Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 601

ზადორინი – ZADORIN – ЗАДОРИН

საერთაშორისო დასახელება:

DOXYCYCLINE

მწარმოებელი: MEPHA-PHARMA, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: დოქსიციკლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში  8 და 120 ც

1 კაფს.

დოქსიციკლინის ჰიკლატი………… 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოქსიციკლინი – ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. მას ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება.

ზადორინი ეფექტურია იმ ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიერ – სტაფილოკოკები (ზომიერად მგრძნობიარე), სტრეპტოკოკები (ზოგიერთი შტამების გამოკლებით), პნევმოკოკები, გონოკოკები, ნაწლავის ჩხირი, ყივანახველას ჩხირი, ენტერობაქტერიები, კლებსიელა, სალმონელა, შიგელა, რიკეტსიები, მიკოპლაზმები, სპიროქეტები, ქლამიდიები, აქტინომიცეტები, პლაზმოდიები.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას აქტიური ნივთიერება სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების მიღება არ მოქმედებს აბსორბციის ხარისხზე. დოქსიციკლინის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება ერთჯერადი დოზის (2 კაფსულა) მიღებიდან 3 საათის შემდეგ. სისხლში სტაბილური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 3 დღის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 საათი თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში.

1 კაფსულის მიღების შემთხვევაში ნახევარგამყოფის პერიოდი შეადგენს 15 საათს. ელიმინაცია წარმოებს ნაღველით, შარდით, განავალით. კლასიკურ ტეტრაციკლინებთან შედარებით არ ხდება დიოქსიციკლინის დაგროვება თირკმელების უკმარისობის დროს.

ჩვენებები:

  • სუნთქვის სისტემის ორგანოების, ყურის, ყელის, ცხვირის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, რბილი ქსოვილების და თვალის ინფექციური დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში წონით 50-80 კგ და ბავშებში წონით 50 კგ-ზე ზევით პირველ დღეს ინიშნება 200 მგ (2 კაფსულა) ერთჯერადად ან გაყოფილ 2 მიღებაზე. შემდეგ დღეებში 1 კაფსულა ერთხელ დღეში.

თუ წონა აღემატება 80 კგ-ს – 2 კაფსულა ერთხელ დღეში მთელი კურსის განმავლობაში. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ალერგიული რეაქციები, მაკოლუპაპულოზური და ერითემატოზური გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*ორსულობის II და III ტრიმესტრი;

*ლაქტაცია;

* 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი ორსულობის პერიოდში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

*დოქსიციკლინი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

დოქსიციკლინის გამოყენებამ კბილების ჩამოყალიბების პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს მათი ფერის შეუქცევადი ცვლილება, ემალის განვითარების დარღვევა, კარიესი.

დოქსიციკლინის გამოყენებისას აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის შემთხვევები და ფოტოდერმატოზის განვითარება, ამიტომ ეს პირები მკურნალობისას უნდა ერიდონ მზის სხივების ზემოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-დოქსიციკლინის ანტიბაქტერიულ მოქმედებას ასუსტებს პრეპარატები, რომლებიც შეიცავს 2- და 3-ვალენტიან ლითონებს (ტეტრაციკლინები გარდაიქმნებიან არააქტიურ ქელატებში).

-არ არის რეკომენდებული ტეტრაციკლინების ერთდროული მიღება ანტაციდურ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს ალუმინს, მაგნიუმის, კალციუმს და პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს რკინის მარილებს.

-ბარბიტურატები და სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ფერმენტების ინდუქციას, ამცირებენ დოქსიციკლინის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

-დოქსიციკლინი ამცირებს კუმარინების გავლენას სისხლის შედედებაზე და ამიტომ ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა მისი დოზის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ზადაქსინი – ZADAXIN – ЗАДАКСИН

საერთაშორისო დასახელება:

THYMOSIN ALPHA

მწარმოებელი: SCICLONE PHARMACEUTICALS, იტალია

მოქმედი ნივთიერება: თიმოზინ ალფა 1

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზებული ფხვნილი საინექცო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 2 ც. გამხსნელთან კომპლექსში.

1 ფლ.

თიმოზინ ალფა 1 …………………..    1.6 მგ

აქტიური ინგრედიენტები:

ადამიანის თიმოზინ ალფა 1-ის იდენტური, ქიმიურად სინთეზირებული სტერილური, ლიოფილიზებული თიმოზინ ალფა 1, რომელიც წარმოადგენს აცეტილირებულ პოლიპეპტიდს. მისი მოლეკულური წონა შეადგენს 3 108 დალტონს და შეიცავს 1.6 მგ თიმოზინ ალფა 1-ს, 50 მგ მანიტოლს, ნატრიუმის ფოსფატს, როგორც ბუფერს PH-6.8 მაჩვენებლის მისაღწევად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზიდაქსინის მოქმედების მექანიზმი არ არის საბოლოოდ დადგენილი. ვარაუდობენ, რომ მისი იმუნომამოდულირებელი ეფექტი უკავშირდება T-უჯრედების ფუნქციის გაძლიერებას, მათ დიფერენციაციას და მომწიფებას. კერძოდ, მისი მოქმედებით იზრდება CDD4+, CD8+ და CD3+  უჯრედების რაოდენობა. თიმოზინ ალფა 1 ასევე ზრდის IFN-y, IL-2, IL-3 პროდუქციას მიტოგენების ან ანტიგენების გააქტიურების შედეგად, ზრდის NK უჯრედების აქტივობას, ისევე როგორც მიგრაციის მაინჰიბირებელი ფაქტორის პროდუქციას და ანტისხეულების პასუხს T უჯრედებზე დამოკიდებულ ანტიგენებზე.

ზადაქსინი In vitro თრგუნავს დექსამეტაზონით გამოწვეულ თიმოციტების აპოფტოზს, ხოლო in vivo მისი შეყვანა ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული იმუნოსუპრესიის შემთხვევაში იცავს ძვლის ტვინს ციტოტოქსიკური დაზიანებისაგან, ხელს უშლის სიმსივნური პროცესის პროგრესირებას, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარებას, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და გადარჩენილთა რიცხვს, ვარაუდობენ, რომ თიმოზინ ალფა 1-ის ეფექტი პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების თიმოციტებად დიფერენცირების შედეგია, ან თიმოციტების აქტიურ T უჯრედებად გარდაქმნა უდევს საფუძვლად.

ფარმაკოკინეტიკა:

შესწავლილი იქნა ზრდასრულ მოხალისეებზე მისი ერთჯერადი კანქვეშა დოზის – 0.8-6.4 მგ-მდე და მრავალჯერადი დოზის – 1.6-16 მგ-მდე შეყვანისას 5-7 დღის განმავლობაში. თიმოზინ ალფა 1 სწრაფად შეიწოვება, რის შედეგადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება პრეპარატის ინექციიდან 2 საათში. დოზის პროპორციულად იზრდებოდა სისხლის შრატში პრეპარატის Cmax-ის დონე და AUC. რომელიც უბრუნდება საწყის დონეს ინექციიდან 24 საათის შემდეგ. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2 საათს. იგი არ კუმულირდება მრავალჯერადი კანქვეშა ინექციის შემდეგ. შარდით პრეპარატის ექსკრეცია მერყეობს შეყვანილი დოზების 31%-დან 60%მდე (ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანა).

ჩვენებები:

ქრონიკული B ჰეპატიტი:

ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ ზადაქსინი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან ინტერფერონთან კომბინაციაში.

3 რანდომიზირებულ კლინიკურ კვლევაში 223 პაციენტის მონაწილეობის დროს ზადაქსინი კეთდებოდა კვირაში 2-ჯერ 6 თვის განმავლბაში. 12 თვის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან თერაპიული ეფექტი კვლავ აღინიშნებოდა. ზადაქსინით მკურნალობის დროს ადგილი ჰქონდა ალტ-ს მაჩვენებლების გარდამავალ მომატებას, რის გამოც მკურნალობას არ წყვეტდნენ, თუ ღვიძლის უკმარისობის ნიშნები არ იყო გამოვლენილი.

ქრონიკული C ჰეპატიტი:

თიმოზინ ალფა 1 ქრონიკული C ჰეპატიტი-ს სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონთან კომბინაციაში. 2 რანდომიზებული და 1 პაციენტთა ისტორიების კონტროლირებადი კლინიკური კვლევისას პრეპარატი კეთდებოდა კვირაში ორჯერ, 6-12 თვის განმავლობაში. მონაცემთა შესწავლა ხდებოდა მკურნალობის დასრულების დროს და 6 თვის შემდეგ. მკურნალობის დასრულებიდან 6-12 თვეში ალტ-ს ალანინამინოტრანსფერაზა მაჩვენებლების დონე იმ პაციენტთა 22.4%-ში, რომელთაც უტარდებოდათ კომბინირებული მკურნალობა, დაუბრუნდა ნორმალურ მაჩვენებლებს, განსხვავებით პაციენტებისაგან (9,3%) რომელთაც მხოლოდ ინტერფერონით ჩაუტარდათ მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება კანქვეშა ინექციის სახით. შეყვანამდე იგი იხსნება 1 მლ საინექციო წყალში. პაციენტებს აქვს შესაძლებლობა თვითონ გაიკეთოს ინექცია.

