Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 612

ექიცე – ECHICEE – ЭХИЦЕ

იმუნომოდულატორი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი

ვიტამინი C – 500მგ

ექინაცეა – 50მგ

თუთია – 15მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ექიცე ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა. ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება. ექიცეს მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ვიტამინი C წყალში ხსნადი ვიტამინია. იგი არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზში. ვიტამინი C მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში. როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას. კერძოდ, ააქტიურებს ანტისხეულებისა და ინტერფერონის სინთეზს. C ვიტამინი ახდენს ლეიკოციტების ფუნქციის სტიმულაციას, ააქტიურებს ფაგოციტოზის პროცესს. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ჩამოყალიბება-შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს.

ექინაცეა ადამიანის ბუნებრივი ძალების გააქტიურების გზით, ახდენს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციების სტიმულაციას. იგი შეიცავს წყალში ხსნად იმუნომასტიმულირებელ პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. ექინაცეას გააჩნია იმუნომასტიმულირებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. მასში შემავალი პოლისაქარიდები ზრდიან მაკროფაგებისა და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას. ექინაცეა ზრდის სპეციფიკური ანტისხეულების დონეს, რომლებიც ანეიტრალებენ ვირუსებსა და ბაქტერიებს, ასევე ხელს უწყობს ანტივირუსული ნაერთის – ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას.

თუთია შეუცვლელი მიკროელემენტია. იგი წარმოადგენს 300-ზე მეტი ფერმენტის კომპონენტს. თუთია მონაწილეობს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში როგორიცაა: უჯრედების ზრდისა და დიფერენცირების სტიმულაცია (განსაკუთრებით იმუნური სისტემის), ნივთიერებათა ცვლის და ცილების სინთეზის რეგულაცია. თუთია აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აუცილებელია ძვლების ფორმირებისათვის. თუთია აუცილებელია ცილებისა და დნმ-ის წარმოებისთვის, გემოსა და სუნის აღქმისთვის. თუთია ეხმარება იმუნურ სისტემას ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულრებს ჰორმონების გამომუშავებას.

ჩვენებები:

გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;

სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, რეკომენდებულია საკვების მიღების შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვე.

რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

გაფრთხილება: სიფრთხილით უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების მიღება ლაქტოზის აუტანლობის და ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი ბლისტერზე.

ვარგისობის ვადა: არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Actiwell İlaç ve Kozmetik San. Tic. A. S. თურქეთი.

ექინაცეა კომპოზიტუმ სნ – ECHINACEA COMPOSITUM SN – ЭХИНАЦЕА КОМПОЗИТУМ SN

მწარმოებელი: HEEL ,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმში ზოგადი მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Echinacea angustifolia D 3   ………………     1 მლ

Aconitum D3     …………………………….. . 1 მლ

Sanguinaria D 4   …………………………..     1 მლ

Sulfur D 8      ………………………………….  1 მლ

Baptisia D4     ………………………………..   1 მლ

Lachesis D10    …………………………….     1 მლ

Brionia D6        ……………………………….. 1 მლ

Eupatorium perfoliatum D6  ……………..     1 მლ

Pulsatilla D8     ……………………………….  1 მლ

Hydrargyrum bichloratum D8    …………..   1 მლ

Thuja D8      ………………………………..   1 მლ

Influenzinum D13     ………………………    1 მლ

Phosphorus D8       ………………………….. 1 მლ

Cortisoni – acetatis D13   …………………     1 მლ

Streptococcinum D18   …………………..    1 მლ

Staphilococcinum D18  ……………………     1 მლ

Phytolacca D16  ………………………….       1 მლ

Pyrogenium D198     …………………………   1 მლ

Zincum metallicum D10  ………………….       1 მლ

Gelsemium D6 ……………………………..       1 მლ

Hepar sulfuris D 10  ………………………        1 მლ

Rhus toxicodendron D4  …………………       1 მლ

Arnica D4   …………………………………       1 მლ

Acidum arsenicosum D8 ………………….       1 მლ

Argentum nitricum D8   ……………………     1 მლ

Euphorbium D6  …………………………..       1 მლ

ჩვენებები:

