Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 615

ესლოტინი (ტაბლეტი) – ESLOTIN TAB. – ЭСЛОТИИН ТАБ.

საერთაშორისო სახელწოდება:

Desloratadine

მწარმოებელი:“ბეილი-კრეატის ლაბორატორია”, საფრანგეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

დეზლორატადინი ……………………….  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

კლინიკურ–ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ესლოტინს გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, RANTES ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენის IgE–თი განპირობებულ ჰისტამინის გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში). არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები:

– სეზონური პოლინოზი და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის გაჭედვის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);

– ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების და გაქრობის მიზნით).

უკუჩვენებები:

– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება:

მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის და გამონაყარის ჩათვლით.

მიღების წესი და დოზები:

ესლოტინი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, დოზით 5 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ორგანიზმში დეზლორატადინის განაწილებაზე.

დეზლორატადინი არ აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:

გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

ესლოტინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის წესი:

ინახება არაუმეტეს 25°C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ესლოტინი (სიროფი) – ESLOTIN SYRUP – ЭСЛОТИН СИРОП

საერთაშორისო დასახელება:

Desloratadine

მწარმოებელი: “ლაბორატორიოს ბასი – ინდუსტრია ფარმაცეუტიკა ს.ა.”-ს მიერ, პორტუგალია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები სიროფი.

აღწერილობა: ნარინჯისფერი ბლანტი სითხე ტკბილი გემოთი.

სიროფის 5 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

დეზლორატადინი ………………..  2,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი “ფორთოხალი”, ყვითელი სანსეტი (E 110), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ესლოტინს გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, RANTES  ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, ჰისტამინის, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენის IgE-თი განპირობებულ გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში). არ  გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ჩვენებები:

  • სეზონური პოლინოზი და  წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);
  • ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების და გაქრობის მიზნით).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება:

მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის და გამონაყარის ჩათვლით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ესლოტინი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.

6-დან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 მგ (სიროფის 2 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.

მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს მოზარდებში – 5 მგ (სიროფის 10 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.

სწორი დოზირებისათვის იყენებენ საზომ ჭიქას, რომელიც გრადუირებულია 10 მლ, 5 მლ და 2,5 მლ-ზე.

მკურნალობის კურსი და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათიდან გამომდინარე. სეზონური პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ სიმპტომების გაქრობის შემდგომ. წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის მკურნალობისას პრეპარატს ღებულობენ განუწყვეტლივ, ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის მანძილზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია.

ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ორგანიზმში დეზლორატადინის განაწილებაზე.

დეზლორატადინი არ აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:

გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

არ არის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ესლოტინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან. დეზლორატადინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ესლოტინის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ძუძუთი კვების დროს.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

ესლოტინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების  სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები სიროფის 120 მლ ყვითელი მინის ფლაკონში.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

ესკუზანი® 20 – AESCUSAN® 20 – ЭСКУЗАН® 20

საერთაშორისო დასახელება:

AESCIN

მწარმოებელი: Jenafarm GmbH&co.kg

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანოტროპული საშუალება; ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის კორექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

ცხენისწაბლას ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი,

რაც შეესაბამება ესცინის შემადგენლობას ………………    20 მგ

 

ვრცლად ესცინი(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

ესკაპელი – ESKAPELLE – ЭСКАПЕЛЬ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ესენციალე N – ESSENCIALE N – ЭСЕНЦИАЛ Н

საერთაშორისო დასახელება:

ESSENTIAL PHOSPHOLIPIDS

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ინტრავენური ინექციისათვის: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

“ესენციალური” ფოსფოლიპიდები  ………….        50 მლ 250 მგ

დამხმარე ნივთიერება: ბენზილის სპირტი  …………… 45 მგ

ესენციალე ფორტე N

კაფსულები ფორტე: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 კაფს.

“ესენციალური” ფოსფოლიპიდები  ………………………… 300 მგ

დახმარე ნივთიერებები:

მყარი ცხიმი, სიოის ზეთი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, ეთანოლი, ეთილვანილინი, 4-მეთოქსიაცეტოფენონი, ჟელატინი, საღებავები E171 და E172, DL-αტოკოფეროლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული “ესენციალური” ფოსფოლიპიდებით ღვიძლს, რომელშიც დარღვეულია მეტაბოლიური აქტივობა. ქიმიური სტრუქტურით “ესენციალური” ფოსფოლიპიდები იდეალურად თანხვდება ბუნებრივ ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი უპირატესად აღწევენ ღვიძლის უჯრედების მემბრანებში.