ქრონიკული B ჰეპატიტის დროს რეკომენდებულია 1.6 მგ კვირაში ორჯერ 6-12 თვის განმავლობაში. 40 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში დოზა მცირდება 40 მკგ/კგ-მდე.

ქრონიკული C ჰეპატიტის დროს რეკომენდებულია 1.6 მგ კვირაში ორჯერ, 12 თვის განმავლობაში, 40 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში დოზა მცირდება 40 მკგ/კგ-მდე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს კარგი ამტანობა ახასიათებს. კლინიკური კვლევებით (რომლებშიც მონაწილეობდა 2000 პაციენტი) არ იქნა გამოვლენილი გამოხატული გვერდითი ეფექტები. ზოგჯერ ადგილი ჰქონდა სუსტად გამოხატულ მოვლენებს ინექციის ადგილზე, როგორიცა: ერითემა, კუნთის გადამავალი ატროფია, პოლიართრალგია, ზემო კიდურის შეშუპებასთან და გამონაყართან კომბინაციაში.

უკუჩვენებები:

*წინააღმდეგნაჩვენებია თიმოზინ ალფა 1-ის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

*იგი აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციას, რის გამოც უკუნაჩვენებია მიზანდასახული იმუნური სისტემის დათრგუნვის შემთხვევებში (ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ორსულობა და ლაქტაცია:

ექსპერიმენტით არ იქნა დადგენილი ორსულობის დროს მისი არასასურველი მოქმედება. არ არის ცნობილი მისი მოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციასა და ნაყოფის განვითარებაზე. მიუხედავად ამისა, ორსულებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდულია მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.

არ არის ცნობილი გადადის თუ არა იგი დედის რძეში, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო მისი დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის შესწავლილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი მისი დანიშვნა ამ დროს.

ხანგრძლივი კვლევა კანცეროგენობის შესასწავლად არ არის ჩატარებული. იგი არ ხასიათდება მუტაგენური თვისებებით.

პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მკურნალობის შესაძლო ეფექტის და რისკის შესახებ, გამოყენებული შპრიცებისათვის პაციენტს სპეციალური კონტეინერი უნდა მიეცეს. პრეპარატი პაციენტმა უნდა შეინახოს მაცივარში 2-80C ტემპერატურის პირობებში. ის გამოიყენება გამხსნელთან შერევისთანავე.

ჭარბი დოზირება:

არ არის მონაცემები ადამიანებში პრეპრარტის ჭარბი დოზირების შესახებ.

ცხოველებში ერთჯერადი დოზა 20 მგ/კგ-ზე და მრავალჯერადი დოზა 6 მგ/კგ-ზე 13 კვირის განმავლობაში გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ადამიანებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 16 მგ-ს 4 კვირის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მისი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება სრულად შესწავლილი არ არის. პრეპარატი არ ინიშნება სხვა იმუნომოდულატორებთან. არ შეიძლება მისი შერევა სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

ვფენდი – VFEND – ВФЕНД

საერთაშორისო დასახელება:

VORICONAZOLE

მწარმოებელი: PFIZER, გერმანია, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ვორიკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ანტიმიკოზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 20 და 30 ც.

1 ტაბ.

ვორიკონაზოლი ……………  50 მგ

1 აბ.

ვორიკონაზოლი…………….  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი.

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ვორიკომაზოლი ……………….          200 მგ

დამხმარე ნივთიერება: სულფობუტილ ბეტა-ციკლოდექსტრინ ნატრიუმის ეთერი – 3200 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვფენდი წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის ანტიფუნგინალურ საშუალებას. იგი აინჰიბირებს სოკოს ციტოქრომს P-450, რომელიც საჭიროა 14 ალფა-ლანოსტეროლ დემეთილირებისათვის რაც მნიშვნელოვან ელემენტეს წარმოადგენს სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზში. შესაბამისად იზრდება 14 ალფა-მეთილსტეროლის რაოდენობა და სოკოს უჯრედის მემბრანაში მცირდება ერგოსტეროლის რაოდენობა. ვფენდი გაცილებით სპეციფიკურად აინჰიბირებს სოკოს ციტოქრომ P-450 ენზიმს, ვიდრე ნებისმიერი სახის ძუძუმწოვრებში.

იგი აქტიურია Aspergillus furnigatus, Scedosporium apiospermum, Fusarium spp. სოკოების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

ვფენდის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია. მაღალი ინდივიდუალური ვარიაბელურობით. ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატის პერორალურად, ინტრავენურად შეყვანისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 24 სთ-ის ფარგლებში. პერორალური მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 96%. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1-2 საათში. მრავალჯერადი დოზირების შემდეგ და ცხიმების მაღალი შემცველობით საკვების მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია მცირდება 34-დან 24%-მდე. განაწილების მოცულობა შეადგენს 4.6 ლ/კგ, რაც დისტრიბუციის მაღალ დონეზე მიანიშნებს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უტოლდება 58%-ს და იგი არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა არ ახდენს გავლენას ამ მაჩვენებელზე.

In vitro კვლევებით დადგინდა, რომ იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P-450 ფერმენტის, CYP2C19,CYP2C9 და CYP3AA მეშვეობით.

In vivo კვლევებით დადასტურდა, რომ CYP2C19 მონაწილეობს პრეპარატის მეტაბოლიზმში. აღნიშნული ფერმენტი ამჟღავნებს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. მაგ., აზიური პოპულაციის 15-20%-ში პრეპარატის მეტაბოლიზმი სუსტად ხორციელდება, ხოლო ევროპული რასის შავი რასის ადამიანებში  ასეთი ტიპის მეტაბოლიზმი მხოლოდ 3-5%-ს შეადგენს.

მთავარ მეტაბოლტს წარმოადგენს N-ოქსიდი, რომელიც შეადგენს ცირკულაციაში მყოფ ნიშანდებული მეტაბოლიტების 72%-ს. ვინაიდან აღნიშნულ მეტაბოლიტს არ გააჩნია ანტიფუნგინალური აქტივობა, იგი არ ღებულობს მონაწილეობას პრეპარატის საერთო თერაპიულ ეფექტურობაში.

ვფენდი განიცდის მეტაბოლიზმს ძირითადად ღვიძლში და მისი რაოდენობის მხოლოდ 2% შარდში უცვლელად გამოიყოფა. პერორალური ან პარენტერული შეყვანის შემდეგ პრეპარატის 80-83% გამოიყოფა შარდში, 94-96% საათის განმავლობაში.

10 კლინიკურ კვლევაში დადგენილ იქნა საშუალო თერაპიული კონცენრატრაცია სისხლში – 2.51-3.70 მკგ/მლ.

ფარმაკოკინეტიკა სპეციფიკურ ჯგუფებში:

დოზირების შეცვლა ავადმყოფის სქესის და ასაკის შესაბამისად არ არის საჭირო, მხოლოდ ციროზის შემთხვევაში საჭიროა დოზის განახევრება. არ არის საჭირო დოზის შეცვლა იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი თირკმელების უკმარისობით პრეპარატს ღებულობს პერორალურად. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ინტრავენური შეყვანა პაციენტებში თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობით ხარისხით (კრეატანინის კლირენსი

დასაშვებია პრეპარატის გამოყენება ავადმყოფებში, რომელთაც ჰემოდიალიზი აქვთ დანიშნული.

ჩვენებები:

  • მძიმე ფორმის სისტემური სოკოვანი დაავადება;
  • ინვაზიური ასპერგილოზი;
  • სოკოვანი ინფექციური დაავადება გამოწვეული Aspergillus furnigatus, Scedosporium apiospermum, Fusarium solani. -ს მიერ.

მიღების წესი და დოზირება:

ავადმყოფებში 40 კგ-მდე წონით ინიშნება 100 მგ ყოველ 12 საათში, ხოლო

40 კგ წონის ზევით – 200 მგ ყოველ 12 საათში.

კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს შესაბამისად 150 და 300 მგ-მდე ყოველ 12 საათში.

პერორალურად პრეპარატი მიიღება ჭამამდე 1 საათის ან 1 სთ-ის შემდეგ საკვების მიღებიდან.

ინტრავენური ინფუზიის ხსნარის დასამზადებლად პრეპრატის 30 მლ-იანი ფლაკონი უნდა განზავდეს 20 მლ საინექციო წყლით ვფენდის კონცენტრაციამდე 10 მგ/მლ. ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. მას შემდეგ ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 1-2 საათის განმავლობაში.

