Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 619

ენზაპროსტი® – F – ENZAPROST® -F – ЭНЗАПРОСТ® -Ф

საერთაშორისო დასახელება:

DINOPROST

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: დინოპროსტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიომეტრიუმის ტონუსისა და კუმშვადობის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

დინოპროსტი ……………….           5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის აცეტატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბუნებაში არსებული პროსტაგლანდინები იყოფა ჯგუფებად ციკლოპენტანური რგოლების არსებობის მიხედვით (პროსტაგლანდინები A,B,S,D  და სხვები). ისინი არ გროვდებიან ქსოვილებში და ხელახლა წარმოიქმნებიან მიკროსომული ფერმენტების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა ციკლოოქსიგენაზა, ორგანიზმში არსებული არაქიდონის მჟავის და მექანიკური ან ბაქტერიული გამღიზიანებლის საპასუხოდ. პროსტანოიდების წარმომქმნელთა შორის სამეანო პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება 3 პროსტაგლანდინს ПГЕ-1 (ალპოსტადინი), ПГЕ-2 (დინოპროსტონი), ПГF 2 ალფა (დინოპროსტი (ენზაპროსტი-F.)), რომლებიც იწვევენ მიომეტრიუმის კუმშვას და საშვილოსნოს ყელის მომწიფებას. პროსტაგლანდინი F2 ალფა – წარმოადგენს E2 აღდგენილ ფორმას (in vivo წარმოიქმნება პროსტაგლანდით E2-ის სპონტანური გარდაქმნით). პროსტაგლანდინები ყველა ორგანოსა და ქსოვილშია. ორსულობის დროს ამნიონში, ქორიონსა და პლაცენტაში ძლიერდება პროსტაგლანდინების სინთეზი, რითაც იზრდება პროსტაგლანდინების დონე დედის სისხლსა და სანაყოფე წყლებში.

დინოპროსტონი და დინოპროსტი (ენზაპროსტი – F) იწვევენ ფოსფოლიპაზა C-ს აქტივაციას, ზრდიან უჯრედული მემბრანების შეღწევადობას, კალციუმისათვის, რითაც ზრდიან კალციუმის იონების უჯრედშიდა დონეს, რაც იწვევს მიომეტრიუმის შეკუმშვას. ისინი აგრეთვე მონაწილეობენ საშვილოსნოს ყელის მომწიფებაში. როგორც პროსტაგლანდინ E2-ს, ასევე პროსტაგლანდინ E2-ალფას გააჩნიათ თავიანთი სპეციფიური, ე.წ. უპირატესი რეცეპტორები გლუვი კუნთვის უჯრედებზე და მათი მოქმედება მოდულირდება სპეციფიური რეცეპტორის დახმარებით სამიზნე უჯრედების მემბრანებზე.

უფრო მეტიც, პროსტაგლანდინები აინდუცირებენ ნექსუსების წარმოქმნას, რომლებიც აუმჯობესებენ სიგნალების გადაცემას მიომეტრიუმში და ხელს უწყობენ ოქსიტოცინის რეცეპტორების გაძლიერებულ აქტივობას საშვილოსნოში.

სხვა მოქმედებები: პროსტაგლანდინების ადგილობრივი შეყვანა იწვევს შემაერთებელი ქსოვილის გამოხატულ, მრავალკეროვან გაფხვიერებას “აქტიური” ფიბრობლასტებით, რომლებიც ხასიათდება ციტოპლაზმის წვრილმარცვლოვანი გაფხვიერებით, მიტოქონდრიების ვაკუოლიზირებული სახის გადიდებით და ასევე ვეზიკულური სისტემების რაოდენობის გაზრდით უჯრედის პერიფერიულ ნაწილში. ამასთანავე ორმაგდება კოლაგენაზების აქტივობა, ელასტაზის აქტიურობა იზრდება დაახლოებით 7-ჯერ და შეიმჩნევა ჰიალურონიდაზას დონის მნიშვნელოვანი მატება. ეს ფაქტორები დიდ როლს თამაშობენ საშვილოსნოს ყელის “მომწიფებაში” (დარბილებაში).

კოლაგენაზები ძირითადად წარმოიქმნება ნეიტროფილური გრანულოციტებისგან, რომლებიც ისევე, როგორც, დროული მშობიარობის დროს, დიდი რაოდენობით გროვდებიან ცერვიკალურ სტრომაში პროსტაგლანდინების შეყვანის შემდეგ. პროსტაგლანდინებით შუალედური ბუნებრივი უჯრედქილერების (ПКУ მომატებული აქტივობა ასევე ხელს უწყობს მშობიარობის მექანიზმს და თვითნებურ აბორტს, ამის შედეგად პროსტაგლანდინებს შეუძლიათ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყონ საშვილოსნოს ყელის მომწიფებას და, მეორეს მხრივ, სამშობიარო მოქმედების სტიმულირებას. ორივე ეფექტი გამოიყენება თერაპიულ პრაქტიკაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: დინოპროსტი (ენზაპროსტი-F) ნელა შეიწოვება სანაყოფე სითხიდან სისხლის ცენტრალურ მიმოქცევაში.

მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო: 6-10 საათი ინტრაამნიური შეყვანის შემდეგ ერთჯერადი დოზით 40 მგ.

Cmax – 3-7 ნანოგრამი დინოპროსტი/მლ (ენზაპროსტი-F).

ბიოტრანსფორმაცია: ფერმენტული ჟანგვა ძირითადად მიმდინარეობს დედის ორგანიზმის ფილტვებსა და ღვიძლში. დინოპროსტი (ენზაპროსტი-F) მოქმედებას განიცდის 15-OH-დეჰიდროგენაზისგან, რის შედეგადაც წარმოიქმნება შუალედური კეტონი, რომელიც იჟანგება 2-3-ნიდორ-6-კეტო- PGE1-ალფამდე.

გამოყოფა: მეტაბოლიზდება უპირატესად თირკმელით, ხოლო 5% – განავლით.

დინოპროსტი (ენზაპროსტი-F)-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი ამნიონური სითხიდან შეადგენს 3-6 საათს. მიღებული მონაცემების თანახმად, ნახევარგამოყოფის პერიოდი (ენზაპროსტი-F) პლაზმიდან გრძელდება 1 წუთზე ნაკლებ დროს.

