Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 605

ვიპროსალი B – VIPROSAL B – ВИПРОСАЛ B

მწარმოებელი: TALLINA FARMAATSTATEHASE, ესტონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივი მოქმედების გამაღიზიანებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 50 გ

1 გ

გველგესლას შხამი …………………………………          0.05 სე

სალიცილის მჟავა…………. ……………………………    10 მგ

ქაფური …………………………………………………….      30 მგ

სკიპიდარი ემულსიურ-მალამოს ფუძეზე         30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მკვრივი პარაფინი, ვაზელინი, გლიცერინი, ნატრიუმის ცეტილსტერილ სულფატი, ცეტილსტეარილის სპირტი, ნატრიუმის ქლორდი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ძირითად შემადგენელ ნივთერებას შეადგენს ჩვეულებრივი გველგესლას შხამი, რომელიც შეიცავს ჰისტამინს, ჰიალურინიდაზას და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე სპეციფიკური მოქმედების პეპტიდები, რომლებიც წარმოადგენენ ჰემოლიზის მიზეზს. ისინი ზრდიან კაპილარების განვლადობას და მოქმედებენ სისხლის შედედებაზე. გველგესლას შხამის ლოკალურად გამოყენების შემთხვევაში იგი ახდენს გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

პრეპარატი შეიცავს აგრეთვე ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებენ მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს და იწვევენ გამაღიზიანებელ და ტკივლგამაყუჩებელ ეფექტებს. კანის ლოკალური გაღიზიანება წარმოადგენს სისხლით მომარაგების ცვლილების და შინაგანი ორგანობის ტროფიკის შერჩევით შემცირების მიზეზს, რომლებიც ინერვირდება ზურგის ტვინის იგივე სეგმენტებით.

დამატებითი გაღიზიანება იწვევს ანტინოციცეფტური სისტემის დამატებით გაღიზიანებას ზურგის ტვინის შესაბამის სეგმენტში, რაც აფერხებს ტკივილის პირველადი იმპულსების აფერენტაციას თავის ტვინის ქერქში და ხელს უშლის ტკივილის აღქმას.

სალიცილის მჟავას, ქაფურსა და სკიპიდარს ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური თვისება, ხოლო სალიცილის მჟავა დამატებით ხასიათდება კერატოლიზური მოქმედებით.

ჩვენებები:

 

  • პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივი მოქმედების გამაღიზიანებელი საშუალება კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს.

 

მიღების წესი და დოზირება:

კანის ზედაპირის სიდიდის მიხედვით მტკივნეულ ადგილას მალამო დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ 1-(2 სუფრის კოვზი) დღეში ტკივილის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება ქავილი, შეშუპება და ურტიკარია. აღნიშნული ნიშნები პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.

გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის დაწყების წინ მალამო უნდა დავიტანოთ კანის მცირე მონაკვეთზე მისი მგრძნობელობის განსაზღვრისათვის.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. აგრეთვე,

*კანის წყლულოვანი და სხვა დაავადებების არსებობისას;

*ფილტვების მწვავე ტუბერკულოზის,

*თავის ტვინისა და კორონარული სისხლმიმოქცევის დარღვევის, ანგიოსპაზმისადმი მიდრეკილების;

*ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე მოშლილობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ დაიტანება დაზიანებულ უბანზე. მისი თვალსა და ლორწოვან გარსზე მოხვედრა დაუშვებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

ვიოსეპტი – VIOSEPT – ВИОСЕПТ

საერთაშორისო დასახელება:

TRIPELLENAMINE; CLIOQUINOL; DOMIPHEN BROMIDE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company JELFA S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიპელენამინი + კლიოქვინოლი +დომიფენის ბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ

1 გ

ტრიპელენამინის ჰიდროქლორიდი …………….  20 მგ

კლიოქვინოლი……………………………………………      20 მგ

დომიფენის ბრომიდი ………………………………       500 მკგ

დამხმარე ნივთიერება:

ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიოსეპტი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე კომბინირებულ პრეპარატს.

