Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 588

ინფანრიქსი – INFANRIX – ИНФАНРИКС

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE BIOLOGICALS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაქცინა დიფტერიის, ყივანახველისა და ტეტანუსის პროფილაქტიკისთვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: მზა შპრიცში 0.5 მლ

0.5 მლ (1 დოზა)

*დიფტერიიის ანატოქსინი …………………..       25Lf

*ტეტანუსის ანატოქსინი …………………………   10Lf

*ინაქტივირებული ყივანახველას ტოქსინი…….. 25 მკგ

ფილამენტური ჰემაგლუტინინი ………………….25 მკგ

პერტაქტინი………………………………………..    8 მკგ

 

ინფაკოლი – INFACOL – ИНФАКОЛ

საერთაშორისო დასახელება:

SIMETHICONE

მწარმოებელი: FOREST LAB

მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 50 მლ.

1 მლ 1 ფლ.

სიმეთიკონი ……………………   40 მგ 2 გ

 

ვრცლად მეტსილი(დოზირება ინდივიდუალური)

ინტრონ A – INTRON A – ИНТРОН А

საერთაშორისო დასახელება:

INTERFERON ALFA-2b

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ინტერფერონი ალფა-2ბ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ინტერფერონი (ანტივირუსული საშუალება).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

რეკომბინანტური ინტერფერონი ალფა-2ბ……. 3 მლნ სე

1 ფლ.

რეკომბინანტური ინტერფეორნი ალფა-2ბ……. 5 მლნ სე

არააქტიური ინგრედიენტები:

გლიცინი, ნატრიუმის დიფოსფატი ბუფერის სახით, ადამიანის ალბუმინი სტაბილიზატორის სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინტერფერონს გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის დაბალი დოზებით გამოყენებისას Cmax აღწევს 3-12 საათში, ხოლო მაღალი დოზების შემთხვევაში 6-8 საათში. ინტერფერონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს და 6-7 საათს შესაბამისად.

შეყვანიდან 16-24 საათის შემდეგ ინტერფერონი არ აღინიშნება სისხლის შრატში. კანქვეშ და კუნთებში შეყვანისას ბიოშეღწევადობა აღემატება 100%.

ინტრავენური გამოყენებისას ინტერფერონის პიკი შრატში შეადგენს 135-273 სე/მლ ინფუზიის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი უტოლდება 2 საათს.

ჩვენებები:

ინტრონ A გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ა) სისტემური გამოყენება

1. ქრონიკული B ჰეპატიტი.

მოზარდების და ბავშვების (e~1) ღვიძლის კომპესირებული დაავადებების მკურნალობა, როდესაც შრატში აღინიშნება HBsAg 6 თვის განმავლობაში და სახეზეა HBV რეპლიკაცია (აღინიშნება დნმ – HBV და HBsAg შრატში), რომელსაც თან ახლავს ალტ-ს დონის მომატება შრატში.

ინტრონით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ღვიძლის ბიოფსიის ჩატარება, რათა დაზუსტდეს ქრონიკული ჰეპატიტის არსებობა და ღვიძლის დაზიანების ხარისხი (აქტიური ანთებითი პროცესის ნიშნები და/ან ფიბროზი).

ინტრონი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც არ აღინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ვარიკოზული გაფართოებული ვენებიდან სისხლდენა, ასციტი და დეკომპენსაციის სხვა ნიშნები ანამნეზში;
  • ბილირუბინის ნორმალური დონე;
  • ალბუმინის სტაბილური ნორმალური დონე;
  • პროთრომბინის ნორმალური დრო;
  • ლეიკოციტების რიცხვი 400 კუბ.მმ;
  • თრომბოციტების რიცხვი 100 000 კუბ.მმ-ზე მეტი მოზრდილებში და 150 000 კუბ.მმ-ზე მეტი ბავშვებში.

2. ქრონიკული C ჰეპატიტი.

ინტრონ A-თი – მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპია რიბავირინთან ნაჩვენებია დაავადების აქტიურობის შესამცირებლად ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, ღვიძლის დაავადების დეკომპენსაციის გარეშე. ინტრონი ინიშნება ქრონიკული C ჰეპატიტის დროს შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა არ აღინიშნება ღვიძლისმიერი ენცაფალოპათია, ვარიკოზული გაფართოებული ვენებიდან სისხლდენა, ასციტი და დეკომპენსაციის სხვა ნიშნები ანამნეზში;
  • ბილირუბინის დონე
  • ალბუმინის სტაბილური ნორმალური დონე;
  • პროთრომბინის ნორმალური დრო;
  • ლეიკოციტების რიცხვი 3 000 კუბ.მმ-ზე მეტი;
  • თრომბოციტების რიცხვი 70 000 კუბ.მმ;
  • კრეატინინის ნორმალური დონე.

3. ქრონიკული D ჰეპატიტი.

4. ხორხის პაპილომატოზი, მოზრდილებისა და ბავშვების მკურნალობა.

5. ლეიკოზი.

6. ქრონიკული მიელოლეიკოზი ინტრონ A-თი მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია ციტარაბინთან ნაჩვენებია ქრონიკული მიელოლეიკოზიან ავადმყოფებში.

7. თრომბოციტოზი, დაკავშირებული ქრონიკულ მიელოლეიკოზთან.

8. მრავლობითი მიელომა, შემანარჩუნებელი თერაპია ობიექტური რემისიის დროს.

9. არახოჯკინის ლიმფომა. ფოლიკულარული ლიმფომის მკურნალობა (III და IV სტადია) ადექვატურ ქიმიოთერაპიასთან ერთად.

10. კაპოშის სარკომა, დაკავშირებული შიდსის სინდრომთან.

11. თირკმლის კიბო.

12. საკვერცხეების კიბო.

13. მეტასტაზური კარცინოიდული სიმსივნე (კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნე).

14. ავთვისებიანი მელანომა.

ბ) შარდის ბუშტში შეყვანა

15. ზედაპირულად განლაგებული შარდის ბუშტის კიბო.

