Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 603

ვიტამინიB6- დარნიცა – VITAMIN B6- DARNITSA – ВИТАМИН В6 -ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

PYRIDOXINUM

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1 მლ. შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ……………  50მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –ის წყაროს წარმოადგენს მრავალი პროდუქტი; ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია მარცვლოვანების აღმონაცენი, ბერძნული კაკალი, შპინატი , ფუნდუკი, კარტოფილი, სტაფილო, ყვავილოვანი და თეთრთავა კომბოსტო, პომიდორი, მარწყვი, ბალი, ფორთოხალი და ლიმონი. პირიდოქსინი არის აგრეთვე ხორცისა და რძის პროდუქტებში, თევზში,  კვერცხში, პარკოსნებში. ვიტამინი B6  ორგანიზმში სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორით.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინი B6 –ზე.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინი B6 –ზე მოზრდილი ადამიანისთვის შეადეგნს 2.0მგ, ორსულებისა და მეძუძურებისათვის – 2–2.2მგ, ბავშვებში სიცოცხლის პირველ წელზე – 0.3–0.6მგ.

მიღების წესი და დოზირება:

პარენტერალურად (კანქვეშ, კუნთში, ვენაში), თუ per os მიღება შეუძლებელია (ღებინება) და ნაწლავის მიერ შეწოვის დარღვევა. მოზრდილებში – 50–100 მგ/დღ 1–2 მიღებაზე, ბავშვებში – 20მგ. მკურნალობის კურსი მოზრდილებში შეადგენს 1 თვეს, ბავშვებში – 2 კვირას. თუ მკურნალობა წარმოებს იზონიაზიდით, ფტივაზიდით – 5–10მგ/დღ.

სიდერობლასტური ანემიის სამკურნალოდ – 100მგ შიგნით მისაღებად ან 100მგ კუნთში, კვირაში 2–ჯერ. სასურველია ერთდროულად ფოლიუმის მჟავის, ციანკობალამინის, რიბოფლავინის მიღება.

პარკინსონიზმის დროს – კუნთში 100მგ/დღ, კურსზე 20–25 ინექცია, მკურნალობის კურსი გრძელდება 2–3 თვის შემდეგ, დოზის დაწყება შეიძლება 50–100მგ/დღ. დოზა ყოველდღიურად იზრდება 50მგ–ით, და მიიყვანება 300–400მგ/დღ–მდე. ერთჯერადი ინექციის სახით 12–15 დღის მანძილზე.

ინვოლუციურ ასაკში დეპრესიული მდგომარეობის დროს – კუნთში 200მგ/დღ.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვითი სინდრომის დროს – კუნთში ან ვენაში 30–600მგ, ბავშვებში 10–100მგ ყოველდღიურად.

ვიტამინი B6 –ის გამოყენება:

ვიტამინი B6 და ნერვული სისტემა

პირიდოქსინი განაპირობების უჯრედის მიერ გლუკოზის ეფექტურ მოხმარებას, იცავს ორგანიზმს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი რყევებისგან;

პირიდოქსინი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამონომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის სინთეზის კატალიზატორს. ამით ის ამაღლებს ტვინის შრომისუნარიანობას, უზრუნველყოფს მეხსიერების და განწყობის გაუმჯობესებას. ამიტომ,პირიდოქსინის საშუალებით გლუკოზის ნორმალური განაწილება სასიკეთო გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ვიტამინი B6 და სისხლის მიმოქცევა:

ვიტამინი B6 (რკინასთან, სპილენძთან და თუთიასთან ერთად) მონაწილეობას ღებულობს ჰემის, ჰემოგლობინის შემადგენელი ნაწილის, სინთეზში. რომელიც აუცილებელია ანემიის თავიდა ასაცილებლად.

ვიტამინი B6 და ნივთიერებათა ცვლა

პირიდოქსინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ყველა სახის ცვლაში.

ის ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში, რომლის დროსაც თირკმელზედა გადმოისვრის ჰორმონს, რომელიც ააქტივებს ცილოვან ცვლას. ამიტომ სტრესულ სიტუაციაში პირიდოქსინი იხარჯება ყველაზე მეტი, რადგან ის აუცილებელია ცილების შეთვისებისთვის.

ვიტამინი B6 ფოლის მჟავასთან ერთად ქოლესტერინის ცვლის (ახდენს ჰიპოქოლესტერინემიულ ეფექტს) და ცხიმოვანი მჟავების ნორმალიზებას უწყობს ხელს, და აქედან გამომდინარე, დადებით მოქმედებას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე.

