Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 618

ენტეროჯერმინა – ENTEROGERMINA – ЭНТЕРОЖЕРМИНА

საერთაშორისო დასახელება:

 

Bacillus clausii

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

 

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

 

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 მლ სუსპენზია ფლაკონებში, N10 ფლაკონი კოლოფში

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ენტეროჯერმინა® წარმოადგენს კუჭ-ნაწლავისათვის დამახასიათებელი ნორმალური ორგანიზმების Bacillus clausii -ის სპორების სუსპენზიის შემცველ პრეპარატს, რომელთაც არ ახასიათებთ არავითარი დაავადების გამომწვევი მოქმედება.

 

ორალური გზით მისაღები Bacillus clausii -ის სპორები, მათთვის დამახასიათებელი როგორც ქიმიური, ასევე ფიზიკური საშუალებების მიმართ მაღალი რეზისტენტულობის გამო, ლახავენ კუჭის წვენის ბარიერს და აღწევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც ისინი გარდაიქმნებიან მეტაბოლიზმის მხრივ აქტიურ ვეგეტატიურ უჯრედებად. ენტეროჯერმინა®-ის მიღება ხელს უწყობს სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზით ჩატარებული მკურნალობის კურსის განმავლობაში დარღვეული კუჭ-ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენას, Bacillus clausii -ის მოქმედების წყალობით. გარდა ამისა, Bacillus clausii -ს შეუძლია სხვადასხვა ვიტამინების, განსაკუთრებით კი B ჯგუფის ვიტამინების წარმოება. იგი ხელს უწყობს ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული დევიტამინოზის კორექციას. ენტეროჯერმინა® შესაძლებელს ხდის არასპეციფიური ანტიგენური და ანტიტოქსიკური მოქმედების განხორციელებას, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული Bacillus -ის მეტაბოლურ მოქმედებასთან. ანტიბიოტიკების მიმართ ხელოვნურად გამოწვეული ჰეტეროლოგიურ რეზისტენტულობასთან ერთად, იგი უზრუნველყოფს თერაპიული ბაზის შექმნას კუჭ-ნაწლავის მიკრობული ფლორის დარღვევის პრევენციის მიზნით, რაც თან ახლავს განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების სელექციურ მოქმედებას ან აღადგენს მის ბალანსს.

 

ანტიბიოტიკების მიმართ გამოხატული რეზისტენტობის გამო, ენტეროჯერმინა®-ის მიღება ხდება ანტიბიოტიკის ორ დოზას შორის არსებულ ინტერვალში. ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა ვრცელდება პენიცილინზე, ცეფალოსპორინებზე, ტეტრაციკლინზე, მაკროლიდებზე, ამინოგლიკოზიდებზე, ნოვობიცინზე, ქლორამფენიკოლზე, თიამფენიკოლზე, ლინკომიცინზე, იზონიაზიდზე, ციკლოსერინზე, რიფამპიცინზე, ნალიდიქსის მჟავასა და პიპემიდინის მჟავაზე.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილები: 2-3 ფლაკონი დღეში,

 

ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში;

ჩვილები: 1-2 ფლაკონი დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი სხვაგვარად განსაზღვრავს.

პრეპარატი მიიღება რეგულარული ინტერვალებით (3-4 საათი), ფლაკონის შიგთავსის განზავებით დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დღემდე არავითარი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.

უკუჩვენება:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ დადგენილი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთქმედების თაობაზე მონაცემები ცნობილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

დღემდე ჭარბი დოზირების კლინიკური მაჩვენებლები არ გამოვლენილა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთქმედების თაობაზე მონაცემები ცნობილი არ არის

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

ენტეროფურილი კაფსულები – ENTEROFURYL – ЭНТЕРОФУРИЛ

მწარმოებელი: სს ბოსნალიეკი, ბოსნია-ჰერცოგოვინა

საერთაშორისო დასახელება:

NIFUROXAZIDE

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100მგ კაფსულა № 30

ყოველი კაფსულა შეიცავს:

100.00 მგ ნიფუროქსაზიდს

დამხმარე საშუალებები:

სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ცელულოზას ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი, მყარი ჟელატინური კაფსულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, ის მოქმედებს ნაწლავის ღრუში, ე.ი. არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა გამოარჩევს მას ნიტროფურანის სხვა  წარმოებულებისაგან.

ნიფუროქსაზიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისა, სავარაუდოდ განპირობებულია ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამომსახველობითი ეფექტები ნაწლავის ინფექციურ დაავადებებზე. გრამდადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus pyogenes, ხოლო გრამუარყოფითი ენტერობაქტერიებს შორის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან E. coli, Salmonellae და Shigellae.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული ეფექტები ვლინდება მხოლოდ ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე.