ჩვენებები:

ენზაპროსტი-F-ის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სტაციონარში.

ორსულობის შეწყვეტა მეორე ტრიმესტრის დროს შემდეგ შემთხვევებში:

  • არასრული სპონტანური აბორტი, საშვილოსნოში ნაყოფის სიკვდილი, ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევები, სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი განვითარების მანკები, განსაზღვრული ულტრაბგერითი და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკის დახმარებით;
  • როდესაც ხელოვნური აბორტის ჩატარება შეუძლებლი იყო დედის ავადმყოფობის ან მისი გაუარესების გამო ორსულობის მეორე ტრიმესტრამდე.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ ინტრაამნიალურად და საშვილოსნოს არეში. ინტრაამნიალური შეყვანა შესაძლებელია მუცლის კედლიდან (ტრანსაბდომინალურად) ან საშოს თაღის მეშვეობით.

ტრანსაბდომინალური გამოყენება: ავადმყოფმა ჩარევის წინ უნდა დაცალოს შარდის ბუშტი. მუცლის კანის დეზინფექციის შემდეგ ტარდება ამნიოცენტეზი ადგილობრივი ანესთეზიით, მუცლის თეთრ ხაზზე სიმფიზიდან 3-4 თითით ზემოთ. ამნიოცენტეზისთვის საჭიროა გამოყენებული იქნას ერთჯერადი მოხმარების 20 G ან 22 G საპუნქციო ნემსი.

სანაყოფე სითხის ამოტუმბვისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნემსის წვერი იმყოფება ამნიონის ბუშტში. ამნიონურ არეში შეჰყავთ 25 მგ ენზაპროსტი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა განმეორებით 8-12 საათში, დატოვებული პლასტმასის ამნიონური კანულის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ ამოტუმბვის შედეგად გამოჩნდა სისხლი ან სანაყოფე სითხეში შერეული სისხლი, მაშინ პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება, ჩარევამდე აუცილებელია პლაცენტის მიმაგრების ადგილის დადგენა ულტრაბგერით გამოკვლევით).

საშოს თაღიდან შეყანა:

– საჭიროა შარდის ბუშტის დაცლა;

– საშოს გახსნის შემდეგ ხდება მისი დეზინფექცია;

– საშვილოსნოს ხილული ნაწილის ფიქსაცია;

– წინა და უკანა თაღის მეშვეობით შეჰყავთ ნემსი ამნიონურ ბუშტში;

– სანაყოფე სითხის რამდენიმე მილილიტრის ამოტუმბვისას უნდა დავრწმუნდეთ ნემსის სწორ მდებარეობაში;

– სუფთა სისხლის მიღებისას (მინარევების გარეშე) შეყავთ 25 მგ ენზაპროსტი. ეს პროცედურა შესაძლებელია განმეორდეს. საშვილოსნოს მოტორიკა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, საშვილოსნოს მილის გაფართოების ხარისხი მანუალური ტოკოგრაფიული განსაზღვრით. პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში 8-12 საათის შემდეგ მეორდება ენზაპროსტი-F-ის შეყვანა და აუცილებლობის შემთხვევაში შეყავთ ოქსიტოცინის ინფუზია; თუ თვითნებური აბორტი არ მთავრდება 12 საათის განმავლობაში, საჭიროა ორსულის უფრო დეტალური გამოკვლევა (პულსი, ტემპერატურა, ლეიკოციტების რიცხვი).

ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატის მუდმივი დონის მისაღწევად (განსაკუთრებით პათოლოგიური ორსულობისას) აუცილებელია გამოვიყენოთ ინფუზიური ტუმბო. ამისათვის, ავტორთა რეკომენდაციით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინფუზიური სისტემა Cardiff. ზემოთ აღნიშნული ჩარევები (აბორტის ტიპის) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ სტაციონარებში, სადაც არის გინეკოლოგიური და სამშობიარო განყოფილებები და ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

საშვილოსნოს არეში შეყვანა

პრეპარატის საშვილოსნოს არეში ხანგრძლივი შესხურება:

ენზაპროსტი-F საინექციო ხსნარის ხანგრძლივი შესხურება საშვილოსნოს არეში აუცილეებლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადრე მიღებული სამკურნალო თერაპია (ოქსიტოცინი, მეთილ-ერგონოვინი) ან საშვილოსნოს მასაჟი მძიმე სისხლდენის შეჩერების დროს იყო უშედეგო, რაც გამოწვეული იყო საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი ატონიით.

ფოლის კათეტერს ათავსებენ საშვილოსნოს არეში და იმისთვის, რომ იგი დარჩეს საშვილოსნოს არეში, ბოლომდე ავსებენ 5 მლ-იანი NaCl ფიზიოლოგიური ხსნარით. კათეტერი მიერთებულია ინფუზიურ ბალონთან, რომელიც შეიცავს ენზაპროსტ- F 20 მლ-ს. განზავებული NaCl ფიზიოლოგიურ ხსნარში (შესასხურებელი სითხის საერთო მოცულობაა – 500 მლ).

საშვილოსნოს არეში პრეპარატის შეყვანის სიჩქარეა პირველ 10 წუთში – 3-4 მლ/წთ; შემდეგ შეყვანის სიჩქარეს ამცირებენ 1 მლ/წთ-მდე შემდეგი 12-24 საათის განმავლობაში. საკეისრო კვეთის დროს ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ფოლის კათეტერს ათავსებენ საშვილოსნოს არეში და გამოჰყავთ საშოდან; ამის შემდეგ აუცილებელია ბალონის ავსება და საშვილოსნოს დახურვა.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად შეინიშნება: კუჭის აშლა (დაახლოებით 16%), გულისრევა (დაახლოებით 25%), კუჭის სპაზმი ან ტკივილი (დაახლოებით 25%), ღებინება (დაახლოებით 57%).

იშვიათად შეინიშნება შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი, პერიფერიული სისხლძარღვთა სპაზმი, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, II ხარისხის წინაგულისა და პარკუჭის ბლოკადა, კუმშვის შეგრძნება ან გულმკერდის მიდამოში ტკივილი;

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

დიპლოპია, პარესთეზია;

კუჭ-ნაწლავთა სისტემის  მხრივ: კუჭის მიდამოში ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი. ნაწლავების დამბლა;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფოს დარღვევა, ჰემატურია, შარდის შეკავება, აბორტის დროს ტკივილი საშვილოსნოში, საშვილოსნოს ჰიპერტონუსი;

სხვა გვერდითი ეფექტები: თვალების წვა, ტკივილი ზურგის, ფეხის და მხრების არეში, სახსრების ტკივილი, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება.