ტრიპელენამინის ჰიდროქლორიდი ხასიათდება არა მარტო ანტიჰისტამინური, არამედ ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და კაპილაროპროტექტული თვისებებით. იგი ხსნის კანის ქავილს.

დომიფენის პრომიდი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით. იგი მიეკუთვნება იონურ დეტერგენტს, რომელიც ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას, ხელს უწყობს ჩირქოვანი სეკრეტის გახსნას და პრეპარატის ღრმად შეღწევას ინფიცირებულ და ნეკროზულ ქსოვილებში.

ჩვენებები:

  • კანის მიკოზები;
  • კანის ზედაპირულ ტრიქოფიტია;
  • ტერფების თითებს შორისი ეპიდერმოფიტია;
  • საზარდულის ეპიდერმომიკოზები;
  • მეორადი ინფექციით მიმდინარე კანის ზედაპირული ეროზიები;
  • ბაქტერიული და საფუარის სოკოებით გამოწვეული გამოყელვა;
  • ჩვეულებრივი იმპეტიგო;
  • სიკოზი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მის გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.

მალამოს მცირე რაოდენობა შეიზილება კანის დაზიანებული ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ვიოსეპტის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია კანის დროებითი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ვიოსეპტის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატის გამოყენება იმ დაავადების დროს, რომლებიც მითითებული არ არის ექიმის მიერ და აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის ნებადართული.

საჭიროა სიფრთხილე, რათა მალამო არ მოხვდეს თვალის ლორწოვან გარსზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანიონური დეტერგენტები ასუსტებენ პრეპარატის მოქმედების ეფექტს

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

ვინრაცინი – VINRACINE – ВИНРАЦИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ვინპოცეტინი-დარნიცა – VINPOCETINUM-DARNITSA – ВИНПОЦЕТИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

VINPOCETINE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: ვინპოცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ვინპოცეტინი …………..    5 მგ

 

ვრცლად ვინპოცეტინი

ვინპოცეტინი – VINPOCETINE – ВИНПОЦЕТИН

საერთაშორისო დასახელება:

VINPOCETINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინპოცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ვინპოცეტინი ………………….  5 მგ

დახმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვინპოცეტინს გააჩნია კომპლექსური მოქმედების სამკურნალო მექანიზმი.

– იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლმიმოქცევასა და ცერებრულ მეტაბოლიზმზე, ასევე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.

– ვინპოცეტინს გააჩნია ნეიროპროტექტული ეფექტი: იგი ამცირებს დამაზიანებელ ციტოტოქსიკური რეაქციების ინტენსივობას, რომლებიც გამოწვეულია ამგზნები ამინომჟავებით: ვინპოცეტინი აინჰიბირებს როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების, ასევე გლუტამატ NMDA-სა და AMPA-ს რეცეპტორების ფუნქციურ აქტივობას;

– ვინპოცეტინი ზრდის ადენოზინის ნეიროპროტექტულ ეფექტს;

პრეპარატი ასტიმულირებს ცერებრულ მეტაბოლიზმს:

-აძლიერებს თავის ტვინის მიერ გლუკოზისა და ჟანგბადის შეთვისებასა და უტილიზაციას;

– ვინპოცეტინი ზრდის ნეირონების რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ;

ასტიმულირებს გლუკოზის ტრანსპორტს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ენერგიის უნივერსალური წყაროა. იგი ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმს უფრო ხელსაყრელი აერობული მიმართულებით.

– პრეპარატი შერჩევით აინჰიბირებს Ca2+ – კალმოდულინ-დამოკიდებულ ცგმფ-ფოსფოდიესთერაზას, თავის ტვინის ქსოვილებში ზრდის ცგმფ-ისა და შესაბამისად ატფ/აგფ-ის შეფარდებას.

– ვინპოცეტინი ასტიმულირებს ნორადრენალინისა და სეროტონინის ცერებრულ მეტაბოლიზმს; იგი ააქტივებს აღმავალ ნორადრენერგულ სისტემას.

ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების მექანიზმები უზრუნველყოფენ ვინპოცეტინის ცერებროპროტექტულ ეფექტს.

