მთავარი წაკითხვა გვერდი 97

ბიოლაქტინი 5მილიარდი 9მლ#10ფლ

ბიოლაქტინი  5 მილიარდი

ფლაკონი 9 მილილიტრი  

5 მილიარდი ცოცხალი მიკროორგანიზმი

შემადგენლობა:

Lactobacillus rhamnosus

Lactobacillus acidophilus

Bacillus coagulans

B ჯგუფის ვიტამინები

B1      0.6 mg

B2       0.8 mg

B6       0.6mg

B12     0.6mcg

PP       5 mg

კალციუმის პანტოთენატი   2მგ

FOC  ფრუქტოოლიგოსაქარიდები 500 მგ

ინულინი    500 მგ

მოცხარი     200 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  დისბაქტერიოზის სამკურნალო და   ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება

მოქმედების მექანიზმი:

ბიოლაქტინი  წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას,რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავური მიკროფლორის ფუნქციის აღდგენას და წონასწორული  მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და აბრკოლებს მავნე ბატერიების მოქმედებას. აძლიერებს ნაწლავის ადგილობრივ იმუნიტეტს

ბიოლაქტინის   შემადგენლობაში შემავალი ლაქტო ბაქტერიები ,ინულინი ფრუქტოლოგოსაქარიდები და B ჯგუფის ვიტამინები  ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზებას,ავლენენ მაღალაქტივობას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა – E.coli, H.influenzae, Campilobacter jejuni, Salmonella, Shigella, Streptococcus, Staphilococcus aureus, Helicobacter pylori.მათ ენტეროციტებთან ადჰეზიისა და ზრდის უნარის დათრგუნვით.ლაქტობაქტერიები ახდენენ ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით.მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების გამრავლებას,რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის 85-95% შეადგენს.

ინულინი არის მცენარეული პოლისაქარიდი,რომლისგანაც კუჭში ნაწილობრივი ფერმენტაციული ჰიდროლიზის გზით,წარმოიქმნება ფრუქტოოლიგოსაქარიდები.ისინი წარმოადგენენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდის იდეალურ საკვებ გარემოს .ინულინს ახასიათებს პროკინეტიკური( კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულირება) ,დეტოქსიკაციური, ანტიქოლესტერინული მოქმედება.

ბიოლაქტინის შემადგენელი კომპონენტებ მდგრადია კუჭ-ნაწლავის ფერმენტების მიმართ და შეუცვლელი სახით აღწევს ნაწლავებამდე

ჩვენებები:

დისბაქტერიოზი 

ანტიბიოტიკოთერაპიის და  შემდგომი პერიოდი

მწვავე ინფექციური დიარეა

მოგზაურთა დიარეა

შეკრულობა გამოწვეული დისბაქტერიოზით

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

საკვები რაციონის და დიეტის შეცვლა

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

გვერდითი მოქმედება:

გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის

მიღების წესი და დოზირება:

ბიოლაქტინი მიიღება ჭამის დროს მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით,

0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 4-9 მილილიტრი  (0,5-1 ფლაკონი) 1-2 ჯერ(შესაძლებელია ფლაკონის გახსნა და  საკვებში შერევა).

2 – დან– 12- წლამდე 1-2 ფლაკონი 1- ჯერ.

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში  1-2 ფლაკონი  1- 2 ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლოვობა დამოკიდებულია დაავადების განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

გამოშვების ფორმა:  8 მინის ფლაკონი   ყუთში

შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: SELLA  იტალია

დოლო-დენკი 100მგ/გ 50გ ჟელე

19.85 ლარი
18.40 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: კონტრაქტ ფარმა გმბ&კო

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბიოგაია პრობიოტიკი 5მლ წვეთ.ფლ

57.25 ლარი
53.82 ლარი

ქვეყანა: შვეიცარია

მწარმოებელი: ტუპეკ შვეიცარია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოლარენი 50მგ/500მგ #10ტ

დ ო ლ ა რ ე ნ ი

DOLAREN

 