ორგანიზმის დაცვითი სისტემის სტიმულაციისათვის:

  • ცხელების, ანთებითი დაავადებების, გრიპის ფურუნკულების, აბსცესების, ფლეგმონების, ინტოქსიკაციების, გინგივიტების, სტომატიტების, სინუსიტების, გასტროენტერიტების, ენტეროკოლიტების, ცისტიტების, პიელიტების, კოლპიტების, ლეიკორეის, ადნექსიტების, გლუმერულონეფრიტების, ჩირქოვანი ფისტულების, ოსტეომიელიტების, შუა ყურის ანთებების, კანის დაავადებების, მასტიტების, კარბუნკულების, ინფექციური მონონუკლეოზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

კუნთებში და ვენაში ინექციებისას, დოზები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს – პაციენტის ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით. დაცვითი სისტემების საერთო სტიმულაციისათვის: 1 ამპულა კანქვეშ, კუნთებში ან აუცილებლობისას ვენაში 1-3-ჯერ კვირაში.

დამატებითი ინფორმაცია: თუ პრეპარატის ინტრავენური ინექციის შემდეგ აღინიშნება ცხელება, რომელიც მომდევნო დღემდე არ კლებულობს, აუცილებელია ერთი დღის გამოტოვება (ინექცია არ კეთდება დღეღამის განმავლობაში), რათა ორგანიზმის დაცვით სისტემებს მიეცეს პერიოდი რეაგირებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

გაძლიერებული ნერწყვდენა. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა Rhus toxicodendron-ის შემცველი პრეპარატების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. მშრალ, მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ეფცენ-150 (კაფსულა) – FCN-150 caps. – ФЦН -150 капс.

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 1 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი …………       150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი.

ვრცლად ეფცენ-150

ეფცენ-150 – FCN-150 – ФЦН-150

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: ITAS

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.

1 ტაბ..

ფლუკონაზოლი  ……………….      150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეფცენ-150 წარმოადგენს ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც იწვევს სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის სელექტიურ ინჰიბირებას. იგი აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ფერმენტების ჟანგივით პროცესებს, ზრდის სოკოს უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს სოკოს უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციის ციკლებს. ეფცენ-150 აქტიურია ოპორტუნისტული მიკოზების მათ შორის,Candida spp. (იმუნოდეპრესიის ფონზე განვითარებული გენერალიზებული ფორმების ჩათვლით), Cryptococcus neoformans и Coccidioides spp. (ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით),  Microsporum spp., Trichophyton spp.,გამოწვეული მიკოზების,  Blastomyces dermatitideis и Histoplasma capsulatum გამოწვეული ენდემური მიკოზების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ფლუკონაზოლი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს, ხოლო მისი 11-12% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 150 მგ-ის მიღებიდან 0.5-1.5 სთ-ში. პლაზმური კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია მიღებული დოზის. წონასწორული კონცენტრაცია (Ccc) აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან IV-V დღეს – დღეში ერთხელ მიღებისას II დღეს – დარტყმითი (ორმაგი სადღეღამისო დოზა) დოზებით მიღებისას. ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში, სადაც მისი კონცენტრაცია უტოლდება კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან შეადგენს 30 სთ-ს. თირკმელების საშუალებით გამოიყოფა 80% შეუცვლელი სახით, ხოლო 11% – მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • კრიპტოკოკოზი, მათ შორის, კრიპტოკოკული მენინგიტი, სეფსისი, ფილტვისა და  კანის კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში (შიდსით დაავადებულ პაციენტებში);
  • გენერალიზებული კანდიდოზი: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი (მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების დაზიანებით მიმდინარე);
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვების არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კბილის პროთეზით გამოწვეული კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულ პაციენტებში;
  • გენიტალური კანდიდოზი: მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, პროფილაქტიკა რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში) სიხშირის შესამცირებლად, კანდიდოზური ბალანიტი;
  • ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო- და სხივური თერაპიის ფონზე განვითარებული სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა;
  • კანის მიკოზები: ტერფის, ტანისა და საზარდულის არის მიკოზები, ონიქომიკოზი, სხვადასხვაფერი პიტირიაზი, კანის კანდიდოზური ინფექციები;
  • ღრმა ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

