Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 587

იოდოსტინი – IODOSTIN – ЙОДОСТИН

საერთაშორისო დასახელება:

POTASSIUM IODIDE

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაორგანული იოდის პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი ………..            130.8 მკგ

ვრცლად იოდბალანსი

იოდომარინი – IODOMARIN – ЙОДОМАРИН

საერთაშორისო დასახელება:

POTASSIUM IODIDE

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARIN GROUP

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაორგანული იოდის პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი …………….       131 მკგ,

მათ შორის იოდი ……………………. 100 მკგ

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი        …………… 262 მკგ,

მათ შორის იოდი …. …………………200 მკგ

ვრცლად იოდბალანსი

იოდის სპირტხსნარი 5% – Solutio iodi spirituosa 5% – РАСТВОР ЙОДА СПИРТОВОЙ 5%

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გარეგანი ხმარებისას იოდს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება. შიგნით მიღებისას ის აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდი მოქმედებს აგრეთვე ლიპიდურ და ცილოვან ცვლაზე. იოდის პრეპარატების ზემოქმედებით შეიმჩნევა სისხლში ქოლესტერინის შემცირების ტენდენცია.

ჩვენება:

გარეგანი ხმარებისას გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური საშუალება, ჭრილობების, საოპერაციო არის დასამუშავებლად და სხვა. აგრეთვე, როგორც ადგილობრივ გამაღიზიანებელი საშუალება მიოზიტების და ნევრალგიების დროს. შიგნით მისაღებად გამოიყენება ათეროსკლეროზის და ენდემური ჩიყვის შემთხვევაში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, სისხლმდენი ჭრილობები.

გამოშვების ფორმა: 10 მლ., 50 მლ., 200 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით.

იოდინოლი – IODINOLUM – ЙОДИНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

Iodine+Potassium iodine

მწარმოებელი: BORISOV PLANT, ბელორუსია

მოქმედი ნივთიერება: იოდი+კალიუმის იოდიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიური საშუალება;

გამოშვების ფორმა:

ხსნარი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდინოლი წარმოადგენს სადეზინფექციო ხსნარს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული, ანტიფუნგინური, ანტიპროტოზოული აქტივობა.

ჩვენებები:

  • კანის ზედაპირის სადეზინფექციოდ ინექციის და ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდში;
  • ჭრილობის ასეპტიკური დამუშავებისათვის;
  • კანის ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ;

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა იოდის მიმართ;

* ჰიპერთირეოზი; ფარისებრი ჯირკვლის ადენომა; დერმატიტი;

* თირკმელების უკმარისობა;

* რადიაქტიური იოდის შეყვანის წინ;

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზირება:

ადგილობრივად (გამორეცხვა, მარლის სალფეთქების დაფენა, ნუშურებზე წასმა).

ქრონიკული ტონზილიტის დროს რეცხავენ ნუშურების ლაკუნებს და სუპრატონზილარულ სივრცეს. აწარმოებენ 4–5 გამორეცხვას 2–3 დღიანი ინტერვალით. ერთჯერადი დოზა – 50მლ.

ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს: ყოველდღიური ჩაწვეთება 5–8 წვეთი მეზოტიმპანიტისა და გამორეცხვა ეპიტიმპანიტის დროს. მკურნალობის კურსი – 2–4 კვირა.

ქრონიკული ატროფიული რინიტის დროს (ოზენა) ფუფხის წინასწარი დარბილებისა და მოშორების შემდეგ აწარმოებენ ცხვირის ღრუსა და ხახის პულვერიზაციას 2–3–ჯერ კვირაში 2–3 თვის მანძილზე.

ტროფიკული და ვარიკოზული წყლულის დროს წყლულის ზედაპირზე ადებენ პრეპარატით დასველებულ მარლის სალფეთქს (3 ფენა),  (კანს წინასწარ ასუფთავებენ საპნიანი თბილი წყლით, ხოლო კანს წყლულის ირგვლივ უსვამენ თუთიის მალამოს).