“ესენციალური” ფოსფოლიპიდები: აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას; ამცირებენ ღვიძლის ენერგეტიკული დანაკარგის დონეს; ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; ნეიტრალურ ცხიმებსა და ქოლესტერინს გარდაქმნის ისეთ ფორმებად, რომელთა მეტაბოლიზმი გაადვილებულია; ახდენენ ნაღვლის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზაციას.

ჩვენებები:

  • ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
  • მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით), ორსულთა ტოქსიკოზი;
  • ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.

დოზირები რეჟიმი:

თუ არ არსებოობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია, მაშინ პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 1-2 ამპულა, მძიმე შემთხვევაში 2-4 ამპულა დღეში. 2 ამპულა შეიძლება შეყვანილი იქნეს ერთდროულად.

თავი შეიკავეთ შერეული ინექციებისაგან, რეკომენდებულია წამლის პარენტერალური შეყვანა რაც შეიძლება მალე შეიცვალოს პერორალური ფორმით.

თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია პერორალურად წამლის მიღების საწყისი დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა კი არის 1 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში. კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის აშლილობა (დიარეა).

უკუჩვენებები:

*წამლის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

*ვინაიდან აღნიშნული ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს, მისი გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების მკურნალობაში.

განსაკუთრებული მითითებები:

*გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.

*შეიყვანეთ ინტრევანურად და ნელა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 80Cტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ეროლინი – EROLIN – ЭРОЛИН

საერთაშორისო დასახელება:

LORATADINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC. უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 და 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ლორატადინი …………….   10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი 63.8 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 36 მგ, სახამებელი 7.5 მგ, კოლოიდური უწყლო სილიციუმი 1.2 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1.5 მგ.

სიროფი: ფლაკონში 120 მლ

5 მლ 1 ფლ.

ლორატადინი ……………….    5 მგ 120 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი (120 გ), საქაროზა (72 გ), პროპილენგლიკოლი (13.2 გ), გლიცერინი (10.8 გ), ლიმონის მჟავა (1.2 გ), ვანილინი AB-710 (180 მგ), მარწყვის არომატი 2275400 (180 მგ), გამოხდილი წყალი 120 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეროლინის აქტიური ინგრედიენტი წარმოადგენს ხანგრძლივად და შერჩევითად მოქმედი პერიფერიულ ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექტიურ ბლოკატორს. მისი კლინიკური თავისებურება გამოიხატება სედაციური და ქოლინომაბლოკირებელი თვისებების უქონლობაში.

ლორატადინი ცუდად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ახასიათებს სუსტი აფინიტეტი თავის ტვინის ჰისტამინური რეცეპტორების მიმართ.

პრეპარატი გამოირჩევა უსაფურთხოებით. მისი ხანგრძლივი დანიშვნა არ იწვევს ფიზიოლოგიური ფუნქციების, ლაბორატორიული მონაცემების, ფსიქიური სტატუსის და ელექტროენცეფალოგრამის მხრივ ცვლილებებს. პრეპარატის ხანგრძლივი შეყვანის დროს უშუალო ტოქსიკური ზემოქმედების ან მასთან დაკავშირებული სპეფიციკური ეფექტების შესწავლისას ცვლილებები არ არის გამოვლენილი.

ფარმაკოკინეტიკა:

ლორატადინი პერორალური გამოყენებისას სწრაფად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მოქმედება იწყება 1-3 საათის შემდეგ, ეფექტის მაქსიმუმი აღინიშნება 8-12 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა ერთჯერადი გამოყენებისას შეადგენს 24-48 საათს.

ლორატადინის მიღებისას ჭამის შემდეგ ფართობი  მრუდის (კონცენტრაცია-დრო) ქვეშ ლორატადინისთვის და მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის იზრდება, ასევე პროლონგირებას განიცდის Tmax ორივე სუბსტანციისათვის.

ლორატადინის ერთჯერადი დანიშვნისას იგი აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას მე-5 დღეს. თუ პრეპარატი შეყავთ დოზით 10 მგ-დან 40 მგ-მდე, საწყისი ნივთიერების და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ არის დამოკიდებული დოზაზე.