შემადგენლობა:
დიკლოფენაკ  ნატრიუმი   ბრ. ფ ……….50 მგ
(გრანულებში  ენტეროსოლუბილური გარსით)
პარაცეტამოლი ბრ. ფ ………500 მგ
აღწერა:
დოლარენი -დიკლოფენაკ  ნატრიუმისა   (გრანულებში  ენტეროსოლუბილური  გარსით )  და  პარაცეტამოლის  კომბინაციაა.
დიკლოფენაკი – არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო  პრეპარატია, რომელიც  ეფექტურია  ანთებითი  პროცესების  დროს.  პრეპარატის  შემადგენლობაში  შემავალი  პარაცეტამოლი – ფართოდ  გამოიყენება  ანალფეზიური  და  სიცხის  დამწევი  საშუალების  სახით,  რომელიც  კარგი  ამტანობით  ხასიათდება. პარაცეტამოლი  აძლიერებს  და  ხელს  უწყობს  დიკლოფენაკის  მოქმედებას.
დოზირება  და  მიღება:
მოზრდილები  და  12  წელზე  უფროსი  ასაკის  ბავშვები:   
1 ტაბლეტი  2 /ან 3 – ჯერ  დღეში  საკვების  მიღების  შემდეგ,  ან  ექიმის  დანიშნულების  მიხედვით.
გადაყლაპვა  საჭიროა  მთლიანად. დაღეჭვა  არ  შეიძლება.
ჩვენებები:
თავის  ტკივილები, სტომატოლოგიური  დაავადებებისას  არსებული  ტკივილები, დისმენორეა, სპორტული  და  სამგზავრო  ტრავმები, რევმატიზმი,  ართრიტი,  ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა  ეტიოლოგიის  ტემპერატურის  მომატება.
გვერდითი  მოვლენები:
უნდა  გვახსოვდეს,  რომ  გვერდითი  ეფექტების  გამოვლენა  ძირითადად  დოზა  დამოკიდებული  და  განსხვავებულია  სხვადასხვა  ინდივიდში.  განსაკუთრებით  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  სისხლდენების  რისკი (წყლული, ლორწოვანის  დეფექტები, კუჭის  ლორწოვანი  გარსის  ათება ), დამოკიდებულია  დოზაზე  და  მკურნალობის  ხანგრძლივობაზე.
კუჭ – ნაწლავის  ტრაქტი:  საკმაოდ  ხშირია   ( >  10 % )  გულისრევა,ღებინება,  დიარეა,  უმნიშვნელო  სისხლდენების  შემთხვევები,  რამაც  ინდივიდუალურ  შემთხვევაში  შეიძლება  გამოიწვიოს  ანემია.
ხშირად  შესაძლებელია  (> 1 %  – ძალიან  იშვიათად  (> 0.1 % -ძალიან  იშვიათად  ( ძალიან  იშვიათად  (ცენტრალური  ნერვული  სისტემა  და  სენსორული  ორგანოები
ხშირია   (>1% -ძალიან იშვიათია  (ძალიან  იშვიათ  შემთხვევაში  (კანი
შესაძლებელია  გამოვლინდეს (> 1%-0.1%-თირკმელი
ძალიან  იშვიათად  (ღვიძლი
ხშირია  (>1%-იშვიათია  (>0.1%-პანკრეასი
ძალიან  იშვიათად  (0.01%)  დაფიქსირდა პანკრეასის  ანთებითი  მოვლენები.
სისხლი
იშვიათ  შემთხვევებში (>0.1%-ძალიან  იშვიათ შემთვევასი  (გულ-სისხლძარღვთა   სისტემა
ძალიან  იშვიათ  შემთხვევებში  (უკუჩვენებები:
•    დიკლოფენაკ  ნატრიუმის  და  მისი  კომპონენტების  მიმართ  მომატებული  მგრძნობელობა.
•    უცნობი  ეთიოლოგიის  სისხლწარმომქმნელი  ფუნქციის  დარღვევა, კოაგულაციის  დარღვევა.
•    კუჭის  და /ან  დუოდენალური  წყლული.
•    ორსულობის  ბოლო  ტრიმესტრი.
•    ცერებრული  ჰემორაგიები, სისხლდენები  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  და  სხვა  მწვავე  სისხლდენები.
•    ბავშვები  და  15  წლამდე  მოზარდები.
ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:
გთხოვთ  მიმართოთ  ექიმს  ან  ფარმაცევტს  თუ  თქვენ  იღებთ  რომელიმე  სხვა  პრეპარატს. გთხოვთ  გაითვალისწინოთ,  რომ  ეს  ინფორმაცია  ასევე  ეხება  იმ პრეპარატებსაც  რომლებსაც  იღებდით  უახლოეს  პერიოდში.
ერთდროული   გამოყენებისას, დიკლო-დენკ  50  შეუძლია  გაზარდოს  ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის  პლაზმური  კონცეტრაცია. აუცილებელია  სისხლში  ლითიუმის  კონცეტრაციის  კონტროლი.
მას  შეუძლია  შეამციროს  დეჰიდრატაციული  და  არტერიულ  წნევაზე  მოქმედი  (შარდმდენი  და  ანტიჰიპერტენზიული  საშუალებები) პრეპარატების  ეფექტი.
დიკლოფენაკ  ნატრიუმს  შეუძლია  შეამციროს  ანგიოტენზინგარდამქმნელი  ფერმენტების  ინჰიბიტორების  (გულის  უკმარისობის  და  არტერიული  წნევის    შეიძლება  ასევე  გაზარდოს  თირკმლის  ფუნქციის  დარღვევის  რისკი. კალიუმის   შემნახველ  შარდმდენ  პრეპარატებთან  ერთდროულმა  გამოყენებამ  შეიძლება  გამოიწვიოს  შრატში  კალიუმის  მომატება.
ერთდროული  გამოყენება  გლუკოკორტიკოიდებთან,  ან  სხვა  არასტეროიდულ  ანთების  საწინააღმდეგო  პრეპარატებთან  ზრდის  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  ფუნქციის  დარღვევის  რისკს (იხ.გვერდითი  ეფექტები).
დიკლო-დენკ  50  გამოყენება  მეთოტრექსატის მიღებამდე  24  სთ-ით ადრე  ან  გვიან,  ზრდის  მეთოტრექსატის  კონცეტრაციას  და  მის  არასასურველ  ეფექტებს.
პრობენეციდის  ან  სულფინპირაზონის  შემცველ  პრეპარატებს (პოდაგრის  სამკურნალო  პრეპარატები)  შეუძლიათ  შეაფერხონ  დიკლოფენაკის  ელიმინაცია. ამან  შეიძლება  ორგანიზმში  გამოიწვიოს  დიკლოფენაკ  ნატრიუმის  კონცეტრაციის გაზრდა  და  პრეპარატის  გვერდითი  ეფექტებს  გამოვლენა.
შენახვის პირობები:    ინახება  გრილ, მშრალ  ადგილას, 25  *C-მდე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: შეფუთვა: 10 ბლისტერი  მუყაოს  კოლოფში,თითოში 10  ტაბლეტი.
მწარმოებელი: ნაბროს  ფარმა  პვტ   ლტდ. ნ.ჰ. 8,  კაჯიპურა, ქჰედა .ინდოეთი.