ვიტამინი B6 და გულ–სისხლძაღვთა სისტემა:

ვიტამინი B6 კომპლექსში B1, B9, B12 ვიტამინებთან დგას გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაცვის სადარაჯოზე და ამცირებს ისეთი დაავადებების შემთხვევებს, როგორიცაა გულის  იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, მიოკარდის ინფარქტი.

სისხლში ვიტამინი B6–ის არ არსებობისას სისხლი ხდება სქელი, წებოვანი და მიდრეკილია შენადედის წარმოქმნისაკენ, რომელმაც შეიძლება დაახშოს სისხლძარღვი. პირიდოქსინს ორგანიზმიდან გამოჰყავს ჰომოცისტეინი – ამინომჟავა, რომლის დონის მომატება სისხლში იწვევს ინსულტის და მიოკარდის ინფარქტის შემთხვევების გახშირებას.

ვიტამინი B6 ორგანიზმის ქსოვილებში ნატრიუმის და კალიუმის ბალანსზეა პასუხისმგებელი. თუ ადამიანი ბევრ მარილს მოიხმარს საკვებში და არასაკმარისი რაოდენობით ღებულობს ვიტამინი B6, ეს იწვევს სითხის დაგროვებას (შეშუპებას), არტერიული წნევის მომატებას. ვიტამინი B6 მოქმედებს როგორც დიურეტიკი, მონაწილეობს ორგანიზმიდან წყლის გამოყვანაში.

ვიტამინი B6 და იმუნიტეტი:

პირიდოქსინი აუცილებელია ანტისხეულების რაოდენობის მომატებისთვის და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ორგანიზმის დამცველებს დაავადების  მრავალი გამომწვევისგან. ამ ვიტამინის აუცილებელი საკმარისი რაოდენობა საჭიროა ორგანიზმში იმუნური სისტემის ფუნქციონირების მაჩვენებლის – T უჯრედების პროდუცირებისათვის.

ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისთვის და ხანშიშესულებისთვის, რათა ბუნებრივი გზით დაცული იყოს ორგანიზმი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან.

ჰიპოვიტამინოზი

ვიტამინი B6 უკმარისობა:

ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევა, ვითარდება დეზორიენტაცია;

ვითარდება ანემია;

ირღვევა სისხლძარღვების მუშაობა;

ვითარდება დერმატიტი და კანის სხვა დაავადებები, კანი ხდება ლიმონისფერ–ყვითელი შეფერილობის;

ჩნდება აგზნება, თავის ტკივილი, დაღლილობა;

მადის დაქვეითება;

ჰიპერვიტამინოზი:

ვიტამინი B6–ის ჭარბი დოზირება იწვევს კიდურებში სისხლისმიმოქცევის დარღვევას, ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს.

მითითება:

ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები, ანტიბიოტიკები და მოწევა ზრდის ორგანიზმის მიერ ამ ვიტამინზე მოთხოვნას.

პირიდოქსინი აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისთვის; ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რის შედეგადაც უმჯობესდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია; გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ, როგორიცაა, იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება; იმუნური უჯრედების წარმოქმნისთვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ასუსტებს ლევოდოპას მოქმედებას; იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენდამოკიდებული პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად მოქმედებს გულის გლიკოზიდებთან ერთად, გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (მატულობს გამძლეობა ჰიპოქსიის მიმართ). ფარმაცევტულად შეუთავსებელია B1 და  B12 ვიტამინებთან, ფხვნილში ასკორბინის და ნიკოტინის მჟავასთან.

ვიტამინი E – VITAMIN E – ВИТАМИН E

პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება:

ვიტამინი E

მწარმოებელი: “ზენტივა ა.ს.” სლოვაკეთის რესპუბლიკა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები

1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს (ტოკოფეროლ აცეტატი) 100 მგ, 200 მგ ან 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცეროლი 75%, მეთილპარაბენი, საღებავი წითელი Rubor ponceau 4R (E 124), გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:

წითელი, ოვალური ფერის კაფსულები, რომლებიც ამოვსებულია გამჭვირვალე ღია-ყვითელი ზეთით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვიტამინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. დიდ დოზებში ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% – 40% (აუცილებელია ნაღვლის არსებობს და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებება:

E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

კომპლექსური თერაპიის სახით, მენსტრუალური ციკლის, სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების ჰორმონალური მკურნალობისას;

გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის მდგომარეობები;

არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;

მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის 400 სე-ზე უფრო დიდი დოზების გამოყენებისას.