ლორატადინი განიცდის სრულ მეტაბოლიზმს ღვიძლში იზოენზიმ CYP3A4-ს ზემოქმედებით. ამ ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორების ზეგავლენით ლორატადინი განიცდის მეტაბოლიზმს იზოენზიმ CYP2D6-ით. ინტენსიური მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი – დესკარბოკეტოქსილორატადინი. ეს უფრო აქტიურია, ვიდრე საწყისი ნივთიერება, მეტაბოლიტ განიცდის ინაქტივირებას მისი შემდგომი კონიუგაციის დროს.

ლორატადინის შეერთების ხარისხი პლაზმის ცილებთან შეადგენს 97%, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის – 73-77%-ს. ლორატადინი უფრო ინტენსიურად უერთდება პერიფერიული ლოკალიზაციის ჰისტამინურ H1-რეცეპტორებს, განსხვავებით ცენტრალური  ნერვული სისტემის რეცეპტორებისაგან.

ლორატადინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი ცუდად აღწევენ ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ჯანმრთელ პაციენტებში ლორატადინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-15 საათს. ეს დრო უფრო ხანგრძლივია ხანდაზმულებში და ავადმყოფებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებით. პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ თირკმელებით გამოიყოფა დოზის 27%; პრეპარატის დანიშვნისას 10 დღის განმავლობაში შეყვანილი რაოდენობის 40%-42% განიცდის ელიმინაციას შესაბამისად შარდით და განავალით. ლორატადინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ჩვენებები:

მოზრდილებში:

  • სეზონური ან მუდმივი რინიტი;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • იდოპათური ქრონიკული ჭინჭრის ციება;

ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით:

  • სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი;
  • ალერგიული გამონაყარი კანზე, მაგალითად, იდიოპათიური ურტიკარია.

მიღების წესი და დოზირება:

ტალბეტები

მოზრდილებში:

საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 10 მგ ლორატადინი ერთხელ დღეში.

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი), დღეში ან ინიშნება 10 მგ დღეში დღეგამოშვებით.

ხანდაზმულებში:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი, სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.

ბავშვებში:

ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის გათვალისწინებით.

ბავშვებში 30 კგ-ზე ნაკლები წონით ინიშნება 5 მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში, ბავშვებში 20 კგ-ზე მეტი – 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში.

სიროფი

მოზრდილებში:

საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით:

ინიშნება 10მგ.   ლორატადინი (10 მლ სიროფი) ერთხელ დღეში.                                         ავადმყოფეში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურა: . საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (5 მლ სიროფი) დღეში ან ინიშნება 10 მგ (10 მლ) დღეში დღეგამოშვებით.

ხანდაზმულებში:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ასაკის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოდ გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.

ბავშვებში:

ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება 5 მგ (5 მლ სიროფი) დღეში, ბავშვებში 30 კგ მეტი – 10 მგ (10 მლ) დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს როგორც წესი კარგად იტანენ. მკურნალობის დროს აღინიშნება: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ღებინება, მომატებული მადა, უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა.

ბავშვებში ლორატადინი იწვევს მოუსვენრობას, ასთმური ტიპის სუნთქვას, დაღლილობას, ჰიპერკინეზს, მუცლის ტკივილს, კონიუნქტივიტს, დისფონიას და ადინამიას.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;

*ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;

*ბავშვებში 2 წლის ასაკის ქვევით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

ლორატადინის მიღება წყდება 4 დღით ადრე Prick-ტესტის ჩატარებამდე, რადგანაც შესაძლებელია ამ სინჯის უარყოფითი შედეგი.

მისი პირველი მიღებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს გვერდითი მოვლენების განვითარებას (მაგალითად, ძილიანობა), რასაც შეუძლია იმოქმედოს მანქანის და მექანიკური მოწყობილობის მართვის უნარზე. ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარი სამუშაოსგან გვერდითი მოვლენების გაქრობამდე.

ჭარბი დოზირება:

40-180 მგ ლორატადინის მიღების შემდეგ აღინიშნება ძილიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სწრაფად დაიწყოს სიმპტომური თერაპია. ავადმყოფებში, რომლებსაც შენარჩუნელი აქვთ ცნობიერება, ინიშნება ემეტური საშუალებები. იპეკაკუანას პრეპარატების დანიშვნა ნაჩვენებია სპონტანური ღებინების შემთხვევაშიც.