მიღების წესი და დოზირება:

ეფცენ-150-ის დღიური დოზის შერჩევა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის სახესა და მიმდინარეობის სიმძიმეზე.

მოზრდილებში:

კრიპტოკოკული მენინგიტის, კანდიდემის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ – 200-400 მგ ერთხელ დღეში, 6-8 კვირის განმავლობაში;

ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს – 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში;

კბილის პროთეზით გამოწვეული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს – 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში, ადგილობრივ ანტისეპტიკურ ხსნარებთან კომბინაციაში;

ლორწოვანი გარსების სხვა სახის კანდიზოზის დროს (გარდა გენიტალური კანდიდოზისა) –  50-100 მგ ერთხელ დღეში, 14-30 დღის განმავლობაში;

ვაგინალური კანდიდოზის და კანდიდოზური ბალანიტის დროს – 150 მგ ერთჯერადად. პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად – 150 მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში;

კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფისა და საზარდულის არის მიკოზების და კანის კანდიდოზური ინფექციების ჩათვლით) – 150 მგ კვირაში ერთხელ, 2-4 კვირის განმავლობაში;

სხვადასხვაფერი პიტიარიზის დროს – 300 მგ კვირაში ერთხელ, 2 კვირის განმავლობაში;

ონიქომიკოზის დროს – 150 მგ კვირაში ერთხელ არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე. ეს პერიოდი შეადგენს 3-6 თვეს ზედა კიდურების ფრჩხილებისთვის და 6-12 თვეს ქვედა კიდურების ფრჩხილებისთვის;

ღრმა ენდემური მიკოზების დროს – 200-400 მგ ერთხელ დღეში, 2 წლის განმავლობაში.

ბავშვებში (4 კვირაზე მეტი ასაკი): ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციების დროს – პირველ დღეს 6 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღეში, შემდგომში – 3 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღეში. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

საყლაპავის კანდიდოზის დროს – მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში და სიმპტომების რეგრესიის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში;

სისტემური კანდიდოზური და კრიპტოკოკული ინფექციების (მათ შორის, მენინგიტი) დროს – 6-12 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღეში, 10-12 კვირის განმავლობაში;

სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის, ქიმიო- და სხივური თერაპიის ფონზე ნეიტროპენიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, ინიშნება 3-12 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილური გრანულოციტების კონტროლით;

3-4 კვირის ასაკის ბავშვებში: ინიშნება იგივე დოზებით, რაც მოზრდილ ბავშვებში 48 სთ-ში ერთხელ.

0-2 კვირის ასაკის ბავშვებში: ინიშნება იგივე დოზებით, რაც მოზრდილ ბავშვებში 72 სთ-ში ერთხელ.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (მოზრდილებსა და ბავშვებში) საჭიროა დოზის კორექცია: პირველად ინიშნება დარტყმითი დოზა 50-400 მგ. შემდეგ, თუ კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლებია – ჩვეულებრივი დოზის 50% 2 დღეში ერთხელ, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში – ჩვეულებრივ დოზა ყოველი დიალიზის შემდეგ.

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთი და იგივე მონაკვეთში, როგორც საკვების მიღების დროს, ასევე კვებათაშორის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ მოსალოდნელია შექცევადი ხასიათის გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი, იშვიათად – სიყვითლე;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – კრუნჩხვები.

სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანაფილაქსიური შოკი;

სხვა: იშვიათად – ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია, ალოპეცია.

უკუჩვენებები:

*სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

*ეფცენ-150-ის გამოყენება ასთემიზოლთან, ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ერთად უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ეფცენ-150-ი ს გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კონტროლი.

ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება ჩვეულებრივ შექცევადია და სიმპტომები ქრება თერაპიის შეწყვეტისთანავე.

კანის ექსფოლიატიური რეაქციების მიმართ უფრო მიდრეკილნი არიან იმუნოდეპრესიული პაციენტები; კანზე გამონაყარის პროგრესირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ეფცენ-150 არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

დიდი რაოდენობით პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰალუცინაციების და პარანოიდალური ქცევის გამოვლინება.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა და ფორსირებული დიურეზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი ზრდის კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების ეფექტს (იზრდება პროთრომბინის დრო, ვარფარინის მიღებისას – 12%-ით).

ასევე, პრეპარატი ზრდის ზიდოვუდინის, რიფაბუტინის, ციკლოსპორინის და ფენიტოინის კონცენტრაციას (იზრდება გვერდითი მოვლენები).

პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი) და თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ერთად გამოყენებისას იზრდება არითმიების, მათ შორის, პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი.

ჰიდროქლოროთიაზიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში.

რიფამპიცინი ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

შენახვის პირობებიж

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

ეფრიდოლი – EFRIDOL – ЭФРИДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: AESCULAPIUS FARMACEUYICI, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტრეოიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 30 პაკეტი.

1 პაკ.

ნიმესულიდი ………………….    100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტომაკროგოლი 1000, საქაროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ხასიათდება ანთების საწინაღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ბლოკირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ანთების კერაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ეფრიდოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 სთ-ის შემდეგ. ნახევრადდაშლის პერიოდი 2-3 სთ, პრეპარატის მოქმედება გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად: დოზის 98% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში.

ეფრიდოლით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მისი ეკუმულაცია არ აღინიშნება.

ჩვენებები:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები;
  • ჰიპერთერმია ინფექციურ-ანთებითი დაავადების ფონზე;
  • გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
  • შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები: ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული (არარევმატიული) დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა;
  • რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა;
  • ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები;
  • ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი. პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები: 100 მგ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მოხუცებში, ბავშვებში (12-18 წლამდე) საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) მედიკამენტის ფარმაკოდინამიკიდან გამომდინარე დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

გრანულატის გასახსნელად პაკეტის შიგთავსს ათავსებენ ჭიქაში და ამატებენ წყალს.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ლორწოვანის ანთება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენები ტრანზიტორულია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ალერგიული რეაქციები კანზე: ძირითადად ერითემატოზული ფორმის გამონაყარი, ეგზანთემა ან ურტიკარია.

იშვიათად ცვლილებები ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა.

იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია, კუპრისებრი განავალი – მელენა (რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის წყლულით და სისხლდენებით), პეტექიები, პურპურა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში – თრომბოციტოპენიით გამოწვეული. ისევე, როგორც სხვა ანთების საწინააღმედგო არასტეროიდულ საშუალებებს, ეფრიდოლს ახასიათებს აგრეთვე სტივენს-ჯონსონის, ლაილას სინდრომების და ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება.

აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

*ანამნეზში არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაა (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი;

*ანამნეზში არსებული ჰეპატოტოქსიური რეაქცია ნიმესულიდზე. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, ანამნეზში არსებული წყლულის რეციდივი ან გასტრო-ინტესტინალური ჰემორაგიები, ცერებრო-ვასკულარული ჰემორაგია. ან ჰემორაგიული პათოლოგიები. კოაგულაციის დარღვევა;

*მძიმე კარდიალური დეკომპენსაცია;

*თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები).

