Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 585

კავინტონი – CAVINTON – КАВИНТОН

საერთაშორისო დასახელება:

VINPOCETINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ვინპოცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ვინპოცეტინი ……………….    5 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

ვინპოცეტინი ………………..   5 მგ 10 მგ

ვრცლად კავინტონ ფორტე(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

კავინტონ ფორტე – CAVINTON FORTE – КАВИНТОН ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

VINPOCETINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინპოცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 90 ც.

1 ტაბ.

ვინპოცეტინი ………………    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კავინტონს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლმიმოქცევასა და ცერებრულ მეტაბოლიზმზე, აგრეთვე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე. ხასიათდება ნეიროპროტექტული ეფექტით:

იგი აქვეითებს ამგზნები ამინომჟავების დამაზიანებელ ციტოტოქსიკურ ზეგავლენას ცნს-ზე, აინჰიბირებს როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების უჯრედულ ტრანსმემბრანულ ფუნქციურ, ასევე NMDA და AMPA გლუტამატ რეცეპტორების აქტივობას.

პრეპარატი ხელს უწყობს ადენოზინის ნეიროპროტექტული ეფექტის პოტენცირებას;

იგი ასტიმულირებს ცერებრულ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინის მიერ ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას. ასევე აძლიერებს ცენტრალური ნეირონების მიერ ჰიპოქსიის მიმართ რეზისტენტობას. ხელს უწყობს გლუკოზის (უნივერსალური ენერგიის წყარო) ტრანსპორტს-ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით. აქვეითებს ფოსფოდიესთერაზას აქტივობას, რაც ხელს უწყობს ქსოვილებში ცამფ-ის დაგროვებას და ატფ-ის კონცენტრაციის მომატებას. ამავე დროს, ზრდის თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას.

კავინტონი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას, ზრდის ერითროციტების დეფორმირებულების ხარისხს და აფერხებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმის უნარს.

იგი ასტიმულირებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცერებრულ მეტაბოლიზმს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

კავინტონი შერჩევითად აძლიერებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევას;

იგი აქვეითებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობის უნარს სისხლმიმოქცევის პარამეტრებზე შედარებით გამოხატული მოქმედების გარეშე, პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და და პერიფერიულ წინააღმდეგობაზე;

მას არ ახასიათებს “მითვისების” ფენომენი – პირიქით მისი მოქმედებით ძლიერდება იშემიური, ჯერ კიდევ დაბალი პერფუზიის მქონე სიცოცხლის უნარიანი ნაწილის სისხლით მომარაგება – ე.წ. “შექცევითი მითვისების” ფენომენი.

ჩვენებები:

  • ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცერებრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი დემენცია, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
  • ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.
  • ოტოლარინგოლოგია: პერცეპციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათური შუილი ყურებში.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად იღებენ 5-10 მგ-ს 3ჯერ დღეში (15-30 მგ დღეში), ჭამის შემდეგ.

კავინტონს არ ახასიათებს ჰეპატო და ნეფროტოქსიკურობა, ამიტომ ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის დროს მისი დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%-ში): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად – წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია;

ცნს-ის მხრივ (0.9%-ში): ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%-ში): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა;

0.25% კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არსებობს საკმარისი მონაცემები ბავშვთა ასაკში კავინტონის გამოყენების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

* QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევაში, რეკომენდებულია ეკგ-ის კონტროლი.

* შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ კავინტონ ფორტე-10 მგ შეიცავს 83 მგ ლაქტოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გამოვლენილი არ არის

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

კაბოტრიმი – CABOTRIM – КАБОТРИМ

საერთაშორისო დასახელება:

CABERGOLINE

მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: კაბერგოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული საშუალება (პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 2 და 8 ც.

1 ტაბ.

კაბერგოლინი ……………….   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ლიმონის მჟავა (უწყლო), მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ერგოლინის წარმოებულს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოფიზის ლაქტოტროპულ უჯრედებში დოფაინის D2-რეცეპტორების პირდაპირ სტიმულაციასთან. შედარებით დიდ დოზებში, ვიდრე პროლაქტინის სეკრეციის დასათრგუნად არის საჭირო, იწვევს ცენტრალურ დოფანერგულ ეფექტს, რაც განპირობებულია დოფამინური D2-რეცეპტორების სტიმულაციით. პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის დაქვეითებას ადგილი აქვს 3 სთ-ის შემდეგ კაბერგოლინის მიღებიდან, რომელიც გრძელდება 7-28 დღე ჯანმრთელ მოხალისეებში და 14-21 დღემდე პაციენტებში მშობიარობის შემდგომი  ლაქტაციის დასათრგუნად.

ფარმაკოკინეტიკა:

კაბერგოლინი პერორალურად მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების მიღება ხელს არ უშლის აქტიური ნივთიერების შეწოვასა და განაწილებას. პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 0.5-4 სთ-ის შემდეგ. 41-42%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 63-68 სთ-ს, ხოლო ჰიპერპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში 79-115 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი;
  • ჰიპეპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში – ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში – იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება);
  • ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით).
  • იდიოპათიური  ჰიპეპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპეპროლაქტინემიასთან.

დოზირების რეჟიმი:

მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად ინიშნება 1 მგ (2 ტაბლეტი 0.5 მგ) ერთხელ მშობიარობიდან პირველივე დღეს.

დაწყებული ლაქტაციის დასათრგუნად – 0.25 მგ (1/2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში (ჯამური დოზა 1 მგნ), აღნიშნული დოზირებისას გვერდითი ეფექტები (განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია) ნაკლებად აღინიშნება.

ჰიპეპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება კვირაში 1-2-ჯერ (მაგ. ორშაბათს ან ორშაბათს და ხუთშაბათს). საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს (0.25 მგ) ან 1 ტაბლეტს (0.5 მგ) კვირაში. თერაპიული ეფექტის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა. კვირის დოზის მომატება წარმოებს თანდათანობით (0.5 მგ 1-თვიანი ინტერვალით). საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ-ს კვირაში და შეიძლება მისი მერყეობა 0.25 მგ-დან 2 მგ-მდე კვირაში. ჰიპეპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში იყენებენ 4.5 მგ-ს კვირაში. პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად: არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილები  მუცლის არეში.

ხანგრძლივი მიღებისას: დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, გასტრიტი, ღებინება, გაუვალობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია, პარესთეზიები (აღნიშნული სიმპტომები გამოხატულია ზომიერად და ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში და თავისით გაივლის).

უკუჩვენებები:

* კაბერგოლინის და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;

* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლა;

* ორსულთა ტოქსიკოზი;

* ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. 16 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

*რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით სასურველი ეფექტი არ აღინიშნება, აუცილებელია ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება და ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობის დაწყებისას, საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა და შემდგომში გამოყენებულ იქნას კონტრაცეპტიის მექანიკური მეთოდები. ვინაიდან პრეპარატის ორგანიზმიდან ნახევარდგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ჩასახვამდე 1 თვით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოქმედება ნაყოფზე.

განსაკუთრებული მითითებები:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით შეპყრობილ პირებში, თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა, რეინოს დაავადება, ფსიქიური დაავადება მოითხოვს სიფრთხილეს პრეპარატის დანიშვნისას, ისევე როგოპც ჰიპოტენზიური პრეპარატებით  მკურნალობის ფონზე.

* ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული (თვეში ერთხელ) კონტროლი. მისი ნორმალიზაცია აღინიშნება 2-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

* პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები. ცერვიკალური და ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით.

* პაციენტებს, პრეპარატის  მიღების პერიოდში, ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა, ღებინება, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, არტერიული ჰიპოტენზია, მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები. ამ დროს საჭიროა კუჭის გაწმენდა, შემდგომი არტერიული წნევის კონტროლით, რეკომენდებულია დოფამინის ანტაგონისტების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კაბერგოლინის და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ. ერითრომიცინი) ერთდროული დანიშვნისას, ძლიერდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ფენოთიაზინის წარმოებულებთან, ბუტიროფენონებთან, თიოქსანტენებთან და მეტოკლოპრამიდთან კომბინაცია იწვევს კაბერგოლინის ეფექტის დაქვეითებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

იხთიოლი – ICHTHYOLUM – ИХТИОЛ

მწარმოებელი: ბელორუსია

მოქმედი ნივთიერება:

Ammonium sulfoichthyolicum

სამკურნალო თვისებები:

ახდენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ გამაუტკივარებელ, კერატოპლასტიურ (უზრუნველყოფს ეპითელიზაციას, ქსოვილის რეგენერაციას) და რამდენადმე ანტისეპტიურ მოქმედებას, დიდი კონცენტრაციით – კერატოლიტურ მოქმედებას.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გამოდის:

იხთიოლის მალამოს 10% და 20% სახით 25 გ;

1,0 და 2,0% იხთიოლის ხსნარის სახით;

იხთიოლის 0,2გ რექტალური სანთლების  სახით.

იხთიოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ორგანულად დაკავშირებულ გოგირდს თიოფენის ჰომოლოგის სახით.

ჩვენებები:

იხთიოლი გამოიყენება ადგილობრივად:

  • კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (ფურუნკულოზი, დამწვრობა, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი ქარისმიერი ანთება და სხვა). იხთიოლი ინიშნება 5–30% იხთიოლის მმალამოს  ან აბაზანების სახით (10–30% წყალ–სპირტიანი ხსნარი);
  • მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს (პარამეტრიტი, მეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, პროსტატი) გამოიყენება იხთიოლის სანთლები (0,1–0,2გ) და ტამპონები, 10% იხთიოლის ხსნარში დასველებული.

გამოყენების წესები:

იხთიოლი გამოიყენება 10–20% იხთიოლის მალამოს, 10–30% წყლიან–სპირტიანი ხსნარის აბაზანებისთვის, სანთელი და 10% იხთიოლის ხსნარი გლიცერინით ტამპონების დასასველებლად ან როგორც დამატება გათქვეფილ მიქსტურაზე.

