Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 617

ეპიგენი ლაბიალი – EPIGEN LABIAL – ЭПИГЕН ЛАБИАЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

GLYCYRRHIZIC ACID

მწარმოებელი:CHEMINOVA INTERNATIONAL S. A, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: გლიცირიზინებული მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 5 მლ

1 მლ

გლიცირიზინებული მჟავა ………………..            1 მგ

დახმარე ნივთიერებები:

მალეინის მჟავა, ფუარის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ემულსიური ცვილი, ფენონიპი, არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლიცირიზინებული მჟავა – აქტიური ნივთიერება, განკუთვნილია ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სხვადასხვა ფორმების სამკურნალოდ. გლიცირიზინებული მჟავას გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებადი მოქმედება. კრემის სპეციალური შემადგენლობა განაპირობებს მის ჰიდრაციულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკის მიზნით ჰერპესის ვირუსით ტუჩების, პირის ღრუსა და ცხვირის არეში ლორწოვანი გარსისა და კანის დაზიანების შემთხვევაში: ტუჩების ანთება, სიმშრალე, დაწყლულვა, ნახეთქები და სხვა დაზიანება.
  • გენიტალური ჰერპესი;
  • გარე არახელსაყრელი ფაქტორებისაგან ტუჩების დაცვა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის თხელი ფენა წაისვით 3-5-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე, არ შეიზილოთ. აუცილებლობის შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობის კურსი დაავადების სიმპტომების სრულ გაქრომამდე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (აციკლოვირი, იოდოურიდინი, ინტერფერონი) ეპიგენის მიღების დროს აღინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება. ვირუსული ინფეციის მკურნალობის კურსის ჩატარების დროს არ არის რეკომენდებული ინტერფერონოგენების მიღება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ეპიგენი ინტიმი – EPIGEN INTIM – ЭПИГЕН ИНТИМ

საერთაშორისო დასახელება:

GLYCYRRHIZIC ACID

მწარმოებელი: CHEMINOVA INTERNATIONAL S.A, ესპანეთი

მოქმედი ნივთიერება: გლიცირიზინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი 0.1% გარეგანი და ვაგინალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 60 მლ

1 მლ

გლიცირიზინის მჟავა ……………………..         1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ვაშლის მჟავა, ფუმარის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ფოლის მჟავა, ტვინ-80, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლიცირიზინის მჟავა – ეპიგენის აქტიური ნივთიერება, ეფექტურია ჰერპესის ვირუსით (გენიტალური, ტუჩის, ვარიცელა – ზოსტერის) და ადამიანის პაპილომას ვირუსით გამოწვეული სხვადასხვა ფორმების ინფექციების სამკურნალოდ.

გლიცირიზინებულ მჟავას გააჩნია ვირუსის, ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებადი მოქმედება.

გლიცირიზინის მჟავა ახდენს ფოსფოკინაზის ინჰიბირებას, რაც იწვევს ინფიცირებულ უჯრედებში უჯრედული და ვირუსით კოდირებული ცილების ფოსფორილირების პროცესის დახშობას; ახდენს ფოსფოლიპაზის აქტიურობის ინჰიბირებას და E2 პროსტაგლანდინის წარმოქმნას აქტივირებულ პერიტონალურ მაკროფაგებში. აძლიერებს ლეიკოციტების მოძრაობის პროცესს ანთებით მოცულ ზონაში, ახდენს ჟანგბადდამოკიდებული მექანიზმების ფაგოციტოზის პოტენცირებას. ასევე გლიცირიზინის მჟავას გააჩნია მემბრანოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს ლიპიდების წყალბადის ზეჟანგის დაჟანგვის ინტენსიურობას აკავშირებს რა თავისუფალ რადიკალებსა და ჟანგვის ტოქსიკურ პროდუქტებს.

ჩვენებები:

 

  • უბრალო ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ჰერპეს ვირუსული ინფექციის მკურნალობა, როგორც მწვავე პირველად ფაზაში, ასევე რეციდივის თავიდან აცილება;
  • ვარიცელა ზოსტერის ვირუსით გამოწვეული შემომსალტველი სირსველის მკურნალობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • პაპილომავირუსული ინფექციის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომას სხვადასხვა ტიპის ვირუსით (ონკოგენური ვირუსების ჩათვლით);
  • არასპეციფიური კოლპიტის და ვაგინოზის მკურნალობა, საშოს მიკროფლორის ნორმალიზაცია;
  • სქესობრივი კავშირის დროს, როგორც ვირუსის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება;
  • სიმშრალე, ქავილი და უსიამოვნო შეგრძნებები საშოში.

მიღების წესი და დოზირება:

მიღების წესი:  ხმარების წინ შეანჯღრიეთ. მიღების დროს ბალონი დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. გარეგანი ხმარებისას ქალების და მამაკაცების მიერ პრეპარატი მიისხურება დაზიანებულ ზედაპირზე 4-5 სმ მანძილიდან პულვერიზატორის სარქველზე დაჭერით.

რეკომენდეაციები ქალებისათვის: პრეპარატის ვაგინალური მიღებისათვის თან დართულია სპეციალური საცმი. იგი წარმოადგენს 7 სმ სიგრძის ღრუ მილაკს, რომლის ერთ ბოლოში მოთავსებულია საფრქვეველი, მეორე ბოლოში კი სარქველი, გამოყენების წინ გამორეცხეთ საცმი გამდინარი წყლით და საპნით. პულვერიზატორის ბალონიდან მოხსენით სარქველი და ჩამოაცვით საცმის სარქველი. ამის შემდეგ, შეიყვანეთ საცმი საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. პრეპარატი შეიყვანება 3-4 შესხურვით. 5-10 წუთის განმავლობაში უნდა დარჩეთ მწოლიარე მდგომარეობაში. შემდეგ, ბალონიდან მოხსენით საცმი და გამორეცხეთ გამდინარი წყლით და საპნით. საცმი შეინახეთ თანდართული პოლიეთილენის შეფუთვაში.