ჰეპა-მერცი გრანულები 5გ #30პაკ

91.22 ლარი
85.75 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: მერც ფარმაცევტიკალსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოლარენი 25მგ/მლ 3მლ #5ა

ნატრიუმის   დიკლოფენაკი   ინექციები

შემადგენლობა:

ყოველი  მლ   შეიცავს:

დიკლოფენაკ     ნატრიუმი  25 მგ

ბენზილის  სპირტი  BP    4%   წონა/წონა

(კონსერვანტი)

საინექციო  წყალი   BP  საკმაო  რაოდენობა

მოქმედება:  

დიკლოფენაკს აქვს  ძლიერი  ანთების  საწინააღმდეგო,  ტკივილგამაყუჩებელი   და  სიცხის  დამწევი  მოქმედება. მოქმედების  მექანიზმი   მდგომარეობს   პროსტაგლანდინების   სინთეზის   პროცესში   ფერმენტ  ციკლოოქსიგენაზის   ინჰიბირებაში. პროსტაგლანდინები  ჩვეულებრივ  დაკავშირებულია   ანთებასთან. დიკლოფენაკი   არის   ნატრიუმის   ან  კალიუმის   მარილი. ნატრიუმის   მარილი   მოთავსებულია  ენტეროსოლუბიურ  (ნაწლავში  ხსნად)  გარსში,  მაქსიმალური  ბიოშეღწევადობის  მისაღწევად.

მიღების   ჩვენებები:

რევმატოიდული  ართრიტი, ოსტეოართრიტი,  მაანკილოზებელი   სპონდილიტი,  პოდაგრა,  კბილის   ტკივილი,  ოპერაციის  შემდგომი  ტკივილი,  თირკმლის  კოლიკა.

დოზირება:

ნატრიუმის  დიკლოფენაკის  ინტრავენური  ინექცია  განკუთვნილია  გადაუდებელი   გამოყენებისათვის   (ერთი  ან ორი  დღის  განმავლობაში)  დოზით  75 მგ ყოველდღიურად  ინტრამუსკულარულად,  დუნდულა  კუნთში   ღრმად   შესაყვანად.  მეორე  ინექციის  გაკეთება  შეიძლება  24  საათის  განმავლობაში   განსაკუთრებით   გადაუდებელ  შემთხვევაში   მეორე   დუნდულოში.

გაფრთხილება:

საჭიროა  სიფრთხილე  პაციენტებში  დისპეფსიით,  ან  კუჭ-ნაწლავის   სხვა  დაავადებებით,   სისხლის  შედედების  დარღვევით    და   ღვიძლის  ან  თირკმლის  სერიოზული   დაეღვევებით,  დიკლოფენაკ   ნატრიუმის  ხანგრძლივად  გამოყენებამდე,  საჭიროა  სისხლის  ანალიზის  გაკეთება.

ორსულობის  ან  ლაქტაციის  პერიოდში,  ან  ბავშვებსა  და   ჩვილებში  გამოყენებისას  უსაფრთხოების   შესახებ   მონაცემები  არ  არის. ორსულობის  და  ლაქტაციის  პერიოდში,  ასევე  ბავშვებსა  და  ჩვილებში  ნატრიუმის  დიკლოფენაკის   ინექციიების  გამოყენება  რეკომენდებული  არ  არის.

გვერდითი  მოვლენები:

შედარებით  ხშირი  გვერდითი  მოვლენებია  დიარეა,  გულისრევა,  ღებინება,  შეკრულობა,  მეტეორიზმი  და  მადის  დაკარგვა. თუ  განვითარდა   კანის   ძლიერი  რეაქცია,  დაუყოვნებლივ   გაიარეთ  კონსულტაცია  ექიმთან.

გამოშვების  ფორმა:

3 მლ  5  ამპულა  მუყაოს   კოლოფში.

შენახვის  ვადა:   2  წელი

მხოლოდ  ინტრამუსკულარული  გამოყენებისთვის.

შეინახეთ  მშრალ ,გრილ, ბნელ  ადგილას.

შეინახეთ  ბავშვებისთვის  მიუწვდომელ   ადგილას.

ფარმაცევტული   პროდუქტის  ჯგუფი   II – გამოიყენება  ექიმის  დანიშნულებით

მწარმოებელი:

შპს  ნაბროს  ფარმა

401,  აშვამეგს  კომპლექსი, მიტხაკალი, ახმედაბადი  380 009,  ინდოეთი.    