გადახვევას აწარმოებენ დღში 1–2–ჯერ, ამ დროს წყლულის ზედაპირზე დაფენილ მარლას არ ხსნიან, ისევ ჟღინთავენ ხსნარით. 4–7 დღის შემდეგ ნიშნავენ საერთო ან ადგილობრივ აბაზანას, შემდეგ ისევ აგრძელებენ მითითებულ მკურნალობას.

ჩირქოვანი ჭრილობებისა და ინფექციური დამწვრობის დროს იყენებენ პრეპარატით გაჟღენთილი ფაშარი მარლის სახვევს. ახლად მიღებული I-II ხარისხის თერმული და ქიმიური დამწვრობის დროს ასევე იყენებენ პრეპარატით გაჟღენთილი მარლის სახვევს.

გარედან, საოპერაციო ველს წინასწარი დაბანის გარეშე, ამუშავებენ ორჯერადად 5–7 მლ 1% ხსნარით (კანის დამატებითი დამუშავება ეთანოლით საჭირო არ არის).

1% ხსნარს (აქტიური იოდის მიხედვით) ამზადებენ სტერილური ან ანადუღარი გასუფთავებული წყლით განზავებით 1:4.5. ოპერაციის ბოლოს კანს, ჭრილობის გარდა განმეორებით ამუშავებენ 5–7 მლ 1% ხსნარით.

განსაკუთრებული მითითება:

მოერიდეთ თვალში მოხვედრას. სინათლეს და 400C მაღალ ტემპერატურას, რათა არ მოხდეს აქტიური იოდის დაშლა. გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში. განზავებული ხსნარი ხანგრძლივ შენახვას არ ექვემდებარება. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი–ყავისფერი შეფერილობა. 

იოდბალანსი – JODBALANCE – ЙОДБАЛАНС

საერთაშორისო დასახელება:

POTASSIUM IODIDE

მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაორგანული იოდის პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

იოდიდი 100

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი …………….       130.9 მკგ,

მათ შორის იოდი………………….      100 მკგ

იოდიდი 200

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი ………….          261.6 მკგ,

მათ შორის იოდი………………….      200 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდი მიეკუთვნება შეუცვლელი მიკროელემენტების რიცხვს, რომელიც საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იოდი შედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინის (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) შემადგენლობაში. საკვებში იოდის დეფიციტის არსებობისას ირღვევა ამ ჰორმონების სინთეზი, ფარისებრ ჯირკვალში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი და წარმოიქმნება ჩიყვი.

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ეპითელიუმის უჯრედებში მოხვედრილი იოდიდი ფერმენტ იოდიდ-პეროქსიდაზას მოქმედებით განიცდის დაჟანგვას ელემენტარული იოდის წარმოქმნით, რომელიც რეაქციაში შედის თიროზინთან თირონინების წარმოქმნით: 3,5-იოდწარმოებული (ჰორმონი თიროქსინი – T4) და 3-იოდწარმოებული (ჰორმონი ტრიიოდთირონინი – T3). თირონინები ცილა თირეოგლობულინთან ერთად წარმოქმნის კომპლექსს, რომელიც დეპონირდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულის კოლოიდში და ასეთ მდგომარეობას ინარჩუნებს რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე. იოდის დეფიციტის დროს კი ეს პროცესი ირღვევა.

ორგანიზმში ფიზიოლოგიური რაოდენობით მოხვედრილი იოდი  ხელს უშლის ენდემური  ჩიყვის განვითარებას; ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ზომების ნორმალიზებას ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში. გავლენას ახდენს შეფარდებაზე T3/T4 თირეოტროპული ჰორმონის დონეზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება:

პრეპარატის პერორალური მიღებისას კალიუმის იოდიდი თითქმის მთლიანად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. ბიოშეღწევადობა 100%-ს შეადგენს. შეწოვიდან 2 საათის შემდეგ იგი გადანაწილდება უჯრედშორის სივრცეში; გროვდება ფარისებრ ჯირკვალში, თირკმელებში, კუჭში, სარძევე და სანერწყვე ჯირკვლებში.