გ) შეყვანა დაზიანებულ ნაწილებში

16. კონდილომატოზი.

17. ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა.

18. კანის “ტ” უჯრედოვანი ლიმფომა.

19. სხივური კერატოზი.

დოზირების რეჟიმი:

1. ქრონიკული B ჰეპატიტი: მოზარდებში 5 მლნ. სე ყოველდღიურად ან 10 მლნ. სე 3-ჯერ კვირაში დღეგამოშვებით. 4-6 თვის განმავლობაში (16-24 კვირა). ბავშვებში ინტრონი გამოიყენება კანქვეშ საწყისი დოზით  დოზით 3 მლნ. სე/კვ.მ სამჯერ კვირაში (დღეგამოშვებით) პირველი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დოზა იზრდება 6 მლნ. სე/კვ.მ-მდე (მაქსიმუმ 10 მლნ. სე/კვ.მ-მდე) სამჯერ კვირაში დღეგამოშვებით. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 თვეს (16-24 კვირა).

დოზის მოდიფიცირებული რეკომენდაცია ლეიკოციტების, გრანულოციტების ან თრომბოციტების რიცხვის შემცირების დროს:

ინტრონ A

ლეიკოციტების რაო-ბა

გრანულოციტების რაო-ბა

თრომბოციტების რაო-ბა

დოზის შემცირება 50%

3

3

3

მკურნალობის შეწყვეტა

3

3

3

2. ქრონიკული C ჰეპატიტი: ქრონიკული C ჰეპატიტის დროს ინტრონ A ინიშნება დოზით 3 მლნ. სე. დღეგამოშვებით.

ავადმყოფებში დაავადების რეციდიული მიმდინარეობით ინტრონი ინიშნება კომბინირებულად რიბავირინთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს.

ავადმყოფებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ინტერფერონ ალფა-2ბ-თი, მკურნალობის ეფექტურობა იზრდება ინტრონ A-ს და რიბავირინის კომბინირებისას. კომბინირებული თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს.

3. ქრონიკული D ჰეპატიტი: ინტრონი ინიშნება კანქვეშ საწყისი დოზით 5 მლნ. სე/კვ.მ სამჯერ კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 თვეს.

4. ხორხის პაპილომატოზი: ინტრონის რეკომენდებული დოზა – 3 მლნ. სე/კვ.მ კანქვეშ 3-ჯერ კვირაში. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

5. ლეიკოზი. ინტრონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 მლნ. სე/კვ.მ სამჯერ კვირაში (დღეგამოშვებით).

6. ქრონიკული მიელოლეიკოზი:

მონოთერაპია: ინტრონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 4-5 მლნ,. სე/კვ.მ ყოველდღიურად კანქვეშ.

კომბინირებული თერაპიის დროს ციტარაბინთან ერთად ინტრონი ინიშნება დოზით 5 მლნ. სე/კვ.მ ყოველდღიურად კანქვეშ, ხოლო 2 კვირის შემდეგ ამატებენ ციტარაბინს დოზით 20 მგ/კვ.მ ყოველდღიურად კანქვეშ 10 დღის განმავლობაში.

7. თრომბოციტოზი, ასოცირებული ქრონიკულ მიელოლეიკოზთან: რეკომენდებული დოზა ისეთივეა, როგორც ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს.

8. მრავლობითი მიელომა: შენარჩუნებული თერაპია – ინტრონი დოზით 3-5 მლნ. სე/კვ.მ კანქვეშ სამჯერ კვირაში.

9. არახოჯკინური ლიმფომა: ინტრონ A ინიშნება კანქვეშ დოზით 5 მლნ. სე/კვ.მ სამჯერ კვირაში (დღეგამოშვებით). ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.

10. კაპოშის სარკომა: ოპტიმალური დოზა არ არის დადგენილი. ინტრონი ეფექტურია დოზით 30 მლ. სე/კვ.მ კანქვეშ 3-5-ჯერ კვაირაში.

11. თირკმელების სიმსივნე:

მონოთერაპია: პრეპარატის ოპტიმალური დოზა შეადგენს 3-30 მლნ. სე/კვ.მ. ან 5-ჯერ კვირაში, ზოგ შემთხვევაში, ყოველდღიურადაც.

12. საკვერცხის კიბო: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მლნ. სე ინტრაპერიტონეალურად მონოთერაპიის დროს.

13. მეტასტაზური კარცინოიდული სიმსივნეები (კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნეები); რეკომენდებულია ინტრონის გამოყენება დოზით 3-4 მლნ. სე/კვ.მ. კანქვეშ ყოველდღიურად, ან დღეგამოშვებით.

14. ავთვისებიანი მელანომა: ინტრონის გამოყენება რეკომენდებულია ინტრავენურად, დოზით 20 მლნ სე/კვ.მ. ხუთჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში, შემდგომში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელება დოზით 10 მლნ. სე/კვ.მ კანქვეშ სამჯერ კვირაში (დღე გამოშვებით) 48 დღის განმავლობაში.

15. შარდის ბუშტის ზედაპირული კიბო: ინტრონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 30-50 მლნ. სე ყოველ კვირას. პრეპარატი შეყავთ შარდის ბუშტში 8-12 კვირის განმავლობაში.

16. მახვილკუთხოვანი კონდილომატოზი: პრეპარატი შეჰყავთ კონდილომის ცენტრში ინტრონის 1.0 მლნგ.სე სამჯერ კვირაში (დღეგამოშვებით) სამი კვირის განმავლობაში.

17. ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა: პრეპარატი შეჰყავთ სიმსივნეში დოზით 1.5 მლნ. სე სამჯერ კვირაში (დღეგამოშვებით) 3 კვირის განმავლობაში.

18. კანის “ტ” – უჯრედოვანი ლიმფომა (სოკოსებური მიკოზი): პრეპარატი გამოიყენება დოზით 1-2 მლნ. სე.