აციდოლაკი #10პაკ

30.42 ლარი
28.59 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: პოლფარმა ფ/ქ სს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰეპა-მერცი 500მგ/მლ 10მლ #10ა

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: მერც ფარმაცევტიკალსი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დოლარენი 20გ გელი

დოლარენი გელი

  DOLAREN gel

 

ფურცელი  ჩანართი.  ინფორმაცია  პაციენტებისათვის.
პრეპარატის  მიღებამდე  ყურადღებით  წაიკითხეთ  ეს  დანარჩენი ფურცელი!
შეინახეთ  ეს  დანართი  ფურცელი, შესაძლებელია  მოგიხდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა:
გელის  1  გრამი  შეიცავს:
დიკლოფენაკ  დიეთილამინს, რომელიც  ექვივალენტურია დიკლოფენაკ ნატრიუმის 10 მგ.
მენთოლი  ბრ.ფ 50  მგ
მეთილსალიცილატი ბრ.ფ 100 მგ
სელის  თესლის  ზეთი 30  მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის  სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი,დიეთანოლამინი, ბრონოპოლი, ნატრიუმის  მეტაბისულფიტი, პოლისორბატ  80,  სანდალოზის  ზეთი, იზოპროპილის  სპირტი, გასუფთავებული  წყალი.
წამლის  ფორმა: გელი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  პრეპარატი  გამოიყენება  სახსრებისა  და  კუნთების  ტკივილის  დროს.
ფარმაკოლოგიური  მახასიათებლები: ადგილობრივი  მოხმარების  სწრაფად მოქმედი  დოლარენის  გელი  შეიწოვება  კანით  და უზრუნველყოფს  გაუტკივარების  ეფექტს.  გელი  იმ  ადგილებში, სადაც  მოხდება  მისი  გამოყენება, იწვევს  კანის  ჰიპერემიას  და აძლიერებს  სისხლის  მიმოქცევას  კანქვეშა   ქსოვილებში.  გააჩნია  ანალგეზიური, გახურების  და ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედება.  გელის  მოქმედებით  აქტივირდება  ნივთიერებათა  ცვლა,  იზრდება  კუნთების  და  ქსოვილების  ელასტიურობა,  მცირდება  კუნთების  ლოკალური  ტონუსი.  მოქმედება  იწყება  წასმიდან  რამდენიმე  წუთში  და  აღწევ  მაქსიმუმს  20-30  წუთის  განმავლობაში.
წინააღმდეგჩვენებები:
ალერგიული  რეაქციები  დიკლოფენაკ  ნატრიუმზე  და გელის  შემადგენლობაში  შემავალ  სხვა  კომპონენტებზე.  მისი  გამოყენება  არ  შეიძლება  პაციენტებში   ბრონქული  ასთმით,  კუჭის  და  თორმეტგოჯა  ნაწლავის   წყლულით  გამწვავების  ფაზაში,  ორსულობის  და  ლაქტაციის დროს,  ბავშვებში  12  წლამდე.
უსაფრთხოების  ზომები  მიღებისას
მკურნალობის  დაწყებამდე  კონსულტაცია  გაიარეთ  ექიმთან! გელი განკუთვნილია  მხოლოდ  გარეგანი  გამოყენებისათვის, არ  გამოიყენოთ დაზიანებულ  კანზე.აუცილებლად  მოერიდეთ  გელის  მოხვედრას  კანის  დაზიანებულ  ადგილებზე,ღია  ჭრილობებზე,    ცზვირის  და  თვალის  ლორწოვან  გარსზე.
ურთიერთქმედება  სხვა  მედიკამენტებთან
თუ  იღებთ  რაიმე  მედიკამენტს  აუცილებლად  შეატყობინეთ  ექიმს  ამის  შესახებ. დოლარენით  მკურნალობისას  არ  მიიღოთ  რაიმე  სხვა  სამედიცინო  საშუალება  (მათ შორის  ისინიც,  რომლებიც  გაიცემა  ურეცეპტოდ )  ექიმთან  წინასწარ   კონსულტაციის  გარეშე. არაკონტროლირებადმა  მკურნალობამ  შესაძლოა  ზიანი  მიაყენოს  თქვენს  ჯანმრთელობას.
განსაკუთრებული  მითითებები:  არ  გამოიყენოთ  სხვა  კრემებთან  და  მალამოებთან  ერტად,  ასევე  არასტეროიდულ  ანთების  საწინააღმდეგო საშუალებებთან  ერთად  ექიმის  რეკომენდაციის  გარეშე.
