Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 608

ვანსეარი – ONCEAIR – ВАНСЕАР

საერთაშორისო დასახელება:

MONTELUKAST

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac San.ve Tic. A.S, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: მონტელუკასტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქული ასთმისა და ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალება. ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

მონტელუკასტის ნატრიუმი ……..         4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რკინის წითელი ოქსიდი, ასპარტამი და ალუბლის არომატი, როგორც დამატკბობელი.

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

მონტელუკასტის ნატრიუმი …………    5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რკინის წითელი ოქსიდი, ასპარტამი და ალუბლის არომატი, როგორც დამატკბობელი.

შემოგარსული საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

მონტელუკასტის ნატრიუმი  ………….   10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდები, როგორც საღებავები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვანსეარი (ნატრიუმის მონტელუკასტი) არის სელექტიური და პერორალური მოქმედების ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც სპეციფიურად აბლოკირებს ცისტეინური ლეიკოტრიენების CysLT1 რეცეპტორს.

ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) არიან მძლავრი ანთებითი მედიატორები, რომლებიც გამოთავისუფლდებიან სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის მასტოციტებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები უკავშირდებიან ცისტეინური ლეიკოტრიენების რეცეპტორებს CysLT, რომლებიც აღმოჩენილია ადამინის სასუნთქ გზებში.

CysLT ტიპი I რეცეპტორები (CysLT1) გვხვდება ადამიანის სასუნთქ გზებსა და სხვა პროანთებით უჯრედებში (მათ შორის ეოზინოფილებსა და გარკვეულ მიელოიდური ღეროვან უჯრედებში), აგრეთვე სასუნთქი გზების გლუვი კუნთების უჯრედებსა და მაკროფაგებში. CysLT კორეალაციაშია ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან. ბრონქული ასთმის დროს ლეიკოტრიენის მონაწილეობით სასუნთქ გზებში ვითარდება მთელი რიგი პროცესები, როგორიცაა ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, ვენური კაპილარების განვლადობის მომატება და ეოზინოფილების აკუმულაცია.

ალერგიული რინიტის დროს, ალერგენთან შეხების შემდეგ, როგორც ადრეული ისე გვიანი ფაზის რეაქციების განმავლობაში, ცისტეინური ლეიკოტრიენები გამოთავისუფლდებიან ცხვირის ლორწოვანი გარსიდან და იწვევენ ალერგიული რინიტის სიმპტომების განვითარებას. ლეიკოტრიენების ინტრანაზალური შეყვანა ზრდის სასუნთქი გზების რეზისტენტობას და აძლიერებს ნაზალური ობსტრუქციის სიმპტომებს.

მონტელუკასტი პერორალურად აქტიური მძლავრი შენაერთია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასთმასთან დაკავშირებულ ანთების პარამეტრებს. როგორც დამტკიცებულია ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური ბიოანალიზით, მონტელუკასტი მაღალი სელექტიურობითა და აფინურობით უკავშირდება CysLT1 -ის რეცეპტორებს (უფრო მეტად, ვიდრე სხვა, ფარმაკოლოგიურად მნიშვნელოვან სასუნთქი გზების რეცეპტორებს, როგორიცაა პროსტანოიდური, ქოლინერგული ან ბეტა-ადრენერგული რეცეპტორები). მონტელუკასტი, აგონისტური აქტივობის გარეშე, თრგუნავს LTC4, LTD4 და LTE4 ფიზიოლოგიურ ეფექტებს CysLT1-ის რეცეპტორების დონეზე.

ფარმაკოკინეტიკა:

მონტელუკასტი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება; მოზრდილებში 10 მგ საღეჭი ტაბლეტების უზმოზე მიღებისას საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3 საათის შემდეგ. პრეპარატის ორალური ბიოშეღწევადობა საშუალოდ 64%-ია. მონტელუკასტის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. მონტელუკასტის განაწილების სტაციონარული მოცულობა საშუალოდ 8-დან 11 ლიტრია და სწრაფად მეტაბოლიზდება.

მოზრდილებსა და პედიატრულ პაციენტებში მონტელუკასტის თერაპიული დოზების გამოყენებისას მისი მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები არ ვლინდება განაწილების სტაციონარული მდგომარეობის დროს.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით ჩატარებული in vitro კვლევები მიუთითებენ, რომ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში ციტოქრომები P450 3A4 და 2C9 მონაწილეობენ.

ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი საშუალოდ 45 მლ/წთ-ს შეადგენს. მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად სანაღვლე გზებით გამოიყოფა.

ჩვენებები:

  • ბრონქული ასთმით პროფილაქტიკური და გრძელვადიანი თერაპია (იგულისხმება აგრეთვე დღის და ღამის სიმპტომების პრევენცია);
  • ასპირინული ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობა;
  • ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქციის პროფილაქტიკა;
  • სეზონური და სრულწლიანი ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ბრონქული ასთმისა და/ან ალერგიული რინიტის (სეზონური, სრულწლიანი) მქონე 15 წლის და უფრო მეტი ასაკის მოზრდილი პაციენტებისთვის: ყოველდღიური დოზა არის ერთი 10 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერადად, ძილის წინ (საღამოს).

ბრონქული ასთმისა და/ან ალერგიული რინიტის (სეზონური, სრულწლიანი) მქონე 2-5 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის ყოველდღიური დოზა არის ერთი 4 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი ერთჯერადად, ძილის წინ (საღამოს).

ბრონქული ასთმისა და/ან ალერგიული რინიტის (სეზონური, სრულწლიანი) მქონე 6-14 წლის ასაკის პედიატრული პაციენტებისთვის: ყოველდღიური დოზა არის ერთი 5 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი ერთჯერადად, ძილის წინ (საღამოს).

ზოგადი რეკომენდაციები:

ვანსეარის თერაპიული ეფექტი ბრონქული ასთმის კონტროლის პარამეტრებზე ვითარდება 1 დღის პერიოდში. შესაძლოა ვანსეარის დამოუკიდებლად ან საჭმელთან ერთად მიღება. პაციენტებმა უნდა განაგრძონ ვანსეარის მიღება, როგორც ასთმის გამწვავების პერიოდებში (ასთმის მწვავე შეტევები), ისე ასთმაზე კონტროლის დროს.

დოზის რეგულირება არ არის საჭირო სქესის მიხედვით, ასევე ხანდაზმულებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დაქვეითებისას.

ვანსეარი ბრონქული ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში: ვანსეარი შეიძლება დაემატოს პაციენტისთვის არსებულ მკურნალობის რეჟიმს.

დოზის შემცირება კომბინირებული თერაპიის დროს:

თერაპია ბრონქოდილატატორებით:

ვანსეარი შეიძლება დაემატოს იმ პაციენტების მკურნალობის სქემას, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება მხოლოდ ბრონქოდილატატორებით. როდესაც კლინიკურად შედეგი აშკარა გახდება (როგორც წესი პირველი დოზის შემდეგ), ბრონქოდილატატორის დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდები:

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე ვანსეარით თერაპია უზრუნველყოფს დამატებით კლინიკურ ეფექტს. კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით, სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ზოგ პაციენტში კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება სრულად მოიხსნას.

გამოყენება პედიატრიაში:

მონტელუკასტის ეფექტურობა და უსაფრთხოება 2-5 წლის ასაკის პედიატრულ ასთმიან პაციენტებში დეტალურადა შესწავლილი და ამ კონტიგენტში პრეპარატის პროფილი მოზრდილებში დაფიქსირებულის მსგავსი და იდენტურია.

