Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 613

ეუფილინი-დარნიცა – EUPHYLLINUM – DARNITSA – ЭУФИЛЛИН – ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

AMINOPHYLLINUM

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: თეოფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოდილატატორი – ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

თეოფილინი …………………. 150 მგ

საინექციო ხსნარი 2.4%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

თეოფილინი …………………  240 მგ

 

ვრცლად ამინოფილინი(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)


ან ვრცლად ეუფილინი(დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ეუფილინი – EUPHYLLINE – ЭУФИЛЛИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი მიეკუთვნება პურინის წარმოებულთა ჯგუფს. პრეპარატი ხასიათდება ბრონქოლიზური, გულზე დადებითი ინოტროპული და დიურეზიული ეფექტებით.

ეუფილინი ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, აფართოვებს კორონარულ სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, ფილტვის არტერიის სისტემაში აქვეითებს წნევას, ზრდის თირკმელებში სისხლმიმოქცევას, ავლენს დიურეზულ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია თირკმელებში ნატრიუმის და წყლის მილაკოვანი რეაბსორბციის დაქვეითებით.

იგი აღაგზნებს ცნს-ს, სუნთქვის ცენტრს და აძლიერებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ადრენალინის გამოყოფას.

პრეპარატი იწვევს ორგანიზმიდან წყლის, ქლორისა და ნატრიუმის იონების გაძლიერებულ  გამოყოფას. იგი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და პოხიერი უჯრედებიდან ალერგიის მედიატორების გამონთავისუფლებას.

მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებით და ციკლური ადენოზინმონოფოსფატის დაგროვებით. ამასთან ერთად იგი აბლოკირებს ადენოზინურ რეცეპტორებს და ხელს უშლის უჯრედში კალციუმის იონების შეღწევას.

ფარმაკოკინეტიკა

ვენაში შეყვანისას ეუფილინის შეკავშირების ხარისხი პლაზმის ცილებთან შეადგენს 60%-ს. იგი ნაწილდება სისხლში, ექსტრაცელულურ სითხეში და კუნთებში, არ გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში. კარგად გაივლის პლაცენტურ ბარიერს. შეყვანილი დოზის 90% მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა მეტაბოლიტებისა და 7-13% უცვლელი სახით თირკმელებით. გამოყოფის ნახევარპერიოდი შეადგენს 5-10 სთ-ს. ახალშობილებში იგი გახანგრძლივებულია, ხოლო 6 თვის ასაკის ზევით ბავშვებში შეადგენს 2.5-5 სთ-ს. ამგვარად, ასაკის მიხედვით ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 5-დან 24 სთ-მდე. ეუფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება თამბაქოს მწეველებში, ხოლო ღვიძლის, გულის და სუნთქვითი უკმარისობისას იგი პირიქით ხანგრძლივდება.

ჩვენებები

  • ეუფილინი გამოიყენება ბრონქული ასთმისა და სხვადასხვა გენეზების (ბრონქიტი, ემფიზემა) ბრონქოსპაზმების შეტევის კუპირებისთვის;
  • სისხლმიმოქცევის მცირე წრეში ჰიპერტენზიის, კარდიული ასთმის (განსაკუთრებით ბრონქოსპაზმისა და ჩეინ-სტოქსის ტიპის სუნთქვის თანხლებისას), აგრეთვე ფილტვისმიერი გულის, სუნთქვის ცენტრის ფუნქციის დარღვევისას;
  • თირკმელების სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად,
  • ათეროსკლეროზული წარმოშობის ცერებრული სისხლძარღვოვანი კრიზის კუპირებისათვის და თავის ტვინში სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
  • თავის ქალას შიდა წნევისა და იშემიური ინსულტის დროს თავის ტვინის შეშუპების შესამცირებლად და თავის ტვინის სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისას.

დოზირების რეჟიმი

ეუფილინი შეყავთ ვენაში ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის და ინსულტის დროს.

– ვენაში იგი შეყავთ ნელა, 4-6 წთ-ის განმავლობაში დოზით 0.12-0.24 გ (5-10 მლ 2.4% ხსნარი, რომელსაც ანზავებენ 10-20 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში).

– ტაქიკარდიის თავბრუსხვევის, გულისრევის შემთხვევაში პრეპარატის შეყვანას ანელებენ, ან აწარმოებენ წვეთოვანი გზით ინფუზიას. ამისათვის 10-20 მლ 2.4% ეუფილინის ხსნარს (0.24-0.48 გ) ანზავებენ 100-150 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შეყავთ წთ-ში 30-50 წვეთის ოდენობით.

– ბავშვებში შეყავთ ვენაში ერთჯერადი დოზით 2-3 მგ/კგ (წვეთოვანი გზით).

ბავშვებში და მოზარდებში 7-17 წლის ასაკში ეუფილინი კეთდება 13 მგ/კგ-ზე დოზით დღეღამის განმავლობაში.

– პაციენტები ეუფილინის შეყვანისას იმყოფებიან მწოლიარე მდგომარეობაში.

– გვერდითი მოვლენების განვითარების გამო ეუფილინის ინფუზიის გზით შეყვანა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

– პრეპარატის რექტალურად და მიკროოყნის სახით შეყვანისას 10-20 მლ 2.4% ხსნარს ხსნიან 20-25 მლ თბილ წყალში.

– ვენაში პრეპარატი კეთდება არტერიული წნევის, გულის მუშაობისა და სუნთქვის სიხშირის, ასევე პაციენტის საერთო მდგომარეობის მიხედვით.

მოზრდილებში ეუფილინის მაქსიმალური დოზა შეადგენს – ერთჯერადად – 0.25 გ-ს, ხოლო დღეღამური – 0.5 გ.

– მძიმე შემთხვევების დროს, განსაკუთრებით რეანიმაციის პირობებში, დოზის გაზრდა შესაძლებელია.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის ვენაში სწრაფად შეყვანისას ვითარდება: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ხანდახან გულის რითმის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.

პრეპარატის რექტალური გზით შეყვანისას შესაძლებელია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. მასში შემავალი ეთილენდიამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო შესაძლებელია ექსფოლიატიური დერმატიტის, ცხელების განვითარება.

უკუჩვენებები

* ეუფილინის გამოყენება (განსაკუთრებით ვენაში) წინააღმდეგნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ექსტრასისტოლიის, მკვეთრი ჰიპოტონიის, ეპილეფსიის არსებობისას.