ვინპოცეტინი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას:

– თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას;

– ამცირებს პათოლოგიურად მომატებული სისხლის სიბლანტეს;

– ზრდის ერითტოციტების დეფორმირებულობის ხარისხს და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმას.

– იგი აგრეთვე უზრუნველყოფს ქსოვილების ოქსიგენაციის პროცესს.

ვინპოცეტინი შერჩევით აძლიერებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევას:

– აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის პროცესს;

– ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, საერთო სისხლმიმოქცევის პარამეტრებზე უმნიშვნელო ზემოქმედების გარეშე, იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე პულსის სიხშირესა და საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობაზე;

– იგი არ იწვევს “მითვისების” ფენომენს – პირიქით მისი გამოყენებისას პირველ რიგში ძლიერდება ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი მცირე პერფუზიის იშემიური უბნის სისხლით მომარაგება.

ჩვენებები:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური ან ფსიქიური მოშლილობანი:

  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობა,
  • ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა,
  • ცერებლური ათეროსკლეროზი,
  • სისხლძარღვოვანი წარმოშობის დემენცია,
  • ტრავმის შემდგომი და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.

ოფთალმოლოგიაში:

თვალის გარსის სისხლძარღვებისა და ბადურას ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

ოტიატრიაში:

ვინპოცეტინი გამოიყენება პერცეპციული ტიპის სმენის დაქვეითების, მენიერის დაავადების, ყურებში იდოპათიური შუილის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ხშირ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება დღეში 3-ჯერ 5-10 მგ-ის ოდენობით (15-30 მგ დღეში). ვინპოცეტინი ინიშნება ჭამის შემდეგ. იმის გამო, რომ ვინპოცეტინს არ გააჩნია ჰეპატო- და ნეფროტოქსიკური მოქმედება, პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია, დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: აღნიშნება ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გაზრდა, აგრეთვე ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია.

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილება, ძირითადად მისი დაქვეითება; კანის სიწითლე.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა (უძილობა ან პირიქით ძილიანობა), თავბრუსხვევა, სისუსტე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ღებინება, კუჭის არეში წვის შეგრძნება.

კანზე ალერგიული სიმპტომები გვხვდება იშვიათად.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

*არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

QT ინტერვალის გახანგრძლივების დროს, ან იმ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რომლებიც ხელს უწყობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.

ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ვინპოცეტინის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 41.5 მგ ლაქტოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C  ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ვინორელბინ–ებევე – VINORELBINE– EBEVE – ВИНОРЕЛВИН-ЭБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

VINORELBINE


მოქმედი ნივთიერება:
ვინორელბინი


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტინეოპლასტიკური და იმუნომოდულატორული საშუალება


შემადგენლობა
და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 10მგ/ 1 მლ.

 

ვრცლად ნაველბინი

ვინკრისტინი – VINCRISTINE – ВИНКРИСТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას. ვინკრისტინი წარმოადგენს ვარდისფერი გველის სუროს (Cataranthus roseus) ალკალოიდს. იგი იწვევს უჯრედების მიტოზური დაყოფის შექცევად ბლოკირებას უჯრედული ციკლის მეტაფაზაში. სიმსივნურ უჯრედებში სელექტიურად აინჰიბირებს დნმ-სა და რმნ-ის სინთეზს ფერმენტ რნმ-პოლიმერაზას ბლოკირების შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური შეყვანისას ვინკრისტინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. იგი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა განავლით.

ჩვენებები

  • მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, ხოჯკინის და არახოჯკინის ლიმფომები, რაბდომიოსარკომა, იუინგის სარკომა, ნეირობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, სოლიდური სიმსივნეების კომბინირებული მკურნალობა, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ეპითელომა და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.

დოზირების რეჟიმი

ვინკრისტინი შეჰყავთ ვენაში 1 კვირიანი ინტერვალით. გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ან საინექციო წყალში 0.1 მგ/მლ კონცენტრაციით. პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.

ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანა აკრძალულია.

მოზრდილებში ვინკრისტინი შეყავთ ვენაში 1.0-1.4 მგ/კვ.მ. დოზით კვირაში ერთხელ. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კვ.მ.-ს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-12 მგ/კვ.მ.