სტანდარტული დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია შეადგენს 10-50 ნგ/მლ. ამასთავე იოდის კონცენტრაცია დედის რძეში, ნერწყვსა და კუჭის წვენში 30-ჯერ აღემატება მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მთელი იოდის 3/4 (10-20 მგ) იმყოფება ფარისებრ ჯირკვალში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა:

იოდი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, გაცილებით მცირე რაოდენობით ფილტვების საშუალებით და განავალთან ერთად.

ჩვენებები:

  • ენდემური ჩიყვის (საკვებში იოდის დეფიციტისას) განვითარების პროფილაქტიკა, მათ შორის ორსულობის პერიოდში;
  • ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
  • დიფუზური ეუთირეოიდული (ნორმალური ფუნქციით) ენდემური ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

მიღების წესი და დოზირება:

ენდემური ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:

ახალშობილები და ბავშვები – 50-100 მკგ იოდი/დღეში,

მოზარდები და მოზრდილები – 100-200 მკგ იოდი/დღეში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – 150-200 მკგ იოდი/დღეში.

ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში – 100-200 მკგ იოდი/დღეში.

ეუთირეოდული ენდემური ჩიყვის მკურნალობა ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში), მოზარდებსა და ახალგაზრდებში – 100-200 მკგ იოდი/დღეში.

სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. იოდიდის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 6-12 თვეს შეადგენს.

თუ ახალშობილებში ენდემური ჩიყვის მკურნალობის 2-4 კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.

გვერდითი მოვლენები:

იოდიდის ჩვენებების მიხედვით რეკომენდებული დოზით გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებსავარაუდოა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზით ხანგრძლივად მიღებისას (მეტი, ვიდრე 300 მკგ/დღეში) – იოდინდუცირებული ჰიპერთირეოზი (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში კვანძოვანი ჩიყვის ან ტოქსიკური ადენომის არსებობისას); ცალკეული შემთხვევებში ძალიან დიდი დოზით (მეტი, ვიდრე 1 მგ/დღეში) მკურნალობისას – ჩიყვი და ჰიპოთირეოზი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – რინიტი, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში – ცხელება, ფერიმჭამელები, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.

უკუჩვენებები:

*მანიფესტირებული ჰიპერთირეოზი;

*ფარული ჰიპერთირეოზი (ისეთი დოზით მიღებისას, რომელიც აღემატება 150 მკგ/დღეში);

*დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;

*მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით უნდა ხდებოდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული იოდიდის მიღება ჰიპოთირეოზის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს უკანასკნელი იოდის დეფიციტითაა გამოწვეული.

უნდა ვერიდოთ პრეპარატის გამოყენებას რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის არსებობაზე ეჭვის მიტანის ან მისი რეალურად არსებობის დროს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში შესაძლოა ჰიპერკალიემიის (სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა) განვითარება.

ჭარბი დოზირება:

იოდით მწვავე ინტოქსიკაციის დროს აღინიშნება რეფლექსური ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა (ზოგჯერ სისხლით), ლორწოვანი გარსების მოყავისფრო შეფერვა. შესაძლებელია განვითარდეს დეჰიდრატაცია და შოკი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება საყლაპავი მილის სტენოზი. ლეტალური გამოსავალი აღინიშნება მხოლოდ ძალიან დიდი რაოდენობით (30-250 მლ იოდის ნაყენი) იოდის მიღებისას.

ქრონიკული ჰიპერდოზირება იწვევს ფენომენს, რომელსაც ეწოდება “იოდიზმი”: პირის ღრუში ლითონის გემო, ლორწოვანი გარსების ანთება და შეშუპება (რინიტი, კონიუნქტივიტი, გასტროენტერიტი, ბრონქიტი), ფერიმჭამელების განვითარება, დერმატიტი, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, ჰემორაგიები, ტემპერატურის მომატება, გაღიზიანებადობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– იოდიდის თირეოსტატიკებთან ერთად გამოყენებისას ანტითირეოიდული ეფექტი ქვეითდება.

– პერქლორატისა და კალიუმის თიოციანატის ერთდროული  გამოყენებისას ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმის უნარი.

– თირეოტროპული ჰორმონის გამოყენება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეთვისების უნარს და ასტიმულირებს მისი ჰორმონების გამომუშავებას.