ჩვენებები:

  • ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli -თ გამოწვეული;
  • ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
  • ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
  • არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
  • ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
  • სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს; ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
  • მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები:

  • მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ზემოთ:
  • მიიღება ორი კაფსულა დღეში 4-ჯერ (სულ 0.6-0.8 გ ნიფუროქსაზიდი დღეში).
  • თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება:

* ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;

* 6 წლამდე ასაკის ბავშვები

არასასურველი ეფექტები

ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.

ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.

დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.

ენტეროფურილი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა -იზომალტოზას დეფიციტი.

ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა–დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

ინახება 30ºC-მდე ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.

ენტეროფურილი (სუსპენზია) – ENTEROFURYL – ЭНТЕРОФУРИЛ суспензия

საერთაშორისო დასახელება:

 

NIFUROXAZIDE

მწარმოებელი: სს ბოსნალიეკი, ბოსნია-ჰერცოგოვინა

 

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

200მგ/5მლ სუსპენზია 90მლ ფლაკონი №1

სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:

ნიფუროქსაზიდი ………………  200.0 მგ

დამხმარე საშუალებები:

საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანის არომატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, ის მოქმედებს ნაწლავის ღრუში, ე.ი. არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა გამოარჩევს მას სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისაგან. ნიფუროქსაზიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისა, სავარაუდოდ განპირობებულია ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამომსახველობითი ეფექტები ნაწლავის ინფექციურ დაავადებებზე. გრამდადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus pyogenes, ხოლო გრამუარყოფითი ენტერობაქტერიებს შორის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან E. coli, Salmonellae da Shigellae

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული ეფექტები ვლინდება მხოლოდ ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე.

ჩვენებები:

  • ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
  • ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
  • ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
  • არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
  • ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
  • სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
  • ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
  • მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები:

დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.

გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.

ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.

ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.

თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება:

* ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;

* 6 თვემდე ასაკის ჩვილები.

არასასურველი ეფექტები

ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.

ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.

დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.

ენტეროფურილი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა -იზომალტოზას დეფიციტი.

ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა–დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

არ ახდენს გავლენას

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება 15-30°C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

3 წელი

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.

ენტეროლი – ENTEROL – ЭНТЕРОЛ

მწარმოებელი: Laboratoires BIOCODEX, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიური წარმოშობის ანტიდიარეული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

ლიოფილიზებულ Saccharomyces boulardii-ი (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32.5 მგ ლაქტოზა)  ……………………………………….       282.5 მგ

დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტები, შეფუთვაში 10 ც

1 პაკ.

ლიოფილიზებული Saccharomyces boulardii-ი (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32.5 მგ ლაქტოზა)      282.5 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლევულეზა (ფრუქტოზა), არომატიზატორი “tutti frutii”

ჩვენებები:

  • მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;
  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი;
  • ანტიბიოტიკების, ციტოსტატური, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი;
  • შიდსთან ასოცირებული დიარეა;
  • გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი;
  • დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლამდე ასაკში: 1-2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.

10 წლის ასაკის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალში ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად, დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

*არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ენტენორმი – ENTENORM – ЭНТЕНОРМ

მწარმოებელი:

ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეუბიოტიკი, ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ უჯრედს:

Lactobacillus acidophilus  ……… 9.0 მგ

Lactobacillus bifidus         ……….  5.0 მგ

იოგურტის კულტურა (Streptococcus thermophilus, Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus) …………………………….  20.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაცია. პრეპარატში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები შედიან ნაწლავების ნორმული მიკროფლორის შემადგენლობაში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის სტიმულაციაში, ვიტამინების წარმოქმნაში, დეოტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციების უზრუნველყოფაში.

ენტენორმის ანტიმიკრობული აქტივობა გამოხატულია სტაფილოკოკების, პროტეუსის, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის მიმართ და დაკვაშირებულია მიკრობთა უნართან წარმოქმნან რძემჟავა, ლაქტოცინი, წყალბადის ზეჟანგი, ლიზოციმი და სხვა.

რძემჟავა ბაქტერიები აქვეითებენ ნაწლავების pH-ს და ამით ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

 

  • ენტენორმი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზის (ძირითადად გამოწვეული ანტიბიოტიკების და ქიმიოპრეპარატების მიღებით) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში;
  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის და კოლიტის, დიარეის, მეტეორიზმის დროს;
  • ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ;
  • ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში, ინიშნება თითო კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.