ბავშვებში – 1.5 მგ/კვ.მ კვირაში ერთხელ. მკურნალობა ძირითადად გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით რეკომენდებულია დოზის შემცირება.

გვერდითი მოვლენები

ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება, ჰიპერურიკემია, ნეფროპათია, ალოპეცია, იშვიათად – ცნს-ის მხრივ ტოქსიკური დარღვევები, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა, ყაბზობა, სხეულის წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი, იშვიათად -ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აზოსპერმიის და ამენორეის განვითარება.

აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* მიელოსუპრესია, ნევროლოგიური დაავადებები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში ვინკრისტინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

მკურნალობის პროცესში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის და ღვიძლის დაზიანების დროს.

♦ მკურნალობის პროცესში აუცილებელია რეგულარული ჰემატოლოგიური კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევებში პრეპარატის განმეორებითი დოზით შეყვანისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებისას 3000 კვ. მმ-მდე აუცილებელია ვინკრისტინით მკურნალობის შეწყვეტა და პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკის გამოყენება.

♦ მწვავე შარდმჟავა დიათეზის პრევენციისათვის საჭიროა შარდმჟავის დონის სისტემატური კონტროლი შრატში, ორგანიზმში შესაბამისი რაოდენობის სითხის შეყვანა და საჭიროების შემთხვევაში ალოპურინოლის დანიშვნა.

♦ ექსტრავაზაცია იწვევს ტკივილს ინექციის ადგილას და ქსოვილის ნეკროზს. ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია დარჩენილი ინექციის შეყვანა სხვა ვენაში. დაზიანებულ უბანში სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ჰიალურონიდაზას ინექციის გამოყენებით.

♦ მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია შესაბამისი (არაჰორმონული) კონტრაცეპციის გამოყენება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ლეიკოპენია და სხვა გვერდითი მოვლენების დამძიმება;

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება. სიმპტომატური თერაპიის სახით რეკომენდებულია შემდეგი ღონისძიებები: 1) სითხის შეყვანის შეზღუდვა და დიურეზული საშუალებების დანიშვნა; 2) კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება; 3) ოყნის და საფაღარათო საშუალებების გამოყენება; 4) გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი; 5) პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი საჭიროებისას – სისხლის გადასხმა.

ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ჭარბი დოზირების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პრეპარატის კომბინაციით ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან (იზონიაზიდი, ასპარაგინაზა) ძლიერდება გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ.

– ვინკრისტინი აქვეითებს პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტს.

– ვინკრისტინის და მიტომიცინის კომბინაციით ვითარდება მწვავე ქოშინი და ბრონქოსპაზმი.

ვინერი – VINER – ВИНЕР

საერთაშორისო დასახელება:

პირაცეტამი, გამა-ამინოერბომჟავა;

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

გაუმჭვირვალე თეთრი / თეთრი ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრიდან ღია კრემისფრამდე ფხვნილით;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულა, 250/125 მგ.

1 კაფსულა შეიცავს:

პირაცეტამს – 250 მგ; გამა-ამინოერბომჟავას – 125 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავი –ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ნოოტროპული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვინერი კომბინირებული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების – გამა-ამინოერბომჟავასა და პიროლიდონის წარმოებულის, პირაცეტამის თვისებებით.

გამა-ამინოერბომჟავა წარმოადგენს მთავარ შემაკავებელ მედიატორს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მისი გავლენით ითრგუნება აგზნების პროცესები, ძლიერდება ნერვული პროცესების შეკავება, მცირდება გაღიზიანებადობა და აგზნებადობა.

გამა-ამინოერბომჟავა ააქტიურებს ენერგეტიკულ პროცესებს ცნს-ში, აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, აძლიერებს თავის ტვინის ქსოვილების სისხლმომარაგებას.

გამა-ამინოერბომჟავა აუმჯობესებს ნერვული პროცესების დინამიკას თავის ტვინში, აზროვნების პროცესს, მეხსიერებას, ყურადღებას, ხელს უწყობს მოძრაობითი აქტივობის და მეტყველების აღდგენას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდეგ, გააჩნია მსუბუქი ფსიქომასტიმულირებელი ეფექტი.