* მისი გამოყენება დაუშვებელია გულის უკმარისობისას, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია მიოკარდიუმის ინფარქტით (გულის რითმის დარღვევა, კორონარული უკმარისობა).

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პერიოდში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობისა და ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციური რისკის შეფასების შემდეგ.

ჭარბი დოზირება

ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აჭარბებს 20 მგ/ლ. სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ხანგრძლივი ღებინება, შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება. თუ პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში აღემატება 40 მგ/ლ ვითარდება კომა.

მკურნალობა გააქტივებული ნახშირით, ჰემოდინამიკის კონტროლი და მისი კორექცია, ოქსიგენოთერაპია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია; კრუნჩხვებისას – ვენაში ან კუნთებში დიაზეპამის ინექცია (არ შეიძლება ბარბიტურატების გამოყენება), თუ ეუფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში გადააჭარბებს 50 მგ/ლ და არსებობს მისი ნელა გამოყოფის წინამძღვრები – საჭიროა ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– კოფეინი და ფუროსემიდი აძლიერებენ ეუფილინის ეფექტს.

– ფენობარბიტალი, დიფენინი, რიფამპიცინი, იზონიაზიდი, სულფინპირაზონი ამცირებენ ეუფილინის მოქმედების ეფექტს.

– ეუფილინის კლირენსი მცირდება მაკროლიდებთან, ლინკომიცინთან, ალოპურინოლთან, ციმეტიდინთან, იზოპრენალინთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მისი დანიშვნისას, რაც მოითხოვს ეუფილინის დოზის შემცირებას.

– ეუფილინის კომბინაციისას ფტორქინოლონებთან მის დოზას ამცირებენ, საშუალო დოზის 1/4-მდე.

– ეუფლინი ამცირებს ლითიუმის კარბონატის და ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტს, ხოლო ბეტა ადრენობლოკატორები თავის მხრივ ამცირებენ ეუფილინის ბრონქოლიზურ ეფექტს.

– ეუფილინის შერევა არ შეიძლება გლუკოზის, ფრუქტოზის და ლევულოზის ხსნარებთან მათი შეუთავსებლობის გამო.

ეუფილინი – EUPHYLLIN – ЭУФИЛЛИН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ეუკარბონი – EUCARBON – ЭУКАРБОН

მწარმოებელი:

F. TRENKA CHEMISH – PHARMACEUTISCHE FABRIK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 30 100 და 1000 ც.

კომბინირებული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენტეროსორბენტი.

ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მინერალურ ინგრედიენტებს. მისი მსუბუქი საფაღარათო და გაზგამყვანი ეფექტი განპირობებულია სენის ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის საფაღარათო მოქმედებითა და მცენარეული ნახშირის უნარით – შებოჭოს სხვადასხვა წარმოშობის ტოქსინები.

ეუკარბონს გააჩნია მსუბუქი სადეზინფექციო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საფაღარათო ეფექტის მისაღებად ანტრაქინონის გლიკოზიდებიდან, რომლებსაც შეიცავენ სენის ფოთლები და რევანდის ექსტრაქტი, საჭიროა მათი ისეთი რაოდენობით მიღება, რომ A და B სენოზიდების რაოდენობამ 15-30 მგ შეადგინოს.

ვინაიდან სენოზიდების შემცველობა ეუკარბონის ტაბლეტში საკმაოდ დაბალია, ყაბზობის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა.

საფაღარათო ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 8 – 10 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ყაბზობა, მეტეორიზმი.

 

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად კვების დროს ან მის შემდეგ:

12 წლის ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური საფაღარათო ეფექტის მისაღებად. უფრო ძლიერი ეფექტისათვის დასაშვებია საღამოს დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ინიშნება პედიატრის მიერ): 1/2 – ერთი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის შემდეგ 1-3-ჯერ დღეში.

ნაწლავების ინტენსიური დაცლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწრაფი გასუფთავების მიზნით (მაგ.: რენდგენოლოგიური გამოკვლევის, განსაკუთრებით პიელოგრაფიის წინ) 6-8 ტაბლეტი მიიღება საღამოს დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 2 კვირას.

სხვადასხვა პაციენტს პრეპარატზე სხვადასხვაგვარი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული. ორსულებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა – იშვიათია. ხანდახან ტუტე რექციის გამო შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში. წყალ-მარილოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება.

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, არ მოქმედებს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და არ იწვევს ძილიანობას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

ეუკარბონმა შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი. სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თუ მკურნალობთ დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს მკურნალობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

ჭარბი დოზირება:

დიარეა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

პრეპარატის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას.

გაცემის პირობები:

ურეცეპტო.

ეუთიროქსი – EUTHYROX – ЭУТИРОКС

საერთაშორისო დასახელება:

LEVOTHYROXINE SODIUM

მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ლევოთიროქსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ნატრიუმის ლევოთიროქსინი  ………………..     50 მკგ

1 ტაბ.

ნატრიუმის ლევოთიროქსინი ………………..     75 მკგ

1 ტაბ.

ნატრიუმის ლევოთიროქსინი   …………………   100 მკგ

1 ტაბ.

ნატრიუმის ლევოთიროქსინი………………….      125 მკგ

1 ტაბ.

ნატრიუმის ლევოთიროქსინი  ……………………    150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

თიროქსინის სინთეზური მარცხნივმბრუნავი იზომერი. ტრიიოდთირონინად ნაწილობრივი გარდაქმნისა (ღვიძლსა და თირკმელებში) და ორგანიზმის უჯრედებში გადასვლის შემდეგ მოქმედებს ქსოვილების ზრდა-განვითარებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე. მცირე დოზებით ახასიათებს ანაბოლური მოქმედება ცილოვან და ცხიმოვან ცვლაზე. საშუალო დოზებით ასტიმულირებს ზრდასა და განვითარებას, ზრდის ქსოვილების მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, ასტიმულირებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციურ აქტივობას. დიდი დოზებით თრგუნავს ჰიპოთალამუსის თირეოტროპინ-რილიზინგ ჰორმონისა და ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.