იშვიათად შეიმჩნევა: (>1%)

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი ხველა;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილები, მოთენთილობა, დაძაბულობის შეგრძნება;

სხვა გვერდითი მოვლენები: ჟრუანტელი, შეციება ან გაძლიერებულ ოფლის გამოყოფა, დროებითი ციებ-ცხელება, კანის სიწითლე, სარძევე ჯირკვლების გადიდება, ძუძუს თავების წვის შეგრძნება, ინექციის ადგილის ტკივილი ან ანთება, წყურვილის გრძნობის გაძლიერება.

უკუჩვენებები:

*ალერგია დინოპროსტის (ენზაპროსტ-F) მიმართ ან სხვა უტეროტონურ სამკურნალო პრეპარატებზე, მათ შორის ანმნეზში;

*ანატომიურად და კლინიკურად შევიწროებული მენჯი ან ნაყოფის არასწორი მდებარეობ;

*ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვების დარღვევების აქტიური ფაზა;

*წყლულოვანი კოლიტის აქტიური ფაზა, კრონის დაავადება;

*თირეოტოქსიკოზი;

*მწვავე ინფექციები, საშარდე სისტემის ან მუცლის მიდამოს ორგანოების ანთება (მაგალითად გამოხატული ქორიოამნიონიტი, საშვილოსნოს ყელის სპაზმის გამომწვევი კლინიკურად მნიშვნელოვანი ცერვიციტი, რომლის აცილებაც აუცილებელია) ან უკვე მოხდა ნაყოფის ახლო გარსის დარღვევა (სისხლძარღვთა მიერ დინოპროსტის შეწოვის მომატებული რისკი).

*ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია;

*გლაუკომა;

*არტერიული ჰიპერტენზია (160 მმ ვწს და მეტი).

განსაკუთრებული მითითებები:

შემდეგ შემთხვევეშია აუცილებელია თერაპიის რისკის/სარგებელის შეფასება.

*გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულის დაავადებები, მწვავე სიმპტომებით; ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია ანამნეზში ან ამჟამად.

*ცენტრალური ნერვული სისტემა: ეპილეფსია-ანამნეზში ან ამჟამად.

*ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ანამნეზში ან ამჟამად.

*კუჭ-ნაწლავთა დაავადებები: ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე დაავადებები – ამჟამად ან ანამნეზში.

*შარდ-სასქესო სისტემა: თირკმელის მწვავე დაავადება – ამჟამად ან ანამნეზში;

*პრეეკლამფსია, საშვილოსნოს ყელის შევიწროება, საშვილოსნოს ყელის კუნთის ან საშვილოსნოს შემაერთებელი ქსოვილის სიმსივნე. საშვილოსნოზე ადრე ჩატარებული ქირურგიული ჩარევა (იზრდება საშვილოსნოს რუბტურის რისკი), არაერთხელ ნამშობიარებ ქალებში.

*სხვა შემთხვევები: ანემია ანამნეზში.

შემთხვევითი შეწოვის შემთხვევაშა შეიძლება გამოწვეულ იქნას გულისრევა, ღებინება, ბრონქული სპაზმი, პერეფერიული სისხლძარღვთა სპაზმი. გულყრა, საერთო სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა ან პანიკის შეგრძნება, მაგრამ ვინაიდან ენზაპროსტ-F ახასიათებს სწრაფი მეტაბოლიზმი, ყველა მოვლენა მოკლევადიანი და გარდამავალია (15-30 წთ.) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

ჩარევის შემდგომ აუცილებელია ადექვატური გამოკლევა ორსულობის სრული დასრულების დადგენის მიზნით. მას შემდეგ, რაც დაწყებულია ორსულობის შეწყვეტა დინოპროსტით, საჭიროა მისი დასრულებისათვის ყველაფრის გაკეთება, რადგანაც პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნები:

ჩვეულებრივი დოზირებისას გამოვლენილი ეფექტები, მაგრამ არსებითად მეტად გამოხატულ ხარისხში: გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სპეციალური თერაპია: აუცილებლობის შემთხვევაში ამნიონის ბუშტის ქირურგიული გაკვეთა (სამკურნალო პრეპარატის შემცველი რეზერვუარის გაკვეთა). ხელშემწყობი თერაპია: განსაკუთრებული მნიშნელობა აქვთ დიდი რაოდენობით სითხის ინფუზიას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოქსიტოცინისა და ერგომეტრინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული მოქმედება, ასევე გვერდითი ეფექტების გაძლიერება:

პრემედიკაცია:

გვერდითი მოვლენების გამორიცხვისა და ტკივილის შესამცირებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კომბინაციები:

კომბინაცია   ა             ბ          გ          დ

დალარგანი   100მგ    100მგ    100მგ      50მგ

პიპოლფენი     –          50მგ     50მგ         –

ატროპინი     0.05მგ      –        0.50მგ     0.25მგ

სედუქსენი    10მგ          –           –           –

ყოველთვის სასურველია მომზადების პერიოდში დალარგანისა და ატროპინის მიღება.

ზემოთ მოყვანილი კომბინაციებიდან ერთ-ერთის ინტრავენურად შეყვანა მიზანშეწონილია უშუალოდ ენზაპროსტის შეყვანამდე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ენზალ D – ENZAL D – ЭНЗАЛ D

მწარმოებელი:

ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: სტრიპში 6 კაფს., შეფუთვაში 5 სტრიპი.

1 კაფს.