ვინერის მეორე კომპონენტია პირაცეტამი – კლასიკური ნოოტროპული საშუალება, რომელიც აძლიერებს დოფამინის სინთეზს თავის ტვინში, ზრდის ნორადრენალინის შემცველობას, აცეტილქოლინის რაოდენობას სინაფსის დონეზე და ქოლინორეცეპტორების სიმჭიდროვეს.

პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, ასტიმულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს რეგიონულ სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის იშემიურ უბნებში, ზრდის ნეირონების ენერგეტიკულ პოტენციალს ატფ-ისა და ადენილატციკლაზას მონაწილეობის ხარჯზე. ცნს-ის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად აღსანიშნავია ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაცია, რაც მთლიანობაში უზრუნველყოფს მის მდგრადობას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ნეიროტოქსიკური ფაქტორის გავლენის მიმართ.

პირაცეტამი აუმჯობესებს თავის ტვინის ინტეგრაციულ აქტივობას, ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, აუმჯობესებს დასწავლის პროცესს.

პრეპარატის ორივე კომპონენტის კომპლექსური მოქმედებით ძლიერდება მათი ნოოტროპული, ვაზოაქტიური და ანტიჰიპოქსიური მოქმედება, იზრდება შრომისუნარიანობა და ტოლერანტობა სხვადასხვა სტრესული ფაქტორის ზემოქმედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

ვინერის პერორალური მიღების შემდეგ გამა-ამინოერბომჟავა და პირაცეტამი კარგად შეიწოვება, ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში.

პირაცეტამის ბიოშეღწევადობა შეადგენს  დაახლოებით 100%-ს. პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველადი გავლისას. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 30 წთ-ის შემდეგ. პირაცეტამი პრაქტიკულად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქედან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად და ადვილად აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში. მისი  მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში, ნათხემსა და ბაზალურ განგლიებში.

ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს (მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) ლიქვორში მიიღწევა 2-8 სთ-ის შემდეგ).

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) სისხლის პლაზმიდან შეადგენს

4-5 სთ-ს, ლიქვორიდან – 6-8-სთ-ს. 30 სთ-ის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებული დოზის 95%-ზე მეტი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა პრეპარატის დოზის კორეგირება.

პრეპარატი გამოიყოფა შარდთან ერთად, მცირე რაოდენობით მეტაბოლიტების, ხოლო პირაცეტამი – თითქმის შეუცვლელი სახით.

პრეპარატის დანიშვნისას თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ან კრეატინინის დაქვეითებული კლირენსის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის, საჭიროა დოზის შემცირება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

ჩვენება:

• ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეტყველების დარღვევა;

• მომატებული გაღიზიანებადობა;

• დაქვეითებული ტოლერანტობა სხვადასხვა სტრესული ფაქტორის მიმართ;

• ცნს-ის დაავადებები, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევით (ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტონია);

• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;

• ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი პერიოდი (მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების, მოძრაობითი და ფსიქიკური აქტივობის აღდგენის მიზნით, ასევე თავბრუ, თავის ტკივილის შეტევების პროფილაქტიკისათვის);

• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა;

• მეტაბოლური პროცესების დარღვევა თავის ტვინში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში);

• ნევროზული, დეპრესიული მდგომარეობა უპირატესად ადინამიური, ასთენიური, სენესტო-იპოქონდრიული დარღვევებით, იდეომოტორული შეზღუდვა, აგრეთვე დუნე-აპათიური დეფექტური მდგომარეობა, შიზოფრენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომი, სენილური და ატროფიული პროცესები;

• ალკოჰოლური პოლინევრიტი;

• ჭკუასუსტობა;

• რწევის სინდრომი (ზღვისა და ჰაერის დაავადება);

• ხანდაზმულთა დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება (კომპლექსური თერაპია);

• ცნს-ის ფუნქციების დარღვევა გადატანილი მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების შემდეგ (ტვინში იშემიისა და ჰიპოქსიის შესამცირებლად);

• მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებები (კომპლექსური თერაპია);

• პედიატრიაში – ცერებროასთენია, ენცეფალოპათიები, მეხსიერებისა და ცნს-ის ფუნქციების სხვადასხვა დარღვევა (განსაკუთრებით გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებში).