თერაპიული ეფექტი  აღინიშნება 7-12 დღეში, ამავე დროს  ნარჩუნდება პრეპარატის მოქმედება მისი მოხსნის შემდეგ. ჰიპოთირეოზის დროს კლინიკური ეფექტი ვლინდება 3-5 დღეში. დიფუზური ჩიყვი მცირდება ან ქრება 3-6 თვის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ლევოთიროქსინი შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში მიღებული დოზის 80%-მდე. საკვების მიღება აქვეითებს ლევოთიროქსინის შეწოვის უნარს. სისხლის შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს პერორალური მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ. შეწოვის შემდეგ პრეპარატის 99% უკავშირდება შრატის ცილებს (თიროქსინშემაკავშირებელ გლობულინს, თიროქსინშემაკავშირებელ პრეალბუმინს და ალბუმინს). სხვადასხვა ქსოვილებში ხდება ლევოთიქსინის დაახლოებით 80%-ის მონოდეიოდირება ტრიოდთიროინინის (T3) და არააქტიური პროდუქტების წარმოქმნით.

თირეოიდული ჰორმონები მეტაბოლიზირებას განიცდიან ძირითადად ღვიძლში, თირკმელებში, თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატის მცირე რაოდენობა განიცდის დეზამინირებასა და დეკარბოქსილირებას, აგრეთვე კონიუგირებას გოგირდმჟავასთან და გლუკურონის მჟავასთან (ღვიძლში). მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღველით.

პრეპარტის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-7 დღეა. თირეოტოქსიკოზის დროს ნახევარგამოყოფის დრო მცირდება 3-4 დღემდე, ხოლო ჰიპოთირეოზისას ხანგრძლივდება 9-10 დღემდე.

ჩვენებები:

  • ეუთირეოიდული ჩიყვი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის ოპერაციული ამოკვეთის შემდგომი რეციდივების პროფილაქტიკა და ჩანაცვლებითი თერაპია;
  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე (ოპერაციული მკურნალობის შემდეგ);
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი; თირეოსტატიკებით თირეოტოქსიკოზის კომპენსაციის შემდეგ (მონოთერაპია ან კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში);
  • თირეოიდული სუპრესიის ტესტი (სადიაგნოზო საშუალების სახით).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის სადღეღამისო დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ჩვენების მიხედვით. მთელი სადღეღამისო დოზა მიიღება დილით უზმოზე, სულ მცირე 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (დაახლოებით ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი). არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა.

ჰიპოთირეოზის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას 55 წლის ასაკამდე პირებში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის არარსებობისას, ეუთიროქსი ინიშნება სადღეღამისო დოზით 1.6-1.8 მკგ/კგ სხეულის მასაზე; 55 წლის ასაკის ზევით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობისას – 0.9 მკგ/კგ სხეულის მასაზე; სიმსუქნის დროს (თუ ჭარბი წონა საკმაოდ დიდია) დოზირების გამოთვლა ხდება “იდეალურ წონაზე”.

ჩანაცვლებითი თერაპიის საწყისი ეტაპი ჰიპოთირეოზის დროს

ავადმყოფები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გარეშე ან 55 წლის ასაკამდე: საწყისი დოზა ქალებისათვის 75-100 მკგ/დღეში, ხოლო მამაკაცებისათვის – 100-150 მკგ/დღეში.

ავადმყოფები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ან 55 წლის ასაკის ზევით:

– საწყისი დოზა 25 მკგ/დღეში;

– დოზის გაზრდა 25 მკგ-ით 2 თვის მანძილზე სისხლში თტჰ-ის დონის ნორმალიზებამდე;

– კარდიალური სიმპტომების აღმოცენების ან გაუარესების შემთხვევაში კარდიალური თერაპიის კორეგირება.

თიროქსინის რეკომენდებული დოზები თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დროს.

ასაკითიროქსინის
სადღეღამისო დოზა (მკგ)
თიროქსინის დოზა სხეულის მასაზე
გადაანგარიშებით (მკგ/კგ)
0-6 თვე25-5010-15
6-12 თვე50-756-8
1-5 წელი75-1005-6
6-12 წელი100-1504-5
>12 წელი100-2002-3
ჩვენებებირეკომენდებული დოზები (ეუთიროქსი მკგ/კგ)
ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა75-200
ეუთირეოიდული ჩიყვის ქირურგიული
მკურნალობის შემდგომი რეციდივის პროფილაქტიკა
75-200
თირეოტოქსიკოზის კომპლექსურ თერაპიაში50-100
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის
სუპრესიული მკურნალობა
50-300
თირეოიდული სუპრესიის ტესტიტესტამდე 4 კვირით ადრე – 75 მკგ/დღეში
ტესტამდე 3 კვირით ადრე – 75 მკგ/დღეში
ტესტამდე 2 კივრით ადრე – 150-200      მკგ/დღეში
ტესტამდე 1 კვირით ადრე – 150-200 მკგ/დღეში

ჩვილ ბავშვებს ეუთიროქსის სადღეღამისო დოზას აძლევენ ერთჯერადად პირველ კვებამდე 30 წუთით ადრე. პრეპარატს ხსნიან მცირე რაოდენობით წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მედიკამენტის ასეთი სახით მომზადება ჩვილი ბავშვებისთვის უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ და შემდეგ მედიკამენტს უნდა დააყოლონ მცირე რაოდენობით წყალი.

ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე ფორმის ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს სიფრთხილით, მცირე დოზით – 12.5 მკგ/დღეში, დოზის გაზრდა შემანარჩუნებელ დოზამდე ხდება ხანგრძლივი ინტერვალებით – 12.5 მკგ/დღეში ყოველ 2 კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად სისხლში თტჰ-ის დონის კონტროლით.

ეუთიროქსის მიღება ჰიპოთირეოზის დროს, როგორც წესი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება. თირეოტოქსიკოზის დროს ეუთიროქსი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირეოსტატიკებთან ერთად ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ. ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები:

ეუთიროქსის სწორი მიღებისას, ექიმის კონტროლის ქვეშ გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*არანამკურნალები თირეოტოქსიკოზი;

*მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მწვავე მიოკარდიტი;

*არანამკურნალები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს. ორსულობის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის რაოდენობის მომატების გამო. თირეოიდული ჰორმონის რაოდენობა, რომელიც დედის რძეში გამოიყოფა ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობის დროსაც კი) არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე დაზიანება გამოიწვიოს ბავშვში.