პეპსინი (1:3000)  …………………………………..  .    10 მგ

სოკოვანი დიასტაზა (1:1200)  …………………..        50 მგ

ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი …………… …      60 მგ

ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი ……..       100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ცელულოზის აცეტატფთალატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენზალ D წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

პეპსინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება პეპტიდ-ჰიდროლაზების ჯგუფს. იგი გამომუშავდება კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებში არააქტიური ფორმით – პროფერმენტ პეპსინოგენის სახით, რომელიც კუჭის შიგთავსში მარილმჟავას ზემოქმედებით გარდაიქმნება აქტიურ ფერმენტ პეპსინად. პეპსინი იწვევს პეპტიდური ბმების ჰიდროლიზს და შლის პრაქტიკულად ყველა ბუნებრივ ცილას, პროტამინებისა და კერატინების გარდა. ფერმენტი აკატალიზებს ტრანსპეპტიდირების რეაქციას. პეპსინი ოპტიმალურ აქტივობას ავლენს pH 2.0-ზე. დაახლოებით pH 5.0-ზე გარდაქმნის კაზეინოგენს კაზეინად და იწვევს რძის შეხაჭოებას. pH-ის მომატების შემთხვევაში ფერმენტის აქტივობა მცირდება. იგი იშლება 12-გოჯა ნაწლავში პანკრეასის ფერმენტების ზემოქმედებით.

სოკოვანი დიასტაზა წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც მიიღება სოკო Aspergillus oryzae-ს კულტურისაგან. იგი შეიცავს ორი ტიპის ამილაზას: α-ამილაზასა და β-ამილაზას, რომლებიც იწვევს ნახშირწყლების (სახამებლის, გლიკოგენისა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტების) დაშლას, პეპტიდური ბმებისა და მაღალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების გლიცერინის ეთერების ჰიდროლიზს. ფერმენტი ხასიათდება ამილოლიზური აქტივობის ფართო სპექტრით. დისტაზას პროტეო- და ლიპოლიზური აქტივობა ნაკლებადაა გამოხატული. სოკოვანი დიასტაზა, პანკრეასული ფერმენტებისაგან განსხვავებით, აქტიურია როგორც კუჭის მჟავე, ისე ნაწლავების ტუტე არეში (pH 3.5-7.0). ფერმენტი ოპტიმალურ აქტივობას ავლენს pH 5.0-ზე.

ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი კონიუგირებული ნაღვლის მჟავების მარილების – ნატრიუმის ტაუროქოლატისა და ნატრიუმის გლიკოქოლატის კომპლექსია. აღნიშნული მარილები წარმოადგენს ქოლის მჟავას ნატრიუმის მარილების კონიუგატებს ამინომჟავებთან – ტაურინთან და გლიცინთან, ნაღვლის მჟავების მარილები განაპირობებს ნაწლავებში ცხიმების ემულგირებას, რითაც აადვილებს მათ კონტაქტს საჭმლის მომნელებელი წვენის ფერმენტებთან, ააქტივებს ლიპაზას და ზრდის ცხიმების, ქოლესტერინისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების აბსორბციას; წარმოქმნის კომპლექსებს ლეციტინთან და ქოლესტერინთან, აკავებს მათ ნაღველში შეწონილ მდგომარეობაში. ნაღვლის მჟავების მარილების სინთეზი ხდება ღვიძლში. დღე-ღამეში წარმოიქმნება 200-600 მგ-მდე მარილი. ნაღვლის მარილების ნაკლებობის შემთხვევაში ქოლესტერინი დაილექება ნაღვლის ბუშტში და წარმოქმნის ნაღვლის კენჭებს. ორგანიზმში მათი დამატებითი შეყვანა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს ნაღვლის კენჭების ლიზისს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ნატრიუმის დიოქსილსულფოსუქცინატი წარმოადგენს ნაწლავების შიგთავსის დამარბილებელ საფაღარათო საშუალებას, ანიონურ სურფაქტანტს. პრეპარატი ზრდის სითხის პენეტრაციას ფეკალურ მასებში, რაც იწვევს მათ დარბილებას და აადვილებს ევაკუაციას. საფაღარათო მოქმედება ვლინდება მიღებიდან საშუალოდ 6-12 სთ-ში.

ფარმაკოკინეტიკა:

პეპსინისა და სოკოვანი დიასტაზას ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი პერორალური მიღებისას შეიწოვება ნაწლავებიდან და ღვიძლში მოხვედრის შემდეგ კვლავ გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამრიგად, ერთვება იმავე ციკლურ პროცესში (ენტეროჰეპატური ცირკულაცია), რომელშიც მონაწილეობს ნაღვლის მჟავების ენდოგენური მარილები.

ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები:

  • ენზალ D გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ისე კომპლექსური თერაპიის სახით მალაბსბორბციის სინდრომის დროს, რომელიც აღინიშნება დაბალი მჟავიანობით (ჰიპოაციდური მდგომარეობა მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება არაწყლულოვანი ფუნქციური დისპეფსიის დროს, ასევე ჯანმრთელ პირებში არადიეტური და ჭარბი საკვების მიღებისას.
  • ენზალ D ეფექტურად ხსნის შეკრულობას და ინიშნება ზედმეტი დაძაბვის შესამცირებლად დეფეკაციის დროს, მაგ., ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:

ენზალ D ინიშნება პერორალურად 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

იშვიათად მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები – კანის სიწითლე (განსაკუთრებით სახისა და კისრის არეში), გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;

*მწვავე პანკრეატიტი;

*ნაწლავების გაუვალობა;

*ჰემორაგიული პროქტიტი და კოლიტი;

*აპენდიციტი;

*სანაღვლე გზების გაუვალობა;

*ღვიძლის მწვავე უკმარისობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა მწვავე დაავადებები;

*უცნობი ეტიოლოგიის აბდომინალური ტკივილი, მწვავე ცხელება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტორანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-პრეპარატის ეფექტი მცირდება ანტაციდებთან, მძიმე ლითონებთან, ტანინთან, ეთანილთან ერთდროული გამოყენებისას.

-ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, აადვილებს სხვა სამკურნალო საშუალების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი აქტივობისა და სავარაუდოდ, ტოქსიკური მოქმედების გაზრდა.

-ერთდროული მიღებისას ენზალ D ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას გვერდით ეფექტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1.5 წელი.