განზავებული პრეპარატის შენახვა დაუშვებელია და მხოლოდ მომხმარებლის პასუხისმგებლობით უნდა ინახებოდეს მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში 2-8C პირობებში. იგი შემდგომში კიდევ უნდა განზავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარით. რინგერ-ლაქტატის ხსნარით, 5% დექსტროზას (გლუკოზის) ხსნარით ინფუზიის ხსნარის დასამზადებლად კონცენტრაციამდე 5 ან ნაკლები მგ/მლ-ში.

დაუშვებელია პრეპარატის ნატრიუმის ბიკარბონატთან შერევა, ან ერთი და იგივე სისტემის სხვა პრეპარატის შეყვანა, პარენტერული კვების ჩათვლით.

ინფუზიის სიჩქარე – 3 მგ/კგ/სთ-ში 1-2 საათის განმავლობაში.

დაუშვებელია პრეპარატის ბოლუსის სახით შეყვანა.

რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

დატვირთვის დოზა – 6 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, შემდგომში 4 მგ/კგ ყოველ 12 საათში.

დოზირების შეცვლა ავადმყოფის სქესის და ასაკის შესაბამისად არ არის საჭირო. მხოლოდ ციროზის შემთხვევაში საჭიროა დოზის განახევრება. არ არის საჭირო დოზის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შეპყრობილი თირკმელების უკმარისობით პრეპარატს ღებულობს პერორალურად.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა პაციენტებში თირკმელების უკმარისობის საშუალო ან მძიმე ხარისხით (კრეატინინის კლირენსი

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად ვლინდება მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ცხელება, გამონაყარი კანზე, პირღებინება, დიარეა თავის ტკივილი, სეფსისი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მუცლის არეში, რესპირატორული დაავადება;

პრეპარატის მიღების შეწყვეტის ძირითადი მიზეზი იყო ღვიძლის ენზიმების მომატებული დონე, გამონაყარი კანზე და მხედველობის დარღვევა.

ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აუცილებელია პერიოდული ლაბორატორიული კონტროლი ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის მიზნით.

შესაძლებელია დერმატოლოგიური რეაქციების განვითარება (მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომის).

ვფენდის მკურნალობის დროს აგრეთვე აღნიშნული იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვდნენ შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას, რაც შეადგენს ყველა გვერდით მოვლენების შემთხვევების 1%-ს. მათ შორის:

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ფოტოფობია, სისხლჩაქცევები თვალში.

საერთო ხასიათის: ცხელება, შემცივნება, ტკივილი მუცლის და გულმკერდის არეში.

კარდიოვასკულური სისტემის მხრივ ტაქიკარდია, ჰიპეტენზია, ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია.

გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: პირღებინება, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების ლაბორატორიული ანალიზების მხრივ გადახრა, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე, პირის სიმშრალე.

სისხლის სურათის მხრივ: თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.

მეტაბოლური დაღრვევები: ტუტოვანი ფოსფატაზას, ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის გაზრდა, ჰიპოკალიემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპომაგნიემია, ბილირუბინემია.

ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინაციები, თავბრუ.

კანის მხრივ: გამონაყარი, პრურიტუსი, მაკულოპაპულური გამონაყარი.

უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღევა, თირკმელების მწვავე უკმარისობა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. *ალერგია გალაქტოზაზე.

*არ გამიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

*შესაბამისად შემდეგი პრეპარატები ამცირებენ ვფენდის კონცენტრაციას პლაზმაში მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში: რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რომელიც ფერმენტის ინდუქტორებს წარმოადგენენ და მათი კომბინირება ვფენდთან დაუშვებელია.

*ვფენდი, როგორც ფერმენტის ინჰიბიტორი, თავის მხრივ ზრდის სხვა პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში: ტაკროლიმუსი, რიფაბუტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ქინაქინი. მათი კომბინირება დაუშვებელია, ვინაიდან შეიძლება ამან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი QT ინტერვალის მკვეთრი გახანგრძლივების გამო. დაუშვებელია აგრეთვე ჭვავის რქის ალკალოიდებთან კომბინირება, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს ერგოტიზმის სიმპტომატიკა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ მკურნალობა გრძელდება 28 დღეზე მეტ ხანს საჭიროა მხედველობის სიმახვილის კონტროლი.

ღვიძლის ფუნქცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ მკურნალობის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს, რათა დროულად იქნას გამოვლენილი სერიოზული რეაქციები ღვიძლის მხრივ – ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე გარდამავალი უკმარისობა ლეტალური გამოსავლით. აუცილებელია ბილირუბინის ლაბორატორიული მონიტორინგი.

დაუშვებელია მანქანის მართვა მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მხედველობის ფუნქციის დარღვევას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილია 3 შემთხვევა, როდესაც ბავშვს შეუყვანეს ინტრავენურად დოზა, რომელიც 5-ჯერ აღემატებოდა თერაპიულს. დაფიქსირდა ფოტოფობიის მხოლოდ ერთი 10 წუთიანი ეპიზოდი.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვფენდი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების, CTP2C19,CYP2C9 და CYP3AA მეშვეობით.

შესაბამისად შემდეგი პრეპარატები ამცირებენ მის კონცენტრაციას პლაზმაში ერთდროული გამოყენების შემთხვევაში: რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რომელიც ფერმენტის ინდუქტორებს წარმოადგენენ და მათი კომბინირება ვფენდთან დაუშვებელია.

სხვა პრეპარატები გაცილებით ნაკლებად მოქმედებენ ვფენდის კონცენტრაციაზე და არ არის საჭირო მათი დოზირების შეცვლა.

ვფენდი, როგორც ფერმენტის ინჰიბიტორი, თავის მხრივ ზრდის სხვა პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით, ვიდრე აზოლის ჯგუფის სხვა ორი წარმომადგენელი (კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი). შემდეგი პრეპარატების კონცენტრაცია იზრდება მასთან კომბინაციისას: ტაკროლიმუსი, რიფაბუტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ქინაქინი. მათი კომბინირება დაუშვებელია, ვინაიდან  ამან შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, ინტერვალის მკვეთრი გახანგრძლივების გამო. დაუშვებელია აგრეთვე ჭვავის რქის ალკალოიდებთან მისი კომბინირება ერგოტიზმის სიმპტომატიკის შესაძლო განვითარების გამო. ცისკლოსპორინთან, ატაკროლიმუსთან, ვარფარინთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, სტატინებთან, ბენზოდიაზეპინებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, ფენიტოინთან, ომეპრაზოლთან, სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან და ვინკას ალკალოიდებთან კომბინირება იწვევს მათი კონცენტრაციის გაზრდას და ითხოვს ამ პრეპარატების პლაზმაში კონცენტრაციის მკაცრ მონიტორინგს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

 

 

ვურდონი – VURDON – ВУРДОН

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS, საბერძნეთი

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………   25 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 100 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი ………………         50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სახამებელი, პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, Eudragit L.

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი ………………         100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სუკროზა, ცეტოსტეარილის ალკოჰოლი, პოლივიდონი, აეროზილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: Opadry Y-1-7000, iron oxide(red) E172

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვურდონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგოდ არასტეროიდული მოქმედება ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით.

ჩვენებები:

 

  • ქრონიკული ანთებითი ართროპათია (რევმატიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი);
  • პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათია, პოდაგრისა და ფსევდოპოდაგრის მწვავე შეტევა;
  • მტკივნეული ექსტრა-არტიკულარული მუკულოსკელეტური სინდრომები (პერიართრიტი, ტენდინიტი, ტრავმული დაზიანება) პირველადი დისმენორეა.

 

მიღების წესი და დოზირება:

ინდივიდუალურია, მაქსიმალური რეკომენდებული ერთჯერადი დოზა 100 მგ, მაქსიმალური დღეღამური დოზაა 150 მგ, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე. ხანგრძლივ მკურნალობის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება 75-100 მგ დღეში.

პირველადი დისმენორეის დროს დღიური დოზა ინდივიდუალურია – 50-150 მგ

ჩვეულებრივი საწყისი დოზა 50-100 მგ, რამდენიმე ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმამდე დღეში – 150 მგ-ის ოდენობით. მკურნალობა იწყება დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას და გრძელდება სიმპტომების გაქრობის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში. ვურდონის მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

გასტროინტესტინური სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ა.შ.), იშვიათად აღინიშნება: გასტროინტესტინური ჰემორაგია, კუჭის წყლული და მისი პერფორაცია, ჰემორაგიული კოლიტი.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია), გაღიზიანება.

კანის მხრივ: კანზე გამონაყარი, იშვიათად ურტიკარია, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიური რეაქციები.

თირკმელების მხრივ: თირკმელების უკმარისობა, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზია ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.

სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია.