ორსულობის დროს ლევოთიროქსინის მიღება თირეოსტატიკურ საშუალებთან კომბინაციაში უკუნაჩვენებია, რადგანაც ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს თირეოსტატიკების დოზის გაზრდა. თირეოსტატიკები კი აღწევს რა პლაცენტაში, შეიძლება ნაყოფში ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება, მკაცრად რეკომენდებულ დოზებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატის დანიშვნა სიფრთხილითაა საჭირო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას: გიდ (სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის არსებობა), ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, არითმიები, შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფორმის ხანგრძლივი ჰიპოთირეოზი, მალაბსორბციის სინდრომი (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია).

*ჰიპოფიზის დაზიანებით გამოწვეული ჰიპოთირეოზისას აუცილებელია იმის დადგენა, არის თუ არა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ერთდროული დაზიანება. ამ შემთხვევაში გლუკოკორტიკოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება უნდა მოხდეს ჰიპოთირეოზის თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობის დაწყებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე:

სწორად შერჩეული თერაპიული დოზის შემთხვევაში არავითარ გავლენას არ ახდენს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გულისცემის შეგრძნება, გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, მოუსვენრობა, ტრემორი, ძილის დარღვევა, მომატებული ოფლიანობა, მადის დაქვეითება სხეულის მასის დაქვეითება, დიარეა. სიმპტომების გამოხატვის მიხედვით ექიმის მიერ შეიძლება რეკომენდებულ იქნას პრეპარატის სადღეღამისო დოზის შემცირება, მკურნალობის შეწყვეტა რამდენიმე დღით, ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნა. გვერდითი მოვლენების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა განახლდეს სიფრთხილით გაცილებით მცირე დოზებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლევოთიროქსინი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება.

ლევოთიროქსინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდორულმა მიღებამ შესაძლოა ანტიდეპრესანტების მოქმედების გაძლიერება გამოიწვიოს.

თირეოიდულმა ჰორმონებმა შესაძლებელია გაზარდონ მოთხოვნა ინსულინსა და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე. სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი უფრო ხშირადაა რეკომენდული ლევოთიროქსინით მკურნალობის დაწყებისას და ასევე მისი დოზის შეცვლისას.

ლევოთიროქსინი აქვეითებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.

ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი და ალუმინის ჰიდროჟანგი აფერხებს ლევოთიროქსინის შეწოვას ნაწლავში, რის შედეგადაც მცირდება ლევოთიროქსინის კონცენტრაცია პლაზმაში.

ანაბოლური სტეროიდების, ასპარაგინაზის, ტამოქსიფენის ერთდროული მიღებისას შესაძლოა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ცილებთან შეკავშირების დონეზე.

ფენიტოინის, სალიცილატების, კლოფიბრატის, ფუროსემიდის დიდი დოზებით ერთდროული გამოყენებისას იზრდება თავისუფალი ლევოთიროქსინის დონე სისხლის პლაზმაში.

ესტროგენშემცველი პრეპარატების მიღება ზრდის თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის რაოდენობას, რამაც შეიძლება ზოგიერთ პაციენტში ლევოთიროქსინზე მოთხოვნილება გაზარდოს.

ლევოთიროქსინთან ერთდროული მიღებისას სომატოტროპინმა შესაძლოა დააჩქაროს ეპიფიზარული ზრდის ზონების დახურვა.

ფენობარბიტალის, კარბამაზეპინის და რიფამპიცინის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლევოთიროქსინის კლირენსი და საჭირო გახდეს ლევოთიროქსინის დოზის გაზრდა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ეტრუზილი – ETRUZIL – ЭТРУЗИЛ

საერთაშორისო დასახელება:

LETROZOLE

მწარმოებელი: ეგისი

მოქმედი ნივთიერება: ლეტროზოლი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი;

სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე სხვა ჯგუფის საშუალებები  პრეპარატები ანტიესტროგენული აქტივობით

ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ლეტროზოლი.

1ტაბ.

ლეტროზოლი ………………….  2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპის), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლეტროზოლი, ეტრუზილის აქტიური კომპონენტი, მიეკუთვნება ე.წ. არომატაზას ინჰიბიტორების ნივთიერებათა ჯგუფს. სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას იგი გამოიყენება, როგორც ჰორმონული (ან ,,ენდოკრინული’’) საშუალება. სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენით – ქალის სასქესო ჰორმონით. ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის დონეს, ახდენს მის სინთეზში მონაწილე ფერმენტის (არომატაზას) ბლოკირებას. ამის შედეგად, სიმსივნის უჯრედების ზედა და/ან ორგანიზმის სხვა ქსოვილებში მათი გავრცელება ფერხდება და წყდება. ლეტროზოლი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივის განვითარების პროფილაქტიკის მიზნითაც. მისი გამოყენება შესაძლებელია ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის ან სარძევე ჯირკვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, როგორც პირველადი საშუალება. ლეტროზოლი, ასევე გამოიყენება დაავადების დაგვიანებული სტადიის მქონე პაციენტებში ორგანიზმის სხვა ქსოვილებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით.

ჩვენებები:

ლეტროზოლი გამოიყენება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

-სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელსაც გააჩნია რეცეპტორები ესტროგენების მიმართ;

-მხოლოდ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ანუ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ.

მიღების წესები და დოზები:

ყოველთვის მიიღეთ ეტრუზილი მკაცრად ექიმის დანიშნულებით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, აუცილებლად მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ტაბლეტის გადაყლაპვა ხდება მთლიანად, წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით. ჩვეულებრივ, დღეში გამოიყენება ერთი ტაბლეტი.

ასაკოვანი, ასევე თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევების მქონე პაციენტები დოზის დაზუსტებას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები:

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ეტრუზილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ამ გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ატარებს მცირე ან ზომიერ ინტენსივობას და ჩვეულებრივ, გაივლის მკურნალობის დაწყების რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის მაგალითად, წამოხურება, თმის ცვენა ან საშოდან სისხლდენა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების არარსებობით.