სანთლები იხთიოლით – ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინიშნება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს.

1–5% გათქვეფილი ნარევი იხთიოლით კარგად აწყნარებს ზედაპირილ ანთებით პროცესს და ამცირებს სუბიექტურ უსიამოვნო შეგრძნებას.

მალამო იხთიოლით გამოიყენება სტაციონარულ პირობებში , როგორც რედუციული საშუალება და ფსორიაზის რეგრესიულ სტადიაში. მალამო იწვევს კანის სისხლძარღვების რეფლექტორულ გაფართოებას. წარმოქმნილი აქტიური ჰიპერემია განაპირობებს ინფილტრატის გაწოვას და ამით ქრონიკული ანთბითი პროცესის ჩაცხრომას.

1–2% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება აბაზანების სახით სხვადასვა დერმატოზების, მწვავე ეგზემის, და სხვა დაზიანებების დროს. 1% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება ელექტროფორეზისთვის ქრონიკული ინფილტრატების სწრაფი გაწოვისთვის, ჰიპერტროფიული ნაწიბურებისთვის.

უფრო მაღალ კონცენტრაციებში (10% და მეტი) იხთიოლის პრეპარატები მოქმედებენ კერატოლიტურად, უზრუნველყოფს გარქოვანებული შრის დარბილებას და მოშორებას.

იხთიოლი სუფთა სახით გამოიყენება ფურუნკულოზის მკურნალობისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

იხთიოლის გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ მის ხსნარებთან შეუთავსებელია ალკალოიდები, მძიმე მეტალების მარილები და იოდის შემცველი მარილები.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება გრილ ადგილზე.

ვადა: იხთიოლი – 10 წელი; იხთიოლის მალამო და სანთლები – 2 წელი.

იფიციპრო – IFICIPRO – ИФИЦИПРО

საერთაშორისო დასახელება:

CIPROFLOXACIN

მწარმოებელი: UNIQUE PHARMACEUTICAL LABORATORIES

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება; ფტოროქინოლონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ამპ.

ციპროფლოქსაცინი ……………….     2 მგ 200 მგ

 

ვრცლად ციპრინოლი (დოზირება,მიღების წესი ინდივიდუალური)

იფენეკი დერმო – IFENEC DERMO – ИФЕНЕК ДЕРМО

საერთაშორისო დასახელება:

ECONAZOLE

მწარმოებელი: ITALFARMACO

მოქმედი ნივთიერება: ეკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დერმატოლოგიური მოსაფრქვევი ფხვნილი 1%: ბოთლში 30 გ.

100 გ

ეკონაზოლის ნიტრატი ………..1 გ

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 30 გ

1 გ

ეკონაზოლი ……………….  10 მგ

ჩვენებები:

კანის, ლორწოვანი გარსის და თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება, ლიქენი, ერითრაზმა.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული. ამუხრუჭებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და არღვევს მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის გამტარობას. აქტიურია დერმატოფიტების Trichophyton, Microsporum, Epidermophyton, Candida–ს ტიპის საფუარისმაგვარი სოკოების, ასევე,  Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) და Corinebcterium minutissimum  ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები). ადვილად იხსნება ლიპიდებში და კარგად აღწევს ქსოვილებში.

მიღების წესი და დოზირება:

ადგილობრივად.

კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე და მსუბუქად შეიზილება: ტერფის, მტევნის და სხეულის მიკოზის დროს – 1–ჯერ დღეში, ფერადი ლიქენის დროს – 2–ჯერ დღეში (დილით და საღამოს). ტერფის მიკოზის რეციდივის პროფილაქტიკისთვის კლინიკური გამოვლინების არ არსებობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 კვირა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

გაღიზიანება, წვისა და ქავილის შეგრძნება, კანის გაწითლება, გამონაყარი, ჰიპერპიგმენტაცია და კანის ატროფიული ცვლილება (ხანგრძლივი ხმარებისას).

ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი შეუთავსებლობა და ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.

უსაფრთხოების ზომები:

პირველი სიმპტომების გაჩენისას, რაც ზემგრძნობელობაზე და გაღიზიანებაზე მიუთითებს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უნდა მოერიდოთ კრემის თვალში მოხვედრას. ვულვოვაგინალური მიკოზისას პარტნიორები მკურნალობენ. საჭიროა ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატებით ერთდროული მკურნალობისას.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 250C, ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა – 2 წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

იუმექსი – JUMEX – ЮМЕКС

საერთაშორისო დასახელება:

SELEGILINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: სელეგილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ტიპის მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორი, ანტიპარკინსონული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სელეგილინის ჰიდროქლორიდი ……………….     5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარკინსონის დაავადების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ნიგროსტრიატულ სისტემაში დოფამინერგული დეფიციტი. იუმექსი, მაო “B”-ს ინჰიბირების ხარჯზე ზრდის დოფამინის დონეს, ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას უზრუნველყოფს ნიგროსტრიატულ სისტემაში დოფამინის მაღალ კონცენტრაციას. იუმექსი აძლიერებს ლევოდოპას მოქმედებას, რის შედეგადაც შესაძლებელია ამ უკანასკნელის დოზის შემცირება, რომელიც აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად და ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედების დროს. ვინაიდან იუმექსი არ თრგუნავს სხვა მონოამინების მეტაბოლიზმს, ამიტომ მისი გამოყენების შემთხვევაში არ აღინიშნება ჰიპერტენზული რეაქცია (ე.წ. “Cheese-ეფექტი”).