*ღვიძლის უკმარისობა;

*12 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ეფრიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, პაციენტებში შაქრის აუტანლობით, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა პროფესია საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, რადგან პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევას და ძილიანობას.

ჭარბი დოზირება:

მკურნალობა სიმპტომურია (კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება);

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ეფრიდოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. მისი ერთდროული დანიშვნით ლითიუმის პრეპარატებთან იზრდება პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია. ეფრიდოლი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა პრეპარატებთან (ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან) მისი კომბინაციისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ეფიზოლი – EFISOL – ЭФИЗОЛ

საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIC ACID; DEQUALINUM CHLORIDE

მწარმოებელი: BALKANPHARMA,ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

დეკვალინის ქლორიდი ………………….       0.25 მგ

ასკორბინის მჟავა ………………………….      30 მგ

გლუკოზა   ………………………………….       57 მგ

ქლორინი   ………………………………..          0.5 მგ

პექტინი     ………………………………..          1.8 მგ

ვანილინი ………………………………..             2.5 მგ

სუკროზა   ………………………………             625 მგ

კაკაო   ………………………………………          68 მგ

ლაქტოზას მონოჰიდრატი  …………….          60.7 მგ

მაგნიუმის სტეარატი   . ……………………      4.25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იგი წარმოადგენს ანტისეპტიკური მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს ლოკალური გამოყენებისთვის. იგი მოქმედებს, როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, განსაკუთრებით პიოგენურ სტრეპტოკოკებსა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ შტამებზე;

გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა კანდიდების, აგრეთვე ეპიდერმოფიტებისა და ტრიქოფიტების ზოგიერთი სახეობის მიმართ.

ტაბლეტებში ასკორბინის მჟავას შემცველობა “ამაგრებს” სისხლძარღვების კედლებს, აქვეითებს მათ განვლადობას, ხასიათდება ანტიჰემორაგიული, ანტიექსუდატური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. პრეპარატი კარგად შეიწოვება, არ აღიზიანებს ქსოვილებს და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

დეკვალინის ქლორიდი-ლოკალური ანტისეპტიკია, რომელიც მოიცავს ანტიბაქტერიული მოქმედების ისეთ სპექტრს, როგორიცაა გრამდადებითი (პიოგენური სტრეპტოკოკების ჩათვლით), გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები და სხვა რეზისტენტული შტამები ანტიბიოტიკების მიმართ.

გააჩნია ანტიმიკოზური აქტივობა კანდიდების, ზოგიერთი ეპიდერმოფიტების და ტრიქოფიტების მიმართ.

ჩვენებები:

 

  • ლოკალური ანტისეპტიკური მკურნალობა პირის ღრუსა და პირ-ხახის ინფექციებით გამოწვეული ანთებითი დაავადების დროს;
  • კატარალური, წყლულოვანი და ფიბროზული სტომატიტის, გინგივიტის, ტონზილიტის და ლარინგიტის შემთხვევაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მისი ბოლომდე გაწუწვნით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგსიანობის ვადა: 3 წელი.

ეფექტი ფლუ – EPHACT FLU – ЭФФЕКТ ФЛУ

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; PHENYLEPHRINE; CHLORPHENYRAMINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

პარაცეტამოლი  ………………………………       500 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი  ……..         10 მგ

ქლორფენირამინის მალეატი  ………………       2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეფექტი ფლუ კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. პარაცეტამოლი ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაცივებასთნა დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება α1-ადრენომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები, ხახა) ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების შემცირების გზით, იგი ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას, რომელიც დარღვეულია გრიპის, გაცივებისა და ალერგიული დაავადებების დროს.

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს, ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას. იგი ხასიათდება პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობით, გააჩნია ასევე სედატიური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ამცირებს კონიუნქტივიტის, ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.