უკუჩვენება:

– ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლეტროზოლის ან პრეპარატი ეტრუზილის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6 ,,რას შეიცავს პრეპარატი ეტრუზილი’’);

-თუ თქვენ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ჯერ არ გაგივლიათ მენოპაუზის პერიოდი;

-ორსულობა;

-ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს

თუ თქვენ გაწუხებთ დაავადებები ან დარღვევები, რომელიც მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე;

თუ თქვენ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან გადატანილი გაქვთ ძვლების მოტეხილობა;

ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების გათხელება და სისუსტე (ოსტეოპოროზი). მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ძვლების სიმკვრივის გაზომვა. ძვლების სისუსტის თავიდან აცილების ან მკურნალობის მიზნით ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის სამკურნალო საშუალებას.

თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს:

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე);

ლეტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში;

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი);

65 წლის ან მეტი ასაკის პირებში ლეტროზოლი გამოიყენება იმავე დოზით, როგორც სხვა პირებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლეტროზოლის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.

თუ თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ლეტროზოლი გამოიყენება ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, მხოლოდ პოსტმენოპაუზის პერიოდში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოსტმენოპაუზის მდგომარეობა დადგა ახლო წარსულში ან თვენ ხართ პერიმენოპაუზის მდგომარეობაში, ლეტროზოლის გამოყენებამდე ექიმმა თქვენთან უნდა განიხილოს ორსულობაზე ტესტის ჩატარების, ასევე კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების აუცილებლობის საკითხი, ვინაიდან შესაძლებელია შენარჩუნებული იყოს დაორსულების შესაძლებლობა.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება

თუ თქვენ ჭარბად მიიღეთ პრეპარატი ეტრუზილი ან სხვა პირმა შეცდომით მიიღო თქვენი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებისათვის ექიმს, აფთიაქს ან საავადმყოფოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეტრუზილის მიღება

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ მიიღოს ორმაგი დოზა. გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება

არ შეწყვიტოთ პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თუნდაც უკეთ იგრძნოთ თავი. ექიმი შეგატყობინებთ, რა პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება მკურნალობა. სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლეტროზოლმა შეიძლება იმოქმედოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. თავის მხრივ, მათ შეიძლება იმოქმედონ ლეტროზოლზე.

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი, სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ ან იყენებდით ახლო წარსულში.

ეტოპოზიდი-ებევე – ETOPOSID-EBEWE – ЭТОПОЗИД-ЭБЕВЕ

საერთაშორისო დასახელება:

ETOPOSIDE

მწარმოებელი: EBEWE

მოქმედი ნივთიერება: ეტოპოზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო  მცენარეული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისა და შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 2.5 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

ეტოპოზიდი ……………………………. 20 მგ 50 მგ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისა და შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ.

ეტოპოზიდი  …………………………  20 მგ 100 მგ

ვრცლად ეტოპოზიდი

ეტოპოზიდი – ETOPOSIDE – ЭТОПОЗИД

საერთაშორისო დასახელება:

ETOPOSIDE

მწარმოებელი: PFIZER,ავსტრალია

მოქმედი ნივთიერება: ეტოპოზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 1 და 10 ც.

1 მლ

ეტოპოზიდი …………………….. 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაკროგოლი 300, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა, ეთანოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პოდოფილოტოქსინის წარმოებულ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, რომლის ციტოტოქსიკური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-ზე ზემოქმედებით.

ეტოპოზიდი სპეციფიკურად მოქმედებს მიტოზური ციკლის ფაზებზე და აბლოკირებს GT ფაზას და გვიან S-ფაზას. ეტოპოზიდი არ აინჰიბირებს მიკრომილაკების “შეკრებას”. მაღალი კონცენტრაციის დროს (10 მკგ/და ზევით) პრეპარატი მიტოზის დასაწყისში იწვევს უჯრედის ლიზისს. დაბალ კონცენტრაციებში (0.3-10 მკგ/მლ) თრგუნავს უჯრედთა შეღწევას პროფაზაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ვენაში შეყვანის შემდეგ ეტოპოზიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში და მრუდი “კონცენტრაცია-დრო” ხასიათდება მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მერყეობით.

პლაზმის ცილებთან მისი კავშირი შეადგენს დაახლოებით 90%-ს (10 მკგ/მლ კონცენტრაციის დროს). განაწილების მოცულობა წონასწორული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ ვარირებს 7-დან 17 ლ/კვ.მ მოზრდილებში და 5-დან 10 ლ/კვ.მ. – ბავშვებში, პრეპარატი აღწევს პლევრის სითხეში, ნერწყვში, ღვიძლის ქსოვილში მიომეტრიუმში, ტვინის ქსოვილში (მათ შორის სიმსივნურში). მონაცემები პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. იგი გაივლის პლაცენტურ და ჰემატოენცეფალურ ბარიერებს. ზურგის ტვინის სითხეში აღინიშნება პრეპარატის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 5%. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ეტოპოზიდი ტვინის სიმსივნურ ქსოვილში უფრო სწრაფად აღწევს, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილში. ასევე დადგენილია, რომ ეტოპოზიდის კონცენტრაცია ფილტვების ჯანმრთელ ქსოვილში უფრო მეტია, ვიდრე ფილტვების მეტასტაზებში, ხოლო მისი დონე მიომეტრიუმის პირველად სიმსივნეებში, მოიმეტრიუმის ჯანმრთელ ქსოვილში არსებული დონის თანაბარია. პრეპარატი აქტიურად მეტაბოლიზდება ორგანიზმში.

პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აღიწერება ორფაზიანი მოდელით. ამავე დროს, ზოგიერთი მონაცემების მიხედვით შესაძლებელია მესამე გახანგრძლივებული ფაზის არსებობაც. თირკმელებსა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საწყის ფაზაში შეადგენს 0.6-2 სთ-ს, ხოლო ტერმინალურ ფაზაში 5.3-10.8 საათს. თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი საწყის ფაზაში შეადგენს 0.6-1.4 სთ-ს, ხოლო ტერმინალურ ფაზაში 3-5.8 საათს. პრეპარატის დაახლოებით 40-60% გამოიყოფა უცვლელად და მეტაბოლიტების სახით შარდით 48-72 სთ-ის განმავლობაში, ხოლო 2-16%-ზე ნაკლები – ფეკალიებით 72 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • ფილტვების წვრილ უჯრედული კიბო;
  • მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი;
  • ლიმფოგრანულემატოზი;
  • არახოჯკინის ლიმფომები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ დღეში 50-60 მგ/კვ.მ სხეულის ზედაპირზე, 5 დღის განმავლობაში, შემდგომი შესვენებით 2-3 კვირის განმავლობაში. განმეორებითი დოზის შეყვანა რეკომენდებულია მხოლოდ პერიფერიული  სისხლის სურათის ნორმალიზების შემდეგ. პრეპარატის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ/კვ.მ.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი: ეტოპოზიდს უმატებენ 250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარს ან 5% გლუკოზის ხსნარს. მიღებული კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 0.4 მგ/მლ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ნალექის წარმოშობა. ინფუზიის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 30 წთ-ზე ნაკლები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ბუფერულ წყალ-ხსნართან კონტაქტი-8-ზე მეტი pH-ით.