– იოდიდის დიდი დოზით მიღებამ კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთად შეიძლება ჰიპერკალიემიის განვითარება გამოიწვიოს.

– იოდიდის დიდი დოზით გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან ერთად ხელს უწყობს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

ინჰიბეისი® – INHIBACE® – ИНХИБЕИС®

საერთაშორისო დასახელება:

CILAZAPRIL

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ცილაზაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H2– ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ცილაზაპრილი …………..  2.5 მგ

1 ტაბ.

ცილაზაპრილი …………… 5.0 მგ

ჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს დამხმარე საშუალებად (კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან და/ან დიურეტიკებთან).

მიღების წესი:

ინჰიბეისი მიიღება 1–ჯერ დღეში, რამდენადაც საკვების მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შეწოვაზე, პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგც, მხოლოდ დღის ერთსა და იმავე დროს.

არტერიული ჰიპერტენზიისას:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1–1.25მგ 1–ჯერ დღეში. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად არტერული წნევის დინამიკის მიხედვით. ინჰიბეისის დოზის სტანდარტული დიაპაზონი შეადგენს – 2.5–დან 5 მგ–მდე 1–ჯერ დღეში.

თუ 5მგ 1–ჯერ დღეში დოზაზე არტერიული წნევა არასაკმარისად ქვეითდება, ჰიპოტენზიური ეფექტის გასაძლიერებლად საჭიროა ერთდროულად კალიუმის გამომყვანი დიურეტიკის მცირე დოზით დანიშვნა.

რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს ინჰიბეისი ინიშნება დოზით 500მკგ ან ნაკლები 1–ჯერ დღეში, რადგანაც ასეთ ავადმყოფებში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ვიდრე სხვა გენეზის ჰიპერტენზიისას. შემანარჩუნებელ დოზას არჩევენ ინდივიდუალურად.

ავადმყოფები არტერიული ჰიპერტენზიით , რომლებიც ღებულობენ დიურეტიკს: იმისათვის რომ დაქვეითდეს სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობა, დიურეტიკი უნდა მოიხსნას ინჰიბეისით მკურნალობის დანიშვნამდე 2–3 დღით ადრე. აუცილებლობისას მისი მიღება შეიძლება განახლდეს. რეკომენდებული საწყისი დოზა ასეთი ავადმყოფებისათვის ინიშნება 500მკგ 1–ჯერ დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობა: ინჰიბეისით მკურნალობა იწყება 500მკგ 1–ჯერ დღეში. მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. პრეპარატის ამტანობისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს უმცირეს შემანარჩუნებელ დოზამდე 1მგ დღეში. დოზის შემდგომი შერჩევა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ საზღვრებშია 1–2.5 მგ/დღეში, რაც წარმოებს მკურნალობაზე ავადმყოფის რეაქციის საფუძველზე. მაქსიმალური დოზაა 5მგ 1–ჯერ დღეში.

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცილაზაპრილატის კლირენსი ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით კოლერილებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ გულის ქრონიკული უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით  დაავადებულებში საჭიროა დოზის კორექტირება, შესაძლოა დოზის დაკლება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

დოზირების რეკომენდებული რეჟიმი:

 

კრეატინინის კლირენსი

საწყისი დოზა

მაქსიმალური დოზა

> 40მლ/წთ

1მგ 1–ჯერ/დღეში

5 მგ 1–ჯერ/დღეში

10–40 მლ/წთ

500 მკგ 1–ჯერ/დღეში

2.5 მგ 1–ჯერ/დღეში

> 10 მლ/წთ

250–500 მკგ 1–2–ჯერ/კვირასი

არტერიული წნევის დინამიკის მიხედვით

თუ გამონაკლის შემთხვევაში ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებს ესაჭიროებათ ცილაზაპრილით მკურნალობა, მაშინ პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით 250–500მკგ 1–ჯერ/დღეში საწყისი დოზით, რადგანაც შეიძლება განვითარდეს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.

ხანდაზმულებში არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ინჰიბეისის საწყისი დოზა შეადგენს 0.5–1.25 მგ/დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რაც დამოკიდებულია პრეპარატის ინდივიდუალურ ამტანობასა და ავადმყოფის რეაქციაზე, მის კლინიკურ მდგომარეობაზე.