 

 

ენდოქსანი – ENDOXAN – ЭНДОКСАН

საერთაშორისო დასახელება:
CYCLOPHOSPHAMIDE
მწარმოებელი: BAXTER GERMANY
მოქმედი ნივთიერება: ციკლოფოსფამიდი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; მაალკირებელი ნაერთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
200მგ – 1გ ი/ვ ინექციისთვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მისი ანტიკანცეროგენული მოქმედება რეალიზდება უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებში, სადაც იგი იშლება ფოსფატაზების ზეგავლენით, აქტიური კომპონენტის წარმოქმნით, რომელსაც ახასიათებს მაალკირებელი მოქმედება.
ჩვენებები:
მწვავე ლიმფობლასტური და ქრონიკული ლიმფოლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი, არახოჯკინის ლიმფომა, მრავლობითი მიელომა, სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, ფილტვის, შარდის ბუშტის და წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ნეირობლასტომა, რეტინობლასტომა, ჰერმინოგენული და საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, რბილი ქსოვილების სარკომა, რეტიკულო სარკომა, იუნგის სარკომა, ვილმსის სიმსივნე.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები:
გამოვლინებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია ან ანემია. 
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე. 
კანის მხრივ: ხშირად ალოპეცია, კანზე გამონაყარი, პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი/ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შარდის ბუშტის ფიბროზი, შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. იმუნოსუპრესიის დროს შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა რ არის რეკომენდებული.
კარდიოტოკსიკურობის ნიშნები: გულის შეგუბებითი უკმარისობა ლეტალური გამოსავალით, მძიმე მიოკარდიტი, ძლიერდება დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიური მოქმედება.
სასუნთქი გზების მხრივ: ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი.
რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა, სტერილობა.
დოზირება:
50–100მგ/მ2 შეჰყავთ გახსნილი საინექციო წყალში ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით. 

ენგისტოლი – ENGYSTOL – ЭНГИСТОЛ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორი: ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Vincetoxicum hirundinaria  D6 ……………..      75 მგ

Vincetoxicum hirundinaria D10 ………………    75 მგ

Vincetoxicum hirundinaria  D30 ………………   75 მგ

Sulfur D4     ……………………………………… 37.5 მგ

Sulfur  D10    ……………………………………. 37.5 მგ

აგრეთვე მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხასიათდება არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივებით.

ჩვენებები:

  • არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება, განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდი, აფტოზური სტომატიტი;
  • კანის სხვადასხვა დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზემა, ფურუნკულოზი და სხვა.);
  • სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ყივანახველა, პნევმონია, ასთმა);
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – სეპტიკური ენდოკარდიტი;
  • შაკიკის, ნევრალგიების, კაუზალგიის, ყველა სახის და ლოკალიზაციის ალერგიები (გაზაფხულის სურდოს ჩათვლით);
  • რევმატიული დაავადებები, პოდაგრა;
  • თირკმლების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტმის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ.

გვერდითი მოქმედება:

ცხელებით მიმდინარე მძიმე რეაქტიული ფაზებისას, მაგალითად, სეფსისის დროს, Engystol -ის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გაუარესება 3-5 სააათის განმავლობაში შემდგომი კომპენსაციის ფაზით.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ენგისტოლ ნ – ENGYSTOL N – ЭНГИСТОЛ N

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორი; ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50, ან 100 ც.

100 მლ

Vincetoxicum D 60 ……………      0.6 მლ

Vincetoxicum D 100   ………… .   0.6 მლ

Vincetoxicum D 30  …………….   0.6 მლ

Sulfur D 4    ………………………  0.3 მლ

Sulfur D 10    …………………….  0.3 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხასიათდება არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივებით.

ჩვენებები:

  • არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდი, აფტოზური სტომატიტი;
  • კანის სხვადასხვა დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზემა, ფურუნკულოზი და სხვა.);
  • სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ყივანახველა, პნევმონია, ასთმა);
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – სეპტიკური ედოკარდიტი;
  • შაკიკის, ნევრალგიების, კაუზალგიის, ყველა სახისა და ლოკალიზაციის ალერგიები (გაზაფხულის სურდოს ჩათვლით);
  • რევმატიული დაავადებები, პოდაგრა;
  • თირკმელების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

საინექციო ხსსნარი:

მწვავე შემთხვევებისას ყოველდღიურად 1 ამპულა;

სხვა შემთხვევაში 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ, ვენაში, კუნთებში ან კანქვეშ.

ვირუსული დაავადებებისას – 1 ამპულა ვენაში დღეში ერთხელ სრულ გამოჯანმრთელებამდე (ბავშვებისთვის კუნთებში ან კანქვეშ).

გვერდითი მოქმედება:

ცხელებით მიმდინარე მძიმე რეაქტიული ფაზებისას მაგალითად, სეფსისის დროს, ენგისტოლ ნ-ის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გაუარესება 3-5 საათის განმავლობაში შემდგომი კომპენსაციის ფაზით.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

ენაჰექსალი – ENAHEXAL – ЭНАГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL

მწარმოებელი: HEXAL AG

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ-ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი …………..    5 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი  ………….   10 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი …………    20 მგ

 

ვრცლად ენაპი

ენარენალი – ENARENAL – ЭНАРЕНАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ-ინჰიბიტორი; ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 60 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილი  …………………   5 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილი  …………………  10 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილი …………………   20 მგ

 

ვრცლად ენალაპრილი

ენაპრილ-H – ENAPRIL-H – ЭНАПРИЛ H

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: GENOM BIOTECH, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი +ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ. შეფუთვაში 2 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი  ………………   10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი ……………..   25 მგ

 

ვრცლად ენაპ H

ენაპი® – ENAP® – ЭНАП®

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL

მწარმოებელი: KRKA,სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი    ……………….    2.5 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი      ………………   5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 და 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

ენალაპარილის მალეატი  ………………..  10 მგ

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი …………………   20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი (მღებავი ნივთიერება E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენალაპარილი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის დათრგუნვასთან, რაც იწვევს ანგიოტენზინი-II-ის წარმოქმნას.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ შეიწოვება ენალაპრილის 60%. საკვების მიღება შეწოვაზე ზეგავლენას არ ახდენს. ღვიძლში ექვემდებარება მეტაბოლიზმს აქტიური მეტაბოლიტის ენალაპრილატის წარმოქმნით, რომელიც აგფ-ს უფრო აქტიური გარდამქმნელია, ვიდრე ენალაპრილი.

ენალაპრილატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 50-60%. შრატში ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაციები 3-4 საათში აღინიშნება, ენალაპარილის – 1 საათში. შრატში სტაბილური კონცენტრაციები აღინიშნება 4 დღეში.