კუჭის გაწმენდის შემდეგ ინიშნება აქტივირებული ნახშირი და სითხე დიდი რაოდენოით. თუ ღებინების გამოწვევა წინააღმდეგნაჩვენებია, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ავადმყოფები საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აუცილებელია სიფრთხილე ლორატადინის ერთდროული დანიშვნისას ერითრომიცინთან, ციმეტიდინთან, ან კეტოკონაზოლთან, რაც იწვევს ლორატადინის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. ციმეტიდინის და კეტოკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში რჩება უცვლელი, ხოლო ერითრომიციტინის შემცველობა მცირდება 15%-ით.

ასევე ლორატადინის ერთდროული დანიშნვისას ღვილის ფერმენტების ინჰიბიტორებთან (გუანიდინი, ფლუკონაზოლი, ფლუოქსეტინი) საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც არ არის საკმარისი მონაცები ამ კომბინაციის უსაფრთხოების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

გახსნილი ფლაკონი ინახება 6 თვის განმავლობაში.

ეროგრა – EROGRA – ЕРОГРА

გამოშვების ფორმა: 100მგ 5 ტაბლეტი

შემადგენლობა:
პრეპარატის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების –
სილდენაფილის 50 მგ-ს ან 100 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის
ჰიდროფოსფატი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი -ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.
ფოსფოდიესთერაზა-5-ის (ფდე-5) სელექციური ინჰიბირების შედეგად, სილდენაფილი იწვევს
სასქესო ასოს კავერნოზულ სხეულში ცგმფ-ის დონის ზრდას, რაც ხელს უწყობს გლუვი
კუნთების მოდუნებას, კავერნოზულ სხეულში სისხლის მიწოდების გაძლიერებას და
ერექციის განვითარებას.
სილდენაფილის აქტივობა ფოსფოდიესთერაზა-5-ის მიმართ აჭარბებს ყველა სხვა ცნობილ
ფოსფოდიესთერაზას იზოფერმენტებზე მოქმედებას. სილდენაფილის აქტივობა ფდე-5-ის
მიმართ 4000-ჯერ აღემატება მის აქტივობას ფდე-3-ის მიმართ, რომელიც მონაწილეობს
გულის შეკუმშვაში. სილდენაფილი არ მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე,
კონტრასტულობის აღქმაზე, ელექტრორეტინოგრამაზე, თვალშიდა წნევასა და გუგის
დიამეტრზე.

ფარმაკოკინეტიკა
მიღების შემდეგ სილდენაფილი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პლაზმაში Cmax მიიღწევა 30-120 წუთში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 96%.
მეტაბოლიზდება ღვიძლიში ციტოქრომ Р-450 მიკროსომული იზოფერმენტების მიერ.
მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4საათია.

სილდენაფილი
ძირითადად გამოიდევნება ფეკალური მასების (მიღებული დოზის 80%) და შარდის (13%)
საშუალებით მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:
ერექციის დარღვევები, როდესაც აღინიშნება დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის
მიღწევისთვის აუცილებელი ერექციის ან მისი შენარჩუნების უუნარობა.
ეროგრა ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში.

უკუჩვენება:
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის გამოც მისი მიღება
უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ან პერიოდულად იღებენ აზოტის
ოქსიდის დონატორებს, ორგანულ ნიტრატებს ან მის შემცველ პრეპარატებს;
– პრეპარატი არ არის გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის;
– პრეპარატი არ არის გათვალისწინებული ქალებისათვის.

ეროგრა განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სასქესო ასოს ანატომიური
დეფექტით (მათ შორის ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი, პეირონის დაავადება), ისეთი
დაავადებებით, რომლებიც ხელს უწყობენ პრიაპიზმის განვითარებას (ნამგლისებრუჯრედოვანი
ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკოზი, თრომბოციტემია), ასევე, სისხლდენით
მიმდინარე დაავადებების დროს, კუჭის წყლულის გამწვავების ფაზაში, თანდაყოლილი
პიგმენტური რეტინიტის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს (იხ. უსაფრთხოების
ზომები).