სხვა სისტემების მხრივ: შეშუპება (ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზია), უფრო იშვიათად აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზი, ტაქიკარდია, ჰიპერჰიდროზი.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;

*კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ასთმის, ურტიკარიის ან მწვავე რინიტის დროს, რომელიც გამწვავებულია აცეტილსალიცილის მჟავით ან არასტეოდული ანთების საწინააღმდეო სხვა საშუალების გამოყენებით;

*თუ გამოყენებულია სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

*თუ აღინიშნება სისხლის რომელიმე დაავადება ან ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

-ხანდაზმულებში, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზა უნდა შემცირდეს.

-პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის წყლულის გამწვავება ან გასტროინტესტინური ჰემორაგია მკურნალობის დროს, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

-პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ვურდონით, აუცილებლად საჭიროა მათთვის პერიოდულად ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება.

-ვურდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

-ვურდონის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამიტომ საჭიროა ტრანსპორტის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია სწრაფი სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ვურდონისა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების (ვარფარინის), სულფინალშარდოვანას, სულფანილამიდების, ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერდროული მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.

-ვურდონის ლითიუმთან, დიგოქსინთან ან მეტოტრექსატთან კომბინირებისას, იზრდება ლითიუმის, დიგოქსინის ან მეტოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში.

-ვურდონის და დიურეზული საშუალებების კომბინირებისას მცირდება დიურეზულების ეფექტი;

-როდესაც გამოყენებულია ვურდონი ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში აუცილებელია ლაბორატორიული მონიტორინგი, რადგანაც ვურდონის მაღალმა დოზებმა (200 მგ) შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

 

 

ვოლუვენი – VOLUVEN – ВОЛУВЕН

მწარმოებელი: გერმანია.

შემადგენლობა:

ვოლუვენის 1000მლ შეიცავს:

პოლი (O -2-ჰიდროქსილეთილ) სახამებელი …………………..     60,0გ

(0,4 საშუალო მოლეკულური მასის ჩანაცვლების ხარისხით 130000)

ნატრიუმის ქლორიდი …………………………………………………….     9,0 გ

წყალი ინექციისათვის: …………………………………………………..  1000მლ–მდე

 

ელექტროლიტები:

Na+ 154 მმოლ/ლ

Cl– 154 მმოლ/ლ

თეორიული ოსმოლარობა                308 მოსმ/ლ

ტიტრირებადი მჟავიანობა               1 მმოლ NaOH/ლ–ზე ნაკლები

рH            4,0-5,5

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პლაზმის შემცვლელი საშუალება

აღწერა:

გამჭვირვალი ან ოდნავ ოპალესციური, უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვოლუვენი წარმოადგენს ჰიდროქსიეთილის სახამებლის ხსნარს, რომელიც მიიღება ოდოშის სიმინდის ამილოპექტინისაგან და ფასდება მოლეკულური წონისა და ჩანაცვლების ხარისხის მიხედვით. ვოლუვენის საშუალო მოლეკულური წონა შეადგენს 130000 და–ს, ხოლო ჩანაცვლების ხარისხი – 0,4, რაც ნიშნავს, რომ ამილოპექტინის 10 გლუკოზურ ნარჩენზე მოდის 4 ჰიდროქსიეთილის ჯგუფი. ჰიდროქსიეთილსახამებელი სტრუქტურულად ენათესავება გლიკოგენს, რაც ხსნის მის მაღალტოლერანტულობას და ანაფილაქსიური რეაქციების დაბალ რისკს.

ვოლუვენი გამოირჩვა ხსნარის მაღალი სტაბილურობით და არ იძლევა ფოლუკულაციას მერყევ ტემპერატურულ პირობებში.

ვოლუვენი წარმოადგენს პლაზმის შემცვლელ იზოონკოტურ ხსნარს, რისი წყალობითაც მისი შეყვანისას აღნიშნება სისხლძარღვთაშიდა სითხის მოცულობის მომატება ვოლუვენის შეყვანილი მოცულობის პროპორციულად.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰიდროქსიეთილსახამებლის ფარმაკოკინეტიკას გააჩნია რთული ხასიათი და დამოკიდებულია ჰიდროქსიეთილსახამებლის მოლეკულურ წონაზე, ნივთიერების მოლარული ჩანაცვლების ხარისხისა და ჰიდროქსილური ჯგუფებით C2/C6 მოლარული ჩანაცვლების ხასიათზე. 60000 – 70000 და–ზე ნაკლები მასის (თირკმლის ფილტრაციის ზღურბლი) მოლეკულა ჰიდროქსიეთილსახამებლების ვენაში შეყვანის შემდეგ სწრაფად გამოიყოფა შარდით, ხოლო უფრო დიდი მოლეკულები იშლებიან სისხლძარღვების α – ამილაზად, რის შემდეგაც ასევე გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. რაც უფრო ნაკლებია ჰიდროქსიეთილსახამებლის ჩანაცვლების ხარისხი, იმდენად უფრო სწრაფად ხდება პრეპარატის ჰიდროლიზი α – ამილაზად, ორგანიზმიდან მისი გამოყოფა და უფრო ნაკლებად ხდება მისი დაგროვება ქსოვილებსა (კერძოდ, იმუნური სისტემის უჯრედებში) და სისხლის პლაზმაში. C2/C6 ჩანაცვლების ხასიათი გავლენას ახდენს პრეპარატის ვოლემიურ ეფექტზე. აღნიშნული მაჩვენებელი ვოლუვენისათვის შეადგენს 9:1. ე.ი ჰიდროქსილური ჯგუფები C2–ში განლაგებულია სტაბილურ მდგომარეობაში 9– ჯერ უფრო მეტად, ვიდრე C6–ში.

In vivo ვოლუვენის საშუალო მოლეკულური წონა ინფუზიიდან პირველ წუთებში შეადგენს სისხლის პლაზმაში 70 000 – 80 000 და–ს და რჩება თირკმლისმიერი ფილტრაციის ზღვარს ზემოთ მკურნალობის მთელ პერიოდში.

ვოლუვენის სტაბილურფი ეფექტი შეადგენს 100%–ს სისხლძარღვის კალაპოტში პრეპარატის შეყვანის მომენტიდან 4 სთ–ის განმავლობაში. თერაპიული ეფექტი გრძელდება 6 სთ–მდე.

500მლ ვოლუვენის შყვანის შემდეგ მისი კლირენსი სისხლის პლაზმაში შეადგენს 31,4 მლ/წთ–ს პრეპარატის 500–მლ–ის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმაში გამოყოფის პირველ ფაზაში შეადგენს 1,4 სთ–ს, ხოლო მეორე ფაზასი – 12,1 სთ–ს. ვოლუვენის 500მლ–ის ერთჯერად შეყვანისას ჰიდროქსიეთილსახამებლის მოლეკულები სრულად გამოიდევნება ორგანიზმიდან 24 სთ–ის შემდეგ. 130/0,4 ჰიდროქსიეთილსახამებლის 500მლ ხსნარის მრავალჯერადი შეყვანისას 10 დღის განმავლობაში ნივთიერების მნიშვნელოვანი დაგროვება სისხლის პლაზმაში არ აღინიშნება.

იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის სტაბილური დარღვევა (მსუბუქიდან მძიმე ხარისხამდე ) და კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ პრეპარატის ერთიდაიმავე დოზის (500მლ) შეყვანისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ნახევარგამოყოფის პერიოდზე გამოყოფის ბოლო ფაზაში და სისხლის პლაზმაში ჰიდროქსიეთილსახამებლის მაქსიმალური კონცენტრაციის სიდიდეზე.

30მლ/წთ კრეატინინის კლირენსის პირობებში, შარდით გამოიყოფოდა პრეპარატის შეყვანილი დოზის 59%, ხოლო 15–30მლ/წთ კრეატინინის შემთხვევაში – 51 %.

200/0.5 ჰიდროქსიეთისახამებელთან შედარებით, ვოლუვენს გააჩნია უფრო გაუმჯობესებული ფარმაკოკინეტიკა (ოპტიმიზირებულია მეტაბოლიზმი და გამოყოფა) მისი პლაზმაჩამნაცვლებელი ეფექტის შენარჩუნებით. ამასთან მოცემულ პრეპარატს გააჩნია მაქსიმალური უსაფრთხოება ჰიდროქსიეთილსახამებლის წინა თაობებთან შედარებით, რამდენადაც მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს ჰემოსტაზის სისტემაზე მაღალი დოზების მრავალჯერადი შეყვანის შემხვევაშიც კი, აგრეთვე, პრაქტიკულად არ ხდება მისი  დაგროვება ქსოვილებში.

გამოყენების ჩვენებები:

ნებისმიერი გენეზის ჰიპოვოლემიის და შოკის მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმის შედეგად, მათ შორის ხეხრხემლის ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანებით, აგრეთვე სისხლის დაკარგვისას, სეფსისის დროს, პოლიორგანული უკმარისობისას, და პოსტოპერაციულ პეროიდში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისას, ანაფილაქსიის დროს და სხვა ისეთი მდგომარეობისას, რომლის დროსაც ვითარდება კოლაფსი).

