Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 620

ენაპ-H – ENAP-H – ЭНАП-H

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: KRKA,სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი  ……………   10 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი …………..     25 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენაპ-H წარმოადგენს ენალაპარილის მალეატისა და ჰიდროქლორთიაზიდის შემცველ კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.

ჩვენებები:

  • ყველა სტადიის არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა ხდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

რეკომენდებული საწყისი დოზაა 1-2 ტაბ. ერთხელ დღე-ღამეში.

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ფიქსირებული კომბინაციით რეკომენდებული არ არის. ფიქსირებული კომბინაციით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პრეპარატის შემადგენელი აქტიური კომპონენტების შესაბამისი დოზის დადგენა. პაციენტების უმეტესი ნაწილისათვის საკმარისია 50 მგ ჰიდროქლორთიაზიდი დღე-ღამეში, რის გამოც პრეპარატის 2 ტაბლეტზე მეტის დანიშვნა დღეღამის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა ენაპ-H-ის დოზის გაზრდა.

დიურეზული საშუალებებით პაციენტების ადრე მკურნალობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია მკურნალობის შეწყვეტა ან აღნიშნული პრეპარატების დოზის შემცირება 2-3 დღით ადრე ენაპ-H-ით მკურნალობის დაწყებამდე.

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

გვერდითი მოვლენები:

ხშირად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, ღებინება, კუნთების სპაზმები, იშვიათად არტერიული ჰიპოტენზია, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, მშრალი ხველება, რომელიც გაივლის რამდენიმე კვირის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, სისხლის შრატში შარდოვანას, კრეატინინის ან ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება.

უკუჩვენებები:

*ენაპ-H-ის ან მასში შემავალი ინგრედიენტების, ან სულფოამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*ავადმყოფებში ანგიონევროზული შეშუპებით ალერგიული რეაქცია ტუჩების, სახის, კისრის, მკვეთრი შეშუპებით, შესაძლებელია ხელებისა და ფეხების შეშუპება, რასაც თან ახლავს ხმის ჩახლეჩა და მოხრჩობის შეგრძნება;

*თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 265 მმოლ/ლ (3 მგ/100 მლ), თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;

*ორსულობა და ლაქტაცია;

*პორფირიით დაავადებული ავადმყოფები.

*რადგან ენაპ-H-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატი მათ არ ენიშნებათ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში (განსაკუთრებით ორსულობის II და III ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

*ენაპ-H სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებს (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წმ-ში).

*საჭიროა პრეპარატისაგან თავის შეკავება ავადმყოფებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით, ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზით.

*პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან და ინსულინთან ერთად, რადგან ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედების ეფექტს, ენალაპრილი კი აძლიერებს მათ მოქმედებას.

*არტერიული ჰიპოტენზია აღენიშნებათ (პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან რამოდენიმე სთ-ის შემდეგ) ავადმყოფებს გულის მწვავე უკმარისობით და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით, ღებინებით ან ჰემოდიალიზზე ყოფნით.

*ჰიპოტენზია ძირითადად ვლინდება გულის რითმის გახშირებით და წნევის დაქვეითებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს გულის წასვლა.

*ჰიპოტენზია და მის მძიმე თანამოვლენები იშვიათად ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.

*ჰიპოტენზიის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ღებინება, გულის რითმის გახშირება და გულის წასვლა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

*სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს მძიმე ხარისხის გულის იშემიური დაავადების, მძიმე ცერებროვასკულური დაავადებების და ავადმყოფებს ჰემოდინამიკურად გამოხატული აორტის სტენოზით (აორტის სარქველის შევიწროვება), ან მარცხენა პარკუჭიდან გადმოსროლილი სისხლის ნაკადის მიმართ სხვა სახის სტენოზის დროს, რადგან არსებობს ჰიპოტენზიის განვითარების და სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოებში სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების რისკი.

*საჭიროა ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.

*ენაპ-H-ით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პლაზმაში კალიუმის დონის მომატება განსაკუთრებით ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (როგორიცაა – სპირონოლაქტონი, ამილორიდი და ტრიამტერენი) ან კალიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მისი დანიშვნისას.

*ანგიონევროზული შეშუპების (სახის, ყელის, ენის, ხახის და ხორხის) შემთხვევაში საჭიროა ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა და მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ადრენალინის შეყვანა, ინტუბაცია ან ლარინგოტომია.

*ალერგიული რეაქციები შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემოდიალიზის ან სისხლის სხვა სახის ფილტრაციების დროს გამოყენებულმა გასაფილტრმა მემბრანებმა.

*იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია.

*პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ელექტროლიტების, შარდოვანას, კრეატინინის კონცენტრაციის, აგრეთვე ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და შარდში ცილის შემცველობის პერიოდული კონტროლი.

*პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე საჭიროა პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ენაპ-H-ის ერთდროული დანიშვნისას სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიზანებთან ერთად ძლიერდება მისი ეფექტურობა.

მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება, რადგან, ალკოჰოლი აძლიერებს ენაპ-H -ით სისხლის წნევის დაქვეითებას.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ენაპ-H -ის შეწოვის პროცესზე.