რეკომენდაციები მამაკაცებისთვის: მამაკაცებში გამოყენებისას პრეპარატი არა მხოლოდ ისხმევა გარეგან ზედაპირზე, არამედ უნდა შეშხაპუნდეს შარდსადენი მილის გარე ნახვრეტში 0.5-1 სმ მანძილიდან და პულვერიზატორის სარქველზე 1-2 დაჭერით.

უბრალო ჰერპესვირუსული ინფექცია: რეკომენდირებულია პრეპარატის გარეგანი გამოყენება 6-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. ვირუსული ინფექციური პროცესის მძაფრი მიმდინარეობის დროს მკურნალობის ვადა გრძელდება დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

კანზე სასქესო ორგანოების ირგვლივ და პერიანალურ არეში ჰერეპს ვირუსული ინფექციის ექსტრაგენიტალური კლინიკური გამოვლენის დროს პრეპარატი მიიღება იგივე სქემით. მძიმე ფორმებისა და ხშირად რეციდივებადი ვირუსული ინფექციის მკურნალობის დროს გარეგანი სასქესო ორგანოების დამუშავების გარდა, პრეპარატი გამოიყენება ვაგინალურად 2-3-ჯერ დღეში 6-10 დღის განმავლობაში.

რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება გარეგანად და ვაგინალურად მენსტრუალური ციკლის მე-18-20 დღიდან 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.

შემომსალტველი სირსველი: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია: სასქესო ორგანოებზე სასქესო ორგანოების ირგვლივ და პერიანალურ არეში პაპილომას ლოკალიზაციის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. საშოში პაპილომას ლოკალიზაციის დრო რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ვაგინალურად 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. დარჩენილი წვეტიანი და პაპილური წარმონაქმნების მოცილება ხორციელდება ფიზიკური ან ქიმიური დესტრუქციით, რის შემდეგ ტარდება ეპითელირებადი მონაკვეთების ეპიგენით დამუშავების განმეორებითი კურსი.

არასპეციფიური კოლპიტი და ვაგინოზი, საშოს მიკროფლორის ნორმალიზაცია: რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ვაგინალურად 3-4-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მკურნალობის კურსი 10 დღის შემდეგ.

როგორც ვირუსის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ადგილობრივი ალერგიული რეაციები.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში აბსოლუტური ჩვენებისას.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას არ საჭიროებს წასასმელი არის წინასწარ დამუშავებას.

*გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: გარეგანად გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან.

ავტორანსპორტის მართვაზე და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენებაზე გავლენა: ეპიგენ ინტიმი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის უნარსა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენებაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ეპიგენ ინტიმის გამოყენების დროს ვირუსის საწინააღმდეგოდ სხვა პრეპარატებთან ერთად (აციკლოვირი, იდოქსურიდინი, ინტერფერონი) შეინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების პოტენცირება.

ეპიგენ ინტიმის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სამკურნალო პრეპარატების ძირითად ჯგუფთან, რომლებიც გამოიყენება ვირუსული დაავადების კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში (ანალგეტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიბიოტიკები) არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 4-250Cტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

ეპათერმ პლიუსი – EPATERM PLUS – ЭПАТЕРМ ПЛЮС

სავაჭრო ნიშანი და პროდუქტის მფლობელი: DIFASS SA

შემადგენლობა:

ფრუქტოზის სიროფი, გასუფთავებული წყალი, ვაშლის სიროფის კონცენტრატი, აკაციის თაფლი.

სტაბილიზატორი: გლიცერინი, თერმული წყალი*, ქოლინ ბიტარტრატი. დამჟანგველი აგენტები: ნატრიუმის ლაქტატი, ლიმონურას (Schizandra chinensis) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 5% შიზანდინამდე,  შავთარას  (Fumaria officinalis) აყვავებული თავების მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 0,04% პროტოპინად, ინოზიტი. კონსერვანტები: კალიუმის სორბიტი. ბაყაყურას (Silybum marianum)  ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 20% სილიმარინამდე, პიკრორიზას (Picrorhiza kurroa) ფესვებისა და ფესვურების მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 4% ირიდოიდ გლუკოზიდად, არტიშოკის (Cynara scolymus) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 7% ქლოროგენის მჟავად.

არომატიზატორები: ფორთოხალი, პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი, ვიტამინი B12 სტანდარტიზებული 0,1%-მდე. (მალტოდექსტრინი, მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, ციანოკობალამინი)

* თერმული წყლები  შეიცავენ ნატრიუმის ქლორიდს.

ჩვენება:

  • EPATERM პლიუსი ეს არის ჰეპატოპროტექტორი, რომელიც შეიცავს ქოლინს, ინოზიტს, პირიდოქსინს და ციანკობალამინს მცენარეული ექსტრაქტებით, რომლებიც სასარგებლო ადიუვანტურ ეფექტს ახდენენ ღვიძლის  ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

დოზირება:

მიიღეთ პოდუქტის 10 მლ. 2-ჯერ დღეში. სასურველია დღის ძირითადი საკვები რაციონის მიღების შემდეგ. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

განსაკუთებული მითითებები:

დაიცავით პირდაპირი მზის სხივების მოხვედრისა და სითბოსაგან. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. პროდუქტის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს.

პროდუქტის ნატურალობის გათვალისწინებით, მისი შემცველობა შესაძლოა დაილექოს ფსკერზე, რაც არ წარმოადგენს პროდუქტის ცვალებადობის მაჩვენებელს.