მიღების წესი და დოზირება:

ვინერი მიიღება პერორალურად ჭამის წინ  (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს).

მოზრდილებში ინიშნება ერთი კაფსულა 3 – 4-ჯერ დღეში.

აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 6 კაფსულამდე დღეში. თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.

3–7 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 კაფსულას).

7–16 წლის ასაკის ბავშვებში – ერთი კაფსულა 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირიდან 2 თვემდე, აუცილებლობის შემთხვევაში  მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განუვითარდეს მსუბუქი გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, სისუსტე, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. პაციენტებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა, შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება:

თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობა (დაკავშირებული ხილის წვენების, ესენციების მიღებასთან), ჰემორაგიული ვასკულიტი, ორსულობა  და ლაქტაციის პერიოდი, 3 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

თუ პაციენტი ღებულობს სხვა სამკურნალო საშუალებებს, საჭიროა ამის შესახებ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

ვინერი აძლიერებს ანტიდეპრესანტების მოქმედებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპური ან ატიპური ანტიდეპრესანტებით თერაპიის მიმართ რეზისტენტობის  შემთხვევაში.

ვინერი ამცირებს ტრანქვილიზატორების, ნეიროლეფსიური და საძილე საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოვლინებას.

ჭარბი დოზირება:

ვინერი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, მაგრამ დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ფსიქომოტორული აგზნებადობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია სედატიური საშუალებების შეყვანა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გამოყენების თავისებურებები:

ვინერის დანიშვნისას ბავშვებში საჭიროა შაქრის სადღეღამისო ნორმის შემცირება

20 გ-ით (არ უნდა აღემატებოდეს 30-35 გ-ს დღეში).

ზოგიერთ შემთხვევაში ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება კორონარული უკმარისობის გამწვავება. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება  ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ფსიქომოტორული აგზნების მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში პაციენტს აღენიშნება ძილიანობა და სხვა დარღვევები ცნს-ის მხრიდან, საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

შენახვის პირობები:

ინახება 15 – 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

ვინბლასტინ რიხტერი – VINBLASTIN RICHTER – ВИНБЛАСТИН -РИХТЕР

საერთაშორისო დასახელება:

VINBLASTINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინბლასტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ვინბლასტინის სულფატი …………..          5 მგ

გამხსნელი: ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 0.9%, ამპულაში 5 მლ.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

ვინბლასტინი წარმოადგენს მცენარეულ ალკალოიდს. იგი იწვევს უჯრედების მიტოზური დაყოფის შექცევად ბლოკირებას უჯრედული ციკლის მეტაფაზაში. უკავშირდება რა მიკრომილებს პრეპარატი თრგუნავს მიტოზს. სიმსივნურ უჯრედებში სელექტიურად აინჰიბირებს დნმ-სა და რნმ-ის სინთეზს ფერმენტ რნმ-პოლიმერაზას ბლოკირების შედეგად.

ჩვენებები:

  • ხოჯკინის და არახოჯკინის ლიმფომები, ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკემია, სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.

პრეპარატის ინტრათეკალური შეყვანა აკრძალულია.

მოზრდილებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მგ/კგ წონაზე (3.7 მგ/კვ.მ სხეულის ზედაპირზე) ერთჯერადი დოზით. ამის შემდგომ შესაძლებელია კვირაში ერთხელ დოზის გაზრდა 0.005 მგ/კგ-ით (1.8-1.9 მგ/კვ.მ), სანამ ლიეკოციტების რაოდენობა დაქვეითდება 3000 კუბმმ-მდე, ან კვირის მაქსიმალურ დოზაზე 0.5 მგ/კგ (18.5 მგ/კვ.მ) დაბლა.