გვერდითი მოვლენები:

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია (გრანულოციტების რაოდენობის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 7-14 დღეს, რომელიც აღდგება 20-22-ე დღეს), ანემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება; იშვიათად ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, ანორექსია, დიარეა. არსებობს მონაცემები სტომატიტის წარმოშობის შესახებ; შესაძლებელია ბილირუბინის დონის, ასპარაგინტრანსფერაზისა და ტუტე ფსოფატაზას აქტივობის მომატება.

ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნეიროპათია.

გულ-სისხლმძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტონია; არსებობს ცალკეული შემთხვევები მიოკარდიუმის ინფარქტის და კარდიოტოქსიკურობის განვითარების შესახებ.

თირკმელების მხრივ: პლაზმაში შარდოვანასა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.

ალერგიული რეაქციები: შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ბრონქოსპაზმი.

სხვადასხვა: შექცევადი ალოპეცია (66%); მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში – სეპტიცემია დისფაგია, გარდამავალი სიბრმავე.

არსებობს მონაცემები ცალკეულ შემთხვევებში სხივური დერმატიტის განვითარების შესახებ.

ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ფლებიტი.

უკუჩვენებები:

*ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

*ჰემოპოეზის  დარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული ავთვისებიან სიმსივნესთან (ლეიკოციტების რაოდენობა 2000/კუბ.მმ-ზე ნაკლები; ხოლო თრომბოციტების – 75000/კუბ.მმ-ზე ნაკლები);

*ორსულობა;

*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ეტოპოზიდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ციტოტოქსიკურ საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში, ვინაიდან მათ აღენიშნებათ მიელოტოქსიკურობის განვითარების მაღალი რისკი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. რეკომენდებულია დაბალი დოზით მისი გამოყენება და თირკმელების ფუნქციაზე რეგულარული კონტროლი.

სისხლის საერთო ანალიზი აუცილებელია ჩავატაროთ ეტოპოზიდის მკურნალობის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს. მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბოციტების რიცხვი დაქვეითებულია 50000/კუბ.მმ-მდე, ან როდესაც ნეიტროფილების რიცხვი ნაკლებია 500/კუბ.მმ-ზე, ხოლო ლეიკოციტების ასევე დაქვეითებულია 3000/კუბ.მმ-მდე. მკურნალობის განახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოთაღნიშნული მაჩვენებლები დაუბრუნდება სასურველ დონეს.

მხედველობაში უნდა მივიღოთ  ის ფაქტი, რომ კომბინირებულმა ქიმიოთერაპიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რის გამოც იგი გამოიყენება სიფრთხილით. თუკი ეტოპოზიდით მკურნალობის დაწყებამდე ჩატარებულია სხივური ან ქიმიოთერაპია, აუცილებელია შესვენების პერიოდი ძვლის ტვინის ფუნქციის აღდგენამდე.

პრეპარატის მიღებისას იზრდება ინფექციური დაავადების წარმოშობის რისკი.

ინფუზიის დროს ჰიპოტენზიური რეაქციის შემცირება შესაძლებელია ინფუზიის ხანგრძლივობის გაზრდით.

ეტოპოზიდის გამოყენებისას მოსალოდნელია ღებინება და შექცევადი გამელოტება.

პრეპარატის შეყვანის ადგილას მოსალოდნელია ადგილობრივი რეაქციის განვითარება. ამ დროს აუცილებელია ინექციის შეწყვეტა და დარჩენილი დოზის ნაწილის სხვა ვენაში შეყვანა.

ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. პოლისორბატი 80 (რომელიც შედის გამხსნელის სახით) დღენაკლულ ბავშვებში იწვევს მძიმე გვერდით მოვლენებს.

ექსპერიმენტული კვლევის შედეგად დადგენილ იქნა ეტოპოზიდის ტერატოგენული, მუტაგენური და ემბრიოტოქსიკური თვისებები.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტოპოზიდს, თავი უნდა შეიკავონ ჩასახვისაგან. ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.

პერიფერიული ნეიროპათიის წარმოშობის რისკი იზრდება, როდესაც ეტოპოზიდი ერთდროულად გამოიყენება პოტენციურ ნეიროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (მაგ. ვინკრისტინი). ეტოპოზიდი კონცენტრაციით 0.4 მგ/მლ-ში, რომელიც გახსნილია 5% დექსტროზას ან 0.9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში 2-დან 80C ტემპერატურაზე.

ეტოპოზიდით მკურნალობისას რეკომენდებულია დამცავი ხალათის, ხელთათმანების, ნიღაბის და თვალის დამცავი საშუალებების გამოყენება. ხსნართან კანისა და ლორწოვანი გარსის შემთხვევით კონტაქტის დროს საჭიროა ამ ნაწილის დაუყოვნებლივ დაბანა საპნით და წყლით.

ორსულმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ეტოპოზიდთან და სხვა მსგავს ციტოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან კონტაქტი.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები. ჰემატოლოგიური და გასტროინტესტინური მოვლენები უნდა წარმოადგენდნენ ჭარბი დოზირების ძირითად სიმპტომებს. მკურნალობა სიმპტომურია. არ არსებობს ანტიდოტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ეტოპოზიდი შეთავსებადია 5% გლუკოზისა და ფიზიოლოგიურ ხსნართან. არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ეტოპოზიდის შერევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

ეტოდინი ფორტე – ETODIN FORT – ЭТОДИН ФОРТ

საერთაშორისო დასახელება:

ETODOLAC

ლიცენზიის მფლობელი: ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს.,სტამბული, თურქეთი.

