლის უკმარისობისა და ღვიძლის დაზიანების არსებობა მსუბუქ და საშუალო ფორმებში არ მოქმედებს R (-)  ენანტიომერის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმებისას ეს ენანტიომერი ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოიყოფა.

თითქმის მთელი ბიკალუტამიდი (96%) უკავშირდება სისხლის ცილებს და განიცდის ჟანგვას და გლუკურონირებას. მისი მეტაბოლიტები თანაბარი შეფარდებით გამოიყოფა შარდით და ნაღვლით.

ჩვენებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის მკურნალობა მეტასტაზირების სტადიაში (D2) მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორთან (მჰრფ) ან ქირურგიულ კასტრირებასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები):

ჩვეულებრივი დღიური დოზა 1 შემოგარსული ტაბლეტი (50 მგ) დღეში ერთხელ. მკურნალობას იწყებენ მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორის ანალოგის მიღებასთან ან ქირურგიულ კასტრირებასთან ერთად.

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.

ღვიძლის დაზიანებისას დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.

ღვიძლის საშუალო და მძიმე დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ორგანიზმში კუმულაცია.

გვერდითი მოვლენები:

– ჩვეულებრივ პაციენტები პრეპარატს კარგად იტანენ, იშვიათ შემთხვევაში გვერდითი რეაქციის გამო საჭირო იყო მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახის ჰიპერემიას, კანის ქავილს, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობას, გინეკომასტიას, რაც მცირდება ქირურგიული კასტრაციის შემდეგ. პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კანის სიმშრალე.

– ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (ტრანსამინაზების მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე) მხოლოდ იშვიათად ჰქონდა მძიმე ფორმა. ხშირად მკურნალობის შეწყვეტისას ან მკურნალობის დროს ის ნაკლებ გამოხატულ ფორმას იღებდა ან ნორმალიზდებოდა.

– პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, ღვიძლის უკმარისობა ვითარდებოდა ძალიან იშვიათად და მისი მკურნალობასთან კავშირი დადგენილი არ არის. ხანდახან თავს იჩენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია, ეკგ-ზეPR და QT ინტერვალების გაზრდა, არითმია და არასპეციფიური ცვლილებები).

– კლინიკურ კვლევებში ბიკალუტამიდის კომბინირებული მიღებისას მჰრფ-ს ანალოგთან შემთხვევათა e~1% აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი კავშირი მკურნალობასთან არ არის დადასტურებული, ვინაიდან სიმპტომების უმეტესობა შეიძლება აიხსნას პაციენტების ხანდაზმული ასაკით:

გ.ს.ს.: გულის უკმარისობა.

ს.მ.ს.: ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი.

ც.ნ.ს.: თავბრუსხევა, უძილობა, მომატებული ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება.

სასუნთქი სისტემა: დისპნოე.

გამომყოფი სისტემა: იმპოტენცია, ნიქტურია.

სისხლმბადი სისტემა: ანემია.

კანის საფარი: გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი.

ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მატება ან კლება.

სხვა: ტკივილი მუცელში, მკერდში, მცირე მენჯში, თავის ტკივილი, შეშუპებები, შემცივნება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* ბავშვთა ასაკი. მდედრობითი სქესი. ტერფენადინით, ასტემიზოლით და ცისაპრიდით მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატი არ ენიშნებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ბიკალუტამიდის მეტაბოლიზმი უმეტესად ღვიძლში მიმდინარეობს. ღვიძლის მძიმე დაზიანებებისას პრეპარატის ელიმინაცია მნიშვნელოვნად ფერხდება, რაც ორგანიზმში მის კუმულაციას იწვევს. ღვიძლის საშუალო და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული კონტროლი.

* ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ასეთ დროს საჭიროა ბიკალუტამიდით მკურნალობის შეწყვეტა.

მოქმედება ავტომობილის მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებთან მუშაობაც ტრავმების გაზრდილ რისკთანა დაკავშირებული: ბიკალუტამიდის ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე ნეგატიური გავლენის მონაცემები არ არსებობს. პრეპარატმა შეიძლება ზოგჯერ თავბრუსხვევა და ძილიანობა გამოიწვიოს. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენის დროს საჭიროა ტრავმატიზმის მაღალ რისკთან დაკავშირებული მოქმედების შეწყვეტა.

უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევები:

ბიკალუტამიდი ცხოველებზე ავლენს ძლიერ ანტიანდროგენულ მოქმედებას. იგი წარმოადენს ოქსიდაზის შერეული მოქმედების ინდუქტორს, რითაც შეიძლება ახსნილი იქნას ცვლილებები, მათ შორის სიმსივნის ინდუქციაც, რომელიც საკვლევი ცხოველების ორგანოებში აღინიშნება.

ჭარბი დოზირება:

ადამიანის მიერ ჭარბი დოზის მიღების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი.

დიალიზის ჩატარება ნაკლებად ეფექტურია ბიკალუტამიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირებისას და ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ბიკალუტამიდსა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორს შორის ფარმაკოდინამიური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებაზე მონაცემები არ მოიპოვება.

– ბიკალუტამიდი აბლოკირებს CYP450 სისტემის ენზიმებს. განსაკურთებული ყურადღება საჭიროა ბიკალუტამიდის ისეთი პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომელთა მეტაბოლიზმშიც CYP3A4 მონაწილეობს. მცირე ხარისხით ბიკალუტამიდი აბლოკირებს CYP2C9 -ს, 2C19-ს და 2D6-ს.

– მიუხედავად იმისა, რომ CYP450 -ის აქტივობის დასადგენად ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა დროსაც გამიყენებოდა ანტიპირინი, არ დაადასტურა ბიკალუტამიდსა და მიდაზოლამს შორის ურთიერთქმედება, მიდაზოლამის საშუალო ექსპოზიცია (AUC) მისი ბიკალუტამიდთან კომბინაციაში 28 დღიანი მიღების შემდნგ 80%-ზე გაიზარდა. დაბალი თერაპიული ინდექსის მქონე პრეპარატების მიღებისას AUC-ის ამგვარ მომატებას შეიძლება მოჰყვეს კლინიკური გამოვლენა,

ამიტომ ბიკალუტამიდის ციკლოსპორინთან და კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად მიღება მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს უკანასკნელთა დოზების შემცირება, განსაკუთრებით გვერდითი მოვლენების გახშირების დროს. მკურნალობის დაწყებისას და დამთავრებისას ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას რეკომენდებულია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა და გვერდითი კლინიკური რეაქციების მონიტორინგი.

– ისეთ პრეპარატებთან კომბინირებისას, რომლებიც აბლოკირებენ მიკროსომალურ ჟანგვას (მაგ. ციმეტიდინი, კეტოკონაზოლი) საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ბიკალუტამიდის კონცენტრაციის შესაძლო მომატების გამო.

– in vitro კვლევებისას, ბიკალუტამიდი კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს გამოდევნის პლაზმის ცილებთან მათი შეკავშირების ადგილიდან, რის გამოც საჭიროა იმ პაციენტების პროთრომბინის დროის კონტროლი, რომლებიც რეგულარულად იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს ბიკალუტამიდთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!