მონტელუკასტის ეფექტურობა და უსაფრთხოება სეზონური ალერგიული რინიტის მქონე 15 წლის და მეტი ასაკის პედიატრული პაციენტებსა და მოზრდილებში დეტალურადაა შესწავლილი. კვლევის შედეგების, სეზონური ალერგიული რინიტის ფიზიოპათოლოგიისა და მონტელუკასტის ფარმაკოლოგიის გათვალისწინებით მიჩნეულია, რომ მონტელუკასტი ასევე ეფექტურია და სანდოა სეზონური ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 2-5 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტებში.

მონტელუკასტის ეფექტურობა და უსაფრთხოება 2 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

გამოყენება ხანდაზმულებში: მონტელუკასტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილის შესაფასებლად ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ასაკთან დაკავშირებული განხვავებები არ იყო ნანახი.

გვერდითი მოვლენები:

ზოგადად, მონტელუკასტი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები როგორც წესი, მსუბაქია და არ მოითხოვს წამლის მოხსნას. ვანსეარის გვერდითი მოვლენების საერთო რაოდენობა ახლოსაა პლაცებოს ეფექტებთან.

თავის ტკივილი ერთადრეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც დაფიქსირდა როგორც წამლთან დაკავშირებული მოვლენა, მონტელუკასტის მიმღები პაციენტების 1%-ზე მეტში და უფრო მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ასევე გვხვდებოდა ფარინგიტები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტები, ოტიტები.

2-14 წლის ასაკის სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ჩატარებული პლაცებო კონტროლირებულ, 2 კვირიან კვლევაში, წამალთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედებები დაფიქსირდა პაციენტების მხოლოდ 1%-ში ან ცოტა მეტში.

გამოვლენილი პოსტმარკეტინგული გვერდითი ეფექტები: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, და ძალიან იშვიათად ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია); უჩველო სიზმრები და ჰალუცინაციები, ლეთარგია, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, უძილობა და ძალიან იშვიათად კრუნჩხვები.; გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი; მიალგია, კუნთოვანი სპაზმები; სისხლდენის გაძლიერება, სისხლჩაქცევები და შეშუპებები, გულის ფრიალი.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

*პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციისა ან რომელიმე კომპონენტის მიმართ.

*ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს მონტელუკასტის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის. ამიტომ ვანსეარი არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულის დროს, გარდა აბსოლუტურად აუცილებელი შემთხვევებისა.

არ არის ცნობილი ვანსეარის შეღწევადობა დედის რძეში, რადგან ბევრი წამალი გადადის ქალის რძეში, ვანსეარი დიდი სიფრთხილით უნდა მიეცეს მეძუძურ დედას.

განსაკუთრებული მითითებები:

ორალური მონტელუკასტის ეფექტურობა მწვავე ასთმური შეტეების და ასთმური სტატუსის მკურნალობაში დამტკიცებული არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორალური ვანსეარის ტაბლეტები ასთმის მწვავე შეტევების კუპირებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული; აღნიშნულ შემთხვევებში სხვა შესაბამისი მედიკამენტები უნდა იყოს გამოწერილი.

ვანსეარით მკურნალობის ფონზე თანმხლები ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დოზები საექიმო კონტროლის ქვეშ შეიძლება შემცირდეს. თუმცა ორალური და ინჰალაციური სტეროიდებით მკურნალობა ვანსეარით სწრაფად არ უნდა შეწყდეს და შეიცვალოს.

ფიზიკური დატვირთვის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებმა ზოგადად უნდა განაგრძონ ჩვეულებრივი პროფილაქტიკური რეჟიმით მკურნალობა ინჰალაციური ბეტა2 აგონისტებით; ამავე დროს მათ მუდამ ხელთ უნდა ჰქონდეთ ხანმოკლე მოქმედების ბეტა2 აგონისტები შეტევის მოსახსნელად.

ასპირინზე მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებმა ვანსეარის მიღების პერიოდშიც უნდა გააგრძელონ ასპირინისა ან არასტრეოიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისაგან თავის შეკავება. მონტელუკასტი აუმჯობესებს სასუნთქი გზების ფუნქციას ასპირინისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ბრონქულ ასთმიან პაციენტებში, თუმცა არ არის დამტკიცებული, რომ პრეპარატი აბლოკირებს ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო საშუალებების ბრონქოკონსტრიქციული ეფექტებს ასპირინისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ასთმიან პაციენტებში.

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ მიიღონ ვანსეარი რეგულარულად, ყოველდღე, დანიშნულების მიხედვით როგორც ასიმპტომურ, ისე გამწვავების პერიოდებში და ბრონქული ასთმის სიმპტომების არადამაკმაყოფილებელი კონტროლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

პაციენტები ასევე გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ ვანსეარი არ გამოიყენება ასთმის მწვავე შეტევების მკურნალობისთვის და ყოველთვის ჰქონდეთ ხანმოკლე მოქმედების ბეტა2 აგონისტები.

პაციენტებს უნდა ერჩიოთ, ყურადღებით ჩაატარონ მონიტორინგი, თუ რა სიხშირით სჭირდებათ ვანსეარით მკურნალობის ფონზე ინჰალაციური ბეტა2 აგონისტები. პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ ინჰალაციური პრეპარატის საჭირო დოზა მეტია ჩვეულებრივ დოზაზე ან დღიურ მაქსიმალურ დოზაზე.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვანსეარს, არ უნდა შეამცირონ ვანსეარის დოზა ან არ უნდა შეწყვიტონ ჩვეული ასთმის საწინააღმდეგო წამლების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ეოზინოფილური მდგომარეობა:

იშვიათ შემთხვევებში, მონტელუკასტით მკურნალობის ფონზე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია და ზოგჯერ, შეიძლება გამოვლინდეს ვასკულიტის კლინიკური სიმპტომები, რომლებიც სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე განვითარებული Chrug-Strauss-ის სინდრომის მსგავსია. ზოგადად, ეს შემთხვევები დაკავშირებულია ორალური კორტიკოსტეროიდების დოზების შემცირებასთან. ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან, დროულად შეამჩნიონ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, პულმონური სიმპტომების გამწვავების, გულზე სხვადასხვა გართულებების და/ან ნეიროპათიის განვითარება.

მიზეზობრივი ურთიერთკავშირი მონტელუკასტსა და ზემოთ განსაზღვრულ მდგომარეობას შორის არ არის დადგენილი, თუმცა რეკომენდებულია სიფრთხილე და შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას იმ პაციენტებში, რომლებიც ვანსეარს იღებენ.

ჭარბი დოზირება:

ვანსეარის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ რაიმე სპეციფიკური ინფორმაცია არ არის. კლინიკურ კვლევებში, როდესაც ქრონიკული ასთმის მქონე პაციენტებს ეძლეოდათ მონტელუკასტი 200 მგ/დღეში 22 კვირის განმავლობაში და სხვა ხანმოკლე კვლევებში, როდესაც პაციენტებს პრეპარატი ეძლეოდათ 1 კვირის განმავლობაში 900 მგ/დღეში, რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტი არ დაფიქსირებულა.

მონტელუკასტის პოსტმარკეტინგულ გამოცდილებასა და კლინიკურ კვლევებში არის ინფორმაცია პრეპარატის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ პედიატრიულ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ მონტელუკასტით 150 მგ/დღეში. ამ მონაცემებში არ არის დაფიქსირებული რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა.