მწვავე ნორმოვოლემიური ჰემოდილუცია;

თერაპიული ჰემოდილუცია;

ექსტრაკორპოლარული სისხლის მიმოქცევის აპარატის შევსება.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის (მათ შორის სახამებლის) მიმართ;

* ჰიპერჰიდრატაცია;

*ჰიპერვოლემია;

* გულის შეგუბებითი უკმარისობა, ფილტვის კარდიოგენური შეშუპება:

* სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევები;

* ქალასშიდა სისხლდენა;

* დეჰიდრატაციის მდგომარეობა, რომლის დროსაც საჭიროა წყალ–ელექტროლიტური ბალანსის კორექცია:

* მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა ოლიგურიით ან ანურიით;

* გამოყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში;

* ჰიპერქლორემია, ჰიპერნატრიემია.

გამოყენების წესი და დოზები:

ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზია:

საწყისი დოზა 10–20 მლ შეყავთ ნელა, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო. სადღეღამისო დოზა და ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია სისხლის დაკარგვაზე, ჰემოდინამიკის შენარჩუნებასა და აღდგენაზე, აგრეთვე ჰემოდილუციაზე.

ისეთი მდგომარეობებისას, რომლის დროსაც საჭიროა ჰიპოვოლემიის სწრაფი კომპენსაცია და მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფად აღდგენა, შეიძლება წნევის ქვეშ პლასტმასის კონტეინერებში არსებული 500 მლ ხსნარის გამოყენება, ამასთან, ვოლუვენის შეყვანამდე, აუცილებელია კონტეინერიდან ჰაერის გამოშვება ჰაეროვანი ემბოლიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს დღე–ღამეში 50მლ–ს კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება დღე–ღამეში 3750მლ–ს 75 კგ სხეულის მასის მქონე პაციენტისათვის.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ჩარევა (კარდიოლოგიური გარდა), ტოლერანტობა ოპერაციის პროცესში ვოლუვენის გამოყენებისას შეესაბამება 5%–იანი ალბუმინის ტოლერანტობას.

ვოლუვენი გამოიყენება მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღსადგენად:

მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50მლ/კგ–ზე.

10–18 წლის ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 25 მლ/კგ;

ახალშობილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 25 მლ/კგ.

შესაძლებელია ვოლუვენის მრავალჯერადი შეყვანა რამდენიმე დღის განმავლობაში, ავადმყოფის სჭიროების მიხედვით, მკურნალობის ხანგრძლიობა დამოკიდებულია ჰიპოვოლემიის ხანგრძლიობასა და სიმძიმეზე, თერაპიის ჰემოდინამიკურ ეფექტურობაზე და ჰემოდილუციაზე.

გვერდითი ეფექტები:

ჰიდროქსიეთილსახემებლის გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში შიძლება აღინიშნოს სხვადასხვა სიმძიმის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

აუტანლობის რექციების განვითარების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების გატარება.

ჰიდროქსიეთილსახამებლის შეყვანის დროს შიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში ამილაზას დონის მომატება, რამაც შეიძლება შეაფერხოს პანკრეატიტის დიაგნოსტიკა.

ჰიდროქსიეთილსახამებლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ცნობილი გვერდითი ეფექტს წარმოადგენს კანის ქავილი.

პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დილუციის ეფექტი, რომელიც ვლინდება ჰემატოკრიტის შემცირებით, აგრეთვე პლაზმის პროტეინებისა და კოპაგულაციის ფაქტორების დაქვეითებით, ამასთან დაკავშირებით, ინფუზიის პერიოდში შეიძლება შემცირეს ვილებრანდის VII ფაქტორის აქტიობა. შეიძლება აღინიშნოს სისხლდენის დროისა და სისხლის შედედების სხვა მაჩვენებლების მომატება, თუმცა ამგვარი ცვლილებები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებია იმ ცვლილებებთან შედარებით, რომლებიც ვლინდება წინა თაობების ჰიდროქსიეთილსახამებლის ინფუზიის და მათი საწყის დონემდე აღდგენა შეინიშნება პრეპარატის ინფუზირების შეწყვეტიდან 6 სთ–ის შემდეგ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

როგორც სხვა ხსნარების შემთხვევაში, პლაზმის შემცვლელი თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია სითხით გადატვირთვის თავიდან აცილება, ჰიპერჰიდრატაციის რისკი განსაკუთრებით იზრდება გულის უკმარისობისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს გადასხმის ჩვენებები.

მძიმე დეჰიდრატაციის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მარილოვან ხსნარებს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ღვიძლის მწვავე უკმარისობის და ან სისხლის შედედების დარღვევებისას, მათ შორის ვილებრანდის დაავადების მძიმე შემთხვევებისას, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სითხის საკმარისი რაოდენობა, თირკმელების ფუნქციისა და სითხის ბალანსის რეგულარული კონტროლი.

აუცილებელია სისხლის ღრატის ელექტროლიტების კონტროლი.

ბავშვებისათვის დოზირების შერჩვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად კოლოიდებზე ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად და ძირითადი დაავადების სიმძიმის, ჰემოდინამიკის მაჩვენებლებისა და წყლის ბალანსის გათვალისწინებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებეთან:

იმ პაციენტთა მკურნალობისას, რომელთა სისხლის ჯგუფი დადგენილი არ არის, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ ჰიდროქსიეთილსახამებლის დიდ მოცულობებით შეყვანამ შიძლება გავლენა მოახდინოს აგლუტინაციის რეაქციაზე და გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები სისხლის ჯგუფის განსაზღვრისას. ჰიდროქსიეთილსახამებლის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს შრატისმიერი ამილაზას დონის მომატება. აღნიშნული ეფექტი განხილული უნდა იქნას არა როგორც კუჭქვაშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, არამედ როგორც ჰიდროქსიეთილსახამებლის ამილაზასთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგი, რის შემდეგაც აღინიშნება თირკმელებით მისი გამოყოფის შეფერხება, დღეისათვის ამგვარი ურთრთქმედების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის. პრეპარატი გავლენას არ ახდენს სისხლის შრატში გლუკოზის დონის მომატებაზე α–ამილაზად ჰიდროლიზების შემდეგ და შეიძლება მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ვოლუვენის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას არ გამოვლენილა პირდაპირი ან არაპირდაპირი არასასურველი ზეგავლენა ორსულობის განვითარებაზე, ემბრიონის, ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. გარდა ამისა, არ გამოვლენილა ტერატოგენობის ნიშნები.

ვოლუვენის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლო სარგებელი ამართლებს შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ამ დრომდე არ არსებობს კლინიკური მონაცემები ლაქტაციის პერიოდში დედების მიერ ვოლუვენის გამოყენების შესახებ.

ჭარბი დოზირება:

როგორც პლაზმის შემცვლელი სხვა ხსნარების შემთხვევაში, ვოლუვენისჭარბი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის გადატვირთვა (მაგ, ფილტვების შეშუპება). ასეთ შემთხვევაში ინფუზირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას გამოყენებული იყოს დიურეზული საშუალებები.

შენიშვნა:

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის შერევა სხვა ნივთიერებებთან. თუ გამონაკლის შემთხვევებში ამგვარი რამ აუცილებელია, უნდა შემოწმდეს შეთავსებადობა (ნალექის წარმოქმნა). შერევისას დაცული იყოს ასეპტიკის წესები და უზრუნველყოფილი იყოს  შერევის სათანადო წესით განხორციელება.

პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ ფლაკონის ან ტომრის გახსნის შემდეგ. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოყენება შეიძლება მაშინ, თუ ხსნარი გამჭვირვალეა, ხილო შეფუთვა დაუზიანებელი.

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250C. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი „ფრიფლექს“ კონტეინერებისათვის (ტომრებისათვის).

5 წელი პლასტიკური ფლაკონებისათვის.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

განკუთვნლია სტაციონარებისათვის.

ვოლტარენი® SR – VOLTAREN® SR – ВОЛТАРЕН® SR

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ

დიკლოფენაკ ნატრიუმი ………….  75 მგ

 

ვრცლად ვოლტარენი(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

ვოლტარენი® – VOLTAREN® – ВОЛТАРЕН®

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC NATRIUM

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

დიკლოფენაკ  ნატრიუმი ………….     75 მგ

რექტალური სანთლები: შეფუთვაში 10 ც.

1 სანთელი

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………….   25 მგ

რექტალური სანთლები: შეფუთვაში 10 ც.

1 სანთელი

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………….    50 მგ

რექტალური სანთლები: შეფუთვაში 5 ც.

1 სანთელი

დიკლოფენაკ ნატრიუმი ……….     100 მგ

 

ვრცლად ვოლტარენი(მიღების წესი, დოზირება განსხვავებული)

ვოლტარენი რაპიდი – VOLTAREN RAPID – ВОЛТАРЕН РАПИД

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC POTASSIUM

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კალიუმის დიკლოფენაკი …………….         25 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

კალიუმის დიკლოფენაკი ………….            50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვოლტარენი რაპიდი შეიცავს დიკლოფენაკის კალიუმის მარილს. არასტეროიდული სტრუქტურის ნივთიერებას, რომელსაც ახასიათებს ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.