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გამოყენების მეთოდები და დოზირება:

კაფსულები 100 მგ: უფროსებს 2-4 კაფსულა დღეში.

კაფსულები 200 მგ: უფროსებს 1-2 კაფსულა დღეში.

კაფსულები 400 მგ: უფროსებს 1 კაფსულა დღეში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიის დამატების სახით) 300-400 მგ დღე გამოშვებით თანმიმდევრობით, ციკლის მე-17 დღიდან დაწყებული.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია.

იშვიათად მიდრეკილ პაციენტებში ვითარდება კრეატინური, კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.

ჭარბი დოზირება:

E ვიტამინის მაღალი დოზები (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუს, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას, ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციის ადგილებში თეთრი თმების გაზრდას.

ძალიან მაღალი დოზები (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ სისხლდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.

მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის მოხსნა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით ავადმყოფებში (სისხლში მომატებულია ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა).

რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 სე-ს დღეში.

არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება სხვა ვიტამინური კომპლექსებისა, რომლების E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.

E ვიტამინის დანიშვნამ მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი. 400 სე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (კუმარინის წარმოებულები და ინდანდიონი) ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისლდენების განვითარების საშიშროებას.

კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებანი

თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.

გამოშვების ფორმა:

კაფსულები 100 მგ; 200 მგ: 30 კაფსულა მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.

კაფსულები 400 მგ: 20 ან 30 კაფსულა მუქი ფერის შუშის ფლაკონებში. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

15-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

ვიტამინი D3 – VITAMIN D3 – ВИТАМИН D3

საერთაშორისო დასახელება:

COLECALCIFEROL

მწარმოებელი: TERPOL PHARMACEUTICAL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქოლეკალციფეროლი ……………   15000 სე

 

ვრცლად ვიტამინი D3

ვიტამინი C-დარნიცა – VITAMIN C-DARNITSA – ВИТАМИН С-ДАРНИЦА




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ვიტამინი C – VITAMIN C – ВИТАМИН С

საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIC ACID

მწარმოებელი: HEMOFARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ასკორბინის მჟავა ……….   250 მგ

1 ტაბ.

ასკორბინის მჟავა…………..  1 გ

 

ვრცლად უპსავიტი ვიტამინი C

ვიტამინი B1 დარინიცა – VITAMIN B1 DARNITSA – ВИТАМИН В1 ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

THIAMINUM

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1 მლ,. შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

თიამინის ქლორიდი …………….     50 მგ

 

ვრცლად თიამინი

ვიტამინი B კომპლექსი – VITAMIN B COMPLEX – ВИТАМИН В КОМПЛЕКС

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური პრერაპატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

თიამინის ჰიდროქლორიდი/ვიტამინიB1…………………. 5 მგ

რიბოფლავინი/ ვიტამინიB2/ ………………………….. 1 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(ვიტამინიB6)……………………………………………… 4 მგ

ნიკოტინამიდი/ ვიტამინიPP…………………………….50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცეულოზის ჰიდროქსიპროპილი, სტეარინი, ტალკი კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ოპადრა.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

თიამინის ჰიდროქლორიდი/ვიტამინიB1 ……………….. 5 მგ

რიბოფლავინი/ვიტამინიB2 ……………………………………… 1 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(ვიტამინი B6)           …………………………………….5 მგ

ნიკოტინამიდი/ვიტამინიPP …………………………….50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დინატრიუმის ედეტატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

B ჯგუფის ვიტამინები შედიან რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულაციაში.

ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეზე; პიროფოსფატად გარდაქმნის შემდეგ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.

ვიტამინ B2 აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას; მონაწილეობს რკინისა და პორფირინების ცვლაში, ჰემოგლობინის სინთეზში და უჯრედულ სუნთქვაში;

ვიტამინი B6 შედის ფერმენტების – დეკარბოქსილაზას და ტრანსამინაზის შემადგენლობაში. მონაწილეობს ჰისტამინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების ცვლაში.

ნიკოტინის მჟავა და მისი ამიდი შედიან კოდეჰიდრაზების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის ტრანსპორტში და ახორციელებენ, ქსოვილური სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენებები:

  • ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების დაავადებები: ნევრიტი (იშიაზი), პოლინევრიტი (ალკოჰოლური, ტოქსიური, პოსტინფექციური), დიაბეტური პოლინეიროპათია, ნევრალგია, მიასთენია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, ვეგეტონევროზი, ასთენია;
  • კანის დაავადებები; ფსორიაზი, ფურუნკულოზი;
  • სხვა: სისტემური წითელი მგურა, სტომატოგლოსიტი, კოლიტი, სპრუ, ათეროსკლეროზი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ჰეპატიტები, ანემიები, მოწამვლები.