სამკურნალოდ:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს);

1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს;

3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-30 დღე;

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: ენტენორმის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

ჭარბი დოზირება:

არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-100C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

 

 

ენოქსაპარინ ნატრიუმი – ENOXAPARIN SODIUM – ЭНОКСАПАРИН НАТРИЯ

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს. მიეკუთვნება დაბალმოლეკულური ჰეპარინის ჯგუფს (მოლეკულური მასა დაახლოებით 4500 დალატონი), გააჩნია თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, ხასიათდება გამოხატული აქტიურობით Xa ფაქტორის და სუსტი ზემოქმედებით IIa ფაქტორის მიმართ. არაფრაქციონირებული სტანდარტული ჰეპარინისაგან განსხვავებით მისი ანტიაგრეგანტული თვისებები უფრო ნათლად არის გამოხატული.

ჩვენებები

  • თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა განსაკუთრებით ორთოპედიულ პრაქტიკაში და ზოგად ქირურგიაში;
  • ღრმა ვენების თრომბოზების მკურნალობა;
  • ჰიპერკოაგულაციის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ მუცლის კედლის წინა ან უკანა ლატერალურ მიდამოში წელის დონეზე.

ჰემოდიალიზის დროს იგი შეჰყავთ ინტრაარტერიალურად.

ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისათვის უნიშნავენ 20 მგ (0.2 მლ) ერთხელ დღეში კანქვეშ. თუ თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაღალია, დოზას ზრდიან 40 მგ-მდე ერთხელ დღეში.

ზოგად ქირურგიულ და ონკოლოგიურ ოპერაციამდე პრეპარატი შეყავთ 2 საათით ადრე, ხოლო ორთოპედიული ოპერაციის დროს 12 საათით ადრე.

ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ შეყავთ 1 მგ/კგ კანქვეშ.

ჰიპერკოაგულაციის პროფილაქტიკისათვის ექსტრაკორპორიული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, პრეპარატი შეყავთ ინტრაარტერიულად 1 მგ/კგ.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზირების დაცვისას გართულებები საკმაოდ იშვიათია. პრეპარატით მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ასიმპტომური თრომბოციტოპენია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შექცევადი ხასიათის მომატება.

ინექციის ადგილას – შეწითლება და მტკივნეულობა. ხანდახან ყალიბდება მკვრივი ანთებითი კვანძები, რომლებიც რამოდენიმე დღეში გაიწოვება და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ძალიან იშვიათად შეყვანის ადგილას ვითარდება ნეკროზი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

იშვიათად ადგილი აქვს ადგილობრივ და სისტემურ ალერგიულ რეაქციებს.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის, ჰეპარინის და მისი წარმოებულების მათ შორის დაბალმოლეკულური ჰეპარინის მიმართ. * მდგომარეობა, რომლის დროსაც მაღალია სისხლდენის წარმოშობის რისკი, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის შეყვანა კუნთში არ არის დაშვებული.

♦  დაბალმოლეკულური ჰეპარინები არ არის ურთიერთჩანაცვლებადი.

♦  ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მკურნალობის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას აუცილებელია პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი.

♦  პრეპარატის დანიშვნის წინ საჭიროა შეწყდეს ჰემოსტაზას გამაძლიერებელი საშუალებით მკურნალობა.

♦  თრომბოციტების მაჩვენებლების საწყის დონესთან შედარებით 50%-ით შემცირების შემთხვევაში ჰემოქსაპარინის მკურნალობას წყვეტენ და ნიშნავენ ადექვატურ საშუალებას.

♦  იგი სიფრთხილით გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების იშემიური ტიპის ცერებრული სისხლმიმოქცევის დარღვევის, მძიმე ხასიათის არტერიული ჰიპერტონიის, დიაბეტური რეტინოპათიის, განმეორებითი ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

♦  იგი სიფრთხილით ინიშნება აგრეთვე ღვიძლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში.

♦  არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის დროს.

♦  არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

♦  ლაქტაციის პერიოდში წყვეტენ ძუძუთი კვებას.

ენოზიდ HL – ENOZID HL – ЭНОЗИД HL

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი +ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ……………….. 10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი  …………….. 12.5 მგ

 

ვრცლად ენოზიდ H (დოზირება განსხვავებული)

ენოზიდ H – ENOZID H – ЭНОЗИД H

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი +ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპეტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ……………    10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი  ……………  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენოზიდ H წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.

მის შემადგენლობაში შედის აგფ ინჰიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).