თერმული წყალი ტრადიციულად გამოიყენება მისი ტროფიკული, ღვიძლის პარენქიმაზე ანტიოქსიდანტური და მეტაბოლური მახასიათებლებიდან გამომდინარე.

საკვები შემცველობა: დღიური დოზა (20მლ)

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)  …………………….     1მგ

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) …………………     0,5 მგ

ინოზიტოლი   ……………………………………….     54მგ

ქოლინი ………………………………………………..     220მგ

პიკრორიზა სტანდარტიზებული

4%–იან ირიდოიდ გლიკოზიდად   ………………      47მგ

ლიმონურა სტანდარტიზებული 5%–იან შიზანდრინად ………….   80 მგ

ბაყაყურას ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 20%,

სილიმარინამდე    ……………………………………………………….    47მგ

ფუმიტორი სტანდარტიზებული 0,04%–იან პროტოპინად …….    80მგ

არტიშოკი სტანდარტიზებული

7%–იან ქლოროგენის მჟავად  …………………………………………. 33მგ

% RDA =რეკომენდებული  დღიური დოზა, % (RDA CE)

n =საკვები, რომელიც არ შედის CE პანელების შემადგენლობაში

ენჯერიქსი-B მოზრდილთათვის – ENGERIX- B Adult – ЭНДЖЕРИКС- В ПОДРОСТКОВ

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE BIOLOGICALS, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაქცინა ვირუსული B ჰეპატიტის პროფილაქტიკისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: მზა შპრიცში 1 მლ

1 მლ (1 დოზა)

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg)  …..   20 მკგ

ალუმინის ჰიდროქსიდი …………………………………….. . ..     0.5 მგ

 

 

ენჯერიქსი- B ყმაწვილთათვის – ENGERGIX-B Junior – ЭНДЖЕРИКС–В ДЛЯ ДЕТЕЙ

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE BIOLOGICALS, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაქცინა ვირუსული B ჰეპატიტის პროფილაქტიკისთვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: მზა შპრიცში 0.5 მლ

0.5 მლ (1 დოზა)

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) …………………    1 მკგ

ალუმინის ჰიდროქსიდი …………………………………………………………   0.25 მგ

 

 

ენცეფაბოლი – ENCEPHABOL – ЭНЦЕФАБОЛ

საერთაშორისო დასახელება:

PYRITIINOL

მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: პირიტინოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პირიტინოლის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი …………            100 მგ

მათ შორის პირიტინოლი ……………………………………………           80.5 მგ

სუსპენზია პერორალური მიღებისათივს: ფლ. 200 მლ

პირიტინოლის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი …………..         100 მგ

მათ შორის პირიტინოლი …………………………………………………..  80.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზრდის თავის ტვინში პათოლოგიურად დაქვეითებულ მეტაბოლიზმს გლუკოზის მიტაცება-უტილიზაციისა და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმის გაზრდის გზით, ასევე ხელს უწყობს ნერვული უჯრედების სინაფსებში აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას ნერვული ქსოვილის უჯრედებს შორის. ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებისა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის დათრგუნვის გზით პირიტინოლი ხელს უწყობს ნერვული უჯრედების მემბრანების სტრუქტურისა და ფუნქციის სტაბილიზაციას.

პირიტინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ერითროციტების მემბრანაში ატფ-ის გაზრდით ზრდის მათ პლასტიურობას, რის შედეგადაც მცირდება სისხლის სიბლანტე და უმჯობესდება სისხლის დენადობა.

პირიტინოლი თავის ტვინის იშემიურ უბნებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის მათ ოქსიგენაციას და გლუკოზის ცვლას. ყოველივე ამის შედეგად უმჯობესდება მეხსიერება და ნერვულ ქსოვილში ხდება დარღვეულ ნივთიერებათა ცვლის პროცესების აღდგენა, რაც უზრუნველყოფს ნეირონების სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პირიტინოლი სწრაფად შეიწოვება საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 85%-ს (76-93%). 100 მგ დოზით პრეპარატის მიღებისას პირიტინოლი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს პლაზმაში 30-60 წუთის შემდეგ.

პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 20-40%-ს. პირიტინოლი და მისი მეტაბოლიტები გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მეტაბოლიტები გროვდება ძირითადად თავის ტვინის რუხ ნივთიერებაში. განმეორებითი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

პირიტინოლი სწრაფად განიცდის ბიოტრანსფორმაციას შემდეგი ძირითადი მეტაბოლიტების წარმოქმნით: 2-მეთილ-3-ჰიდროქსი-4-ჰიდროქსიმეთილ-5-მეთილმერკაპტომეთილპირიდინი და 2-მეთილ-3-ჰიდროქსი-4-ჰიდროქსიმეთილ-5-მეთილსუფლფინილმეთილპირიდინი. კონიუგირებული მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით. 24 საათის მანძილზე შარდის საშუალებით გამოიყოფა პრეპარატის 72.4-74.2%, ამასთანავე უმეტესი ნაწილი გამოიყოფა მიღებიდან პირველი 4 საათის მანძილზე. ნაწლავების საშუალებით გამოიყოფა მხოლოდ 5%. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.5 სთ-ს.

ფარმაკოკინეტიკა: განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:

თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას ტოქსიკური კონცენტრაცია არ მიიღწევა.

ჩვენებები:

  • თავის ტვინის ფუნქციების ქრონიკული დარღვევების სიმპტომური მკურნალობა დემენცის სინდრომის დროს (მათ შორის, პირველადი დეგენერაციული დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია და შერეული ფორმები), რომლებსაც თან ახლავს მეხსიერების, აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ადვილად დაღლა, მიზნობრიოვობისა და მოტივაციის უკმარისობა, აფექტური დარღვევები.
  • გონებრივი შრომისუნარიანობის ქრონიკული დარღვევების სიმპტომური მკურნალობა;
  • პოსტტრავმული ენცეფალოპათია;
  • ცერებრული ათეროსკლეროზი;
  • ენცეფალიტის შედეგები;
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
  • ცერებროასთენიური სინდრომი;
  • ენცეფალოპათია ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

დოზიერბის რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.