ანალგეტიკებმა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა საკვებში არსებულმა დიდი რაოდენობით მარილმა და ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთდროულმა დანიშვნამ, შესაძლებელია დააქვეითოს ენაპ-H-ის ეფექტურობა.

ლითიუმისა და ენაპ-H-ის ერთდროული გამოყენებით, ძლიერდება ლითიუმის გვერდითი ეფექტი. მისმა ერთდროულმა დანიშვნამ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) ან დამატებით კალიუმის შემცველ პრეპარატებთან, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია).

ენაპ-H-ის კომბინაციით ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან ან სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ვითარდება ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია, ამ დროს საჭიროა სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. ციკლოსპორინთან კომბინაციით ვითარდება თირკმელების უკმარისობა.

ენაპ-H-ის ერთდროული მიღებით სულფანილადებთან ან სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ვითარდება ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციის განვითარება).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ენაპ-H-ის სათითურას პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნის დროს, რადგან ჰიპოვოლემიის, ჰიპოკალიემიის და ჰიპომაგნიემიის გამო შესაძლებელია მათი ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება.

ენაპ-H-ის და კორტიკოსტეროიდების კომბინაციით ძლიერდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

არტერიული ჰიპონტეზიის წარმოშობის რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან პრეპარატთან ერთად არადეპოლარიზებული მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) გამოყენებით.

ჭარბი დოზირება:

ხშირად – არტერიული ჰიპოტენზია, რომლის დროსაც ავადმყოფს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა ოდნავ თავით ქვემოთ. შედარებით უფრო მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ინფუზია.

ჭარბი დოზირების შედარებით ხშირი სიმპტომებია აგრეთვე: გაძლიერებული დიურეზი, კრუჩხვები, პარეზი, ილეუსი, დამბლა, მეხსიერების დაბინდვა (აგრეთვე კომა), თირკმელების უკმარისობა, ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითება სისხლის შრატში, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, რათა ენაპ-H გამოიდევნოს კუჭიდან, გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო პრეპარატების მიღება და შემდეგ ექიმის გამოძახება.

შესაძლებელია ჰემოდიალიზის ჩატარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ენაპ – HL 20 – ENAP-HL 20 – ЭНАП – HL 20

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზადი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი  ………….  20 მგ

ჰიდროქლორთიაზადი …………… 12.5 მგ

 

ვრცლად ენაპ HL (დოზირება ინდივიდუალური)

ენალაპრილი H – ENALAPRIL H – ЭНАЛАПРИЛ H

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი ………………………..    10 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი ……………………….     25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ ჰიპოტენზიურ საშუალებას. ორგანიზმში პერორალურად მიღებული ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენს ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბირებას. ამის შედეგად, მცირდება ანგიონტენზინ II-ის კონცენტრაცია პლაზმაში და ითრგუნება ალდოსტერონის გამომუშავება. რენინ-ანგიტოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის ჰიპოტენზიური მოქმედება უფრო ძლიერად არის გამოხატული, ვიდრე თითოეული მათგანის ცალკე აღებული ეფექტი. ამასთანავე იგი ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს.

ფარმაკოკინეტიკა:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება პრეპარატის 60%. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. პრეპარატის გამოყენებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევრადდაშლის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 საათს.

ჩვენებები:

  • ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი. ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ, ამიტომ რეკომენდებული არაა პრეპარატის დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება. სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, ენალაპრილ H-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხველება, გამოყარი კანზე. იდიოსინკრაზიის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადექვატური თერაპია. სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატებისას ენალაპრილი დროებით უნდა მოიხსნას და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ლაბორატორიული პარამეტრების კონტროლის ქვეშ კვლავ დაინიშნოს.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

*ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება;

*თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

*ორსულობისა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი;

*14 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

*სიფრთხილე საჭიროა თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, ენალაპრილმა ალოპურინოლთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, საჭიროა ელექტროლიტებისადა ტრანსამინაზების აქტივობის კონტროლი.

პრეპარატის მოქმედებას აძლიერებენ: ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სხვა ჰიპონტეზიური საშუალებები, ალკოჰოლი.

პრეპარატის მოქმედებას ამცირებენ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალებები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

ენალაპრილი – ENALAPRIL – ЭНАЛАПРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

ENALAPRIL

მწარმოებელი: GMP

მოქმედი ნივთიერება: ენალაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ-ინჰიბიტორი; ჰიპოტენზიური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ენალაპრილის მალეატი  ……………….  10 მგ

 

ვრცლად ენაპი

ემფეტალი – EMFETAL – ЭМФЕТАЛ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინები

ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატის სახით)

400 მკგ

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდის სახით)

1.1 მგ

ვიტამინი B 2 (რიბოფლავინი)

0.8 მგ

ვიტამინი B 5 (კალციუმის პანტოთენატის სახით)

4.5 მგ

ვიტამინი B 6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის სახით)

1.5 მგ

ვიტამინი B 9 (ფოლის მჟავა)

200 მკგ

ვიტამინი B 12 (ციანოკობალამინი)

1.5 მკგ

ვიტამინი C (ნატრიუმის ასკორბატის სახით)

