Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 584

კალპოლი – CALPOL – КАЛПОЛ

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია ბავშვებისათვის: ფლაკონში 70 მლ

5 მლ

პარაცეტამოლი ………   120 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

არანარკოტიკული ანალგეტიკი, აბლოკირებს ციკლოოქსიგანაზა 1–ს და ციკლოოქსიგანაზა 2–ს უპირატესად ცნს–ში, მოქმედებს რა ტკივილის ცენტრებზე და თერმორეგულაციაზე. ანთებად ქსოვილში უჯრედული პეროქსიდაზები ანეიტრალებენ პარაცეტამოლის მოქმედებას ციკლოოქსიგენაზაზე, ამით აიხსნება ანთების საწინააღმდეგო ეფექტის პრაქტიკულად სრული არ არსებობა.

პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე მაბლოკირებელი მოქმედების არ არსებობით  აიხსნება ის, რომ არ ახდენს გავლენას წყალ–მარილოვან ცვლაზე და დამაზიანებელ მოქმედებას კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე.

ჩვენებები:

პრეპარატს უნიშნავენ 3 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, როგორც:

სიცხის დამწევ საშუალებას მწვავე რესპირატორული დაავადებებისას, გრიპის, ბავშვთა ინფექციებისას, პოსტვაქცინალური რეაქციებისას და სხვა მდგომარეობებისას, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით.

ანალგეზიური საშუალება სუსტი და ზომიერი ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის თავის, კბილისა და კუნთების ტკივილისას, ნევრალგიისას, ტკივილი ტრავმისა და დამწვრობისას.

ჩამოთვლილი მდგომარეობებისას კალპოლის მიღების საკითხს 1–დან 3 თვემდე ასაკის ბავშვებში წყვეტს ექიმი.

მიღების წესები:

კალპოლის სუსპენზია მიიღება ჭამიდან 1–2  საათის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მიღების ჯერადობა 3–4–ჯერ დღეში, არანაკლებ 4 სთ–იანი ინტერვალით.

სუსპენზია არ უნდა განზავდეს, მოხერხებულობისა და დოზირების სიზუსტისთვის რეკომენდებულია დოზირებული კოვზის (ნიშნულით 2.5 და 5 მლ) გამოყენება, რომელიც პრეპარატს ახლავს.

3 თვიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზები:

ასაკი

ერთჯერადი დოზა

3 თვე – 1 წელი

60–120მგ პარაცეტამოლი (2.5–5მლ სუსპენზია)

1 წლიდან–6 წლამდე

120–240მგ პარაცეტამოლი (5–10მლ სუსპენზია)

 

სიცხის დამწევ საშუალებად გამოყენებისას თერაპიის ხანგრძლიობა შეადგენს 3 დღეს;

ანალგეზიურ საშუალებად – 5 დღეს.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.

იშვიათად: ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

მაღალ დოზებში ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება, ასევე პანციტოპენიისა და მეტჰემოგლობინემიის განვითარება.

რეკომენდებულ დოზაში მიღებისას პარაცეტამოლი იშვიათად ავლენს სერიოზულ გვერდით მოქმედებას.

უკუჩვენებები:

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

* თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

* სისხლის დაავადებები;

* გლუკოზო–6–ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი;

* ბავშვთა 1 თვემდე ასაკი;

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის დროს, ჟილბერის, დუბინ–ჯინსონის და როტორის სინდრომი,

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 250C  ტემპერატურაზე.

ვადა – 3 წელი.

კალორი ემერჯენსი 1000 – KALORY EMERGENSY 1000 – КАЛОРИ ЭМЕРДЖЕНС 1000

ეს პროდუქტი არის საკვები დანამატი, რომლის შემადგენლობაში შედის ქრომი და ამინომჟავები, ნოპალი (Opuntia Streptacanthna) და ფაზეოლამინი. სასარგებლოა ცხიმებისა და ნახშირწყლების აბსორბციის შესამცირებლად დაბალკალორიულ კვებით რეჟიმთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

ინგრედიენტები:

ნოპალი (Opuntia Streptacanthna) ფხვნილი (350მგ), ფაზეოლამინის კონცენტრირებული ცილა ლობიოსაგან მიღებული *(Phaseolus vulgaris pod) (180მგ), კამა** (Foeniculum vulgare) თესლები მშრალი ექსტრაქტი 0,5%, ესენციური ზეთი (150მგ), ამინომჟავების ნარევი (50% ვალინი, 25% პროლინი, 25% თიროზინი),  50მგ ჰიდროქსიპროპილცელულოზა;

მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და კაჟბადის დიოქსიდი, ქრომის პიკოლინატი.