პრეპარატის ყველაზე ხშირად შენიშნული გვერდითი მოვლენებია: წყურვილი, ძილიანობა, გუგების გაფართოება, ჰიპერკინეზიები და კუჭის ტკივილი. არ არის ცნობილი როგორ გამოიყოფა მონტელუკასტი ორგანიზმიდან, პერიტონეალური დიალიზით თუ ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვანსეარი შეიძლება გამოყენებული იქნეს ბრონქული ასთმის და ალერგიული რინიტის პროფილაქტიკურ და გრძელვადიან მკურნალობაში სხვა საშუალებებთან ერთად. წამლების ურთიერთქმედების კვლევებში მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი არ გააჩნია შემდეგი წამლების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, ორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტი მეტაბოლიზდება ღვიძლის CYP3A4-ით და მისი თანადროული მიღებისას ამ ფერმენტის მძლავრ ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, რიფამპინი და კრაზანას პრეპარატები, ვანსეარის პლაზმური დონე მცირდება. ამიტომ სასურველია აღნიშნულ კონტიგენტზე შესაბამისი კლინიკური მონიტორინგის განხორციელება.

ფენობარბიტალთან კომბინაციაში პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვედა არე (AUC) შემცირებული იყო დაახლოებით 40%-ით. აღნიშნულ შემთხვევაში ვანსეარის დოზის რაიმე ცვლილება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

ვანკომიცინი – VANCOMYCIN – ВАНКОМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვანკომიცინი წარმოადგენს ბაქტერიციდული მოქმედების მქონე გლიკოპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, მისი მოქმედება განპირობებულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. იგი მოქმედებს გრამდადებით მიკროორგანიზმებზე. აქტიურია Staphylococcus spp., (პენიცილინაზაწარმომქმნელი და მეტიცილინრეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus spp., (მათ შორის Enterococcus spp.)Corynebacterium spp., Listeria spp., Actynomycetaceae, Clostridium spp (მათ შორის Clostridium difficile) -ის მიმართ.

ვანკომიცინს არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

ვანკომიცინი კარგად ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებში და სხეულის ღრუ ორგანოებში. იგი სუსტად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, თუმცა მენინგიტის დროს პრეპარატის კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში შედარებით უფრო მაღალია.

პრეპარატი გაივლის პლაცენტურ ბარიერს. პლაზმის ცილებთან მისი კავშირი შეადგენს 55%-ს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-11 სთ-ს.

პრეპარატის 80-90% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობით – ნაღველთან ერთად.

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (პენიცილინის და ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების არაეფექტურობის ან აუტანლობის შემთხვევაში):

  • სეფსისი, ენდოკარდიტი, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, Clostridium difficile -ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტი.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი ინექციის სახით.

– მოზრდილებში – 500 მგ ყოველ 6 სთ-ში ან 1 გ ყოველ 12 სთ-ში. კოლაფსის მსგავსი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არა უმცირეს 60 წთ-ს.

– ბავშვებში – 40 მგ/კგ დღეღამეში. ყოველი დოზის შეყვანა ხდება არ უმცირეს 60 სთ-ისა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

დაავადების ეტიოლოგიის მიხედვით ვანკომიცინის მიღება შესაძლებელია პერორალურად.

მოზრდილებში დღეღამური დოზა შეადგენს 0.5-2 გ-ს 3-4 მიღებაზე, ხოლო ბავშვებში – 40 მგ/კგ 3-4 მიღებაზე.

პრეპარატის მაქსიმალური დღეღამური დოზა ვენაში ინექციის დროს მოზრდილებში შეადგენს 3-4 გ-ს.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის ვენაში სწრაფად ინექციის დროს შესაძლებელია ჰისტამინის გამონთავისუფლებასთან დაკავშირებული „წითელი ყელის სინდრომის“ განვითარება: ერითემა, კანზე გამონაყარი, სახის, ყელის, სხეულის ზედა ნაწილის, ზედა კიდურების ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გონების დაკარგვა.

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ურტიკარია, ანაფილაქსიური რეაქციები.

შარდ–გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი.

ცნს–ის მხრივ: სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი და მათი „დაცობის“ შეგრძნება.

სისხლის სურათის მხრივ: ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

უკუჩვენებები

* ვანკომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* სმენის ნერვის ნევრიტი;

* ორსულობის I ტრიმესტრი;

* თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

ვანკომიცინის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატით გამოწვეული ნეფროტოქსიკურობისა და ოტოტოქსიკურობის განვითარების რისკის გამო, ნებადართული არ არის.

ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით.

ლაქტაციის პერიოდში ვანკომიცინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ ავადმყოფებში.

♦ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში პაციენტებში თირკმელების დაავადების და/ან ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვის დაზიანების შემთხვევაში, აუცილებელია თირკმელების ფუნქციის და სმენის პერიოდული კონტროლი.

♦ ვანკომიცინის კუნთებში ინექცია ნებადართული არ არის ქსოვილთა ნეკროზის განვითარების მაღალი რისკის გამო.

♦ ახალშობილებში ან ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ვანკომიცინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი სისხლის პლაზმაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ვანკომიცინისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების კომბინაციით შესაძლებელია ერითემის, ჰისტამინის მოქმედების მსგავსი ალების და ანაფილაქსიური შოკის განვითარება.

– ვანკომიცინთან ამინგლიკოზიდების, ამფოტერიცინ B-ს, ცისპლატინის, ციკლოსპორინის, ფუროსემიდის, პოლიმიქსინების კომბინაციით შესაძლებელია ოტო- და ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

ვანკომიცინ-ტევა – VANCOMYCIN -TEVA – ВАНКОМИЦИН – ТЕВА

საერთაშორისო დასახელება:

VANCOMYCIN

მწარმოებელი: TEVA

მოქმედი ნივთიერება: ვანკომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი: ფლაკონში

1 ფლ.

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი ………….     500 მგ

(ვანკომიცინის ექვივალენტური)

1 ფლ.

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი …………     1000 მგ

(ვანკომიცინის ექვივალენტური)

ვრცლად ვანკოვერი

ვანკოლედი – VANCOLED – ВАНКОЛЕД

საერთაშორისო დასახელება:

VANCOMYCIN

მწარმოებელი: LEDERLE PARANTERALS

მოქმედი ნივთიერება: ვანკომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ვანკომიცინი ……………  500 მლ

 

ვრცლად ვანკომიცინი

ვანკოვერი – VANCOVER – ВАНКОВЕР

საერთაშორისო დასახელება:

VANCOMYCIN

მწარმოებელი: CHEPHASAAR, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ვანკომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინფუზიო ან პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 500 მგ-იანი 96 ც. და 1 გ-იანი 48 ც.

1 ფლ.

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი ………………  510 მგ

რაც შეესაბამება 500 მგ ვანკომიცინს,

1 ფლ.

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი ……………..  1020 მგ

რაც შეესაბამება 1 გ ვანკომიცინს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვანკომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

აერობული და ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis და სხვა კოაგულაზა უარყოფითი სტაფილოკოკები, Streptococcus pneumoniae, A, B, C, D, E, F,G ჯგუფის სტრეპტოკოკები Streptococcus pyrogene-ს ჩათვლით, Enterococcus faecalis და Enterococcus faecium, Corynebacteriae, Listeria monocytogenes, Clostridiae, კერძოდ, C.difficile და Bacillus სახეობები.

ყოველთვის ან თითქმის რეზისტენტულია: თითქმის ყველა გრამუარყოფითი ბაქტერიისადმი (მაგ.; Enterobacteriaceae), Mycobacteriae, Bacteroides და სოკოს მიმართ.

ზოგიერთ ქვეყანაში შეიმჩნევა მომატებული რეზისტენტობა Enterococcus faecium-ის, განსაკუთრებით მისი მულტირეზისტენტული სახეობების მიმართ.

ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტობა აღინიშნება ტეიკოპლანინთან ერთად გამოყენებისას.