ენალაპრილატი ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში, ჰებ-ს გარდა, მცირე რაოდენობა აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 11 საათს შეადგენს, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით – 60% (20% ენალაპრილის სახით და 40% ენალაპრილატის სახით), ნაწლავიდან – 33% (6% ენალაპრილის სახით და 27% ენალაპრილატის სახით). გამოიდევნება ჰემოდიალიზის (სიჩქარე 62 მლ/წთ) და პერიტონული  დიალიზის დროს.

პრეპარატის მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 6-8 საათში. ეფექტი შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ზოგადი თერაპიული ეფექტი მიიღწევა რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის;
  • თირკმელების დაავადებისას მეორადი ჰიპერტენზიის (ასევე თირკმელების უკმარისობის და შაქრიანი დიაბეტით განპირობებული თირკმლის ფუნქციის დარღვევისას);
  • გულის ქრონიკული უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქციის (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა ყოველთვის ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით კორექტირდება.

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. დოზის კორექტირება დამოკიდებულია თერაპიული ეფექტის მიღწევაზე (არტერიული წნევის დაწევა). ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა 10-20 მგ-ს შეადგენს, საჭიროებისა და საკმარისად კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 40 მგ-მდე დღე-ღამეში. უფრო მაღალა დოზებისას მიზანშეწონილია 2 მიღებად დაყოფა. საწყისი დოზა ავადმყოფებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დიურეზულების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე, შეადგენს 2.5 მგ-ს ერთჯერადი დოზის სახით. რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ან სავარაუდო რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მკურნალობა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ენაპის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს მაქსიმალური კლინიკური ეფექტის მიღწევამდე, ჩვეულებრივ 2-4 კვირაში. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა 2.5-10 მგ-ს შეადგენს ერთჯერადი დოზის სახით; მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში.

მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქციის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღე-ღამეში 2-ჯერ. დოზის კორექტირება დამოკიდებულია ავადმყოფის მიერ პრეპარატის ამტანობაზე. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში 2-ჯერ.

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა თირკმელების დაავადების დროს: ენაპის დოზა განისაზღვრება თირკმლის ფუნქციის და/ან კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით. ავადმყოფებში 0.5 მლ/წ-ზე მეტი (30 მლ/წთ) კრეატინინის კლირენსით საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში; ავადმყოფებში 0.5 მლ/წ-ზე ნაკლები (30 მლ/წთ) კრეატინინის კლირენსით საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღე-ღამეში და თანდათან იზრდება კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები: ჰემოდიალიზის ჩატარების დღეს – 2.5 მგ; სხვა დღეებში ექიმი დოზას აკორექტირებს არტერიული წნევის მაჩვენებლების მიხედვით.

ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან მის შემდეგ. პრეპარატის მიღება უნდა ხდებოდეს რეგულარულად ერთი და იგივე დროს. თუ პაციენტმა გამოტოვა პრეპარატის მიღება, იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს, მაგრამ მხოლოდ არა იმ შემთხვევაში, თუ სქემით შემდეგი დოზის მიღებამდე მცირე დროა დარჩენილი. ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს სქემით შემდეგი დოზა და არ მიიღოს გამოტოვებული დოზა. არ შეიძლება დოზების გაორმაგება. ენაპით მკურნალობისას საჭიროა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და/ან პრეპარატის უფრო მოსახდენი დოზის განსაზღვრისას. სამედიცინო გამოკვლევების სიხშირეს ექიმი ადგენს.

ენაპით მკურნალობა ხანგრძლივია, ჩვეულებრივ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუ არ შეიქმნა მისი მიღების შეწყვეტისათვის საჭირო გარემოებები.

გვერდითი მოვლენები:

ენაპით მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ სუსტია, გავლითი ხასიათი აქვთ და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას არ საჭიროებენ:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:  აწ-ს ძლიერი დაწევა, ორთოსტატული კოლაფსი, იშვიათად – სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (ჩვეულებრივ დაკავშირებული აწ-ს ძლიერ დაწევასთან), არითმიები (წინაგულის ბრადი- და ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი), გულისცემა, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია, ტკივილები გულის არეში, გულყრა.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა (2-3%), ძალიან იშვიათად გონების დაბინდვა, მომატებული დაღლილობა, ძალიან იშვიათად მაღალი დოზების გამოყენებისას – ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზიები.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულარული აპარატის დარღვევები, სმენისა და მხედველობის დარღვევები, შუილი  ყურებში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირში სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური მოშლილობები (ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, გულისრევა, ტკივილები მუცლის არეში), ნაწლავის გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლისა და ნაღვლის გამოყოფის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე.

სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქციული მშრალი ხველა, ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, სახის, ენის, ტუჩების, ხმის ხვრელის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, დისფონია, პოლიმორფული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზირება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, ართრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკრეატინემია შარდოვანას შემცველობის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცველობის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (ავადმყოფებში აუტოიმუნური დაავადებებით), ეოზინოფილია.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევები, პროტეინურია.

სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს შემცირება.

თუ პაციენტი ამჩნევს ან ეჭვი აქვს პრეპარატის გამოყენებით განვითარებული გვერდითი ეფექტების არსებობაზე, უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა ენალაპრილის პრეპარატის სხვა კომპონენტებისა და აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ;

*ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

*პორფირია. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპებით ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია აგფ-ს ინჰიბიტორების წინამორბედ გამოყენებასთან (ალერგიული რეაქცია ტუჩების, სახის, კისრისა და შესაძლოა ხელებისა და ფეხების მკვეთრი შეშუპებით, რასაც ახლავს ხუთვა და ხმის ჩახლეჩვა), პაციენტებში, რომლებსაც როდესღაც აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ქალებში ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება. თუ დაორსულება ენაპით მკურნალობის პერიოდში ხდება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ექიმს უნდა ეცნობოს. იგი სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს დანიშნავს.