ალცჰაიმერის დაავადება და მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობა წარმოადგენს იდიოპათოლოგიური წარმოშობის დეგენერაციულ პროცესს, რომლის მიზეზია ქოლინერგული სისტემის აქტივობის დაქვეითება და ქერქისა და ქერქვეშა კვანძების მაო-ს სისტემის აქტივობის მომატება. მაო “B”-ს ინჰიბირებით დოფამინის დონე მატულობს და ამ უკანასკნელის მომატებული კონცენტრაციის ხარჯზე ცნობიერება უმჯობესდება, ან მცირდება ცნობიერების ფუნქციის გაუარესება.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მაო “B”-ს შეუქცევადი დათრგუნვის გამო, მისი კლინიკური მოქმედება არ არის დამოკიდებული გამოყოფის დროსთან, ამიტომ შესაძლებელია მისი დღეში ერთხელ გამოყენება.

ჩვენებები:

  • პარკინსონის დაავადების საწყისი (ადრეული) სტადიის დროს იუმექსის გამოყენება, როგორც მონოთერაპიული საშუალების, მნიშვნელოვნად ამცირებს ლევოდოპას დანიშვნის აუცილებლობას. მას შესწევს ე.წ. “on-off”-ის პერიოდის დადგომის პრევენციის უნარი. იუმექსი იძლევა სრული ან ნაწილობრივი ხარისხით შრომისუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას. იუმექსით ლევოდოპას ჩანაცვლების შემთხვევაში ძლიერდება და ხანგრძლივდება ლევოდოპას მოქმედება, რაც იძლევა ლევოდოპას დოზის შემცირების საშუალებას.

პარკინსონის სინდრომის მძიმე ფორმის არსებობის შემთხვევაში იუმექსის გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დადებითი შედეგები.

  • ალცჰაიმერის დაავადების, აგრეთვე სუსტი, საშუალო და მძიმე ფორმის მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობისას რეკომენდებულია იუმექსის როგორც მონოთერაპიული საშუალების გამოყენება. დოფამინი აძლიერებს პაციენტის ინტელექტს, მისი დამახსოვრების და შესწავლის უნარს, აგრეთვე მოტორულ და ინსტრუმენტულ აქტივობას. იგი აგრეთვე აუმჯობესებს ხასიათს, ქცევასა და მზადყოფნას სოციალიზაციისადმი.

მიღების წესი და დოზირება:

პარკინსონის დაავადების დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს (1-2 ტაბლეტი). მიიღება დილას ან იგი შესაძლებელია გაიყოს ორ მიღებაზე დილას და საღამოს. მკურნალობის მიმდინარეობის დროს შესაძლებელია დოზის შემცირება 2-ჯერ, კომბინირებული თერაპიის დროს, ადრე დანიშნული ლევოდოპას დოზა შესაძლებელია შემცირდეს, სხვა ანტიპარკინსონული საშუალებების დოზაზე იგი არ ახდენს ზეგავლენას.

ალცჰაიმერის დაავადებისა და მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობის დროს პრეპარატი გამოიყენება დილას დოზით 5 მგ (1 ტაბლეტი). დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 10 მგ-მდე დღეში, რაც დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობაზე. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია თვეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი გამოყენებულია როგორც მონოთერაპიული საშუალება, მას ჩვეულებრივ კარგად იტანენ.

იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე; ძილის მსუბუქი ფორმით დარღვევა, რომელიც ადვილად ქრება. ასევე იშვიათად აღინიშნება ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები (მაგ. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

* სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, სიმპათომიმეტური საშუალებების, პეტიდინის (ნეპერიდინი) და იუმექსის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, ლაბილური ჰიპერტონიის, არითმიის, მძიმე სტენოკარდიის და ფსიქოზის დროს.

* ლევოდოპასა და იუმექსის კომბინაცია უნდა მიმდინარეობდეს ექიმის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ.

* იუმექსის მაღალი დოზით (20 მგ) მიღებისას, აგრეთვე მისი და მაო-ს ან მაო-“A”-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერტენზიის განვითარების საშიშროება, განსაკუთრებით თირამინით მდიდარი პროდუქტების მიღების შემთხვევაში (ყველი, წითელი ღვინო, ქათმის ღვიძლი, თევზი და ა.შ.).

* იმის გამო, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ლაქტოზას მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სიმპათომიმეტური საშუალებებისა და იუმექსის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის წარმოშობის საშიშროება.