ჩვენებები:

პერორალური მიიღება:

ვანკოვერი 500/1 გ შეიძლება გაიხსნას და პერორალურად იქნას გამოყებული შემდეგი ნაწლავური დაავადებების დროს:

  • ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი (ნაწლავთა მძიმე ანთებითი დაავადება გამოწვეული C.difficile-ს ტოქსინებით);
  • სტაფილოკოკით გამოწვეული ენტეროკოლიტი (სტაფილოკოკით გამოწვეული ნაწლავთა ანთებითი დაავადებები).

ვანკომიცინის პარენტერალური გამოყენება აღნიშულ შემთხვევებში არაეფექტურია.

ინტრავენური გამოყენება:

  • ვანკოვერი პარენტერალურად გამოიყენება მხოლოდ სხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მძიმე ინფექციების დროს და პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან α-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი;
  • გულის შიგნითა გარსის ანთება (ენდოკარდიტი);
  • ძვლების (ოსტიტი, ოსტეომიელიტი) და სახსრების ინფექციები;
  • ფილტვების ანთება (პნევმონია);
  • სეფსისი, სეპტიცემია;
  • რბილი ქსოვილების ინფექცია.
  • პრეპარატი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ძვლებსა და სახსრებზე ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში გრამდადებითი ინფექციების განვითარების მაღალი რისკის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პაციენტები თირკმელების ნორმალური ფუნქციით:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: რეკომენდებული ინტრავენური დოზა 500 მგ ყოველ 6 საათში ან 1 გ ყოველ 12 საათში.

ხანდაზმული პაციენტები: ასაკის მატებასთან ერთად გლომერულური ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციის გაზრდა თუ დოზა არ შეიცვალა (იხ. სქემა. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს);

  • ბავშვები (12 წლის ასაკამდე): სადღეღამისო ინტრავენური დოზაა 40 მგ/კგ, გაყოფილი 4 ინფუზიაზე, ანუ 10 მგ/კგ 6 საათში.
  • ჩვილები და ძუძუთა ასაკის ბავშვები: ჩვილებსა და ძუძუთა ასაკის ბავშვებში დოზა მცირდება. რეკომენდებული საწყისი დოზაა 15 მგ/კგ, ხოლო შემანარჩუნელი დოზა 10 მგ/კგ ყოველ 12 საათში – 1 კვირის ასაკის ჩვილებში და შემდეგ ყოველ 8 საათში – 1 თვის ასაკამდე. რეკომენდებული სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა.

პროფილაქტიკა ოპერაციის დროს:

რეკომენდებულია 1 გ ვანკომიცინი ოპერაციამდე (ანესთეზიამდე) და ოპერაციის შემდეგ 1 გ ვანკომიცინის ერთი ან რამდენიმე ინფუზია.

ანალოგიურ შემთხვევებში ბავშვებში გამოიყენება 20 მგ/კგ ვანკომიცინი.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით

თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს დოზა უნდა შეესაბამებოდეს პრეპარატის გამოყოფის სისწრაფეს. ასეთ შემთხვევებში სასურველია ვანკომიცინის დონის განსაზღვრა სისხლში, განსაკუთრებით კი მძიმე ავადმყოფებში თირკმლის ცვალებადი ფუნქციით.

თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტთა უმრავლესობისთვის მოწოდებულია შემდეგი სქემა. კრეატინინის კლირენსი გამოითვლება მიახლოებით. ვანკომიცინის დღიური დოზა (მგ) 15-ჯერ მეტი უნდა იყოს გლომერული ფილტრაციის სისწრაფეზე (მლ/წთ). საწყისი დოზა უნდა აღემატებოდეს 15 მგ/კგ-ს.

ცხრილი თირკმლის პათოლოგიის მქონე მოზრდილთათვის:

კრეატინინის

კლირენსი

მლ/წთ

ვანკომიცინის შემანარჩუნებელი

დოზა (საწყისი დოზის %)

100-ზე მეტი100
9090
8080
7070
6060
5050
4040
3030
2020
1010

ცხრილი არ გამოიყენება ანურიის დრო (თირკმლის მძიმე უკმარისობა). ასეთი პაციენტები ღებულობენ 15 მგ/კგ სისხლში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზაა 1.9 მგ/კგ 24 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება შეიცვალოს – შემანარჩუნებელი დოზა 250-1000 მგ-ით რამდენიმე დღის ინტერვალით.

დოზირება ჰემოდიალიზის შემთხვევაში

რეგულარული ჰემოდიალიზის პირობებში რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა:

გამაჯერებელი დოზა 1000 მგ, შემანარჩუნებელი დოზა 1000 მგ ყოველ 7-10 დღეში.

თუ ჰემოდიალიზის დროს გამოყენებულია პოლისულფონის მემბრანები, ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება და შესაძლოა ვანკომიცინის უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა გახდეს საჭირო.

თუ ცნობილია მხოლოდ სისხლში კრეატინინის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსი შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულით:

მამაკაცებში

Clcr= სხეულის მასა(კგ) x (140-ასაკი)

72Xსისხლში კრეატინინი (მგ/100 მლ)

ქალებში

Clcr= 0.85 X მამაკაცების მაჩვენებელი.

სისხლში კრეატინინის კლირენსი თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელია. თირკმლის დაქვეითებული   ფუნქციის (შოკი, გულის მძიმე უკმარისობა, ოლიგურია), ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, ღვიძლის დაავადებების, შეშუპების ან ასციტის დროს, დასუსტებულ, იმობილიზებულ პაციენტებში ან კვების ნაკლებობისას დაახლოებით გამოთვლილი მაჩვენებელი რეალურად არსებულ კრეატინინის კლირენსზე მეტია. შესაძლებლობის შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი პირდაპირ უნდა გამოითვალოს.

პერორალური გამოყენება

ენტეროკოლიტით დაავადებულები ღებულობენ 500 მგ 2 გ ვანკომიცინს დღეში, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. ბავშვები ღებულობენ 40 მგ/კგ დღეში, გაყოფილს 3-4 მიღებაზე სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა

ინტრავენური გადასხმა

ვანკომიცინი გამოიყენება ნელი ინტრავენური გადასხმის სახით (არა უმეტეს 10 მგ/წთ, ერთჯერადი დოზა არა უმეტეს 600 მგ 60 წთ-ში) საკმარისი განზავებით (არანაკლებ 100 მლ 500 მგ). სითხის შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში 500 მგ/50 მლ ან 1 გ/100 მლ გამოიყენება. მაღალკონცენტრირებული ხსნარის ინფუზიის დროს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იზრდება.

ხსნარის მომზადება:

მშრალი ნივთიერება იხსნება საინექციო წყალში, შემდეგ განზავდება საინფუზიო ხსნარში. ვანკომიცინის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 2.5-5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარში.

ვანკოვერი 500, ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ საინექციო ხსნარში და შემდეგ განზავდება 100-200 მლ საინფუზიო ხსნარში.

ვანკოვერი 1 გ: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 20 მლ საინექციო ხსნარში და შემდეგ განზავდება 200-400 მლ საინფუზიო ხსნაში.

შეთავსება ინტრავენურ ხსნარებთან

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია შემდეგი ხსნარები:

– საინექციო წყალი;

– 5% გლუკოზა;

– ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი.

– ვანკომიცინის ხსნარი ინიშნება ცალკე, თუ სხვა ხსნარებთან ქიმიური და ფიზიკური შეთავსება უცნობია.

მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა:

ვანკომიცინის ხსნარს დაბალი pH, აქვს, რამაც სხვა ხსნარებთან შერევისას ქიმიური და ფიზიკური არასტაბილურობა შეიძლება გამოიწვიოს. გამოყენების წინ ყველა საინფუზიო ხსნარი უნდა დათვალიერდეს ნალექის არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე.