მიღების წესი და დოზირება:

შემოგარსული ტაბლეტები მიიღება:

მოზრდილებში პერორალურად 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 2-3-ჯერ დღე-ღამეში;

ბავშვებში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად დანიშვით და ინტრავენურად დოზით 1-2 მლ დღეში ან დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: ალერგიული გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება, რომელიც უფრო ხშირად აღინიშნება წინასწარგანწყობილ პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ;

*II და III ხარისხის ჰიპერტენზია.

განსაკუთრებული მითითებები:

– პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს. ეს ნივთიერება იწვევს ალერგიულ რეაქციებს: ჩვეულებრივ ეს შენელებული ტიპის რეაქციებია (კონტაქტური დერმატიტი); იშვიათად – სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი);

– რიბოფლავინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა.

– ვიტამინი B კომპლექსი (რომელიც შეიცავს პირიდოქსინს) მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას, რაც ვლინდება სიარულის დარღვევასა და ქუსლებში მწვავე ტკივილებით. ეს სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყების ერთი თვიდან 3 წლამდე პერიოდში.

– კიბოს უჯრედების პროლიფერაციის შესაძლო სტიმულირების გამო ვიტამინი B კომპლექსი სიფრთხილით გამოიყენება ავთვისებიანი დაავადებების დროს.

– ვიტამინ B კომპლექსის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარტში შემავალი ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპის ექფეტურობას.

პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ზოგიერთი ადრენოლიზური და სიმპატოლიზური საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი. B1 ვიტამინის შემცველობის გამო შეიძლება დაითრგუნოს ბარბიტარუტებისა და გლუტეტიმიდის სედატიური ეფექტი;

ქლორპრომაზინი აძლიერებს B2 ვიტამინის ექსკრეციას შარდში;

პრობენეციდი თრგუნავს ტუბულარულ სეკრაციას და B2 ვიტამინის რეაბსორბციას, რის შედეგადაც მცირდება მისი ექსკრეცია შარდთან ერთად;

ვიტამინი B6 ამცირებს L-დოფას ანტიპარკინსონულ ეფექტს;

ვიტამინ B კომპლექსის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში კონტრაცეფციულ საშუალებებთან, იზონიაზიდთან, პენიცილამინთან, ციკლოსერინთან, თიოსემიკარბაზინებთან სისხლში მცირდება ვიტამინ B6-ის კონცენტრაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვიტამინი A+D3 – VITAMIN A+D3 – ВИТАМИН А+D3

საერთაშორისო დასახელება:

RETINOL; COLECALCIFEOL

მწარმოებელი: Medana; Pharma S. A.,პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წყალხსნარი პერორალური მიღებისათვის:

ფლაკოში 10 მლ საწვეთურით.

1 წვეთი

ვიტამინი D3 ……290 სე

ვიტამინი A  …… 580 სე

დამხმარე ნივთიერებები:

პოლისბორატი-80, ბენზილის სპირტი(0.015 გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი (0.1 გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი A+D3 აჩქარებს ნაწლავში ვიტამინ D3-ის შეწოვის პროცესს. ეს ვიტამინები მოქმედებს სინერგულად. ვიტამინ A -ს არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ D3-ით გამოწვეული ჰიპერდოზირების სიმპტომები.

ვიტამინი A+D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.

დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი A+D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები:

რაქიტის პროფილაქტიკა 4 თვის ასაკიდან.

ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებში და მოზარდებში.

კანის და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგ.; ფსორიაზი, იქტიოზი, დერმატოზები).

მიღების წესი და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:

ბავშვებში  4-12 თვის ასაკის 1-2 წვეთი დღეღამეში;

12 თვის ასაკის ზემოთ 3 წვეთი დღე-ღამეში.

მოზრდილებში: 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვიტამინ A-ს და D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. A და D ჰიპერვიტამინოზი;

*თირკმლის უკმარისობა;

*4 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

*სიფრთხილით ინიშნება ნეფროლითიაზით დაავადებულ პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობის ან მასზე ეჭვის არსებობისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. დღე-ღამეში ვიტამინ A-ს 4000 სე-ზე (6 წვეთი) გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი, ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას.

– თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს.

–  საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C  ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

ვიტამინი A – VITAMIN A – ВИТАМИН А

საერთაშორისო დასახელება:

RETINOL

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცხიმში ხსნადი ვიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი-წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ფლაკონში 5 მლ საწვეთურით.

1 მლ (32 წვეთი)

რეტინოლის პალმიტატი ……………….       40 000 სე

დამხმარე ნივთიერებები:

ვიტამინი აცეტატი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების აღდგენით პროცესებზე. A ვიტამინი ხელს უშლის თვალის კონიუქტივის ზედაპირს გამოშრობას; იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის – როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ. A ვიტამინი ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს; ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადების მიმართ.

ჩვენებები:

იმ დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის მცირე შემცველობით ხასიათდებიან:

  • ქათმის სიბრმავე (ჰემერალოპია), “თვალების სიმშრალე” (ქსეროფთალმია);
  • კანის ზედაპირული შრის სხვადამხვა დაზიანებები, სებორეული ეგზემა, დამწვრობები, მოყინვა, ნაწოლები;
  • მშრალი, ქრონიკული რინოფარინგიტი;
  • კუჭის რეზექცია, ცელიაკია, წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები; ფაღარათი; კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადება;
  • იმუნური სისტემის გაძლიერება;
  • მდგომარეობები, რომლის დროსაც მომატებულია A ვიტამინზე მოთხოვნილება (ორსულობა და ლაქტაცის პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:

მიღების წესი: ზეთოვანი ხსნარი მიიღება პერორალურად განუზავებელი ან განზავებული სახით წვენთან ან რაიმე საკვებთან ერთად.

A ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის:

მოზრდილებში და მოზარდებში – 2500 სე (2 წვეთი) დღეში;

1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 250 სე (1 წვეთი) დღეში;

ორსულებში – 2500 სე (2 წვეთი) დღეში;

ლაქტაციის პერიოდში – 2500 სე (2 წვეთი) დღეში.

A ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ ქსეროფთალმიის გარეშე (“თვალების სიმშრალე”):

ჩვილ ბავშვებში – 10000 სე/კგ-ზე (8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 10 დღიანი მკურნალობის კურსი დოზით 5 000 სე – 7500 სე (4 წვეთი) დღეში;

1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5000 სე – 10 000 სე/კგ-ზე (4-8 წვეთი) დღეში 5 დღის განმავლობაში. შემდგომში 17 000 სე – 35 000 სე (13-25 წვეთი) დღეში 10 დღის განმავლობაში.

A ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო ქსეროფთალმიით (“თვალების სიმშრალე”):

10 000 სე (8 წვეთი) დღეში (პირველი, მეორე და მეთოთხმეტე დღე) ან 25 000 სე (20 წვეთი) კვირაში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში.

კანის ზედაპირული შრის დაზიანების, ქათმის სიბრმავის, რქოვანას გათხელების, სებორეული ეგზემის კომპლექსური მკურნალობის დროს; დამწვრობების, მოყინვების, ნაწოლების; ქრონიკული მშრალი რინოფარინგიტის დროს; ინფექციური დაავადებებისა და სტრესის დროს იმუნური სისტემის შემანარჩუნებელი საშუალების სახით, კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს – კუჭის ქირურგიული ჩარევა, საჭმლის მონელების დარღვევის და ცელიაკიის დროს რეკომენდებულია შემდეგი დღიური დოზები:

8 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2500 სე (2 წვეთი) დღეში;

9-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5000 სე (4 წვეთი) დღეში;

უფროსებში და 14 წლის ზემოთ ბავშვებში – 10 000 სე (8 წვეთი) დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, თავის ტკივილი, ტკივილი ძვლებსა და სახსრებში, მომატებული ნერვიულობა; კანის გაყვითლება და სიმშრალე, კანისა და ლორწოვანი გარსების მცირე, ხშირად ძალზედ მტკივნეული ნახეთქები. განსაკუთრებით პირის კუთხეებში. ტუჩებზე, ანუსზე და სხვა. თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობა, სისხლდენა ღრძილებიდან და პირის ღრუს დაწყლულება; ღებინება, ფაღარათი; ჰეპატომეგალია; მენსტრუალური დარღვევები; სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*ჰიპერვიტამინოზი;

*ღვიძლისა და თირკლის მძიმე დაავადებები;

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში და ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ვიტამინი გამოიყენება დოზით 6 000 სე-მდე (5 წვეთი) დღიური დოზისა და მიღების ხანგრძლივობის ზუსტი ინდივიდუალიზაციით. არსებობს მონაცემები, რომ A ვიტამინის დღიურმა დოზამ, რომელიც 10 000 სე-ს აღემატება (8 წვეთი) (განსაკურთებით ორსულობის დასაწყისში) შეიძლება არასასურველად იმოქმედოს ნაყოფზე.