45 მგ

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

5 მკგ

ვიტამინი E (DL-α ტოკოფეროლის აცეტატის სახით)

10 მგ

ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი)

13.5   მგ

ვიტამინი H (ბიოტინი)

75 მკგ

მაკრო- და მიკროელემენტები

კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით)

 

160 მგ

 

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით)

 

45 მგ

რკინა (რკინის ფუმარატის სახით)

 

13.5 მგ

თუთია (თუთიის ოქსიდის სახით)

 

7.5 მგ

მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით)

 

0.9 მგ

სპილენძი (სპილენძის სულფატის სახით)

 

0.45 მგ

იოდი (კალიუმის იოდიდის სახით)

 

100 მკგ

მოლიბდენი (ნატრიუმის

 

22.5 მკგ

სელენიუმი (ნატრიუმის სელენიტის სახით)

 

20 მკგ

ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით)

 

12.5 მკგ

 

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლიდონი K25, კროსპოვიდონი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ფრაქციონირებული ქოქოსის ზეთი, მალტოდექსტრინი, პოლიდექსტროზა, ტალკი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ემფეტალი – კომბინირებული პრეპარატი ორსულთათვის და მეძუძური ქალებისათვის. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ეფექტებით.

ვიტამინები მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით.

მინერალური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებია, რომლებიც მონაწილეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებაში, ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში.

ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს.

ვიტამინი B1 წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში. თიამინი მონაწილეობს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტების წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის უკმარისობა იწვევს ბერი-ბერისა (სპეციფიური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრული ფსიქოზი) სინდრომების განვითარებას.

ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ., კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთი, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში. მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების ცვლასა და აცეტილქოლინის სინთეზში.

ვიტამინი B6 ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, ნერვული სისტემის ფუნქციას, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს.

ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.

ვიტამინი B12 ხასიათდება იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აღადგენს ნერვული უჯრედის სტრუქტურას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას.

ვიტამინი C ხასიათდება აღმდგენი თვისებებით, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტი) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და აძლიერებს პერისტალტიკას.

ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის გაძლიერების გზით, ასევე ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის ხარჯზე. ფარისებრი, პარათირეოიდული და სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე ზეგავლენით უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.

ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვკუნთოვანი გარსის ფორმირებაში.

ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას.

ვიტამინი H შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებს ამინომჟავებისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლას.

კალციუმი ძვლის ქსოვილის საფუძველია, ააქტიურებს რიგ უმნიშვნელოვანეს ფერმენტებს, ხელს უწყობს ორგანიზმში იონური წონასწორობის შენარჩუნებას, ზეგავლენას ახდენს ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებში მიმდინარე პროცესებზე.

მაგნიუმი აკონტროლებს ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლას, ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი (ხსნის სპაზმებს) თვისებებით, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აგრეთვე, ამცირებს ნერვულ აგზნებულობას. მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას სისხლძარღვთა კედელში. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის, B ჯგუფის,C და E ვიტამინების ათვისებას, ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას, სისხლში არსებული შაქრის ენერგიად გარდაქმნას.

რკინა – ერითროპოეზის მასტიმულირებელი მიკროელემენტი. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში; შექცევითად იკავშირებს ჟანგბადს და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლწარმოქმნის პროცესში. მარილის სახით რკინის მიღებისას სწრაფად ხდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შევსება.

თუთია ადამიანის ორგანიზმში 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია, ის აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ფორმული ელემენტების წარმოქმნისათვის. მონაწილეობს მხედველობის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებაში.

მანგანუმი აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების შენებისათვის, ქოლესტერინისა და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისათვის.

სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლიურ პროცესებს, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტის (ციტოქრომოქსიდაზები, ტიროზინაზები და სხვა) ფუნქციონირებაში, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე.

იოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის – თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს – სითბოს წარმოქმნა, ზრდა და განვითარება.

მოლიბდენი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს რკინის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტული რეაქციების აუცილებელი კოფერმენტია. აჩქარებს შარდმჟავას მეტაბოლიზმსა და გამოყოფას.

სელენიუმი ანელებს დაბერების პროცესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბუნებრივი ანტიოქსიდანტია – იცავს უჯრედებს კიბოსგან. ხელს უწობს ვიტამინი E-ს შეწოვას.

ქრომი აკონტროლებს შაქრისა და სხვა ნახშირწყლების გადამუშავებას, ინსულინის ცვლას.

ჩვენებები:

  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი;
  • ორსულთა ტოქსიკოზები;
  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა;
  • ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

ემფეტალი მიიღება შიგნით, ჭამის დროს 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ან 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ემფეტალის ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის შეწოვა.

საფაღარათო სამკურნალო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და კოლესტირამინი, ამცირებს A, D დაE ვიტამინების შეწოვას.

ფტორურაცილი, ვინბლასტინი, ბლეომიცინი, ცისპლატინი აფერხებს A, B1 და B6 ვიტამინების შეწოვას.

პენიცილინი, იზონიაზიდი ამცირებს B1 ვიტამინის ეფექტურობას მისი გამოყოფის გაძლიერების გზით.