*გადამტანი მალტოდექსტრანი.

**მშრალი ექსტრაქტების გადატანა ხდება მალტოდექსტრინით.

მიღების წესი:

მიიღება დღეში 1–2 ტაბლეტი, ჭამის დროს, სითხის მიყოლებით.

გაფრთხილება:

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე. დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება. საკვებ დანამატებს არ შეუძლიათ მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების რეჟიმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლება.

მცენარეული კომპონენტების 1 ტაბლეტი 100გ მიღება

ნოპალი ………………………………………………………   350მგ 43,75გ

ფაზეოლამინი ……………………………………………..    180მგ 22,5გ

კამა მშრალი ექსტრ. 0,5% ……………………………….    150მგ 18,75გ

ესენციური ზეთი ………………………………………….    0,75მგ, 0,094გ.

ნუტრიენტების მიღება 1 ტაბლ. 100გ

ქრომი ……………………….. 50მკგ 6,25გ

ლ–ვალინი ………………….. 25მგ 3,13გ

ლ–პროლინი ……………….  12,5მგ  1,56გ

ლ–თიროზინი ……………… 12,5მგ  1,56გ

საკვები დანამატი არ წარმოადგენს მედიკამენტს.

მწარმოებელი:

ESI S.p.a.

ვია დელე ინდუსტრი, ალბისოლა მარინა, იტალია.

კალიფსოლი – CALYPSOL – КАЛИПСОЛ

საერთაშორისო დასახელება:

KETAMINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: კეტამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნარკოზული არაინგალიაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ, შეფუვაში 5 ც.

1 მლ 1 ფლ.

კეტამინის ჰიდროქლორიდი ……………..50 მგ 500 მგ

 

ვრცლად კეტამინი

კალიუმის იოდიდი – POTASSIUM IODIDE – КАЛИЯ ЙОДИД

ჩვენებები

  • იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა (ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკა და იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის რეზექცია);
  • ორსულობის დროს და ჩიყვის რეზექციის შემდეგ, რომელიც გამოწვეულია იოდის დეფიციტით (ექიმის მეთვალყუროების ქვეშ);
  • ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია იოდის დეფიციტით.

დოზირების რეჟიმი

ჩიყვის პროფილაქტიკა:

– ბავშვებში: 50-100 მკგ იოდი დღეში (1/4-1/2 ტაბლეტი);

– მოზარდებში და მოზრდილებში: 100-200 მკგ იოდი (1/2-1 ტაბლეტი).

– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 150-200 მკგ იოდი დღეში (1 ტაბლეტი).

– ჩიყვზე ოპერაციის შემდეგ ჩიყვის პროფილაქტიკა: 100-200 მკგ იოდი (1/2-1 ტაბლეტი).

აღნიშნული რეკომენდაციები მოქმედებს მაშინაც, როდესაც პაციენტი დაამთავრებს ჩიყვის მკურნალობას ლევოთიროქსინით.

ჩიყვის მკურნალობა:

– ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში: 100-200 მკგ იოდი (1/2-1 ტაბლეტი);

– მოზარდებში და მოზრდილებში: 300-500 მკგ იოდი (1/2-2.5 ტაბლეტი).

პრეპარატს იღებენ ჭამის შემდეგ გარკვეული რაოდენობის სითხესთან ერთად.

პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყენება წარმოებს რამდენიმე წლის განმავლობაში, არაიშვიათად, მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ჩიყვის სამკურნალოდ ახალშობილებში ხშირად საკმარისია 2-4 კვირა, ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში მკურნალობა გრძელდება 6-12 თვე და მეტი. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას პირებში იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გვერდითი მოვლენების განვითარება აღინიშნება იშვიათად.