შემანარჩუნებელი დოზა: 0.05 მგ/კგ-ით ნაკლები ვიდრე ბოლო საწყისი დოზა შეყავთ ყოველ 7-14 დღეში, ან 10 მგ თვეში 1-2-ჯერადად მთლიან გამოჯანმრთელებამდე.

ბავშვებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ/კვ.მ კვირაში ერთხელ, შემდგომში, კვირაში ერთხელ ხდება დოზის თანდათანობით გაზრდა 1.25 მგ/კვ.მ-ით, სანამ ლეიკოციტების რაოდენობა დაქვეითდება 3000 კუბ.მმ-მდე, ან მაქსიმალურ კვირის დოზაზე 7.5 მგ/კვ.მ დაბლა.

შემანარჩუნებელი დოზა: 1.25 მგ/კვ.მ-ით ნაკლები, ვიდრე ბოლო საწყისი დოზა, შეყავთ ყოველ 7-14 დღეში.

გამოყენების წინ ამპულის შიგთავსს ხსნიან შესაბამის გამხსნელში, ხოლო შემდგომ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და შეჰყავთ ვენაში ინექციის სახით, ან ერთდროულად წარმოებს პრეპარატის ვენაში ინფუზია საინფუზიო აპარატის მილის საშუალებით ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ერთად 1 წთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად ლეიკოპენია, ალოპეცია, ჰიპერურიკემია, შარდმჟავა ნეფროპათია, სტომატიტი, თრომბოციტოპენია, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, იშვიათად – ჰემორაგიული კოლიტი, ან სისხლდენა არსებული წყლულიდან, პრეპარატით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის ნიშნები: (თავბრუსხვევა, დიპლოპია, თავის ტკივილი, დეპრესია, პარესთეზიები, საერთო სისუსტე), ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა.

ნეიროტოქსიკური სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

*ლეიკოპენია, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობის პერიოდში ვინბლასტინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელია, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

*მკურნალობის პროცესში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

– პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის და ღვიძლის დაზიანების დროს.

– ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებისას 3000 კუბ.მმ-მდე, აუცილებელია ვინბლასტინით მკურნალობის შეწყვეტა და პროფილაქტის მიზნით ანტიბიოტიკის გამოყენება.

– მკურნალობის პროცესში საჭიროა რეგულარული ჰემატოლოგიური კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევებში, პრეპარატის განმეორებითი დოზებით შეყვანისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

მწვავე შარდმჟავა დიათეზის პრევენციისათვის საჭიროა შარდმჟავას დონის სისტემატური კონტროლი შრატში, ორგანიზმში შესაბამისი რაოდენობის სითხის შეყვანა და საჭიროების შემთხვევაში ალოპურინოლის დანიშვნა.

– ექსტრავაზაცია იწვევს ტკივილს ინექციის ადგილზე და ქსოვილის ნეკროზს. ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია დარჩენილი ინექციის შეყვანა სხვა ვენაში. დაზიანებულ უბანში სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ჰიალურონიდაზას ინექციის გამოყენებით.

მკურნალობის პროცესში შესაძლებელია შესაბამისი (არაჰორმონული) კონტრაცეპციის გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის კომბინაციით ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან (იზონიაზიდი, ასპარაგინაზა) ძლიერდება გვერდითი მოვლენები ცნს მხრივ.

ვინბლასტინის და ფენიტოინის კომბინაციით ქვეითდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ძლიერდება კრუნჩხვების მიმართ მიდრეკილება.

ვინბლასტინის და მიტომიცინის კომბინაციით ვითარდება მწვავე ქოშინი და ბრონქოსპაზმი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-80C  ტემპერატურაზე, მაცივარში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

ვილპრაფენი – WILPRAFEN – ВИЛЬПРАФЕН

საერთაშორისო დასახელება:

JOSAMYCIN

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ჯოზამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტებლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ც.

1 ტაბ.