19. სხივისებური კერატოზი; ინტრონის შეყვანა შესაძლებელია კანის დაზიანებულ უბანში. დოზა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება შემდეგი არასასურველი მოვლენები სისტემური გამოყენებისას: ციებცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი და მიალგია, ანორექსია, გულისრევა.

უფრო იშვიათად აღინიშნება: პირღებინება, დიარეა, ართრალგია, ასთენია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ალოპეცია, სოკოს მაგვარი სიმპტომები (არასპეციფიკური), ტკივილი ზურგში, დეპრესია, სუიციდალური მოვლენები, ოფლიანობა, გემოვნების შეცვლა, გაღიზიანება, უძილობა, კონცენტრაციის დარღვევა და ჰიპოტონია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ნერვიულობა, რეაქციები ინექციის ადგილას, პარესთეზიები, ჩვეულებრივი ჰერპესი, ქავილი, თვალების ტკივილი, ფსიქოზი, მათ შორის ჰალუცინაციები, აგრესიული მოქმედება, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ფარინგიტი, ინფილტრატი ფილტვებში, პნევმონიტი, პნევმონია, სახის შეშუპება, ქოშინი, დისპეფსია, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, მადის მომატება, ლიბიდოს შემცირება, ჰიპერესთეზია, სისხლდენა ღრძილებიდან, პოლინეიროპათია, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თირკმელების უკმარისობა, ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი. იშვიათად აღინიშნება ჰეპატოტოქსიკურობა ლეტალური გამოსავალით.

ძალიან იშვიათად აღინიშნება: ნეფროზული სინდრომის შემთხვევები, თირკმელების უკმარისობა ან შაქრიანი დიაბეტის განვითარება, ჰიპერგლიკემია, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის იშემია და მიოკარდიუმის ინფარქტი.

არასასურველი მოვლენები ადგილობრივი გამოყენების დროს:

გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მსუბუქი და შექცევადია. წვა, ქავილი, ტკივილი, სისხლდენა, ყველა ეს გვერდითი მოვლენა დაკავშირებული სამკურნალო მანიპულაციებთან და არა ინტრონის ინექციით.

ზოგ შემთხვევაში ინტრონის შეყვანისას აღინიშნება თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის შემცირება.

არასასასურველი მოვლენები ბავშვებში: იგივეა, რაც მოზრდილებში, უფრო ხშირად აღინიშნება გულისრევა და ტკივილი მუცელში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ალფა-2ბ რეკომბინანტური ინტერფერონის ან სხვა პრეპარატის კომპონენტების მიმართ:

*გულსისხლძარღვთა მძიმე დაავადებები ანამნეზში, მაგალითად არაკონტროლირებადი შეგუბებითი გულის უკმარისობა, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის გამოხატული დარღვევები;

*ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები, მათ შორის გამოწვეული დეპრესიით, სუიციდალური მოვლენები;

*ქრონიკული ჰეპატიტი დეკომპენსირებული ღვიძლის ციროზით;

*ქრონიკული ჰეპატიტი ავადმყოფებში, რომელბსაც ჩაუტარდათ იმუნოსუპრესული პრეპარატით მკურნალობის კურსი;

*აუტოიმუნური ჰეპატიტი ან სხვა აუტოიმუნური დაავადება, და აგრეთვე, იმუნოსუპრესული პრეპარატების მიღება ტრანსპლანტაციის შემდეგ;

*ფარისებური ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან თერაპიულ კონტროლს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების მოსალოდნელ რისკს.

*პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

– იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლის დროსაც საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

– ინტრონის და ქიმიოთერაპიული საშუალებების კომბინირებისას იზრდება მძიმე და მყარი ტოქსიკური ეფექტების რისკი. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰეპატოტოქსიკური მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური დასასრული. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ინტრონის მკურნალობის ფონზე საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა.

– ინტერფერონით მკურნალობა ზრდის ტრანსპლანტატის შეუთავსებლობის რისკს ინტრონით მკურნალობის დროს საჭიროა ადექვატური ჰიდრატაციბს ჩატარება. იშვიათ შემთხვევაში შიდსის ვირუსიან ან კაპოშის სარკომიან ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონს შეიძლება განუვითარდეთ შეუქცევადი კარდიომიოპათია.

– იშვიათ შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტერფერონს, შეიძლება განვითარდეს ინფილტრატი ფილტვებში, პნევმონიტი და პნევმონია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ლეტალური დასასრული. მათი ეთიოლოგია არ არის დადგენილი.

– სიცხის, ხველების, ქოშინის და სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის დროს აუცილებელია გულმკერდის რენტგენოგრაფიის ჩატარება.

– ინტრონის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ფსიქიურად დაავადებული პირებისათვის, განსაკუთრებით დეპრესიის და მძიმე ფსიქიური დაავადებების არსებობისას ანამნეზში.

– როდესაც ინტრონის მკურნალობის დროს აღინიშნება მძიმე დარღვევები ცნს-ის მხრიდან, პრეპარატით მკურნალობა საჭიროა შეწყდეს;

– იშვიათად ინტერფერონით მკურნალობისას აღინიშნება სისხლჩაქცევები ბადურაში, კეროვანი ჩივილები თვალის ფსკერზე და ბადურის ვენის ან არტერიის ობსტრუქცია. ამ შემთხვევაში საჭიროა ოკულისტის კონსულტაცია.

– ინტრონის მკურნალობისას შესაძლებელია ფსორიაზის გამწვავება, ამიტომ ის ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის მიღებით გამოწვეული მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება შესაძლო რისკს.

– ინტრონი არ ინიშნება კაპოშის სარკომის და შიდსის ვირუსით დროს, როდესაც აღინიშნება დაავადების სწრაფად პროგრესირებადი ვისცერალური ნიშნები.

გამოყენება ბავშვებში: ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში შესწავლილია ქრონიკული B ჰეპატიტის დროს  პრეპარატის უსაფრთხო გამოყენება დოზით 10 მლნ. სე/კვ.მ-მდე.

რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედება: ინტერფერონმა შეიძლება გააუარესოს რეპროდუქციული ფუნქცია.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის რეგისტრირებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სიფრთხილე გამოიყენება სანარკოზე, საძილე და სედატიურ საშუალებებთან კომბინაციაში.

ინტრონის და ზიდოვუდინის კომბინირებისას შეიძლება განვითარდეს სინერგიზმი და ზეგავლენა ლეიკოციტების რიცხვზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 2-80C ტემპერატურაზე., ბავშვებისათის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

ინტრანოლი – INTRANOL – ИНТРАНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ITRACONAZOLE

მწარმოებელი: OLAINFARMA

მოქმედი ნივთიერება: იტრაკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1კაფს.

იტრაკონაზოლი …………     100 მგ

 

ვრცლად იტასპორი

ინტეტრიქსი – INTETRIX – ИНТЕТРИКС

საერთაშორისო დასახელება:

TILIQUINOL ; TILBROQUINOL

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSRN INTERNATIONAL

მოქმედი ნივთიერება: ტილიქინოლი+ტილბროქინოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ტილიქინოლი …………..   50 მგ

ტილბროქინოლი ………  200 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნაწლავური ანტისეპტიკი მოქმედების ფართო სპექტრით. ახასიათებს ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოული მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Vibrio cholerae; Entamoeba histolitica, Candida-ს ტიპის სოკოების მიმართ. განსხვავებით ჰიდროქსი – 8 – ქინოლინის სხვა წარმოებულებისაგან არ შეიცავს იოდის და ქლორის იონს, არ არღვევს ნაწლავის საპროფიტული ფლორის წონასწორობას.

ჩვენებები:

 

  • ინფექციური გენეზის მწვავე დიარეა (თუ არ არის ეჭვი ჭიებით ინვაზიაზე);
  • ქრონიკული ნაწლავური ამებიაზი (კომბინაციაში სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც მოქმედებს  ქსოვილოვანი ფორმის ამებაზე), ამებამტარებლობა (ამების სანათურის ფორმები);
  • დიარეის პროფილაქტიკა ენდემურ რაიონებში ყოფნისას და მოგზაურობისას.

 

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით: მძიმედ მიმდინარე მწვავე ნაწლავური ინფექციებისას – დღეღამური დოზა 6–8 კაფსულა; მიღების ჯერადობა – 3–4 –ჯერ დღეში.

დაავადების საშუალო სიმძიმით მომდინარეობისას – დღეღამური დოზა შეადგენს 4–6 კაფსულას. მკურნალობის კურსი –3–5 დღ.

ქრონიკული ამებიაზისას – 4 კაფსულა დღეში 10 დღის მანძილზე; ერთი–ორი თვის შემდეგ კურსი მეორდება.

სოკოთი გამოწვეული დიარეის დროს, ასევე ფართო სპაქტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას მიკოზის პროფილაქტიკისთვის – 3 კაფსულა დღეში.

ეპიდემიურ რეგიონებში მოხვედრისას ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით – 2 კაფსულა დღეში ენდემურ ზონაში ყოფნის მანძილზე. მიიღება ჭამის წინ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

ბავშვებში დანიშვნისას კაფსულა შეიძლება გაიხსნას და შეერიოს 1 ჩაის კოვზ საჭმელს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

გვერდითი ეფექტები:

გულისრევა, გასტრალგია.

განსაკუთრებული მითითება:

არ არის რეკომენდებული 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით დანიშვნა.

არ ინიშნება ერთდროულად ჰიდროქსიქინოლინის სხვა წარმოებულებთან.

ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერი – INTEST BAQTERIOPHAGE – ИНТЕСТИ-БАКТЕРИОФАГ ЖИДКИЙ

მწარმოებელი: სს “ბიოქიმფარმი”, საქართველო, თბილისი

პრეპარატის ფორმა: სხვადასხვა ინტენსივობის, ყვითელი ფერის, გამჭვირვალე სითხე. 20მლ სამედიცინო შუშის ფლაკონში #4.

პრეპარატის შემადგენლობა: პრეპარატი წარმოადგენს Shigella: Flexneri:  სეროჯგუფი1-6, სეროჯგუფი  Sonnei;  Salmonella paratyphi A,B; Typhimurium, Choleraesuis, Oranienburg, Enteritidis; E.Coli ბაქტერიების ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბაქტერიოფაგები წარმოადგენენ ბაქტერიების სპეციფიკურ ვირუსებს, რომლებიც იწვევენ ბაქტერიული ინფექციების გამოწვევი ჰომოლოგიური მიკრობების ლიზისს (Shigella: Flexneri:  სეროჯგუფი1-6, სეროჯგუფი  Sonnei;  Salmonella paratyphi A,B; Typhimurium, Choleraesuis, Oranienburg, Enteritidis; E.Coli – სეროჯგუფები: 0111, 055, 026, 125, 01199, 0128, 018, 044, 025, 020, ) Proteus (vulgaris, mirabilis);  Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus).

პრეპარატის მიღების ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება დიზენტერიის, სალმონელოზის, დისპეფსიის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ.

ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა:

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად კვირაში 3–4–ჯერ;

ბავშვებში 3 წლამდე 5–6მლ დღეში ერთჯერ;

ბავშვები 3 წლის ზემოთ და მოზრდილები 5–10მლ დღეში ერთჯერ.

ნაწლავური ინფექციების მკურნალობა:

ინტესტი ბაქტერიოფაგის ეფექტურობის ერთერთი წინაპირობაა მისი გამოყენება დაავადების საწყის ეტაპზე. პრეპარატს სამკურნალოდ ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 30–60 წუთით ადრე დაავადების პირველი დღიდან 5–7 დღის განმავლობაში შემდეგი დოზებით: ბავშვები 3 წლამდე 5–6 მლ ერთ მიღებაზე.