– პეტიდინისა და იუმექსის ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ფატალური შედეგის საშიშროების გამო.

– იუმექსისა და ფლუოქსეტინის კომბინაცია არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შესაძლებელია აგზნება, ჰიპერტენზია, ატაქსია და მანიაკალური ფსიქოზი. მისი მიღების შეწყვეტიდან მხოლოდ 14 დღის შემდეგაა შესაძლებელი ფლუოქსეტინის გამოყენება. იმის გამო, რომ ფლუოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, ამიტომ იუმექსის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ 5 კვირის შემდეგ. მსგავსი შედეგები აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ იუმექსისა და სეროტონინის უკუმიტაცების ისეთ ინჰიბიტორებს, როგორიცაა: სერტრალინი და/ან პაროქსეტინი. ამდენად, იუმექსის ერთდროული გამოყენება ფლუოქსეტინთან, სერტრალინთან და/ან პაროქსეტინთან არ არის რეკომენდებული.

–  იუმექსისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცნს-ის მხრივ მძიმე ტოქსიკური სიმპტომები (თავბრუსხვევა, ტრემორი, კონვულსია), რომლის თანმხლებია ჰიპერტენზია და გაძლიერებული ოფლიანობა. ამის გამო იუმექსისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

იუვიტი წვეთები – JUVIT drops – ЮВИТ капли

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს: ასკორბინის მჟავას – 100მგ-ს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი

გამოშვების ფორმა: ხსნარი

ჩვენება:

პრეპარატი ინიშნება ვიტამინი C-ს უკმარისობის დროს ან მისი პროფილაქტიკის მიზნით: ბავშვებში ხელოვნური კვებით; სპეციალური დიეტების დაცვის დროს; ვიტამინი C-ს უკმარისობა _ დამწვრობა, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, სიმსივნური დაავადებების დროს, ქრონიკული ალკჰოლიზმი, ცუდად შეხორცებადი ჭრილობები, ძვლების მოტეხილობა, მიდრეკილება სისხლდენისადმი; პროფილაქტიკის მიზნით ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილების დროს ვიტამინ C-ზე: გამოჯანმრთელების პერიოდი, ფიზიკური დატვირთვის, სალიცილატებით მკურნალობის დროს; შარდის მჟავიანობის მომატების მიზნით.

დოზირება და მიღების წესი: თუ სხვაგვარად დანიშნული არ არის, მაშინ: ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით: 5-8 წვეთი ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. პატარა ასაკის ბავშვებში: 10 წვეთი. სასკოლო ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: 15-20 წვეთი.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატი არ ინიშნება მაღალი დოზით (1გ-ზე მეტი) პაციენტებში თირკმელების კენჭოვანი დაავადებით ან ჰიპეროქსალატურიის დროს.

გამოყენების თავისებურება და სიფრთხილე: პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნის დროს საჭიროა ლაბორატორიული ანალიზების კონტროლი _ გლუკოზის და კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში და შარდში).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრეპარატი ამცირებს ამფეტამინის წარმოებულების ელიმინაციის სიჩქარეს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ამ პერიოდში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნა ორსულ ქალებში. ამ შემთხვევაში  პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს ახალშობილებში მომატებული მგრძნობელობის განვითარებას სურავანდის მიმართ, ვიდრე ნორმალური დოზის მიღებისას.

ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე: პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას დოზით 1გ დღეში აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა და დიარეა; საშარდე სისტემის მხრივ: მატულობს ოქსალატური, ცისტინური და ურატული კონკრემენტების ფორმირება თირკმელებში. პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტით საჭიროა სისხლის ანალიზის კონტროლი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს მცირდება ტოლერანტობა ვიტამინ ჩ-ს მიმართ.

ჭარბი დოზირება: აღწერილი არ არის.

შენახვის ვადა: 3 წელი

დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა: 30მლ ქილებში.

მწარმოებელი და მისი მისამართი: HASCO-LEK, პოლონეთი

იტრანოლი – ITRANOL – ИТРАНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: OLAINFARM, ლატვია

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10, 20, 30, 40 და 50 ც.

1 კაფს.

იტრაკონაზოლი ……………. 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იტრაკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის ძლიერ ანტიმიკოზურ საშუალებას. მისი მოქმედება ხორციელდება ლანოსტეროლისაგან სოკოს უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტის – ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვით.

იტრაკონაზოლი აქტიურია დერმატოფიტების (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum), საფუარას (Cryptococcus neoformans, Pityrosporum spp., Candida spp., ასევე Candida albicans, Candida glabrata, Candida krusei),  ობის სოკოების Aspergillus spp., Histoplasma spp., Paracoccidioides brasiliensis, Sporothrix schenckii, Fonsecaea spp., Cladosporium spp., Blastomyces dermatidis) და სხვა სოკოებით გამოწვეული ინფექციების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

იტრაკონაზოლის მაქსიმალური ბიოშეღწევადობა აღინიშნება კაფსულის მიღებისას უშუალოდ ჭამის შემდეგ. მისი ერთჯერადი პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3-4 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება გავლენას ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე.

პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას მისი წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 კვირის შემდეგ. იტრაკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მისი მიღებიდან 3-4 სთ-ის შემდეგ შეადგენს 0.4 მკგ/მლ-ს (100 მგ ერთხელ დღეში); 1.1 მკგ/მლ (200 მლ ერთხელ დღეში); 2.0 მკგ/მლ (200 მგ 2-ჯერ დღეში).

პლაზმის ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99.8%-ს.

ქსოვილებში, რომლებიც შეიცავენ კერატინს, იტრაკონაზოლის კონცენტრაცია განსაკუთრებით კანში 4-ჯერ აღემატება სისხლის პლაზმაში მის კონცენტრაციას. პრეპარატის ელიმინაცია დაკავშირებულია ეპიდერმისის რეგენერაციასთან.

სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასთან შედარებით, რომლის განსაზღვრა ვერ ხერხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ, იტრაკონაზოლის კონცენტრაცია კანში რჩება მკურნალობის 4-თვიანი კურსის დამთავრებიდან 2-4 კვირის განმავლობაში.

ფრჩხილის კერატინში პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან არანაკლებ 1 კვირის შემდეგ და შენარჩუნებულია კიდევ 6 თვის განმავლობაში 3-თვიანი მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ. იტრაკონაზოლი აღწევს აგრეთვე ცხიმოვან ქსოვილში და გამოიყოფა ოფლთან ერთად. იტრაკონაზოლის კონცენტრაცია ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ძვლებში, კუჭში, ელენთაში და ჩონჩხის კუნთებში 2-3-ჯერ აღემატება მის პლაზმურ კონცენტრაციებს, ხოლო მისი კონცენტრაცია საშოს ქსოვილებში აღინიშნება 2 დღის განმავლობაში მისი 3-დღიანი მკურნალობის კურსით 200 მგ-იანი დოზით მიღებისას და 3 დღის განმავლობაში მისი ერთდღიანი კურსით 200 მგ 2-ჯერ მიღებისას დღეში.

იტრაკონაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში მრავალრიცხოვანი მეტაბოლიტების წარმოქმნით. ერთ-ერთი მეტაბოლიტ-ჰიდროქსი-იტრაკონაზოლი-in vitro ხასიათდება იტრაკონაზოლის მსგავსი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

პლაზმიდან პრეპარატის ელიმინაცია ორფაზიანია, ნახევარდაშლის პერიოდი – 24-36 სთ. იტრაკონაზოლის მიღებული დოზის 3-18% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაწლავების საშუალებით, ხოლო თირკმელებით – 0.03%-ზე ნაკლები.

პრეპარატის მიღებული დოზის დაახლოებით 35% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 1 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • გინეკოლოგია: ვულვოვაგინალური კანდიდოზი;
  • დერმატოლოგია/ ოფოთალმოლოგია: Pitiriasis versicolor, დერმატომიკოზები, სოკოვანი კერატიტი და პირის ღრუს კანდიდოზი;
  • დერმატოფიტებით და/ან საფუარა სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზი;
  • სისტემური მიკოზები: სისტემური ასპერგილოზი და კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი, (მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით), ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი, პირაკოქციდიომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა იშვიათი სისტემური და ტროპიკული მიკოზები;

მიღების წესი და დოზირება:

მაქსიმალური აბსორბციის მიზნით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია საკვების მიღებისთანავე. კაფსულები გამოიყენება დაუღეჭავად.

ჩვენებადოზებიმკურნალობის ხანგრძლივობა
I

200 მგ 2-ჯერ დღეში

ან 200 მგ ერთხელ დღეში

1 დღე

3 დღე

II200 მგ ერთხელ დღეში7 დღე
III

200 მგ 2-ჯერ დღეში

ან 100 მგ ერთხელ დღეში

7 დღე

15 დღე

სადაც:

I – გინეკოლოგია-ვულვოვაგინალური კანდიდოზი;

II – დერმატოლოგია/ოფთალმოლოგია- Pitiriasis versicolor,

III – დერმატომიკოზები.

კანის მაღალკერატიზირებული ადგილების დაზიანებები-tinea pedis და/ან  tinea manus 200 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, ან 100 მგ ერთხელ დღეში 30 დღის განმავლობაში.

პირის ღრუს კანდიდოზი – 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში.

ავადმყოფებში იმუნიტეტის დარღვევების დროს, მაგ. შიდსი, ნეიოროპენია ორგანოების ტრანსპლანტაცია, პრეპარატის ბიოშეღწევადობა ქვეითდება, რის გამოც საჭირო ხდება პრეპარატის დოზის გაორმაგება.

სოკოვანი კერატიტი – 200 მგ ერთხელ დღეში 21 დღის განმავლობაში.