ვოლტარენი რაპიდი ხასიათდება მოქმედების სწრაფი დაწყებით, რის გამოც განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება მწვავე ტკივილებისა და ანთებითი სინდრომების დროს. დიკლოფენაკის მოქმედების ძირითადი მექანიზმი, რაც ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული, გამოიხატება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვით. პროსტაგლანდინები ასრულებენ მთავარ როლს ანთების, ტკივილის და ცხელების გენეზში.

In vitro კალიუმის დიკლოფენაკი იმ კონცენტრაციით, რომელსაც იგი ქმნის პაციენტების მკურნალობის დროს, არ თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს.

დადგენილია, რომ ვოლტრენი რაპიდი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას გამოხატული მძიმე ტკივილს სინდრომის დროს. ანთების არსებობის დროს გამოწვეული, მაგალითად, ტრავმით ან ქირურგიული ჩარევით, ვოლტარენი რაპიდი სწრაფად აქრობს როგორც სპონტანურ ტკივილს, ასევე ტკივილს მოძრაობის დროს, ასევე ამცირებს ქსოვილების ანთებად შეშუპებას და შეშუპებას ქირურგიული ჭრილობის არეში. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კალიუმის დიკლოფენაკს შეუძლია გააქროს ტკივილის შეგრძნება და შეამციროს სისხლდანაკარგი პირველადი დისმენორეის დროს.

შაკიკის შეტევების დროს ვოლტარენი რაპიდი ამცირებს თავის ტკივილს და ისეთ თანმხლებ სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა და ღებინება.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: დიკლოკენაფი მთლიანად და სწრაფად შეიწოვება. აქტიური ნივთიერების შეწოვა იწყება პრეპარატის მიღებისთანავე. კალიუმის დიკლოფენაკის 50 მგ ტაბლეტის ერთჯერადად მიღებისას, პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 20-60 წუთის შემდეგ და შეადგენს 3.8 მკმოლ/ლ. საკვებისა და პრეპარატის ერთდროული მიღება არ იწვევს დიკლოფენაკის შეწოვის რაოდენობის ცვლილებას, მაგრამ შეწოვის დასაწყისი და სისწრაფე შესაძლებელია შენელებული იყოს. შეწოვის ხარისხი პირდაპირდამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.

ვინაიდან დიკლოფენაკის დაახლოებით ნახევარი მეტაბოლიზდება ღვიძლში “პირველადი გავლის” შემდეგ, პრეპარატის პერორალურად მიღებისას “კონცენტრაცია-დრო”-ს მრუდის ფართობი (AUC) თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პრეპარატის ექვივალენტური დოზის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ.

ვოლტარენ რაპიდის განმეორებით მიღებისას ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება, ამიტომ, თუკი დაცული იქნება პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი, კუმულაცია არ აღინიშნება.

განაწილება: სისხლის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს 99.7%, აქედან ალბუმინებთან კავშირი შეადგენს 99.4%. მოცულობის განაწილება შეადგენს 0.12-0.17 ლ/კგ. დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში. სინოვიალური სითხიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 სთ-ს. პლაზმისაგან განსხვავებით დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია სინოვილუარ სითხეში აღინიშნება 2 საათის შემდეგ. ამავე დროს მისი მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია 12 საათის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: დიკლოფენაკის მეტაბოლიზმი ხორციელება ნაწილობრივ უცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციით როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი ჰიდროქსილირებით და მეთოქსილირებით, რაც იწვევს რამოდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოშობას (3-ჰიდროქსი-, 4-ჰიდროქსი-, 5-ჰიდროქსი-, 4.5-დიჰიდროქსი და 3-ჰიდროქსი- 4-მეთოქსიდიკლოფენაკი), რომელთა უმრავლესობა გარდაიქმნება გლუკურონის მჟავის კონიუგატად.

ფენოლური მეტაბოლიტებიდან ორი ბიოლოგიურად აქტიურია, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დიკლოფენაკს.

გამოყოფა: დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი შეადგენს 263±56მლ/წთ. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი სისხლის შრატში შეადგენს 1-2 სთ-ს. 4 მეტაბოლიტის, მათ შორის 2 ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის ხანგრძლივი და 1-3 სთ-ს შეადგენს. ერთ-ერთ მეტაბოლიტს, კერძოდ, 3-ჰიდროქსი-4-მეთოქსიდიკლოფენაკს გააჩნია ნახევარგამოყოფის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ იგი არ არის აქტიური. მიღებული დოზის დაახლოვებით 60% გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონული კონიუგატების უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს გლუკურონულ კონიუგატებს. უცვლელი სახით გამოიყოფა დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები. მიღებული დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველითა და ფეკალიებით.

ფარმაკოკინეტიკა ცალკეული ჯგუფის პაციენტებისათვის:

პრეპარატის შეწოვა, მეტაბოლიზმი და გამოყოფა პაციენტის ასაკზე დამოკიდებული არ არის. თირკმელების ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ვოლტარენი რაპიდის თერაპიული დოზის მიღებისას უცვლელი აქტიური ნივთიერების დაგროვება არ აღინიშნება. თუკი კრეატინინის კლირენსი შეადგენს 10 მლ/წთ-ზე მეტს, მაშინ დიკლოფენაკის ჰიდროქსი მეტაბოლიტების კონცენტრაცია დაახლოებით 4-ჯერ მეტია ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით. საბოლოოდ, მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველით.

ქრონიკული ჰეპატიტით ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზით დაავადებულ პაციენტებში დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის და მეტაბოლიზმის მაჩვენებლები ჯანმრთელი ღვიძლის მქონე პაციენტების იდენტურია.

ჩვენებები:

შემდეგი მწვავე მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა:

 

  • პოსტტრავმული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად დაჭიმულობის დროს;
  • პოსტოპერაციული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად სტომატოლოგიური ან ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ;
  • ტკივილი და/ან ანთება, თანმხლები ანთებადი გინეკოლოგიური დაავადებების დროს, მაგალითად პირველადი დისმენორეა და ადნექსიტი;
  • ხერხემლის მხრივ ტკივილები;
  • არასახსროვანი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადება;
  • როგორც დამატებითი საშუალება ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციების დროს, მაგალითად ფარინგოტონზილიტის, ოტიტის დროს, თანმხლები გამოხატული ტკივილით და ანთებით.

 

იზოლირებული მომატებული ტემპერატურა არ გახლავთ ვოლტარენი რაპიდის დანიშვნის ჩვენება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა 100-150 მგ/ დღე-ღამეში. გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში. ასევე ,

ბავშვებში 14 წლის ასაკის ზევით, ჩვეულებრივ საკმარისია 75-100 მგ/დღეში. დღიური დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე.

პირველადი დისმენორეის დროს ვოლტარენი რაპიდის სადღეღამისო დოზა დგინდება ინდივიდუალურად და შეადგენს ჩვეულებრივ 50-150 მგ-ს. აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ მაქსიმალურად და შეადგენს 200 მგ/დღე-ღამეში.

პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე. კლინიკური ეფექტის მიხედვით შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება რამოდენიმე დღით.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ დაიღეჭოს, სითხის მიყოლებით, სასურველია ჭამამდე.

ვოლტარენი რაპიდის დანიშვნა ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

ხანდახან: კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თაბრუსხვევა, გამონაყარი.

იშვიათად: კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობა.

სამომავლო შედეგი: პანკრეატიტი, ნაწლავებში დიაფრაგმის მაგვარი სტრუქტურების წარმოქმნა, ასეპტიური მენინგიტი, პნევმონია, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი. ლაიელის სინდრომი, ერითროდერმია, პურპურა, სისხლწარმოქმნის დარღვევა, ცვლილებები გულსისხძარღვთა სისტემის მხრივ, მგრძნობელობისა და მხედველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

*კუჭის ან ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

*აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

*ვოლტარენი რაპიდი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს) უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა (აასს) მიღებისას უვითარდებათ ბრონქული ასთმის, ჭინჭრის ციების ან მწვავე რინიტის შეტევები.

განსაკუთრებული მითითებები:

აუცილებელია ანამნეზის მონაცემებით გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის დაავადები, ბრონქული ასთმა, თირკმლის, გულის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. არასტეროიდული ანთების საწანააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ შენიღბონ სხვადასხვა ინფექციური დაავადებები დროებით შეაჩერონ თრომბოციტების აგრეგაცია. სიფრთხილე აუცილებელია ორსულებში, ლაქტაციისას და ხანდაზმულ ასაკში.

გვერდითმა მოვლენებმა ცნს-ის მხრივ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვაზე.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციისა და სისხლის სურათის შემოწმება.