ბაშვები 3 წლის ზემოთ და მოზრდილები 5–10მლ ერთ მიღებაზე 3–4–ჯერ დღეში. თუ მოცემულ ვადაში სრული განკურნება არ მოხდა შესაძლებელია ფაგის მიღების გაგრძელება 2–3 დღის განმავლობაში.

რეკომენდირებულია ზემოთ აღნიშნულთან ერთად დღეში ერთჯერ ბაქტერიოფაგის მიღება ოყნით რაოდენობით 10მლ ბავშვებისათვის და 20 მლ მოზრდილებისათვის.

ინტესტი ბაქტერიოფაგი არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას.

წინააღმდეგ ჩვენებები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ რომელიმე ინგრედიენტზე.

უკუჩვენებები:

არ აქვს.

გვერდითი მოქმედება:

არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

არატოქსიურია.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია:

წინაღმდეგ ჩვენება არ აქვს.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ჯგუფის პრეპარატთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 6–4 0C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება:

შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება:

პრეპარატის გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ

ინტალი ინჰალატორი – INTAL INHALER – ИНТАЛ ИНГАЛЯТОР

საერთაშორისო დასახელება:

CROMOGLICIC ACID

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული აეროზოლი: ბალონში 200 დოზა.

1 დოზა

ნატრიუმის კრომოგლიკატი ……………..   1 მგ

დოზირებული აეროზოლი: ბალონში 112 დოზა

1 დოზა

ნატრიუმის კრომოგლიკატი……………..    5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

წარმოადგენს ანტიალერგიულ საშუალებას, რომელიც აბლოკირებს პოხიერ უჯრედებში კალციუმის იონების შესვლას, ხელს უშლის მათ დეგრანულაციას, ალერგიის მედიატორების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას. ახდენს ბრონქული ასთმის შეტევების და სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების პრევენციას.

ჩვენებები:

  • ინტალის ინჰალატორი გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. ფიზიკური დატვირთვის ასთმის ჩათვლით. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ განვითარებული შეუქცევადი ცვლილებები ფილტვებში.

მიღების წესი და დოზირება:

რამდენადაც საწყის ეტაპზე ინტალით მკურნალობას გააჩნია პრევენციული ხასიათი, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდეს ინსტრუქტაჟი პრეპარატის რეგულარული გამოყენების აუცილებლობის შესახებ, იმ პრეპარატების სიტუაციური მიღებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება.

მოზრდილები და ბავშვები:

ინჰალატორის 2 ინჰალაცია 4-ჯერ დღეში ბრონქული ასთმის რუტინული პროფილაქტიკისათვის. დოზირება შესაძლებელია გაიზარდოს: 2 ინჰალაცია – 6-დან 8-მდე დღეში, ბრონქული ასთმის მძიმედ მიმდინარეობისას, ასევე გამოხატული ანტიგენური ზემოქმედების პერიოდში. პრეპარატის დამატებითი დოზები შესაძლებელია ასევე დაინიშნოს მოსალოდნელი ფიზიკური დატვირთვის წინ, ფიზიკური დატვირთვის ასთმის პროფილაქტიკისათვის.

ხანდაზმული პაციენტებისათვის:

რეკომენდებულია იგივე დოზირება, როგორც მოზრდილებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია:

თანმხლები თერაპია ბრონქოდილატატორებით:

ბრონქოდილატატორებით თანმხლები მკურნალობისას საჭიროა მათი მიღება ინტალის ინჰალაციის წინ.

თანმხლები თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით:

იმ პაციენტებს, რომლებიც იტარებენ მკურნალობას გლუკოკორტიკოსტეროიდებით, ინტალის მიღებისას, შესაძლებელია შეუმცირდეთ გლუკოკორტიკოიდის დოზა ან მთლიანად მოეხსნათ ისინი. გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება; გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მისაღები სიჩქარეა – 10% კვირაში. თუ შესაძლებელი გახდა გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება, არ უნდა მოხდეს ინტალის მიღების შეწყვეტა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზირების ახალი რეჟიმის შემუშავებამდე.

ინჰალატორის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისათვის აუცილებელია:

– ინსტრუქციის დაცვა;

– ინჰალატორის სისუფთავის დაცვა;

– მისი გარეცხვა კვირაში 2-ჯერ.

დროდადრო შეამოწმეთ ინჰალატორის გამოყენების სისწორე სარკის წინ. თუ თქვენ ხედავთ აეროზოლის ნისლს, რომელიც გამოდის პირიდან ან ბალონის გვერდებიდან, ყველაზე მეტად შესაძლებელია, რომ თქვენ დააჭირეთ ბალონს ამოსუნთქვამდე. შეეცადეთ, მიაღწიოთ იმას, რომ აეროზოლი შესუნთქვასთან ერთად მთლიანად მოხვდეს სასუნთქ გზებში.

სასარგებლო რჩევები მშობლებს:

ბავშვებს შესაძლებელია დასჭირდეთ დახმარება ინტალის ინჰალატორის სწორად გამოყენებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთნ მათ, დააჭიროთ ბალონს მაშინ, როდესაც ბავშვი ასრულებს შესუნთქვას.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ყელის მიდამოში, ხველა და გარდამავალი ბრონქოსპაზმი. ძალზე იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს გამოხატული ბრონქოსპაზმი, გარეგანი სუნთქვითი ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესებით. ასეთ შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობა წყდება და აღარ განახლდება. ძალიან იშვიათია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები:

სპეციფიკური უკუჩვენებები არ არის აღწერილი.

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*ბავშვთა ასაკი 5 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინტალის დანიშვნისას ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

რამდენადაც ინტალით მკურნალობას გააჩნია პროფილაქტიკური ხასიათი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობის გაგრძელებას იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე გამოუვლინდათ მდგომარეობის გაუმჯობესება.

თუ მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია, იგი წარმოებს თანდათანობით ერთი კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებლია განახლდეს ბრონქული ასთმის სიმპტომები.

სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის და თირკმელების დაავადებების პერიოდში. პრეპარატი იძლევა საშუალებას, რათა მკურნალობის პერიოდში შემცირდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზები.

მკურნალობის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ბრომჰექსინის და ამბროქსოლის მიღება.

ჭარბი დოზირება:

არ საჭიროებს რაიმე ღონისძიებას, პაციენტზე ჩვეულებრივი სამედიცინო დაკვირვების გარდა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე. ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. იგი დაცული უნდა იქნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან. არ შეიძლება მისი გახვრეტა ან ცეცხლში ჩაგდება, თუნდაც ცარიელი იყოს.

ინჰალატორის მოვლის ინსტრუქცია:

წამლის ფხვნილის ნაწილაკების ნადების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ძალზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ინჰალატორის პლასტიკური კორპუსის სისუფთავე. იგი უნდა გაირეცხოს სულ ცოტა 2-ჯერ კვირაში, თუმცა შესაძლებელია ყოველდღიურად.

გამოიღეთ ლითონის ბალონი ინჰალატორის პლასტიკური კორპუსიდან და მოხსენით დამცავი ჩაჩი; გულდასმით გარეცხეთ ინჰალატორის კორპუსი და დამცავი ჩაჩი გამდინარე თბილი წყლის ჭავლის ქვეშ. გადმოფერთხეთ წყლის ნარჩენები და დატოვეთ გასაშრობად თბილ ადგილას; ერიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას; მოათავსეთ ლითონის ბალონი ინჰალატორის პლასტიკურ კორპუსში და დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი ჩაჩი.

ლითონის ბალონი არ მოათავსოთ წყალში და არ მოაცილოთ პლასტიკური თავი.

 

 

ინსულინი – INSULINUM – ИНСУЛИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ინსულატარდი ჰმ – INSULATARD HM – ИНСУЛАТАРД HM

საერთაშორისო დასახელება:

INSULIN ISOPHANE

მწარმოებელი: NOVO NORDISK

მოქმედი ნივთიერება: ინსულინი იზოფანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ინსულინი იზოფანი ……..  40 სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ინსულინის პრეპარატი საშუალო ხანგრძლიობის მოქმედებით. ამცირებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, ამაღლებს ქსოვილების მიერ მისი ათვისების უნარს, აძლიერებს ლიპოგენეზს და გლიკოგენეზს, ცილის სინთეზს, აქვეითებს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციას. ურთიერთქმედებს უჯრედის შიგა მემბრანის სპეციფიკურ რეცეპტორებთან და წარმოქმნის ინსულინორეცეპტორულ კომპლექსს. ცამფ–ის სინთეზის აქტივაციით (ცხიმოვან უჯრედებში და ღვიძლის უჯრედებში) ან უშუალოდ უჯრედში შეღწევით (კუნთებში).

ინსულინორეცეპტორული კომპლექსი ასტიმულირებს შიგაუჯრედულ პროცესებს, მათ შორის რიგი ძირითადი ფერმენტების (ჰექსოკინაზა, პირუვატკინაზა, გლიკოგენსინთეტაზა და სხვა);

სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირება განპირობებულია მისი შიგაუჯრედული ტრანსპორტის მომატებით, ქსოვილების მიერ მისი შეწოვის და ათვისების გაძლიერებით, ლიპოგენეზის, გლიკოგენოგენეზის, ცილის სინთეზის სტიმულაციით, ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის სიჩქარის დაქვეითებით (გლიკოგენის დაშლის დაქვეითება) და სხვა.

კანქვეშა ინექციის შემდეგ მოქმედება დგება 1–1.5 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი – 4–12 სთ–მდე შუალედში, მოქმედების ხანგრძლივობა – 11–12 სთ, რაც დამოკიდებულია ინსულისნის შენმადგენლობაზე და დოზაზე და ინდივიდუალობაზე.

ჩვენებები:

 

  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
  • პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობა, ნაწილობრივი რეზისტენტობა (ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში);
  • ინტერკურენტული დაავადებები;
  • ოპერაციული ჩარევა (მონო – ან კომბინირებული თერაპია);
  • ორსულობის ფონზე შაქრიანი დიაბეტი (დიეტოთერაპიის უეფექტობისას).

 

მიღების წესი და დოზირება:

საუზმემდე დღეში 30–45 წუთით ადრე 1–2–ჯერ დღეღამეში (ინექციის ადგილს ყოველ ჯერზე ცვლინ). განსაკუთრებულ შემთხვევაში ექიმი ნიშნავს პრეპარატს კუნთში.

ვენაში საშუალო ხანგრძლიობის ინსულინის შეყვანა აკრძალულია!

დოზას არჩევენ ინდივიდუალურად და დამოკიდებულია სისხლში და შარდში გლუკოზის შემცველობაზე, განსაკუთრებით დაავადების მიმდინარეობისას.

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 8–24 ME 1–ჯერ დღეში. ინსულინის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას ბავშვებში და მოზრდილებში საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს 8 ME/დღეში დოზა, დაბალი მგრძნობელობის პაციენტებში – დოზა აჭარბებს 24 ME/დღეში. თუ დილის დოზა აჭრბებს 0.6 ME/კგ–ზე, კეთდება 2 ინექციის სახით სხვადასხვა ადგილზე.

ავადმყოფები, რომლებიც ღბულობენ დღეღამეში 100 ME და მეტს, ინსულინის შეცვლისას რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადაყვანისას საჭიროა გლუკოზის კონტროლი სისხლში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოგლიკემია.