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ეტოდოლაკს და საღებავის სახით რკინის წითელ ოქსიდს, ტიტანის დიოქსიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეტოდოლაკი არის ინდოლის წარმოებული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ეტოდოლაკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებისაგან გამოირჩევა ტეტრაჰიდროპირანოინდოლური ბირთვებით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ეტოდოლაკს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიპირეტიული თვისებები.

ეტოდოლაკი ახდენს ანთებით ქსოვილში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. ის უზრუნველყოფს ანთების მედიატორების (ჰისტამინი, სეროტონინი და ქინინი) მიმართ ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირებას და ტკივილის თავიდან აცილებას. ეტოდოლაკი ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (პროსტაგლანდინის სინთეტაზას) ინჰიბირებას და ხელს უშლის არაქიდონის მჟავიდან პროსტაგლანდინების.

გარდა ამისა, ეტოდოლაკს გააჩნია ურიკოზურული აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

პერორალური მიღებისას ეტოდოლაკი კარგად აბსორბირდება და Cmax მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. მისი უმაღლესი კონცენტრაცია პლაზმაში არის 18 უგ/მლ. პლაზმაში ის მჭიდროდ უკავშირდება პროტეინებს და მისი თავისუფალი ნაწილი მერყეობს 1.2%-სა და 4.7%-ს შორის. მისი ბიოშეღწევადობა არის 68 უგ/მლ/სთ; გამოყოფის საშუალო ნახევარპერიოდია 7 საათი, განაწილების მოცულობა – 0.4 ლ/კგ, ხოლო პლაზმის კლირენსი 41 მლ/სთ/კგ. ეტოდოლაკის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვები ან ანტაციდები.

ჩვენებები:

ეტოდინ ფორტი აპკიანი ტაბლეტი ნაჩვენებია:

  • რევმატული დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი;
  • ართროზის დროს, რომელიც მიმდინარეობს ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით;
  • მწვავე ოსტეოართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
  • ტკივილის მართვისათვის.

დოზირება და მიღების წესი:

ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტის რეკომენდებული დღიური დოზა არის 400-1200მგ.

ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი გამოიყენება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტის მიღება შეიძლება მცირე ინტერვალებით მწვავე მტკივნეული მდგომარეობების დროს.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1200მგ-ს. 60კგ ან ნაკლები წონის პაციენტებში, საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ/კგ-ს.

ბავშვებში გამოსაყენებელი დოზა არ არის განსაზღვრული.

ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.

უკუჩვენებები:

* ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის მიმართ ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ პეპტიკური წყლული.

* ჯვარედინი რეაქციის ალბათობის გამო, ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ასპირინით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით მკურნალობისას უვითარდებათ ასთმა, რინიტი ან ურტიკარია.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად, ეტოდოლაკმა შეიძლება, გამოიწვიოს თრომბოციტების ფუნქციის შემცირება. კერძოდ, აუცილებელია იმ პაციენტთა კონტროლი, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომების გამო იმყოფებიან ანტიკოაგულანტურ თერაპიაზე, ხოლო  სისხლდენის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ეტოდინი ფორტი აპკიანი ტაბლეტი არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გულის უკმარისობის, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ციროზიან ან ნეფროზის მქონე პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს და განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.

პროსტაგლანდინის სინთეზის მაინჰიბირებელმა პრეპარატებმა ცხოველებში შეიძლება გამოიწვიოს დისტოცია და დაგვიანებული მშობიარობა. ზოგიერთმა პროსტაგლანდინის სინთეტაზას ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს სადინრების (დუქტუს არტერიოზუს) ნაადრევი დახურვა. ეტოდოლაკი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს, ვინაიდან ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

არასასურველი რეაქციები:

კუჭ–ნაწლავის მხრივ:

აღინიშნება გულისრევა, დიარეა, მუცლის შებერილობა და ყაბზობა. ეს ეფექტები ზომიერი და დროებითი ხასიათისაა. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეტოდოლაკი უფრო ნაკლებად იწვევს გასტროინტესტინალურ სისხლედნას, ვიდრე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:

– დერმატოლოგიური (გამონაყარი, ქავილი);

– რესპირატორული (ასთმის შეტევები შეიძლება განვითარდეს იმ პაცინეტებში, რომლებსაც ასპირინით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით მკურნალობისას განუვითარდათ ასთმა, რინიტი და ურტიკარია).

ღვიძლის მხრივ:

შეიძლება აღინიშნოს შრატში ტრანსამინაზების მცირე და დროებითი მომატება.

ნევროლოგიური:

შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პრეპარატის ურთიერთქმედება:

ვინაიდან ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი მჭიდროდ უკავშირდება პროტეინებს, მისი იმ პრეპარატებთან (ანტიკოაგულანტები) ერთად გამოყენებისას, რომლებიც ასევე მჭიდროდ უკავშირდებიან პროტეინებს, საჭიროა დოზის კორექცია.

– ეტოდოლაკმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტებისა და ჰეპარინის თერაპიული ეფექტი და გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

– ეტოდოლაკმა შეიძლება გამოიწვიოს სულფამიდების ჰიპოგლიკემური ეფექტების გაძლიერება.

– ამ ორი საშუალების გამოყენებისას აუცილებელია პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი, ვინაიდან ეტოდოლაკმა შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.

– ეტოდოლაკმა შეიძლება გააძლიეროს მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაძლიერება.

– ეტოდოლაკმა შეიძლება შეასუსტოს დიურეტიკების აქტივობა.

– ეტოდოლაკი იწვევს დამატებით ურთიერთქმედებას, როდესაც ის გამოიყენება შემდეგ საშუალებებთან ერთად:

ის ზრდის თრომბოციტებზე ტიკლოპიდინის ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლდენის დროის კონტროლი.

როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, წყლულისა და ჰემორაგიის რისკი იზრდება.

ის აძლიერებს ფენიტოინის აქტივობას.

ბილირუბინის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით ერლიხის რეაქტანტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგის მიღება (შარდში ეტოდოლაკის ფენოლური მეტაბოლიტების არსებობა).