იზონიაზიდი აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას.

ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტერიოდებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.

ემფეტალის გამოყენება არ არის რეკომენდებული პოლივიტამინების სხვა კომპლექსთან ერთად ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.

განსაკუთრებული მითითებები;

არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

შესაძლებელია განავლის შეფერადება მუქ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რკინის არსებობით.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250Сტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (რეცეპტის გარეშე).

ემოპროქსი – EMOPROX – ЭМОПРКС

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Methylethylpiridinol

ქიმიური დასახელება:

მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი: 6-მეთილ-2-ეთილ-3-ოქსიპირიდინ ჰიდროქლორიდი.

წამლის ფორმა:

თვალის წვეთები

აღწერილობა: გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული სითხე, უფერო ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 10 მგ მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის უწყლო სულფიტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტიაგრეგანტები, ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები. ანგიოპროტექტორები, მიკროცირკულაციის კორექტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანგიოპროტექტორი ამცირებს კაპილარების გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, ანტიჰიპოქსანტს და ანტიაგრეგანტს.

ეფექტურად აინჰიბირებს თავისუფალ რადიკალებს, გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აფერხებს უჯრედული მემბრანების ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას. ზრდის ქსოვილების მდგრადობას ჟანგბადის უკმარისობის დროს, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია რეტინო-პროტექტორული თვისებები, იცავს ბადურას და თვალის სხვა ქსოვილებს სინათლის მაღალი ინტენსივობის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ხელს უწყობს თვალშიდა ჩაქცევების გაწოვას, ამცირებს სისხლის შედედებას, აუმჯობესებს თვალის მიკროცირკულაციას. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს რქოვანაში (მათ შორის ადრეული ოპერაციის და ჭრილობის შემდგომ პერიოდში).

ფარმაკოკინეტიკა:

ემოპროქსი თვალის წვეთების გამოყენებისას აქტიური ნივთიერება ბიოლოგიურად აქტიურ კონცენტრაციებში არ ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. თერაპიული კონცენტრაცია თვალის ქსოვილებში მიიღწევა ერთჯერადი ჩაწვეთებისას. თვალის ქსოვილებში ემოპროქსის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში.

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

* სისხლჩაქცევა თვალის წინა საკანში (მკურნალობა);

* სისხლჩაქცევა სკლერაში ხანდაზმული ასაკის პირებში (მკურნალობა და პროფილაქტიკა);

* რქოვანას ანთება და დამწვრობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);

* მიოპიის გართულებები (მკურნალობა);

რქოვანას დაცვა (კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში);

* ბადურას დაცვა მაღალი ინტენსივობის სინათლის ზემოქმედების შემთხვევაში (ლაზერული და მზის დამწვრობები, ლაზეროკოაგულაცია).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა მეთილეთილპირიდინოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ორსულობა.

გვერდითი მოქმედება:

წვის შეგრძნება, ქავილი, კონიუნქტივის ხანმოკლე ჰიპერემია, იშვიათად – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზირება:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

პრეპარატის ინსტილაცია ხდება კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსი შეადგენს 3-30 დღეს. აუცილებლობის და კარგი ამტანიანობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე.

მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 2-3 ჯერ წელიწადში.

თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

ჭარბი დოზირება

არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი ემოპროქსი ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ემოპროქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვებისას). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იქნას გადაწყვეტილი საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ არსებობს ცნობები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები:

სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ ემოპროქსს იყენებენ, წინა სამკურნალო საშუალებების სრული შეწოვის შემდეგ (არანაკლებ 10-15 წუთის შემდეგ).

გამოშვების ფორმა:

ემოპროქსი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი წარმოების თარიღიდან. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 10 დღის განმავლობაში.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

ემოკლოტი – EMOCLOT – ЭМОКЛОТ

საერთაშორისო დასახელება:

HUMAN COAGULATION FACTOR VIII

მწარმოებელი: KEDRION S. P. A.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოსტატური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 5 მლ გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ადამიანის პლაზმის კოაგულაციის VIII ფაქტორი  ………………      250 სე

1 ფლ.

ადამიანის პლაზმის კოაგულაციის VIII ფაქტორი  ……………..      500 სე

1 ფლ.

ადამიანის პლაზმის კოაგულაციის VIII ფაქტორი …………….       1000 სე

 

ვრცლად იმუნატი

ემკორი – EMCOR – ЭМКОР

საერთაშორისო დასახელება:

BISOPROLOL

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ბისოპროლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.

1 ტაბ.

ბისოპროლოლის ფუმარატი  …………….        2.5 მგ

1 ტაბ.

ბისოპროლოლის ფუმარატი …………….         5 მგ

1 ტაბ.

ბისოპროლოლის ფუმარატი ……………         10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობისა და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტის გარეშე. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა (მოსვენებისა და დატვირთვის დროს) და გულის წუთმოცულობას, დარტყმითი მოცულობის შემცირების გარეშე. თრგუნავს ანტრიო-ვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას. ახასიათებს ანტიარითმიული, ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ ბისოპროლოლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე და შეადგენს 90%-ს. Cmaxმიიღწევა 1-3 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30%. ღვიძლში “პირველადი გავლი” ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული. T1/2 შეადგენს 10-12 საათს.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.

პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა – 1 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

გულის ქრონიკული უკმარისობის (სტაბილიზაციის ფაზაში – უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე გამწვავების გარეშე) სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი დოზირება: საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში, მეორე კვირიდან ინიშნება ყოველდღე 2.5 მგ დღეში ერთხელ, მესამე კვირიდან – ყოველდღე 3.75 მგ დღეში ერთხელ, მეოთხე კვირიდან მერვე კვირის ჩათვლით – ყოველდღე 5 მგ დღეში ერთხელ, შემდეგ ყოველდღე – 7,5 მგ, მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია მაქსიმალური დოზის – 10 მგ-ის დანიშვნა.

ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე დასაშვებია ექიმმა შეცვალოს მიღების წესი და დოზირება.

რეკომენდებულია პრეპარატი დაინიშნოს დილით უზმოზე ან საუზმის დროს, გარკვეული რაოდენობის  წყალთან ერთად.

მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ შეიძლება, მკურნალობის კურსი წყდება დოზის თანდათანობით შემცირების გზით. მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰოპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა;

მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში;

ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყრის არსებობა.

წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.

უკუჩვენებები:

*კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90  მმ.ვწყ. სვ);

*ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები);

*პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

*გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 10 მმ. ვწყ. სვ) დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

*ბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზის არსებობის დროს, შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის ფაზაში, ალერგიული რეაქციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ფეტოქრომოციტომით  დაავადებულებში ბისოპროლოლი მხოლოდ ალფა-ადრებლოკატორების მიღების შემდეგ გამოიყენება.

*ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება ბისოპროლოლით მკურნალობის თაობაზე.

*ბისოპროლოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გამონაკლის შემთხვევაში, ორსულებში ბისოპროლოლის გამოყენების აუცილებლობისას, მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე საჭიროა პრეპარატის მოხსნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილებში ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპოგლიკემიის განვითარება და სუნთქვის დათრგუნვა. თუ პრეპარატის მოხსნა შეუძლებელია, სავალდებულოა ახალშობილის მდგომარეობის 72 საათიანი კონტროლი.

*ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

*სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

*ბისოპროლოლი აძლირებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებისა და ჰიპოტენზიური თვისებების მქონე პრეპარატების მოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით, გულის უკმარისობით, ბრონქოსპაზმით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით ვლინდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბისოპროლოლმა რეზერპინთან, ალფა-მეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გამოხატული ბრადიკარდია გამოიწვიოს.

ბისოპროლოლის მიღების ფონზე არ ინიშნება ვენაში საინიექციო კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები.

ერგოტამინის წარმოებულების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაძლიერება გამოიწვიოს.

ინსულინისა და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული მიღებისას ძლიერდება მათი მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

ემკორ – H – EMCOR-H – ЭМКОР- H

საერთაშორისო დასახელება:

BISOPROLOL, HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ბისოპროლოლის +ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ბისოპროლოლის ფუმარატი ……………….         2.5 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი …………………………     6.25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ემკორ-H 2.5 წარმოადგენს ბისოპროლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს.

ბისოპროლოლი – სელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობისა და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტის გარეშე. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა (მოსვენებისა და დატვირთვის დროს) და გულის წუთმოცულობას, დარტყმითი მოცულობის შემცირების გარეშე. თრგუნავს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას. ახასიათებს ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება.

ჰიდროქლორთიაზიდი – თიაზიდური დიურეტიკი. ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის რეაბსორბციას, აძლიერებს კალიუმისა და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, ხელს უწყობს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას. დიურეზული ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 4 საათში და მოქმედება 12 საათამდე გრძელდება. ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, სისხლძარღვის კედლის მგრძნობელობის შეცვლით, სისხლძარღვებზე შემავიწროებელი მოქმედების საშუალებების პრესორული თვისებების შემცირებით და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერებით.

შიგნით მიღების შემდეგ ბისოპროლოლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე და შეადგენს 90%-ს. Cmaxმიიღწევა 1-3 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30%. ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული. T1/2 შეადგენს 10-12 საათს.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის 60-80% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1.5-3 საათში. ჰიდროქლორთიაზიდი მეტაბოლიზდება მცირე რაოდენობით. პლაზმიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყოფა ორ ფაზიანია: საწყის ფაზაში T1/2 შეადგენს 2 სთ-ს, ტერმინალურ ფაზაში (მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ) – დაახლოებით 10 სთ-ს. მიღებული დოზის 50-75% გამოიყოფო შარდით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.

პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებით და გულის ქრონიკული  უკმარისოსით (სტაბილიზაციის ფაზაში – უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე გამწვავების გარეშე) ინიშნება დღიური დოზა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე დასაშვებია ექიმმა შეცვალოს მიღების წესი და დოზირება ტიტრაციის მეთოდის გათვალისწინებით.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციების დარღვევით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

რეკომენდებულია ემკორ-H 2.5 დაინიშნოს დილით უზმოზე ან საუზმის დროს გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად.