გვერდითი მოქმედება:

– ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება – ცხელება, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება);

– ჰიპოგლიკემია (კანის საფარველის სიფერმკრთალე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის ცემის გაძლიერება, კანკალი, შიმშილის გრძნობა, აღგზნებულობა, განგაში, პირის ღრუს პარესთეზია, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა, შიში, დეპრესიული განწყობა, გაღიზიანებულობა, უჩვეულო ქცევები, არათავდაჯერებულობა მოძრაობაში. დარღვევა მეტყველების და სმენის) , ჰიპოგლიკემიური კომა;

– ჰიპერგლიკემია და დიაბეტური აციდოზი (დაბალი დოზის დროს, ინექციის გამოტოვებისას, დიეტის დაუცველობისას, ცხელებისა და ინფექციის დროს): ძილიანობა, წყურვილი, მადის დაქვეითება, სახის ჰიპერემია; ცნობიერების დარღვევა (პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობის განვითარებამდე); მხედველობის გარდამავალი დარღვევა (განსაკუთრებით თერაპიის დასწყისში);

ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციები ადამიანის ინსულინთან; ანტიინსულარული ანტისხეულების ტიტრის მომატება გლიკემიის შემდგომი ზრდით; ჰიპერემია, ქავილი და ლიპოდისტროფია (ატროფია ან ჰიპერტროფია კანქვეშა ცხიმოვანი შრის) შეყვანის ადგილას. მკურნალობის დასწყისში – შეშუპება და რეფრაქციის დარღვევა (ატარებს დროებით ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპოგლიკემია (სისუსტე, „ცივი“ ოფლი, კანის საფარველის სიფერმკრთალე, გაძლიერებული გულისცემა, კანკალი, ნევროზულობა, შიმშილის შეგრძნება, ხელის მტევნების, ფეხების, ტუჩების, ენის პარესთეზია, თავის ტკივილი), ჰიპოგლიკემიური კომა, კრუნჩხვა.

მკურნალობა: მსუბუქ ჰიპოგლიკემიას ავადმყოფი თვითონ უმკლავდება, დამოუკიდებლად, შაქრის ან ადვილად შეწოვადი საკვები პროდუქტის მიღებთ.

უფრო რთულ შემთხვევაში კანქვეშ, კუნთში, ან ვენაში შეჰყავთ გლუკაგონი ან ვენაში დექსტროზას ჰიპერტონული ხსნარი.

ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებისას ვენაში ნაკადად შეჰყავთ 20–40 მლ (100მლ–მდე) 40% დექსტროზას ხსნარი მანამ , სანამ ავადმყოფი არ გამოვა კომატოზური მდგომარეობიდან.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ ფლაკონის მინაზე გაჩნდა უცხო სხეული, აღინიშნა შემღვრევა ან ნალექი სუბსტანციაში, მაშინ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. შეყვანილი ინსულინის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის ტემპერატურას.

ინსულინის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს: ინფექციური დაავადებისას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ადისონის დაავდებისას, ჰიპოპიტუიტარიზმის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს 65 წელზე მეტი ასაკის პირებში.

ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება იყოს: ინსულინის დოზის გადაჭარბება, პრეპარატის შეცვლა, კვების გამოტოვება, ღებინება, დიარეა, ფიზიკური დატვირთვა; დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ ინსულინზე მოთხოვნილებას (შორს წასული თირკმელების და ღვიძლის დაავადებები, ასევე თირკმელზედას, ფარისებრის, ჰიპოფიზის ჰიპოფუნქცია), ინექციის ადგილის შეცვლა (მაგალითად, მუცლის კანი, მხარი, თეძო), ასევე ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება შესაძლებელია ავადმყოფის გადაყვანისას ცხოველური ინსულინიდან ადამიანის ინსულინზე, რისი აუცილებლობაც ყოველთვის კლინიკურად უნდა იყოს დადასტურებული და მოხდეს მხოლოდ ექიმის კონტროლით.

ორსულობის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იქნას ინსულინზე მოთხოვნილების

დაქვეითება (I ტრიმესტრი) ან მომატება (II-III ტრიმესტრი).

მშობიარობის დროს და უშუალოდ მის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება   მკვეთრად შემცირდეს. ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ყოველდღიური დაკვირვება რამდენიმე თვის განმავლობაში (ინსულინზე მოთხოვნილების სტაბილიზაციამდე).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან. ჰიპოგლიკემიური მოქმედება ძლიერდება სულფონამიდებით (მათ შორის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, სულფანილამიდები), მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მათ შორის ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი), კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის სალიცილატები), ანაბოლური სტეროიდები (მათ შორის, სტანოზოლოლი, ოკსანდრონოლი, მეტანდროსტენოლოლი), ანდროგენები, ბრომოკრიპტინი, ტეტრაციკლინები, კლოფიბრატი, კეტოკონაზოლი, მებენდაზოლი, თეოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ფენფლურამინი, Li+ პრეპარატები, პირიდოქსინი, ქინიდინი, ქინინი, ქლოროქინინი, ეთანოლი.

ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას ასუსტებს გლუკაგონი,სომატროპინი, გლუკოკორტიკოსტეროიდი, პერორალური კონტრაცეპტივები, ესტროგენი, თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, თირეოიდული ჰორმონები, ჰეპარინი, სულფინპირაზონი, სიმპატომიმეტიკები, დანაზოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, კლონიდინი, კალციუმის ანტაგონისტები, დიაზოქსიდი, მორფინი, მარიხუანა, ნიკოტინი, ფენიტოინი, ეპინეფრინი, H1–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები.

ბეტა ადრენობლოკატორებს, რეზერპინს, ოქტრეოტიდს, პენტამიდინს შეუძლიათ როგორც  შეამცირონ ისე გააძლიერონ ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

ინსუვიტი – InsuVit – ИнсуВит

წამლის ფორმა:

კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, შეიცავს ფხვნილს, რომელიც არის თეთრი და ღია ყავსფერი ნაწილაკების ნარევი.

შემადგენლობა:

კაფსულა შეიცავს

აქტიურ ნივთიერებებს:

ვიტამინი В12 (ციანოკობალამინი) 1,2 მკგ

ვიტამინი Н (ბიოტინი) 15 მკგ

ვიტამინი РР (ნიაციანამიდი) 7 მგ

ბენფოტიამინი 0,5 მგ

თუთია (თუთია ციტრატ ტრიჰიდრატის ფორმით) 2 მგ

ქრომი (ქრომ პიკოლინატის ფორმით) 6 მკგ

სელენი (ნატრიუმ სელენიტის ფორმით) 5 მკგ

ყავისფერი ხის ქერქის მშრალი ექსტრაქტი (Cinnamomum zeylanicum) 50 მგ

მომორდიკის მშრალი ექსტრაქტი (Momordica charantia) 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ცისფერი დაპანტენტებული V, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ჟელატინი.