ენალაპრილის მალეატი აბლოკირებს ანგიონტენგინგადამქმნელ ფერმენტს, რაც თავის მხრივ აფერხებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის პროცესს. ანგიოტენზინ I-ის კონცენტრაციის შემცირება მეორადად იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის გაზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ფარმაკოლოგიური აქტივობა გაჩნია ენალაპრილის მეტაბოლიტს – ენალაპრილატს. იგი აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, გულის კუნთისა და სხვა ორგანოების ჟანგბადით მომარაგების გაზრდას.

ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში; ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას; იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ენალაპრილის 60%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი სტაბილური კონცენტრაცია – 4 დღის შემდეგ.

ღვიძლში ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელსაც ახასიათებს ფარმაკოლოგიური ეფექტი.

პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 სთ-ს.

პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. დიურეზული ეფექტი აღინიშნება 2 სთ-ის, ხოლო მაქსიმალური – 3-4 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 12 სთ-მდე. ენალაპრილის მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ავლენს უფრო გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი. ამასთანავე ენალაპრილის მოქმედების შედეგად მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. პრეპარატის კომპონენტების ჰიპოტენზიური ეფექტების ერთობლიობა იწვევს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შენარჩუნებას 24 სთ-ის განმავლობაში.

ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ენოზიდ H-ის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან, რეკომენდებულია მისი მიღება ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს ერთხელ დღეში. არასაკმარისი თერაპიული ეფექტის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი რეკომენდებული დოზით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და, როგორც წესი, ისინი არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული);

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ხმის შეცვლა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება;

სისხლის სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;

სხვა: წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგია, მიალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია).

უკუჩვენებები:

*პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

*ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების ფონზე განვითარებული ანგიონევროზული შეშუპება;

*პორფირია;

*ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი

* ბავშვთა ასაკი, რადგანაც პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

*პრეპარატის მიღება ორსულობის დროს (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) უკუნაჩვენებია.

*ენალაპრილი და ენალაპრილატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

-პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან დიურეზული საშუალებების გამოყენებით, დიარეითა და ფაღარათით გამოწვეული წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი. საჭიროა პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივ სტენოზი.

-პრეპარატი სიფრხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის გამოხატული სტენოზი ან გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა.

-ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან და სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია, ამიტომ საჭიროა სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

-პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობენ სულფანილამიდებით და სულფანილშარდოვანას ჯგუფის დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებებით ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების გამო.

-ენოზიდ H-ით მკურნალობის დასაწყისში, სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.

-შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნორმოალბუმინურია, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ თირკმლის ფუნქციური რეზერვის განსაზღვრის შემდეგ.

-გვერდითი მოვლენების ან ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადეკვატური მკურნალობა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა: პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ოდნავ ქვემოთ. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, შემდგომში – გააქტივებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის, აუცილებლობისას – ანგიოტენზინ II-ის შეყვანა.

მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას აძლიერებს დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მეთილდოპა, ნიტრატები, კალციუმის არხების ბლოკატორები, ჰიდრალაზინი, პრაზოზინი, ალკოჰოლი.

კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება ჰიპერკალიემიის განვითარება.

ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია დააქვეითოს პრეპარატის ეფექტურობა.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებით ძლიერდება ლითიუმით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.

ციმეტიდინი ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.

პრეპარატის თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ენზიმტალი – ENZYMTAL – ЭНЗИМТАЛ

მწარმოებელი: GENOM BIOTECH,ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ფერმენტული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ფუნგალური დიასთაზა ………….    50 მგ

პაპაინი  ………………………………  30 მგ

გააქტივებული ნახშირი …………..  75 მგ

სიმეტიკონი …………………………  50 მგ

ნიკოტინამიდი  ……………………   25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენზიმტალი შეიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს დისპეფსიის, მეტეორიზმისა და აბდომინალური კონტროლისათვის. პრეპარატი შეიცავს (ორგანიზმში სეკრეტირებულ) ფუნგალურ დიასტაზას (ამილაზა) და პაპაინს, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამატებითი ფერმენტები.

ფუნგალური დიასტაზა ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. ნახშირწყლები. ცილები, ცხიმები ეს ის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები ნივთიერებებია, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს მცირე შემადგენელ ნაწილებად წინასწარი დაშლის გარეშე. ეს პროცესი ხორციელდებას ხვადასხვა ორგანოს მიერ სეკრეტირებული მრავალრიცხოვანი ფერმენტების მონაწილეობით, ფუნგალური დიასტაზა ძირითადად შეიცავს ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტ ამილაზას.

პაპაინი – მცენარეული წარმოშობის პროტეოლიტური ფერმენტია.მაქსიმალურ აქტივობას ფერმენტი ავლენს pH  5–დან 8-მდე გარემოში.