ფარისებრ ჯირკვალში დიდი უბნების არსებობის შემთხვევაში, სადაც აღინიშნება ჰორმონების უკონტროლო შიდასეკრეცია, პრეპარატის დოზირებისას 150 მკგ, შესაძლებელია განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ (დოზირება 300 მკგ-დან 1000 მკგ-მდე) ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

ამას შეიძლება წინ უძღვოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონოაქტიური სიმსივნე ან სიმსივნე, ჰიპერთირეოზის ნიშნების გარეშე. ამის საშიშროება აღინიშნება მოხუცებულ პაციენტებში ხანგრძლივად არსებული ჩიყვით.

იშვიათად აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები. ასევე იშვიათად, იოდისმიერი ცხელება, აკნე და სანერწყვე ჯირკვლის შეშუპება.

შესაძლებელია კალიუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში, კერძოდ, თირკმელების ფუნქციის შეზღუდვისას და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ;

* ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;

* ფარისებრი ჯირკვლის დოზირებით გამოწვეული ფარული ჰიპერფუნქცია, როდესაც იოდის კონცენტრაცია აღემატება 150 მკგ-ს დღეში.

* ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰორმონაქტიური სიმსივნის დროს ან ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი უბნების არსებობისას, რომლებსაც გააჩნია ჰორმონების შიდა-სეკრეცია, დოზირებით 300-1000 მკგ იოდი დღეში;

* დურინგის მოხუცებულობის ჰერპესული დერმატიტი – dermatitis herpetiformis Duhring (კანის დაავადება, რომელიც ვითარდება იოდის მოქმედების შედეგად).

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის პერიოდში მოთხოვნილება იოდზე მკვეთრად იზრდება, ამიტომ ამ პერიოდში ორგანიზმის მიერ საკმარისი რაოდენობის იოდის მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს. პრეპარატის პროფილაქტიკური მიღება წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს სხვა საშუალებების ზემოქმედებით. თავის მხრივ, პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებებზე, ამიტომ აუცილებელია ექიმის ინფორმირება მიღებული პრეპარატების შესახებ. ეს ეხება კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, სხვა დიურეზულ საშუალებებს და პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ დამთრგუნველად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

კალიმინი ფორტე – KALYMIN FORTE – КАЛИМИН ФОРТЕ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

კალენდულას მალამო დოქტორ ტაისი – Dr Theiss Calendula ointment – КАЛЕНДУЛЫ МАЗЬ Доктор Тайсс

აღწერა:

მალამო ყვითლიდან ღია–ნარინჯისფერამდე დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა:

100გრ შეიცავს კალენდულის ყვავილების ექსტრაქტს 0,4 გრ, ასევე ღორის ქონს, სიმინდის ზეთს.

ჩვენება:

გამოიყენება გარეგანად კანის მცირე ჭრილობაზე, კოღოს ნაკბენზე, ზედაპირული დამწვრობისას და ა.შ.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

დოზირება და მიღების წესი:

მალამო დაიტანება თხელი ფენის სახით დაზიანებული კანის ზედაპირზე 2–3–ჯერ დღეში.

შენახვის წესი:

არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ფლაკონის გახსნის შემდეგ მალამო შეინახეთ მაცივარში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის ვადა:

2 წელი.

არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:

დოქ. ტაისი ნატუროვარენი, გერმანია.

კალგელი – CALGEL – КАЛГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

LIDOCAINE; CETYLPYRIDINUM CHLORIDE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი+ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი მაანესტეზირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ღრძილების გელი: ტუბში 10 გ

1 გ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……………..  3.3 მგ

ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი ………….   1 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ადგილობრივი საანსთეზიო საშუალება, ხასიათდება ანტისეპტიური მოქმედებით. აბლოკირებს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აგზნებას; აქტიურია გრამდადებითი და ნაკლებად გრამუარყოფითი ბაქტერიებს მიმრთ, გავლენას არ ახდენს ბაქტერიების სპორებზე.

ჩვენებები:

ტკივილის სინდრომი ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ადგილობრივად. ბავშვებში 3 თვიდან – თითის წვერით გელი შეიზილება ღრძილების ანთებით უბანზე; აუცილებლობისას შეიძლება განმეორებით გამოყენება არა ნაკლებ 20წთ–იანი ინტერვალით , არაუმეტეს 6–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, ხანგრძლივი გამოყენებისას ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება.

ურთიერთქმედება:

ცეტილპირიდინის ქლორიდი შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანინურ სურფაქტანტებთან.