მოზრდილებში საშუალო დოზა შეადგენს 600 მგ/დღეში (2 ტაბ. ან 10 მლ სუსპენზია 3-ჯერ დღეში).

ახალშობილებში ენცეფაბოლი ინიშნება 3 დღის ასაკიდან 20 მგ (სუსპენზიის 1 მლ) დღეში ერთი თვის განმავლობაში (პრეპარატი ინიშნება დილით). 2 თვის ასაკიდან დოზა იზრდება 20 მგ-ით (1 მლ) ყოველ კვირაში მანამდე, სანამ სადღეღამისო დოზა არ მიაღწევს 100 მგ-ს (სუსპენზის 5 მლ).

1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 50-300 მგ დღეში ჩვენებების მიხედვით (სუსპენზიის 2.5-5 მლ 1-3-ჯერ დღეში).

7 წლის ასაკის ზევით ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-600 მგ-ს (სუსპენზიის 2.5-10 მლ ან 1-2 ტაბ, 1-3-ჯერ დღეში).

პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ. ძილის დარღვევისას არ არის რეკომენდებული პრეპარატის საღამოს ან ღამით მიღება.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სურათზე. მწვავე მდგომარეობისა და პრეპარატის დიდი დოზით დანიშვნისას შესამჩნევი თერაპიული ეფექტი მიიღწევა უკვე რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. ქრონიკული დაავადებებისას (მათ შორის, ქალატვინის ტრავმის შედეგები და დემენცია) შესამჩნევი თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში, ოპტიმალური და მდგრადი ეფექტი, ჩვეულებრივ, 6-12 კვირის შემდეგ დგება. მკურნალობის ხანგრძლივობა ქრონიკული დაავადებების დროს უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 კვირას.

პერინატალური პათოლოგიის განვითარების მაღალი რისკის მქონე ახალშობილებში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 6 თვეს უნდა შეადგენდეს, ამასთანავე მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ აუცილებელია შემოწმდეს ჩვენებების არსებობა შემდგომი მკურნალობისთვის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა ძალიან მცირეა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა; იშვიათად – მადის დაკარგვა, გემოვნებითი მგრძნობელობის ცვლილება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ტრანსამინაზების რაოდენობის მომატება, ქოლესტაზი).

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია ძილის დარღვევა; იშვიათად – მომატებული აგზნებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა.

სხვა: შესაძლებელია სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები, რაც ჩვეულებრივ, კანსა და ლორწოვან გარსებზე გამონაყარის სახით ვლინდება, ქავილი, ტემპერატურის მომატება.

უკუჩვენებები:

აბსოლუტური

*მომატებული მგრძნობელობა პირიტინოლის მიმართ.

შეფარდებითი

*თირკმელების დაავადებები ანამნეზში;

*ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები;

*პერიფერიული სისხლის სურათის მკვეთრი ცვლილებები;

*მწვავე აუტოიმუნური დაავადებები (მათ შორის, სისტემური წითელი მგლურა, მიასთენია, პემფიგუსი).

ორსულობა და ლაქტაცია:

ენცეფაბოლის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის სარგებლიანობის შეფასება დედისთვის და პოტენციური რისკის შეფასება – ნაყოფისა და ჩვილისთვის. პირიტინოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს და უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ექსპერიმენტულ გამოკვლევებში პირიტინოლის ტერატოგენური და ემბრიოტოქსიკური მოქმედება დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

სორბიტის შემცველობის გამო არ შეიძლება ენცეფაბოლის სუსპენზის გამოყენა ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება აღენიშნოთ D-პენიცილამინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს, რადგანაც ეს უკანასკნელი თავისი ქიმიური შემადგენლობით პირიტინოლს ჰგავს (თიოლის ჯგუფები).

გამოყენება პედიატრიაში: არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა საღამოს ან ღამით მომატებული აგზნებადობის მქონე ბავშვებში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების სიმპომტმატიკის გაძლიერება, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ენცეფაბოლის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გააძლიეროს პენიცილამინის, ოქროსა და სულფასალაზინის პრეპარატების გვერდითი მოვლენები.

შენახვის პირობები :

ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სუსპენზია – 20-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ენფექცია – ENFEXIA – ЭНФЕКСИЯ

საერთაშორისო დასახელება:

CEFUROXIME AXETIL

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS,თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფუროქსიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ცეფუროქსიმის აქსეტილი ……………….. 500 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენფექცია წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისთვის. ენფექციის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით.

ცეფუროქსიმი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესობა შტამის მიმართ:

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Haemophilus influenza (ამპიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი და არა-წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Klebsiella pneumonia.

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები:

Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumonia.

სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi.

შემდეგი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ:

Clostridium difficile, Pseudomonas სახეობები, Campylobacter სახეობები, Acinetobacter colcoaceticus, Listeria monocytogenes, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis მეთიცილინ რეზისტენტული შტამები, Legionella სახეობები.

შემდეგი მიკროორგანიზმის ზოგიერთი შტამი რეზისტენტულია ცეფუროქსიმის მიმართ: Enterococcus (Streptococcus) faecalis. Morganella morganii, Proteus vulgaris, Enterobacter სახეობები, Citrobacter saxeobebi, Serratia სახეობები, Bacteroides fragilis.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ენფექციის პერორალური მიღებისას, ცეფუროქსიმის აქსეტილი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცეფუროქსიმის გამოთავისუფლებით. მისი მაქსიმალური კონცენტრაცი სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ, საკვების მიღება აჩქარებს შეწოვის პროცესს.