უსაფრთხოების ზომები:
სქესობრივი აქტივობა გარკვეულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს პაციენტებში გულსისხლძარღვთა
დაავადებებით. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, ერექციის დისფუნქციის
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის მიერ პაციენტის გულ-სისხლძარღვთა
პათოლოგიების კვალიფიციური გამოკვლევა.
მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნას პაციენტების შემდეგი რისკ-ჯგუფები
(როდესაც სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული): გულის უკმარისობა,
არასტაბილური სტენოკარდია, ბოლო 6თვის განმავლობაში გადატანილი მიოკარდიუმის
ინფარქტი ან ინსულტი, სიცოცოხლისათვის საშიში არითმიები, არტერიული ჰიპოტონია
(170/100 მმ/Hგ).
სილდენაფილი იწვევს სისტემურ ვაზოდილატაციას, ამიტომ პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა
უნდა განსაზღვროს ვაზოდილატაციური ეფექტით გამოწვეული არასასურველი შედეგების
გავითარების რისკი, განსაკუთრებით სექსუალური აქტივობის დროს.
პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით(ადენომა), რომლებიც
იღებენ ალფა-ადრებლოკატორებს, სილდენაფილი ინიშნება სიფრთხილით, რადგან ზოგიერთ
შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპოტენზიის განვითარება.
სილდენაფილი დიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პიგმენტური რეტინოპათიით.
სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტურობა ერექციის დისფუნქციის სხვა სამკურნალო
საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შესწავლილი არ არის. ამიტომ აღნიშნული
კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

სილდენაფილი უარყოფით გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა ტექნიკური
საშუალებების მართვაზე. თუმცა, ვინაიდან სილდენაფილის მიღებამ შესაძლოა არტერიული
წნევის დაქვეითება ან მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს, ამიტომ ინდივიდუალური
მგრძნობელობიდან გამომდინარე სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის ან სხვა ტექნიკური
საშუალებების მართვისას.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზით
სილდენაფილი პრაქტიკულად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სილდენაფილი მეტაბოლიზდება ციტოქრომ Р450-ის იზოფერმენტებით, ამიტომ აღნიშნული
იზოფერმენტების ინჰიბიტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი,
ერითრომიცინი, ციმეტიდინი, ამცირებენ სილდენაფილის კლირენსს.
ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადი მიღება გავლენას
არ ახდენს სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.
ტოლბუტამიდი, ვარფარინი, სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორები, ტრიციკლური
ანტიდეპრესანტები, თიაზიდები და თიაზიდისმსგავსი დიურეზული საშუალებები, ანგიოტენზინმაკონვერტირებელი
ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, ასევე
აზითრომიცინი გავლენას არ ახდენენ სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე.
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს. ამიტომ სილდენაფილის და
ნიტრატების, ასევე აზოტის ოქსიდის დონატორი პრეპარატების ერთდროული გამოყენება

უკუნაჩვენებია:
სილდენაფილის და ალფა-ადრენობლოკატორების ერთდროული დანიშვნისას ზოგიერთ
შემთხვევაში მოსალოდნელია სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება.
სილდენაფილი გავლენას არ ახდენს რიტონავირის, საკვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე.
სილდენაფილი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას არ იწვევს
სისხლდენის დროის გახანგრძლივებას.
სილდენაფილი არ იწვევს ალკოჰოლის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას.

დოზირება და მიღების წესი
გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ეროგრა გამოიყენება მხოლოდ ექიმის
დანიშნულებით.
პაციენტების უმრავლესობისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს, სქესობრივ
აქტამდე 1საათით ადრე. ეფექტისა და ორგანიზმის მიერ პრეპარატის ამტანობის მიხედვით
შესაძლოა დოზის ცვლილება 25 მგ-დან 100 მგ-მდე.
პრეპარატი ინიშნება დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ.
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-
80 მლ/წთ) -დოზის კორექცია არ არის საჭირო, ხოლო მძიმე ფორმის შემთხვევაში
(კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ) დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ-მდე.
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზა მცირდება 25 მგ-მდე.
ციტოქრომ Р-450 ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას
(როგორიცაა ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი) საწყისი დოზა შეადგენს 25
მგ-ს.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ალფა-ადრობლოკატორებით, პოსტურალური
ჰიპოტენზიის რისკის შემცირების მიზნით, ეროგრა ინიშნება მხოლოდ ჰემოდინამიკის
სტაბილიზაციის შემდეგ და მცირე საწყისი დოზით.
ასაკოვან პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი და გარდამავალი ხასიათისაა.
მათი გამოვლინების სიხშირე დოზის ზრდასთან ერთად იზრდება.
შედარებით ხშირად ვითარდება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვაზოდილატაცია
(წამოხურება და სახის არეში სიწითლე), გაძლიერებული გულისცემა, რინიტი, დისპეფსია,
მხედველობის დარღვევა.
ასევე შესაძლებელია: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის გამონაყარი
კანზე), ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის წასვლა, ცხვირიდან
სისხლდენა, ღებინება, თვალის არეში ტკივილი, თვალის სიწითლე, გახანგრძლივებული
ერექცია ან/და პრიაპიზმი.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა -3წელი.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის
ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ, 5ტაბლეტი მოთავსებულია ფოლგისა და
პოლივინილქლორიდის ბლისტერში; ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი 100 მგ, 5ტაბლეტი მოთავსებულია ფოლგისა და
პოლივინილქლორიდის ბლისტერში; ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა 3 რეცეპტით).