ონიქომიკოზის დროს –  ენიშნებათ 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში (200 მგ 2-ჯერ დღეში) ერთი კვირის განმავლობაში შემდგომი შესვენებებით. ამ დროს, როგორც ხელის, აგრეთვე ფეხის თითებზე ხდება ინფიცირებული ფრჩხილის შეცვლა არაინფიცირებული ფრჩხილით. მათი ზრდა ინდივიდუალურია სხვადასხვა ავადმყოფებისათვის და დამოკიდებულია ავადმყოფთა ასაკზე.

ხელის ფრჩხილის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კურსს, ხოლო ფეხის – 3 კურსს. მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ საჭიროა 3-კვირიანი ინტერვალი პრეპარატის მიღების გარეშე.

განუწყვეტელი თერაპიის დროს ინიშნება 2 კაფსულა ერთხელ დღეში (200 მგ) 3 თვის განმავლობაში.

იტრაკონაზოლის ელიმინაცია კანიდან და ფრჩხილიდან სისხლის პლაზმასთან შედარებით ნელა მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკური ოპტიმალური საპასუხო რეაქცია აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტიდან 2-4 კვირის შემდეგ კანის დაზიანების დროს და 6-9 თვის შემდეგ ფრჩხილის ინფექციის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გენერალიზებული მიკოზები:

ჩვენებადოზებიმკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა
ასპეგილოზი200 მგ* ერთხელ დღეში2-5 თვე
კანდიდოზი100-200 მგ* ერთხელ დღეში3 კვირიდან 7 თვემდე

კრიპტოკოკოზი (მენინგიტის გარდა)

კრიპტოკოკული მენინგიტი

200 მგ** ერთხელ დღეში

200 მგ 2-ჯერ დღეში

2 თვიდან 1 წლამდე

ჰისტოპლაზმოზი

სპოროტრიქოზი

პარაკოკციდიომიკოზი

ბლასტომიკოზი

200 მგ ერთხელ დღეში

200 მგ 2-ჯერ დღეში

200 მგ ერთხელ დღეში

100 მგ ერთხელ დღეში

100 მგ ერთხელ დღეში

200 მგ 2-ჯერ დღეში

8 თვე

3 თვე

6 თვე

6 თვე

შენიშვნა:*ინვაზიური და დისემინირებული დაავადებების დროს საჭიროა დოზის გაზრდა 200 მგ 2-ჯერ დღეში.

**შემანარჩუნებელი მკურნალობა (მენინგიტის დროს): 200 მგ ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა.

იშვიათად – თავის ტკივილი, ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავბრუსხვევა.

ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება). ზოგჯერ – პერიფერიული ნეიროპათია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ცალკეულ შემთხვევებში – გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება.

პრეპარატის განუწყვეტლივ და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში (თვე და მეტი), შესაძლებელია ჰიპერკალიემია, ალოპეცია, ჰეპატიტი, ცალკეულ შემთხვევებში – ლეტალური გამოსავალით.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა იტრაკონაზოლის ან მის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ.

*იტრაკონაზოლის კაფსულებთან ერთად ტერფენადინის, ასთემიზოლის, მიზოლასტინის, ცისაპრიდის, დოფეტილიდის, ქინიდინის, პიმოზიდის, ტრიაზოლამის და პერორალური მიდაზოლამის, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების, მაგ. სიმვასტატინის და ლოვასტატინის გამოყენება ნებადართული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში იტრაკონაზოლის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

*დედის რძეში იტრაკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა, რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* იტრაკონაზოლი ხასიათდება უარყოფითი ინოტროპული ეფექტით, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარების შესაძლებლობით. ამიტომ მისი გამოყენება გულის ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში რეკომენდებული არ არის. პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მოსალოდნელი სასარგებლო თერაპიული ეფექტი მკვეთრად სჭარბობს შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. აღნიშნულ შემთხვევაში დიდი ყურადღება ექცევა: დაავადების სიმძიმეს, პრეპარატის მიღების სქემას და გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარების რისკის ინდივიდუალურ ფაქტორებს. რისკის ამ ფაქტორებს მიეკუთვნება გულის იშემიური დაავადება, გულის სარქველების პათოლოგია, ფილტვების დაავადებები, მაგ. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თირკმელების უკმარისობა და სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. აღნიშნული ავადმყოფების მკურნალობა ტარდება განსაკუთრებული სიფრთხილით. მკურნალობის პროცესში საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი. გულის უკმარისობის განვითარების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

* იტრაკონაზოლი სიფრთხილით ენიშნებათ კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად, რადგან იგი იწვევს კალციუმის არხების ბლოკატორების მეტაბოლიზმის ინჰიბირებას.

* მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ პედიატრიულ პრაქტიკაში ძალიან მცირეა. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

* მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი: მკურნალობის დაწყებამდე, 2 კვირის შემდეგ, შემდგომში ყოველ თვეში და მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში. პაციენტებში ჰეპატიტის ნიშნების – ანორექსია, გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დაუყოვნებელი კონტროლი. აღნიშნული ფუნქციების ნორმიდან გადახრის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

* ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით სისხლის შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატების, მისი გამწვავების პერიოდში, ღვიძლის ინტოქსიკაციის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. ამ დროს საჭიროა ღვიძლის ენზიმების აქტივობის სისტემატური კონტროლი.