ხანდაზმულებში გულის უკმარისობით და ერთდროულად მაღალ დოზებში დიურეტიკების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, მკაცრად დაცული უნდა იყოს საწყისი დოზა 500მკგ.

გვერდითი მოქმედება:

ცნს–ის მხრივ: შედარებით ხშირად – თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: 2%–ზე ნაკლები: – სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპონატრიემიით და ჰიპოვოლემიით, გამოწვეული დიეტით, დიარეით, მიღებული დიურეტიკებით, უმარილო დიეტით ან დიალიზით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: 2%–ზე ნაკლები – დისპეფსია, როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას, აღწერილია ანგიონევროტული შეშუპების  შემთხვევები, თუმცა იშვიათად; თუ შეშუპება ვრცელდება სახეზე, ტუჩებზე, ენაზე, ხმის აპარატზე და/ან ხორხზე ინჰიბეისის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

სხვა: 2%–ზე ნაკლები – გამონაყარი და ხველა.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად – მცირე, ხშირად შექცევადი გაზრდა სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანის (ასე ძირითად ხდება ავადმყოფებში თირკმლის არტერიის სტენოზით ან თირკმლის უკმარისობით, მაგრამ ზოგჯერ თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროსაც, განსაკუთრებით მათში ვინც ერთდროულად  დიურეტიკებს ღებულობს).

ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დაკავშირებული რენინ–ანგიოტენზინ–ალდოსტერონულ სისტემაზე, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობის დროს, თირკმლის არტერიის სტენოზის დროს და თირკმელების სხვა დაავადებებისას, ინჰიბეისით მკურნალობამ ისევე როგორც სხვა აგფ–ინჰიბიტორებით, შეიძლება გამოიწვიოს შარდოვანას აზოტის მომატება სისხლში და შრატში კრეატინინისა. თუმცა ინჰიბეისის და/ან დიურეტიკების შეწყვეტის შემდეგ ეს ცვლილებები შექცევადია, აღწერილია თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა და ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ზოგჯერ აღინიშნა ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და/ან ლეიკოციტების  დონის შემცირება, თუმცა ამ ცვლილებების კავშირი ინჰიბეისის მიღებასთან არ იქნა დადგენილი.

უმრავლეს შემთხვევაში გვერდითი რეაქციები მსუბუქი ან ზომიერია, აქვს გარდამავალი ხასიათი და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება(მათ შორის მემკვიდრეობითი, იდიოპათიური, ან სხვა აგფ–ინჰიბიტორის გამოყენებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება).

* თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი;

* ჰიპერკალიემია;

* პორფირია;

* ორსულობა;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ჰემოდიალიზი ან ჰემოფილტრაცია;

* მომატებული მგრძნობელობა ცილაზაპრილის ან სხვა აგფ–ინჰიბიტრების მიმართ.

სიფრთხილით მიიღება თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას (1გ/დღეღამეში), სისხლმიმოქცევის მწვავე უკმარისობისას, მძიმე აუტოიმუნური დაავადებებისას (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), არტერიული ჰიპოტენზია, მიტრალური სტენოზი, აორტის რკალის სტენოზი, გულის იშემიური დაავადებისას, თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტისას, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვისას, პოდაგრისას, ჰიპერურიკემიისას, საკვებში მარილის შეზღუდული გამოყენების დროს, ღვიძლის ციროზის დროს, ცირკულაციური სისხლის მოცულობის დაქვეითებისას (მათ შორის დიარეა, ღებინება), ფილტვების ობსტრუქციული დაავადების დროს;

ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში  (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი).

ორსულობა და ლაქტაცია:

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კლინიკური კვლევები ორსულობის  დროს პრეპარატის უსაფრთხოებაზე  არ ჩატარებულა. სხვა აგფ– ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა მცირეწყლიანობა, ჰიპოტენზია და/ან ანურია ახალშობილებში.

ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში აგფ–ინჰიბიტორებმა ტოქსიური გავლენა მოახდინა ნაყოფზე. შესაბამისი მონაცემების უქონლობის გამო ორსული  გაფრთხილებული უნდა იყოს შესაძლო რისკზე.