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. ჯი-ემ-პი

ერმეტინი – ERMETIN – ЭРМЕТИН

საერთაშორისო დასახელება:

IVERMECTIN
მწარმოებელი:
ერმეტინი არის კომპანია “როტაფარმი,,-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).      
წარმოებულია
“იუნიფარმა”, ელ ობურ სითი, კაირო, ეგვიპტე 
“UNIPHARMA”, El Obour City, Cairo, Egypt.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ოდნავ ამოზნექილი ტაბლეტები.

1 ტაბლეტის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერება:
ივერმექტინი  ………………………  6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერმეტინი (ივერმექტინი) – პოლისინთეზური ანტიჰელმინთური პრეპარატია ინტრავენური გამოყენებისთვის, მიეკუთვნება მოქმედების ფართო სპექტრის მქონე მაღალაქტიურ ანტიპარაზიტულ პრეპარატებს.
პრეპარატის აქტიური კომპონენტი (ივერმექტინი) – მაკროციკლური ლაქტონი, Streptomyces avermitilis ფერმენტაციის პროდუქტი. ივერმექტინის მაღალსელექციური დაკავშირება გლუტამატ-დამოკიდებულ ქლორის არხებთან (GluCls), რომლებიც ლოკალიზებულია უხერხემლოების ნერვულ და კუნთოვან უჯრედებში, განაპირობებს მემბრანის განვლადობის მომატებას ქლორის იონების მიმართ. შედეგად ხდება აღნიშნული უჯრედების ჰიპერპოლარიაზაცია, ფერხდება ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემა და აღინიშნება პარაზიტების პარალიზი და სიკვდილი. 
ივერმექტინი ეფექტურია Onchocerca volvulus, Wuchereria banchrofti, მიკროფილარიების მიმართ, ასევე ნაწლავური ლოკალიზაციის მქონე სტრონგილოიდების (Strongiloides stercoralis) მიმართ. ივერმექტინის მიმართ ასევე მგრძნობიარეა მუნის ტკიპა (Sarcoptes Scabiei).
ჩვენებები:

  • სტრონგილოიდოზი;
  • ონქოცერკოზი;
  • ლიმფური ფილარიატოზი (ვუქერერიოზი, ბრუგიოზი);
  • მუნი.

უკუჩვენებები:
*   პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
*   ბავშვებში 5 წლამდე ასაკი
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის მომატება. 
ეპილეფსიით და მენინგიტით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია ნეიროტოქსიური რეაქციების განვითარების რისკის მომატება. 
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის არასასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სისწრაფეზე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას ონქოცერკოზის მკურნალობისთვის შესაძლებელია:
ალერგიული რეაქციები (მიკროფილარიების მასიური დაშლის შედეგად): ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპოტენზია.
თვალის მხრივ: კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპება, წინა უვეიტი, კერატიტი, ქორიორეტინიტი. პროფილაქტიკისა და დახმარების ზომები: გლუკოკორტიკოიდების შეყვანა.
სტრონგილოიდოზის მკურნალობისას გვერდითი მოვლენები შედარებით იშვიათად გვხვდება და გააჩნიათ გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა.
ცნს–ის მხრივ: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრემორი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი მუცელში, გულისრევა.