კომბინირიბული თერაპია

ვანკომიცინის სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციის დროს გადასხმა ცალ-ცალკე ხდება.

პერორალური გამოყენება:

ვანკოვერი 500: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ წყალში;

ვანკოვერი 1 გ: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 20 მლ წყალში;

პაციენტს დასალევად ეძლევა 5 მლ ხსნარი 4-ჯერ დღეში. ან გასტრალური ზონდის საშუალებით განზავების შემდეგ (არანაკლებ 60 მლ 1 გ ვანკომიცინზე). შესაძლოა საგემოვნო საშუალების დამატება (იხ. ვარგისიანობის ვადა). გამოტოვებული დოზა მომდევნო დანიშნული დოზის მიღებამდე ინიშნება.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ ცვლილებებზე.

ენტეროკოლიტის დროს ვანკომიცინი ინიშნება 7-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საყურადღებოა: ნაწლავური ინფექციებით დაავადებულთა სისხლში პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შესაძლოა აღინიშნოს პერორალური გამოყენების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია. აღნიშნულ შემთხვევებში მსგავსი გვერდითი მოვლენები პარენტერალურმა გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

სამკურნალო საშუალებებს შესაძლოა თან ახლდეს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ აღიშნება. ვანკოვერი 500/1 გ გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გვერდითი რეაქციები განვითარებული ინტრავენური გადასხმისას: ვანკომიცინის სწრაფი ინფუზიის დროს ან ინფუზიის დამთავრებისთანავე შესაძლოა ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება: არტერიული წნევის დაწევა, ჰაერის უკმარისობა, ურტიკარია, ქავილი, სხეულის ზედა ნაწილის სიწითლე (“წითელი კისერი” ან “წითელი ადამიანის სინდრომი”). გულმკერდისა და წელის კუნთების ტკივილი. რეაქციები ქრება გადასხმის შეჩერებიდან 20 წუთის – რამდენიმე საათის შემდეგ. ეს გვერდითი მოვლენები უფრო იშვიათია ნელი გადასხმის დროს, ამიტომ საჭიროა ვანკომიცინის საკმარისი განზავება და დროის გარკვეულ პერიოდში გადასხმა (იხ. დოზირების სქემა და გამოყენების წესი).

თირკმელებზე ზემოქმედება: იშვიათად აღინიშნება თირკმელების დაზიანება, რაც გამოიხატება შრატში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის მომატებით, ძირითადად ვანკომიცინის მაღალი დოზების მიღებისას, ამინგლიკოზიდებთან ერთად მისი გამოყენების ან თირკმლის უკმარისობისას. ვანკომიცინის მოხსნის შემდეგ სიმპტომები ქრება განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის შემთხვევებში. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციაზე დაკვირვება და დოზის შეცვლა, რეკომენდებულია შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

სენსორულ სისტემაზე ზემოქმედება: იშვიათად აღინიშნება სმენის დაქვეითება, თუ პაციენტები ვანკომიცინის დიდ დოზას ან ოტოტოქსიკურ პრეპარატს ღებულობენ, სმენის დაქვეითებისას, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს.

ასეთი პაციენტი სმენის ფუნქციის კონტროლს საჭიროებენ. იშვიათად აღინიშნება თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა.

სისხლის სურათზე ზეგავლენა: იშვიათად ვითარდება სისხლის გარკვეული უჯრედების (ნეიტროპენია) ტრანზიტორული შემცირება, მკურნალობის დასრულებიდან 1 ან მეტი კვირის შემდეგ ან 25 გ-ზე მეტი დოზის გამოყენების შედეგად. პრეპარატის მოხსნის შემდეგ სისხლის სურათი სწრაფად უბრუნდება ნორმას. ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ძლიერი შემცირება). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინს ხანგრძლივად ან ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან ერთად, საჭიროებენ სისხლის სურათზე დაკვირვებას.

ვანკომიცინის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნა თრომბოციტოპენია და ეოზინოფილია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად ვითარდება ეგზანთემა და ლორწოვანი გარსების ანთება ქავილით ან ქავილის გარეშე.

ცალკეულ შემთხვეებში ვანკომიცინის ინფუზიის შემდეგ ძლიერი ცრემლდენა (10 საათის განმავლობაში) აღინიშნა.

იშვიათად ვითარდება მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მიმდინარე წამლისმიერი ცხელებით, ეოზინოფილიით, შემცივნებით ან ვასკულიტით.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგძნობელობის რეაქციები შოკის ჩათვლით.

მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები შესაბამის სასწრაფო დახმარებას მოითხოვენ.

იშვიათად ვითარდება კანის მძიმე რეაქციები ზოგადი სიმპტომებით (ექსფოლიციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომი).

გავლენა კუჭ-ნაწლავის სისტემაზე: იშვიათად ვითარდება გულისრევა. ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინის ინტრავენური გადასხმისას აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი. თუ ინტრავენური მკურნალობის შემდეგ განვითარდა მძიმე დიარეა, უნდა ვივარაუდოთ ფსევდმემბრანული კოლიტის განვითარება, რომელიც მოითხოვს საჭირო მკურნალობის დროულად დაწყებას (იხ. გვერდითი ეფექტების მკურნალობა).

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლოა განვითარდეს ფლებიტი, რომელიც მცირდება გაზავებული ხსნარის (250-500 მგ/100 მლ) ნელი გადასხმის და ვენის შეცვლის შემდეგ. ვენის ირგვლივ და კუნთებში პრეპარატის მოხვედრა იწვევს ტკივილს, ქსოვილების გაღიზიანებას და ნეკროზს.

ვანკომიცინის მიღებას შესაძლოა რეზისტენტული ბაქტერიული ფლორის და სოკოს განვითარება მოჰყვეს.

მკურნალობა: ზემოთ აღნიშნული იშვიათი გვერდითი მოვლენები შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს, ამიტომ მათ შესახებ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს ექიმს.

ფსევდომემბრანული კოლიტი:

საჭიროა შეწყდეს მკურნალობა ვანკოვერით 500/1 გ დროულად მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები (სპეციალური ანტიბიოტიკები/ქიმიოთერაპიული პრეპარატები). ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი პრეპარატები არ გამოიყენება.

მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია):

ვანკოვერით 500/1 გ მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დანიშნულ იქნას შესაბამისი მკურნალობა (ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, სიმპატომიმეტური საშუალებები და ხელოვნური სუნთქვა).

“წითელი კისერი” ან “წითელი ადამიანის სინდრომი”:

ვანკომიცინის სწრაფი გადასხმის დროს ან მისი დამთავრებისთანავე შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები), კერძოდ არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ურტიკარია და ქავილი, ასევე სხეულის ზედა ნაწილის გაწითლება (“წითელი კისერი” ან “წითელი ადამიანის სინდრომი”), გულმკერდისა და წელის კუნთების ტკივილი და სპაზმი. ასეთი რეაქცები გადასხმის შეწყვეტიდან 20 წუთის – რამდენიმე საათში ქრებიან და სპეციალურ ჩარევას  არ მოითხოვენ (მძიმე შემთხვევებში იხ. მძიმე მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები). თუ თქვენ შეამჩნიეთ რომელიმე აღწერილ გვერდითი მოვლენა ვანკოვერით მკურნალობისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

*ვანკოვერი 500/1 გ არ გამოიყენება ვანკომიცინისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

*თირკმლის მწვავე უკმარისობისა და შიგნითა ყურის სმენითი ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში ვანკოვერი 500/1 გ სიფრთხილით გამოიყენება.

*თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს მოწოდებულია სპეციალური რეკომენდაციები დოზირებისთვის (იხ. მიღების წესი და დოზირება).

*ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ვანკოვერი 500/1 გ გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ ვანკოვერი 500/1 გ ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის დროს გამოიყენება.

*ვანკოვერი 500/1 გ გადადის დედის რძეში, ამიტომ ვანკოვერი ძუძუთი კვებისას გამოიყენება მხოლოდ სხვა ანტიბიოტიკების უეფექტობის შემთხვევაში. ამ დროს შესაძლოა დიარეისა და სენსიბილიზაციის  განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:

ჩვილები, ბავშვები და მოხუცები:

ჩვილებისა და მოზარდებისთვის მოწოდებულია დოზირების სპეციალური რეკომენდაციები (იხ. მიღების წესი და დოზირება)

მოხუცები არ საჭიროებენ დოზირების სპეციალურ რეჟიმს, გარდა თირკმლის ფუნქციისა და სმენის დარღვევის შემთხვევებისა.

სიფრთხილეა საჭირო:

სწრაფი ინფუზიის დროს შესაძლოა ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება არტერიული წნევის დაქვეითებისა და სუნთქვის გაძნელებით. ვანკომიცინი ნელა უნდა გადაისხას (არა უმეტეს 10 მგ/წთ, ერთჯერადი დოზა – 600 მგ 60 წთ-ის განმავლობაში) და 1 გ გაიხსნას არანაკლებ 200 მლ-ში.

ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში ინფუზიის დამთავრებიდან 1 საათში შეადგენს 30-40 მგ/ლ, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია (შემდეგი ინფუზიის წინ) 5-10 მგ/ლ უნდა იყოს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში მისი კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი. განსაკუთრებით თირკმლის დაავადების, სმენის დარღვევისა და ოტო- და ნეფროტოქსიკური პრეპარატების დანიშვნისას.

სმენის დარღვევის ან ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად ვანკოვერის დანიშვნისას, ისევე როგორც თირკმლის დაზიანების შემთხვევაში, საჭიროა სმენის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ვანკომისცინის ხანგრძლივად გამოყენებისას ან ნეიტროპენიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთადა მისი დანიშვნისას საჭიროა პერიოდულად სისხლის კონტროლი.

საყურადღებოა:

ნაწლავური ინფექციების დროს სისხლში პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე აღინიშნება მისი პერორალური დანიშვნის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია. ამ დროს, პრეპარატის პარენტერალურმა გამოყენებამ შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება გამოიწვიოს.

ჭარბი დოზირება:

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შრატში მაღალი კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს პოლისულფონის მემბრანით ჰემოდიალიზის, ჰემოფილტრაციის ან ჰემოპერფუზიის გზით. ჰიპერდოზირების შემთხვევაში ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვანკომიცინი და სხვა ნეფრო- ან ოტოტოქსიკური პრეპარატები:

ვანკომიცინისა და ოტო- და ნეფროტოქსიკური პრეპარატების დროული დანიშვნა აძლიერებს მის ოტო- და ნეფროტოქსიკურობას. მაგ. ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნა საჭიროებს დაკვირვებას, ამ დროს ვანკომიცინის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს ყოველ 8 საათში.

ვანკომიცინი და ნარკოტიკები:

ნარკოტიკებთან ერთად ვანკომიცინის ინფუზიის დროს გვერდითი მოვლენების (ჰიპოტეზია, ერითემა, ურტიკარია, ქავილი) სიხშირე იზრდება.

ვანკომიცინი და მიორელაქსანტები:

ვანკომიცინის დანიშვნისას ოპერაციის დასრულებისთანავე მიორელაქსანტების (მაგ. სუქცინილქოლინი) ეფექტი, ნეიროუმუსკულარული ბლოკი, ძლიერდება ან ხანგრძლივდება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა გახსნილი პრეპარატისთვის: საინექციო წყალში გახსნილი პრეპარატის გამოყენება შეიძლება 96 საათის განმავლობაში 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა მომზადებული ხსნარისთვის: საინექციო ხსნარი ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს 96 საათამდე 2-80C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია შედეგებზე.  ჩვეულებრივ შენახვა 24 საათზე მეტ ხანს დასაშვებია მხოლოდ ხსნარის ასეპტიურ პირობებში მომზადების შემთხვევაში.

ვამელანი – VAMELAN – ВАМЕЛАН

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე და სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური მიღებისათვის: ბლისტერზე 15 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი ………………. 125 მგ

პიტნის მშრალი ექსტრაქტი ………………         25 მგ

ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი ……………….     25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სოის ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, სოიოს ზეთი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, ყვითელი ქვინოლინი, რკინის შავი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – სამკურნალო მცენარეების ვალერიანის, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები.

ვალერიანის ესქტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას, უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღველმდენი და კარმინაციული მოქმედებები, ეფექტურია უძილობის დროს.

ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიური სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს ასევე გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობენ მადის მომატებას, რაც ხშირადაა დაქვეითებული ნევრასთენიის მქონე პაციენტებში.

ჩვენებები:

როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ვამელანი ინიშნება:

 

  • მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს;
  • ნერვული გადაძაბვის დროს;
  • გაღიზიანებადობის დროს;
  • ნევროზების (ნევრასთენია, დეპრესიული ნევროზი) დროს;
  • შფოთვის დროს;
  • ძილის დარღვევებისას, უძილობისას.

 

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. ხანგრძლივი გამოყენებისას – ყაბზობა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*12 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, გუგების გაფართოება, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.

მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროული გამოყენებისას ვამელანი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვალუსალი გელი – VALUSAL GEL – ВАЛУСАЛ ГЕЛЬ

საერთაშორისო სახელწოდება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: ს.ს. ტალინის ფარმაცევტული ქარხანა, ესტონეთი

შემადგენლობა
და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის, გამჭვირვალე ან ოდნავ მღვრიე, უფერული ან მოყვითალო ფერის მსუბუქი ელფერის გელი სპეციფიური სუნით.

გელის 1 გ შეიცავს მოქმედი ნივთიერების სახით

კეტოპროფენი …………………  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, კარბომერი, დიეთანოლამინი, ლავანდის ზეთი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ფორთოხლის ზეთი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, წყალი გასუფთავებული.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივად გამოყენებადი ნივთიერებები სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილებისას.


ფარმაკოლოგიური
თვისებები:

ვალუსალი® – გელი გარეგანი გამოყენებისათვის 25 მგ/გ – ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რბილი ქსოვილების ტკივილისა და ანთებითი პროცესებისას.


ჩვენებები
:

იყენებენ ლოკალურად ტკივილის მოსახსნელად რბილი ქსოვილების ტკივილისა და ანთებითი მდგომარეობის დროს.


გამოყენების
წესი და დოზირება:

15 წელზე უფროსი მოზრდილები და მოზარდები: გელს ისმევენ თხელი ფენით მსუბუქი შეზელვით  სხეულის დაზიანებულ არეში 1-2 ჯერ დღეღამეში. მტკივნეულ არეში კანი უნდა იყოს დაზიანების გარეშე. წასასმელი გელის რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის დაზიანებული არის ზომაზე. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 გ (7,5 გ შეესაბამება გელის 14 სმ).

პირველი გამოყენებისას ტუბის გასახსნელად გაჩხვლიტეთ ტუბის მემბრანა შვერილით საცობის უკანა მხარეს.