განსაკუთრებული მითითებები:

*ენაპი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტების მკურნალობისას თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით;

* გულის მძიმე ხარისხის იშემიური დაავადებით, მძიმე ცერებროვასკულარული დაავადებებით და პაციენტებში აორტის შესართავის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტენოზით ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდინების სხვა წინაღობით. ვინაიდან არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

*არტერიული ჰიპოტენზია (აწ-ს მკვეთრი დაწევა) შეიძლება აღინიშნოს (პირველ დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი) პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით, ასევე პაციენტებში წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევებით, რომლებიც განპირობებულია დიურეზულებით მკურნალობით, უმარილო დიეტით, დიარეით, ღებინებით ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. აწ-ს გამოხატული დაწევა როგორც წესი ვლინდება ღებინების, გულის შეკუმშვების გახშირებისა და გულისყრების სახით.

*ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დაბალი სათავეთი და გამოიძახოს ექიმი. არტერიული ჰიპოტენზია და მისი მძიმე შედეგები იშვიათად აღინიშნება და გავლითი ხასიათი გააჩნია. გავლითი არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატით მკურნალობის გასაგრძელებლად. როგორც კი არტერიული წნევა მოწესრიგდება პაციენტი ნორმალურად იტანს პრეპარატის შემდგომი დოზების მიღებას. არტერიული ჰიპოტენზიის პრევენცია შესაძლებელია ენაპით მკურნალობის დაწყებამდე დიურეზულებით მკურნალობის შეწყვეტით და უმარილო დიეტაზე უარის თქმით, თუ ეს შესაძლებელია. თუ ვითარდება არტერიული ჰიპოტენზიის რეციდივები, რომლებსაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, გულის შეკუმშვების გახშირება და გულყრა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ენაპით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება. ენაპით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება, განსაკუთრებით ავადმყოფებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან (როგორებიცაა სპირონოლაქტონი, ამილორიდი და ტრიამტერენი) ან კალიუმის შემცველ ტაბლეტებთან ერთად დანიშვნისას. ამიტომ ენაპისა და ამ პრეპარატების ერთად მიღებისას აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა. თუ ასეთი მკურნალობის პერიოდში პაციენტი გრძნობს კუნთების სისუსტეს ან გულის არარეგულარულ შეკუმშვებს, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

*ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს გამფილტრავი მემბრანების ზოგიერთი ტიპის გამოყენების გამო, რომლებიც გამოიყენება ჰემოდიალიზის ან სისხლის გაფილტვრის (აფერეზი) სხვა სახეობებისას. თუ ექიმი ასეთ მკურნალობას გეგმავს, მას უნდა ეცნობოს ენაპით მკურნალობის შესახებ.

*ფუტკრის შხამის მიმართ ალერგიის (დესენსიბილიზაცია) მკურნალობის პერიოდში შესაძლოა  აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.თუ ექიმი ასეთ მკურნალობას გეგმავს, მას უნდა ეცნობოს ენაპით მკურნალობის შესახებ.

* ბავშვების მკურნალობისას პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ამიტომ მისი ბავშვებში დანიშვნა არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომობილების მართვისა და/ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ცალკეულ პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ამგვარად, იგი ახდენს ირიბ ზეგავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

თუ პაციენტმა ერთ მიღებაზე მიიღო დიდი რაოდენობით ტაბლეტები, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზის სიმპტომები: აწ-ს ძლიერი დაწევა კოლაფსის, მიოკარდის ინფარქტის, ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების ან თრომბოემბოლური გართულებების, კრუნჩხვების, შიშების განვითარებამდე.

მკურნალობა: ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბალი სათავეთი. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმის შემცველელების მიღება, საჭიროების შემთხვევებში – ანგიოტენზინ II-ის ვენაში შეყვანა, ჰემოდიალიზი (ენალაპრილატის შეყვანის სიჩქარე 62 მლ/წთ).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან, ვინაიდან ალაკოჰოლი აძლიერებს ენალაპრილით არტერიული წნევის დაწევას.

ენალაპრილისა და დიურეზულების ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთად გამოყენება აძლიერებს ამ პრეპარატების ეფექტურობას. გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებად პრეპარატებთან (საგულე გლიკოზიდები) ურთიერთქმედებას კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ქირურგიული ჩარევის წინ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის მიერ ენალაპრილის მიღების შესახებ, ვინაიდან არსებობს ზოგადი ანესთეზიის დროს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ენალაპრილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან ასპირინის ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ენალაპრილის ეფექტურობა და გაზარდოს თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკი.

ზოგიერთი დიურეზულის (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) ერთდროულად გამოყენებამ და/ან კალიუმის შემცველი ტაბლეტების დამატებით დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება (ჰიპერკალიემია).

ენელეპრილი ასუსტებს თეოფილინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენება აძლიერებს ლითიუმის გვერდით მოქმედებას.

ციმეტიდინის შემცველი პრეპარატები ახანგრძლივებენ ენალაპრილის მოქმედებას. თუ პაციენტი უკვე იღებს ზემოაღნიშნულ პრეპარატებს ან მას ურჩევენ მათგან რომელიმეს გამოყენებას, აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს ენაპით მკურნალობის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

ენაპ® – HL – ENAP® – HL – ЭНАП® – HL

საერთაშორისო დასახელება:

ENAIAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: KRKA,სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი + ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი …………………..    10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი ………………….   12.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროქსისულფატი, ტალკი, ნატრიუმის ჰიდროქსიკარბონატი, მაგნიუმის  სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენაპ-HL არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ენალაპრილის მალეატს და ჰიდროქლოროთიაზიდს. პრეპარატს აქვს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ყველა სტადიის მკურნალობისას, როდესაც აუცილებელია კომბინირებული პრეპარატების გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. პრეპარატის ჩვეული დოზა შეადგენს ერთ-ორ ტაბლეტს დღეში. პრეპარატის დოზის კორექცია აუცილებელია პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა არასოდეს არ უნდა დაიწყოს ფიქსირებული კომბინაციით. ფიქსირებული კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია თითოეული აქტიური კომპონენტის შესაბამისი დოზის განსაზღვრა. თუკი სასურველი თერაპიული ეფექტი არ დგება, საჭიროა დღიური დოზის გაზრდა.