კაკტუს კომპოზიტუმ ს – CACTUS COMPOSITUM S – КАКТУС КОМПОЗИТУМ С

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Cactus D1 ……………………………    1 მლ

Spigelia D3 …………………………..    1 მლ

Kalium carbonicum D3 ……………..   1 მლ

Glonoinum D2 ……………………..      0.6 მლ

Crataegi D1    ……………………..      964 მლ

Spiritus 35 vol%

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • კორონარული სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
  • გულის იშემიური დაავადებების დროს პოსტინფარქტულ პერიოდში;
  • თამბაქოს მწევლებში სისხლმიმოქცევის კორონარული დარღვევები.

პრეპარატი სპეციფიკურად მოქმედებს გულის ქრონიკული იშემიური დაავადების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

დოზები შერჩეულ უნდა იქნას ინდივიდუალურად.

ხანგრძლივი თერაპიისას: ინიშნება 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.

მწვავე შემთხვევებში: (მჩხვლეტავი ხასიათის ტკივილები გულის არეში, “შებოჭვის” შეგრძნება, გულიდან ზემო კიდურებში ან მუცლის არეში ირადირებული ტკივილები) 5-8 წვეთი ყოველ 5 წუთში 1-2 საათის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესებისას დოზა უნდა შემცირდეს.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენავის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

კაინოსტატი – KAYNOSTAT – КАИНОСТАТ

საერთაშორისო დასახელება:

diethylamine salicylate

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო;  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E, ეგვიპტე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი 50მლ ბურთულიანი აპლიკატორი #1

100 მლ შეიცავს:

დიეთილამინის სალიცილატი ………………. 10გ;

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……………… 2გ.

დამატებითი ნივთიერებები:

კარბოქსიმეთილი, ცელულოზა ნატრიუმი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კაინოსტატს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ასევე ხელს უწყობს დიეთილამინის სალიცილატის უკეთეს პენეტრაციას და პოტენცირებას უკეთებს მის მოქმედებას.

ჩვენებები:

კაინოსტატი განკუთვნილია ტკივილის მოხსნისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

• ლუმბაგო;

• დისკოზური თიაქარი;

• დაჟეჟილობა;

• ნევრალგიები;

• რევმატიული დარღვევები, მათ შორის ოსტეოართრიტები;

• მიალგიები, ტკივილები ძვლებსა და სახსრებში;

• იშიაზი;

• მტკივნეული კისერმრუდობა;

• დაჭიმვები;

• სინოვიტები, ბურსიტები და სხვა.

მიღების წესები და დოზები:

დაიტანება მტკივნეულ უბნებზე.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

კაინოსტატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი მოხვედრა ღია ჭრილობაზე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ყუთში გრილ და მაღალ ტემპერატურიდან მოშორებულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

კავსურონი – CAUSURONUM – КАВСУРОН

კავსურონი – Causuronum წარმოადგენს მცენარე კავკასიური ანუ ჩვეულებრივი სუროს (Hedera caucasigena seu H. helix) ფოთლების თხევად სპირტ-წყლიან ექსტრაქტს. მოყვითალო ყავისფერი სითხეა, სპეციფიკური სუნით და გემოთი. შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს და ფლავონოიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კავსურონს ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო მოქმედება სასუნთქი გზების დაზიანების დროს, გააჩნია გამოხატული ამოსახველებელი და ბრონქოსპაზმოლიზური თვისება.
ჩვენებები:

  • კავსურონი გამოიყენება როგორც ხველების შემაჩერებელი და ამოსახველებელი საშვალება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ყივანახველას, ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს.

პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ბრონქოლიზურ საშვალებებთან ერთად.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, შიგნით, წვეთების სახით მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.

ბავშვებში 3–დან 5 წლამდე 8-10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში;

5 წლის ზევით 20 წვეთი 3 – 5-ჯერ დღეში;

მოზრდილებში 40 წვეთი 4-5-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი 12 დღემდე. მიღების წინ უნდა შეინჯღრეს.
უკუჩვენებები:
* არ არის დადგენილი 

გვერდითი
მოვლენები:
არ არის შემჩნეული

გამოშვების
ფორმა
50 მლ მუქი ფერის ფლაკონებში

ვარგისობის
ვადა:
3 წელი. დასაშვებია მცირე ნალექი

შენახვის
პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას.

გაიცემა ურეცეპტოდ

Don`t copy text!