ემკორ -H 2.5-ით მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ შეიძლება, მკურნალობის კურსი წყდება დოზის თანდათანობითი შემცირების გზით. მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები სუსტად ან ზომიერად ვლინდება და ძირითადად გარდამავალი ხასიათისაა.

თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში;

ჰიდროქლორთიაზიდის მცირე დოზით შემცველობის გამო გვერდითი მოვლენები წყალელექტროლიტური ცვლის მხრივ (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლერემიული ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალციემია) ძალზე იშვიათად ვითარდება.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა;

მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი;

ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულეში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყრის არსებობა.

წინასწრაგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.

უკუჩვენებები:

*კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის;

* AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ. ვწყ. სვ);

*ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები);

*პერიფერიული სისხდის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ანურია, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორნბის (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისა (ასევე, სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი) და ჰიდროქლორთიაზიდისადმი მაღალი მგრძნობელობა.

*გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 100 მმ. ვწყ. სვ) დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

*ბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზის არსებობის დროს. შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის ფაზაში, ალერგიული რეაქციებისდმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ბისოპროლოლი მხოლოდ ალფა-ადრებლოკატორების მიღების შემდეგ გამოიყენება.

*ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება ბისოპროლოლით მკურნალობის თაობაზე.

*პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

*მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

*სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

*პრეპარატი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით ვლინდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება. ამ შემთხვევაში, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბისოპროლოლმა რეზერპინთან, ალფა-მეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გამოხატული ბრადიკარდია გამოიწვიოს;

ბისოპროლოლის მიღების ფონზე არ ინიშნება ვენაში საინექციო კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები. ერგოტამინის წარმოებულების ერთდოულად მიღებამ შესაძლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაძლიერება გამოიწვიოს.

გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის, ასევე ორთოსტატიური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

ზოგიერთ შემთხვევაში ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებამ შესაძლოა ჰიდროქლორთიაზიდის დიერეზული, ჰიპოტენზიური და ნატრიუმის იონების გამოდევნის ეფექტების შემცირება გამოიწვიოს. ჰიდროქლორთიაზიდი ლითიუმის კლირენსის  შემცირებასა და ლითიუმით მოწამვლის რისკის გაზრდას იწვევს. ამიტომ აღნიშნული საშუალებების ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

ემეტრონი – EMETRON – ЭМЕТРОН

საერთაშორისო დასახელება:

ONDANSETRON

მწარმოებელი: GEDEON RICHTER ,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ემეტრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეტური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ემეტრონი …………………….     8 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო კოლოიდური სილიკონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ლაქტოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ და 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ემეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი ……………..    2 მგ 8 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტრინატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, სორბიტი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ემეტრონი – მაღალეფექტური სეროტონინური 5-HT3 რეცეპტორების სელექტიური ბლოკატორია. ციტოსტატური ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული პრეპარატები იწვევენ სეროტონინის კონცენტრაციის მომატებას, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, რაც თავის მხრივ ვაგუსური აფერენტული ბოჭკოების აქტივაციით, რომლებიც შეიცავენ 5-HT3 რეცეპტორებს, იწვევს ღებინების რეფლექსს.

ვაგუსური აფერენტული ბოჭკოების გაღიზიანებითაა განპირობებული სეროტონინის კონცენტრაციის მომატება area postrema-ში, რომელიც განლაგებულია თავის ტვინის მეოთხე პარკუჭში, რაც ასევე ხელს უწყობს ღებინების განვითარებას 5-HT3 რეცეპტორების სტიმულაციით. ემეტრონი თრგუნავს ღებინების რეფლექსს თავისი ანტაგონისტური მოქმედებით აღნიშნულ რეცეპტორებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის ნეირონებზე.

ამგვარად, ეს მექანიზმი განაპირობებს პრეპარატის გამოყენებას გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისა და კუპირებისათვის პოსტოპერაციულ პერიოდში და ციტოსტატური  თერაპიის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1.5 საათის შემდეგ. მიღებული პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 60%-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უტოლდება – 70-76%. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3 საათს, ხანდაზმულ პაციენტებში იგი აღწევს 5 საათს, ხოლო ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 15-32 საათს.

ჩვენებები:

  • გულისრევის და ღებინების კუპირებისათვის, რომელიც გამოწვეულია სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით, ასევე პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მოსახსნელად და პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

გულისრევა და ღებინება გამოწვეული ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით;

მოზრდილებში:

გულისრევის და ღებინების ინტენსივობა სიმსივნური დაავადებების დროს იცვლება მიღებული ციტოსტატური საშუალებების ტიპის და დოზის მიხედვით.

ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, რომელიც იწვევს ღებინებას:

ამ შემთხვევაში, ემეტრონი ინიშნება პერორალურად და ინტრავენურად.