განაწილება: პრეპარატის სისხლის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 33%-დან 50%-მდე.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ენფექცია ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის, იგი საშარდე გზებით უცვლელი სახით გამოიყოფა. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-1.5 სთ-ს.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული პნევმონია, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტიტი, ფარინგიტი);
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები);
  • რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო);
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
  • გონორეა (მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი);
  • ლაიმის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: პრეპარატის ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 500 მგ-ს 2-ჯერ დღეში.

ზემო სასუნთქი გზების ინფექციები – 500 მგ 2-ჯერ დღეში.

ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები – 500 მგ 2-ჯერ დღეში.

საშარდე სისტემის ინფექციები – 500 მგ 2-ჯერ დღეში.

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები – 500 მგ 2-ჯერ დღეში.

გაურთულებელი გონორეის დროს – 1000 მგ ერთხელ დღეში.

პაციენტებს თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ენიშნებათ 1 გ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 7 დღეს (5-10 დღემდე).

ენფექციის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აღწერილი ფსევდომემბრანოზული კოლიტის შემთხვევები.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ენფექცია, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.

ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული ეფექტი არა დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდები აქვეითებენ ენფექციის ბიოშეღწევადობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

ენტუს მაქსი – ENTUS MAX – ЭНТУС МАКС




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ენტობარი – ENTOBAR – ЭНТОБАР

საერთაშორისო დასახელება:

ენოქსაპარინი;

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მოქმედი ნივთერება: ენოქსაპარინი

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

გამჭვირვალე, უფეროდან მკრთალ ყვითლამდე ფერის ხსნარი;

შემადგენლობა:

1 შპრიცი შეიცავს: 20, 40, 60 ან 80 მგ ნატრიუმის ენოქსაპარინს.

ენტობარის 1 მგ შეიცავს 100 ანტი-Xa ერთეულს (LMWH საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით).

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 2000 ანტი-Xa სე/0.2 მლ; 4000 ანტი-Xa სე/0.4 მლ;

6000 ანტი-Xa სე/0.6 მლ; 8000 ანტი-Xa სე/0.8 მლ.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენტობარი წარმოადგენს დაბალმოლეკულურ ჰეპარინს, საშუალო მოლეკულური მასით 3500-5500 დალტონი. პრეპარატი ხასიათდება მაღალი ანტი-Xa აქტივობით სისხლის შედედების ფაქტორის მიმართ (ანტი-Xa აქტივობა დაახლოებით 100 სე/მლ) და დაბალი (ანტი-IIa აქტივობა დაახლოებით 28 სე/მლ) აქტივობით შედედების IIa ფაქტორის მიმართ.

პროფილაქტიკური დოზების გამოყენებისას ენტობარი უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროს (აპთდ), არ მოქმედებს თრომბოციტების აგრეგაციაზე და ფიბრინოგენის შეკავშირებაზე თრომბოციტების რეცეპტორებთან.

პრეპარატის პლაზმური ანტი-IIa აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია, ვიდრე მისი ანტი-Xa აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი-IIა აქტივობა აღინიშნება კანქვეშ შეყვანიდან 3-4 სთ-ის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 0.13 სე/მლ და 0.19 სე/მლ შესაბამისად 1 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერადად და 1.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად შეყვანისას.

საშუალო მაქსიმალური ანტი-Xa აქტივობა აღინიშნება კანქვეშ შეყვანიდან 3-5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 0.2, 0.4, 1.0 და 1.3 ანტი-Xa სე/მლ

შესაბამისად 20, 40 მგ და 1 მგ/კგ და 1.5 მგ/კგ შეყვანისას.

ფარმაკოკინეტიკა:

კანქვეშ შეყვანისას ენოქსაპარინი სწრაფად და სრულად აბსორბირდება, მისი ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ანტი-Xa აქტივობის განაწილების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 5 ლ და უახლოვდება სისხლის მოცულობას.

პრეპარატის გამოყოფას აქვს მონოფაზური ხასიათი. T½ შეადგენს 4 სთ-ს (ერთჯერადი კანქვეშ შეყვანის შემდეგ) და 7 სთ-ს (პრეპარატის მრავალჯერადად შეყვანის შემდეგ). სისხლში ანტი-Xa აქტივობა ნარჩუნდება პრეპარატის შეყვანიდან 24 სთ-ის განმავლობაში. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფატირების და/ან დეპოლიმერიზაციის გზით არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, გამოიყოფა თირკმლებით. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითების  გამო შესაძლებელია კლირენსის შეფერხება.  თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აღინიშნება ნატრიუმის ენოქსაპარინის კლირენსის დაქვეითება. 40 მგ ნატრიუმის ენოქსაპარინის განმეორებით დღეში ერთხელ კანქვეშ შეყვანისას ადგილი აქვს ანტი-Xa აქტივობის მომატებას, იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) დარღვევა. პაციენტებს,  თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), წონასწორულ მდგომარეობაში, ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა საშუალოდ 65%-ით მეტს 40 მგ ენოქსაპარინის განმეორებით დღეში ერთხელ კანქვეშ შეყვანისას. ჭარბი წონის მქონე პაციენტებში პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას კლირენსი რამდენადმე დაბალია. ჰემოდიალიზის ჩატარების დროს კლირენსი არ იცვლება.