დოზირება და გამოყენების წესი:
საჭიროა დოზირების რეჟიმის მკაცრად დაცვა.
პრეპარატი მიიღება შიგნით უზმოზე, საკმარისი რაოდენობა წყლის მიყოლებით.
დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ავადმყოფის სხეულის მასის გათვალისწინებით.
სტრონგილოიდოზი: 150-200 მკგ/კგ ერთჯერადად. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ.
ონხოცერკოზი და ლიმფური ფილიარიატოზი (ვუხერერიოზი, ბრუგიოზი): 100 – 200 მკგ/კგ 6 თვეში ერთხელ 
მუნი: 200 – 400 მკგ/მგ ერთჯერადად. მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ. საკონტროლო გამოკვლევას იტარებენ 4 და 6 კვირის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება:
ადამიანებში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი. შესაძლებელი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. 
მკურნალობა: ხელოვნური ღებინება, კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმნავლობაში; ცხიმების შემცველი საკვების მიღება. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. იქედან გამომდინარე, რომ ივერმექტინი მცირე რაოდენობით აღწევს ქალის რძეში, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით (II ჯგუფი).

ერიუსი – AERIUS – ЭРИУС

საერთაშორისო დასახელება:

DEZLORATADIN

მწარმოებელი: SCHERING – PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: დეზლორატადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექტიური ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 7 და 1 ც.

1 ტაბ.

დეზლორატადინი ………………….  5 მგ

სიროფი: ფლაკონში 60 და 120 მლ

1 მლ

დეზლორატადინი  …………………. 0.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ერიუსი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. ერიუსს გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).

საჭლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.

ერიუსი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციების დროს ერიუსი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:

 

  • სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
  • ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

 

მიღების წესი და დოზირება:

ერიუსის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია ერიუსის სიროფის ფორმა;

ბავშვებში 6-დან 12 თვემდე: 2.0 მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 6-დან 11 წლამდე: 5.0 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;

*ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. ერიუსი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

 

ერინიტი – ERINIT – ЭРИНИТ

საერთაშორისო დასახელება:
Pentaerithrityl tetranitrate

მწარმოებელი
: “ბიოსინთეზი”

ერინიტი-პენტაერითრიტის ტეტრანიტრატი (ტეტრანიტროპენტაერითრიტი)

თეთრი კრისტალური ფხვნილი. იგი არ იხსნება წყალში და იხსნება სპირტში.

შემადგენლობა:

1 ტაბ.

პენთაერითრიტის ტეტრანიტრატი ……………….. 0,01 გ

კლინიკურ–ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ორგანული ნიტრატი, ანტიანგინალური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ნიტროგლიცერინთან, მაგრამ მასთან შედარებით იგი ნელა შეიწოვება ლორწოვანი გარსით და ავლენს შედარებით ნელა, მაგრამ შედარებით ხანგრძლივ მოქმედებას. პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ მისი სასურველი შედეგი აღინიშნება 30-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 4-5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება:

  • პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს(პროფილაქტიკა, მათ შორის პოსტინფარქტული პერიოდი).

სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის პრეპარატი ნაკლებად ვარგისია, ვინაიდან მისი მიღებისას სასურველი შედეგი აღინიშნება ნელა.

უკუჩვენებები:

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რომელიც მიმდინარეობს ჰიპოტონიით, ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინის ტრავმვა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, პრეპარატისა და სხვა ორგანული ნიტრატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზირება:

ერინიტი გამოიყენება პერორალურად (საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე) დოზით 0,01-0,02 გ (1-2 ტაბლეტი). ღამით სტენოკარდიის შეტევის პრევენციისათვის პრეპარატი ინიშნება დოზით 0,02 გ ძილის წინ. მკურნალობის კურსის ჩვეულებრივ შეადგენს 2-4 კვირას. მკურნალობის განმეორებითი კურსი ინიშნება შესვენებებით, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მიმართ ტოლერანტობის განვითარება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, ხანდახან აღინიშნება ფაღარათი. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები დოზის შემცირების და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციისას უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. დიჰიდროერგოტამინისა და ერინიტის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ანტიანგინალური ეფექტის დაქვეითება, რის გამოც მათი კომბინაცია ითვლება არარაციონალურად. ანაპრინილისა და ერინიტის კომბინაცია დასაშვებია.

განსაკუთრებული მითითებანი:

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ალკოჰოლური სასმელებისაგან თავშეკავება.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

Don`t copy text!