პრეპარატის კოდი АТХ А11ЕХ-ის მიხედვით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

В ჯგუფის ვიტამინები სხვა პრეპარატებთან კომპლექსში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ინსუვიტი წარმოადგენს В ჯგუფის ვიტამინებს მინერალებთან და მცენარეულ ექსტრაქტებთან. განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობის, მეტაბოლური სინდრომის, გაცხიმოვნების და ასევე სხეულის მასის დაკლების პროგრამების დროს გამოსაყენებლად. ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას, ქსოვილების ინსულინისადმი რეზისტულობის შემცირებას, სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას. ამცირებს სხეულის მასას გაცხიმოვნებისას. ამცირებს დიაბეტური ნეიროპათიის გამოვლინებას, აუმჯობესებს სისხლძარღვებისა და კაპილარების მდგომარეობას.

ვიტამინი В12 მონაწილეობს ნუკლეტოიდების სინთეზში, არის ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნისა და ეპითელიალური ქსოვილების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორი. მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების გარსის შემდგენელი მიელინის შექმნაში. ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ამცირებს დიაბეტური ნევროპათიის გამოვლინებას.

ვიტამინი Н თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. აძლიერებს რა გლუკოკინაზის სინთეზს, ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, აძლიერებს გლუკონეოგენეზს. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზებას. მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლაში და ცხიმის უტილიზაციაში.

ვიტამინი РР ხელს უშლის ინსულინის გამომამუშავებელი კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების დაშლას დახელს უშლის 1 ტიპის დიაბეტის განვითარებას. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას.

ბენფოტამინი ახდენს ნახშირწყლების ცვლის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას, იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპერგლიკემიის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მონაწილეობს ნივთირებათა ცვლაში, ნერვულ-რეფლექტორულ რეგულაციაში, მოქმედებს ქოლინერგიულ სინაპსებში ნერვული აღგზნების გატარებაზე. ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში ნახშირწყლებისა და ენერგეტიკულ ცვლაში.

ქრომი მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას ყველა მეტაბოლურ პროცესში.

თუთია შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს ყველა ტიპის ცვლაში. აძლიერებს ინსულინის მოქმედებას. თუთია მონაწილეობს უჯრედების დაყოფასა და დიფერენცირებაში, ასტიმულირებს კანის რეგენერაცისა და თმის ზრდის პროცესებს, ასევე აქვს იმუნომოდულატორულ მოქმედებას. მონაწილეობს ფოტოქიმიურ რეაქციებში მხედველობის პროცესებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაში.

სელენი ზრდის ინსულინის გამომუშავებას, აუმჯობესებს ქსოვილების მიერ გლუკოზის ათვისებას. ამცირებას უჯრედების ენერგეტიკულ შიმშილს.

ყავისფერი ხის ქერქის მშრალი ექსტაქტი ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას გლუკოზისადმი, ამცირებს პლაზმაში გლუკოზის დონეს ჰიპერგლიკემიის დროს. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედების უნარი. ახდენს სხეულის მასის ნორმალიზებას გაცხიმოვნების დროს.

მომორდიკის ნაყოფის მშრალი ექსტაქტი თანდათან ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში შემდგომი მისი რეგულაციით. ამცირებს სხეულის მასას გაცხიმოვნების დროს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს ჰიპერქოლესტერინემიის დროს. ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას ჰიპერტონიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი ინსუვიტის მოქმედება განისაზღვრება მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით. კინეტიკური დაკვირვება შეუძლებელია, რადგან კომპონენტები კომბინაციაში ვერ დაიმზირება მარკერის მეშვეობით ან ბიოკვლევებით. ამავე მიზეზით შეუძლებელია პრეპარატის მეტაბოლიტების აღმოჩენა.

გამოყენების ჩვენება:

– ტიპი 1 და  ტიპი 2 დიაბეტისა და მათი გართულების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა;

– მეტაბოლური სინდრომი (კომპლექსური თერაპიის დროს);

– გაცხიმოვნება (კომპლექსური თერაპიის დროს);

– სხეულის მასის შემცირების პროგრამებში.

მიღების წესი და დოზები:

პრეპარატი  ინსუვიტი განკუთვნილია შინაგანად მისაღებად.

12 წელზე უფროს ბავშვებს უნიშნავენ 1 კაფსულას დღეში;

ზრდასრულებს – 1-2 კაფსულა დღეში.

ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დოზის გაზრდა შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს.

უკუჩვენებები:

– პრეპარატის კომპონენტებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;

– ორსულობა;

– ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

ალერგიული რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ ინსუვიტის მიღება. შესაძლებელია პრეპარატის მიღება ნაკლები დოზებით.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე

არ არის  გაფრთხილება პრეპარატის გამოყენებაზე მძღოლებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობენ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

პრეპარატ ინსუვიტის გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.

გამოყენება პედიატრიაში

დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში დოზირებას ახდენს ექიმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პენიცილამინი, იზონიაზიდი ამცირებს ბენფოთიამინის ეფექტურობას, ზრდის მის გამოყოფას.

ჭარბი დოზირება

ამ დრომდე პრეპარატის ჭარბ დოზირებაზე შეტყობინება არ ყოფილა.

გამოშვების ფორმა

მყარი ჟელატინის კაფსულები.

100 კაფსულა მოთავსებულია აპკითა და ხრახნიანი სახურავით მოხუფულ ფლაკონში.

ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°С.

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

წარმოების თარიღიდან 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდექ არ მიიღოთ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!