ჭარბი დოზირება:

აუცილებელია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. ასევე მიიღება აქტივირებული ნახშირი და გამოიყენება ზოგადი დამხმარე თერაპია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება საკუთარ კონტეინერში 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

ეტაციზინი – AETACIZINUM – ЭТАЦИЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეტაციზინი წარმოადგენს შერეული თვისებების მქონე IC/IV ჯგუფის ანტიარითმული საშუალებას. გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმიული მოქმედება. პრეპარატი აბლოკირებს ნატრიუმის არხებს და იწვევს ნატრიუმის სწრაფი შემავალი დენის დათრგუნვას. ამასთან ერთად იგი ხელს უწყობს კალციუმის ნელი შემავალი დენის ინჰიბირებას.

ეტაციზინი ანელებს გულში აგზნების გატარებას, ახანგრძლივებს რეფრაქტერულ პერიოდს, ნაკლებად მოქმედებს გულისცემის სიხშირეზე და არტერიულ წნევაზე. გულის შეკუმშვის ძალა მცირდება პრეპარატის დოზის შესაბამისად. მას გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება, ხოლო არითმოგენული ეფექტი, მისი თერაპიულ დოზებში გამოყენებისას იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა

ეტაციზინი პერორალური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს „ღვიძლში პირველი გავლის“ დროს. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები განიცდის მნიშვნელოვან ფლუქტუაციას და მოითხოვს ინდივიდუალურ შესწავლას, ცალკეული ავადმყოფების სისხლში მისი ოპტიმალური კონცენტრაციის განსაზღვრისათვის.

ეტაციზინის ზოგიერთ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიარითმული აქტივობა. პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში.

ჩვენებები

– ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;

– ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქტიკარდია (არაპარქსიზმული და პარქსიზმული);

– მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;

– მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.

დოზირების რეჟიმი

ეტაციზინი ინიშნება საწყისი დოზით 500 მგ 3-ჯერ დღეში. მისი გამოყენება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში პრეპარატის დოზა იზრდება (ეკგ კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ დღეში), ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ).

სტაბილური ანტიარითმული ეფქეტი ვითარდება მისი პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე, პრეპარატის ეფექტურობაზე და მის მიმართ ტოლერანტობაზე.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის შეკუმშვის ძალის შემცირება, კორონარული სისხლმიმოქცევის დაქვეითება. იშვიათად ვითარდება არითმოგენული ეფექტი.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

*გულის გამტარებლობის დარღვევა: სინოატრიული ბლოკადა II ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) II და III ხარისხის, პარკუჭშიდა გამტარებლობის მკვეთრი დარღვევა;

* არტერიული ჰიპოტენზია;

* გულის უკმარისობის მძიმე ფორმები;

* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. ამიტომ მისი დანიშვნა ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მათ შორის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ავადმყოფებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით, პრეპარატის პირველადი დანიშვნისას, 2-3 დღის შემდეგ აუცილებელია ეკგ-კონტროლი (კომპლექსი QRS).

♦ ზოგიერთ შეთმხვევაში მიზანშეწონილია არითმიის მკურნალობის დაწყება ეთმოზინით (600-1200 მგ/დღეში), ვინაიდან იგი უფრო იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ეთმოზინის მიმართ არითმიის რეფრაქტერობის შემთხვევაში ინიშნება უფრო აქტიური – ეტაციზინი.

♦ პრეპარატის დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია ავადმყოფებში გულის პარკუჭოვანი არითმიით, კომბინაციაში ჰისის-კონა-პურკინის სისტემის ბლოკადასთან.

ეტაციზინს, როგორც სხვა ანტიარითმული პრეპარატებს ახასიათებს არითმოგენული მოქმედება. მისი დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ:

– წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;

– წინასწარ გამოვლენილი ჰიპოკალიემია და ზომები მისი კორექციისათვის;

– დაუშვებელია ეტაციზინის კომბინაცია I A ჯგუფის სხვა ანტიარითმულ პრეპარატებთან;

– პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ეკგ მონიტორინგის ქვეშ);

– ექტოპური პარკუჭოვანი კომპლექსის გახშირების, ბრადიკარდიის ან გულის ბლოკადის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება, ისევ როგორც პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერებების (>25%) და მისი ამპლიტუდის შემცირების შემთხვევაში;

– ეტაციზინის არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), გულის სისტოლური მოცულობის შემცირება, მყარი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა.

– ამასთან ერთად პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით. ვინაიდან იგი ხასიათდება ტოქსიკური ზემოქმედებით ჰეპატოციტების მიმართ.

– ეტაციზინი აგრეთვე სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს, I ხარისხის AV ბლოკადის, ჰისის კონის არასრული ბლოკადის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.

– მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მონიტორინგის ქვეშ. ეტაციზინი სასურველია დაინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 თვის შემდეგ.

– იმ პირთათვის, რომელთაც პრეპარატის მიღებისას აღენიშნებათ გვერდითი ეფექტები (მაგალითად, თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა, დიპლოპია და სხვა), დაუშვებელია ავტომობილის მართვა და მუშაობა ზუსტ მექანიზმებთან, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: დამთრგუნველი მოქმედება მიოკარდიუმის გამტარ სისტემაზე, არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– I C ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების (ეთმოზინი, ეტაციზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

– I C ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების კომბინაცია I A ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატებთან ასევე დაუშვებელია.

– ეტაციზინი არ ინიშნება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან.

– ბეტა-ბლოკატორების კომბინაცია I C ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან აძლიერებს მათ ანტიარითმულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების შემთხვევაში, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია იძლევა ანტიარითმული პრეპარატების დანიშვნის საშუალებას მცირე დოზებით, პაროქსიზმული ტაქიკარდიების (მათ შორის პარკუჭოვანი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

– კლინიკური გამოცდილებით დადგენილია ეტაციზინის ერთდროული მიღების შესაძლებლობა ამიოდარონთან (III ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატი), რომლის დროსაც ორივე პრეპარატის დოზა მცირდება.

– პარკუჭების ციმციმის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და პროპრანოლოლთან.

– ეტაციზინის და დიგოქსინის ერთდროული მიღება ამცირებს გულზე ეტაციზინის უარყოფით ინოტროპულ ეფექტს. ამავე დროს, მათი კომბინაციისას შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება.

– ეტაციზინის და გლუტამინის მჟავას ერთდროული გამოყენება იწვევს ეტაციზინის კარდიოდეპრესული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში სისხლმიმოქცევის საწყისი დარღვევით.;

– ეტაციზინით მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

Don`t copy text!