სიმეტიკონს იყენებენ, როგორც მეტეორიზმის ინჰიბიტორს. ის მოქმედებს გაზის ბუშტუკების ზედაპირული დაჭიმულობის შემცირების გზით, და რითაც მიიღწევა მათი გაერთიანება. ამავე დროს აჩქარებს გაზების გადაადგილებას ნაწლავის გასწვრივ. სიმეტიკონი ამცირებს გულისრევას, მუცლის შებერვას და მეტეორიზმით გამოწვეულ ტკივილს. აქედან გამომდინარე, მოცემული კომპონენტი სასრგებლო დანამატია პრეპარატის ფერმენტული შემცველობისთვის.

აქტივირებული ნახშირი დიდი ხანია გამოიყენება აირების და ტოქსინების ადსორბენტად. ნახშირწყლებით მდიდარი საკვები იწვევს გაზების გაჩენას კუჭში და ნაწლავებში. მისი ჩართვა ენზიმტალის დრაჟეში, უზრუნველყოფს აირებისა და ტოქსინების ადსორბციას, რომელიც გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციისას, და აქედან გამომდინარე არის შვების მომგვრელი მუცლის შებერვის და დისპეფსიის დროს.

ნიკოტინამიდი მონაწილეობას ღებულობს როგორც კოენზიმი ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამ ნაერთის უკმარისობა ვითარდება არაბალანსირებული დიეტის დროს უფროსი ასაკის პაციენტებში ნაწლავური მიკროფლორის სიჭარბისას. ნიკოტინამიდის დეფიციტს შეუძლია ჰიპოქლორჰიდრიის განვითარება, რაც გავლენას ახდენს საჭმლის მონელებასა და ნაწლავურ აბსორბციაზე;

ნიკოტინამიდის უკმარისობა იწვევს აგრეთვე ლაქტოზის აუტანლობას, რაც დიარეის  ერთერთი მექანიზმია.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი არ აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, გამოიყოფა განავალთან ერთად.

ჩვენებები:

  • ენზიმტალი გამოიყენება კვების დროს მიღებული ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების გადამუშავების დარღვევით გამოწვეული მუცლის შებერვის დროს;
  • ვაგუსური ეტიოლოგიის აბდომინალური დისკომფორტი; ბოყინისა და პრეკარდიული სიმპტომებისას, რომელიც ვითარდება აირების ჭარბი გამოყოფის გამო.

მიღების წესი და დოზირება:

ყოველი ჭამისას მიიღება 1–2 დრაჟე, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლით. აუცილებლობისას დოზა და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი ეფექტები:

არ არის შემჩნეული

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

250C ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე,

ვადა: 1.5 წელი.

ენზიმინი – ENZIMIN – ЭНЗИМИН

მწარმოებელი: თურქეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური:

ფერმენტული პრეპარატი

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

პანკრეატინი – 170 მგ (რაც შეესაბამება ამილაზას 2040 მე Phr.eur., ლიპაზას 2550 მე Phr.eur. და პროტეაზას 170 მე Phr.eur. მინიმალურ აქტივობას);

სიმეთიკონი – 80 მგ.

საღებავი: ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ენზიმინი – კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს და სიმეთიკონს. პანკრეასის ფერმენტები მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში და ხელს უწყობენ მათ უკეთ შეწოვას წვრილ ნაწლავში. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს ისინი აკომპენსირებენ გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და ხსნიან კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. სიმეთიკონი წარმოადგენს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მეტეორიზმის განვითარებას. ენზიმინის ტაბლეტების გარსი იცავს ფერმენტებს კუჭის მჟავე გარემოში და უნარჩუნებს მათ აქტივობას.

ჩვენებები:

– კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა: მეტეორიზმი, მუკოვისციდოზი, ქრონიკული პანკრეატიტი, აეროფაგია;

– საკვების ათვისების დარღვევა (კუჭის, წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, საკვების დაჩქარებული ევაკუაცია);

– მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინ მეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);

– ნაწლავების ფერმენტული უკმარისობის თანდაყოლილი ფორმები (ცელიაკია, ძროხის რძის აუტანლობა).

გამოყენების წესი და დოზირება:

ენზიმინი მიიღება 1-2 ტაბლეტი ჭამის დროს, დაუღეჭავად.

დიაგნოსტიკური კვლევის წინ – 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს ორი დღის

განმავლობაში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი ექიმის დანიშნულების გარეშე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. ძალიან იშვიათია – გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები. დოზის გადაჭარბების დროს შესაძლებელია საფაღარათო ეფექტის გამოვლენა.

Don`t copy text!