ფარმაკოკინეტიკა:

პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მაქსიმალური კონცენტრაციას პლაზმაში 1 სთ-ში აღწევს. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 0.5-2 სთ-ის განმავლობაში. პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშრდება მისი 20%. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 სთ-ს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. წარმოქმნილი კონიუგატები (გლუკურონიდები და სულფატები) ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით გამოიყოფა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ადვილად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში, ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 2-3 სთ-ს, მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას საშუალებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით.

ქლორფენირამინის მალეატი პერორალური მიღებისას ადვილად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ, ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 25-50%-ს. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი – დაახლოებით 20 სთ-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმელებისა და ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები:

  • გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა.
  • ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია);
  • ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ბავშვებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებდა.

იშვიათად მოსალოდნელია:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია;

სისხლმბადი სისტემების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სხვა: ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ძილიანობა, მოუსვენრობა, სისუსტე.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

* სისხლის სისტემის დაავადებები;

*ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია);

*არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები;

*გლაუკომა;

*პროსტატის ჰიპერტროფია;

*ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები;

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ღვიძლისა ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის ქრონიკული დაავადების ჰიპერთირეოზის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღება დაუშვებელია ალკოჰოლთან ერთად.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები, თირკმლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა, ადსორბენტების (გააქტივებული ნახშირი) დანიშვნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ანტიდოტები: მეთიონინი ჰიპერდოზირებიდან 8–9 სთ-ის შემდეგ, და N-აცეტილცისტეინი – 12 სთ-ის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ეფექტი ფლუს და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.

არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციურ საშუალებებთან (მათ შორის, ვარფარინთან) ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

არასასურველია ეფექტი ფლუს დანიშვნა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ქოლინობლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან და პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

პრეპარატის მიღება ტრანქვილიზატორებთან, საძილე და ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ეფერალგანი – EFERALGAN – ЭФФЕРАЛГАН

საერთაშორისო დასახელება:

PARCETAMOL

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL – MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუპოზიტორიები ბავშვებისათვის: შეფუთვაში 10 ც.

1 სუპ.

პარაცეტამოლი ……………….        80 მგ

1 სუპ.

პარაცეტამოლი   ………………..      150 მგ

1 სუპ.

პარაცეტამოლი  …………………       300 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები 1 გ.

სიროფი ბავშვებისათვის: ფლაკონში 90 მლ.

5 მლ

პარაცეტამოლი   …………………      150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლი 6000, საქაროზას ხსნარი, საქარინი (ნატრიუმის მარილი), სორბინოლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, კარამელ-ვანილის არომატიზატორი, წყალი.

შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: ტუბში 10 ტაბ, შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი  …………………       330 მგ

ასკორბინის მჟავა  …………………   200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის დოკუზატი, პოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეფერალგანი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მნიშვნელოვნად გამოხატული ანთების საწინაღმდეგო მოქმედება.

ეფერალგანი C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს და ასკორბინის მჟავას. იგი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.

ჩვენებები:

  • ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადების დროს.
  • პრეპარატი  გამოიყენება თავის, ყელის, კბილის ტკივილის და მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.

ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ გამოიყენება 3-5 თვემდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-8 კგ);

სუპოზიტორიები 150 მგ – 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში (10-14 კგ);

სუპოზიტორიები 300 მგ – 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებში (20-30 კგ).

ეფერალგანის სიროფი ინიშნება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის მასა 6-32 კგ)

ეფერალგანი C ვიტამინით გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით:

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური დღეღამური დოზა – 60 მგ/კგ სხეულის ზონაზე. სუპოზიტორიები გამოიყენება რექტალურად (უმჯობესია გამწმენდი ოყნის ან ნაწლავის თავისი სურვილით დაცლის შემდეგ).

სუპოზიტორიები 80 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 6-8 კგ (3-5 თვის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.

სუპოზიტორიები 150 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 10-14 კგ (1-3 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.

სუპოზიტორიები 300 მგ: ბავშვებში სხეულის წონით 20-30 კგ (5-10 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.