მიღების  წესი  და დოზირება. გელს  უსვამენ  კანის  დაზიანებულ  ადგილას  3-4 ჯერ  დღე  ღამეში  2-4  მგ ოდენობით  და მსუბუქად  შეიზელენ  სრულ  შეწოვამდე.  ძირითადი  კლინიკური  სიმპტომების  შემცირება,  ან  გაქრობა აღინიშნება  მკურნალობის  დაწყებიდან  პირველ  დღეებში.
მიღება  ბავშვებში.  12  წლამდე  ბავშვებში  გელის  გამოყენება  შეიძლება  მხოლოდ  ექიმის  დანიშნულებით  და მისი  მეთვალყურეობის  ქვეშ.
დოლარენის  გელის  გამოყენება  შეიძლება  დიკლოფენაკ  ნატრიუმის  ტაბლეტების  პერორალურ  მიღებასთან  ერთად.დიკლოფენაკ  ნატრიუმი, არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო  საშუალებაა, პირდაპირ  დიფუზიის  გზით  ღრმად აღწევს  კანქვეშა  ქსოვილებში  და სტრუქტურებში  და კონცენტრირდება  მათში.  დიკლოფენაკ  ნატრიუმი  აინჰიბირებს  ფერმენტ  ციკლოოქსიგენაზას, რაც  იწვევს პროსტაგლანდინების  შემცირებას.  ამცირებს  სახსრების   შებიჭილობას  და შესიებას,  გააჩნია  ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედება.
სელის  ღესლის  ზეთი, მეთილსალიცილატი.  პრეპარატის  ამ  კმპონენტებს  გააჩნია  გამაღიზიანებელი  მოქმედება, რაც  განპირობებულია  მგრძნობიარე  ნერვულ  დაბოლოებებზე  ზემოქმედებით, და ასევე  გააჩნია  სახსრების    გამაფართოვებელი  მოქმედება.
მენთოლს  ადგილობრივი  გამოყენებისას  გააჩნია  სისხლძარღვთა გამაფართოვებელი  მოქმედება  კანქვეშა  სტრუქტურებზე,  იძლება  სიგრილის  შეგრძნებას  შემდგომი  გაუტკივარების  ეფექტით.
გამოყენება.  პრეპარატს  იყენებენ   მოზრდილებში  და  ბავშვებში  12  წლის  ზემოთ:
მიოზიტის,  ფიბროზიტის,   იშიაზის, კუნთების  და  მყესების  გაღიზიანებისას,საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის  ტრამვებისას. სახსრების  ანთებითი  და  დეგენერაციული  დაავადებებისას.  ტკივილი  კუნთებში  და სახსრებში  დიდი  ფიზიკური  დატვირთვისას.   რევმატიული  დაავადებები: ბურსიტი,  ართრიტი,  ტენდოსინოვიტი, ტენდინიტი.
გვერდითი  მოვლენები:  დოლარენი  საერთოდ  კარგი  ამტანობით  ხასიათდება. ცალკეულ  შემთხვევაში პრეპარატის  წასმის  ადგილას  შეიძლება  წარმოიქმნას  სიწითლე,  ქავილის  ან  წვის  შეგრძნება.  ნებისმიერი უჩვეულო  რეაქციების  წარმოქმნის  შემთხვევაში აუცილებლად  ჰკითხეთ  რჩევა  ექიმს  პრეპარატის  შემდგომ  გამოყენებასთან  დაკავშირებით!
ვარგისიანობის  ვადა: პრეპარატის  ვარგისიანობის  ვადა  2  წელია. არ  გამოიყენოთ  გელი  მითითებული  ვარგისიანობის  ვადით  გასვლის  შემდეგ.
შენახვა: შეინახეთ  მშრალ, სინათლისაგან  დაცულ  და ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას,  არაუმეტეს  25 c.
შეფუთვა:  გელი  20  გ  ტუბში. მუყაოს  კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ (III ჯგუფი)
“NABROS  PHARMA”
ნეშნელ ჰაივეი 8,  კჰედა  387411,  ინდოეთი

აქტივ ფლორა ბეიბი 5მლ #1ფლ

აქტივ ფლორა ბეიბი 5მლ

პრობიოტიკი

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი განკუთვნილია ახალშობილების, ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

შესაძლებელია მისი გამოყენება დღენაკლულ ბავშვებში და დაბადებისას დაბალი წონის მქონე ახალშობილებში.

გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

აქტივ ფლორა ბები შეიცავს Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს, რომლების გამოყენებაც უსაფრთხოა, რაც დადასტურებულია მრავალი კლინიკური კვლევით. 

აღწერა:

შემადგენლობა: პრობიოტული ბაქტერიები Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103.

შემავსებელი: ზეითუნის ზეთი; ასკორბილპალმიტატი (ანტიოქსიდანტი).

6 წვეთი შეიცავს 6 მილიარდ Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ბაქტერიის ცოცხალ კულტურას.

ზეითუნის ზეთი გამოიყენება ოლიგო-ანტიგენური დიეტის დროს (დიეტა ალერგიული  ადამიანებისათვის). ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავების პროფილი დედის რძის ანალოგიურია. ასკორბილპალმიტატი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს

კვებითი ღირებულება

100 მლ-ის შემადგენლობა

6 წვეთის შემადგენლობა

12 წვეთის შემადგენლობა

ენერგეტიკული ღირებულება

812 კკალ (3340 კჯ)

2.20 კკალ (9 კჯ)

4.40 კკალ (18 კჯ)

ცხიმები:

86.49 გ

0.23 გ

0.46 გ

ნახშირწყლები:

2.50 გ

0.01 გ

0.02 გ

ბოჭკოები:

7.70 გ

0.02 გ

0.04 გ

ცილა:

2.10 გ

0.01 გ

0.02 გ

მარილი:

0.00 გ

0.00 გ

Lactobacillus rhamnosus GG

2.22 x 1012

6 x 109

12 x 109

ATCC 53103

კწე*

კწე*

კწე*

კწე* -კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

გამოყენების რეკომენდაცია

აქტივ ფლორა ბების რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა: ჩვილები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები – 6 წვეთი დღეში ჭამის დროს. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები – 12 წვეთი დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

დიეტური დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი, და ის ვერ შეცვლის ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოყენება:

მაცივარიდან გამოღების შემდეგ დაელოდეთ რამდენიმე წუთი, სანამ პროდუქტი არ მიაღწევს ოთახის ტემპერატურას. შემდეგ შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთგვაროვანი სუსპენზიის მისაღებად. შეიძლება გამოჩნდეს  ბუნებრივი სიმღვრიე.  წვეთები უნდა დაემატოს მისაღებ საკვებს ან პირდაპირ ჩაისხათ პირში. არ არის რეკომენდებული პროდუქტის შერევა ძალიან ცივ ან ცხელ საკვებთან.

ანტიბაქტერიული თერაპიის შემთხვევაში რეკომენდირებულია პროდუქტის მიღება ანტიბიოტიკთან ერთად. ანტიბიოტიკის დასრულების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორას აღდგენის მიზნით რეკომენდებულია აქტივ ფლორა ბების გამოყენება მომდევნო კვირების განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია:

აქტივ ფლორა ბები არ შეიცავს ალერგენულ ნივთიერებებს, როგორიცაა ძროხის რძის ცილა, ლაქტოზა, საქაროზა. არ შეიცავს გლუტენს.

სიფრთხილის ზომები და უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ აქტივ ფლორა ბების  ნებისმიერი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

პროდუქტის გამოყენებისას საჭიროა სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის.

შენახვა:

შეინახეთ 2°C- დან 15°C- მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. პირველად გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნეს გამოყენებული 30 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: პერორალური წვეთები 5 მლ