განსაკუთრებული მითითბები:

*A ვიტამინი სიფრთხილით გამოიყენება თირეოტოქსიკოზის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიოსკლეროზის, ქოლეცისტიტის, ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ღვიძლის ციროზის, ვირუსული ჰეპატიტის, თირკმლის უკმარისობის, სისხლში მომატებული ქოლესტერინის, ჰიპოპროთრომბინემიისა და ალკოჰოლიზმის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში.

ჭარბი დოზირება:

თუ მიიღეთ დანიშნულზე უფრო მაღალი დოზა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოვლიდეს კანის ზედაპირული შრის დაზიანება, კანის სიწითლე, სახის ან სხვა ადგილების მიდამოში კანის ზედაპირულ შრის აქერცვლა, მხედველობის დარღვევა, სისუსტე, მადის დაკარგვა, ღებინება, სხეულის მასის დაქვეითება, გახშირებული გულისცემა, კონიუქტივასა და პირის ღრუს ლორწოვანში სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება; ზოგჯერ ღვიძლის ზომების მნიშვნელოვანი მომატება, მენსტუარციული დარღვევები, თმის ცვენა. მსგავსი მოვლენების დადგენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმის რჩევისათვის.

A ვიტამინის ძალიან მაღალი დოზების მიღებით გამოწვეული ჰიპერვიტამინოზის მოვლენები ქრება მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ალკოჰოლსა და სინთეზურ რეტინოიდებს (ქიმიური ნაერთები, ვიტამინის წარმოებულები) შეუძლია A ვიტამინის ტოქსიურობის გაძლიერება.

პერორალურ კონტრაცეტივებს შეუძლია ორგანიზმში A ვიტამინის მაჩვენებლების მომატება.

ქოლესტირამინი, ნეომიცინი და თხევადი პარაფინი არღვევენ A ვიტამინის რეზორბციას (შეიძლება საჭირო გახდეს მისი დოზირების მომატება).

ტეტრაციკლინისა და A ვიტამინის ერთდროული მიღება მაღალ დოზებში (>40 წვეთი) ზრდის შიდა ქალის წნევის მომატების საშიშროებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

ვიტამაქსი – VITAMAX – ВИТАМАКС

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE UK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 5 და 15 ც

1 კაფს.

სამეფო ჟელე ………………………….10 მგ
ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი ……….40 მგ
მცენარის მტვერი …………………….50 მგ
ხორბლის ღივის ზეთი ……………….50 მგ
სოიოს ფოსფატიდები ………………..90 მგ
საფლორის ზეთი …………………….30 მგ
ამინომჟავა L-არგინინი ………………20 მგ
ამინომჟაავ L-ლიზინი ……………….20 მგ
ოროთოვის მჟავა …………………….10 მგ
დიმეთილამინო-
ეთანოლბიტარტრატი …………………
25 მგ
A ვიტამინი ……………………………2000 სე
D3 ვიტამინი ………………………….200 სე
E ვიტამინი ……………………………10 მგ
C ვიტამინი ……………………………50 მგ
B1 ვიტამინი …………………………..15 მგ
B2 ვიტამინი …………………………..3 მგ
B12 ვიტამინი …………………………5 მგ
B6 ვიტამინი …………………………..2 მგ
ფოლიუმის მჟავა ……………………..25 მგ
კალციუმის პანთოტენატი ……………. 3 მგ
ნიკოტინამიდი ………………………..15 მგ
პარაამინობენზოის მჟავა ……………..50 მგ
ბიოტინი ………………………………3 მკგ
რკინა …………………………………10 მგ
კალციუმი ……………………………..50 მგ
ფოსფორი …………………………….38,6 მგ
კალიუმი ……………………………..2 მგ
სპილენძი ……………………………..1 მგ
თუთია ………………………………..1 მგ
მანგანუმი ……………………………..1 მგ
მაგნიუმი ………………………………1 მგ
იოდი ………………………………….50 მკგ
სელენი ………………………………..50 მკგ
ფტორი ………………………………..1 მგ
Don`t copy text!