ჩვენება:

• ვენოზური თრომბოზების და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით, ორთოპედიაში და ზოგად ქირურგიაში;

• ვენოზური თრომბოზების და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა თრომბოემბოლიის მაღალი რისკის მქონე წოლით რეჟიმზე მყოფ მწვავე თერაპიულ პაციენტებში (სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე ინფექცია, გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა (III და IV კლასი NYVA), მწვავე რევმატული დაავადებები);

• ღრმა ვენების თრომბოზის (თანდართული ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ან მის გარეშე) მკურნალობა;

• არასტაბილური სტენოკარდიის და პათოლოგიური Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში მკურნალობა;

• ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ სისხლის ნაკადში თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ. დაუშვებელია კუნთში შეყვანა.

ინექციების ჩატარება სასურველია პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში. ენტობარი შეჰყავთ ღრმად კანქვეშ. პრეპარატის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად არ არის მიზანშეწონილი შპრიციდან ჰაერის ბუშტის გამოშვება. პრეპარატის შეყვანა ხდება მონაცვლეობით მუცლის კედლის მარჯვენა ან მარცხენა წინა ლატერალურ ზედაპირზე. ნემსი შეჰყავთ ვერტიკალურად მთელი სიგრძით ცერი და საჩვენებელი თითით ნაოჭად აღებულ კანში. ნაოჭის გასწორება ხდება მხოლოდ ინექციის დამთავრების შემდეგ. ინექციის შემდეგ არ შეიძლება ინექციის ადგილის მოსრესვა. ჰემოდიალიზის ჩატარების დროს  ენტობარი შეჰყავთ არტერიულ ხაზში.

ვენოზური თრომბოზების და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა ორთოპედიული და ზოგადქირურგიული ოპერაციების დროს თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების ზომიერი რისკის მქონე პაციენტებში (აბდომინალური ქირურგია) ენტობარის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს (0.2-0.4 მლ) კანქვეშ ერთხელ დღეში. პირველი ინექცია ტარდება ქირურგიულ ჩარევამდე 2 სთ-ით ადრე.

თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ორთოპედიული ოპერაციები) ენტობარი ინიშნება დოზით 40 მგ (0.4 მლ) კანქვეშ ერთხელ დღეში. პირველი დოზა შეჰყავთ ქირურგიულ ჩარევამდე 12 სთ-ით ადრე ან შეყვანის დაწყებით ოპერაციიდან 12-24 სთ-ის შემდეგ 30 მგ (0.3 მლ) კანქვეშ 2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, სანამ შენარჩუნებულია თრომბოზის და ემბოლიის განვითარების რისკი, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება (მაგალითად, ორთოპედიაში ენტობარი ინიშნება დოზით

40 მგ ერთხელ დღეში 5 კვირის განმავლობაში).

ვენოზური თრომბოზების და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა თრომბოემბოლიის მაღალი რისკის მქონე წოლით რეჟიმზე მყოფ მწვავე თერაპიულ პაციენტებში

ენტობარის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს კანქვეშ ერთხელ დღეში 6-14 დღის განმავლობაში.

ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობისას პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ 1.5 მგ/კგ ერთხელ დღეში ან 1 მგ/კგ 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. თრომბოემბოლიური გართულებების მქონე პაციენტებში ენტობარი ინიშნება დოზით 1 მგ/კგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს, საშუალოდ, 10 დღეს. სასურველია მაშინვე დაიწყოს პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობა; ამასთანავე, აუცილებელია გაგრძელდეს ენტობარით მკურნალობა საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის მიღწევამდე.

არასტაბილური სტენოკარდიის და პათოლოგიური Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს ენტობარის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მგ/კგ 12 სთ-ში ერთხელ კანქვეშ. იმავდროულად ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავა დოზით 100-325 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს, საშუალოდ, 2-8 დღეს (პაციენტის კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე).

ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალურ სისხლის ნაკადში თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის ენტობარის დოზა შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის მასაზე.

სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს 0.5 მგ/კგ სხეულის მასაზე სისხლძარღვებზე ორმაგი მიდგომისას და 0.75 მგ/კგ სისხლძარღვებზე ერთმაგი მიდგომისას.

ჰემოდიალიზის დროს პრეპარატი შეჰყავთ შუნტის არტერიულ უბანზე ჰემოდიალიზის სეანსის დასაწყისში. როგორც წესი, ერთი დოზა საკმარისია 4 სთ-იანი სეანსისათვის, თუმცა შესაძლებელია დამატებითი დოზის (0.5-1 მგ/კგ) შეყვანა.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის კორექცია. თუ კრეატინინის ინდექსი 30 მლ/წთ ნაკლებია, ენტობარი ინიშნება დღეში ერთხელ დოზით 1 მგ/კგ მკურნალობის მიზნით და 20 მგ პროფილაქტიკის მიზნით. დოზირების რეჟიმი არ ეხება ჰემოდიალიზის შემთხვევებს.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევები დოზის კორექციას არ საჭიროებს, მაგრამ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ლაბორატორიული კონტროლი.

პაციენტებში, რომელთა წონა 40 კგ–ზე ნაკლებია ან 100 კგ–ზე მეტია დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), ეკქიმოზები, იშვიათად – ჰემორაგიული სინდრომი, მუცლისშიდა და ქალასშიდა სისხლჩაქცევების ჩათვლით (ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით), შეყვანის ადგილას ჰიპერემია და მტკივნეულობა, იშვიათად – ჰემატომა, მკვრივი ანთებითი კვანძები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაიწოვება მკურნალობის შეწყვეტის გარეშე; იშვიათად – კანის ნეკროზი, რასაც წინ უსწრებს პურპურა ან ერითემატოზული კვანძები (ინფილტრირებული და მტკივნეული); ასიმპტომური თრომბოციტოპენია (მკურნალობის პირველ დღეებში), იშვიათად – იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია (მკურნალობის 5-21 დღე) რიკოშეტული თრომბოზების განვითარებით (ჰეპარინული თრომბოზული თრომბოციტოპენია), რაც შესაძლოა გართულდეს ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით; ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. იშვიათად – სისტემური და კანის ალერგიული რეაქციები. ტრავმატულად ჩატარებული სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის შემდგომ (ალბათობა იზრდება მუდმივი პოსტოპერაციული ეპიდურული კათეტერის გამოყენების  შემთხვევაში) შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზურგის ტვინის ჰემატომა (იშვიათად), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი ან დროებითი დამბლა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის, ჰეპარინის და მისი წარმოებულების მიმართ; მოსალოდნელი აბორტი; თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა; ჰემორაგიული ინსულტი; არაკონტროლირებადი სისხლდენა; მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; მძიმე ენოქსაპარინ- და ჰეპარინიდუცირებული თრომბოციტოპენია.