აუცილებელია სიფრთხილე სხვადახვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციისას: დიგოქსინი, მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი, დიურეტიკები, ანტიკოაგულანტები, ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

ვოლტარენი დ® – VOLTAREN D® – ВОЛТАРЕН D®

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC NATRIUM

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………       50 მგ

 

ვრცლად ვოლტარენი(მიღების წესი ინდივიდუალური)

ვოლტარენი – VOLTAREN – ВОЛТАРЕН

საერთაშორისო დასახელება:

DICLOFENAC NATRIUM

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA S.p. A., იტალია

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები შეფუთვაში 20 და 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………………      25 მგ

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………………      50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სილიციუმის ორჟანგის აეროგელი; მიკრორკისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილმეპთილცელულოზა, გლიცერილის პოლიეთილენგლიკოლის სტეარატი, რკინის ყვითელი ჟანგი (E172), ტალკი, ტიტანის ორჟანგი, მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, მაკროგოლი 8000, სიმეტიკონის ემულსია. 50 მგ ტაბლეტი ასევე შეიცავს რკინის წითელ ჟანგს (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვოლტარენი შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს. იგი წარმოადგენს არასტეროიდული სტრუქტურის ნივთიერებას, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ გამოხატულ მოქმედებას.

დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმად, რომელიც დადგენილია ექსპერიმენტების შედეგად, ითვლება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირება. პროსტალგანდინებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ანთებითი რეაქციის, ტკივილისა და ცხელების ფორმირებაში.

რევმატიული დაავადებების დროს ვოლტარენის ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური თვისებები უზრუნველყოფენ ამ უკანასკნელის კლინიკურ ეფექტს, რომელიც გამოიხატება ისეთი სიმპტომებისა და ჩივილების მნიშველოვანი შემცირებით, როგორიცაა: მოსვენებისა და მოძრაობის მდგომაროების დროს არსებული სახსრების ტკივილები, დილის შებოჭილობა და შეშუპება, აგრეთვე მოძრაობის ფუნქციის გაუმჯობესება.

In vitro დიკლოფენაკ ნატრიუმი იმ კონცენტრაციით, რომელიც პაციენტების მკურნალობის შედეგის ექვივალენტურია, არ თრგუნავს პროტეოგოლიკანების ხრტილოვანი ქსოვილების ბიოსინთეზს.

პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის ანთებითი გამოვლინებისას ვოლტარენი სწრაფად ამცირებს ტკივილებს (როგორც სპონტანურს, ასევე მოძრაობის შედეგად გამოწვეულს), ანთების და პოსტსოპერაციული ჭრილობების შედეგად გამოწვეულ შეშუპებებს.

კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილ იქნა ვოლტარენის ზომიერად და ძლიერდაგამოხატული არარევმატიული გენეზის ტკივილის სინდრომის მნიშვნელოვანი კუპირების უნარი. ასევე დადგენილ იქნა, რომ ვოლტარენი თრგუნავს პირველადი დისმენორეის დროს ტკივილის შეგრძნებას და აქვეითებს სისხლის დაკარგვას. ვოლტარენი დადებითა მოქმედებს შაკიკის შეტევის პრევენციის თვალასაზრისით.

ფარმაკოკინეტიკა:

ვოლტარენი პერორალურად მიღების შემდეგ მთლიანად შეიწოვება ნაწლავებში გავლის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ შეწოვის პროცესი დაჩქარებულია, ტაბლეტის გარშემო ნაწლავებში ხსნადი გარსის არსებობის გამო შეწოვის პროცესის დასაწყისი შესაძლებელია შენელებული იყოს.

ერთჯერადად 50 მგ პრეპარატის გამოყენებისას პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 საათის შემდეგ და შეადგენს 1.5 მკგ/მლ (5 მკმოლ/ლ). აბსორბციის ხარისხი პირდაპირდამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. საკვებისა და პრეპარატის ერთდროული მიღება იწვევს ამ უკანასკნელის შეწოვის ხარისხის შენელებას, მაგრამ დიკლოფენაკის შეწოვის მოცულობა არ იცვლება.

ვინაიდან დიკლოფენაკის დაახლოვებით ნახევარი მეტაბოლიზდება ღვიძლში “პირველადი გავლის” შემდეგ, პრეპარატის პერორალურად მიღებისას “კონცენტრაცია-დრო”-ს მრუდის ფართობი (AUC) თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პრეპარატის ექვივალენტური დოზის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ.

განმეორებითი დოზის დროს ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება. თუკი დაცული იქნება პრეპარატის დოზის მიღებას შორის რეკომენდებული ინტერვალი, მაშინ კუმულაცია არ აღინიშნება.

ბავშვებში დიკლოფენაკის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ექვივალენტური დოზის მიღების შემდეგ (მგ/კგ სხეულის წონა) შეესაბამება მოზრდილების მაჩვენებლებს.

სისხლის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს 99.7%, ძირითადად ალბუმინთან (99.4%). მოცულობის განაწილება შეადგენს 0.12-0.17 ლ/კგ. დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში. სინოვიალური უჯრედიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 სთ-ს. პლაზმისაგან განსხვავებით 2 საათის შემდეგ დილკოფენაკის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება სინოვიალურ სითხეში. ამავე დროს მისი მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია 12 საათის განმავლობაში.

დიკლოფენაკის მეტაბოლიზმი ხორციელდება ნაწილობრივ უცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციით, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი მეტოქსილირებით, რაც ხელს უწყობს რამოდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოშობას, რომელთა უმრავლესობა გარდაიქმნება გლუკურონიდულ კონიუგატად. ფენოლური მეტაბოლიტებიდან ბიოლოგიურად აქტიურია, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დიკლოფენაკს.

დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი შეადგენს 263

±56 მლ/წთ. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 1-2 სთ-ს. 4 მეტაბოლიტის, მათ შორის 2 ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის ნახეევარგამოყოფის პერიოდი არ არის ხანგრძლივი და 1-3 სთ-ს შეადგენს.

ერთ-ერთ მეტაბოლიტს კერძოდ, 3’-ჰიდროქსი-4’-მეთოქსი-დიკლოფენაკს გააჩნია ნახევარგამოყოფის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ იგი არ არის აქტიური.

მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა გლუკურონული კონიუგატების უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით, აგრეთვე იმ მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს გლუკურონულ კონიუგატებს.

უცვლელი სახით გამოიყოფა დიკლოფენაკის 12%-ზე ნაკლები. მიღებული დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველითა და ფეკალიებით.

ფარმაკოკინეტიკა ცალკეული ჯგუფის პაციენტებისათვის:

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის შეწოვის, მეტაბოლიზმის ან გამოყოფის შესახებ სხვაობა არ აღინიშნება.

თირკმელების ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ერთჯერადად ვოლტარენის მიღებისას დიკლოფენაკის დაგროვება არ აღინიშნება. ამავე დროს, თუკი კრეატინინის კლირენსი შეადგენს 10 მლ/წთ-ზე მეტს, მაშინ დიკლოფენაკის ჰიდროქსიმეტაბოლიტების კონცენტრაცია დაახლოებით 4-ჯერ მეტია ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით. საბოლოოდ, მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველით.

ქრონიკული ჰეპატიტით ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზით დაავადებულ პაციენტებში დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები ჯანმრთელი ღვიძლის მქონე პაციენტების იდენტურია.

ჩვენებები:

ანთებითი და დეგენერაციული ფორმის რევმატიული დაავადებები:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • იუვენილური რევმატიდული ართრიტი (მხოლოდ 25 მგ კუჭში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი და 25 მგ რექტალური სუპოზიტორია);
  • მაანკილოზირებელი სპონდილიტი;
  • ოსტეოართროზი;
  • სპონდილოართრიტი;
  • ხერხემლის მხრივ ტკივილები;
  • არასახსროვანი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადება;
  • პოდაგრას მწვავე შეტევა (მხოლოდ კუჭში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი);
  • პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის დროს, რომელთა თანმხლებია ანთებითი პროცესი და შეშუპება;
  • გინეკოლოგიური დაავადებები, რომელთა თანმხლებია პირველადი დისმენორეა და ადნექსიტი.

როგორც დამატებითი საშუალება ვოლტარენი გამოიყენება ყურის, ყელისა და ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ტკივილის შეგრძნებით, მაგალითად ფარინგიტის, ტონზილიტის, ოტიტის (გამონაკლისს წარმოადგენს ტაბლეტი რეტარდი).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 100-150 მგ/დღე-ღამეში, განსაკუთრებით დაავადების მსუბუქი ფორმების დროს. ხანგრძლივი დროით პრეპარატის მიღებისას დღეღამური დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს.

დღეღამური დოზა საჭიროა გავყოთ რამდენიმე მიღებაზე, დამატებით შესაძლებელია ვოლტარენის სუპოზიტორიის გამოყენება ძილის წინ, მაგრამ დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს.