ინჰიბეისი არ უნდა დაინიშნოს ლაქტაციის დროსაც.

შენახვის პირობები:

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 250C ტემპერატურაზე.

ვადა – 3 წელი.

ინჰალიპტი – INHALYPTUM – ИНГАЛИПТ

მწარმოებელი: ALTAIVITAMIN, რუსეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი: ბალონში 30 მლ მოცულობით.

1 ფლ.

სულფანილამიდი ხსნადი …………………750 მგ

სულფატიზოლის ნატრიუმი……………….750 მგ

თიმოლი        …………………………………..15 მგ

ევკალიპტის ზეთი  ……………………………15 მგ

პიტნის ზეთი           ………………………….15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინჰალიპტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს აეროზოლის სახით, რომელიც შეიცავს ხსნად ნორსულფაზოლს და სტრეპტოციდს, თიმოლს, ევკალიპტისა და პიტნის ზეთს. ინჰალიპტს გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

ინჰალიპტი გამოიყენება ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, აფტოზური და წყლულოვანი სტომატიტები.

დოზირების რეჟიმი:

ინჰალიპტი გამოიყენება ადგილობრივად ლორწოვან გარსზე შესხურების გზით.

გამოყენების წინ ფლაკონს აშორებენ დამცავ სარქველს, რომელიც უკეთდება შეფუთვაში არსებულ გამოსასხურებელ საშუალებას, აფიქსირებენ თითის მეშვეობით და 1-2 წმ-ის განმავლობაში შეისუნთქავენ პირის ღრუში. გამოყენებისას ბალონი უნდა გვეჭიროს  აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში. პრეპარატის შესხურების წინ საჭიროა პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება. დაზიანებული პირის ღრუს ზედაპირზე: (ეროზია, წყლული) არსებული ნეკროზული ნადები რეკომენდებულია ფრთხილად მოვიცილოთ ტამპონის მეშვეობით.

შესხურება წარმოებს დღეში 3-4-ჯერ; პრეპარატს აჩერებენ პირის ღრუში 5-7 წთ-ის განმავლობაში. ყოველი მანიპულაციის შემდეგ რეკომენდებულია სარქველის გასუფთავება და სუფთა წყლიან ჭიქაში მოთავსება.

უკუჩვენებები:

*ინჰალაპტის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია სულფანილამიდებისა და ეთერზეთების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 3-350C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისა და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

ინფლუციდი – INFLUCID – ИНФЛУЦИД

მწარმოებელი: Deutsche Homöopathie-Union, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #60

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:

აქტიური ნივთიერებები: Aconitum (ტილჭირი, აკონიტუმი) trir. D3 25 მგ, Bryonia (ლეშურა) trit. D2 25 მგ, Eupatorium perfoliatum (ვარდკანაფა) trit. D3 21 მგ, Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი) ტრიტ. D3 25 მგ, Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროს-ძირა) trit. D3 25 მგ, Phosphorus (ფოსფორი) trit. D5 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

ჩვენებები:

  • მიიღება გრიპისა და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

მიღების წესები და დოზები:

სხვა მითითებათა არარსებობისას ინფლუციდი შემდეგნაირად მიიღება:

მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში – 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში – 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;

12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

სხეულის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების ან 39ºC-ზე მეტად მისი მატების, სიმპტომატიკის შენარჩუნების ან მათი გაურკვეველი ხასიათის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლინების დროს საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიაკითხოთ, რადგან შესაძლოა კონკრეტული შემთხვევა ისეთი დაავადებით იყოს გამოწვეული, როდესაც სამედიცინო დახმარების გაწევაა აუცილებელი.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის წყალში ტაბლეტების წინასწარი გახსნა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვლინდება ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან კუჭის მხრივ დარღვევები.

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

უკუჩვენება:

გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისათვის უსაფრთხოა. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ხორბალზე ალერგია აღენიშნება (რაც ცელიაკიისაგან განსხვავდება), პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

თუ თქვენთვის ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.

ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ინფლუციდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

1 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის ინფლუციდის გამოყენება მხოლოდ ექიმის წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

შენახვის პირობები და ვადები:

3 წელი

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი ნაჩვენებია შეფუთვასა და ეტიკეტზე.

ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ

ორიგინალური შეფუთვა ინახება 15-დან 25ºC ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინფეზოლი100 – INFEZOL 100 – ИНФЕЗОЛ 100

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშუალება პარენტერალური კვებისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ

1 ლ

იზოლეიცინი ……………………………….5.850 გ
ლეიცინი ……………………………………6.240 გ
ლიზინის აცეტატი
(შეესაბამება 7.100 გ ლიზინს) ……………
10.020 გ
მეთიონინი …………………………………4.680 გ
აცეტილიცისტეინი
(შეესაბამება 0.500 ცისტეინს) ……………
0.673 გ
ფენილალანინი …………………………….5.400 გ
აცეტილთიროზინი
(შეესაბამება 1.620 გ თიროზინს) …………
2.000 გ
ტრეონინი …………………………………..5.000 გ
ტრიფტოფანი ………………………………2.000 გ
ვალინი ……………………………………..5.000 გ
არგინინი ……………………………………9.660 გ
ორნიტინის ჰიდროქლორიდი
(შეესაბამება 1.900 გ ორნიტინს) …………
2.420 გ
ჰისტიდინი …………………………………3.300 გ
ალანინი …………………………………….15.500 გ
ასპარაგინის მჟავა …………………………..1.910 გ
გლუტამინის მჟავა ………………………….5.000 გ
გლიცინი ……………………………………7.550 გ
პროლინი ……………………………………7.500 გ
სერინი ……………………………………..4.300 გ
ვაშლის მჟავა ………………………………..3.000 გ
ნატრიუმის აცეტატი 3H2O …………………3.456 გ
ნატრიუმის ქლორიდი ……………………..0.625 გ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი …………………..1.324 გ
კალიუმის ქლორიდი ……………………..3.355 გ
კალციუმის ქლორიდი 2H2O ……………..0.735 გ
მაგნიუმის ქლორიდი 6H2O ……………….1.017 გ
საინექციო წყალი …………………………..921.735 გ

Na+ 40.02მმოლი

K+ 25.0მმოლი

Ca2+ 5.0მმოლი

Mg2+ 2.5მმოლი

Cl– 43.6მმოლი

აცეტატი 74.0 მმოლი

მალატი 22.4 მმოლი

ამინომჟავების საერთო რაოდენობა – 100 გ

აზოტის საერთო შემცველობა – 15.6 გ

ენერგიის შემცველობა – 1700 კჯოული/400 კვალ

pH-ის მნიშვნელობა – 5.9-6.3

თეორიული ოსმოლარობა – 1145 მოსმ

ინფეზოლი 40 – INFEZOL 40 – ИНФЕЗОЛ 40

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშუალება პარენტერალური კვებისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი ფლაკონში 500 მლ

1 ლ

იზოლეიცინი …………….2.75 გ
ლეიცინი …………………6.240 გ
ლიზინი ………………….2.00 გ
მეთიონინი ………………1.75 გ
ფენილალანინი ………….3.15 გ
ტრეონინი ……………….1.60გ
ტრიფტოფანი …………….0.50 გ
ვალინი …………………..2.25 გ
არგინინი ………………..4.55 გ
ალანინი …………………4.00 გ
ასპარაგინის მჟავა ………..2.00 გ
გლუტამინის მჟავა ……….5.000 გ
გლიცინი …………………7.00 გ
ჰისტიდინი ………………1.35 გ

Na+ 40.02მმოლი

K+ 25.0მმოლი

Mg2+ 2.5მმოლი

Cl– 43.6მმოლი

ნატირუმის დისულფიტი – 0.02 გ

საინექციო წყალი – 931.00 გ

აცეტატი   –        25.0 მმოლი

ამინომჟავების საერთო რაოდენობა – 100 გ

აზოტის საერთო შემცველობა – 6.4 გ

ენერგიის შემცველობა – 1551.0 კჯოული     pH-ის მნიშვნელობა – 5.7-7.0

თეორიული ოსმოლარობა – 801.8 მოსმ/ლ

Don`t copy text!