დაზიანებული ზედაპირი არ უნდა დაფაროთ სახვევით. დაზიანებულ ზედაპირზე ტანსაცმლის საგნები არ ქმნიან დისკომფორტს. გამოიყენეთ გელი მკურნალობის მოკლე კურსებით. მკურნალობის პერიოდი ინდივიდუალურია (1-10 დღე) და დამოკიდებულია ავადმყოფობის ხასიათზე და სიმძიმის ხარისხზე.

სიფრთხილე: არ გადააჭარბოთ რეკომენდებული დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიიღეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გრძნობთ, რომ ვალუსალი® გელის მოქმედება არის მეტად ძლიერი ან სუსტი, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვალუსალი® გელი გარეგანი გამოყენებისათვის  25 მგ/გ განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის! არ გადაყლაპოთ!

პრეპარატის გამოყენების ფონზე დაავადების ნიშნების შენარჩუნებისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!

უკუჩვენებები:

ადრე არსებული მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების მიმართ (იბუპროფენი, დიკლოფენაკი, მეთამიზოლი ან ანალგინი, ბუტადიონი და სხვ.), ასევე გელის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

დაზიანებული კანი ან ანთებითი პროცესი (მაგ., ეგზემა, აკნე, ღია ჭრილობა); გელი არ შეიძლება წაისვათ თვალზე, თვალის გარშემო კანზე და ლორწოვან გარზე.

უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის (15 წლამდე), რადგან არ არსებობს საკმარისი ცნობები პრეპარატის გამოყენების შესახებ ადამიანთა ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან ერთ-ერთი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

გაფრთხილებები გამოყენებისას:

თავი აარიდეთ გელის თვალში მოხვედრას ან შემთხვევით გადაყლაპვას. გელის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელის დაბანვა.

სინათლის მიმართ მგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად სასურველია სხეულის მტკივნეული არე აარიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოხვედრას წამლის გამოყენების დროს, ასევე პრეპარატის გამოყენებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ (მათ შორის სოლარიუმი).

თირკმლების დაზიანების მქონე პაციენტებმა გელი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

გელი არ უნდა გამოიყენოთ სახვევთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია:

გელის გამოყენება ორსულობის პირველ 6 თვეს შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის სარგებლისა და რისკის გულმოდგინე შედარების შემდეგ. ვალუსალ® გელი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის ბოლო სამ თვეში მოსალოდნელ მშობიარობამდე.

ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული ვალუსალის® გამოყენება.

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და მექანიზმების მომსახურებაზე ზემოქმედება:

არ არის საჭირო თავი აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობას მოცემული პრეპარატის გამოყენების ფონზე, რამეთუ ის გავლენას არ ახდენს ყურადღების დონეზე და მოძრაობის კოორდინაციაზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ აღენიშნებოდა.

თუ თქვენ ღებულობთ ან ახლახან ღებულობდით რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილ წამლებს, პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

რადგან სისტემურ სისხლმიმოქცევაში კეტოპროფენის შეწოვა უმნიშვნელოა, წამლით მოწამვლა გარეგანი გამოყენებისას ნაკლებ სავარაუდოა. გელის არასწორი გამოყენებისას ან შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოქმედება მთელს ორგანიზმში.  (იხ. გვერდითი მოქმედება).

ჭარბი დოზირების სიმპტომების გაჩენისას, ჭარბი დოზირებაზე ეჭვის გაჩენისას ან გელის შემთხვევით გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმთან თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალი, ვალუსალმა® შეიძლება ზოგ პაციენტში გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ლოკალური გვერდითი მოქმედებები

შეიძლება გაჩნდეს კანის ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა უფრო ფართოდ გავრცელდეს, ვიდრე დაზიანებული ზედაპირი, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს მძიმე ფორმაში და გავრცელდეს მთელს ორგანიზმში,

დროდადრო შეიძლება გაჩნდეს კანის შეწითლება, აქერცვლა, გამონაყარი; იშვიათად შეიძლება გაჩნდეს ბებერა და ჭინჭრის გამონაყარი; ძალიან იშვიათად შეიძლება გაჩნდეს კანის ადგილობრივი შეშუპება. ერთეულ შემთხვევებში შეინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ქოშინის შეტევები).

იშვიათად გელს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების (ბუნებრივი და ხელოვნური მზის სხივი) მიმართ – ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაზიანებული ზედაპირი ავარიდოთ პირდაპირ მზის სხივებთან შეხებას წამლის გამოყენების ორი კვირის შემდეგაც (მათ შორის სოლარიუმი).

ზოგადი ხასიათის გვერდითი მოქმედებები

გელის ხანგრძლივი და/ან დიდი ოდენობით გამოყენებისას, ასევე არასწორი გამოყენებისას ან შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები – დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (ტკივილი მუცლის ზედა არეში, მუცლის შებერილობა, მადის დაქვეითება), ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა) და/ან თირკმლების ფუნქციის ცვლილება, ასთმა. თუ გელმა გამოიწვია მოწამვლა, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება.

რადგან ვალუსალი® შეიცავს სპირტს, მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე და კანის გაღიზიანება. გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, ასევე გამოყენების ინსტრუქციაში აღუნიშნავი გვერდითი მოვლენების გაჩენისას კონსულტირება გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

გაცემის პირობები:

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

ვალურესტი – ValuRest – ВалуРест

ნაწლავის მიკლოფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა:
1 საშე შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას – Lactobacillus reuteri, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus bulgaricus, Streptococcus thermophiles, Bifidobacterium breve, Bifidobacterium infantis, პრებიოტიკს – FOS ( ფრუქტოოლიგოსაქარიდი) – 150მგ , თუთია – 3მგ, ვიტამინი D3 – 5მკგ, დეკოზაჰექსაენის და ეიკოზაპენტაენის მჟავები (DHA+EPA) – 1მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვალურესტი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის კუჭის მჟავე გარემოსადმი მდგრადი რძემჟავა ბაქტერიები, თუთია, დეკოზაჰექსაენის და ეიკოზაპენტაენის მჟავები (DHA+EPA).

ვალურესტში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები არ იშლება კუჭის მჟავე გარემოში, მოკლე დროის შუალედში აღწევს ნაწლავებამდე და აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.
პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებს რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის. აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, ასტაბილებენ პერისტალტიკას, მონაწილეობენ ვიტამინების (B, K) სინთეზში, მცირდება აირწარმოქმნა.

Lactobacillus rhamnosus ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რის შედეგად იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

Lactobacillus rhamnosus ამცირებს ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ბუნებრივი პოლისაქარიდები)- წარმოადგენს პრებიოტიკს – ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების – ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის. ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლება საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევს ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში. მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. ხელს უწყობს ელექტროლიტების და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით, თუთიის ჩართვა აუცილებელია მწვავე დიარეის მკურნალობის პროცესში.

ჩვენებები: დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები.
• ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• კვების რაციონის შეცვლასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ნაწლავის ტრანზიტორული დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა)
• საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში
• გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული)

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 საშე დღეში ერთხელ, გახსნილი მცირეოდენ სითხეში, ჭამის წინ.

2-12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1-2 საშე დღეში.

12 წლის ზემოთ 2-3 საშე დღეში.

გამოშვების ფორმა: #16 საშე, ბანანის არომატით.

შენახვის წესები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

ვალუპროპოლი – ValuPropol – ВалуПропол

შემადგენლობა: სიროფის 40 მლ შეიცავს: თაფლი – 3, 95მგ; ვიტამინი C – 400მგ; პროპოლისი (დინდგელი) – 380მგ; მრავალძარღვა – 315მგ; გრინდელია – 315მგ; ევკალიპტი – 70მგ; თუთია – 2,5მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენს იმუნიტეტის სტიმულატორს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება.