პირველადი დისმენორეის დროს დღეღამური დოზა დგინდება ინდივიდუალურად და შეადგენს 50-150 მგ-ს. საწყისი დოზა უნად შეადგენდეს 50-100 მგ-ს; აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 150 მგ/დღე-ღამეში. პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე. კლინიკური ეფექტის მიხედვით შესაძლებელი მკურნალობის გახანგრძლივება რამოდენიმე დღით.

6-დან 15 წლამდე ბავშვებში მიიღება მხოლოდ 25 მგ-იანი ტაბლეტები. დღეღამური დოზა შეადგენს 0.5-2 მგ/კგ სხეულის წონაზე (2-3-ჯერ დაავადების სიმძიმის მიხედვით).

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ დღეღამური დოზა შესაძლებელია გავზარდოთ მაქსიმალურად 3 მგ/კგ (რამდენიმე მიღებად).

16-დან 18 წლამდე მოზარდებში შესაძლებელია 50 მგ პრეპატის გამოყენება.

ტაბლეტები უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით სასურველია ჭამამდე.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმები, დისპეფსია, მუცლის შებერვა, ანორექსია; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (სისხლით ღებინება, მელენა, დიარეა), კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რომლის თანმხლებია სისხლდენა და პერფორაცია;

ცალკეული შემთხვევებში – აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი;

საჭმლის მონელების მხრივ ცვლილებები, ნაწლავში დიაფრაგმის მსგავსი სტრიქტურის განვითარება ნაწლავში, ნაწლავის ქვედა ნაწილის მხრივ დარღვევები, ისეთი როგორიცაა: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, ყაბზობა, პანკრეატიტი.

რექტალური სანთლის შემთხვევაში ბუასილის სიმპტომების გამწვავება.

ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამოხატული თავბრუსხვევა; ხანდახან – ძილიანობა; ცალკეულ შემთხვევებში – მგრძნობელობის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, დეორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანება, კრუნჩხვები, დეპრესია, შიშის გრძნობა, ღამის შიშები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები, ასეპტური მენინგიტი.

მგრძნობელობის დარღვევა– მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანება, კრუნჩხვები, დეპრესია, შიშის გრძნობა, ღამის შიშები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები, ასეპტური მენინგიტი.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცალკეულ შემთვევაში მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, გემოს დარღვევა.

დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან – კანზე გამონაყარი, იშვიათად – ურტიკარია, ცალკეულ შემთხვევებში – ბუშტუკოვანი სახის გამონაყარი, ეგზემა, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ერთითროდერმია, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, ალერგიული პურპურას ჩათვლით.

თირკმელების მხრივ: იშვიათად – შეშუპება, ცალკეულ შემთხვევებში – თირკმლების მწვავე უკმარისობა, შარდის ფერის შეცვლა, ინტერსტიციური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, პაპილარული ნეკროზი.

ღვიძლის მხრივ: ხანდახან – სისხლის შრატში ამინოტრანსფერაზას დონის  მომატება; იშვიათად – ჰეპატიტი, რომლის თანმხლებია ან არ არის თანხმლები სიყვითლე; ცალკეულ შემთხვევებში ჰეპატიტი.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრმბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მხრივ: იშვითად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთი, როგორიცაა ბრონქული ასთმა. სისტემური ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზიის ჩათვლით. ცალკეულ შემთხვევებში – ვასკულიტი, პნევმონიტი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეული შემთხვევებში ტაქიკარდია, მკერდში ტკივილი, გულის უკმარისობა.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

*ორსულობის III ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება მინიმალური ეფექტური დოზით აუცილებლობის შემთხვევაში.

*ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

-ვოლტარენით მკურნალობისას შესაძლებელია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლულოვანი დაავადების განვითარება, იშვიათად გართულებული პერფორაციით. შედარებით სერიოზული შედეგები ზემოთაღნიშნული დაავადებების წარმოშობისას შეიძლება აღენიშნოთ ხანდაზმულ პაციენტებს. ასეთი შემთხვევების დროს პრეპარატის მიღება უნდა შევწყვიტოთ.

-სისხლმბადი სისტემის დაავადების დროს, აგრეთვე ღვიძლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში (პორფირიის შეტევის აღმოჩენების საშიშროების გამო) პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

-პაციენტებს, რომლებიც ადრე არ იყენებდნენ ვოლტარენს, ამ უკანასკნელით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას იშვიათად შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციის ჩათვლით.

-ვოლტარენის გამოყენება ბრონქული ასთმით, აგრეთვე ალერგიული რინიტით (მათ შორის სეზონური) და ცხვირის ლორწოვანის პოლიპებით დაავადებულ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

-ვოლტარენი, ფარმაკოდინამიკური თვისებებიდან გამომდინარე ნიღბავს ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისს სიმპტომებსა და მათთან დაკავშირებულ ჩივილებს.

-პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ ვოლტარენს და გააჩნიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილები, აგრეთვე დაავადებულნი არიან წყლულოვანი კოლიტით ან კრონის დაავადებით, დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, საჭიროა ჩაიტარონ სამედიცინო შემოწმება.

-ვოლტარენის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელი ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის აქტივობის მომატება. ამიტომ ვოლტარენის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული შემოწმება. იმ შემთხვევაში თუკი აღინიშნება მაჩვენებლების ცვლილება და/ან განვითარდება სხვა გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი და სხვა), ვოლტარენის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ. -მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ვოლტარენის გამოყენებისას ჰეპატიტი ვითარდება პროდრომალური გამოვლინების გარეშე.

-ვინაიდან პროსტაგლადინები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს თირკმლის სისხლმიმოქცევის რეგულაციაში, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებს, ასევე ხანდაზმულ და იმ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ დიურეზულ საშუალებებს. აგრეთვე პაციენტებს, რომლებსაც პრე და/ან პოსტორპერაციის შემდეგ აღენიშნებათ სხვადასხვა ეტიოლოგიის ცირკულირებადი პლაზმის მოცულობის შემცირება. ზემოთაღნიშნული შემთხვევებისას საჭიროა თირკმლების ფუნქციის რეგულარული შემოწმება. პრეპარატის მიღების შეწყვეტა ჩვეულებრივ იწვევს თირკმლების ფუნქციის აღდგენას საწყის დონემდე.

-ვოლტარენისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური შემოწმება.

-ვოლტარენი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები დროებით აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას. ამიტომ ჰემოსტაზის დარღვევის პაციენტებში რეკომენდებულია შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

-პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით კი სხეულის დაბალი წონის მქონე პირებში მათ პრეპარატი ენიშნებათ მინიმალური ეფექტური დოზით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

ვოლტარენის გამოყენებისას პაციენტებს აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები ცნს-ის მხრივ, მხედველობის დარღვევების ჩათვლით, ამიტომ ვოლტარენით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ვოლტარენის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მკურნალობა სიმპტომატურია.

საჭიროა კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

შემანარჩუნებელი და სიმპტომატური მკურნალობა რეკომენდებულია ისეთი შემთხვევების დროს როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თირკმელების უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები და სუნთქის დათრგუნვა. ფორსირებული დიურეზი,  ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია არ იწვევს არასასურველ მოვლენებს ჭარბი დოზირების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ვოლტარენი სისხლის პლაზმაში ზრდის ლითიუმისა და დიგოქსინის კონცენტრაციას.

-ვოლტარენი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ამცირებს დიურეზის, ვოლტარენისა და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატებას.  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სისტემური გამოყენება ზრდის არასასურველი მოვლენების წარმოშობის ალბათობას.

-მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილი არ არის ვოლტარენის ურთიერთქმედება ანტიკოაგულანტებთან, მაინც არსებობს ცალკეული მონაცემები სისხლდენის მომატების რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ვოლტარენსა და ანტიკოაგულანტებს. ამიტომ ასეთი კომბინაციის დროს რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის საგულდაგულო და რეგულარული შემოწმება.

-კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვოლტარენისა და ანტიდიაბეტური პრეპარატების ერთდროული გამოყენება შესაძლებელია. ამავე დროს ამ უკანასკნელის ეფექტურობა არ იცვლება. არსებობს ცალკეული მონაცემები როგორც ჰიპოგლიკემიის, ასევე ჰიპერგლიკემიის განვითარების შესახებ, არც საჭიროებს შაქრის შემცველი პრეპარატების დოზის კორექციას ვოლტარენის მიღების დროს.

-ვოლტარენისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია მეტოტრექსატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. ვინაიდან შესაძლებელია სისხლში მეტოტრექსატის კონცეტრაციის მომატება და მისი ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

-ვოლტარენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გავლენას ახდენენ პროსტაგლანდინების სინთეზზე. ამ დროს  თირკმელებზე შესაძლებელია ციკლოსპორინების ნეფროტოქსიკურობის გაძლიერება.

-არსებობს ცალკეული შემთხვევები კრუნჩხვების განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებდნენ ქინოლინის წარმოებულებსა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!