სიფრთხილით: სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია (ჰემატომის განვითარების პოტენციური საშიშროება); მდგომარეობები, რომელთა დროსაც მაღალია სისხლდენის განვითარების საშიშროება (ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიპოკოაგულაცია, ვილებრანდის დაავადება და ა.შ.); მშობიარობის შემდგომი პერიოდი; მძიმე შაქრიანი დიაბეტი; ბაქტერიული ენდოკარდიტი (მწვავე და ქვემწვავე); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები; ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური ოპერაცია (ჩატარებული ან დაგეგმილი); პერიკარდიტი; სხივური თერაპია (ახალი ჩატარებული); თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა; დიაბეტური ან ჰემორაგიული რეტინოპათია; ზურგის ტვინის პუნქცია (ახალი ჩატარებული); მძიმე ტრავმა (განსაკუთრებით ცნს); აქტიური ტუბერკულოზი; სასუნთქი სისტემის დაავადებები; შარდის გამომყოფი გზების დაავადებები; მძიმე ვასკულიტი; დიდ ფართობზე არსებული ღია ჭრილობები; არტერიული ჰიპერტენზია; 18 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

დაუშვებელია ენტობარის ერთ შპრიცში სხვა პრეპარატებთან შერევა. ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატებთან, რომლებიც მოქმედებენ შედედებაზე (K ვიტამინის ანტაგონისტები, ანტიაგრეგანტები, სულფინპირაზონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, დექსტრანები დიდი მოლეკულური მასით, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, თრომბოლიზური საშუალებები) იწვევს ენოქსაპარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერებას, შესაძლებელია ჰემორაგიული გართულებების განვითარება. კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მდგომარეობისა და ჰემოსტაზის მონაცემების მუდმივი კონტროლი.

ჰიპერდოზირება:

ენტობარის გადაჭარბებული დოზით კანქვეშ შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები. პერორალური მიღებისას (დიდი დოზითაც კი)

პრეპარატის შეწოვა ნაკლებად სავარაუდოა.

მკურნალობა: პროტამინის სულფატის ინტრავენური ნელი შეყვანა, რომლის დოზა დამოკიდებულია შეყვანილი ენტობარის დოზაზე. თუ ენტობარი გამოყენებულ იქნა პროტამინის სულფატის შეყვანამდე 8 სთ-ით ადრე, 1 მგ პროტამინის სულფატი ანეიტრალებს 1 მგ ენტობარის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. თუ ენტობარის შეყვანიდან გასულია 8 სთ-ზე მეტი, 0.5 მგ პროტამინის სულფატი ანეიტრალებს 1 მგ ენტობარის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. იმ შემთხვევაში, თუ ენტობარის შეყვანიდან გასულია 12 სთ, პროტამინის სულფატის შეყვანა არ არის საჭირო. პროტამინის სულფატის დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი ენტობარის ანტი-Xa აქტივობა სრულად არ ნეიტრალიზდება (მაქსიმალურად 60%-ით).

ორსულობა და ლაქტაცია:

ენტობარის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

ენტობარით მკურნალობის დროს საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის ჩატარება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მუდმივი კონტროლით. დაბალმოლეკულური ჰეპარინები არ ჩაენაცვლებიან ერთმანეთს. ისინი განსხვავდებიან წარმოების პროცესით, მოლეკულური წონით, სპეციფიკური ანტი-Xa აქტივობით და დოზირებით, გააჩნიათ განსხვავებული ფარმაკოკინეტიკა და ბიოლოგიური აქტივობა. აქედან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ ინსტრუქციის მკაცრი დაცვით.

კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მდგომარეობის და ჰემოსტაზის მონაცემების მუდმივი კონტროლი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ანტი-Xa აქტივობის მატების შედეგად არსებობს სისხლდენის განვითარების რისკი.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ), ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პაციენტების მდგომარეობის გულდასმით კონტროლი. ენოქსაპარინის  ანტი-Xa აქტივობის მატებამ მისი პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნისას ქალებში, რომელთა სხეულის მასა არ აღემატება 45 კგ-ს და მამაკაცებში, რომელთა სხეულის მასა არ აღემატება 57 კგ-ს, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა.  თრომბოციტების რაოდენობის ნორმაზე 30-50%-ით დაკლების, ასევე შინაგანი სისხლდენის ნიშნების გამოვლენის (სისხლი განავალში, სისხლიანი ღებინება, ჰიპოქრომული ანემია) შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

ანამნეზში ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის არსებობის შემთხვევაში ენტობარი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იმუნური თრომბოზული თრომბოციტოპენიის (ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 5-21 დღეს) საშიშროების გამო. ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის საშიშროება შესაძლოა შენარჩუნდეს რამდენიმე წლის განმავლობაში.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ფონზე ენტობარით მკურნალობისას აღწერილია ზურგის ტვინის ჰემატომის განვითარების იშვიათი შემთხვევები, რომლებსაც თან სდევს მყარი ან შეუქცევადი დამბლა. ამ მოვლენების განვითარების რისკი კლებულობს პრეპარატის 40 მგ და ნაკლები დოზით გამოყენების შემთხვევაში. რისკი მატულობს პრეპარატის დოზის გაზრდისას, ინვაზიური ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას ან ჰემოსტაზზე მომქმედი სხვა პრეპარატების გამოყენებისას.