თაფლი – აუმჯობესებს მეხსიერებას და ამშვიდებს ნერვებს, რაც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტების არსებობასთან.
თაფლს შეუძლია ეფექტურად შეებრძოლოს ქრონიკული სურდოს გამომწვევ ბაქტერიებს. თაფლი კურნავს ჭრილობებს და წყლულებს.

ვიტამინი C – მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლოვან ცვლის რეგულაციაში, სისხლის შედედებაში, სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზში, ქსოვილების რეგენერაციაში, კოლაგენის სინთეზში, კაპილარების განვლადობის ნორმალიზაციაში. ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და ჰემოგლობინის სინთეზს.

დინდგელი ანუ პროპოლისი – ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც ფუტკრები გამოიმუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე მცენარეულ, წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს, აგრეთვე – ვიტამინებს: B1, B2, B6, PP, E.

პროპოლისი ამჟღავნებს მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებას 100-ზე მეტ ბაქტერიების სახეობაზე, სოკოებსა და ვირუსებზე (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის).
პროპოლისის მიღება ასევე ზრდის ორგანიზმის დამცავ ფუნქციას და გააჩნია იმუნომასტაბილიზირებელი მოქმედება. ზოგადად, პროპოლისი წარმოადგენს მიკრობებისათვის საშიშ, გადაულახავ ძალას. მასთან, ბაქტერიებსა და ვირუსებს არ შეუძლიათ დინდგელის მიმართ გამოიმუშავონ შეგუება. პროპოლისს მნიშვნელოვნად აქვს გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ის თრგუნავს სიმსივნის უჯრედების განვითარებას.

მრავალძარღვა – აქვს ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და ლორწოს სეკრეციას. იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. აქვს სპაზმოლიზური მოქმედებაც.

გრინდელია – ახასიათებს ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო (კუჭის კიბოს შემთხვევაში), ამოსახველებელი და სპაზმოლიზური მოქმედება.

ევკალიპტი – ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენებები:

• გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

• სხვადასხვა ქრონიკული დაავადების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენება: 1 წლამდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

1-დან 3 წლამდე ბავშვებში 1ჩაის კოვზი (5მლ) 1-2ჯერ დღეში.

3 წლის ზემოთ 1 ს/კ (10მლ) 1-2ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 150მლ სიროფი.

შენახვის წესები: ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: ValueMed Pharma S.r.l. (იტალია)

ვალუვიტი – ValuVit – ВалуВит

შემადგენლობა: სიროფის 5 მლ-ს შეიცავს:
ბარდისგან მიღებული ცილები – 120მგ. ფუტკრის რძე (როიალ ჟელე) – 60მგ. ყვავილის მტვერი – 60მგ. L – კარნიტინი – 30მგ. რკინა – 3,6მგ. ვიტამინი B3 – 4,8მგ. ვიტამინი B5 – 1,8მგ. ვიტამინი B6 – 0,42მგ. ვიტამინი B2 -0,42მგ. ვიტამინი B1 – 0,33მგ. თუთია – 3,3მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბუნებრივი კომპონენტებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვალუვიტის სიროფში შემავალი ინგრედიენტები წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს. ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვას.

ფუტკრის რძე (სამეფო რძე) – მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით. მასში 45% – ცილებია, 20% – თავისუფალი ამინომჟავებია, 20% – ნახშირწყლები და 15% – ცხიმები. მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს Ka, Ca, P, Mg, Fe, გოგიდს, ოქროს, ვერცხლს.
ფუკტკრის რძე გამოიყენება: გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნევროზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, აწესრიგებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას.
ბავშვებში ფუტკრის რძის მიღება აჩქარებს ზრდის პროცესს, აღადგენს გადაღლილი ორგანიზმის რესურსებს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ზრდას, ამცირებს ანთებითი პროცესების მიმდინარეობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ყვავილის მტვერი – შეიცავს 240-მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და სიცოცხლის უნარიანობის ამაღლებისთვის. მასში შედის ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, C, D E, PP, K. ასევე მიკროელემენტები: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, კალიუმი, ქრომი, რკინა, იოდი, სპილენძი.
ყვავილის მტვერი სისხლწარმოქმნის ბრწყინვალე სტიმულატორია, რადგან მასში მოიპოვება ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი. ის ათხელებს სისხლს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამარაგებს კაპილარებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ნორმალიზმდება გულის რიტმი. გააჩნია დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის ძლიერი უნარი, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღვიძლის დაავადებებისას (ციროზი, ჰეპატიტი, ექინოკოკი), ასევე ქოლეცესტიტების დროს.
აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. არის უსაზღვრო ენერგიის წყარო.
ყვავილის მტვერი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის აქტიური ზრდის პერიოდში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, პოსტოპერაციულ და რეაბილიტაციის პერიოდში.

L-კარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში. ის გვხვდება გულის და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში სინთეზირდება L-კარნიტინის აუცილებელი დოზის მხოლოდ 10%. მისი საჭირო რაოდენობა მიიღება საკვები პროდუქტების (ხორცი, კვერცხი, მცირე რაოდენობით რძის პროდუქტები) ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით. მასზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნაა 500-1000მგ. მოთხოვნა მატულობს ფიზიკური დატვირთვის და სტრესული სიტუაციების დროს.
L-კარნიტინის მთავარი ფიზიოლოგიური ფუნქციაა გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით, მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა (ე.წ. წვა) და ენერგიის გამონთავისუფლება. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გამოიყენება წონის კორექციისათვის.

ვიტამინი B1 (თიამინი) – ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად გარდაქმნას. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას „ბერიბერი“. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები); პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა); კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესში. მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების, კანის ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, სტომატიტი, გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია); თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა); სებორეული ეგზემა, ზრდის დარღვევები, ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ნევროლოგიური დარღვევები

ვიტამინი B3 (ნიაცინი) – ათავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან, რომლებიც შეიცავს კალორიებს. ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუსხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა).

ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენანტი) – მის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს კანის დაავადებები და პარესთეზიები. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

ვიტამინები B6 (პიროდოქსინი) – მონაწილეობას იღებს ნახშირბადის ცვლის პროცესში, ჰემოგლობინის სინთეზში, ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში, ერითროციტების რეგენერაციაში და ანტისხეულების წარმოქმნაში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები (უმეტესად – 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა, დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში – სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები), მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

თუთია – მიკროელემენტებს შორის თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებისმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და 240-მდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ თუთიას. თუთიას „ჯადოსნურ ელემენტს“ უწოდებენ და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. ადამიანის ფიზიოლოგიაში არის გარკვეული მოვლენები, რომლის განხორცილებაც თუთიის გარეშე წარმოუდგენელია. მისი დეფიციტი იწვევს: გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების პათოლოგიას, მეხსიერების გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას, კანის პათოლოგიებს, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც საპროფილაქტიკო საშუალება:

• უმადობისა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების დროს
• სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ადვილად დაღლის დროს
• ზრდაში ჩამორჩენა – არასაკმარისი ფიზიკური განვითარება
• გადატანილი დაავადებების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში
• ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების და გაცივების მიმართ
• კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან

უკუჩვენება: 1 წლამდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

1-3 წლამდე ბავშვებში 1ჩ/კ (5მლ) საუზმის შემდეგ.

3 წლის ზემოთ ბავშვებში 1-2ჩ/კ (5-10მლ) დღეში ერთხელ, საუზმის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 150მლ. სიროფი, მარწყვის არომატით.

შენახვის წესები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

Don`t copy text!