თუ პაციენტი უკვე იღებს დიურეტიკებს, რეკომენდირებულია დიურეტიკების დოზის შემცირება 2-3 დღით ადრე ან დიურეტიკების მოხსნა ენაპ-HL-ით მკურნალობის დაწყებამდე. რადგან არ მოხდეს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება. მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტმა ინფორმაცია არასასურველი (გვერდითი) ეფექტების შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გვერდითი ეფექტები მითითებულია ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენები მცირედაა გამოხატული და გარდამავალი ხასიათი აქვთ და შესაბამისად არ მოითხოვენ პრეპარატის მოხსნას. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება, გულისრევა, კუნთოვანი კრუნჩხვები, იშვიათად არტერიული ჰიპეტენზია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, მშრალი ხველა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, შარდოვანის, კრეატინინის ან ტრანსამინაზების  შემცველობის მომატება შრატში.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება პრეპარატის, მისი კომპონენტების, სულფანილშარდოვანას მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. *ანგიონევროზული შეშუპებისას ანამნეზში;

* თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი 265 მმლო/ლ (3 მგ/100 მლ), თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმისას, პორფირიისას, ორსულობის და ლაქტაციისას, ბავშვთა ასაკში.

განსაკუთრებული მითითებები:

აუცილებელია სიფრთხილე:

*თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წმ) უნდა მოვერიდოთ ენაპ-HL დანიშვნას თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზის შემთხვევაში ერთი თირკმლის შენახული ფუნქციის დროს. ამიტომ ვაზორენალურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ან მოცემული დაავადების ფარული ფორმის დროს მკურნალობა უნდა გააკონტროლოს გამოცდილმა სპეციალისტმა.

*ალოპურინოლის მიღებისას (ან ალოპურინოლთან კომბინაციისას), ციტოსტატიკების, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებისას აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან არსებობს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის განვითარების რისკი.

*აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ყველა იმ  შემთხვევაში, როდესაც ტარდება ანტიდიაბეტური მკურნალობა. ენალაპრილმა შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება. შესაბამისად შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია და გლუკოზის ხშირი კონტროლი.

*გამოხატული გულის უკმარისობის დროს და ჰიპონატრიემიის გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ან დისფუნქციის დროს, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის ფონზე, რომლის მიზეზია დიურეტიკების გამოყენება, უმარილო დიეტა, დიარეა, ღებინება ან ჰემოდიალიზია, შეიძლება ერთი ტაბლეტი ენაპ-HL გამოყენებისას განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია.

*არტერიული ჰიპოტენზიის აღმოჩენების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა, ფეხები აწიოს ზევით და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ხდება პლაზმის მოცულობის კორექცია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.

*ანგიონევროზული შეშუპების აღმოჩენების შემთხვევაში კისრის და სახის არეში, ასევე ენის, ხახის და ხორხის არეში, ჩვეულებრივ საკმარისია ენაპ – HL-ის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა. მძიმე შემთხვევაში აუცილებელია ანდრენალინის მიღება და სასუნთქი სისტემის გამტარობის უზრუნველყოფა (ინტუბაცია ან ლარინგოტომია).

*განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აორტის სტენოზისას ან სუბაორტალური  კუნთოვანი სტენოზის შემთხვევაში და გენერალიზებული ათეროსკლეროზისას. ენაპ- HL-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატოტომიისას.

*ანაფილაქსიური ეფექტის მომატებული რისკის  გამო ენაპ-HL დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ჰემოდიალილზე მყოფ პაციენტებში, როდესაც ჰემოდიალიზი ხორციელდება პოლიაკრილონიტრული მემბრანებით, უშუალოდ კრაზანის ან ფუტკრის შხამის დესენსიბილიზაციის წინ.

*განსაკუთრებული სიფრთხილეა აგრეთვე საჭირო სულფონილამიდებთან და სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენებისას.

*მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიოდულად სისხლში ელექტროლიტების, შარდოვანას, კრეატინინის და ღვიძლის ტრანსამინაზების და შარდში ცილის რაოდენობის კონტროლი.

*პარათირეოიდული ჯირკვლების  ფუნქციის გამოკვლევამდე პრეპარატით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანია არტერიული ჰიპოტენზია. არტერიული ჰიპოტენზიისას, რომელიც განპირობებულია პრეპარატის ზედმეტი დოზით, ჩვეულებრივ საკმარისია ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება ფეხების ზემოთ აწევით, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევაში აუცილებელი ხდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინფუზია. ჭარბი დოზირების შედარებით ხშირი სიმპტომებია: დიურეზის გახშირება, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა სახის მოშლით, კრუნჩხვებით, პარეზით, პარალიზური ილეუსით, ცნობიერების მოშლით (ასევე კომა), თირკმლის უკმარისობით, ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითებით, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით.

ტაბლეტების დიდი რაოდენობით პერორალური მიღების შემდეგ რეკომენდირებულია:

კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და საფაღარათო საშუალების მიღება. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის, სუნთქვის ფუნქციის, შარდოვანას კონცენტრაციის, კრეატინინის და ელექტროლიტების რაოდენობის და ასევე დიურეზის მონიტორინგი. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებისას აუცილებელია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა. შესაძლებელია ჰემოდილიაზის ჩატარებაც.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მიუხედავად იმისა, ექიმის მიერაა ისინი დანიშნული თუ არა. საკვების მიღება არ მოქმედებს ენაპ- HL შეწოვაზე. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოტიაზინის და ალკოჰოლის ერთდროული მიღება აძლიერებს ენაპ- HL ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

-ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა და ქოლესტერინამინის ან კოლესტიპოლის ერთდროული დანიშვნა ამცირებს ენაპ-HL მოქმედებას.

-ლითითუმის პრეპარატების და ენაპ- HL ერთდროული მიღება შეიძლება გართულდეს ლითიუმით ინტოქსიკაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამცირებენ ლითიუმის კლირენსს.

-კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირინოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენება ან კალიუმის დამატებითი მიღება შეიძლება დასრულდეს ჰიპერკალემიით.

-ალოპურინოლის, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია; ციკლოსპორინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

-სულფონილამიდების ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია). –

-აუცილებელია სიფრთხილე გლიკოზიდების პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან მათ ტოქსიკურ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია.

– კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.

-არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან არაპოლარიზირებული მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) ერთდროული მიღებისას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!