* ღვიძლის უკმარისობა: იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევრადდაშლის პერიოდი ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში შედარებით ხანგრძლივია, ხოლო ბიოშეღწევადობა პრეპარატის პერორალური მიღებისას დაქვეითებულია, ამიტომ საჭიროა სისხლის პლაზმაში იტრაკონაზოლის მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში – დოზის კორექცია.

* ნეიროპათიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

* არ არსებობს მონაცემები იტრაკონაზოლისა და აზოლის ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის შესახებ.

* იტრაკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს აზოლის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

* აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის პერიოდული კონტროლი: მკურნალობის დაწყებამდე, ორი კვირის შემდეგ და შემდგომში ყოველ თვეში მკურნალობის მთლიანი კურსის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:

ამ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. პრეპარატის მიღებიდან პირველი 1 სთ-ის განმავლობაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში – გააქტივებული ნახშირის მიღება.

იტრაკონაზოლი ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით არ გამოიყოფა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება:

კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითების შემთხვევაში იტრაკონაზოლის აბსორბციის პროცესი ირღვევა. ავადმყოფებმა მარილმჟავას გამანეიტრალებელი საშუალებები (მაგ. ალუმინის ჰიდროქსიდი), უნდა მიიღონ იტრაკონაზოლის მიღებიდან არანაკლებ 2 სთ-ის შემდეგ.

ალორჰიდრიის დროს შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებს იტრაკონაზოლის მიღება რეკომენდებულია კოკა-კოლასთან ერთად.

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ იტრაკონაზოლის მეტაბოლიზმზე:

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუქციას, მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი, კარბამაზეპინი, იზონიაზიდი და ფენიტოინი მნიშვნელოვნად აქვეითებენ იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობას. რადგანაც იტრაკონაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4, აღნიშნული ენზიმის ინჰიბიტორები ზრდიან იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობას. მაგ: რიტონავირი, ინდინავირი, კლარითრომიცინი და ერითრომიცინი.

მედიკამენტები, რომელთა მეტაბოლიზმზეც მოქმედებს იტრაკონაზოლი:

– იტრაკონაზოლი აინჰიბირებს იმ მედიკამენტების მეტაბოლიზმს, რომლებიც განიცდიან ბიოტრანსფორმაციას ციტოქრომ P450-3A ტიპის ფერმენტული სისტემით, რის შედეგადაც იზრდება აღნიშნული პრეპარატების კონცენტრაცია და მათი მოქმედების გვერდითი ეფექტები. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იტრაკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმში (დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით) თანდათან მცირდება.

– იტრაკონაზოლთან ტერფენადინის, ასთემიზოლის, მიზოლასტინის, ცისაპრიდის, ტრიაზოლამის, პერორალური მიდაზოლამის, დოფეტილინის, ქინიდინის, პიმოზიდის, HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების სიმვასტატინისა და ლოვასტატინის კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

– ვარფარინთან და ნიკუმალონთან პრეპარატის ერთდროული დანიშვნით იზრდება პროთრომბინის დრო, რის გამოც იტრაკონაზოლის და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების კომბინაციისას პროთრომბინის დროის გახანგრძლივების გამო, აუცილებელია ასეთი პაციენტების ყურადღებით გამოკვლევა.

– იტრაკონაზოლი სიფრთხილით ენიშნებათ შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში: HIV პროტეაზას ინჰიბიტორებთან – რიტონავირი, ინდინავირი, საქვინავირი; ზოგიერთ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან – ვინკრისტინი, ბუსულფანი, დოცეტაქსელი, ტრიმეტრექსატი; ზოგიერთ იმუნოდეპრესანტებთან – ციკლოსპორინი, ტაკროლიმური, რიფამიცინი; სხვადასხვა: დიგოქსინი, კარბამაზეპინი, ბუსპირონი, ალფენტანილი, ალპრაზოლამი, ბროტიზოლამი, მიდაზოლამი, რიფაბუტინი, მეთილპრედნიზოლონი, ებასტინი, რედოქსეტინი.

– იტრაკონაზოლის ურთიერთქმედება ზიდოვუდინთან და ფლუვასტატინთან გამოვლენილი არ არის. აგრეთვე ეთინილესტრადიოლისა და ნორეთისტერონის მეტაბოლიზმის მაინდუცირებელი ეფექტი გამოვლენილი არ არის.

– იმიპრამინთან, პროპრანოლოლთან, დიაზეპამთან, ციმეტიდინთან, ინდომეტაცინთან, ტოლბუტამიდთან და სულფამეთაზინთან იტრაკონაზოლის ცილებთან კავშირის კონკურენტული ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

იტასპორი-ავერსი – ITASPOR-AVERSI – ИТАСПОР АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. ტრიაზოლის წარმოებულები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე10კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი

1 კაფს.

იტრაკონაზოლი……..          100 მგ

ვრცლად იტრანოლი

Don`t copy text!