რისკი ასევე იზრდება ტრავმატულად ან განმეორებით ჩატარებული ზურგის ტვინის პუნქციის შემთხვევაში. სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის დროს სპინალური არხიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად საჭიროა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უნდა მოხდეს ნატრიუმის ენოქსაპარინის დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის დროს.

ღრმა ვენების თრომბოზის დროს კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უნდა მოხდეს ენტობარის პროფილაქტიკური დოზის გამოყენებიდან 10-12 სთ-ის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ღებულობს პრეპარატის უფრო დიდ დოზას (1 მგ/კგ 2-ჯერ დღეში ან 1.5 მგ/კგ ერთხელ დღეში), აღნიშნული პროცედურები უნდა გადაიდოს უფრო ხანგრძლივი დროით (24 სთ).

პრეპარატის შემდეგი შეყვანა არ უნდა მოხდეს კათეტერის ამოღებიდან 2 სთ-ზე ადრე. სპინალური და ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს ანტიკოაგულაციური თერაპიის დანიშვნისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი დაკვირვების ქვეშ ნებისმიერი ნევროლოგიური ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად (ზურგის ტკივილი, სენსორული და მოტორული ფუნქციების დარღვევა, მ.შ. ქვემო კიდურების დაბუჟება და სისუსტე, კუჭ-ნაწლავის და/ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა). ტვინის ღეროს ჰემატომისათვს დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სპინალური დეკომპრესიის ჩათვლით.

არ არსებობს მონაცემები ენტობარის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მისი გამოყენებისას  გულის ხელოვნური სარქველის მქონე პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით. არასტაბილური სტენოკარდიის დროს კანშიდა კორონარული ანგიოპლასტიკის ჩატარების შემთხვევაში ინვაზიურ სისხლძარღვოვან მანიპულაციასთან დაკავშირებული სისხლდენის რისკის შესამცირებლად კათეტერი არ უნდა ამოვიღოთ პრეპარატის შეყვანიდან 6-8 სთ-ის განმავლობაში. შემდგომი დოზის შეყვანა არ უნდა მოხდეს კათეტერის ამოღებიდან 6-8 სთ-ზე ადრე. უნდა მოხდეს დაკვირვება ინექციის ადგილას სისხლდენის და გემატომის ნიშნების დროულად გამოსავლენად.

თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკურ დოზებში გამოყენებული პრეპარატი არსებით გავლენას არ ახდენს სისხლდენის დროზე და ზოგად კოაგულაციურ მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე და მათ შეკავშირებაზე ფიბრინოგენთან. დოზის მომატებისას შესაძლოა  გახანგრძლივდეს აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო (აპთდ) და შედედების დრო.

აპთდ და შედედების დროის გახანგრძლივება არ იმყოფება პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში პრეპარატის ანტითრომბოზული აქტივობის მომატებასთან, ამიტომ არ არის საჭირო მისი აქტივობის კონტროლი. მწვავე ინფექციის და მწვავე რევმატული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ თუ ეს მდგომარეობები ერწყმის ვენური თრომბის წარმოქმნის ერთ-ერთ ფაქტორს: 75 წელს ზემოთ ასაკი, ავთვისებიანი წარმონაქმნები, თრომბოზები და თრომბოემბოლიები ანამნეზში, სიმსუქნე, ჰორმონული თერაპია, ქრონიკული გულის უკმარისობა, ქრონიკული სუნთქვის უკმარისობა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და  ყურადღების კონცენტრაციაზე.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

ენტობანი სიროფი – ENTOBAN syrup – ЭНТОБАН сироп

მწარმოებელი: HERBION,პაკისტანი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი მოყავისფრო ფერის დამახასიათებელი სუნით.

10 მლ. შეიცავს:

Holarrhena antidysenterica Ness ………………… 50მგ

Myrtus communis L ……………………………….. 200მგ

Berberis aristata L …………………………………… 30მგ

Aegle marmalos L …………………………………. 100მგ

Quercus infectoria L ……………………………….  50მგ

Butea frondosa (L.) Willd …………………………  20მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, უწყლო ლიმონის მჟავა, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი, არომატიზატორი „ტუტი – ფრუტი“, გამოხდილი წყალი.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდიარეული ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, რომლის კომპონენტები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ, ადსორბციულ და სპაზმოლიტურ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული დიარეული სინდრომი არაინფექციური ეთიოლოგიის.

დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად 3 ჩაის კოვზი (15 მლ) ყოველ 4 სთ–ში. მკურნალობის კურსი – 10 დღე.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

* კუჭ–ნაწლავის სისტემის ანთებითი დაავადება;

* ნაწლავური გაუვალობა;

* დიარეა, გამოწვეული დიზენტერიით, ჰელმინთოზით, ქიმიური ნივთიერებებით;

* ელოქტროლიტური ბალანსის დარღვევისა და გაუწყლოვნების გამოხატული სიმპტომები;

* ორსულობა;

* ლაქტაცია;

* ბავშვთა ასაკი (18 წლამდე);

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:

უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი შეიცავს შაქარს, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტის დაცვისას. 15 მლ სიროფი (ერთჯერადი დოზა) შეიცავს 11.25გ შაქარს, რაც შეესაბამება 0.94 პე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა – 3 წელი.

არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.

Don`t copy text!