8 მგ ემეტრონი გამოიყენება ნელი ინტრავენური ინექციის სახით უშუალოდ მკურნალობამდე, ან 1-2 საათით ადრე მკურნალობის დაწყებამდე. შემდგომში 8 მგ ემეტრონს იღებენ პერორალურად 12 საათში ერთხელ; გახანგრძლივებული ღებინების კუპირებისათვის პირველი 24 საათის განმავლობაში ემეტრონი ინიშნება 8 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის გამნავლობაში ქიმიო ან სხივური თერაპიის შემდეგ.

ქიმიოთერაპია, რომელიც იწვევს მაღალი ინტენსივობის ღებინებას:

პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ასეთი სახის ქიმიოთერაპიას (ცისპლატინის მაღალი დოზები) ემეტრონი ეფექტურია დოზირების შემდეგი სქემის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ქიმიოთერაპიის პირველი 24 საათის განმავლობაში;

– 8 მგ ნელი ინტრავენური ან კუნთებში ინექციების სახით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, შემდგომში 2 ინტრავენური შეყვანა იმავე დოზით (8 მგ) 2-4 საათიანი ინტერვალით ან უწყვეტი ინფუზია დოზით 1 მგ/საათში დღეში;

– ერთჯერადი დოზა 32 მგ განზავებული 50-100 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან სხვა შეთავსებად საინფუზიო ხსნარში, რომელიც შეჰყავთ 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ.

დოზირების სქემის შერჩევა ხდება ქიმიოთერაპიით გამოწვეული ღებინების ხარისხის მიხედვით.

ემეტრონის მოქმედების პოტენცირება ქიმიოთერაპიით გამოწვეული ძლიერი ღებინების დროს, შესაძლებელია ერთჯერადი ინტრავენური 20 მგ დექსამეტაზონოფოსფატის ნატრიუმის მარილის დამატებით უშუალოდ ქიმიოთერაპიის დაწყების წინ.

გახანგრძლივებული ღებინების კუპირებისთვის 24 საათის შემდეგ აგრძელებენ ემეტრონის მიღებას დოზით 8 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში ქიმიოთერაპიის შემდეგ.

ბავშვებში:

ემეტრონი 4 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება ერთჯერადად ინტრავენურად დოზით 5 მგ/კვ.მ უშუააოდ ქიმიოთერაპიის წინ, ხოლო 12 საათის შემდეგ იღებენ პერორალურად 4 მგ-ს. ამ დოზის მიღება შეიძლება განმეორდეს 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში ქიმიოთერაპიის შემდეგ.

პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება;

მოზრდილებში:

პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების თავიდან ასაცილებლად შეიძლება შეყვანილ იქნას ემეტრონის 4 მგ ერთჯერადად ნელი ინტრავენური ან კუნთებში ინექციის სახით ანესთეზიის დასაწყისში.

პოსტოპერაციული ღებინების და გულისრევის კუპირებისათვის რეკომენდებულია 4 მგ ერთჯერადად ნელი ინტრავენური ან კუნთებში ინექციის სახით.

კუნთებში იგი შეჰყავთ სხეულის ერთსა და იმავე ადგილას ერთჯერადად დოზით, რომელიც არ აღემატება 2 მლ-ს (4 მგ).

ბავშვებში:

პოსტოპერაციული ღებინების და გულისრევის თავიდან ასაცილებლად ზოგადი ანესთეზიის დროს ინიშნება ემეტრონი 0.1 მგ/კგ ნელი ინტრავენური ინექცის სახით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს უმაღლეს სადღეღამისო დოზას – 4 მგ-ს ანესთეზიის ჩატარებამდე ან მის შემდეგ.

პოსტოპერაციული პერიოდი განვითარებული გულისრევის და ღებინების შესამსუბუქებლად ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადი დოზის 0.1 მგ/კგ-ზე ნელი ინტრავენური შეყვანა (მაქსიმუმი 4 მგ-მდე).

პრეპარატის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულებში:

დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით:

ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი შეიცვალოს დოზირება, მიღების წინ ან ინტერვალი მიღებებს შორის.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

ამ შემთხვევაში ემეტრონის კლირენსი მკვეთრად დაქვეითებულია და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი საგრძნობლად გახანგრძლივებულია. ასეთ ავადმყოფებში არ არის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გაზრდა 8 მგ-ზე ზევით.

ინფუზიის ჩატარება:

ემეტრონის ინექციები შეიძლება შერეულ იქნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:

– ნატრიუმის ქლორიდის 0.9% იზოტონური საინფუზიო ხსნარი;

– 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარი;

– 10% მანიტის საინფუზიო ხსნარი;

– რინგერის საინფუზიო ხსნარი;

– 0.3% კალიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარი და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური საინფუზიო ხსნარი;

– 0.3% კალიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარი და 5% გლუკომის ხსნარი.

დაუშვებელია პრეპარატის განზავება სხვა ტიპის საინფუზიო ხსნარებთან.

საინექციო ხსნარის შერევა ერთ შპრიცში სხვა პრეპარატებთან დაუშვებელია.

ემეტრონი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით სიჩქარით 1 მგ/საათში.

Y-დამაკავშირებლის მეშვეობით ემეტრონთან ერთად კონცენტრაციებში 16-დან 160 მიკროგრამი/მლ (მაგალითად, 8 მგ 500 მლ-ში ან 8 მგ 50 მლ-ში) შეიძლება შეყვანილ იქნას შემდეგი საშუალებები:

ცისპლატინი: კონცენტრაცია 0.48 მგ/მლ-მდე (240 მგ 500 მლ-ში), შეყვანის ხანგრძლივობა 1-8 საათი.