ჯოზამიცინი …………………500 მგ

დამატებითი ინგრედიენტები:

მეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი; პოლისორბიტი 80, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი (171), ალუმინის ჰიდროქსიდი და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატული ეფექტით მიკრობთა უჯრედის ცილების ინჰიბირების ხარჯზე რიბოსომების დონეზე, ხოლო დიდ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

იგი იჩენს მაღალ აქტივობას უჯრედშიდა მიკროორგანიზმების Chlamydia trachomatis და Chlamydia pneumonuae, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum, Legionella pneumophila; გრამდადებითი აერობული ბაქტერიების მიმართ Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes და Streptococcus pneumoniae (pneumococcus), Corynebacterium diphtheriae; გრამუარყოიფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenzae, Bordetella pertussis ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიების მიმრთ: Peptococcus, Peptostreptococcus, Clostridium perfringens.

პრეპარატი ასევე აქტიურია Treponema pallidum მიმართ.

იგი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მისი მაქსიმალური კონცერტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1-4 საათში. პრეპარატი 15% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ვილპრაფენი კარგად აღწევს ფილტვებში, ნერწყვში, ოფლში, ცრემლში, ნუშისებრ ჯირკვლებში.

მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა უპირატესად ნაღველით, 20% კი ელიმინირდება შარდით.

ჩვენებები:

 

  • ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, დიფტერია, ქუნთრუშა;
  • ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფსიტაკოზი, ყივანახველა;
  • სტომატოლოგიური ინფექციები: გინგივიტი, პაროდონტის დაავადებები;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: პიოდერმია, ფურუნკულოზი, ციმბირის წყლული, ლიმფანგიტი, წითელი ქარი, ლიმფადენიტი, ვენერიულ ლიმფოგრანულომა;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: პროსტატიტი, პიელონეფრიტი, გონორეა, ათაშანგი, შერეული ინფექციები.

 

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია 2-3-გ ჯოზამიცინი დღეში მოზრდილთათვის. დღიური დოზა იყოფა 2-3 მიღებად. საწყისი დოზაა 1 გ.

კანის ინფექციისას იხმარება 500 მგ 2-ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში, შემდგომში – 500 მგ ერთხელ დღეში, 8 კვირის მანძილზე შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

მიიღება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად საჭმლის მიღებებს შორის ინტერვალში.

სტრეპტოკოკული ინფექციისას ინიშნება მინიმუმ 10 დღე.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მადის დაკარგვა, გულისრევა, გულძმარვა, ღებინება, დიარეა შესაძლოა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება.

მომატებული მგრძნობელობა: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფერმენტების აქტივობა იზრდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიყვითლით.

სმენის ორგანოზე მოქმედებით: შეიძლება განვითარდეს სმენის გარდამავალი დაქვეითება.

უკუჩვენებები:

*მაკროლიდების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება;

*ღვიძლის მძიმე დაზიანება.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების დაავადებით შეპყრობილ პირებში ორსულ და მეძუძურ დედებში სიფრთხილით იხმარება. შესაძლოა ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა მაკროლიდებთან.

ჭარბი დოზირება:

მოწამვლისას სპეციფიკური სიმპტომები არ ვითარდება.

დოზის გამოტოვებისას, საჭიროა წამლის მიღება. თუ შემდგომი დოზის გამოყენების დროა გამოტოვებული დოზა არ მიიღება.

მკურნალობის შეწყვეტა ან დროებით შეჩერება ამცირებს მის ეფექტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან და ლინკომიცინთან ერთად პრეპარატის დანიშვნა ამცირებს მის ბაქტერიციდულ ეფექტს.

ვილპრაფენი ნაკლებად ამცირებს ქსანტინების გამოყოფას სხვა მაკროლიდებთან შედარებით.

მისი ტერფენადინის ან ასტემიზოლის შემცველ ანიტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაცია იწვევს სახიფათო არითმიებს.

ერგოტამინთან ერთად მისი დანიშვნით ძლიერდება ვაზოკონსტრიქცია.

ციკლოსპორინთან დანიშვნისას იზრდება ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკური ეფექტი.

დიგოქსინთან ერთად მისი დანიშვნა ზრდის დიგოქსინის კონცენტრაციას.

კონტრაცეპტივების ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება მცირდება მაკროლიდებით მკურნალობისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

 

Don`t copy text!