სიროფი: მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ეთად საკვების მიღებიდან 1-2 საათში.

ზუსტი დოზირებისთვი გამოიყენება საზომი კოვზი, რომელზეც აღნიშნულია დანაყოფები, ერთჯერადი დოზის მაჩვენებელი (15 მგ/კგ), ბავშვებისათვის შესაბამისი სხეულის წონით: 4, 8, 12 ან 16 კგ. დანაყოფები, რომლებიც არ არის აღნიშნული, შეესაბამება შუალედურ წონას: 6, 10 ან 14 კგ (იხილე ცხრილი), პრეპარატი შეიძლება მიეცეს ბავშვს განზავების გარეშე ან წყალში ან რძეში განზავებული.

ბავშვის ასაკიბავშვის სხეულის წონა (კგ)

საზომ კოვზზე ნიშნული

(პარაცეტამოლი მგ/ხსნარის მოცულობა)

1-3 თვემხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
3-5 თვე6-86 (90 მგ/3 მლ)
5 თვიდან 1 წლამდე8-108 (120 მგ/4 მლ)
1-2 წელი10-1210 (150 მგ/5 მლ)
2-3 წელი12-1412 (180 მგ/6 მლ)
3-4 წელი14-1614 (210მგ/7მლ)
4-6 წელი16-2016 (240 მგ/8 მლ)
6-7 წელი20-2216+4 (300მგ/10მლ)
7-8 წელი22-2416+6 (330 მგ/11 მლ)
8-9 წელი24-2616+8 (360 მგ/12 მლ)
9-10 წელი26-2816+10 (390 მგ/13მლ)
10-11 წელი28-3016+12 (420 მგ/14 მლ)
11-12 წელი30-3216+14 (450 მგ/15 მლ)

ეფერალგანი C ვიტამინით:

ბავშვები:

ბავშვის

ასაკი

ბავშვის

სხეულის წონა (კგ)

ერთჯერადად მისაღები

ტაბლეტების რაოდენობა

ტაბლეტების

მაქსიმალური რაოდენობა

8-12

წელი

25-3313-4

12-15

წელი

33-501.54-6

ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისობა მოცემულია ორიენტირებულად.

ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული ბავშვებში მკურნალობა 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა 50 კგ და მეტი):

ჩვეულებრივ 2-3 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს (990 მგ პარაცეტამოლი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა – 12 ტაბლეტი (3 960 მგ პარაცეტამოლი). დღე-ღამეში მიიღება არა უმეტესი 12 ტაბლეტისა.

პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს.

პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ჟილბერის სინდრომით და ხანდაზმულებში, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს და შესაბამისად სადღეღამისო დოზაც მცირდება.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით – 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით.

სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სუპოზიტორიების გამოყენების დროს;

იშვიათად – ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ნეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რის გამოც აუცილებლია სისხლის სურათის შემოწმება.

პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება.

არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

*სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

*სუპოზიტორიები 80 მგ არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში;

*სუპოზიტორიები უკუნაჩვენებია სწორი ნაწლავის ანთების ან სისხლდენის დროს;

*სიროფი უკუნაჩვენებია 1 თვემდე ასაკის ბავშვებში;

*ეფერალგანი C ვიტამინით არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:

*ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) არსებობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება; პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

*სუპოზიტორიები არ გამოიყენება თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი.

1-3 თვემდე ასაკის ბავშვებში ეფერალგანის სიროფის გამოყენებისას მიღების წესი და დოზირებას განსაზღვრისათვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია. სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. 2 დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოვლენა, რაც დაკავშირებულია ტოქსიკური მეტაბოლიტის N-მეთილ-ბენზოქინონიმინის დაგროვებასთან, რომელიც პარაცეტამოლის მიღების თერაპიულ დოზებში ინაქტივირდება გლუტათიონთან კონიუგაციის ხარჯზე. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბიტების დანიშვნა (გააქტივებული ნახშირი), აცეტილცისტეინის (ზრდის ღვიძლში გლუტათონის წარმოქმნას) და მეთიონინის შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

-პარაცეტამოლი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის დროს. ეფერალგანის და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტის და სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების გაძლიერება.

-ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ეფერალგანისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია. პრეპარატის გამოყენება აგრეთვე ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც მიდრეკილება გააჩნიათ ალკოჰოლური სასმელების მიმართ.

– ეფერალგანის გამოყენებისას სისხლში შარდმჟავას და შაქრის რაოდენობის განსაზღვრის ტესტის ჩატარებისას მოსალოდნელა ცრუდადებითი შედეგი.

-ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას. ეფერალგანი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.

-ეფერალგანი C ვიტამინით – ვიტამინი C აძლიერებს პენიცილინისა და რკინის შეთვისებას; თრგუნავს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას; აძლიერებს სალიცილატებით მკურნალობის დროს კრისტალოურიის რისკს.

-ორალური კონტრაცეპტივების მიღება ამცირებს ორგანიზმის მიერ ვიტამინ C შეთვისების უნარს.

შენახვის პირობები:

ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ და 150 მგ ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ეფერალგანის სუპოზიტორიები 300 მგ, ეფერალგანის სიროფი და ეფერალგანი C ვიტამინით ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ეუფორბიუმ კომპოზიტუმ-ნაზენტროფენ სნ – EUPHORBIUM COMPOSITUM – NASENTROPFEN SN – ЭУФОРБИУМ КОМПОЗИТУМ НАЗЕНТРОФЕН SN

მწარმოებელი: HEEL,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რინიტების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები: ფლაკონში 20 მლ, პულვერიზატორით.

100 მლ

Euphorbium D4  ……………………        1 მლ

Pulsatila pratensis D2  ………………      1 მლ

Luffa operculata D2  ………………       1 მლ

Hydrargycum bijodatum D8  …….        1 მლ

Hepar sulfuris D10    ………………….. . 1 მლ

Argentum nitricum D10 …………..       1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცხვირის წვეთები ხელს უწყობს სეკრეტის გამოყოფას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას. იგი ახდენს ლორწოვანი გარსის გამოშრობის პრევენციას და უზრუნველყოფს თავისუფალ სუნთქვას. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის მის თერაპიულ ეფექტს.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის რინიტები (ბაქტერიული, ალერგიული), მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტები;
  • გაზაფხულის სურდოს დროს, ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 შესხურება ორივე ნესტოში 3-5-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვის სეკრეციის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

 

ეუფორბიუმ კომპოზიტუმ ს – EUPHORBIUM COMPOSITUM S – ЭУФОРБИУМ КОМПОЗИТУМ НАЗЕНТРОФЕН S

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ

100 მლ

Euphorbium D3 …………..         1 მლ

Pulsatila D2  ………………..       1 მლ

Luffa operculata D6 ……..         1 მლ

Mercurius bijodatus D8   ……    1 მლ

Mucosa nasalis suis D8  ……….  1 მლ

Hepar sulfuris D10  ……….       1 მლ

Argentum nitricum D10  ..        1 მლ

Sinusitis – Nosode  D13 …..       1 მლ

Spiritus 45 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხასიათდება ანთების საწინაღმდეგო თვისებებით.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტები (მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი გამოხატულია განსაკუთრებით ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული პროცესისას – მშრალი ფორმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია), ევსტაქიიტი, შუა ყურის ანთება;
  • ოზენას შემთხვევაში, როგორც დამხმარე საშუალება.
  • შუა ყურის წყალმანკისა და ქრონიკული ოტიტის დროს რეკომენდებულია პრეპარატის ორივე ფორმის ერთდროული გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მწვავე მდგომარეობისას – 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში; შემდგომში დოზა შეიძლება შევამციროთ – 10 წვეთი 6-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვდენის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

Don`t copy text!