5-ფლუოროურაცილი: კონცენტრაცია 0.8 მგ/მლ-ში (2.4 გ 3 ლ-ში ან 400 მგ 500 მლ-ში), შეყვანის სიჩქარე არანაკლებ 20 მლ-სა საათში (500 მლ დღეში) 5-ფლუოროურაცილის უფრო მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ემეტრონის პრეციპიტაცია. 5-ფლუოროურაცილის ინფუზია შეიძლება შეიცავდეს 0.045% მაგნიუმის ქლორიდს სხვა შეთავსებად კომპონენტებთან ერთად.

კარბოპლატინი: კონცენტრაცია დიაპაზონში 0.18 მგ/მლ-დან 9.9 მგ-მლ-მდე (90 მგ 500 მლ-ში ან 990 მგ 100 მლ-ში), შეყვანის ხანგრძლივობა 10-60 წუთი.

ეტოპოზიდი: კონცენტრაციია 0.144 მგ/მლ-დან 0.25 მგ/მლ-მდე (72 მგ 500 მლ-ში – 250 მგ-მდე 1 ლიტრში), შეყვანის ხანგრძლივობა 30-60 წუთი.

ციკლოფოსფამიდი: დოზები დიაპაზონში 100 მგ-დან 1 გრამამდე გაზავებული საინექციო წყალში გამომშვების რეკომენდაციით (5 მლ 100 მგ ციკლოფოსფანზე), შეყვანილი ინტრავენურად 5 წუთის განმავლობაში.

დოქსორუბიცინი: 10 მგ-დან 100 მგ-მდე განზავებული საინექციო წყალში გამომშვების რეკომენდაციით (5 მლ 10 მგ დოქსორუბიცინზე), შეყვანილი ინტრავენური ბოლუსის ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში.

ცეფტაზიდიმი: 250 მგ 2000 მგ-მდე განზავებული საინექციო წყალში გამომშვების რეკომენდაციით (2.5 მლ 250 მგ-ზე ან 10 მლ 2 გ-ზე), შეყვანილი მნტრავენური ინექციის სახით 5 წუთის განმავლობაში.

დექსამეტაზონი: 20 მგ ნელი ინტრავენური ინექცის სახით 2-5 წუთის განმავლობაში Y- დამაკავშირებლის მეშვეობით, რომელიც აწოდებს ემეტრონის 8 მგ ან 32 მგ-ს გაზავებულს 50-100 მლ შეთავსებად საინფუზიო ხსნარში 15 წუთის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია თავის ტკივილი, ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება. ხანდახან ამინოტრანსფერაზების კონცენტრაციის გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო მომატება. იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია).

სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს შესაძლებელია მხედველობის გარდამავალი დარღვევა (არამკაფიო მხედველობითი აღქმა) ან თავბრუსხვევა; ასევე ხველა, დიარეა, მოტორიკის არაკონტროლირებადი დარღვევა და კრუნჩხვები, ტკივილი მკერდის არეში, არითმია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, სლოკინი.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

*ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

არსებობს მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით 5-HT3-რეცეპტორების სხვა სელექტიური ბლოკატორების მიმართ.

ემეტრონი ახანგრძლივებს მსხვილი ნაწლავის შიგთავსის ევაკუაციის პერიოდს, ამიტომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ავადმყოფებზხე ნაწლავების ქვემწვავე გაუვალობით აუცილებელია დაკვირვება.

ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად პრეპარატს ტერატოგენული მოქმედება არ ახასიათებს. მონაცემები მისი ტერატოგენული ეფექტის შესახებ ადამიანებზე არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაუშვებელია, ან შესაძლოა მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ. პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენებებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

არსებობს მწირი მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ, ვინაიდან იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს ემეტრონის ჭარბი რაოდენობა შეზღუდულია.

ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ საშუალებებთან:

– ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები კარბამაზეპინი, კარიზოპროდოლი, გლუტეთიმიდი, გრიზეოფულვინი, აზოტის ქვეჟანგი, პაპავერინი, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი, ჰიდანტოინები, პირიმიდონი, რიფაპიცინი, ტოლბუტამიდი).

– ფერმენტების ინჰიბიტორები ალოპურინოლი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები – მაო-ს ინჰიბიტორები, ქლორამფენიკოლი, ციმეტიდინი, კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს, დილთიაზემი, დისულფირონი, ვალპროის მჟავა, ნატრიუმის დივალპროატი, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ლოვასტატინი, მეტრონიდაზოლი, ომეპრაზოლი, პროპრანოლოლი, ქინიდინი, ქინაქინი, ვერაპამილი. ემეტრონი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლის ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემით, ამიტომ ფერმენტული ინდუქტორები ან ინჰიბიტორები იწვევენ მისი კლირენსის და ნახევარგამოყოფის პერიოდის შეცვლას.

შენახვის პირობები:

შემოგარსული ტაბლეტები ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

საინექციო ხსნარი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Don`t copy text!